შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი ფეთქვა!


7-03-2016, 22:31
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 062

ყველაფერი ისე სწრაფად ქრება გარშემო,გგონია რომ გულს,რომელიც შენ სხეულში ფეთქავს,ხედავ.მხოლოდ მას და სხვა არაფერს.სუნთქვას უხშირებ,თითქოს გინდა სიბნელიდან გასაღწევი გზა მონახო,მაგრამ არაფერი გამოდის.ალბათ,ზედმეტად ლამაზი და მშვიდი ცხოვრება,ბობოქარმა ზღვამ შთანთქა,სადღაც გარიყა რომ მისი შეხების უფლება არ მისცემოდა.უცნაურია-იმ თვალებიდან მოსდის ცრემლი,რომელთაც ფუნქცია დაკარგული აქვთ,თვალები არა,მაგრამ ცრემლები ხედავენ : ღაწვებს,ლოყებს,ტუჩებს,ნიკაპს,ყელს და უსასრულოდ იკარგებიან ფოსოებში.სიმშვიდეს მონატრებული,საკუარ ტკივილსა და სიბნელეში ჩუმად მჯდარი ატარებს დღეს,რომელიც მისთვის ღამედ ქცეულიყო.საკუთარ სხეულსაც კი ვეღარ ხედავს,გაფერმკრთალებულს,სიცოცხლის ნიშანწყალ დაკარგულს.ხელის გულები საწოლს დააყრდნო და ფეხების კანკალით წამოდგა.ხელების ცეცებით მივიდა კარამდე და სახე მიადო კარს.
-კარგი ფსიქოლოგია,მართას დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარება
-ჩვენ ვერ ვაიძულებთ
-ეს ხომ დროებითია,-ჩაილუღლუღა ქალმა
-ნინო,როგორ არ გესმის,შენს შვილს დრო სჭირდება,წარმოიდგინე,ოცდახუთი წელი ხედავ სამყაროს,შეიგრძნობ ყველა ფერს და უეცრად ქრება ყველაფერი სიშავის გარდა
-მას სხვისი დახმარება სჭირდება,გამოსავალს მხოლოდ ფსიქოლოგში ვხედავ
-გგონია მე ცუდი მინდა ჩემი შვილისთვის,ის არ მოიწონებს შენს გადაწყვეტილებას,სრულიად უცხო ადამიანს გულს ვერ გადაუშლის
-მაშ,ასე ვიჯდე და ვუყურო,როგორ ინგრევა ჩემი ქალიშვილის ფსიქიკა?
-მიდი,დაელაპარაკე,მას ჰკითხე,-წამოდგა ბესო და ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას
-როგორც გინდა,-აღარ შეყვნებულმა ნინო.მართა კი კართან იდგა და გაძლიერებული სმენის დამსახურებით გაგონილი საუბრის შემდეგ ცრემლებს უმატა.კარს ფრთხილად ჩამოსცილდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,გაჩერდა,ღრმად შეისუნთქა და ისევ უკან დაიხია,როცა გრილი ჰაერი სახეზე აესვენა,მიხვდა ოთახის კარი გაიღო.
-მართა,-მიუახლობდა ნინო,-რატომ წამოდექი რომ წაქცეულიყავი?-ქალს ტკივილი ყელში გაეჩხირა და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი
-ზედმეტად ღელავ ჩემზე,-მიუგო მართამ და ხელი ზემოთ ასწია.ნინომ ძლიერად მოჰკიდა და ისე მოუჭირა ხორბლისფერ კანს სიწითლე შეერია,თითქოს აიმღვრა.
-გაიხსენე რა იყავი,როგორი ლაღი,-ცრემლები ვეღარ შეიკავა ნინომ
-დედა,მე არაფერი მავიწყდება,მაგრამ რეალობა ისაა რომ მე აღარ შემიძლია იმის დანახვა,რაც იყო,ეს მხოლოდ ფიქრები და წარსულია,რომელიც გუშინ მივატოვე
-ეს განსაცდელია,რომელლას უნდა გაუძლო,თუკი ფარხმალს დაყრი სამუდამოდ გაჯდება შენში და თუკი იბრძოლებ დაიბრუნებ იმას,რაც შენ ბედნიერს გხდის
-გავიგონე!-ხმადაბლა თქვა მართამ და თავი დაბლა დახარა,-ფსიქოლოგი გინდა,-ნინომ მძიმედ შეისუნთქა,ისე რომ ტკივილი იგრძნო სხეულში
-დიახ,მინდა,მოვიყვან კიდეც,ვერც შენ და ვერც მამაშენი ვერ შემაკავებთ,-მოჩვენებითი სიმკაცრით მიუგო შვილს,-გგონია მარტო შენ იტანჯები?
-ვიცი,არაფრის ახსნა არაა საჭირო,რადგან ასე გინდა,მოვიდეს და განმკურნოს,-ხელი გააშვებინა მართამ ნინოს.
* * *
-შეიძლება ვნახო?
-რა,თქმა,უნდა,- კარი შეუღო ნინომ და ფსიქოლოგი აუჩქარებელი ნაბიჯით შევიდა ოთახში,სადაც მართა იყო საწოლზე წამოწოლილი და თვალებ დახუჭული.ბალიში ცრემლით იყო გაჟღენთილი,რაც ფსიქოლოგის გამოცდილ მზერას არ გამოჰპარვია.
-კარი მიხურეთ,თუ შეიძლება,-სთხოვა ჩურჩულით მამაკაცმა ნინოს და გაუღიმა
-როგორც გენებოთ,-მანაც გაუღიმა და კარი ნელა მიხურა.მამაკაცი საწოლს მიუახლოვდა და მართას ფეხებთან ჩამოჯდა.ქალმა გულებზე რომ იგრძნო უხეში შეხება,შეშინდა და საწოლიდან წამოიწია.
-ნუ გეშინია,-უცხო,ზედმეტად ბოხმა ხმამ შეაკრთო და ცრემლები წამოუვიდა
-ვინ ხართ?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა და მოიკუნტა
-ფსიქოლოგი!
-თქვენ უნდა განმკურნოთ?
-შევეცდები
-დიდად ნუ დაიმედდებით
-რატომ?
-ჩემს განკურნებას,სხვა მოარჩინოთ,უფრო შედეგიანი იქნება
-პირველად არ მესმის მზგავსი სიტყვები
-რა,თქმა,უნდა,თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ და უკეთ გესმით ადაიანების,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრი წვალება დაგჭირდებათ
-უწვალებლად არაფერი მოდის,ხომ გაგიგია.დეპრესია,იმაზე,რაც დროებითია სრული სისულელა,შენ მხოლოდ დრო გჭირდება რომ თვალის დაზიანებული ნაწილი აღიდგინო და ყველაფერი მოგვარდება
-შეიძლება გკითხოთ?
-დიახ,აქ რისთვის ვარ
-თქვენ დაწვებოდით საოპერაციო მაგიდაზე,თუკი გეტყოდნენ რომ ეს ძალზედ სარისკოა
-რისკიანი ვარ!
-ანუ?
-ანუ ის რომ დავწვებოდი,რწმენით რომ მხდველობასთან ერთად ბედნიერებაც აღმიდგებოდა
-მე მეშინია!-კბილებდაბჯენით თქვა მართამ და ხელები მომუჭა
-ნუ გეშინია,შენი მდგომარეობა მსუბუქია და დროულად უნდა მივხედოთ მე და შენ,-ხელი უნდა დაედო,მაგრამ შეაკავა,იფიქრა შევაშინებო და შეუხებლად წამოდგა ფეხზე,-როგორ მოგმართოთ ქალბატონო?-სიცილი დააყოლა კითხვას მამაკაცმა
-მართა,-ჩუმი ხმით მიუგო ქალმა
-ცოტნე,-ომახიანად თქვა მამაკაცმაც,-თუ არ მოგწონს ეს სახელი,რაც გინდა დამიძახე
-მომწონს,-უხერხულად შეიშმუშნა მართა და მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავდა საკუთარ თავს,გრძნობამ მიახვედრა რომ ლოყები აუწითლდა,რადგან ზედმეტად უხურდა და ეწვოდა.
-რა მორცხვი ხარ მართა,ყველაფერზე ასე წითლდები?-ქალი უარესად შეიბოჭა,დაიძაბა და ხელის გულები ერთმანეთს სიმწრით მიაბჯინა.
-არა!-მკაცრი ხმით უხრა და ხელები სახეზე აიფარა
-თუ დაასრულე შეკიხვები ახლა მე უნდა მიპასუხო ამომწურავად,-ისე გაეღიმა,თითქოს მართა ხედავდა.წარმოსახვას მიახლოებული ცოტნე სკამზე ჩამოჯდა,საწოლის ახლოს და თერაპიას შეუდგა.
-გისმენ,-ღრმად შეისუნთქა მართამ და საპასუხოდ მოემზადა
-შენი ფერები მითხარი,-კალამი და პატარა ბლოკნოტი მოიმარჯვა ცოტნემ
-შავი,-ცინიზმით აღსავსე ხმით მიუგო მართამ,-რა შეკითხვაა?
-სერიოზულად,-ცოტა შეწუხებით წარმოთქვა ცოტნემ,-შენ კიდევ ხედავ რაღაც ფერებს ხომ ასეა
-მუქ წითელს,თითქმის დამპალ შინდისფერს,თითქოს ყველა ფერი წრეს კრავს და მერე გარშემო იფანტება
-ესეიგი შენ მხოლოდ შავს არ ხედავ
-ახლა მხოლოდ შავია,რატომ?
-იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე სხვა ფერები და დაინახე კიდეც,ხედავ ამას?-სახესთან მუქი წითელი ფურცელი მიუტანა,-შენ მას თუ იგრძნობ,შეძლებ დანახვას
-უფრო გამუქდა,რაღაც თეთრად ჩანდა და სწორედ იმ თეთრში ჩაიკარგა
-კარგი,ღრმად შეისუნთქე და მითხარი ყველაფერი
-სუნს იმდენად მძაფრად ვგრძნობ რომ მგონია რაც კი ოთახშია ყველაფერი ცხვირის ნესტოებთან მაქვს მიბჯენილი
-ასეა,შენ ჩემზე მეტად გაქვს გაძლიერებული ყნოსვაც,სმენაც და შეგრძნებაც,შენ შეგიძლია შეეხო მყარ ნივთს და თუკი წარმოიდგენ მას,როგორც რბილს,ასეც იქნება.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს რაღაც ახლია,შენი პოროფესიული გადახვევა.საინტერესო ჩანს...წარმატებები თბილოო

 


№2  offline წევრი Soow

არა რა არ ვარგა ეს საიტი ასეთი საოცრებებისთვის როგორიც თქვენ ხართ,ასეთ შედევრს მარტო ერთი კომენტარი არ უნდა ჰქონდეს, და რაღაც სულელურ თინეიჯერულ ზღაპრებს ყველა ერთნაირი რომ არის 32 . წარმატებებს გისურვებთ მე ძალიან მომეწონა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მადლობაა ჩემო ტკბილებოოო ძალიანნ გამახარეთ. ზაფხულამდე ვეღარაფერს შეგპირდებით. :(
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent