ვიდრე ყვავიან შროშანები [10]
ცხოვრება ოდნავადაც არ გჰავს ზღაპრებში ამოკითხულ სისულელეს. ცხოვრება იმაზე უფრო ბოროტია, ვიდრე ვინმეს წარმოგვიდგენია და არ იფიქროთ, რომ მოვა დრო, როცა კარგად იქნები. არასდროს გამოიდრებს, არასდროს გესმით?! არც ღმერთი არსებობს... და თუ მაინც არსებობ, “ღმერთო” , დამიმტკიცე, გემუდარები. საფლავზე დამხობილი, თვალებიდან ღვარად მდიოდა ცრემლები და ფრჩხილებით ვკაწრავდი მიწას. მამის თვალები მიმზერდნენ ცივი ქვიდან, თუმცა ვერ მეხმარებოდნენ, ისე როგორც ადრე. ვერ მეხუტებოდნენ, ვერ მამშვიდებნენ... _მაა, გთხოვ, ვიცი რომ სადღაც ახლოს ხარ, სადღაც აქ ხარ, გთხოვ მა, თუ მანდ სადმე არის ღმერთი, უთხარი რომ მჭირდება გესმის? უთხარი რომ ამდენი აღარ შემიძლია, რომ შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებ, ვხვდები ამას და ვერაფერს ვაკეთებ, უთხარი რომ დამეხმაროს, უთხარი რომ ის სული, რომელიც მან შემიქმნა, გაიკაწრა, გაიბზარა და... მაა, შენთან მინდა მა, წამიყვანე მა, გთხოვ მა, აქ აღარ მინდა, თუ რამე არსებობს, წამიყვანე მა, ამდენის ატანა აღარ შემიძლია, ვიცი, ვიცი მა, რომ მე კვლავ ვაგრძელებ არსებობას, რომ არსებობს უფრო დიდი ტკივილიც, მაგრამ სხვისი ცუდად ყოფნა ან კარგად ყოფნა არაფერია ჩემთვის მა, მე ასე მტკივა, მა, ვერ წარმოიდგენ, როგორ ჩამიწყდა სულში ყველა ძაფი, ვერ წარმოიდგენ მა, როგორ შევაბიჯე ნაცრისფერ არსებობაში, როგორ გაუფერულა უცებ ყველა ფერადი ოცნება, როგორც შეწყვიტა სუნთქვა ყველა ორგანომ... მაა, წამიყვანე რა, წამიყვანე მა, წამიყვანე, წამიყვანე მა..._გაუჩერებლად ვიმეორებდი ბოლო სიტყვებს, ჯერ ვკიოდი, მერე ალბათ ძალა გამომელია, ჩურჩულზე გადავედი და თვალები დავხუჭე. სუნთქვაც კი მიჭირდა და გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებდა, “შვილი”. არ ვიცოდი, როგორ უნდა შემეძლო, როგორ უნდა გამეძლო, თუმცა ის უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვს დავიტოვებდი. გამიჭირდებოდა, დაახლოებით ვიცოდი, წინ რა მელოდა, მაგრამ მაინც მტკიცედ გადამეწყვიტა რომ აუცილებლად უნდა გამეჩინა. სხვაგვარად უბრალოდ არ გამოვიდოდა. მე მისი მოკვლა არ შემეძლო, ის ჩემი და.. ჩემი შვილი იყო. თქვენ გგონიათ იმაზე ვდარდობდი, როგორ გავზრდიდი მას მამის გარეშე? სასაცილოა, ეს უკანასკნელი იყო, რაც მადარდებდა. მე ნარკომანი ვიყავი. ნარკომანებს არ აქვთ შვილის ყოლის უფლება. ცრემლები მოვიწმინდე, როგორც ყოველთვის, შროშანები დავტოვე საფლავზე და სახლისკენ გზას ამჯერადაც ფეხით დავუყევი. ალბათ საშინელი სანახავი ვიქნებოდი ჩაწითლებული თვალებით, წვიმაში მოკლე მკლავიანი შავი ზედითა და სპორტულის შავი შარვლით, ამავე ფერის კონვერსებით. რა დროს ტანსაცმელზე ფიქრი იყო, როცა ფაქტიურად ყველაფერი თავზე დამენგრა. ფაქტიურად? ეს უკვე ასეც იყო. სახლში მისულმა გამოვიცვალე, თავი მოვიწესრიგე და მისაღებში გავედი. დივანზე ნინი იჯდა, ისიც ნამტირალები იყო და ტელევიზორის ეკრანს უაზროდ უყურებდა. _ნინ, კარგად ხარ?_საკუთარ შეკითხვაზე გამეცინა და გვერდით მივუჯექი. როგორც ჩანს, ჩემი შემოსვლა ვერ გაეგო, ამიტომ ღრმად ამოისუნთქა და ეცადა გაეღიმა. _სანდრო იყო მოსული, მაგრამ არ შემოვუშვი_მითხრა და თავი მხარზე ჩამომადო. _რატომ?_გავიკვირვე მე. _უნდა შემომეშვა?_ხმა გაიმკაცრა და ხელები მომუშტა _ხო, რა იცი, რა აქვს სათქმელი_ცინიზმით სავსე ხმით ვთქვი და თავი გავაქნიე _შენ რა, მის მოსმენას აპირებ?_შემომხედა და თვალები დამიყლიპა _ხო _არაკაცია! _ვიცი _გიყვარს? _უადგილო იყო _აპირებ აპატიო? _მოსმენა პატიებას არანაირად არ ნიშნავს. უბრალოდ არ მინდა ვიქაჯო და ყვირილი დავუწყო, რომ მისი დანახვაც არ მინდა და ა.შ. _კი მაგრამ, ელე... _არა ნინი, სრული უფლება აქვს, ამიხსნას _კარგი, როგორც იტყვი... გადავურეკო?_თან წამოდგა და ტელეფონს დახედა _არა, რატომ. თუ ამ ერთი მოსვლის მერე აღარ მოვა, ესეიგი არც არაფერი აქვს სათქმელი_ვუთხარი მე, დივანზე დავწექი, ზურგი ვაქციე და დაღლილმა კარგად დავიძინე. შუადღეს გამომეღვიძა, ნინის ჩემთვის საბანი დაეფარებინა და თვითონ დივანზე ჩასძინებია. გამეღიმა. მართლა ღელავდა ჩემზე... ტელეფონი ავიღე და დროის გაყვანა ფეისბუქით ვცადე. უამრავი წერილი დამხვდა, ამას ახლდა შეტყობინებები და მეგობრობის თხოვნები. ჯერ მეგობრები დავიმატე, რომელთანაც 50-ზე მეტი საერთო მეგობარი მყავდა. დანარჩენს გადავხედე და ვინც არ მეცნო, წავშალე. მერე ჩემს ფოტოზე ვნახე კომენტარები და ოწონებები, თუმცა უპასუხოდ დავტოვე და ბოლოს შევედი წერილებში. ოციდან ათი უაზრო მწერდა, გაცნობის და დამეგობრების მიზნით. დანარჩენი კი რედის, სანდროს და რამდენი ჩემი ინლაინ-ნაცნობის იყო. სანდროს მესიჯები გავხსენი და კითხვა თავიდან დავიწყე. “ელენე, აქ მოწერა არ მინდა, ამიტომ შეგიძლია მნახო?” “ხვალ ოთზე კაფეში, მაშინ ნაყინი რომ ვჭამეთ...” “ჯანდაბა, პასუხს რატომ არ მცემ?” “აქ ხარ?” გუშინდელი მონაწერები იყო, ამიტომ საათს დავხედე და გამეცინა, როცა ხუთის ოც წუთს უჩვენებდა. აზრი აღარ ქონდა მისვლას, თუმცა ყავას და კრუასანს მაინც მივირთმევდი, ამიტომ ჩემი პლედი ნინის გადავაფარე, ტელევიზორი გამოვრთე და თავის მოწესრიგების შემდეგ კარიც უხმაუროდ მივკეტე. მანამდე კი ნინის წერილი დავუტოვე, სადაც ეწერა რომ კაფეში ვაპირებდი წასვლას. არ მინდოდა, ენერვიულა. გარეთ გავედი. ისევ წვიმდა. ცოტა ბანალური მაინც რომ ვყოფლიყავი, ვიტყოდი, რომ ამინდიც გრძნობდა ჩემს სევდას, მაგრამ ამ სიტყვებზე ყოველთვის გულიანად ვიცინოდი. ისე კი, მეზიზღებოდა წვიმა. კაპიუშონი წამოვიხურე და ელვა შევიკარი. შავ ბათინკებში ვინაიდან წყალი არ შედიოდა, მადლობელი ვიყავი. იგივეს ვერ ვიტყოდი ჯინსის შარვალზე, ორივე მუხლზე ჩემხელა ნაგლეჯებით. შიგნით არაფერი მეცვა. ტაქსის ფული მქონდა, მაგრამ რატომღაც სირბილით წავედი კაფეში. მხოლოდ იქ მისულმა გავიაზრე, რომ ასე შეიძლებოდა ჩემი შვილისთვის რამე მევნო და გადავწყვიტე წამოსვლისას ტაქსი გამეჩერებინა. კაფის კარი თითქმის გაწუწულმა შევაღე და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე. მესიამოვნა სითბო. იქაურობა მოვათვალიერე, და იმ ადგილისკენ წავედი, სადაც მე და სანდრო ხშირად ვსხდებოდით, თუმცა ამაშიც არ გამიმართლა, და დაკავებული აღმოჩნდა. ზურგით მჯდარი ბიჭი გემრიელად მივალანძღე გონებაში და უკან გამოვბრუნდი, მოპირდაპირე მხარესაც იყო ადგილი ფანჯარასთან. და სწორედ იქ იჯდა სანდრო. საათს დავხედე. ექვსი იყო. ან დაიგვიანა, ან კვლავ მელოდებოდა. ფანჯარაში იყურებოდა და ხელები მაგიდაზე დაეწყო. ისე ჩამოვჯექი მის წინ, ყურადღება არ მოუქცევია. მგონი, არც სუნთქავდა. ჩავახველე, მხოლოდ მაშინ შემომხედა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მერე კი თავი ჩახარა და მაგიდაზე დადო. _როგორ ხარ?_ვკითხე მე, თუმცა არაფერი მიპასუხა. ამასობაში შავი ყავის და კრუასანის შეკვეთა მოვასწარი და კვლავ სანდროს მივაჩერდი. მესმოდა მისი, გაგკვირდებათ და მესმოდა. უბრალოდ არ შემეძლო ადამიანის, რომელიც მიყვარდა, არ გამეგო. _შენ?_ამომხედა და თავი ასწია. ლოყაზე შეუმჩნევლად, თუმცა მაინც აჩნდა ჩამოგორებული ცრემლის კვალი. მეტკინა, მე სულელს, მისი ცრემლი მეტკინა. პასუხად მხოლოდ ღრმად ამოვისუნთქე და ხელები მეც მაგიდაზე დავაწყე. _აქამდე რამდენი რამის თქმას ვაპირებდი..._გაიცინა და პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა_მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველა ჩემი სიტყვა რაღაც უაზრობა იქნება. დამნაშავე ვარ მაგრამ მაინც ვერ გთხოვ პატიებას. პატიება ძალიან, ძალიან უბრალო სიტყვაა და ვიცი, მაინც ვერასდროს შეძლებ ამას. შეიძლება უკვე მაპატიე, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მეც და შენც, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ტკივილი მალე გაქრება, იმედგაცრუება კი არასდროს. შენ მე გემახსოვრები როგორც ერთ უბრალო ნარკომან არაკაცად და ამას ვერაფერი შეცვლის, ასეა?_მის თითოეულ სიტყვაში ვგრძნობდი სიმართლეს. საკმარისად მომატყუა, და თუნდაც ახლაც მატყუებდეს, უკვე სულერთია. _ასეა _არ ვიცი რა უნდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ჩვენს ერთად გატარებულ უკანასკნელ დღეს არაფერი მითქვამს ტყუილი... ვიცი, რომ არც შენ და ის, რაც იქ თქვი, მხოლოდ თავის დამცირების არიდების მიზნით ნათქვამი სისულელე იყო_ოდნავ გაეღიმა. თავი დავუქნიე და ყავა მოვსვი. _ელენე, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ შეცვალე ჩემი ცხოვრება _მე არ მინდოდა ამის გაკეთება _ჩემთვის მართლა ანგელოზი იყავი _არა, სანდრო. მე ყველა თქვენთაგანზე უფრო ბინძური აღმოვჩნდი _ამას ნუ ამბობ_თავი გააქნია_შენ სუფთა იყავი... ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შედარებით. ვიცი, რომ არასდროს გადაწყვეტ შური იძიო, მაგრამ მე მინდა რომ ეს გააკეთო. _შეუძლებელია. მე არ ვაპირებ ამას სანდრო. ძალიან გთხოვ... დროა დავსულდეთ _მართლა მიყვარხარ. შეიძლება მომავალში სულ სხვანაირად წარიმართოს ჩვენი ცხოვრება, არავინ იცის, რა მოხდება. მაგრამ მართლა მიყვარხარ და ეს ასე იყო მუდამ, ელენე. _რომ გყვარებოდი... _არ მეყო გამბედაობა. ვიცოდი, რომ ამას არ მაპატიებდი, და მე ვიფიქრე, რომ... _რომ ტყუილში მაცხოვრებდი_გამეღიმა _ხო..._ორივენი ვდუმდით. როცა მიმტანმა გოგონამ სანდროს კითხა, რამეს ხომ არ შეუკვეთავდა, მე მის მაგივრად შევუკვეთე შოკოლადის ნაყინი. არ შემოუხედავს, ისე გაიღიმა და თავი ფანჯრისკენ შეატრიალა. მომდევნო ოცდაათი წუთი არცერთს არაფერი გვითქვამს. ყავას და კრუასანს მშვიდად მივირთმევდი, ის კი ნელა ჭამდა ნაყინს და დროდადრო, ღრმად ამოისუნთქებდა ხოლმე. ბოლოს წამოდგა, ფული დატოვა და წავიდა. კარებს გავხედე, რომელიც დაიხურა, თუმცა მინიდან მოჩანდა მისი სხეული, რომელიც კედელს ეყრდნობოდა და დავიფიცებ, მის სუნთვას ვგრძნობდი. მეც წამოვდექი, ჩანთას ხელი დავავლე და სწრაფი ნაბიჯებით გავედი. გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ სახეზე ღვარად სდიოდა ცრემლის ნაკადი. ის არავის თვალწინ არ ტიროდა, ეს კი არ იყო ერთი-ორი ცრემლი. თვალები უემოციო, არც სხეულით თრთოდა, უბრალოდ ტიროდა და სახის არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებია. _სანდრო_ვთქვი, ორივე ხელი მაგრად მოვხვიე და ჩავეხუტე. ისე შემომაჭდო ზურგზე ხელები, რომ ძვლები ამტკივდა, მაგრამ მე უფრო ძლიერად ვეხუტებოდი და თვალებდახუჭული ვცდილობდი ეს ჩახუტება დამემახსოვრებინა. ეს უკანასკნელი ჩახუტება იყო, ვინ იცის, იქნებ არც... მაგრამ... _უნდა წავიდე... არ ვიცი როდის, თუმცა რაც უფრო მალე, მით უკეთესი_ვთქვი, და ეს ნიშნავდა “მშვიდობით”. ხელი გამიშვა, თვითონვე გამიჩერა ტაქსი და დამშვიდობებისას მაგრად, ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე. მძღოლს ფულიც კი მან გადაუხადა, შემდეგ კი... შემდეგ რა იყო, აღარ მახსოვს. მხოლოდ ის, რომ ტაქსი იმ მისამართზე გაჩერდა, რომელიც უკარნახეს, მე კი გათიშული და გაოფიტული ავედი ბინაში და ისტერიულად, ხმამაღლა ამიტყდა ტირილი. ჯერ არ ვასრულებ. ახლა იწყება, თუ იწყება. იმედია მოგეწონათ. და კიდევ, ბიბოს კომენტარები დამაკლდა. სოფიკოც დამაკლდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.