შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი კვოტირებით 5


5-03-2016, 20:21
ავტორი mikussa
ნანახია 1 765

ჩემს გვერდზე მდგომმა გოგონამ ხელი გამიშვა, მომიბოდიშა და ლანასკენ წავიდა, რომელიც გადაბმულად ყვიროდა მის სახელს, ხელები მუცელზე ელაგა, ისიც ნელ-ნელა დაიძრა და მიუახლოვდა. არ ვიცი ამ ინტერვალში რისი თქმა მოასწრო, მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ლანას გაბრაზებული სახე მკაფიოდ მომხვდა თვალში.
გოგონამ შემომხედა, მოწყენილი სახე მიიღო, შეიშმუშნა, თავზე ხელი დამაბნევლად გადაისვა, არ ვიცოდი მისი ეს ქმედება რას ნიშნავდა, ცქერისას თვალებში მიორმაგდებოდა, ეს მოზუზუნე სიოც უფრო და უფრო მითრევდა გრადუსში, ბოლოს გავუღიმე, თამბაქო ამოვიღე და მოვუკიდე.
- სავარაუდოდ ვეღარ მოდიხარ ჩვენთან ერთად..
არ მიკითხავს, პირდაპირ ჩემი აზრი გამოვთქვი, იმ დროს გამალებით ვუმზერდი ლანას, რომ გოგონასთან არაფერი ენიშნებინა, ისე იქცეოდა თითქოს გუშინდელი გაცნობილი მეგობრები ვიყავით და საერთო შვილი არ გვყოლოდა, იმ ერთ დღეში საოცარი გაუცხოება გვქონდა, ის გამეთებით თამაშობდა ჩემს ნერვებზე, მე კიდევ საშუალებას ვაძლევდი წყობილებიდან ბოლომდე გამოვეყვანე.
- ლანა შეუძლოდ გრძნობს თავს, სჯობს არ ვაწყენინოთ და თქვენ მარტო წახვიდეთ. ერთ დღეს შემოგიერთდებით მეც.
ისე გავბრაზდი, ყველა ძარღვი დამემჩნა სხეულზე.
- ლანა წავიყვანოთ დავტოვოთ სახლში და ჩვენ სადაც მივდიოდით იქ წავიდეთ.
- მშვენიერი იდეაა, ლანა მიდი ჩანთა გამოიტანე და წავიდეთ.
- არა, მასე არ მინდა, გოგას დაველოდები მაშინ.
წყობილებიდან გამოსულმა ნერვები ვეღარ მოვთოკე, განსაკუთრებით იმ კაცის ხსენებამ შემშალა ჭკუიდან, ერთი დავტრიალდი, ისე თითქოს მთელი ჰაერი შეისუნთქაო, ღრმად ამოვისუნთქე და ოდნავ მაღალი ტონით მივუგე.
- ჩვენთან ერთად წამოსვლა გინდა?
ხმაში სიბრაზე აშკარად დამეტყო, მაშინ შევამჩნიე ლანას ალეწილი სახე და გოგონას გაოგნება, პასუხს ისე ველოდებოდი, თითქოს მოვისმენდი და დავტოვებდი იქაურობას.
- მოდიხარ თუ გაგვიშვებ ოთხივეს?
მიმიკაც ისეთი მივიღე, პასუხი რომ არ გაეცა ნამდვილად შემოვტრიალდებოდი და დავბრუნდებოდი უკან.
- ლილე წადი, დაველოდები გოგას.
მზერა ბოლოს მე შემაპარა და გატრიალდა. ლილემ ლანას შეჩერება სცადა მაგრამ ამაოდ, ხელით დავიჭირე, ვაღიარებ იმ დროს მთელი სული და გული მას გავაყოლე, თუმცა შემჩნევას აზრი აღარ ჰქონდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გრადუსიდან გამოვედი, ჩავდექი კალაპოტში.
- ნუ ნერვიულობ.
- ასე უხეშად რატომ?
გამაჩერა და შემომხედა. თავი გავაქნიე, პასუხი ვერ გავეცი.
რაღაც უარაფროდ, დაღლილად მივაბიჯებდი მანქანისკენ, რომელიც დაყოვნების გამო რამდენიმე ხანი ასიგნალებდა, რომ ვერაფერს გახდა ფარები აანთო. მანქანაში რომ ჩავჯექით ლილკეს ისევ მკაცრად ეჭირა ჩემი მზერა და თვალებში შემომციცინებდა.
- დიდი ხანი უნდა მიყურო მასე?
- ყურებაში ფულს არ გამომართმევ იმედია.
ჩამიცინა და როგორც იქნა მეც ღიმილი მომგვარა სახეზე, იჯდა ისე გაჩუმებული, რამდენჯერმე ამომხედავდა ხოლმე და გატრიალდებოდა, ვხვდებოდი რა მიზნითაც იქცეოდა ასე, სულ შეუფერებელსაც შეიძლება ეკეკლუცო მსგავსად, ისე ლამაზად გაექცეოდა ხოლმე საწყისი ფორმიდან ტუჩები აქეთ-იქით, ლანაზე ფიქრებში მაინც მიიქცევდა ხოლმე ყურადღებას.
მანქანაში სრული სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ კახა ეფერებოდა ხელზე ლილეს გვერდზე მჯდარ გოგონას, რომლის სახელიც მაშინ არ ვიცოდი. არც მიფიქრია მომეხვია ხელი და ფლირტაობა დამეწყო, ლანას ხასიათი საბოლოოდ გამიფუჭა.
ის ერთი დღეს ისე გაიწელა თითქოს მასთან იმ პრობლემას დიდი ხანი ვებრძოდი, მავიწყდებოდა რამდენიმე საათით ადრე სად ვიყავი და სად აღმოვჩნდი იმ დროს.
იმ კაცს ვგავდი, მისი სქესის არსებობაში ეჭვი რომ ეპარებოდა, რა თქმა უნდა ვხუმრობ, მაგრამ ლილეს მიმართ ვნება არ მიღვიძდებოდა, მასთან საუბარით თავს ვიძვრევდი იმდროინდელი სიტუაციიდან, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია. ალბათ ეს მისმა სიდინჯემაც გამოიწვია.
პირველი შემარცხვენელი შემთხვევა იყო, მე რომ გოგოსთან ერთად მეგობარი ბიჭის სახლში ავდიოდი, უფულობას რა ვუთხარი თორემ მოსახიბლად მთელ ქალაქს შემოვატარებდი იმ დროს, სესხების თავი არ მქონდა, რამდენიმე დღეში რითი უნდა დამეფარა, თორემ წავიდოდა ადამიანი მაგ რისკზეც.
ახალგაცნობილი გოგონების სისუსტე ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ რასაც კი შესთავაზებდი კონკრეტულ მომენტში, საწყის ეტაპზე, ყოველთვის უარით გაფისტუმრებდნენ ხოლმე, განა იმიტომ რომ არ უნდოდათ, არამედ იმიტომ რომ ეს ზოგიერთი მათგანის თვისება იყო.
მაინც რისკზე წავედი.
- სადმე სადღეღამისო კაფე თუ იცი, შევიაროთ ყავა დავლიოთ.
- მხოლოდ ჩვენ?
- რატომაც არა?!
- ფეიქრიძის ქუჩაზე ვიცი ერთი სადღეღამისო კაფე-ბარი, სიამოვნებით დავლევდი ყავას.
მეტისმეტად სასაცილო გამომეტყველება მივიღე , მასინ როდესაც ჯიბეში მხოლოდ ოცდათხუთმეტი ლარი მოვკუჭე. სიმწრით მართლა გამეცინა, ჩემს ბედს დავცინე.
არ გამიმართლა.
მძღოლს მორიდებულად ვუთხარი, რომ ფეიქრიძის ქუჩაზე გაევლო, თუმცა რა უნდა მექნა არ ვიცოდი.
- სად მიდიხართ? ჩემთან არ ავიდეთ?
- ყავა ურჩევნია.
ჩემგან განსხვავებით, იმდენად სხვა რამ სურდა კახას, რომ არც კი შეუთავაზებია მისი პარტნიორისთვის ჩემსავით ყავა. შეიძლება ის ჩემზე ჭკვიანი იყო, არ ჰქონდა საკმარისი ფული და თავიც არ შეურცხვენია.
ადგილზე რომ მივედით შიშით გადმოვედი, ენა პირში რატომ არ მიჩერდება თქო ვფიქრობდი, საკუთარ თავს მეტიჩარაც კი ვუწოდე იმ დროს პირველად.
- გივი, მოიცადე
კახა მანქანიდან გადმოვიდა, გადამეხვია და ჯიბეზე გამეხახუნა. ჩემი თანხის ზურდი რაოდენობა არ იცოდა, მაგრამ აშკარად თავი დაიზღვია და გადამარჩინა მეც.
- მე არ ვიცი ღალატს რა სახით უპასუხებ, მაგრამ ეს ფული ჩუმად გამომართვი და მეორედ ჯიბეში მხოლოდ ოცი ლარით ტაქსიდან აღარ გადამიხტე.
- დაგიბრუნებ.
ხელები მაგრად მოვხვიე და გავჩერდი.
მაშინ მეტისმეტად საყვარელი, თბილი და მოსუყვარულე მომეჩვენა კახა.
კაფეში ისეთი იმედიანი, მედიდური სახით შევედი, ნებისმიერი შემხვედრი იფიქრებდა რომ მთელი კაფე-ბარის დასაკავებლად ვიყავი შესული შიგნით. არადა შენობაში ერთ-ერთ კუთხეში დავჯექი, ბევრს თუ ვერაფერს ავიღებდი სხვას მაინც არ დაენახა.. მაშინ არ ვიცოდი რამდენი ლარი გამომიწოდა კახამ.
- გარემო დიდად სიმყუდროვით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სადღეღამისოს კვალობაზე კარგი სიტუაციაა.
თავი ძლივს მოვაბი გამართული წინადადების თქმას, მერე ნელ-ნელა ჩავეშვი სავარძელში და გემრიელად მოვკალათდი.
- უკეთესი ადგილი არ მომაფიქრდა, შერცხვენილად მომიგო მან.
- მე არ მითქვამს რომ ცუდია.
გავუღიმე, რადგან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა.
- რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე.
ოფიციანტი რომ არ მოსულიყო თავისი მენიუთი, ალბათ შემეტყობოდა როგორი დამაბნეველი სახე მივიღე ინტერესისგან.
- თავად შეუკვეთე რაც გინდა.
- 2 ყავა, ჯერჯერობით.
მივხვდი რომ ჩემს ბიუჯეტს გაუფრთხილდა, მესიამოვნა.
- კახას და ელენეს რატომ არ გავყევით?
- ელენე რატომ არ გამოგყვა შენ?
ცოტა დაიბნა.
- ის თავისებურია, უცნაური, რომც მეთქვა აზრი არ ექნებოდა, კახა უნდა მოქცეულიყო სხვაგვარად.
- უკმაყოფილო ხარ რამით?
- არა, მოგეჩვენა, უბრალოდ დავინტერესდი.
- რითი?
ცოტა სახე დამემანჭა, ისიც შეკრთა.
- რატომ არ მოისურვე ჩემი სახლში აყვანა?
- იქნებ ძალიან კარგი მსახიობი ვარ და ჯერ ამ ხერხით მინდა მოგხიბლო?
- შენ ძალიან ცუდი მსახიობი ხარ, საკუთარ მიზნებს თუ მსგავსად უპრობლემოდ ამხელ, ასე არაფერი გამოვა.
- კარგი, გვეყოფა, ხუმრობა იქით იყოს, შენზე არაფერს მეტყვი, ასეთ მომხიბვლელს..
სიტყვა შემაწყვეტინა.
- უკვე ბანალურად ფლირტაობ, არ მომწონს.
ჩამიცინა, მერე მეც გემრიელად გადავიხარხარე.
პასუხი არ გამცა.
- თავზე დაგვათენდა.
ჩემს უკან ფანჯარაში ლამაზად შეერწყა წითელი ფერი მოლურჯო-მოშავო ფერს, მალევე შეჭამა გათენების თეთრმა ფერმა დანახული სილამაზე.
წასვლა რომ დააპირა ძლივს მოვიფიქრე მისი შეჩერება.
- რაიმე საკონტაქტო ..
ისევ არ დამამთავრებინა..
- ხვალ 9 საათზე ისევ კლუბში ვიქნები.
- არ მხიბლავს მსგავსი ულტიმატუმი.
- არც მე სულსისწრაფე.
ისე ლამაზად წამოდგა ფეხზე, დამემშვიდობა და გაიხურა კარი, რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიჯექი ჩემს ადგილას, ძლივს მოვიფიქრე ფულის დატოვება და მისი გაცილება.
ერთი სართული სწრაფად ჩავირბინე, გასასვლელში ლამის მოვსტიალდი გემოზე, არ დავაყოვნე და ცალი ხელით კარი გავაღე. მისი სახელის დაძახებაც ვერ მოვასწარი ტაქსმა თვალწინ ჩამიარა.
იმ დღეს რატომღაც ვერცერთი ჩემი თვისება წარმოვაჩინე, სად გაქრა ჯელტმენობა, თავაზიანობა, თვისებები, რომლებიც ყოველთვის თან დამყვებოდნენ სადაც არუნდა ვყოფილიყავი. დილის ნამიანმა რაღაცნაირად ცივმა სუსხმა პერანგის შიგნით მოიარა უყველაფერი და ერთდროულად გამაშეშა. სიცივე ვიგრძენი, სულიერი თუ ფიზიკური არ ვიცი, მაგრამ არსებული სიტუაცია ვიცოდი რომ მეტისმეტი იყო ჩემი რეალობისთვის.

***
თინას როგორც ჩანს მთელი ღამე არ სძინებია, ერთი ზარიც კი საკმარისი აღმოჩნდა მის გამოსაფხიზლებლად. კარი რომ გამიღო სახე შეეცვალა, ისე თითქოს არ მელოდაო, წუხელ სახლში რომ არ მივსულიყავი ვიფიქრებდი ალბათ ამიტომ ვეუცხოვე თქო.
შევედი, ის ადგილიდან არ იძვროდა, მის გასწვრის გავჩერდი და ხელი მხარზე დავადე.
- მაპატიე
სწრაფად გავედი ჩემს ოთახში. გაუზრებლად შევაღე კარი, სჯობდა იქ აღარაფერი დამხვედროდა.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე და ლანა ერთად ვცხოვრობდით, ის ყოველთვის ფანჯრისკენ იწვა, რატომღაც. მაია მაშინ თვეების იყო, მიუკარაბელი, ნაზი, სათუთი. ნაცრისფერ ოთახში სევდისფერი იღვრებოდა, ფსიქოლოგიურად შეშლილს ვემსგავსებოდი, ხან ლანა მავიწყდებოდა, ხან ყველაფერი რაც კი მის გარეშე ხდებოდა. საწოლზე წამოვწექი, ოთხი წლის უნახავს სულელივით მცემდა ლანას საღამურის სურნელი, გადმოვიხედე ჩემს მარჯვენა მხარეს და მისი სუნამო აღარ დამხვდა, მერე მივხვდი რომ მომეჩვენა და ცოტა არიყოს გავგიჟდი.
თინა ოთახში შემოვიდა.
- ლანა ნახე? დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე.
- რამე გითხრა?
- მითხრა.
- რა უნდოდა? გვერდზე ჩამომიჯდა და ხელით ხელი დამიჭირა, ნელი მოძრაობით და დაზელვა დაიწყო, მესიამოვნა.
- მაიას სხვა ზრდის, იმდენს იზამს სარჩელს შემატანინებს.
- ტყუილად ცხოვრება ისევ უნდა გაიმწარო, სჯობს ტკბილი სიტყვით მოაგვარო საქმე. ნახვის უფლებას ვინ მოგცემს? ციხეში იჯექი, ნოდარი რომ არ გადარჩენილიყო ალბათ სამუდამო გექნებოდა ახლა მისჯილი.
- ნეტავ მომკვდარიყო, ახლა ხომ ასე არ ვიქნებოდი. თინა როგორ გაუშვით?
- იმდენჯერ ვთხოვეთ, მეც მამაშენმაც, მაგდამ ისეთი სიტყვებით გალანძღა პირველად გავიგე მისგან, სანამ ნივთების წასაღებად არ დაბრუნდა ვერ მივხვდი რა ბზიკმა უკბინა, ან რამ აიძულა ეს გაეკეთებინა, ვთხოვდი შენთვის ყველაფერი აეხსნა და ისე წასულიყო , მაგრამ ჩემი ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამი ხომ იცი? გასვლისას პასუხის ნიშნად მესროლა, ასეთი არასდროს მინახავს.
- ასე როგორ გამოათაყვანა იმ კაცმა.
თავი უიმედოდ გამიქნია.
- მაია მანახოს ხოლმე, თორემ დალაგებულ ცხოვრებას ერთიანად ავურევ, იმდენს ვიზამ ახლა სამუდამოზე წავალ და ბავშვს მაინც გავაგებინებ რომ ვარსებობ.
- სისულელეებს ნუ ამბობ გივი, ჩვენ კიდევ ეს გვინდა?
თვალებიდან ემოციისგან, მხურვალე ცრემლი შეუმჩნევლად წამსკდა.
- თინა მე ხომ უმიზეზოდ არ ჩამიდენია დანაშაული, შენც ხომ გახსოვს მაგდა სახლში როგორი დალურჯებული მოვიდა, რომელი ძმა მოითმენდა ამას, ლანამ ოთხი წელი როგორ ვერ მოითმინა.
- ალბათ არ ელოდა რომ შეგიწყალებდნენ.
- როგორ ამართლებ, ამ პერიოდში ფლირტი გამართა სხვასთან , მას ცოლად გაჰყვა და ახლა მისგან ბავშვს ელოდება, არ მჯერა თინა, არ მჯერა.
10 წლის ბიჭივით ავტირდი, სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავცლილიყავი, საკუთარი თავი უნდა მენუგეშებინა, იმ ყველაფერს სხვა ყველაფერი მერჩივნა, ყველა ტკივილის განცდა შემეძლო , ოღონდ იმის ატანა არა. იმ ერთ დღეში ცოტაც და ვიფიქრებდი რომ გავგიჟდებოდი, მთელ ტანში ისე მაცახცახებდა, როგორც სუსხიან ზამთარში მოკლემკლავიანი ზედით გარეთ დგომისას.
საღამო ხანს, როდესაც წასასვლელად ვემზადებოდი, მაგდა ჩემს ოთახში თავდახრილი შემოვიდა, მე ისევ ჩემს ფიქრებში წასულს, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- მთელი ცხოვრება უნდა ვინანო ჩემი საქციელი, აღარც თვალებში მიყურებ, აღარც მკითხულობ, მესმის რომ ახლა ძალიან რთული პერიოდი გაქვს, მაგრამ მე მაინც ნუ მომექცევი ასე.
კარების კუთხეში იდგა და ტირილით ძლივს წარმოთქვამდა სიტყვებს, არცერთხელ ჩემთვის არ შემოუხედავს, ამიტომ ვერ ვხვდებოდი რომელ თვალის გასწორებაზე მელაპარაკებოდა, მის სიტყვებში ერია რაღაც სიმართლე, რამაც შემაყოვნა და ბოლოს მაინც მაიძულა მისკენ წავსულიყავი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოვეხვიე მას ასე ძლიერად.
- ყველაფერმა ჩაიარა.
- გივი ძალიან დამაკლდი.
მისთვის პასუხი აღარ გამიცია, თითოეული წარმოთქმული სიტყვა მწარედ მხვდებოდა გულზე, მაგდა იმდენად ემოციური ადამიანი იყო, სულ რომ მსახიობურად, გადაკრულად ეთქვა თვალცრემლიანს ერთი სიტყვა შენც აგატირებდა.
- სადმე დავსხდეთ, ვისაუბროთ არ გინდა? ფულს მე გადავიხდი.
- რომელი საათია?
- 8 სრულდება.
- დღეს რაღაც საქმე მაქვს, ხვალ რომ ვისაუბროთ არ გინდა?
ქვედა ტუჩი უნებურად მოუთავსდა კბილებქვეშ და მივხვდი ცრემლები ადგებოდა თვალებზე. ისიც მართალი იყო, ლანა აღარ ცხოვრობდა ჩვენთან, მე კიდევ რა საქმე უნდა მქონოდა მასზე მნიშვნელოვანი.
კარი გაიხურა.
- გაემზადე და წავიდეთ, ფულს შენ იხდი იცოდე.
ისეთი სახით გამიღიმა, რამდენიმე წლის სიცოცხლე მოემატა ალბათ.

***
მაგდასთან ყველა თემაზე საუბრით დაღლილმა საათს შემთხვევით დავხედე, უკვე თორმეთის წუთები იყო, დრო მასთან ასე არასდროს მიტარებია, ალბათ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცას განაპირობებს, რაც ან გცვლის , ან საერთოდ ცვლის სიტუაციას.
ლილე რომ დავაღალატე ეს ჩემს კიდევ ერთ არაკაცურ საქციელს მივაწერე, მაგრამ მაშინ სხვა გზა არ მქონდა, თავი ბოლოს იმით გავიმართლე რომ ლანას არ მინდოდა შევფეთებულიყავი, შეიძლება იმ დღეს სამუშაო საათი არ ჰქონოდა.
- სახლში მიგაცილებ და მერე სხვაგან წავალ.
- სად მიდიხარ?
- სადმე გავივლი.
- მგონი სჯობს დაუბრუნდე შენს ცხოვრებას. სახლში მე თვითონ წავალ. მთავარია მალე დაბრუნდე.
- შეძლებისდაგვარად, მაგრამ..
- რა?
- შეგიძლია ფული მასესხო?
ჩანთა ძლივს გახსნა რომ საფულე ამოეღო, ახლა საფულეს ელვამ შეაყოვნა, ერთი გემრიელად "შეფართხალდა" გაბრაზებისგან, გამაცინა და ფული გამომიწოდა.
ალბატ იფიქრებთ, მათხოვარივით რას დადიოდა აქეთ-იქითო, მაგრამ მეც ისევ მაღიზიანებდა უკვე ეს მდგომარეობა, ყოველ ჯერზე ვამბობდი, ეს ბოლოა და რამდენიმე დღეში დავაბრუნებ თქო.
- მაგდა.
უკვე კარგად შორს მყოფთან მივირბინე.
- დღეს კახასთან დავრჩები.
- კახა? კარგი.
ცოტა გაიკვირვა მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
სანამ ის გადავწყვიტე კახასთან წავსულიყავი თუ მაინც ცდა ბედის მონახევრად კლუბში მივსულიყავი იქნებ ლილე დამხვედროდა, 12 საათი გახდა.
ცოტა გამხელილი ჯობიაო, ალბათ გულის სიღრმეში ლანას ნახვაც მსურდა.
კლუბის შესასვლელში დაცვა ყაჩაღივით დამადგა თავზე და ფული მთხოვა.
- მოიცადე, სად გავიქცევი, დათვლა მაინც მაცადე.
სიმწრით გავუწოდე ფული და დაბნეული ოფიციანტს დავეჯახე. ცალკე ის შებორძიკდა ცალკე მე.
შესვლისთანავე თამბაქოს კვამლში ამოვყავი თავი, მთავარ დარბაზში ნისლივით ბუღი იდგა, იქ ლილეს კიარა ქალს და კაცს ვერ გაარჩევდი.
ბართან ელენე იჯდა, ვიღაც კაცზე, არამცთუ ბიჭზე, თავი ქონდა ჩამოდებული და ბოლთას სცემდა, მოკლე კაბა ისე მაღლა ჰქონდა აწეული ცოტაც და საცვალი გამოუჩნდებოდა, მას კი ხელი მის ხორციან ფეხზე ჰქონდა ჩამოდებული. ლილე არსად დამინახავს. 15 წუთის განმავლობაში ვაცეცებდი თვალს აქეთ-იქით, ბოლოს იმედგადაწურული, რომ ლილე იქ იმყოფებოდა, ელენესთან მივედი.
- გამარჯობა, გახსოვარ?
მეც რა სულელურად გამომივიდა, მსგავსად რომ ვინმეს მიმართვა გამეგო დავცინებდი ან სიტყვას შეუსწორებდი. ისეთი თვალებით შემომხედა იმ მამაკაცმა თითქოს ნადავლს ვართმევდი.
- მე აქ ვერ მხედავ თუ ბიუსტად ვდგავარ?
ფეხზე წამოდგა, მთვრალი რომ იყო მაშინ შევატყე, როდესაც ძლივს გადმოიხარა ჩემკენ, გასაკვირი ის იყო რომ ელენეს ხმა არ ამოუღია, ოდნავ რომ თვალს ის მამაკაცი მოეფარა, დავინახე როგორ ჩამოეკონწიალა ბარის მაგიდას, ცოტაც და ჩამოვარდებოდა.
ხმაური, მწარედ მოქნეულმა მუშტმა დაახშო ჩემთვის. ვინ სად გარბოდა აღარ მახსოვს, იმ უხსენებელს რაც ძალა და ღონე ქონდა ფეხებს იქნევდა, გამწარებულს, ტუჩგახეთქილს სიბრაზე ისე მომეცია, მოქნეული ფეხზე ზედ ცხვირპირში მოხვდა.
დაცვას მოსვლამდე ძლივს მოიფიქრა რამდენიმე კაცმა გაშველება.
ფეხზე ძლივს წამოვდექი, მხარში რამდენიმე კაცი ამომიდგა და გარეთ გავიყვანეს. ტუჩზე ხელი რომ არ ამეფარებინა ჩხუბისთავად ალბათ ისევ ციხეში დამაბრუნებდნენ.
- რა სჭირს?
- მთვრალია.
იცრუეს ბიჭებმა, ისევე თავის საკეთილდღეოთ ალბათ. ძლივს კლუბში შესული გარეთ კიბეზე ჩამომსვეს. ისე არასასიამოვნოდ მეცა ნოტიო ჰაერი თვალზე რომ , სული გამიმწარდა ტკივილისგან. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კიარ ამომაცალეს ამომგლიჯეს.
კარი გაიღო და კლუბიდან ლილე გამოვიდა, ჩემთვის ყურადღებაც არ მოუქცევია ისე გამიარა.
"ამას რაღა ბზიკმა უკბინა?" გავიფიქრე და კბილებდაკრეჭილი, თითქოს ძვლებში დამტვრეული უკან დავედევნე.







№1  offline მოდერი ლილიანა

ჯერ აზრზეც ვერ მოვდივარ როგორ უნდა განვითარდეს სიუჟეტი.კარგია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი mikussa

ლილიანა
ჯერ აზრზეც ვერ მოვდივარ როგორ უნდა განვითარდეს სიუჟეტი.კარგია

მოხარულივარ <3
--------------------
If you don't believe in yourself, nobody will do.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ერთი სული მაქ გა რძელებას როდის წავიკითხავ. როგორ მაინნტერესებს რა მოხდა შანას თაბს და როგორ განვითარდება გივის და მისი ურთიერთობა. ერთი შეხედვით ეს ლანა სასტიკად მეჯავრება უკვვე. გივი მეცოდება. იმედია შვილთან ექნება ნორმაშირი ურთიერთობა

 


№4  offline წევრი varduka

სადხააააააარრრრ

 


№5 სტუმარი vera™

მკითხველის ესე მიგდება უკვე უპასუხისმგებლობა კი არა უზრდელობაა...

 


№6  offline წევრი varduka

აგარ აგრძელეეეეეებ sad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent