შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია (დასასრული)


5-03-2016, 01:50
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 679

დემეტრე
კატოს სახლიდან წამოსულმა პირდაპირ სახლში წავედი.იქ მისულმა კი ყველაფერზე ფიქრი დავიწყე.თავი რომ დამენებებინა ასე უცებ,ვიცი რაღაცას დაუშავებდნენ ჩემს კატოს ან ჩემს შვილს.ოდესღაც აუცილებლად დავანებებდი თავს ამ საქმეს,მაგრამ ჯერ არა...უფრო სწორად რომ ვთქვა,ვერა...
ცოტახანში ბანდის ერთ-ერთმა წევრმა დამირეკა და შეკრების ადგილის მისამართი მითხრა.ნახევარ საათში დაახლოებით ათამდე კაცი ვიყავით და ვჭობდით როგორ უნდა დავსხმოდით თავს ,,მდიდარ მსხვერპლს“. რამდენიმე საათში ყველანი ჩვენს გზას დავადექით.დილით ძალიან ადრე გამეღვიძა,ტელეფონის გათიშვამდე ბექას(ბანდის წევრს) მივწერე რომ რამდენიმე წუთში ჩვენს ადგილას მივიდოდი და გავთიშე.სწრაფად მოვწესრიგდი,ღრმად ჩავისუნთქე და წავედი დანიშნულების ადგილისკენ.
როცა ყველა ჩვენგანი შევიკრიბეთ,მსხვერპლის სახლის გზას დავადექით და გადავნაწილდით.ბექამ გვანიშნა პოლიციელები გვითვალთვალებენო და ჩვენც ცეცხლი გავხსენით.ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა,კატოს სახე რომ შევნიშნე.ჩემიანებს ვუძახდი გავიქცეთ თქო,იმისთვის რომ კატოს სიცოცხლე უსაფრთხოდ ყოფილიყო.განა მარტო კატოსი?ჩემი შვილის სიცოცხლეც... ვინმე მისმენდა კი? მობილიზება ვერ მოვახერხე და უცებ ირაკლიმ(ბანდის წევრმა) კატოს ესროლა.ჩემიანები სწრაფად გაიქცნენ.ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა.ვერ ვინძრეოდი,არ შემეძლო მასთან მიახლოვება...
- კატო,ადექი ჰე...ნუ მაშინებ,ბავშვს და მე ნუ გვანერვიულებ.ჰე,ადექი რა! გაახილე თვალე ბი და თქვი რომ ეს სისხლი კი არა წითელი ლაქაა.ჩვენ მსახიობები ვართ და ესეც ფილმის ერთ-ერთი მომენტია. კატო,რატომ არ მცემ პასუხს?გინდა რომ მომკლა ნერვიულობით?ადექი,რა...-მასთან ჩამუხლილი ვეუბნებოდი და ამაოდ ვაქანებდი მკლავებში ჩავლებული ხელებით.
- დაპატიმრებული ხართ თავდასხმის მცდელობის მიზნით.-თავზე ცივი იარაღის მობჯენა ვიგრძენი.-ხელები კეფაზე შემოიწყვეთ და ისე ადექით.-მისი ნათქვამიც შევასრულე.ბორკილები დამადო და მკაცრი თვალები შემომანათა.
- დაჭრილია,ჩემი საცოლეა რომელიც ბავშვს ატარებს მუცლით...დაეხმარეთ,გამოუძაღეთ სასწრაფო დახმარებას.
- დარეკილია უკვე,მალე მოვლენ ნუ ღელავ...ნუ ისე,როგორ უნდა ღელავდე,რომ გყვარებოდა ამ საქმეში არ გაერეოდი.
- სიმართლე არ იცი და ბევრს ნუ ლაპარაკობ.-ვეცადე მშვიდად მეთქვა.მშვიდად მივყვებოდი და კატოს თვალებს არ ვაშორებდი.მასთან რამდენიმე ექიმი იყო და საკაცეზე გადაყავდათ.მერე მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს იზოლატორში.
რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ მხოლოდ რამდენიმეჯერ შემოიხედავდნენ.საჭმელს დადებდნენ და გავიდოდნენ.ამაოდ ვცდილობდი გამეგო პასუხი კატოს და ბავშვის მდგომარეობაზე.
ერთ დღესაც საჭმელი ახალგაზრდა ქალმა შემოიტანა.
- ქალბატონო,გთხოვთ ერთი წუთი მისმინეთ!-მთელი ვედრება ჩავაქსოვე,თითოეულ სიტყვაში.
- რა გინდა?-ეცადა მკაცრი ყოფილიყო.
- თავდასხმას რომელსაც ჩემი ბანდა აწარმოებდა მსხვერპლი მოყვა.ახალგაზრა ქალი,კატო დევდარიანი დაიჭრა.მისი მდგომარეობა მაინტერესებს,ჩემი საცოლე იყო.გთხოვთ,მითხარით როგორაა.ცუდად ვარ,ვეღარ ვძლებ ასე ყოფნას...-ქალი ყოყმანობდა,ბოლოს კი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
- მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.მდგომარეობა არც ისე რთულია,ტყვია მარჯვენა მკერდთან ახლოს მოხვდა.კიდევ კარგი გულთან არ მოხვდა.
- ბავშვი?-კატოს ამბავით გახარებულმა,ვეცადე ბავშვზეც გამეგო ინფრომაცია.
- ცდილობენ შეუნარჩუნონ.ალბათობა დიდია...
- კატო გონზეა?
- კი.კითხვებით აღარ შემაწუხო!-მკარად დააყოლა ბოლოს და დამტოვა...ბედნიერმა ამოვისუნთქე.
* * *
რამდენიმე საათში ერთ-ერთი პოლიციელი შემოვიდა და სიტყვის უთქმელად გამიყვანა სხვა ოთახში.
-რა ხდება?-გაკვირვებულმა ვიკითხე.
- დაკითხვის დროა...
- კარგი...-გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა,ამით სასჯელსაც შევიმსუბუქებდი და ,,ჩემიანებსაც“ დაიჭერდნენ...ანუ სამართალი აღდგებოდა.რამდენიმე წუთში ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა,მკაცრი სახე ქონდა.ჩემ წინ არსებულ სკამზე დაჯდა და მაგიდაზე დააწყო ხელები.
- კითხვებს დაგისვამ და ამომწურავად მიპასუხებ,გასაგებია?რა თქმა უნდა სიმართლეს...-მხოლოდ თავი დავუქნიე და კითხვების მოლოდინში,ხელი კეფაზე შემოვიდე.
- რამდენი იყავით თავდასხმაზე?
- ათი,ჩემი ჩათვლით.
- ვინ არის საქმის წამომწყები?
- ბექა მახარაძე.
- რამდენი წელია არსებობს თქვენი ,,თავდამსხმელთა ჯგუფი“?-ირონია გაურია ხმაში.
- რვა წელია.
- უნამუსოთა ბანდა.-თავისთვის ჩაილაპარაკა და გააგრძელა.-ასე მალე რატომ მპასუხობ?თანაც ისე რომ არ განაღვლებს...იქნებ ტყუი?
- არ ვტყუი,დროა დაიჭიროთ დამნაშავეები.
- ყველა მონაწილის სახელი-გვარები მითხარი და ძირითადი ადგილმდებარება...ანუ სად შეიძლება იყვნენ.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და შევეცადე ამომწურავად გამეცა პასუხი მის კითხვაზე.
კიდევ რამდენიმე კითხვაც დამისვა და ისევ იზოლატორში დამაბრუნეს.
ამის შემდეგაც რამდენიმე დღე გავიდა.ყოველ დღე ვკითხულობდი კატოს და ბავშვის მდგომარეობას და თაკოც ამომწურავად მპასუხობდა.(თანამშრომელი)ცოტათი დავმშვიდდი როცა გავიგე რომ კატოც და ბავშვიც უსაფრთხოდ იყვნენ.მაინტერესებდა კატოს რეაქცია...ნეტავ ბავშვთან ჩამომაშორებდა?ამიკრძალავდა მასთან ურთიერთობას?შემიძულებდა?
თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა და ამაოდ ვცდილობდი მათ გაქარწყლვას.
ჩემი ბანდიდან რამდენიმე აიყვანეს...სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბექას ადგილმდებარეობა გააგებინეს პოლიციას და ისინიც მის დაკავებას ეცადნენ.მსხვერპლის შემდეგ,საბედნიეროდ დაიჭირეს და აღსრულდა სამართალიც...
თუ ,,ბელადი“ დაიჭირეს,მისი ქვეშემდევრები რაღას გაძლებდნენ და მოკლედ რომ გითხრათ...ყველანი ერთად დაგვამწყვდიეს იზოლატორში.რა თქმა უნდა,ცალ-ცალკე იზოლატორებში.ყველა მხრიდან გინება მესმოდა.მემუქრებოდნენ,თუმცა არ ვაქცევდი ყურადღებას.თავში კატო და მისი მომავალი ემოციები მიტრიალებდა.
რამდენიმე დღეში სასამართლო გაიმართა.თითოეული ჩვენგანი იქ ვიჯექით და ველოდით განაჩენს.ყველამ ვიცოდით რომ ამის ღირსები ვიყავით...იქნებ ეს გათვლილიც გვქონდა და იქნებ ამ საქმეს რომ ვიწყებდით მაშინვე მოველოდით ამას...იქნებ...
მოსამართლის ხმამ მომიყვანა გონზე.ყველანი ფეხზე წამოვდექით და მის განაჩენს დაველოდეთ.
ჰაჰ,20 წელი...ფიქრობთ ცოტაა?ცოტაა მარტოსული ადამიანებისთვის,რომლებსაც მიზანი არ აქვთ.არ იციან როგორი მომავალი უნდა შექმნან...მე კი...მე მაშინ გამოვალ ციხიდან როცა ჩემი შვილი სკოლას დაამთავრებს და უკვე დიდი იქნება.დააკლდება მამის მზრუნველობა...რომ გამოვალ რას ვეტყვი?აღარ იქნება ბავშვი,რომ ვუთხრა ათასი ზღაპრული ტყუილი...
6 თვის შემდეგ...
ნახევარი წელი გავიდა რაც ჩემი კატუსია არ მინახია...არ გამიგია მისი ნაზი ხმა და არ მიგრძნვია მისი სურნელი.ახლა უკვე გაბერილი იქნება ჩემი გოგო...უკვე იგრძნო ალბათ ჩვენი შვილის დარტყმა.წარმომიდგენია რა ბედნიერი იქნებოდა და მეც მეღიმება მის გახსენებაზე.
არ მიკვირს რომ არ გავხსენებივარ.ან იქნებ ვახსოვარ და არ მკითხულობს?ათასნაირ აზრს ვიკვლევ,რომ მიზეზი გავარკვიო თუ რატომ არ მოვიდა კატო ერთხელ მაინც ჩემთან,თუმცა ამაოდ...ერთ აზრამდე მივდივარ.
ნეტავ მართლა გადავუყვარდი? არც მინდა ამის გაფიქრება,იმიტომ რომ მე ის ძალიან მიყვარს...თურმე სიყვარულს მანძილი არაფერს აკლებს.მაინც მკტივა უმისობა.ჩემი ნათელი წერტილი იყო და ისიც ჩამიქვრა...იქნებ ახლა ის სხვისია და მე წარსულს ჩამაბარა?იქნებ...

1 თვის შემდეგ...
დავიღალე ამდენი ფიქრით,ცუდად ვარ...აქ ყოფნა არ მანაღვლებს,კატოს გარეშე ყოფნა მკლავს...ჯერ კიდევ ვერ შევეგუე უმისობას და კიდევ 19 წელი ? ცხოვრება თამაშია.ამ შემთხვევაში კი ჩვენ მისი მარიონეტები.
ამ თამაშში ისეთი სვლებია,რომ გვანადგურებს,ზედ გვივლის და მერე...მერე?აქვს კი ამას გაგრძელება? სიყვარული მარადიულია?არ ვიცი...ვცდილობ ვიპოვო პასუხი და ჩიხში ვარ...
1 თვის შემდეგ...
დღეს სასწაულად ბედნიერი ვარ.მიზეზი?არ ვიცი.რაღაც მოხდა,მაგრამ ვერ ვხვდები რა...რატომ მიჩქარის გული ასე სწრაფად?სწრაფად წარმოვიდგინე კატო.უკვე ცხრა თვე გასულიყო მისი ორსულობიდან.ანუ?ანუ ჩემი ბავშვი დაიბადა.ნეტავ გოგოა თუ ბიჭი?ნეტავ მექნება საშუალება,რომ თუნდაც წამით მოვეფერო ან დავინახო?იქნებ ამდენს ტყუილად ვფიქრობ და ბავშვი სულ არ დაბადებულა?უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და დავიძინე.
გონზე ციხის კარის გაღებამ მომიყვანა.
- დემეტრე ყიფიანთან არიან.-სიტყვები რომლის გაგონებასაც მთელი რვა თვე ველოდი.იმედი რომელმაც გამაახალგაზრდავა,გული ამიჩქარა და სისხლის მიმოქცევის სიჩქარე გამიძლიერა.თვალები ამიცრემლიანდა,სწრაფად გავყევი უკან და ერთ-ერთ ოთახში შევედით.
- კ..კატო?-კარებს მივეყრდენი ხელით როცა ის დავინახე ვის დანახვასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.ადამიანი რომელიც ჩემი ცხოვრების მიზანი და ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დამიარა და გამაკანკალა.სწრაფად მივედი და ძლიერად შემოვხვიე ტორები.ამხელა კაცმაც ვერ შევიკავე ცრემლები და მასთან ერთად ავტირდი...დამავიწყდა ის რომ რვა თვე სულ არ მოვუკითხივარ.არ ვშორდებოდი,თმაზე ვეფერებოდი და ამავდროულად თავზე ვკოცნიდი.ცოტახანში შევამჩნიე რომ მუცელი არ ქონდა.
-კატო,ბავშვი?-მთელი ემოციით წარმოვთქვი ეს სიტყვები,იმ იმედით რომ მეტყოდა ბავშვი ნაადრევად გაჩნდაო,თუმცა...რატომ ქმნის ეს ,,თუმცა“ ყოველთვის პრობლემას?რატომ არასდროს გვასვენებს?
- ნაყოფი მომეშალა,თავდასხმის დროს.-გულამოსკვნილმა თქვა და სწრაფადვე ჩამეხუტა.იმედები ჩამიკლა,თვალებიდან ცრემლებმა იწყეს სვლა,მერე კი გაუჩინარდნენ.ცრემლები ქრებიან,ტკივილი კი.ტკივილი?რატომ გვრჩება ტკივილი?რატომ არ შეიძლება ისიც ისე გაქრეს,როგორც ცრემლი?
რამდენიმე წუთში დივანზე დავსხედით ისე,რომ ერთმანეთისთვის ხელი არ გაგვიშვია.
-კატო,აქამდე რატომ არ მოდი?რატომ გამიმეტე ამ ტანჯვისთვის?-შუბლი შუბლზე მივაბჯინე და ვკითხე ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში მაწუხებდა.
- იმედია არ ფიქრობდი რომ გადამიყვარდი...-სევდიანად გაიღიმა.-როცა გამოვფხიზლდი საშინელ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე,ექიმმა რომ მამცნო ნაყოფის მოშლის შესახებ.შოკში ჩავვარდი...ცუდად გავხდი,ვერავინ მაკავებდა.ვკიოდი,ვტიროდი...სულ გავიძახოდი,ჩემი შვილი ცოცხალია ნუ მატყუებთ მეთქი...არც დამამშვიდებელი მოქმედებდა დიდად.რამდენიმე საათი მაძინებდა,მერე კი ისევ მეწყებოდა შეტევები.ვერაფერი რომ ვეღარ გააკეთეს,ფსიქიატრიულში გადამიყვანეს.ის იძულებული ვიყავი გამეკეთებინა ის რასაც მეუბნებოდნენ.ძალით მტენიდნენ ათასნაირ წამალს.უშენობა მტკიოდა,იმის წარმოდგენა რომ ბავშვი აღარ მყავდა უფრო ცუდად მხდიდა და კიდევ შეტევები მეწყებოდა...ასე განვლო რვა თვემ...მერე კი გავაცნობიერე ყველაფერი.ახლა შენთან ვარ..ვიცი გაბრაზებული ხარ ი-მიტომ,რომ გავუმხილე პოლიციას შენი საქმის შესახებ ,მაგრამ გთხოვ გამიგე...მე სამართალი უნდა დავიცვა.დავიცვა მეთქი?შემეშალა...სამართალი უნდა დამეცვა და ამის გამო გავაკეთე ეს.მაპატიე,გთხოვ...
- კატო...მაპატიე რომ ამდენის გადატანა მოგიხდა.ვწუხვარ.ნეტავ მე განმეცადა ეგ ტკივილი და არა შენ.-ვეხუტებოდი და გაუგებრად ვამბობდი სიტყვებს.
- ახლა როგორ უნდა გავძლო ცხრამეტი წელი შენს გარეშე?-თვალებავრემლიანებულმა შემომხედა.
- მე მისამართს გეტყვი,იქ მიდი და ძია ვასოს უთხარი რომ ჩემი ნაგროვები თანხა შენ გადმოგცეს.
- კი,მაგრამ რატომ?-გაკვირვებულმა შემომხედა.
- გირაო გადავიხადოთ,ვეღარ დაგტოვებ მარტო...
- საკმარისი იქნება შენი შეგროვებული თანხა?
- ყოველ ძარცვაზე დაახლოებით 50 000 ლარი გვრჩებოდა თითოეულს...ჩვენ იქ 20-20 ლარებს კი არ ვიპარავდებით.-გამეცინა.
- რას ტრაბახობ?-თვალები გადაატრიალა და გაბრაზებულმა შემომხედა.
- კარგი,მორჩა.მოკლედ თუ საკმარისი არ აღმოჩნდა ძია ვასოს მე დავურეკავ.ჩემს ერთად მჯდომს ხშირად არეკვინებენ და მეც ვთხოვ ეს ერთხელ...-გავუღიმე.
- კარგი.-ცოტახანი დუმილი ჩამოწვა.
- მიყვარხარ.-ამდენი ხნის შემდეგ ამ სიტყვამ გაიჟღერა და გულიც მაშინვე ამიჩქარდა,თვალები გამიბრწყინდა.ბედნიერებისგან გამეღიმა.
- მეც,ჩემო პრინცესა...-გავუღიმე და ვაკოცე.
ცოტა ხანი კიდევ ვილაპარაკეთ,მერე კი შემახსენეს რომ უნდა დავბრუნებულიყავი და ისევ დამაბრუნეს ჩემს ,,საცხოვრებელში“. ახლა უკვეე ბედნიერი ვიყავი.
რამდენიმე დღეში ძია ვასოსთანაც შევთანხმდი და რამდენიმე ათასი დამიმატა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კი ციხის კარებთან ვიდექი და ჩემთან ერთად მსხდომებს ვემშვიდობებოდი.ყველაფერი შესანიშნავად იყო,ალბათ ამ თამაშში ჩვენ გავიმარჯვეთ...ჩვენ შევძელით ტკივილის დამარცხება.
გარეთ გასვლისას პირველი თვალში კატო მომხვდა.ბედნიერმა გავიქეცი მისკენ და ხელში ავიტაცე.ერთმანეთს მონატრებულნი ძლივს დაგვაშორეს და მაშინ ვინებე სხვების დანახვაც.
დათას და ანანოს დანახვისას თვალები შუბლზე ამივიდა...კატოს გადავხედე და გაღიმებულმა თავი დამიქნია.ალბათ ეს იმის ნიშანი იყო რომ მეგობრებს შეურიგდა... ყველა რომ საგულდაგულოდ მოვისიყვარულე მერე ჩავსხედით მანქანაში.
ამის შემდეგ,ყოველდღე მე და კატო ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდით და დაკარგულ დროს ვინაზღაურებდით.
- და მაინც,რა არის სიყვარული დემე?-მომლოდინედ მომაჩერდა კატო და ნაყინის ჭამა გააგრძელა.
- სიყვარული?ყველაზე დიდი გრძნობაა.სიყვარულისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს,ის თავისუფალი გრძნობაა.მას საზღვრები არ აქვს, ორ ადამიანს შორის არსებული გრძნობით არსებობს. თუ ორი ადამიანის გული ერთმანეთისთვის ძგერს,სიყვარული მარადიულია.მხოლოდ მარადიულ სიყვარულს შეუძლია ყველა დაბრკოლების გადალახვა...ადამიანებისთვის ყველაზე დიდი გამოცდა სიყვარულია.ჩვენ კი შევძელით კატო...ჩვენ შევძელით,რომ ერთმანეთი მარადიული სიყვარულით გვეყვარებინა. მიყვარხარ!
დასასრული!


შეიძლება სხვანაირ დასასრულს ელოდით,მაგრამ მე ასე გადავწყვიტე.ვეცადე ეს თავი დასამახსოვრებელი ყოფილიყო და მთელი გრძნობით დავწერე.მიყვარხართ,ჩემო ერთგულო მკითხველებო.ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი მოთხრობით! <3



№1  offline წევრი natia-natia

Dzalian largia iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent