შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაუქმებული ფრენა" (სრული)


6-03-2016, 14:46
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 3 681

გაზაფხული იყო, გრილოდა. ვიჯექი ჩაფიქრებული. ვგრძნობდი რომ მტკიოდა და აღარ შემეძლო უმისოდ. ტკივილს თავის მარწუხეში ვყავდი მოქცეული და მოქმედების საშუალებას არ მაძლევდა. თვალებზე მომდგარი ცრემლებით გავყურებდი წყვდიდად ღამეს, თითქოს ჩემშიც ასეთივე წყვდიადი იყო გამეფებული. მე და ის, ორი უკიუდურესობა , ორი სხვადასვაობა, მაგრამ ამ უკიდურესობასა და სხვადასხვაობებს შორის გაბმული უწყვეტი, უჩინარი ძაფები და გადებული ხიდი მაშფოთებდა. ორივეს ძლიერ გვიზიდავდა ერთმანეთი მიუხედავად ყველაფრისა. მასთან ყოფნა სრული სიგიჟე იყო , მის გარეშე კი სრული ჯოჯოხეთი. სწორედ ამ ჯოჯოხეთში ჩავაგდე ჩემი თავი, ჩემივე ნებით, როც ავუთხარი რომ ყველაფერი მთავრდებოდა. მე ჩავწყვიტე ის ძაფები , რომლებსაც ვიღაც კვლავ ქსოვდა. ალბათ ორი კვირის განმავლობაში, სადარბაზოში ჩემი კარის წინ იჯდა ხოლმე ღამ-ღამობით. მე ვგრძნობდი მის სიახლოვეს და მაგნიტურ მიზიდულობას. რამდენჯერ დამინახავს ის თუ როგორ დადიოდა წინ და უკან ჩემი კარის წინ, მაგრამ კიბეზე რომ ჩამოჯდებოდა ხოლმე მერე ვეღარ ვხედავდი. გულ-მუცელი მეწვოდა ისე მინდოდა მისი ხილვა, მაგრამ არ გავდიოდი, თითქოს ვემალებოდი მას. ვიცოდი ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებოდა. მაგრამ რაუნდა მექნა? მე ხომ მის გარდა არავინ მინდოდა, მხოლოდ ის მიყვარდა, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულით. სხვა რომც მდომებოდა მაინც არავის მომაკარებდა. ერთხელ მითხრა ;- ან ჩემი იქნები ან არავისიო.- ის იმდენად ეგოისტი და ეჭვიანი იყო ამის თქმის უფლება ნამდვილად ჰქონდა. მენატრებოდა მისი მკაცრი სიმპათიური სახე, თხელი ლამაზი ტუჩები და მუქი მანათობელი მწვანე თვალები, რომლებსაც გაბრაზებისას უცებ მოჭუტავდა და მკაცრად შემომხედავდა ხოლმე. დღე არ გავიდოდა რომ არ გვეკამათა, მაგრამ მეშინოდა ეს დასასრული არ ყოფილიყო. ვიცოდი ისევ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები და ისევ ვიგრძნობდი მის სურნელს. თუმცა ჩვენ შორის იმდენად ძლიერი მიზიდულობის ძალა იყო რომ ჩვენი გზები არც არასოდეს გაყრილა.
ეს რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო. ბოლოს მაინც მე ვთქვი ჩემი სათქმელი და მე დავტოვე, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი , რომ ამ გრძნობას წერტილს ვერასდიდებით, ვერასდროს ვერ დავუსვამდი. ამის არც ძალა შემწევდა და არც სურვილი მქონდა. ალბათ არც ვიცოდი რა მინდოდადიდ გაურკვევლობაში ვიყავი. თან ვტოვებდი მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი. მენატრებოდა ისე რომ კივილი მინდებოდა. ვიცოდი მხოლოდ ერთი კედელი ერთი კარი გვყოფდა, მაგრამ არ გავდიოდი, არ ვეხუტებოდი და არ ვკოცნიდი ნუთუ ნორმალური იყო ეს ყველაფერი ? მერე ტკივილისგან და მონატრებისგან ღონე მიხდილს აღარ შემეძლო ჩემს ოთახში შესვლა. კარებზე მიყრდნობილს სველი ლოყებით ძილი მომერეოდა ხოლმე, მაგრამ რა მინდოდა ჩემს ოთახში როცა ასე მასთან უფრო ახლოს ვიყავი. ვიცოდი ერთხელაც ჩემს თავს გადავაბიჯებდი და ისევე ჩემი თავის გამო კარს გავაღებდი და მწვანე თვალებში ჩავაცეცდებოდი, ანდაც შეიძლება ვერც შემეხედა თვალებში და მის წინაშე თავდახრილი ვმდგარიყავი.
კარებზე მიყრდნობილი სიზმრებში სულ მას ვხედავდი. ხან გადაშლილ მინდორში მივრბოდით ერთად, ხან უბრალოდ მეფერებოდა ხოლმე და დილით ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მართლა მომფერებოდა რამდენიმე საათის წინ. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო , მაგრამ რომ მახსენდებოდა რომ ეს ყოველივე სიზმარი იყო გული მძიმედ მეკუმშებოდა ხოლმე. ისევ გავყურებდი წყვდიალდს და ცრემლები ღვარაღვარად ჩამომდიოდა. ზლივს წამოვდექი და საწოლში მოვიკუნტე. ბევრი წრიალის შემდეგ თვალები მაინც დაჭყეტილი მქონდა და ვერაფრით ვერ ვიძინებდი. ფანჯარას რომ გავხედე უკვე რიჟრაჟობდა. ნელ-ნელა წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე. დაუფიქრებლად და უნებურად ვმოქმედებდი. ოთახიდან გავედი და სახლის კართან ავიტუზე. მივხვდი რაც მინდოდა. დიდზე ამოვიხვნეშე და კარები გავაღე. კიდევ დავფიქრდი სანამ ზრურბს გადავაბიჯებდი. ბოლოს ნაბიჯი გადავდგი და მიმოვიხედე. კიბეზე დაჩი იჯდა. კედელს მიყრდნობილი ეძინა. თვალები ამეწვა და ცრემლებმ ალოყები დამიწვა. ნელ-ნელა მივუახლოვდი და სუნთქვა შეკრულმა დავხედე მის მშვენიერ სახეს, ბავშვივით მშვიდად ეძინა. მე მის გვერდით ჩამოვჯექი ისე რომ არ შევხებივარ. თვალს ვერ ვწყვეტდი და ვერც ტირილს. არ ვიცოდი რა მენქა როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ასე მძინარეს ნამდვილად ვერ დავტოვებდი, ან საერთოდ შემეძლო მისი დატოვება?ის ხომ ჩემს გამო იყო ამ დღეში. მის სურნელებას ალკოჰოლის სუნი ფარავდა. გული შემეკუმშა. ვიცოდი მთელ დროს სმაში გაატრაებდა და მთელ ნაღველს სასმელში ჩაახშობდა. ეს მისი ნაღველი ჩემით იყო გამოწვეული, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი დამნაშავე. იმდენად შემზიზღდა ჩემი თავი ამ ორ კვირიანი განშორების გამო რომ ხმამაღალი ტირილი ამივარდა და თავი ვეღარ შევიკავე. დაჩი შეიშმუშნა. მე ხმა ჩამივარდა და თვალებიდან ცრემლები უცებ მოვიწმინდე. დაჩიმ თვალები გაახილა და მაშინ დავინახე მონატრებული მწვანე თვალები, რომლებიც შეცვლილი და ამღვრეული ჰქონდა. დაჩიმ გამომხედა სერიოზული, ცოტა დაბნეული სახით და მკითხა:
-აქ რას აკეთებ?
-შენ რას აკეთებ აქ? - ვკითხე მე და მზერა ავარიდე.
-თვალები რას გიგავს? დამტიროდი ? ამაზე ორი კვირის წინ უნდა გეფიქრა!- მითხრა გაბრაზებულმა.
-შენ რას მოდიოდი აქ მაინც დამაინც ჩემს კართან ?
-ორი კვირაა მემალები და კიდევ აქეთ მისვამ კითხვებს? - მკითხა დაჩიმ მკაცრი მზერით.
- ღამით მოდიხარ და იძინებ, როგორ გნახავდი?- ვკითხე მეც გაბრაზებულმა.
- რაიცი როდის მოვდივარ? - მკითხა და დამადუმა. მერე დუმილი ისევ თვითონ დაარღვია- ერთხელ არ გამოსულხარ, იქნებ მკვდარი ვეგდე ამ ცივ სადარბაზოში, არ დაინტერესებულხარ! შენ ისეთს ვერ მეგუები როგორიც ვარ და მაშინ მითხარი როგორ გიყვარვარ? მითხარი!! - მითხრა და ფეხზე წამოდგა
- მიყვარხარ!! შენც კარგად იცი მაგრამ დავიღალე შენი ქმედებებით, ყოველთვის ერთიდაიგივე, ყოველთვის ჩხუბი.
-არ უნდა მოვსულიყავი, უბრალოდ მთვრალი ვიყავი და სხვანაირად ვფიქრობდი თორე შენ მაინც შენსას აწვები.- მითხრა ისე რომ თავი ვეღარ შევიკავე და კვლავ ტირილი დავიწყე.თავ დახრილი ვიდექი, როგორ მინდოდა რომ ჩავხუტებოდი და არ შემეძლო.
-ნუ ბღავიხარ! შენ ხომ ეს გინდოდა რაღას ტირი?- მკითხა მან. მე ისევ დადუმებული ვიყავი და არაფრის თქმა არ შემეძლო. დაჩიმ კიბეები ჩაიარა, ცოტახნით ზურგით იდგა, მერე შემოტრიალდა და მითხრა:
- ბოლოჯერ გეკითხები რას აპირებ?
- არ ვიცი- ვუპასუხე და წამიერად თვალებში ჩავშტერდი.
- ხოდა წავედი- მითხრა და კიბეზე ჩასასვლელად მოემზადა.
-არ შეგიძლია ცოტა შეიცვალო ჩემს გამო?
-შენ ისეთი უნდა გიყყვარდე როგორიც ვარ!!- მომაძახა მკაცრად და კიბეები ჩაირბინა. მე რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიდექი სადარბაზოში, მერე სახლში შევბრუნდი და სავარძელზე ჩამოვჯექი. თითქოს უგონოდ ვიყავი. მაშინ პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ თავი. გული მტკიოდა. არ ვიცოდი როგორ წავსულიყავი უნივერსიტეტში, არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ ვერც სახლში ვერ დავრჩებოდი, იქნებ სადმე შემხვედროდა, იქნებ კიდევ ეთქვა რამე ჩემთვის, მაგრამ ის იმდენად პრინციპული იყო ორი კვირის განმავლობაში ჩემ კართან რომ იჯდა ისიც მიკვირდა, ალბათ სიმთვრალეში პრინციპულობა და სიამაყე ავიწყდებოდა. მე საათს დავხედე და მომზადება დავიწყე. ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. გაორება მჭირდა. რატომ ვითხოვდი მის შეცვლას? მე ხომ ზუსტად ისეთი მიყვარდა როგორიც იყო? ფიქრით ვიღლებოდი. აღარ ვიცოდი საით წავყოლოდი ჩემს ფიქრებს. პირველად მომინდა სახლში მარტო არ ვყოფილიყავი. არადა მხოლოდ ჩემი აჩემების გამო გადმოვედი საცხოვრებლად მარტო, თავიდან მშობლები წინააღმდეგნ იყვნენ მაგრამ ჩემს და ძმასთან ერთად სწავლა უბრალოდ შეუძლებელი იყო. თან ვერც მათ ხმაურს და ჩხუბს ვერ ვიტანდი ამიტომ დამოუკიდებელი ცხოვრება ვარჩიე.
უნივერსიტეტისკენ გზას სიმღერის ფონზე გავუდექი. თავდახრილი დავდიოდი,აი ისე ზუსტად ჩემს მდგომარეობას რომ შეეფერებოდა. ხანდახან თავს უეცრად ავწევდი, ირგვლივ მიმოვიხედავდი თაფლისფერი სევდიანი თვალებით და თითქოს დაჩის ვეძებდი. ნუთუ დამთმობს? - ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ მე რა გავაკეთე? ნუთუ ჩემი საქციელი, მისი მიტოვება უარესი არ იყო ? ნუთუ არ შემეძლო ამეტანა მისი ეჭვიანობის სცენები? მაგრამ ვაღიარებ რთული იყო, მითუმეტეს ისეთი ადამიანისთვის როგორიც მე ვარ. უნივერსიტეტში ჩემმა კურსელმა დაბადების დღეზე დამპატიჟა კლუბში, თავიდან ვიფიქრე უარს ვეტყვითქო მაგრამ მერე დავთანხმდი. მასზე მეტად ჩემი თანხმობა გიორგის გაუხარდა, რომელსაც მოვწონდი. ზედმეტად აბეზარი ტიპი კი ეთქმოდა.
-ამ ბოლო დროს მაგრად შეიცვალე- მითხრა გიორგიმ ლექციების მერე
-არ ვიცი.
-კი, კი რა ხდება? - მკითხა და შემომაშტერდა.
-არაფერი უბრალოდ ცოტა რთული პერიოდი მაქვს- ვუპასუხე მე.
-რატო იმ გიჟს დაშორდი? - მკითხა ღიმილით.
-ხო
- ანუ შანსები მაქვს? - მკითხა ცბიერად.
-არა, არანაირი.- მივახალე უცებ.
-რატო? იმაზე ნორმალური მაინც ვარ- აგრძელებდა ისევ სიცილით.
- მსოფლიოში ყველა ბიჭი მასზე ნორმალურია, უბრალოდ მე ის მიყვარს- ვუთხარი და ცივად გავუღიმე.
- მე მაინც ჩემსას მივაწვები-მითხრა და ცინიკურად გამიღიმა.
-როგორც გინდა.- ვუთხარი მე. სულ არ მინდოდა რამე ეცადა. ვიცოდი დაჩი გაიგებდა და დიდი უსიამოვნება მოხდებოდა. გიორგიც ჯიუტი ბიჭი იყო და დაჩი თუ თავყბას გაუერთიანებდა შეიძლება მაინც იგივე გაეგრძელებინა. გიორგის გარდა სხვებიც ბევრნი იყვნენ, მაგრამ მერე რომ დავაკვირდი ზოგი ისე გამივლიდა ქუჩაში ზედაც აღარ მიყურებდა, დალაპარაკებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ვფიქრობდი რომ დაჩის თავის ნათქვამს ასრულებდა და ჯერ გიორგიზე არაფერი არ იცოდა. ის არ ვიცოდი ამ ამბებს საიდან იგებდა, მოკლედ დაჩი ჩემთვის დიდი ამოცანა იყო, ამოცანა რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.
სახლში მისულმა ფიქრი დავიწყე თუ რა ჩამეცვა დაბადების დღეზე , მაგრამ იმდენად უხასიათოდ ვიყავი რომ რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. დიდად წასვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი ცოტა გულს გადავაყოლებთქო, რისი იმედიც დიდად არც მქონია, რადგან დაჩიზე ფიქრები ყოველ წუთს მიტევდნენ და თავში ფუტკრებივით ბზუოდნენ.თავიდან კლუბში ყველაფერი მაღიზიანებდა: ხმამაღალი მუსიკა, მოცეკვავე წყვილები და მომღიმარი და ბედნიერი ხალხიც. მერე ბავშვებმ ამიყოლიეს და ცოტა გავერთე. მინდოდა დაჩი ჩემთან ყოფილიყო და ერთად გვეცეკვა, მაგრამ დაჩის ნაცვლად გიორგი აღმოჩნდა მის ადგილას. თავი მომაბეზრა იმდენჯერ მითხრა ადექი იცეკვეო. ბოლოს ამოვიხვნეშე და დავთანხმდი.
- ასეც ნუ განიცდი!- მითხრა ხმამაღლა მან რომ ხმამაღალი მუსიკის ფონზე გამერჩია მისი სიტყვები.
-ამაზე ნუ ვილაპარაკებთ!- ვუპასუხე მეც ხმამაღლა. გიორგის არაფერი აღარ უპასუხია, მხოლოდ თავი დამიქნი აღიმილით. ცოტახანში გავღიზიანდი რომ მასთან ერთად ვცეკვავდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ც ცოტა მარტინი დავლიე, მერე თითქოს ძილიც მომერია და დაღლილობა ვიგრძენი. გადავწყვირტე სახლში წავსულიყავი. გიორგი იჩემებდა ღამეა მე გაგაცილებო მაგრამ მე უარზე ვიყავი და ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე. კლუბთან ახლოს ტაქსი გავჩერე და ღონემიხდილი ჩავჯექი. თავი ფანჯარაზე მქონდა მიყრდნობილი და სევდიანად გავყრებდი ღამის თბილისს, რომეელიც რატომღაც ჩემსავით სევდიანი მეჩვენა.ტაქსი გაჩერდა, მე მძღოლს ფული გავუწოდე და ჩემი სადარბაზოსკენ ავიღე გეზი. კიბეზე ნელ-ნელა ავედი, კარი გავაღე და მძიმედ ჩავესვენე სავარძელში. მერე ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ დავიწყე ერთი არხიდან მეორეზე გადართვა. ალბათ ნახევარი საათი შტერივით ვიჯექი სანამ კარზე ხმამაღალმა ბრახუნმა არ გამომაფხიზლა. კართან მივედი დაჩი იყო.
- სესილი გააღე!!!- შემომიბღავლა იქიდან. მე სახელურს ხელი ჩამოვკარი და კარი გავაღე. დაჩი სახლში შემოვარდა, მისაღებ ოთახში შევიდა და აფორიაქებულ იდივანზე ჩამოჯდა. მეც შევბრუნდი და მივაშტერდი.
- რატომ ჩამოიღე კარი ? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- კარი კი არა სახე როარ ჩამოგიღე გიკვირს? - მკითხა და და სიგარეტის ბოლი შემომაბოლა.
-რაგინდა? - ვკითხე ხმამაღლა.
- ვინ გამოსირებულთან ერთად იყავი კლუბში? - შემომიღრინა მან.
- ვინ გითხრა? - ვკითხე გაკვირვებით.
- ჯერ კითხვებს მე ვსვამ!!- მითხრა და სიგარეტი მოქაჩა.
- დაბადების დღეზე ვიყავი კლუბში შენთვის უნდ ამეკითხა?
-ვინ იყო-თქო?
-არავინ!
-მომისმინე გოგო, თუ ვინმე ეცდება შენთან დაახლოებას ჯერ შენ დაგერხევა და მერე იმას!
- აი ამიტომ აღარ ვართ ერთად!!- ვუთხარი გამწარებულმა
- რატომ? - მკითხა და ისევ შემომიბღვირა.
- ამ შენი ეჭვიანობის სცენების გამო!
- მისმინე თუ ვიღაც გირჩევნია , რომელსაც ფეხებზე ეკიდება თუ სად იქნები ღამის ორ საათზე მაშინ გყავდეს!!
- არავინ არ მეყოლება დაწყნარდი!!
-ვერ!!- მითხრა ცინიკური ღიმილით.
- შენ არ იცი როგორ ვარ და რას ვგრძნობ.-ვუთხარი მშვიდად.
- თუ ასე იყავი რა გეცეკვებოდა? -მკითხა ისევ ჩვეული ცინიკურობით. მე ამოვიხვნეშე და ვუთხარი:
- ყველაფერზე მეტად მაინც შენი ჩახუტება მინდა.
- მაინც? - მკითხა მან. მე დადუმებული და თავდახრილი ვიჟექი. დაჩი წამოდგა მე თავი ავწიე და შევხედე.
- იცი საერთოდ რა გინდა ჩემგან? მკითხა მშვიდად
- შენთან მინდა- ვუპასუხე მეც იგივე სიმშვიდით და თავი ისევ დავხარე.
- ორი კვირის წინ ყველაფერს ხაზი გადაუსვი.
- არ შემიძლია იმაზე ფიქრი რომ არ მენდობი.
- შენ გენდობი, მაგრამ იმ შენ დებილ მეგობრებს და ვიღაც სირებს არა !! დავიღალე შტერი ბიჭების ცემით!
- მე რა ვქნა თუ სხვებს მოვწონვარ?
- რადა უნდა იახვედრო რომ სხვისი გოგო ხარ!! რომ მერე ზედმეტი არ გაგიბედონ!
- ვერც მიბედავენ!! - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- ნუ გამახსენებ ძველ ამბებს! სანამ მე არ გავიგე და არ ჩამოგაშორე ყველა შენ თვითონ არ მითხარი რომ გაწუხებდნენ!
- გაბრაზდებოდი დაარ მინდოდა!
- როარ მითხარი მაინც გავბრაზდი და აზრი?- მითხრა და ფანჯარასთან მივიდა, ზურგი შემაქცია და ფანჯარაში გაიხედა.
- შენ უბრალოდ მოგწონს რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ამით უფრო მიშLი ნერვებს!- მითრა ისე რომ არც მოტრიალებულა.
- ეგ ყველა გოგოს მოსწონს!- ვუპასუხე უკმეხად.
- ყველა ერთნაირად სულელბი ხართ! როცა ჩემი ხარ და როცა შენზე სერიოზულად ვფიქრობ სხვები ფეხებზე უნდა გეკიდოს, უნდა მოგწონდეს მხოლოდ ის რომ მე მიყვარხარ!- მითხრა და შემოტრიალდა.
- ეგოოისტი ხარ!! ეჭვიანი ეგოისტი!! - ვუთხარი სიბრაზით.
- ეხლა მისმინე, იმ გიორგის მოერიდე, ფეხებზე გინდა თუ არ გინდა!! ჯერ ვაცდი!
- ვითომ არ იცოდი ვინ იყო.
- მოერიდე-თქო! თორე გითხარი შენც დაგერხევათქო !
- ნუ მაშინებ რაა. - წამოვდექი მე და მივუახლოვდი. დაჩიმ ჩაიცინა.
-რა გაცინებს?
- სანამ ჭკვიანად არ მოიქცევი ვერ ეღირსები- წმიპასუხა სიცილით და მივხვდი რომ ათიანში გაარტყა.
-რას? - ვკითხე და მეც გამეცინა.
- ჩახუტებას.- მითხრა და გვერდით ჩამიარა.
მივხვდი მიდიოდა და გული დამწყდა უკან გავყევი.
-დაჩი...- ვუთხარი მშვიდად. დაჩი შემოტრიალდა და მწვანე თვალებით შემომაცეცდა.
-დარჩი სანამ არ დამეძინება.- ვუთხარი ისევ ნაღვლიანად. დაჩიმუეცრად ხელში ამიტაცა ჩემი ოთახის კარი შეაღო და საწოლზე დამაგდო. თან იცინოდა.
- აბა ძილინებისაა! - მომაძახა და ოთახიდან გავარდა.
- დამპალოო! - დავუყვირე მეც გაბრაზებულმა. მერე სიცილი ამიტყდა და ალბათ ოცი წუთის ჩაძინებული რომ ვიყავი დაჩიმ დამირეკა და გამაღვიძა, მითხრა ადექი მალე კარი დაკეტეო. მე ამოვიხვნეშე და ძლივვს ბარბაცით წამოვდექი და კარი ჩავკეტე. არამეს კიდევ მეტროდა, თითქოს ველოდი მაგრამ გამითიშა. ჩემ ნერვებზე თამაშობდა, ზუსტად იცოდა რაა მაბრაზებდა.
საწოლში დავწექი და ფიქრებით მოზღვავებულს ძლივს ჩამეძინა. დილით თავი ძლივს ავწიე, ისე მტკიოდა.ზოზინით ჩავიცვი და საუზმობა ძლივს მოვასწარი. უნივერსიტეტში მისულს გამახსენდა რომ გიორგის უნდა მოვრიდებოდი. მართლა არ მინოდოდა ამკიდებოდა. ამით კიდევ დიდი პრობლემები შეიქმნებოდა. ლექციებზე გვერდით მიჯდებოდა და მოსმენის საშუალებას არ მაძლევდა. არადა პირდაპირ მართლა ვერ ვეტყოდი შემეშვითქო.
ლექციების შემდეგ უკან დამედევნა და დამიძახა მოიცადეო. მე მდუმარედ შევბრუნდი მისკენ.
- თავს რატომ მარიდებ? - მკითხა.
- იმიტომ რომ ასე ვთვლი საჭიროდ- მივახალე მე
- იმ გიჟს შეურიგდი?
-კი - ვუპასუხე დაბნეულმა
- მე მევასები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასე ნუ იქცევი.
- არ მაინტერესებს გევასები თუ არა! მის გარდა არავინ არ მაინტერესებს!
- რა ერთგული ყოფილხარ, უფრო მეტად დამევასე!
-შემეშვი რა არ მინდა შენს გამო პრობლემები- ვუთხარი და ზურგი შევაქციე. ერთი ორი ნაბიჯი რომ გადავდგი ხელით შემომატრიალა უკან და მითხრა:
- არადა ერთად კარგად გავერთობოდით.
-ხელი გამიშვი! - ვუთხარი გამწარებულმა მაგრამ ხელს კიდევ არ მიშვებდა.
-ბრაზიანი ბიჭების გოგოები მაგრად მიზიდავენ. შენთან მაგარ ღამეს გავატარებდი- მითხრა მან და სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ მეორე ხელით სახეში მაგრად გავარტყი. მან გაიცინა და ხელი გამიშვა.
მე იმ წამსვე შევტრიალდი და ლამის სირბილით გავგრძელე გზა.გული მერეოდა გიორგიზე. ასეთი გულის ამრევი ფრაზა არავის არასდროს არ ეთქვა ჩემთვის. სახლში აქოშინებული მივედი და მისავათებული წამოვწექი საწოლზე. ველოდებოდი როდის შემოანგრევდა დაჩი კარს. თვალებზე ცრემლები ჩამომიგორდა. უნებურად წარმოვიდგინე როგორ მკოცნიდა გიორგი ძალით და ზიზღი მომერია. ცრემლებს ვეღარ ვიკავედბი. ცოტახანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მე გულაჩქარებულმა, ფრთხილად უემოციოდ გავღე კარი. დათი თვალებში შემომაშტერდა. მე ზურგი შევაქციე და სამზარეულოში შევედი. წყალი მწყუროდა. დაჩი ჩუმად შემომყვა, სკამზე ჩამოჯდა და თვალს არ მაცილებდა. ბოლოს მკითხა:
- რამოხდა?
- არაფერი- ჭიქა მაგიდაზე დავდე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-რატომ ტიროდი?
- არ ვტიროდი - ვიცრუე
- იტყუები! გეტყობა თვალებზე რომ ტიროდი!
- არაფერი უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ! - ისევ ვიცრუე. დაჩი ადგა ჩემთან ახლოს მოწია სკამი და ჩამოჯდა. სულ თვალებში მიყურებდა და მზერას არ მაცილებდა. მერე ფრთხილად თავისი ლამაზი თითებით წინ ჩამოყრილი თმა გადამიწია და მითხრა:
- მითხარი რა გჭირს უკვე აღარ შემიძლია!
- არაფერი- ვუპასუხე მშვიდად.
- სესილი!!- გაბრაზებით გამოსცრა კბილებში. მე ვერაფერი ვერ ვუთხარი და ტირილი დავიწყე. ვეღარ შევზელი გრძნობების მოთოკვა. უნებურად მეფიქრებოდა როგორ მეფერებოდა ვიღაც სხვა, სხვა რომელიც დაჩი არ იყო. არ ვიცი მაშინ ასე რატომ განვიცადე ეს ამბავი მაგრამ ვეღარც დავუმალავდი ამ ჩემი შეუკავებელ იცრემლების გადამკიდე. დაჩი მეხუტებოდა და გაგიჟებული მეუბნებოდა:
- აღარ იტყვი?? მითხარი რამოხდა?
- გული მერევა ჩემს თავზე - ვუთხარი და თვალებში ჩავაცივდი
- რატომ? - მკითხა გაკირვებულმა.
- უნებრად ვფიქრობდი როგორ მეფერებოდა სხვა. გიორგიმ...
- რაა? -წამოხტა დაჩო- რამე გითხრა? მაგას რატომ ფიქრობდი მითხარი!!
- მე ყველაფერი მოვუყევი. აღარ მინდოდა რამე უარესი ეფიქრა. დაჩი ასეთი გაგიჟებული მგონი პირვლად ვნახე.
- ხელით შეგეხო ?? მითხარი!! - მკითხა გაცოფებულმა.
- არა უბრალოდ ხელით მომატრიალა რომ მივდიოდი
-კიდევ?
-არაფერი მერე არ მიშვებდა და ის რომ მითხრა გავარტყი.
- სახლში დარჩი.- მითხრა შეშლილი ხმით - დედას მოვუტყნავ ! - ჩაილაპარაკა ოთახიდან გასვლისას. ავნერვიულდი და კანკალმა ამიტანა. ვიცოდი რაღაც ცუდს გააკეთებდა. წავედი და ჩემს საწოლში მოვიკუნტე. უკვე ბნელდებოდა რომ ჩამეძინა. დაახლოებით ორ საათში გამეღვიძა. ფანჯარასთან დაჩი იდგა და ეწეოდა.
- რა უქენი? - ვკითხე ნამძინარები ხმით.
- ძალიან განაღვლებს იმ ს ბედი ?
- უბრალოდ მაინტერსებს- ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი.
- რა მნიშვნელობა აქვს? ვერაფერს ვეღარ გეტყვის ვსო!
- ჩემზე ბრაზობ?
- როგორ იქცეოდი მასთან რომ ასეთი რამე გითხრა?
- არანაირად არ ვიქცეოდი!- ვუპასუხე და კედელზე შუქის ჩამრთველს ხელი ავარტყი.
-აღარ წახვალ კლუბში უჩემოდ და საერთოდ არც არსად! არ იცეკვებ ვიღაც გამოსირებულებთანე რთად და არ მოიქცევი ისე რომ მერე შენს საქციელზე გავბრაზდე. გასაგებია?
- სახლში რომ გამომკეტო არ გინდა? - ვკითხე ღიმილით
- ყველაფერს გავაკეთებ რომ მომინდეს!
- ვიცი- ვუპასუხე და თავი მუვლებზე დავდე. დაჩი გვერდით ჩამომიჯჯდა თმებზე გადამისვა ხელი და თავი ამაწევინა.
- კიდევ ფიქრობ იმ ნაბიჭვარზე?- მკითხა მშვიდად
- არა, ჩვენზე ვფიქრობ
-რას?
-მეშინია უშენობის.
- ნუ გეშინია, მარტო მაინც არ დაგტოვებ- მიტხრა და ჩაიცინა. მერე ბალიშზე გადაწვა და მეც გვერდით მიმიწვინა.
- ხო მაგრამ სულ ვჩხუბობთ.
- ერთმანეთი რომ არ გვიყვარდეს არც ვიჩხუბებდით- მითხრა და თავზე მაკოცა- დაიძინე სანამ არ დაგეძინება არ წავალ.
- მერე ისევ უნდა გამაღვიძო კარი დაკეტეო ? - ვკითხე ღიმილით.
- მე დავკეტავ გარედან- მიპასუხა სიცილით- ოღონდ დილას მე გაგაღვიძებ- მეც გამეცინა და მალე ჩამეძინა დაჩის მკლავებში.
დილით გაღვიძებულს დაჩი ისევ ჩემს ოთახში დამხვდა, ისევ ფანჯარასთან იდგა ჩაფიქრებული.მერე შემომხედა მოვიდა და შუბლზე მაკოცა. მე ვუთხარი რომოთახიდან გასულიყო რომ ჩამეცვა. დაჩი სიცილით გავიდა ოთახიდან და კარი მიიხურა. მე ხალისიანად დავიწყე ჩაცმა, მიხაროდა რომ დაჩისთან ერთად დაიწყო დილა. გარეთ რომ გავედი დაჩის ვანიშნე სამზარეულოში შემოდითქო. დაჩი სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მე ყავით სავსე ჭიქა გავუწოდე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
- კიდევ ორი წელი რა მოითმენს-მითხრა და ყავა მოსვა
- რაზე ამბობ? - ვერ მივხვდი მე
- სანამ შენ სკოლას დაამთავრებ.
- მალე გავა დრო - ვუპასუხე ღიმილით.
- ჩემი ცოლი რომ გახდები მერე ყველაფერი სხვანაირად იქნება.
- იმედია დაჭკვიანდები- ვუთხარი სიცილით.
- ეგ შენ თავს უტხარი
- შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი- დავიწყე მე სერიოზულად - ყოველ დღე შარში ეხვევი, შენ და შენი ძმაკაცები ლოთობთ, მერე ვიღაცას თავპირს უმტვრევთ, ან ჭრით ან კლავთ და ასე. მერე მომივარდებ იდა მეტყვი ჩემმა ზაკაცმა დაგინახა ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდიო- დავამთავრე ბოლოს ღიმილით.
- ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ და უკვე რამდენს ლაპარაკობ ტოო- მიხტრა სიცილით
- შენ მერე უნდანახო- გამეცინა მეც.
უნივერსიტეტში დაჩიმ მიმაცილა, თან იქით-აქეთ აცეცებდა თვალებს უნივერსიტეტის ეზოში, ალბათ გიორგის ეცებდა, მაგრამ გიორგი იმ დღეს არ მოსულა და არც კიდევ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, ამიტომ დამშვიდებულ ივიყავი.
იმ დღეს მშობლებთან ვიყავი გასული. მე და დედა სამზარეულოში ვიჯექით , მე ნამცხვარს ვჭამდი.
- დიდი ხანია მინდოდა მეთქვა- დაიწყო დედამ - მაგრამ ვერ გითხარი, თან მამაშენი ჯერ არც იყო დარწმუნებული.
- რა ხდება? - ვკითხე მე
- მამაშენის სამსახურის გამო გერმანიაში გვიწევს გადასვლა.
- რაა? - გავიოცე მე და ავნერვიულდი
- ხო ასეა- მითხრა დედამ და კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი დადო ჩემს თეფშზე. მე თებში ხელის კვრით გავწიე გვერდზე და აღელვებულმა ვუთხარი დედას:
- მე არსად არ წამოვალ. იქ რა გავაკეთო ? ორი წელი აქ ტყუილად ვისწავლე?
- იქ ისწავლი სადმე კოლეჯში - მითხრა და ვითომ დამამშვიდა.
- ყველაფერს ასე ადვილად ნუ უყურებ!-წამოვხტი მე - მე არ წამოვალ!
- ეგ მამაშენს უთხარი! - მიპასუხა დედაჩემმა ცივად და სამზარეულოდან გავიდა.
მე ცოტახნით ფეხზე ვიდექი გაშტერებული მერე სკამზე ჩამოვჯექი და თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა. შემეშინდა. მეგონა რომმართლა წაიყვანდნენ და ვეღარ ვნახავდი დაჩის. მინდოდა მენახა და ეთქვა ვერავინ ვერსად ვერ წაგიყვანს უჩემოდო, მაგრამ მამაჩემს უნდა დავლოდებოდი რომ ჩემი სათქმელი მეთქვა.
- არსად არ წამოვალ! - ვუთხარი მას როცა მოვიდა.
- აქ ვერ დარჩები!
- მე აღარ ვარ ხუთი წლის ბავშვი ამიტომ დავრჩები- ვუპასუხე მე გაბრაზებულმა.
- სადაც შენი ოჯახი იქნება შენც იქ იქნები! - გამოსცრა მას კბილებში.
- ვერ წამოვალ! ჩემ სიყვარულს აქ ვერ დავტოვებ!
- რა სიყვარული რაებს ბოდავ? - მკითხა გაცოფებულმა.
- შეყვარებული მყავს!
- მითუმეტეს ვერსად ვერ დარჩები !! - მიყვირა მან და ფეხზე წამოიჭრა. მე ჩემს ჩანთას დავავლე ხელი და თავქუდმოგლეჯილი გავარდი გარეთ. კიბეები ტირილით ჩავირბინე. მერე დაჩის დავურეკე.
- რა ხდება რა ხმა გაქვს? - მკითხა აღელვებულმა
- ოც წუთში ჩემს სახლში ვიქნები და მოდი გთხოვ.
- სად ხარ? რა ხდება?
ჩემებთან ვიყავი და...
- კორპუსთან იყავი მოვალ ახლავე - გამაწყვეტინა დაჩიმ და გამითიშა. მე ცრემლები მოვიწმინდე და ლოდინი დავიწყე. დაჩი მალე მოვიდა. მანქანაში როცა ჩავჯექი აფორიაქებულმა შემომხედა და მკითხა:
- რა ხდება მალე მითხარი. - მე ვეღარ მოვითმინე და მაგრად ჩავეხუტე დაჩის. მან ხელები მომხვია და თან მეუბნებოდა :
- ნუ ტირი რა მოხდა მითხარი.
- მეშინია - ვუტხარი ტირილით
- რისი მითხარი!
- გერმანიაში მივყავარ მშობლებს
- რა? როდის?
- არ ვიცი ალბათ მალე ასე მითხრეს აქ არ დაგტოვებთო.
- ნუ გეშინია, ნუ ტირი ვერავინ ვერსად ვერ წაგიყანს. ვსო ჩემთან წამოდი.
- არა ხოიცი არ შემიძლია.
- აბა გირჩევნია გერმანიაში წაგათრიონ თუ ავიდე და დავბრიდო მამაშენი??- მკითხა, მე არაფერი არ მიპასუხია. - წავიდეთ ჩემთან!
- არა, არა მგონი ახვალვე წამიყვანონ ჯერ ჩემთან წავიდეთ გთხოვ
- ხო იცი მთელ გერმანიას გადავატრიალებ შენს ძებნაში.
- ვიცი გთხოვ ჩემთან წავიდეთ.
დაჩიმ შემომიბღვირა და მანქანა დაქოქა. სწრაფად ატარებდა. არც მანქანაში და არც სახლში ასვლისას არაფერი არ უთქვამს. მე თავი მისკდებოდა და საწოლზე წამოვწექი. დაჩი გვერდით ჩამომიჯდა და თავზე ხელი გადამისვა.
- თავი მტკივა - ვუთხარი მშვიდად და მისი ხელი თავქვეშ მოვიქციე.
- წამალი გაქვს?
- არა.
- წავალ მოგიტან.
- არა დარჩი- ვუთხარი მუდარით.
- არა წავალ და მოგიტან - მითხრა მან, ფრთხილად ასწია ხელი , შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მე გაუნზრევლად ვიწექი და თვალებს რაღაც უსასრულობის წერტილს ვუშტერებდი. ალბათ ათი წუთის შემდეგ კარის ხმა გავიგონე, მეგონბა დაჩი დაბრუნდათქო , მაგრამ დაჩის ნაცვლად დედაჩემმა შემოაღო ჩემი ოთახის კარი. მე ენა ჩამივარდა. დედაჩემმა გაბრაზებულმა შემომხედა და კართან მდგარ ტუმბოზე თვითმფრინავის ბილეთი დააგდო.მერე ჩემი კარადიდან სამოგზაურო ჩანთა გამოიღო და ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო.
- რას აკეთებ? - ვკითხე შეშფოთებულმა.
- ხვალ დილას მივფრინავთ!- მიპასუხა მან და ჩანთაში ტანსაცმლის ჩატენვა განაგრძო.
- მე არსად არ მოვდივარ!- ვიყვირე გაცხარებულმა და თვალებიდან ცრემლები ჩამომიგორდა. ამ დროს კარის ხმა გაისმა. მივხვდი დაჩი იყო. გული ამიჩქარდა. დედაჩემ ისე იყო გართული მის საქმეში მისი შემოსვლა ვერც კი გაიგო. დაჩი კართან გაჩერდა და ტუმბოზე დაგდებულ ბილეთს დახედა. მერე ხელში აიღო და თქვა:
- ფრენა გაუქმებულია!! - დედაჩემმი შეცბუნებული შემობრუნდა და პირი დააღო.
- შენ ვინ ხარ?? - კითხა დედამ
- დაჩი მეტრეველი. ფრენა გაუქმებულია-თქო!!- გაიმეორე ისევ გაცოფებულმა და ჩემი ბილეთი შუაზე გადახია.
- რას აკეთებ შე თავხედო?? - იყვირა დედაჩემმა.
- სესილის ვერსად ვერ წაიყვანთ!! - ცინიკური ღიმილით უთხრა დაჩიმ. დედაჩემს ყბა ჩამოუვარდა. დაჩიმ უცბად ხელში ამიტაცა და ისე მ ალე გამიყვანა სახლიდან ვერც
მივხვდი რას აკეთებდა. დედაა გარეთ გამოვარდა და რაღაცა მოგვაძახა. კიბეებზე ხელში აყვანილი ჩამიყვანა დაჩიმ . მერე მის მანქანში ფრთხილად შემსვა და კარი სიცილით მიხურა. მე დამუნჯებულ ივიყავი მერე ცოტახანში ტირილ იდავიწყე... ვიცოდი რომ წავიდოდნენ.
- რა გატირებს?- მკითხა გაბრაზებით დაჩიმ.
- გაფრინდებიან და დამიკიდებენ.
- წასვლა გერჩივნა?
- არა
- ხოდა მორჩი რა.
- მაგრამ შეიძლება ცხოვ
- გინდა უკან დაბრუნება? - მკითხა მკაცრად. მე ჩუმად ვიყავი.
- გინდა-თქო? - გამიმეორა იგივე სიმკაცრით.
- არა - ვუთხარი და თვალებში ჩავაცეცდი. დაჩიმ ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა და ბედნიერი სახით შემომხედა. მე სიცილი ამიტყდა, ემოციების მოზღვავებას განვიცდიდი.
- ორი წელი ლოდინე აღარ მომიწევს.
- როგორ ამბობდი ფრენა გაუქმებულიაო? - ვახსენებდი მე სიცილით.
დაჩიც იცინოდა თან შავ წვერზე ხელს ჩამოისმევდა ხოლმე და თვალებ გაბრწყინებული მიყურებდა. ასეთი ბედნიერი დაჩი არასდროს არ მენახა.
- სად მივდივართ? - ვკითხე მე
- წყნეთში აგარაკზე.
- კარგია.
- ხო მარტო ვიქნებით და დღესვე დავიწყებთ ოჯახის შენებას- მითხრა და ჩაიცინა. მე მხარზე ხელი მივარტყი და გამეცინა.
იმ დღის მერე ვურეკავდი ჩემ მშობლებს, მერე დავრწმუნდი რომ უჩემოდ, მაინც წავიდნენ. ჩემი და-ძმის დახმარებით ველაპარაკე მათ , მაგრამ აშკარა იყო კიდევ გაბრაზებულები იყვნენ და სულაც არ უხაროდათ ჩემი ბედნიერება, ანდაც უხაროდათ და არ ამჟღავნებდნენ. სიმართლე რომ ვთქვა ზალიან ბევრი ვეცადე და ბოლოს ძლივს შემოვირიგე ორივე. დაჩი არც ერთს არ მოსწონდა. ეს სულაც არ მანაჭვლებდა და არც ეხლა მანაღვლებს.
დაჩიმ ჩემი ფრენა გააუქმა და ხელი სამუდამოდ ჩამჭიდა, მის მერე არც გაუშვია. ისევ ვჩხუბობთ ხოლმე მაგრამ ჩვენ სიყვარულს არაფერი აკლდება , პირიქით. წლები გადის და ვხვდები ზუსტად ისმჭირდებოდა. ჯიუტი და გადარეული ადამიანი, რომელთანაც ბევრ რამეზე საერთო ენის გამონახვა რთულია, მაგრამ მე მაინც შევძელი ეს., რადგან მხოლოდ დაჩი არის ის ერთადერთი , რომელიც მინდა რომ ყოველდღე კოცნით მაღვიძებდეს, მეფერებოდე, მიბრაზდებოდეს და ვუყვარდე.
სამუდამოა ჩვენი სიყვარული, სამუდამოა უჩინარი ძაფები და ის ჩვენ შორის გადებული ხიდიც სამუდამოა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს!



№1 სტუმარი siraqlema

kaia momewona dzalian

 


№2  offline წევრი sopo xecuriani

siraqlema
kaia momewona dzalian

მადლობა ! <3

 


№3 სტუმარი mariami

auu momkalitt da miyvarss esetii bichebii ;dd isee istoriaa kargiaa momewona

 


№4  offline წევრი sopo xecuriani

mariami
auu momkalitt da miyvarss esetii bichebii ;dd isee istoriaa kargiaa momewona

მეც მაგრად მიყვარს!! :D
პაემანი მანქანაში წაიკითხე იქაც ეგეთი ტიპიააა :D

 


№5  offline წევრი natia-natia

Sayvarlebii momewona

 


№6  offline წევრი mimimimo

მეთქი, თქო და ო - არასწორად იყენებ..
მეთქი იყენება პირველ პირში
თქო - მეორე პირში
ო - მესამე პირში..

მოთხრობა მომეწონა, ყოჩაღ!
ცოტა დასასრული იყო თითქოს მიფუჩეჩებული..
მეტს მოველოდი, მაგრამ არც ეს იყო ცუდი..
გელოდები ახალი ისტორიით.. feel
ტყუპისცალი არ ჰყავს?
მომიყვანე wink feel

 


№7  offline წევრი tskvito

დაჩი განსაკუთრებით საყვარელი იყო...
მომკალით და მეც ძალიან მომწონს...

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia dachi ra sayvarelia :))

 


№9  offline წევრი sopo xecuriani

mimimimo
მეთქი, თქო და ო - არასწორად იყენებ..
მეთქი იყენება პირველ პირში
თქო - მეორე პირში
ო - მესამე პირში..

მოთხრობა მომეწონა, ყოჩაღ!
ცოტა დასასრული იყო თითქოს მიფუჩეჩებული..
მეტს მოველოდი, მაგრამ არც ეს იყო ცუდი..
გელოდები ახალი ისტორიით.. feel
სხვათაშორის მეც ძალიან მომწონს ესეთი ბიჭები..
პინციპულები და ჯიუტები..
ტყუპისცალი არ ჰყავს?
მომიყვანე wink feel

გავითვალისწინებ დიდი მადლობა <3 სხვა ისტორიებიც მაქვს შეგიძლია ნახო <3

 


№10  offline მოდერი ჯია

როგორ უნდა მოგწონდეს ბიჭი, რომელიც ასე
მოგმართავს ”სახე რომ
არ ჩამოგიღე არ გიკვირს?” და
მსგავსი.. როგორ უნდა მოგწონდეს ბიჭის, რომელიც შენს ოჯახზე მსგავსად ლაპარაკობს ”ავიდე და დავბრიდო მამაშენი?”
არც თავმიყვარეობა არ გაქვთ?! არც ოჯახის პატივისცემა? ან იმაზე არ ფიქრობთ რანაირად უნდა იყოთ
ბედნიერი ეგეთ დეგენერატთან?
კარგით რა.. მარაზმია მეტი არაფერი!!!
ასეთი ოჯახები მაქსიმუმ 2 წელიწადში ინგრევა, ან ქალი მუდმივად ითმებს ქალი ჩაგვრას. ასეთი რაღაცეები არ უნდა
იწერებოდეს, პატარები კითხულობენ და გონიათ, რომ ასე კარგია. არა ბავშვებო, ეს არ არის კარგი!!!

 


№11  offline წევრი sopo xecuriani

Archive
ჯია
როგორ უნდა მოგწონდეს ბიჭი, რომელიც ასე
მოგმართავს ”სახე რომ
არ ჩამოგიღე არ გიკვირს?” და
მსგავსი.. როგორ უნდა მოგწონდეს ბიჭის, რომელიც შენს ოჯახზე მსგავსად ლაპარაკობს ”ავიდე და დავბრიდო მამაშენი?”
არც თავმიყვარეობა არ გაქვთ?! არც ოჯახის პატივისცემა? ან იმაზე არ ფიქრობთ რანაირად უნდა იყოთ
ბედნიერი ეგეთ დეგენერატთან?
კარგით რა.. მარაზმია მეტი არაფერი!!!
ასეთი ოჯახები მაქსიმუმ 2 წელიწადში ინგრევა, ან ქალი მუდმივად ითმებს ქალი ჩაგვრას. ასეთი რაღაცეები არ უნდა
იწერებოდეს, პატარები კითხულობენ და გონიათ, რომ ასე კარგია. არა ბავშვებო, ეს არ არის კარგი!!!

გეთანხმები აბსოლუტურად. რა მარაზმია მონობა მოგწონდეს. მაზოხიზმია ჩვეულებრივი.

მე სულაც არ მიგულისხმია მანდ მონობაა და ათასი სიულელე სულ სხვაგვარად დავწერე და რა თქმა უნდა ყველას ვერ მეწონება!

 


№12  offline მოდერი ჯია

მონობა პირდაპირი მნიშვნელობით არავის დაუწერია, თუმცა
ეგრეც შეიძლება იგულისხმო, როდესაც ბიჭის მსგავს მოპყრობას და ასეთ ურთიერთობას ”აპრავებ”

 


№13  offline წევრი sopo xecuriani

ჯია
მონობა პირდაპირი მნიშვნელობით არავის დაუწერია, თუმცა
ეგრეც შეიძლება იგულისხმო, როდესაც ბიჭის მსგავს მოპყრობას და ასეთ ურთიერთობას ”აპრავებ”

არაფერს არ ვაპრავებ...მე ასეთი გმირი დავხატე და აღარ უნდა ამას განხილვა.

 


№14 სტუმარი Likuna

Yvelazemagarigogoxar

 


№15 სტუმარი გიული

ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent