პოლიტიკის თეორია [ნაწილი მესამე]
III. *გარდატეხა* – განა ადამიანი თავისი ბედის მწერალი არაა? – ღიმილით გადავხედე დედას და სიგარეტს მოვუკიდე. გაეღიმა მასაც. აივნის მოაჯირზე იდაყვები ჩამოდო და სიგარეტს მოუკიდა. – ბედი არ არსებობს, ლილი. აი, ცხოვრების მწერალი კი ნამდვილადაა. დედა ჯერაც ახალგაზრდა იყო, მე რომ გამაჩინა, ასე რომ, ჩვენში იმაზე მეტად იყო მეგობრული ურთიერთობა, ვიდრე დედაშვილური. – ვითომ, დედა? – ნერვიულად გავიცინე და სიგარეტის ბოლი ორგანიზმიდან გამოვდევნე. – რა მოხდა, განა ასეთი? – ყველაფერი, რაც მოხდა, დე. – არ გინდა ვისაუბროთ ამაზე? – დღეს არა, ნატა... როგორაა მუშაობა? ნელ-ნელა ყველას ჩამოვშორდი. უფრო სწორად, ვეღარ აიტანეს ბედისგან ზურგქცეული ლილი და დამტოვეს. განა შეიძლებოდა სასოწარკვეთილი ადამიანის მარტო დატოვება, ცხოვრების ადიდებული ოკეანის ტალღებში? ჰოდა, მარტოდარჩენილმა თავიდან ჩავყვინთე, ფილტვებიდან ჰაერი გამოვდევნე და მივენდე ბედს, მის დინებას. და მერე უცებ გამახსენდა, რომ ბედის მწერლები ჩვენ ვართ, ადამიანები და არავითარ მაგიურ ძალაზე არაა დამოკიდებული, ვიცოცხლებთ თუ არა. და მაშინ გავიბრძოლე. იქამდე ვებრძოლე წყალს, სანამ არ ამოვყვინთე და ჰაერით ამოვივსე ფილტვები. ამოვყვინთე, მაგრამ აღმოვაჩინე, ზღვის შუაგულში ვიყავი. მხოლოდ თავის ამოყოფა არ კმაროდა, სანამ ბედი გამომრიყავდა, მე თვითონ უნდა გამომეცურა. და განა შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, როგორ დააღწიოს თავი საკუთრად წარმოშობილ კრიზის? - მე არ ვიცოდი, იწამეთ. უბრალოდ, არასდროს შემიგრძნია იმედგაცრუება იმ დოზით, რამდენადაც მაშინ პირველად შევიგრძენი. დრო იყო ცვლილებების, დრო იყო სწავლის, დრო იყო სიძლიერის გამომჟღავნების. არა თავდავიწყებასა და ცდუნებას. პირობებს ყოველთვის ვხურავდი, ღიად არასდროს ვუტოვებდი ორპირს. არჩევნების დღე ჩემთვის იყო კატასტროფა ნამდვილი. მაგ დღეს რომ ვინერვიულე, ისე არასდროს მინერვიულია. ალბათ, პირველად მაშინ შემომიჩდნენ ჭაღარები. მეორე დღეს შედეგების გამოცხადება იყო ყველაფრის მწვერვალი. ჟორჟოლიანი რომ პრეზიდენტი გახდა, მაშინ ვიგრძენი რა იყო უჰაერობა და რამდენიმე ჭიქა წყალი დამჭირდა მოსასულიერებლად. მთელი დღე გაშტერებული ვიდექი ფანჯარასთან. განა არ ვიცოდი, რომ ეს ბრმა ხალხი შესაფერად ენდობოდა კოკას?! ვიცოდი, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, ყველაფრის შემდეგ. შუა დღისას ქოშინით შემომინგრია კარი ნუცამ. სავსე პარკები გამომიწოდა. კონიაკი, სიგარეტი და ბევრი შოკოლადი ეყიდა. გამეცინა. - დეპრესიიდან გამოგყავარ? მხრები აიჩეჩა და ჭიქები გადმოიღო. - პროსტა, რა გააკეთეს? - წამოიყვირა და ავსებული ჭიქა გამოცალა. მწარე კონიაკმა მთელი სხეული აუწვა და უნებურად დაემანჭა სახე. - როდის იყო ბრბო ობიექტური და კომპეტენტური იყო? - ამოვიოხრე და მეც მას მივბაძე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მესიამოვნა ალკოჰოლის ეფექტი. - ინანებენ. აი, პროსტა, ისე ინანებენ, რომ მეორე არჩევნები შენია! - ღმერთმა დამიფაროს, მეორედ მსგავსი გადაწყვეტილებისგან, - ხმამაღლა გადავიხარხარე სატანურად. - კარგი გოგო ხარ! - გაეცინა მასაც. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. - ჰა, ხომ არ დავთანხმდე პრეზიდენტის შემოთავაზებას? - მეცინებოდა ისევ. - თვითონ თუ იქნება კიდევ თანახმა, რატომაც არა? - სერიოზულად მიიღო ნუცამ. - ჯაფარიძე, მოგკლავ! - დავემუქრე და გავსწორდი. - ძალიან, ძალიან უნდა გავამწარო. ცხოვრება ისე უნდა ავუწეწო, როგორც მან ამიწეწა! - გამოვცერი კბილებში ჩემი სურვილი. - მთლად მას ნუ დააბრალებ ყველაფერს, - შეპარვით მითხრა ნუცამ. კოლოფი ვესროლე. მომენტალურად ჩაწია მომლოდინე თავი და აიცილა. - თეთრ დროშას ვაფრიალებ! - ჩამომძახა ქვემოდან. - ამხელა ქალს თავში ჭკუა არ გაქვს! - წავიყოყლოჩინე. - კარგი, გაჩერდი ერთი! - სიცილით ამოსწია თავი. ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით. თამბაქოს კვამლი სუფთა ჰაერს ერეოდა და წამლავდა. მიკვირდა ჩემი თავის, ჯერაც როგორ შემეძლო ასე მშვიდად ყოფნა. - გუკა არ შეგხმიანებია? - ვახსენე მისი სახელი და მაშინვე ხმა წამერთვა. რამდენჯერმე ჩავახველე, რომ ისევ დამბრუნებოდა ბგერებში სიმტკიცე. - რამდენჯერმე დამირეკა... საფრანგეთში გაფრენილა, - არ ესიამოვნა მისი ხსენება ნუცას. - როდემდე აპირებ თავი ისულელო იმ არაკაცის გამო? გაბრაზდა. ჯერაც უყვარდა, ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ მეც მიყვარდა ჩემი დაქალი და არ დავუშვებდი სისულელე ჩაედინა. - რა გინდა? საერთოდ, რატომ ერევი? - წამოიწყო ყვირილი. - მე დამეკითხე, სისულელეები რომ ჩაიდინე და ცხოვრება გაიუბედურე? ჩვენ არ ვართ სამოთხეში და არ შეგვიძლია ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ. ნარკომანია გუკა? - არც მე და არც მითუმეტეს შენ არ გეხება! არც შენ ხარ იდეალური, არც მე და არც სხვა დანარჩენები. აქ არა! მეგონა წავიდოდა. ისე დამძაბა მისმა საუბარმა, ლამის თავად გავიქეცი. მაგრამ არც ის წასულა და არც მე. დამნაშავედ ვიგრძენი თავი, მართალი იყო. მე რა უფლება მქონდა განმესაჯა, როცა თავად ათას საშინელ გადაწყვეტილებას ვიღებდი?! ნუცა მომაშტერდა, თან ეწეოდა და თან სვამდა. მე კი დამნაშავე მზერას ვერ ვაშორებდი კედელს, როგორც ერთგვარ უსივრცო სივრცეს. – ყველა შენნაირი ძლიერი არ არის, ლილი, – დაამატა ჩახლეჩილი, მთრთოლარე ხმით. და მივხვდი, სადაცაა იტირებდა. – იცი? მართალი ხარ, – ძლივს გავბედე მისი შავი თვალებისთვის მზერის გასწორება. – მე არ ვარ იდეალური. არ შემიძლია ვაპატიო ადამიანს ის ცხოვრება, რომელიც გაიუბედურა და მითუმეტეს ვერ ვაპატიებ იმას, რომ სხვაც გააუბედუროს თავისი წესით! – ამოვღერღე ძლივს. წამოვდექი. აღარ შემეძლო ოთახში გაჩერება. ოთახში, რომელიც სავსე იყო ტკივილითა და სიმახინჯით. ჰო, ჩემს მახინჯ სულს ტკიოდა თითოეული წვეთი, თითოეული წამი, თითოეული ღერი. ბავშვობიდან ვთამაშობდი კარტს. ბაბუაჩემიც კარტმა შეიწირა, მაგრამ მიყვარდა და არასდროს ვამბობდი მასზე უარს. ვთამაშობდი ყველგან, სადაც შემეძლო მეთამაშა და ვიგებდი იმდენს, რამდენიც შემეძლო მომეგო. ხშირად ვმარცხდებოდი და უფრო ხშირად ვიმარჯვებდი. შეიძლება ითქვას, ბედი მიღიმოდა. უბრალოდ, არასდროს მჯეროდა მისი. ნასვამმა ვერ მოვზომე სურვილები და კაზინოში შევედი. პოკერი განსაკუთრებული თამაში იყო ჩემთვის. ცხოვრებას ჰგავდა. უზენაესი გაძლევს ორ შანსს: გაჰყვე რთულ შემოთავაზებას ან დანებდე. თანაც ამ ყველაფერს მხოლოდ ორი კარტით წყვეტ. შეიძლება თავიდან ძალიან, ძალიან გაგიმართლოს, მაგრამ ბოლოს ისეთი ბარიერი წარმოგიდგეს წინ, ჩაფლავდე. და, უბრალოდ, ის, რაზეც იბრძოდი და რისი იმედიც გქონდა, სხვამ გამოგგლიჯოს. აქ არ ხარ ქაჯი, მხოლოდ მდინარის დინებას მიჰყვები და ხანდახან მის საწინააღმდეგოდ ფართხალს ცდილობ. ოღონდ პოკერს არ უყვარს ზედმეტი აზარტი, როგორც ცხოვრებას. ვითამაშე. დედას დანაზოგი მთლიანად ჩავდე. ორმოცდაათი – სამი ნულით. თავიდან ვაგებდი, თუმცა არ დავნებდი. დანებება ჩემს შავ სიაში იწერებოდა მუდამ. ბოლოს მთლიანად ჩავედი ფსონს. ან ვიგებდი, ან ვაგებდი და დედაჩემსაც ვუმწარებდი ცხოვრებას და ჩემს თავსაც. ისეთი კარტები ამოვიდა, მივხვდი, წავაგე. ერთი – ერთში ვეთამაშებოდი მამაკაცს, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი. და უცებ, დანებდა. დანებდა მაშინ, როცა “Royal Flesh”–ს ხსნიდა. პირი უნებურად შემეხსნა და ასე დამრჩა. წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ზურგიდან მომიახლოვდა. არაფრის დიდებით მივტრიალდი უკან. უფრო სწორად, ვერაფრის. გაოგნებული ვიყავი მისი გადაწყვეტილებით. – აიღე, რაც გეკუთვნის და წადი, – მიჩურჩულა ყურში. ღმერთო, ისეთი ხმა ჰქონდა, მისი წარმოთქმული თითოეული ბგერა ჩემს ტანს მოედო. ისეთი ნაცნობი იყო, თან ასე შორეული. უბრალოდ, ძალიან ცივად სუნთქავდა, ისე, როგორც არ შეეფერებოდა კაცს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად არ აქცია. გოგო, რომელსაც დარწმუნებული ვარ, არც კი იცნობდა, ცაში აუშვა სიხარულით. დედას კუთვნილი თანხა დავუსვი ანგარიშზე და „ჩემი“ კი ჩემსაზე დავსვი. შემდეგ დღეს, დილაუთენია, კარზე გაბმულმა ზარმა გამაღვიძა. ჯანდაბა, ისევ მოსამსახურე მჭირდება! ფრუტუნით მივედი კარამდე და ისე გამოვაღე, არც გამიხედავს. ნატა იდგა, დედაჩემი, სიგარეტი თითებსშორის გაეჩრა და წაშლილი, გაცოფებული სახით მიყურებდა. გაღებულ კარში შემოაბოტა, მხარზე მძიმედ გამკრა მხარი და მისაღებში შევიდა. – დედა, მშვიდობა გაქვს? – გამოვშტერდი. – მშვიდობა, ლილი, მშვიდობა? – კბილების ღრჭიალით საუბრობდა და ვხედავდი, როგორ ცდილობდა თავის ხელში აყვანას. – რა მოხდა, კი მაგრამ? – გაოცებულმა რობოტივით წავიწიე წინ და სავარძელში დავეშვი. – სად იყავი გუშინ? – ისეთი ტონით მკითხა, ტანში გამცრა. უცებ ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ჯანსაღი საღამო მქონდა გუშინ და ლამის დავაზუსტე, რომ ეს ნატამ გაიგო, სწორედ ამაზე მიბრაზდებოდა. – სად ვიყავი, ნატა? მეტყვი, რა ხდება? – წამოვიყვირე შეშინებულმა. – აკი შევეშვი ტოტალიზატორებსო? უნდა გამაკოტრო, რომ მოისვენო? – ხმას აუწია მანაც. – დედა, არ გაკოტრებ, ხომ ხედავ, არა? – ამოვისუნთქე ძლივს. მეორე ღერს მოუკიდა. – ერთხელ დაგაჭერენ ფეხს და ვეღარ შეძლებ ტალახის გარეშე გამოძრომას! – როგორმე მივხედავ ჩემს თავს... – ამოვიჩურჩულე. – ბოლოს თავის მიხედვა რომ მოინდომე, კი ზიხარ ახლა გაუბედურებული! ვინ იყო შენთან ერთად გუშინ? გამაკვირვა მისმა კითხვამ. – ვინ იყო? – ლილი, მითხარი, რომ მეღადავები! – ფეხზე წამოხტა და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. – როგორ თამაშობ იმ კაცთან ერთად, რომელმაც ცხოვრება აგიწეწა? გაოცებისგან კიდევ ერთხელ დავაღე პირი. – დედა, მართლა ვერ ვხვდები, რაზე საუბრობ! – ვთქვი ბოლოს და ნერვიულად გავიცინე. – ჟორჟოლიანი... რატომ ეთამაშე მას? კიდევ რომ მოეგო? – ჩემთან დავარდა და მუხლებზე თითები მომიჭირა. – როდის ვეთამაშე კოკას? – ცრემლები მადგებოდა თვალებზე უკვე, აღარ შემეძლო ამდენი ცილისწამების ატანა. – დედა, იქ კოკა არ იყო! – ყველაფერთან ერთად, დაბრმავდი კიდეც? – აღმოხდა გაოცებულს. თითებიდან სიგარეტი ამოვაცალე და იმდენად ღრმად შევუშვი კვამლი ფილტვებში, რამდენადაც შემეძლო. – ეგ ფული ვისაც მოუგე, ჟორჟოლიანი იყო! ვიგრძენი, რომ თავბრუ დამეხვა. რა უნდოდა, რას მერჩოდა ბედი? ერთი კვირა კომაში ვიყავი, ოღონდ ფხიზელ კომაში. სახლიდან არ გავდიოდი, იშვიათი შემოდიოდა ჩემთან. ლამის მეც ნარკოტიკი მოვითხოვე. კვირის ბოლოს, ავდექი, მოვწესრიგდი და ნუცას ვთხოვე კოკასთან წავეყვანე. – შენ სულ გაგიჟდი, ხო? – გამიძალიანდა. – ძალიან გთხოვ, არ მაქვს ახლა შენი თავი, – შევევედრე და ჩალურჯებული თვალების შენიღბვა ვცადე. – ჰოდა, ვისი ნერვებიც გაქვს, იმან წაგიყვანოს! – გამებუტა. – ხანდახან მგონია, რომ ოცდაათი წლის ქალი კი არა, თორმეტი წლის ბავშვი ხარ! – ვუსაყვედურე ისევ. – ჰა, მალე, ლილი. დამაგვიანდა დაბადების დღეზე, – გაიცინა. გზაში რაღაცებზე ლაპარაკობდა ნუცა, მაგრამ არ ვიცი რაებზე. არ ვუსმენდი, იმაზე ვფიქრობდი, მე რას გავაკეთებდი კოკასთან რომ მივიდოდი. უნდა მეწივლა, მეკივლა, რამე დამებრალებინა, სკანდალი მომეწყო თუ მარტივად მადლობა მეთქვა იმისთვის, რომ გადამარჩინა და ცხოვრება უარესად არ ამიწეწა? თუმცა რას ვეძახდი მე გადარჩენას? დანგრეული კედლისთვის ხელის შეშველებას, რათა უკანასკნელი აგურიც არ ჩამოვარდნილიყო და უსასრულობაში ხმაურით არ დაცემულიყო? ყოველივე პირადი სურვილისა და ნების გამოხატულება იყო მისგან. და ჟორჟოლიანის თითოეული ნაბიჯი მხოლოდ თავის განზრახვებს ემსახურებოდა, რომელთაც ვერ ვუწოდებდი თეთრად შემოსილს. – მოაბრუნე, – დავუყვირე. არ მინდოდა ამხელაზე წამოყვირება, იმპულსები ვერ გავაკონტროლე და შეშინებულმა ქალმა კინაღამ სხვას დააჯახა. მანქანა რომ გასწორდა, გვერდით გადავიდა, გაჩერდა და ქოშინით გადმომხედა. – ახლა რა მოხდა? ნორმალური ხარ? – პრესის რომელიმე გამომცემლობაში წადი... მეც უნდა ავყეფდე! – ეშმაკური და გამარჯვებული ღიმილით შევხედე. – არ ხარ ნორმალური! – გაეცინა და მანქანა დაძრა. ახლა ჩემი ჯერი იყო. მე ხომ თითქმის არასდროს ვმარცხდებოდი! *** ძალიან დიდი ბოდიში, დაგვიანებისთვის, ტკბილებო. თან პატარა თავია, მაგრამ ამ ამპულაშიც უნდა დამედო, ვერ მოვითმინე :დდ <3 მიყვარხართ მე თქვენ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.