შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [9]


6-03-2016, 16:45
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 415

მგონი აღარ კითხულობთ, თუმცა მე მაინც ვაგრძელებ და დასრულებასაც ვაპირებ ორ-სამ თავში. იქნებ მეტში... მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი სტილი არ არის, უბრალოდ მომინდა რომ დამეწერა. შემდეგ ისტორიაში კი სულ სხვანაირად იქნება. შემდეგი ისტორია სულით ხორცამდე ჩემი იქნება.
პს: სურათზეა ლუკაა, თუმცა არ იფიქროთ რომ დირექშენერი ვარ მაგიტომ. არ მომწონს 1დ, უბრალოდ კომპოუტერში ეს მოიძებნა მხოლოდ, თან გავს ლუკას...

ტორტის გასაჭრელად როგორც კი დანა აიღო ნინიმ, წარბები შევკარი.
_მოიცა, სანთლები?_ვიკითხე მე. ნინიმ მობეზრებულმა გადმომხედა, იცოდა ჩემი ახირებების შესახებ. ვფიქრობ, რასაც ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდება.
_არ გვაქვს სანთლები, მაღაზიაში ვინ ჩავა?_თქვა რედიმ და ნიკა სულ ძალით ააგდო ფეხზე.
_არა, იყავით_თან ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, მერე სანდროს და ნოეს კოლოფს დავწვდი და ორ-ორი ღერი სიგარეტი ამოვაძვრე.
_და ეგ რად გინდა?_შემომხედა სანდრომ და გაეცინა.
_ახლა სანთებელა მომაწოდეთ_თან სიგარეტები ტორტზე ჩავარჭე. სიცილი აუტყდათ და ნოემ სანთებლის დახმარებით აუკიდა სიგარეტებს.
_დაბადების დღეაა..._წამოიწყო ლუკამ, რომელიღაცამ კი სინათლე შეუმჩნევლად ჩააქრო.
_ნათელი მზე და დღე არ არის, მაგრამ სანდროს დაბადების დღეა_გავიცინე, სანდროს მაგრად ვაკოცე ლოყაზე და მოვეხვიე_გილოცავ და...
_და?_ჩამეკითხა, თან ხელები მომხვია.
_არაფერი, მინდოდა მეთხოვა, სანთლები ჩააქრე მეთქი_თვალით მივუთითე სიგარეტებზე.
_მაგას ბავშვები ამოაძრობენ_თქვა მან და ყელში თავი ჩამირგო_დაასრულე წინადადება.
_ჯერ სურვილი ჩაიფიქრე
_შენ ჩაგიფიქრე
_ხმამაღლა არ უნდა გეთქვა. თანაც, მე უკვე აგიხდი
_სხვა ასპექტში
_მაინც?
_ჯერ მითხარი
_რა უნდა გითხრა
_ის, რაც უნდა გეთქვა
_გილოცავ და მიყვარხარ სანდრო_თვალები დავხუჭე და ჯერ არ თქმული სიტყვა წამომცდა.
_მეც მიყვარხარ ელო, მართლა მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს, ეს სიტყვა არ არის ყალბი ელო, ამას ვგრძნობ, მიყვარხარ და ეს სიმართლეა, ისეთი სუფთა და წმინდაა, როგორც არავინ, ეს სიტყვაა წმინდა, ჩვენ არ გვგავს ელო, ჩემს და შენს მსგავსად ჭაობში არ ჩაძირულა და თუ მაინც უფერულია და აღარავის სწამს, ჩვენ მაინც ვიწამოთ ელო. ჩემებურად მიყვარხარ, ისე, როგორც შემიძლია, შეცდომებით და სისწორით, არ ვიცი ელო..._ჩურჩულებდა დაბალ, ჩახლეწილ ხმაზე და არ წარმოდგენაც არ მქონდა, რისი თქმა სურდა.

ყველას დივანზე მიგვეძინა, ოთახში ასვლა დაგვეზარა. ლუკა და ნინი იატაკზე მოთავსდნენ, ვინაიდან ნოემ გადაყარა ისინი. მე და სანდროს მგონი ყველაზე დიდი ადგილი გვეჭირა. მე ფეხები გაშლილი მქონდა, თავი კი სანდროს კალთაში მოვათავსე. მას კი ფეხები მოეკეცა და თავი საზურგეს მიეყრდნო.
გათიშულებს გვეძინა, სანამ კარზე ზარი არ დარეკეს. უსიამოვნოდ გამცრა. არავის გაღვიძებია, ზარი და ბრახუნი კი მეორდებოდა.
_ჯანდაბა_წამოვდექი, ბავშვებს დავხედე, რომლებსაც წარბიც კი არ შეტოკებიათ და ნახევრად თვალებდახუჭული წავედი კარებისკენ.
ღამის ორი საათია, ასეთ დროს ვინ ან რატომ უნდა იყოს? დიდი იმედი მაქვს, ისინი არ იქნებიან, ვისზეც ვეჭვობ. საერთოდ, ფხიზელი ძილი რომ არ მქონოდა, ვერც ავდგებოდი.
საკეტი გადავწიე და კარი ოდნავ გავაღე. ისე, რომ დამენახა ვინ იყვნენ.
_გამარჯობა ლამაზო_გამიღიმა ბობიმ და თვალი ჩამიკრა. მეგი, ჰარი, ლიზა და თქვენ წარმოიდგინეთ, ალექსიც კი აქ იყო.
_აღარ გააღებ მაგ კარს?_მეგიმ თვალები აატრიალა და კარს ხელი კრა, რომელიც კედელს ხმაურიანად მიეხეთქა და ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა.
_ვფიქრობ, ტყუილად მოხვედით_მაინც მოვიკრიბე ძალა, ცინიზმით სავსე ხმით წარმოვთქვი და კარის მიხურვა ვცადე, თუმცა ჰარიმ მაინც გააღო ის და ოთახში შემოლაგდნენ, მე კი ადგილს გაშეშებული დავრჩი.
სინათლე აანთეს და ხმამაღლა საუბარი დაიწყეს, რითაც ყველა გააღვიძეს.
კარები მივხურე და მშვიდად წავედი ბავშვებისკენ. სანდრო წამოდგა, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ალექსის და ყელზე ძარღვები დაეჭიმა.
_გილოცავ სანდრექს, ბედნიერებას და გახარებას გისურვებ_გაწელილად მიულოცა მეგიმ და ყელზე ჩამოეკიდა. გამიკვირდა, როცა სანდრომ წელზე ხელი ისე მოხვია, თითქოს... ჯანდაბა, ამის დედაც.
_მადლობა მეგ_მის შემოკლებულ სახელზე გამეცინა.
_რატომ არ დაგვპატიჟეთ? ვფიქრობ, ვიყავით ამის ღირსი_ალექსის ამ წინადადებამ დამაბნია. ამას აქ რა უნდა?
_საჭიროდ არ მივიჩნიეთ_ნიკა გაღიზიანებული ჩანდა. მე ვფიქრობ, აქ რაღაც არ არის რიგზე.
_ოო, აი ჩვენ კი, შეპირებული თანხა მოგიტანეთ_ამ სიტყვებზე ჰარიმ თვალი ჩემსკენ გამოაპარა. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და მათი დიალოგის გადახარშვა ვცადე.
_წადით აქედან_ნოემ ხელი კარისკენ აიქნია და ხმამაღლა შეიგინა.
_არა, ამას იქამდე არ ვაპირებთ, სანამ რაღაცაში არ გაგარკვევთ_მეგი როგორც იქნა, მოშორდა სანდროს და ირონიულად გამიღიმა.
_ყველაფერი გაირკვევა, გპირდებით. ოღონდ დღეს არა..._სანდროს მავედრებელი ხმა ქონდა, მისი ჩაწითლებული თვალები კი არ ვიცი, რისი ნიშანი იყო. რაში სჭირდებოდა პირობა? რა იყო გასარკვევი?
_როგორც იქნა დალაგდით და ისევ არევა არ გინდათ? მაპატიეთ ძვირფასო, უბრალოდ, ეს აუცილებელია_ხმა ამოიღო ბობიმ. რედი მომიახლოვდა და ხელი ჩამჭიდა.
_არ დავსხდეთ?_ლუკას ხმამ მიმყინა. ისინი დასხდნენ, მხოლოდ მე და რედი დავრჩით ფეხზე მდგარი.
_ჯობს შენც დაჯდე_ამომხდა ალექსიმ და გაიცინა. გავუღიმე და ნაძალადევად ჩამოვჯექი მის გვერდით და სანდროს პირისპირ.
_მოკლედ, ეს ფულია სანდრო_ჯიბიდან შეკვრა ამოაძვრინა ალექსიმ, მერე კი მაგიდაზე დააგდო. ფულს დავაკვირდი და სუნთქვა ლამის შევწყვიტე. ეჭვები მღრღნიდა, რაღაც საშინლად მტკიოდა მარცნივ, და კიდევ, მუცელში.
სანდროს დუმილი მაშინებდა.
_ხომ გახსოვს რისთვის? არ მითხა რომ ეს ჩვენი ანგელოზისთვის არ გითქვამთ_მოჩვენებით გაიოცა მეგიმ.
_რა უნდა ეთქვათ_ძლივს დავიმორჩილე ხმა. სანდრომ ამოიგმინა და მაგიდაზე მუშტი მაგრად დაარტყა.
_ის, რომ ალექსიმ და სანდრომ ნიძლავი დადეს, რომელი გაგ^ჟიმავდა პირველი. შენი გაცნობიდან მესამე დღეს, თუმცა ალექსი მაშინ გამოეთიშა თამაშს, როგორც თვითონ ამბობს, სახლში რომ მოგიყვანა. აი იმ დღეს, სანდრომ რომ გიხმარა და შემდეგ მანქნიდან მოგისროლა_ეს თქვა თუ არა, ერთიანად ჩამეწვა ყველაფერი. ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწრი, მხოლოდ სანდროს შევხედე, რომელიც თვალებში ვერ მიყურებდა და ხმამაღლა, ისტერიულად ამიტყდა სიცილი.
_ელენ_ნინიმ გადმომხედა ცრემლიანი თვალებით_კარგად ხარ?
_მე?_ჯერ კიდევ გაოცებულმა ვიკითხე, გონებაში ყველაფერი დავალაგე. უკვე საკმარისად მეტკინა იმისთვის, რომ მათ ჩემი სისუსტე ვაჩვენო.
_მისმინე, ყველაფერი ისე არ იყო..._ლუკა საუბრობდა, თუმცა არ ვუსმენდი. სანდროს თვალებს არ ვაშორებდი, ის კი თავდახრილი იჯდა და უხმოდ ტოროდა. არ მესმის, როდემდე აპირებს თამაშის გაგრძელებას.
_სამწუხაროდ, მე მაქვს ბოდიში მოსახდელი... მაპატიე სანდრო, უბრალოდ ის არ გამოგივიდა, რაც გინდოდა რომ გამოგსვლოდა. ეს მე ვთამაშობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. უფრო სწორედ... ვაპირებდი შენთვის ყველაფერი მეთქვა, თუმცა ლადოს შემდეგ უფრო მეტად გადავწყვიტე შენთვის ტკივილი მომეყენებინა. მაპატიე სანდრო, ეს დადგმული სცენა იყო, რომელშიც იმდენად ჩავები, რომ ბოლო დროს ჩემი გრძნობები რეალური მეგონა_აქ გავიცინე. ამომხედა, თვალები ჩასწითლებოდა და ყელზე ძარღვები დასჭიმვოდა. ყველა დუმდა.
_ელენე_ამოთქვა საოცრად გაბზარული ხმით და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი და მივუახლოვდი.
_მაპატიე, მაგრამ არ გამოგივიდა. უბრალო გასართობი იყავი დღემდე, ყველა სიტყვა, ყველა საქციელი, საერთოდ ყველაფერი იყო ყალბი და უფუნციო_არავინ იცის და ვერც ვერავინ მიხვდება, როგორ მიჭირდა და როგორ მტკიოდა ეს სიტყვები. ვერ ვაზროვნებდი, ჯერ კიდევ გათიშულ ვიყავი, იმ სიტყვების მერე მოვკვდი, რაც მეგიმ თქვა.
_ელენე_სანდრომ ნიკაპზე მომკიდა ხელი, მე კი მოვიშორე და ნაბიჯი უკან გადავდგი. ალექსიმ ფულს ირონიით დახედა, მერე კი სიცილით ჩაიგდო ისევ ჯიბეში. გულს მირევდა მისი თითოეული მოძრაობა, სანდროც გულს მირევდა, მისი სუნთქვააც კი ამ ოთახში. ყველაზე უფრო ის, რომ თურმე მისი სიტყვები მხოლოდ დოლარების გამო იყო, რაღაც ბინძური ქაღალდების გამო, რომელშიც გამცვალა. იმის იმედს მაინც ვიქონიებდი, რომ ყოველ ჩემთან გატარებული დღის ინტიმურ დეტალებს არ უყვებოდა მათ. თუმცა არც ეს იყო გამორიცხული.
_ძვირფასო, ნუ გაქვს ისეთი სახე, თითქოს წმინდანი იყო_გამომაფხიზლა მეგიმ.
_რას გულისხმობ?
_ჩვენ ყველაფერი ვიცით_თქვა და გადაიკისკისა. გამეცინა. თავი იაფფასიან თეატრში მეგონა, უნიჭო მსახიოებებით.
_სალაპარაკო გვაქვს_მითხრა სანდრომ და შემომხედა. კიდევ ბედავდა რამის თქმას?
_არა, ჩვენ წავალთ_ნინი წამოდგა, ხელი მომკიდა და კარისკენ წამიყვანა. მადლიერებით სავსე თვალებით გადავხედე და გავყევი. რედი გამოგვეკიდა, თუმცა უარი ვთქვი მისი მანქნით წასვლაზე. ტაქსიში მჯდარი საქარე მინიდან აცრემლებული თვალებით ვაკვირდებოდი ქალაქს, რომელმაც მასწავლა ყველაფერი, გამზარდა, მატკინა, და მიმატოვა. სულიერად გამოფიტული არ ვიყავი, უბრალოდ იმდენად მტკიოდა, რომ ვინმეს იარაღი რომ მოეცა, დაუფიქრებლად დავიხლიდი შუბლში ტყვიას. გაქცევა მინდოდა, მაგრამ არ ვაპირებდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემში მეორე გული ფეთქავდა, რომელიც ხვალ უკვე ფეთქვას შეწყვეტდა. მე არ შემეძლო მისი შვილის ყოლა, აქამდე მხოლოდ ის მაჩერებდა, რომ მასთან ერთად გავუმკლავდებოდი, თუმცა ნარკომანისთვის ბავშვის გაჩენა სიკვდილის ტოლფასია. მე ვერ დავანებებდი თავს ნარკოტიკებს, მითუმეტეს სანდროს გარეშე. ეს უკანასკნელი კი სამუდამოდ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან.



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს!
ბავშვის გამო უნდა მოიკრიბოს ელენემ ძალები და ამოვიდეს ამ ჭაობიდან!
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Smiling girl

მე ძალიან მომწონს ეს ისტორია უბრალოდ ძალიან აგვიანებ და მკითხველებს წაკითხვის სურვილს უკარგავ.. მალ-მალე და დიდები რო დადო კარგი იქნება. ძალიან კარგია

 


კარგი ისტორია და პირადად მე მომწონს ძალიან...ყოვლდღე ველი ახალ თავს...
არ მინდა რომ ელე ამ ჭაობში ბოლომდე ჩაიძიროს...იმედია მოიკრებს ძალებს დაახწევს თავს ყველაფერს და ნორმალირ ცხოვრებას დაიწყებს ბავშვთან და სანდროსთან ერთად ...რატომღაც მგონია რომ სანდროს მართლა უყვარს ელე
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი lila

rogor gekadreba, vkitxulob da gulispanckalit velodebi kovel tavs, ubralod imden xans daigviane... :(

 


№5  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Rogor ar vkitxulooobt?!dzalian gansxvavebuli istoriaa.elenem pataras xatrit unda ibrdzolos da daanebos narkotiks tavi!!da kidev sandrostan unda darches mainc gulcrfeli mgonia sandros sitkvebi martla ukvars elene.es nidzlavi xom gacnobisas dado.codoa orive amito ar unda dashordnen

 


№6  offline წევრი gvancacuna

Rodis dadeb shemdeg tavs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent