პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 6)
-არა,რას ამბობ?! უბრალოდ შოკი იყო ჩემთვის,არ ველიდი..მართლა!-თვალს ვერ უსწორებდა სოსო,ისე საუბრობდა,ნერვიულად უყურებდა ჰორიზონტს და არ იცოდა ამ მდგომარეობისთვის,როგორ დაეღწია თავი. -კარგი,ნუ იბნევი ასე ძალიან. -ჰო,უნდა წავიდე-კარებისკენ წავიდა ანერვიულებ-ალეწილი სახით. უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს სახლში სიჩუმე დახვდა.ნონასგან არაფერი ესმოდა.ალბათ,გულაობსო-გაიფიქრა,მისი დაც არ იყო სახლში,მშობლებიც წასულები იყვნენ.დაჯდა და სწავლა დაიწყო,მომდევნო დღეს შუალედური ჰქონდა.ორი კვირაც და დაბადების დღე მოადგებოდა კარზე,ახალი წელი და იქნებ ცოტა ხანს მაინც დაესვენა. წიგნებიდან თავი რომ აიღო ორი საატი კხდებოდა,სახლში უკვე მოსულიყვნენ მისი ოჯახის წევრები და დაეძინათ კიდეც,სამზარეულოში ყავის ასადუღებლად გავიდა,იცოდა,რომ ჯანმრთელობისთვის არ იყო ბევრი ყავა კარგი,მაგრამ გამოცდების დროს უწევდა ხოლმე. ღამე არ უყვარდა,დროის კარგვააო,მაგრამ რა ექნა,ორგანიზმის ითხოვდა დროის კარგვას,გამოცდები კი თავს არ ანებებდა..ხშირად უწევდა გვიანობამდე მეცადინეობა,აბა სამედიცინოს სტუდენტი იყო,თან ვახტანგის იმედები არ უნდა ჩაეფშვნა..ეკასთვის ყველაზე ტკბილი იმის შეგრძნება იყო,რომ წარმატებას აღწევდა.ეს უკანასკნელი ასუნთქებდა მას და ცხოვრების გზას ანახვებდა..ყველაფერი ნათდებოდა,როცა იცოდა,რა უნდოდა...დიახ,მან ეს იცოდა და სწორედ ეს იყო ცხოვრების სინათლის საიდუმლოება,მხოლოდ ეს! -გღვიძავს?-ქეთის ხმა გაიგო. -ჰო,დე..გამოცდა მაქვს. -მეც დამალევინე ყავა რა. -კარგი.რა ხდება? ამ დრის სულ გძინავს..-მხრები აიჩეჩა ეკამ. -ბებიაშენმა ოქროულობა გაყიდა,ყველაფერი გაყიდა.. -რა?-მხრები აიჩეჩა. -ყველაფერი...რამდენი ჰქონდა არა და.. -არ გკითხა. -როდის მეკითხება რამეს...-ლილი საბურთალოზე ცხოვრობდა მარტო,ქმართან ერთად და წლოვანების მიუხედავად მუდამ ფიქრობდა გარეგნობაზე. -რა უნდა იყიდოს? -ოპერაციას იკეთებს.გახდა და კანები მაქვს აჩამოკიდებულიო.ხვალაა და მოდიო. -ეკითხა მაინც...ასეთი ძვირი ღირს? -ოცი ათასი დოლარი. -ღმერთო!-ამოიხვნეშა ეკამ და ყავა გაუწოდა დედას. -ისე კარგად გამოიყურებოდეს იქნება,მაგრამ... -ეს ზედმეტია! მესმის-ხელი ხელზე დაადო ქეთის. -შენსა და იმ ბიჭს შორის რა ხდება?-დაინტერესდა ქეთი. -ნონას ელაპარაკე,ჰო?-წარბი მაღლა ასწია და თითები ჭიქის გარშემო აამოძრავა. -მითხრა სიუპრიზის შესახებ. -ანუ ყველაფერი გცოდნია. -ასეა! დედას ვერაფერი გამოეპარება. -ენაჭარჭალა დაქალი მყავს,მაგრამ ..მოკლედ,სწავლა მუდამ წინ იქნება,ვერაფერს მივსცემ ხელის შეშლის უფლებას. -მინდა,რომ ბედნიერი იყო... -ასეც იქნება-ლოყაზე აკოცა დედას და თავისი ოთახისკენ წავიდა. ექვსი საათი იქნებოდა,როცა ჩაეძინა...მთვარე ანათებდა მის საწოლს,მაგრამ ძილში ეს არ უშლიდა ხელს.სამი საათის ძილის შემდეგ წამოდგა და განათებულ ჰორიზონტს გახედა,თითქოს მის ცხოვრებას ჰგავდა ეს ყველაფერი,თუმცა ისიც არ ავიწყდებოდა,რომ რეალობა არ იყო ზღაპარი,მათ შორის დიდი ზღვარი იყო.,საშინლად გრძელი და ჩამთრევი... სოსოს ზარს არ უპასუხა.არ უნდოდა მასზე მოეხდინა კონცენტრაცია,მთავარი გამოცდა ჰქონდა და დამშვიდებული უნდა ყოფილიყო.მალევე მოწესრიგდა,ყავა წაიღო და მანქანაში მოთავსდა.ისევ ადრე მივიდა უნივერსიტეტში,გადმოვიდა მანქანიდან და ამწვანებულ ეზოს თვალი მოავლო...სწრაფად უნდა შესულიყო შიგნით,არ უნდა ენახა სოსო..ნახევრად სავსე ყავა ურნაში მოისროლა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა აუდიტორიასკენ. -გამარჯობა-ვახტანგი შეეფეთა. -გამარჯობათ..ლექცია გაქვთ? -გამოცდა გაქვს,ჰო? -ჰო,გამოცდა....-თავის დაქნევით დაემშვიდობა ვახტანგს და საპორფარეშოში შევიდა,კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქვა..მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტა;პი იწყებოდა,ხოლო სიყვარულზე ფიქრის უფლება მხოლოდ უდარდელებს ჰქონდათ,მას არ შეეძლო,მუდამ სოსოზე ეფიქრა. -კარგად ხარ?-მოიკითხა ანიმ,რომელიც მასთან ერთად ესწრებოდა რამდენიმე ლექციას. -ჰო,კარგად ვარ..შენ?-უღიმღამოდ შეხედა ქერა გოგონას. -მეც..წყალი არ გინდა?-ბოთლი გაუწოდა. -ჰო,მინდა-გამოართვა და პირის ნელი მოძრაობით მოსვა. -მოდი,ერთად შევიდეთ. -კარგი-გვერდით გაჰყვა გოგონას. -არ იღებს..ნახე?-ანერვიულებული სახით დაურეკა სოსომ ბიძაშვილს. -არ ვიცი..გამოცდა აქვს და მთელი ღამე გაათენა ალბათ. -ჰო? არ იღებდა დილას. -რომელზე რჩება გითხრა?-გამომწვევად ჰკითხა ნონამ. -მითხარი.. -ექვსზე გაუარე. -კარგი,გმადლობ-ტელეფონი გათიშა და საწოლზე დაეშვა.ალკოჰოლის მაგივრად ნერვიულობა წყალს ასმევდა..ფიქრს მისცა თავი.მუდამ ის გოგონა აფიქრებდა და ადარდება..არ იცოდა,რას გრძნობა ეკა,ეტყობოდა,მაგრამ მაინც რაღაც არ იცოდა სოსომ...იქნებ დაიბნა ეკაო-ფიქრობდა და თავი ლამის იყო გასკდომოდა. -რა ქენი?-ნონა შეხვდა კაფეტერიაში. -ნორმალურად,მგონი-გაუღიმა დაქალს. -სახლში მიდიხარ? -ჰო,უნდა გამოვიძინოთ,თორემ ყავაში დავუხრჩობი..-უფრო სწორედ,ჯერ ფიტნესზე მივდივარ,შენც წამოდი. -კარგი-ნონამ მისწერა ეკას გეგმების შესახებ,ცხრისთვის გამოუარეო.როგორც ჩანდა,უხაროდა,როცა ეხმარებოდა წყვილს. -რას შვრები ჩემს მასწთან აბა?-ინტერესით ჰკითხა ნონას. -საუკუნეა არ მინახავს.არ სცალია ალბათ. -მომწონხართ მართლა..-ფეხზე წამოდგა და ჩეკი მოითხოვა.. -წავედით აქედან. -კარგი,მე წავალ-ძლივს სუნთქავდა ნონა. -დღეს ძალიან დაღლილხარ..კარგი,წადი..-მანქანა დალანდა და მისკებ წავიდა,კარებს აღებდა,როცა ნაცნობი ხმა მოესმა და ადგილზევე გაიყინა.სოსო დაინახა თუ არა,საშინლად დაიბნა...ბიჭი იღიმოდა და მისკენ მოდიოდა. -როგორ ხარ?-მოიკითხა სოსო ისე,რომ მისთვის არ შეუხედავს. -შენ? გამოცდებზე რა ქენი? -არ ვიცი..-უბრალოდ უპასუხა და კარები ღრმად გააღო..-აქ ვარჯიშობ? -არა. -აბა?-თვალი ძლივს გაუსწორა და შემდეგ მალევე მოსწყვიტა. -შენი ნახვა მინდოდა..არ მპასუხობდი. -გუშინ საღამოდან გამოცდებისთვის მეცადინეობის მეტი არაფერი გამიკეთებია..ჰო გესმის? -კი,მესმის...არ გსაყვედურობ,უბრალოდ მომენატრე...-გოგონას მიუახოვდა და უფრო ააფორიქა მისი გულის ცემა.. -ძალიან მომენატრე..-უკვე მის ტუჩებთან ახლოს იყო და ისე ეუბნებოდა...ეკას ბაგეებს ნელა შეეხო და შემდეგ გულში ჩაიკრა. -გავისეირნოთ სადმე?-ცოტა ხანში ჰკითხა. -არა,უნდა გამოვიძინო...სახლში მივდივარ-მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი. -ჰო,კარგი..მიგიყვან მაშინ. -არა,არაა საჭირო. -მინდა. -არაა საჭირო ზედმეტი მზრუნველობა,კარგი?-ხმას აუწია გოგონამ. -კარგი,პატარა...-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და უკან სვლით თავისი მანქანისკენ წავიდა. მთელი ერთი კვირა უნივერსიტეტის გარდა არსად წასულა..გამოცდებისთის მეცადიმნეობდა,იჭყიპებოდა ყავით,შემდეგ წერდა შუალედურებს და ფიტნესზე მიდიოდა ნონასთან ერთად.ნონა ეკითხებოდა ხოლმე სოსოს შესახებ,ენატრები,რაყომ უკრძალავ შენს ნახვასო..ეკა კი ბიჭს არც კი პასუხობდა,არ უნდოდა,რომ რამეს მისთვის ხელი შეეშალა. -ახლა მნიშვნელოვანი პერიოდი მაქვს. -იქნებ უთხრა,აუხსნა.. -არ მაქვს ამის დროს..-გაბრაზებული გამოვიდა ფიტნესიდან. -ენატრები.. -ნონა,გთხოვ რა..ნუ მიმეორებ ერთსა და იმავეს.. -შენი და სოფელში წავიდა. -დღეს ბოლო გამოცა მაქვს,დე-სწრაფად მოშორდა ქეთის და თავის ოთახში გამოიკეტა..29 დეკემბერი იყო და ბოლო გამოცდა ჰქონდა. ჩანთა აიღო და საათს დახედა.ნონას სახელი გამოჩნდა ტელეფონის ეკრანზე.ისევ დაუწყებდა,ისა და ისაო..რა ენაღვლებოდა მას მდიდარი მშობლები ჰყავდა,ისინი უხდიდნენ ფულს,ხოლო ეკას დედ-მამა არ იყო არც მსხვილი და არც წვრილი კომპანიის მფლობელი...სოსოსა და ნონას ოჯახი უხდიდა სწავლის ფულს,ეკას კი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოეწყო სან დიეგოში. -როგორ ხარ,ანი?-გამოცდებმა ძალიან დაახლოვა ანისთან.გადაკოცნა გოგონა და მასთან ერთად შევიდა აუდიტორიაში... -ყველაფერი კარგად იქნება,გესმის?-ხელი გაუშვა გამოცდის დაწყებამდე ანიმ,ეკამ ღმად ჩაისუნთქა ჰაერი და კონცენტრაცია მოიკრიბა. -მთელი ორი კვირაა არ მინახავს-ძმაკაცს,ლუკას,შესჩივლა სოსომ. -გამოცდები აქვს და ნახავ მერე. -დღეს ბოლო აქვს და არ ვიცი,როგორ მოვიქცე...ის სულ სხვანაირია... -მაინც როგორი? -ჩვენ,მდიდრები,უდარდელად ვცხოვროთ..ნაკეთებთ ნაკლებს და ვხარჯავთ მეტს..ჩვენ აკლებად ვიცით,რა არის ნერვიულობა,ის კი თავს იკლავს გამოცდების ჩაბარების გამო...ის მიზანდასახულია და,ალბათ..აღარ ვიცი,რა ვიფიქრო.. -დამშვიდდი..დღეს თამაში გაქვს. -საღამოს,ჰო? -სულ არ მახსოვდა.. -წავედით,ვარჯიშზე..ხვალაც ნახავ-გაუღიმა ლუკამ. სახლში მოსულმა ეკამ ორ საათს გამოიძინა,რვა ხდებოდა,როცა ფეხზე წამოდგა და თავისი ოთახიდან გავიდა.იფიქრა,სტაფილოს შევჭამო.ეს უკანასკნელი ბოსტნეულს შორის ყველაზე მეტად უყვარდა. სახლში მარტო იყო,მისი მთელი ოჯახი სოფელში წასულიყო,გაუკვირდა,ვინ უნდა იყოსოს,როცა ზარის ხმა გაიგო.სტაფილო პირში ჩაიდო და ისე წავიდა გასაღებად. -ნონააა-სახტად დარჩა. -ჰო,მე ვარ..არ მელოდი?-უკმაყოფილოდ ჰკითხა. -ხვალ იქნება ყველა შედეგი..ვღელავ-სხვა თემაზე გადავიდა. -სოსო ნახე? -სტაფილო გინდა?-პირიდან გამოიღო და შესთავაზა. -არაა....თამაში აქვს და ისევ შენზე ფიქრობ..იქნებ გენახა თამაშამდე. -უკვე გვიანია და დაღლილი ვარ,გესმის? -უნდა ნახო..თამაშს დაესწარი ..გაუხარდება.. -ვერა,დღეს ანის შევოირდი,რომ კინოში გავყვები.გამოცდების დასრულება უნდა ავღნიშნოთ.თუ გინდა,შენც წამოდი..-შესთავაზა დაქალს. -აუ,რა გჭირს...ვახტანგს არ ვაინტერესებ,იცი...მთელი ეს დროა,გადამაგდო. -არ ვიცი..უბრალოდ დაწყნარდი.სოსოს დავურეკა და წარმატებას ვუსურვებ.შენც კი მოემზადა,მაგარი ფილმი გადის-უდარდელად ჩამოჯდა სკამზე და ტელეფონი აათამაშა..-კარგი დავურეკავ ახლავე-პასუხად ნონას ბრაზით აღსავსე სახე მიიღო. -მე უნდა ვუყურო სოსოს თამაშს,თორემ სიამოვნებით მოვიდოდი. -კარგი,მესმის...-სოსო სახეს დააჭირა თითი და უკვე თითქმის დავიწყებული ზარიც გაიშვა.ამ დროს სოსო თამაშისთვის ემზადებოდა,ტელეფონი კარადაში ედო და ლუკასთან რაღაცაზე დავობდა. -მგონი,შენია-ანიშნა ძმამაცმა კარადისკენ. -ვინ უნდა იყოს..ალბათ..-ვეღარ გააგრძელა,ტელეფონს დახედა და გულმა სწრაფი ცემა დაუწყო..მისი ზუმერი და სუნთქვის გახშირება ერთი იყო. -ისაა? -ჰო,გავედი..-გასახდელიდან გავიდა იქ,სადაც სიჩუმე იყო. -მე ვარ...-მხოლოდ ეს თქვა ეკამ. -ძალიან მომენატრე...ძალიან....-სუნთქვას ვეღარ აკონტროლებდა სოსო,ემოციურად ზღვაში იყო,შეუცდობელ განცდათა ოკეანეში იხრჩობოდა. -მინდოდა,რომ წარმატება მესურვა..ვერ მოვალ და...სხვა გეგმები მაქვს. -კარგი,არაუშავს..-რეალობაში კი ძალიან დასწყდა გული. ეკას ხმით აფორიაქებულმა არ იცოდა,როგორ ეთამაშა,მას ხომ მუდამ გოგონას სახე ელანდებოდა..ეკა უფრო ძლიერად იყო,გამოცდების პერიოდში ერთხელაც არ უფიქრია მასზე,ახლაც არხეინად მიდიოდა კინოში ახალ მეგობართან ერთად. -შეყვარებული გყავს?-უხერხულად გკითხა ანიმ,სანამ ფილმის დაწყებას უცდიდნე. -რატომ მეკითხები? -მაინტერესებს... -ჰო,კი..შენ?-დაბნევით უპასუხა. -ჰო,მეც... -აი,ფილმიც იწყება-გაიხედა ეკრანისკენ და დაძაბვა მოიხსნა.შეყვარებულის ხსენებამ სოსო გაახსენა და მისი თამაშისკებ წავიდნენ გოგონას ფიქრები.. „მამები და ქალიშვილები“ ნახეს.მართლაც ემოციულად იმოქმედა მათზე,შემდეგ ბოდიალს მოჰყვნენ და ათას რამეზე დაიწყეს ბაასი. -წავაგეთ..ამის დედაც!-ნონა ხედავდა ბიძაშვილის ბრაზს.ფიქრობდა,რომ ეს ეკაც დამსახურებაც იყო,თუმცა მხოლოდ ის ხომ არ იყო გუნდი,მთავარი ფიგურა იყო,მაგრამ ვინ იცის უშლიდა,თუ არა ეკას სახე ხელს.. -ნერვიულობდი?-ბიჭისკენ გაიქცა. -მას ნუ აბრალებ..ეს ჩვენი გუნდის მარცხია-მაშინვე მიუხვდა სათქმელს. -არ გინდა,რამე დავლიოთ?-ჰკითხა ნონამ. -არ მაქვს არაფრის თავი..უნდა დავიძინო! -ბებიაჩემმა ოპერაცია გაიკეთა..ახლა შეგვიშვებენ ალბათ..არ წამოხვალ?-გკითხა ანის და ტლეფონი გამორთო.არ უდნოდა,ნონას უკმაყოფილო ხმის მოსმენა..დიახ,ნონა მართლაც ურეკავდა,მაგრამ ამაოდ. ლილი საავადმყოფოში მოინახულეს და ხილი მიუტანეს.ქალი ბედნიერი ჩანდა და კარგადაც გამოიყურებოდა.ეკას სულ დაავიწყდა წყენა და მაშინვე ქეთი გაახსენდა,დედამისი არც კი მოსულიყო ლილის სანახავად.ეწყინა კიდეც,როგორ შეიძლება ასე მოქცევაო,მაგრამ არ შეიმჩნია. -ბებო...სუპერგოგო ხარ..-გაუღიმა ქალს და გვერდით ჩამოუჯდა. -მართალია-ანი ჩაერთო. -იმ ბიჭზე რას იტყვი?-ეკას ფერი შეეცვალა...ყველა მასზე რატომ ეკითხებოდა? ნუთუ ვერავინ ხვდებოდა,რომ არ იყო საჭირო ამდენი კითხვა..ისევ აარიდა თავი კითხვას და სხვა თემებზე დაიწყო საუბარი. -ხვალ გავიგებ პასუხებს..გავიგებთ-გახედა ანის. ნონა ძალიან განიცდიდა სოსოს მდგომარეობას.ალბათ იმიტომ,რომ თვითონაც შეყვარებული იყო ვახტანგზე,ადრე ხომ მსგავსად არასდროს მოიქცეოდა...სიყვარულს გოგონასთავის უდარდელოდა დაეკარგვინებინა,ის აღარ იყო ისეთი,როგორც ცოტა ხნის წინ,ის სულ სხვანაირი ნონა იყო. -ერთი ჩემი დაქალი უდარდელი მდიდარია,მეორე კი-სამცხე-ჯავახეთში გამიქცია სწავლამ..-კისკისებდა ანისთან ერთად. -ბიჭი? -ის უმდიდრესი..ანტიკვარი სახლი აქვს,სახლი კი არა სასახლე...და ის საუკუნეა,რაც არ მინახავს..გამოცდების გამო..ახლა ვენატრები ვიცი..მე კი ის უდარდელად მიმაჩნია,ჩემს მშობლებს ვერასდროს ექნებათ მაგდები..ის სან დიეგოში იმდენს იხდის,მე კი... -რატომ იძაბები? -ამალაპარაკე რა..მიდი შენ მოყევი. -ჩემი შეყვარებული არაა მდიდარი,ჩვეულებრივი ბიჭია,მე კი მხოლოდ ოცდაათ პროცენტს ვიხდი.არ გეგონოს,რომ სასახლე მიდგას. -ვიცი,ჰო..-სიცილი აუტყდა ეკას. -მერე ორმაგ პაემანზე წავიდეთ-შესთავაზა ანიმ,ეკას კი მხოლოდ გაეღიმა. -გათენდა....და მე ის მენატრება..-სოსოს დამარცხებაზე მეტად ეკა ადარდებდა. -მარტო საუბრობ?-ლანამ შემოყო ოთახში თავი. -ის გოგო...ღმერთო,საშინლად მენატრება. -იმოქმედე რამე. -დღეს გამოცდის პასუხები უნდა გაიგოს და არ მინდა,რომ...უბრალოდ,არ ვიცი. -გამოცდებს მორჩა,ჰო? დაპატიჟე საახალწლოდ,თან,თუ მარტოა,მარტო ჰო არ შეხვდება...ჩვენთან ერთად გაატაროს ეს დღე.თან მაგარი წვეუელბა გვექნება,როგორც ვგეგმავთ. -არ უნდა ეს ხალხმრავლობა... -რა იცი..გაერთობა. -არ ვიცი...საღამოს თუ შევხვდი.. -მომწონს ეგ გოგო,სოსო..არ გაუშვა-ლანამ თვალი ჩაუკრა შვილს და შემდეგ მის ჰორიზონტს მოშორდა.დედის სიტყვებმა კიდევ უფრო ჩააფიქრა სოსო.ლექციების მერე დაბლა დაჯდა,იცოდა,რომ პასუხების გაგების შემდეგ,შესაძლბელი იყო,ენახა ეკა. გამოცდის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.დაქალები საშინლად გახარებულები იყვნენ...არ იცოდნენ,რომელ კედელზე ასულიყვნენ..მთელი სახე განათებოდა ეკას და ანის ძლიერად ეხვეოდა...ნონაც კი დაიჭირა და გულში ჩაიკრა. -მიხარია ძალიან-ორივეს გაუღიმა უკვე გადმობირებულმა ნონამ. -ნუ მიბრახდები რა..წამოდი,ერთად ავღნიშნოთ..-შესთავაზა ეკამ დაქალს. -კარგი,არ ვბრაზობ...უბრალოდ იმ დღეს წააგო და ძალიან შემეცოდა...შენ სულ არ გედარდება.. -არაა ასე..უბრალოდ რთული პერიოდი მქონდა... -კარგი,არ ჩავერევბი-ხელი გაუყარა ეკას. გოგონები კარებისკენ წავიდნენ,გარეთ გავიდნენ და მაშინვე მანქანისკენ აიღეს გეზი..სოსო მოშორებით იდგა და მათ თვალს ადევნებდა..მიხვდა,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მაგრამ გოგონებისკენ არ წასულა,მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.იფიქრა,ზედმეტი ვიქნებიო.სახლში ათ საათზე მივიდა და მაშინვე თავის ოთახისკენ წავიდა. -ჩაი არ გინდა?-ლანას ხმა მოესმა. -არა,არ მინდა. -შეხვდი? -მაღალი ქულები მიუღია,ბედნიერი იყო. -ანუ შეხვდი? -არა,სადღაც მიდიოდა დაქალებთან ერთად და არ მივსულვარ. -რატომ იქცევი პატარა ბიჭივით. -არ ვიქცევი. -უთხარი,რომ მოვიდეს წვეულებაზე. -მისი დაბადების დღა,დე..სრულწლოვანი ხდება..სხვა გეგმები ექნება.. -სცადე მაინც. -არ გინდა რა...-ფიქრებში აბურდული გავიდა თავის ოთახში,ცას ახედა და ჩაფიქრდა...მთვარეც კი ეკას აგონებდა..შეეძლო ნებისმიერ მომენტში ეფიქრა მასზე... -აუ,მეძინება...-თავი მხარზე დაადო ნონას. -ზეგ დაბადების დღე გაქვს..რას აპირებ?-ჰკითხა ნონამ. -ერთად შევხვდეთ..მარტო ჩვენ და მაგრად გავერთოთ. -მხოლოდ?-გაიკვირვა ნონამ. -ჰო,სოსოს წვეულება აქვს..არ იცი? თუ შენც იქ მიდიხარ... -მთელი დღე ერთად ვიქნებით,მაგარი იქნება-ანის მოეწონა დაქალის იდეა. -ტორტი ჩემზე იყოს-გაეღიმა ნონას. -არ მიდიხარ,ჰო? -არა,უბრალოდ იქნებ მასაც ჰკითხო რამე. -რატომ იქცევი ასე? ჩემი ქმარია თუ საქმრო?-გაბრაზებით აქაჩა წარბები ეკამ. -კარგი,ჩუმად ვარ! -ისე მარტო ჩვენ არა...გავერთოთ,უნივერსიტეტიდან დავპატიჟებ ხალხს,კიდევ მეგობრებს და მოკლედ ბევრნი ვიქნებით..სადმე კლუბში წავიდეთ. -კარგი იდეაა-სახე გაუნათდა ნონას,თუმცა ისევ სოსოზე ეფიქრებოდა.ეკას კი რაღაც სჭირდა...მისი გული გაურბოდა სოსოს,ჰო,გაურბოდა... ოცდაათში ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა,მარტო იჯდა და ფიქრობდა,ნეტავ არ დამირეკოსო...ერთი დღე იყო,რაც არ მოესმინა სოსოს ხმა,და უკვე ენატრებოდა,მაგრამ უნდოდა,რომ საკუთარი გულისთვის ეძლია... -ცუდად ხარ,შვილო?-ლანამ მხარზე ხელი დაადო სოსოს. -არ ვიცი..მენატრება და..ის ძალიან გამიუცხოვდა...თითქოს სულ სხვაა,ისე იქცევა.. -იქნებ დაელაპარაკო. -მეშინია,რომ დავკარგავ. -შვილო,სჯობს გაარჯვიო-ლანა იხტიბარს არ იტეხდა. -რა ვქნა აბა?-ფეხზე წამოდგა და ტელეფონი ჰაერში ისროლა..ასეთ მდგომარეობაში ლანას არასდროს უანხავს შვილი. -გაძლიერდი და იბრძოლე...წადი და ნახე,წადი! -ასე დავადგე თავზე? -გულს მოუსმინე და მიჰყევი მის ნაკარნახებ გზას... -ვინ უნდა იყოს?-თავისი ოთახიდან ზლაზვნით გამოვიდა.კარგ ხასიათზე არ იყო,თითქოს რაღაც აკლდა და არავის ნახვა არ სურდა თითქოს.იფიქრა,თორმეტამდე ვერ მოიცალეს,ჩემმა დაქალებმაო,არც გაუხედავს ჭრილში,ისე გააღო კარი...მაგრამ შეცდა,ის არც ანი იყო და არც ნონა...მის წინ სოსო იდგა! ხელში ყვავილები ეჭირა,ტყავის ქურთუკი გაეხსნა და გახშირებულად სუნთქავდა... -არ მითხრა,რომ ფეხით ამოხვედი-ყვავილეი გამოართვა და ჩვეულებრივ გაუღიმა. -ლიფტი არ მუშაობდა. -24 სართულზე? -მერე რა...ორი კვირა უფრო გრძელია,ვიდრე ეს კიბეები,ეკუნ! -შემოდი,ჩაის დმოგიმზადებ. -მომენატრე,შენ კი კიბეებსა და ჩაიზე საუბრობ...მიყვარხარ და მაგიჟებს...თამაში წავაგე და ეს არ მადარდებს,მხოლოდ შენზე ვფიქრობ,ეკატერინა,მხოლოდ შენზე. -ეკატერინა?-მხრები აიჩეჩა გოგონამ. -მეკუნა,მოდი,გთხოვ..მხოლოდ შენ მჭირდები,მხოლოდ შენ! -დამშვიდდი და დაჯექი,კარგი?-გოგონა დაჯდომაში დაეხმარა და გვერდით მიუჯდა...-უბრალოდ დამშვიდდი,კარგი?-თვალებში ჩახედა სოსოს. -არ შემიძლია..არ შემიძლია,ეკუნ.. -დღეს ჩემი დაბადების დღეა და არ მაწყენინო.. -მოგილოცავ. -რა გჭირს,სოსო?-ანერვიულდა ეკა-შეიშალე? -შენმა მონატრებამ შემშალა. -ახლა აქ ვარ,შენს გევრდით..თამაშის გამო ვწუხვარ,ნონამ მითხრა. -არაა საჭირო...უბრალოდ ჩამეხუტე... -ჰო-თავზე ხელები შემოხვია სოსომ და გულზე მიიკრა გოგონა,რომელიც იმ წამს გაორებას გრძნობდა.... -რას აპირებ ხვალ? -კლუბში დავპატიჟე ხალხი.მოხვალ? -წვეულებას გამოვტოვებ და მოვალ..აბა რას ვიზამ? -ჰო,მაგრამ.. -ეს ორმაგი მნიშვნელობის დღეა შენთვის და...უბრალოდ არ შემიძლია... -რომელი საათია? -თორმეტის ნახევარი... -უი,ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ და.. -ნონა? აუ,მისი წიკვინი.. -ადექი ფეხზე დაიღიმე..ანის დიდი ხანია,რაც შენი გაცნობა უნდა. -აი,მოვიდნენ..გაიქეცი,ეკუნ.. -ამდენ ხანს? რომელი საათია,იცი? ხომ არ დალიე?-სწრაფ-სწრაფად ეკითხებოდა ლანა შვილს -ჰო,არ ვსვამ,უბრალოდ ბედნიერი ვარ... -მოვა? -არა...დაგეგმილი ჰქონია,მეც მასთან მივდივარ. -რა? აქ არ იქნები? შვილო,შეიშალე? -ჰო,შეიძლება,შევიშალე...და უბრალოდ დაწყნარდი,კარგი? რასაც მინდა,იმას გავაკეთენ...-კარები მიიხურა ისე,რომ არ გაუხედავს უკან. ___ არ დაიზაროთ,ველი შეფასებებს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.