შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 31 თავი


5-03-2016, 11:44
ავტორი du-da
ნანახია 4 393

* * *
თეო უცებ მოეგო გონს და ხელიდან გაუსხლტა ბაბლუანს.
-არც იოცნებო
-რა?
-შემეშვი რა თავი დამანებე.არ მიყვარხარ ადამიანო არა
-რას ამბობ?გაფითრდა ბაბლუანი
-სიმართლეს არ მიყვარხარ
-გთხოვ უაზრო მიზეზების გამო ნუ იტყვი უარს.
-უაზრო მიზეზია შენი აზრით?
-რა გემართება ამიხსენი.მე მეგონა
-არასწორად გეგონა.რა უნდა მემართებოდეს.არ მიყვარხარ არა უკივლა ქალმა და მისაღებისკენ გაიქცა, უცებვე მოეგო გონს ლუკა და გაეკიდა მალევე წამოეწია და მკლავში სწვდა
-მისმინე ერისთავო ერთი გაჯიუტებული და უზრდელი გოგო ხარ.ღირსი ხარ ყველაფრის რაც გჭირს ზუსტადაც არავინ არ უნდა შემოგხედოს.ეხლა ვხვდები რატო არ უყვარდი თორნიკეს.დაიმახსოვრე არასდროდ არავისთვის არაფერი მითხოვია გამონაკლისი შენ იყავი და ისე უარმყავი არც დაფიქრებულხარ.ინანებ იცოდე და შენკენ აღარასდროს გამოვიხედავ იცი რატო?ამად არ ღირხარ არა.იღრიალა ლუკამ და გარეთ გავარდა.
-უაზრო გოგო ხარ.მიახალა დათომ გაშეშებულ თეოს და მეგობარს გაჰყვა.

* * *
ცივმა ჰაერმა ცოტა გონზე მომიყვანა.გულისრევამაც იკლო.ფრთხილად გავინთავისუფლე თავი ვაჩესგან და აცრემლებულმა გავხედე.
-ეხლა რაღა გატირებს?გაეცინა ბიჭს
-არ მჯერა შენი არა.არ გენდობი.
-გთხოვ ან
-დამპირდი რო რაც არ უნდა მოხდეს ასე აღარ მომექცევი.ჩვენი სიყვარულის ხათრით.დამპირდი რო ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ.ერთმანეთის გვერდით ვიქნებით.
ვაჩეს გაეცინა და წამებში ჩამიკრა გულში.
-მაპატიე ან ყველა ეს ტკივილი მაპატიე.ეს 15 წელიც მაპატიე.გპირდები ამის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ერთი გუნდი ყველგან და ყოველთვის.
-კარგი.წავიდეთ გთხოვ
-ოღონდ ჩვენს სახლში.
-წავიდეთ.ბედნიერს გამეღიმა და მანქანაში ჩავჯექი.პირველად ვსუნთქავდი იოლად თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა და პირველად ვიგრძენი რა იყო ბედნიერება რაც ასე მაკლდა ბოლო წლებში.კორინთელმა მანქანა შესასვლელთან გააჩერა.
-არ გადმოხვიდე.
სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ჩემს მხარეს კარი გამოხსნა.
-რას აკეთებ.შევკივლე როცა ხელში ამიტაცა
-არაფერს.კართან შევჩერდით სანამ გასაღებს მოძებნიდა.წამით ის ღამე გამახსენდა და თვალები დავხუჭე.ვაჩეს არ გამოპარვია ჩემი ცვლილება.
-მომენდე და ყველა ცუდს წავშლი შენი მეხსიერებიდან.ეხლა კიდე წამოდი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქ მამას კაცებს თუ არ შევაწუხებთ.
-შე გარყვნილო.ხელი ვკარი ვაჩეს და სახლში შევედი.

* * *
ხუთმა თვემ სწრაფად გაირბინა.უკვე საკმაოდ დიდი მუცელი მქონდა და ძლივს დავდიოდი.ყველა ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას.მარი და დათო უაზროდ ბედნიერები იყვნენ თუმცა ერთი პრობლემა რჩებოდა შვილი,მოიარეს ექიმები მაგრამ დამაიედებელი არაფერი ისმოდა.ლუკა იტალიაში დაბრუნდა და პირობა მომცა რო პატარების დაბადებისთანავე აქ გავჩნდებიო.ერთადერთი აუღებელი ციხე სიმაგრე თეო იყო.ყველა ვხვდებოდით როგორ შეიცვალა ბაბლუანის წასვლის შემდეგ.სულ მოწყენილი დადიოდა,სამსახურიდან წამოვიდა თუმცა არაფრით აღიარებდა რო ლუკა უყვარდა.რაც შეგვეხება ჩვენ იდიალურად ვცხოვრობდით სრულ სიმშვიდეში.ვაჩე იდიალური ქმარი იყო.
დილით უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაღვიძა.მუცელი ყრუდ მტკიოდა.ძლივს ავწიე წელი რო წამოვმდგარიყავი.ნელა დავუყევი კიბეებს.ტკივილი გაძლიერდა და შიშმა ამიტანა.
-ჯერ ადრეა.მუცელზე ხელი მოვისვი და ტელეფონს დავწვდი.უცებ საშინელი სისველე ვიგრძენი და დიდი სისხლის გუბე გაჩნდა ჩემს ფეხებთან.
-ღმერთო რა მჭირს.არა პატარებო ცოტაც გაუძელით.
ძლივს ავკრიბე ვაჩეს ნომერი და გონება დავკარგე.

* * *
ყველა საავადმყოფოს ფოიეში იყო შეკრებილი.ვაჩე გიჯივით დადიოდა.
-დაწყნარდი ვაჩე.მიუახლოვდა ლექსო
-აღარ გვეყო ამდენი უბედურება?
-კარგი გაჩერდი ცუდზე ნუ ფიქრობ.გამოვა ექიმი და ყველაფერს გვეტყვის.

* * *
თეომ საფეხურები ჩაიარა და ბაღში გავიდა.დიდხანს ეჭირა ტელეფონი ხელში ვერ წყვიტავდა რა ექნა.ბოლოს ხელისკანკალით აკრიფა საყვარელი ნომერი და ტელეფონი ყურზე მიიდო.უცებ გაისმა მეორე მხარეს ბაბლუანის ნამძინარევი ხმა.ერისთავს გააკანკალა
-გისმენთ.ხმა გაიმკაცრა ბიჭმა
-ლუკა.ამოიკნავლა საწყლად
-რომელი ხარ?ერისთავი გაშრა ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
-თეო ვარ.
-რამ შეგაწუხა?
-ლუკა
-ბევრი დრო არ მაქ სწრაფად მითხარი რა გინდა.
-მისმინე იდიოტო.იყვირა თეომ ცდები თუ გგონია შენთან ლაპარაკის გამო დავრეკე.ანია ცუდად და ვთვლი რო ვაჩეს გვერდით უნდა იყო.მიაყვირა და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა.

* * *
მტანჯველი საათის შემდეგ ექიმიც გამოჩნდა.
-როგორ არის?ეცა ვაჩე
-როგორ გითხრათ.იქნებ დაელაპარაკოთ თქვენს მეუღლეს.
-ამიხსენით რა ხსება.
-მოკლედ საკეისროა საჭირო მაგრამ ანი უარზეა.ამ შემთხვევაში შეიძლება ერთი ბავშვი დაიღუპოს.მაგრამ თქვენს მეუღლეს გაგონებაც არ უნდა.
-თუ არ გაიკეთებს რა მოხდება?ჩაერია ნინო
-ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეიძლება ვერ გაუძლოს.საშვილოსნო სასწაულადაა დათხელებული და ორს ვერ გაუძლებს ამ შემთხვევაში დედას დავკარგავთ.
-რა?მომეცით უფლება ვნახო.გადაირია კორინთელი

* * *
თვალები მაგრად მქონდა დახუჭული თუმცა სუნით მივხვდი ვინც შემოვიდა.
-თუ ჩემს დასარწმუნებლად მოხვედი შეგიძლია წახვიდე
-მომისმინე
-არა შენ მომისმინე თუ ვამბობ რო ორივეს გადავარჩენ ესეიგი ეგრეა.მე დედა ვარ გესმის?არჩევანს ვერ გავაკეთებ შვილებში
-ხდება ხოლმე ასეც.აბა რა გინდა შენი სიცოცხლის სანაცვლოდ?ჯერ კიდე ახალგაზრდები ვართ
-არც გამაგონო ეგ სისულელე.მე არაფერი მომივა დამიჯერე რა გთხოვ.ხო იცი რა ძლიერი ვარ.არ შემიძლია ვაჩე შვილს ვერ მოვკლავ.მირჩევნია მე მოვკვდე ვიდრე ისინი რომელიმე.
-ან რას ამბობ.რა მეშველება უშენოდ რა.კორინთელი სრაფად წამოვიდა ჩემკენ და მომეხვია.
-არა მისმინე ჩემო სიცოცხლე არაფერი არ მოხდება გული მიგრძნობს ჩვენ ხო ერთი გუნდი ვართ დაგავიწყდა?ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ბედნიერებისთვის.ოღონდ ერთს უნდა დამპირდე
-რას?
-თუ რამე მოხდება მინდა რო ისინი აირჩიო.
-ნუ მთხოვ მაგას ნუ.უყვირა ბიჭმა
-თუ გვერდით არ დამიდგები ხელს მაინც ნუ შემიშლი გაიგე?ჩავთვლი რო შვილები არ გინდა და არ გაპატიებ იცოდე გაიგე?რადგან მე სიკვდილს არ ვაპირებ.აუცილევლად ვნახავ როგორ გაიზრდებიან პატარები,როგორ დამიძახებენ დედას.შენი გადასაწყვეტია იქნები თუ არა ჩვენს გვერდით.
-ან
-მე ვაპირებ ჩვენი სიყვარულის.ამბავი ბოლომდე მივიყვანო.ფინალი მაინტერესებს გესმის?მოდი ჩემთან.
ვაჩემ მაგრად ჩამიკრა გულში.
-მე აქ ვარ შენს გვერდით.მხარს ვუჭერ შენს გადაწყვეტილებას.მიყვარხარ

* * *
ვაჩე პალატიდან გამოვიდა და იქვე კედელთან ჩაჯდა.ყველამ იცოდა მაინც ისე იქნებოდა როგორც ანი გადაწყვიტავდა.ლექსო ბიჭთან ჩაიმუხლა.
-ძლიერები უნდა ვიყოთ.
მოსაღამოვდა ყველა ელოდებოდა რა მოხდებოდა.უცებ ექიმი გამოვიდა.
-დაეწყო.
-ექიმო ყველაფერი გააკეტეთ გთხოვთ.
-ილოცეთ.მხარზე ხელი დაკრა ექიმმა ვაჩეს და სწრაფად გაშორდა იქაურობას.
-როგორ არის?გაისმა ლუკას ხმა და ვაჩეს გადაეხვია.
-ჩამოხვედი?
-აბა ასეთ დროს მარტო დაგტოვებდი?როგორ არის?
-შეიძლება დაიღუპოს.
-რას ამბობ გაგიჟდი?შემომხედე ანის ვიცნობთ ორივე და ვიცით ასე იოლად არ დანებდება. მორჩი უაზრობებზე ფიქრს.

* * *
თეოს ყველაფერი უკანკალებდა შისისგან.მარის მიხუტებოდა და ტიროსა.
-რამე რო მოუვიდეს ვერ გადავიტან ვერა.
-კაი დამშვიდდი არაფერი მოხდება.ნუ ტირიხარ გთხოვ რა.
-კარგი.გასწორდა ტეო და ცრემლები მოიწმინდა.წავალ ყავას ამოვიტან
-მიდი.ერისთავი კიბისკენ დაიძრა თუმცა სასწაული თავბრუსხვევა იგრძნო და თვალთ დაუბნელდა.გახსენდა რო მტელი დრე არაფერი უჭამია.დაცემის მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა თუმცა ვირაცის ძლიერმა ხელებმა სწრაფად ააფრიალა ხელში და კიბეზე დაგორებას გადაარჩინა.
-რა გჭირს ცუდად ხარ?ნაცნობი და საყვარელი ბარიტონი მისწვდა სმენას
-მე მე თავბრუ მეხვევა.
-ჭამე რამე დღეს ?
თეომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ოხ ოხ ერისთავი მოგაკლდა ჩემი ხელი ხო?შენს დიაბეტს უჭმელობა უნდა გოგო?
თეომ თვალები ჭყიტა.სულ უფრო აოცებდა ეს ბიჭი.მისი დაავადების შესახებ არავინ არ იცოდა.
-ნუ მიყურებ ეგეთი სახით.მინდა რო ვიმეგობროთ კარგი?მადლობა რო მაშინ არ დამეთანხმე მართალი იყავი უბრალოდ გატაცება იყო და გამიარა.
თეოს ყურებმა წუილი დაუწყო.
-კარგია.ძლივს ამოილუღლუღა და კიბეზე დაეშვა.



№1 სტუმარი darina

imedia anic da bavshvebic kargad iqnebian, teos ekutvnis axla lukam awvalis cota girsia, morjuldeba, magram mainc mecodeba, ise luka marto chemtvis memeteba :-D :-D

 


№2  offline წევრი natia-natia

Velodebi shemdegs

 


№3 სტუმარი alisaa

rogor gelodebodiii:Dvgijdebi am istoriazee:*

 


№4 სტუმარი anita

male gaagrdzele raa))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent