მორჯულება 7 თავი
ეკა თავჩარგული იყო ქაღალდებში და სულ არ გაუგია დროის გასვლა,არც ტასოს მოტანილი საჭმელი უჭამია,ხელუხლებლად ედო მაგიდაზე, -შენ რა ხვალამდე აქ გინდა იყოო? ტასოს ხმამ გამოიყვანა საქმიდან -არა ტას მალე მოვრჩები ცოტაღა დამრჩა,იცი?კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,საქმე წინ წავიგდე,მიუხედავად იმისა რო ცოტათი დავიგალე მაინც კმაყოფილი ვარ..შენ წადი არ დამელოდო,მეც წავალ ცოტახანში და დაგირეკავ. -კარგი ეკა,აბა შენ იცი ველოდები შენს ზარს,ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და წავიდა.ეკაც მორჩა საქმეს კმაყოფილებით გადახედა ნამუშვარს,მოაწესრიგა მაგიდა და გაემზადა წასასვლელად.კიბემდე მისული არ იყო,როცა ლევანი გამოვიდა კაბინეტიდან და ეკას დაუძახა -ახლა რაღა უნდა ნეტა-თვქვა გულში ეკამ და მობრუნდა. -გისმენთ(ეკა) -ეკა,ეს ქაღალდები უნდა გაადაამოწმო,სანამ ეკა რამეს ეტყოდა დაასწრო და გააგრძელა:ვიცი რომ სამუშაო დრო დამთავრდა მაგრამ ხვალისთვის მჭირდება,სასწრაფოა.ეკამ ჩამოართვა საქაღალდე და არც უფიქრია ლევანიმ ეს სპეციალურად რო გაუკეთა.ქაღალდებს თითქმის საათი მოანდომა,შემდეგ ლევანის კარებზე დააკაკუნა და შევიდა. -დავასრულე-უთხრა მშვიდად და მაგიდაზე დაუდო საქაღალდე. -ძალიან კარგი(ლევანი) -ნახვამდის(ეკა) -მეც მოვრჩი,ერთად გავიდეთ არც დაელოდა ეკას პასუხს ისე ადგა და კარებისკენ გაუძღვა.ეკა ისეთი დაღლილი იყო რამის თქმა არც უფიქრია. -გთხოვთ(ლევანი)და კარებში პირველი ეკა გაატარა.ლიფტთან დაემშვიდობა ეკა ლევანის და კიბისკენ დააპირა წასვლა. -მე გაგიყვან,ცოტა არ იყოს გვიანია(ლევანი) -არა გმადლობთ.არც ისე გვიანია,ჩემით წავალ..-ახლა უკვე აშკარად უკმეხად უპასუხა ეკამ.ლიფტის კარები გაიღო და ლევანიმ მოულოდნელად ხელი დაავლო ეკას..აზრზე ვერც მოვიდა ისე აღმოჩნდა ლიფტში -ხომ არ გაგიჟდით?თავი ვინ გგონიათ? მე არ შემიძლია,მეშინია,ჰაერი არ მყოფნის-უკვე ნერვიულად და არეული საუბრობდა ეკა თან გრძნობდა ფერი როგორ მისდიოდა..ლევანის გაახსენდა მასთან პირველი შეხვედრისას,დახურული სივრცის შიში რომ ჰქონდა ეკას და ინანა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ხედავდა ეკას როგორ ეცვალა სახე,ფერი გადაუვიდა..არ იცოდა რა ექნა და მიიხუტა ეკა,სხვა ვერაფერი მოიფიქრა.ეკას მთლად ელეთ-მელეთი დაემართა, წინააღმდეგობას უწევდა ჰაერი არ ყოფნიდა და თავი უკან გადაუვარდა ლევანი მთლად გაგიჯდა და არ იცოდა რა ექნა თან მწარედ იგინებოდა თან ეკას იკრავდა,მოულოდნელად ტუჩებზე დააცხრა...ეკა გაირინდა და მოეშვა.ლიფტის კარები გაიღო და როგორც კი ჰაერი მოხვდა ეკას მაშინვე გონს მოეგო,რაც ძალა შერჩენოდა ხელი ჰკრა ლევანის და გარეთ გავარდა.სული მოითქვა,ოდნავ დამშვიდდა და გაახსენდა რაც წუთების წინ მოხდა,თვალები წამოენთო ბრაზისაგან მობრუნდა და ლიფტის კარებს მიყიდებული ლევანისკენ წავიდა.. -როგორ გაბედე იდიოტო და ისეთი სილა გააწნა სიმწრისაგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ლევანი..სანამ ლევანი მიხვდა,რაც მოხდა ეკა გამქრალიყო კარებში..ნერვიულად ხელს ისვამდა მტკივან ადგილზე,ბრაზობდა საშინლად,მაგრამ გაახსენდა კოცნა და გაეღიმა..მალე მოგარჯულებ ეკუნია-დაიქადნა გულში ლევანიმ. ეკა გაბრაზებული იჯდა ტაქსში როცა ახსენდებოდა ლევანის საქციელი მუშტს კრავდა ბრაზისგან.სახლში როცა მივიდა ცოტა დამშვიდებული იყო,არ უნდოდა ნანას ან ბებიას რამე შეემჩნიათ.ივახშმეს და დასაწოლად გაემართა ეკა როცა ტელეფონი ახმაურდა. -სად დაიკარგე გოგო ხომ მითხარი დაგირეკავო?წუწუნებდა ტასო -მაპატიე ტას ჩემო გოგოო სულ გადამავიწყდა..ოღონდ ახლა დამაძინე და ხვალ დეტალურად გიამბობ ყველაფერს კარგი?(ეკა) -რაა რა მოხდა ხო მშვიდობაა? მიაყარა ტასომ -კი ტაას კი..ხვალ ხვაალ მოგიყვებიი.გკოცნიი წავეედიი.. მეორე დილას ჩვეულებრივად გაეგვიძა მაგრამ გაახსენდა ყველაფერი და მოეშხამა გუნება..ვასწავლი ჭკუას იდიოტი ხეპრე-გულში იმეორებდა გაუთავებლად.მივიდა სამსახურში და ვითომ არაფერი შეუდგა თავის საქმეს..წინადღეს იმიტომ დარჩა გვიანობამდე დღეს ადრე უნდოდა წასვლა,მეგობრებთან უნდოდა მისვლა,რახანია არ უნახავს და საშინლად ენატრებოდა.შესვენებაზე ტასოს უთხრა:ტას ახლა არაფერი მკითხო რა დღეს ადრე წავიდეთ,ყველაფერს მოგიყვები,თან ჩემთან მინდა წაგიყვანო და გაგაცნო ჩემები,ჩემი მეგობრები. -კარგი ეკუნია(ტასო) ამ საუბარში იყვნენ ლევანი დაადგათ თავზე. -გოგოებო წავიდეთ შესვენება არ გეხებათ თუ რა?ღიმილით საუბრობდა. -კი გავდივართ ეხლა(ტასო) -არ მინდა,არ მშია,ტას წადი შენ..(ეკა) -არაფერიც.გუშინაც ეგრე იყავი და რაც მოგიტანე ისიც არ გიჭამია,გაბრაზდა ტასო.. -კარგი,კარგი მოვდივარ(ეკა) ლევანიმ ტვალებმოჭუტულმა გახედა ეკას.ეკა არ იმჩნევდა აიგნორებდა მის მზერას და ვითომ მანდ არ იდგა ლევანი ისე იქცეოდა..ტასო წინ წავიდა,ეკა ფიქრობდა ლევანიც წავიდოდა და მერე წავიდოდა თვითონაც..ლევანი თითქოს მიუხვდა,ტასოს გაყვა უკან.ეკაც მიყვა,მოულოდნელად მობრუნდა ლევანი ეკას შეეფეთა -ტუჩები ტკბილი გქონია შენი მწარე ენისგან განსხვავებით..უჩურჩულა თან თვალი ჩაუკრა და ელვის სისწრაფით მოშორდა რადგან ეკას ხელის სიმწარე ახსოვდა,იცოდა ეკა კარგ დღეს არ დააყრიდა.. ეკამ არ იცოდა სად წასულიყო ბრაზისაგან ერთ ადგილზე იდგა და მუშტები შეეკრა..დაიმშვიდა თავი და ამაყად წავიდა მათკენ..გულში რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული ის ხომ ეკა იყო...ტასოსთან ერთად მიუჯდა მაგიდას ლევანისთვის არც შეუხედავს.ლევანი გულში იცინოდა და ფარულად აპარებდა თვალს ეკასკენ,მაგრამ ჩვეულებრივად იქცეოდა ეკა.ეს ცოტა არ იყო გაუკვირდა ლევანის. -აბა რას მიირთმევთ?(ტასო) -მე ყავა(ლევანი) -მეც ყავას დავლევ(ეკა) -კარგით..მივცემ შეკვეთას(ტასო) და წავიდა. ლევანი ჯიქურ უყურებდა ეკას.ეკამ ტელეფონი დააძრო და იქექებოდა..ერთი სიტყვით ფეხზე ეკიდა ლევანი იქ იჯდა საერთოდ თუ არა..უცებ წამოდგა:ნამცხვარი დამავიწყდა და წავიდა ტასოსკენ -ტას წადი მე დაველოდები შეკვეთას თან ნამცხვარსაც ავარჩევ -კარგი(ტასო) ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა ეკა მაგიდასთან.ერთი ტასოს დაუდო,მოუარა მაგიდას და ლევანისკენ წავიდა -ესეც თქვენი ყავა მიმართა ლევანის.ლევანი გაღიმებული უყურებდა ეშმაკური თვალებით,უცებ ეკამ ფეხი წამოკრა მაგიდას და მდუღარე ყავა მიასხა ლევანს მკერდზე.ლევანი წამოვარდა და უნდოდა ეყვირა ეკასთვის ისეთი სახე ჰქონდა,მაგრამ თავი მოთოკა ძლივს..ეკამ სულ მაპატიეთ,ეს რა მომივიდა უძახა ლევანს და ისეთი სახით ეუბნებოდა ამ ყველაფერს ლევანის უცებ შეეცოდა და აქეთ დაუწყო დამშვიდება.. -არაფერია,არაუშავს ეუბნებოდა ლევანი.ტასო წამოვარდა და წყლის მოსატანად გაიქცა.ეკა დაჯდა მაგიდასთან ვითომ განერვიულებული..როგორც კი ტასო წავიდა ეკამ ლევანის შეხედა და უთხრა:ყავა ტკბილი იყო,თვალი ჩაუკრა და გაუღიმა ნიშნისმოგებით.ამას არ ელოდა ლევანი,ახლა მიხვდა ეკამ ეს სპეციაულურად რო გააკეთა,ისე გაბრაზდა სახეზე აშკარად დაეტყო ცოტაც და ეკას მიახრჩობდა.წამოდგა..ამდროს ტასომ მოირბინა ჭიქით ხელში -მოვწესრიგდები კბილებში გამოსცრა ლევანიმ.გაკვირვებული ტასო და გაღიმებული ეკა დატოვა მაგიდასთან და თითქმის გაიქცა.. იმდღეს უჩვეულოდ მხიარული იყო ეკა,ტასოს ერთი სული ჰქონდა ერთად წასულიყვნენ,რაღაცას კი გრძნობდა მაგრამ არ იცოდა რა ხდებოდა და კითხვისნიშნის თვალებით უყურებდა ეკას.ეკა კი იცინოდა.როგორც იქნა მორჩნენ და გამმოვიდნენ გარეთ..ფეხით დაუყვნენ გზას..ეკამ ყველაფერი უამბო ტასოს,რომელიც ფართო თვალებით უყურებდა ეკას და არ სჯეროდა ეს ყველაფერი. -ეკა გიჯი ხარ გოგო გიჯი ეს ვინ მყავს..(კატო) -აბა რა ეგონა კოცნა ეგრე შერჩებოდა?ტას იცი ცხოვრებაში არ მიკოცნია ბიჭისთვის მან კიდევ რა ქნა?ნამდვილად არ მინდოდა პირველი კოცნა მიმეღო მაგ იდიოტისგან,მე არავისთვის მიკოცნია არავისთვის მიმიცია ამის უფლება(ეკა) -არც მიკვირს შენგან ჩემო გოგო ან ვინ გაგიბედავდა?! მაგრამ როგორც ხედავ გაბედეს და ვინ? თვით ბატონმა ლევანმა.ხომ გითხარი მექალთანეაო..(ტასო) -ხოდა მაგიტომაც მიიღო,ჯერ სადაა მაგას რიგითი გოგო ვგონივარ,მაგრამ მალე ვასწავლი ჭკუას..ამ საუბარში მიუახლოვდნენ ეკას სახლს.ეკამ აცეცა თვალები მაგრამ მეგობრები ვერ ნახა.ამოიღო ტელეფონი და დიმას დაურეკა.. -ყველანი ჩემთან უბრძანასავით ეკამ და აუყვნენ კიბეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.