შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (4)


8-03-2016, 03:33
ნანახია 2 713

***

რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ როგორც იტყვიან უკან მოხედვას ვერ მოასწრებო. ამ დღეებში სესილიას ანკა არ უნახავს გაკვეთილების გამო. უნდოდა, რომ უმაღლესი ქულებით ჩაებარებინა უნივერსიტეტში და დაფინანსებაც აეღო, რითიც ძალიან გაახარებდა მშობლებს. თავდაუზოგავად მეცადინეობდა, რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანა.

მარტის მზიანი დღე გათენდა. ადრე წამოხტა და დედ-მამის ოთახში ფეხშიშველმა შეირბინა.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს საუკეთესო მამის დაბადების დღეა..!-დაიწყო დილიდან ყვირილი და გააღვიძა მშობლები.
-მამას გოგო! მოდი, ჩემთან!-უთხრა უფროსმა ანდრონიკაშვილმა შვილს და ჩაეხუტა.
-მამიკო, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა, რომ ბედნიერი იყო შენს ოჯახთან ერთად. ჯანმრთელი პირველ რიგში და ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც შენს გულს გაუხარდება!-სხაპა-სხუპით უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა საყვარელ მამას.
-მადლობა, ჩემო საყვარელო გოგო! დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეც იქნება. ისეთი ოქროს გოგოები მყავს მე..!-სიამაყით უთხრა გივიმ შვილს და თავზე აკოცა. სესილია კუნტრუშით გავიდა ოთახიდან და სააბაზანოში შევიდა.
-გივი, გილოცავ! საუკეთესო მეუღლე ხარ! მიყვარხარ!-უთხრა ნინომ და ჩაეხუტა იუბილარ ქმარს.
-მადლობა ნინაჩკა..!- უპასუხა გივიმ და სამზარეულოში გავიდა ცოლთან ერთად. დილა ყოველთვის ერთად იწყებოდა. ანდრონიკაშვილების სრული შემადგენლობა იყრიდა თავს სამზარეულოში და ერთად საუზმობდნენ. საუზმის შემდეგ დიასახლისი აცილებდა მეუღლეს სამსახურში, უფროს შვილს გაკვეთილებზე და პატარასთან კი ბაღისკენ მიდიოდა. ამჯერადაც მთელი ოჯახი ერთად შეკრებილიყო. სესილიას განსაკუთრებით უყვარდა მამამისის დაბადების დღე. გიჟდებოდა მის მეგობრებზე და ყოველთვის კარგ დროს ატარებდა მათთან ერთად. გივი ანდრონიკაშვილი ერთი უბრალო ბიზნესმენი იყო, რომელიც არც დაცვით დადიოდა და არც ზედმეტად იქცევდა გარშემო მყოფების ყურადღებას. მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა, სხვასაც ეხმარებოდა და თავის ოჯახსაც არჩენდა. ნინოს კი თავისი ტურისტული სააგენტო ჰქონდა, რომელიც ერთ-ერთი კარგი სახელით სარგებლობდა მთელ თბილისში.

-აბა, დღეს ქეიფია გრიალია?-აღტაცებით თქვა სესილიამ.
-კი, მა კაკ ვსეგდა!-სიცილითვე უპასუხა გივიმ,-ნინაჩკა, ხომ იცი საღამოს 8ზე მოვლენ სტუმრები. დღეს ცოტა ადრე გამოვალ სამსახურიდან და მოგეხმარები ყველაფერში და მოვიტან ყველაფერს რაც საჭირო იქნება.
-კარგი გივი რა..! რაღა უნდა მოიტანო? გუშინ ხომ ყველაფერი მოიტანე? დღეს არ მივდივარ სამსახურში და დავბზრიალდები შენ რომ გიყვარს, აი, ისე ზუსტად!-უპასუხა ღიმილით ნინომ და პატარა ნუციკოს წინსაფარი გაუკეთა.
-დე, დღეს მეც ადრე ვამთავრებ ხომ იცი და რომ მოვალ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი,-ჩაერთო საუბარში სესილია.
-მოკლედ, ჩემი ოქროს გოგოები ხართ რა! სესო, წავედით მა, თორემ შენც დაგაგვიანდება და მეც დავაგვიანებ სამსახურში,-უთხრა გივიმ შვილს და წამოდგა. გადაკოცნა მეუღლე და შვილი და უფროს ქალიშვილთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
-სესო, გადაფრინდი ახლა,-უთხრა შვილს და ლოყაზე უჩქმიტა.
-აუ, ესე რომ მჩქმეტ თავი ნუციკოს ტოლი მგონია,-მობრიცა სახე სესილიამ.
-ხომ იცი ჩემთვის შენ და ნუცა ყოველთვის პატარები იქნებით,-გაუღიმა გივიმ შვილს. სესილიამ აკოცა მამას და გადავიდა მანქანიდან.
-ჰო, მართლა სესო, ჩემი ძველი მეგობარი და მისი ოჯახი მოვლენ შენთვის უცხოები იქნებიან აქამდე არ ყოფილან.
-რატომ?
-საზღვარგარეთ იყვნენ წასულები და ცოტახანია რაც ნუგზარი ჩამოვიდა საქართველოში. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ძალიან გაგვიხარდა. ერთ დროს, კარგი მეგობრები ვიყავით.
-კარგი გივიკო გავიქეცი თორემ დაგრჩი უნივერსიტეტს გარეთ,-სიცილით უპასუხა სესილიამ და კარები მოკეტა მანქანის.

ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა გაკვეთილებს. ძალიან ძნელია, როცა რაღაცას ელოდები და ერთი სული გაქვს დრო მალე გავიდეს. ნახევრად უსმენდა ქართულის მასწავლებელს, უნარებსაც ჩქარ-ჩქარა წერდა, რომ მალე გამოსულიყო და სახლში წასულიყო დედის დასახმარებლად. მაგრამ ჯერ საჩუქარი უნდა ეყიდა მამისთვის. ამისათვის კი საყვარელ მეგობარს დაურეკა სესილიამ. მთელი „თბილისი მოლი“ მოიარეს და სასურველი საჩუქრები შეიძინეს. ანკას ძალიან უყვარდა სესილიას მამა. მისი გაზრდილი იყო. თანაც ოჯახებითაც ძალიან ახლოს იყვნენ და შესაბამისად, ანკას ოჯახიც აუცილებლად იქნებოდა გივის დაბადების დღეზე. გივიმ პერსონალურად მოიპატიჟა ირაკლიც, როგორც „შვილობილის“ საქმრო. საჩუქრების ყიდვის შემდეგ ორივე სესილიასთან ავიდა, რომ ნინოს დახმარებოდა. სტუმრები 8 საათზე მოვიდოდნენ. ნინოს თითქმის ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მხოლოდ წვრილმან საქმეებში დაეხმარნენ. სახლში დაბრუნებულ გივის ანკა კისერზე ჩამოეკიდა:

-გივიკო, ჩემო სიცოცხლე! გილოცავ! აი, ხომ იცი პროსტა როგორ მიყვარხარ? შაკოსგან ვაფშე ვერ განსხვავებ რა.. ჯანმრთელად მყავდი, ბედნიერად ჩვენთან ერთად რა!სულ ასეთი თანამედროვე ყოფილიყავი! მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ!
-მადლობა ანკა! სუპერ გოგო გვყავხარ მე და შაკოს! შაკოს კი ველაპარაკე და ემზადება თამადობისთვის და ძვირფასი სასიძო ხომ არ შეგვიშინდა?-ჰკითხა გივიმ ანკას და გაუღიმა.
-გეგონოთ! კი ხართ დევებივით ორივე, მაგრამ ჩემი ირაკლი დაგყრით ორივეს!-სიცილით უპასუხა ანკამ. ნინო და სესილია ღიმილით უყურებდნენ ანკასა და გივის დიალოგს, რომლებიც როგორც თანატოლები, როგორც მეგობრები და როგორც მამა-შვილი ისე საუბრობდნენ.

8 საათი უკვე ხდებოდა, როცა გოგონები ოთახში იყვნენ და იპრანჭებოდნენ. ანკას სწორი და გაშლილი შარვალი ეცვა, ზემოდან კი სადა ზედა, რომელიც ლამაზი ყელსაბამით გაეფორმებინა. გადაწყვიტა ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა და ჩაცმის წამიდანვე ქუსლების გამომგონებელს წყევლიდა ანბანის მიხედვით! სესილია ეცვა ტანზე მომდგარი შავი კაბა, მოკლე მკლავებით და მუხლს ქვემოთ. თმა გაშლილი ჰქონდა, რომელიც თითქმის წელამდე წვდებოდა. ანკა ეჯუჯღუნა ცოტა მაკიაჟს გაგიკეთებო. თვალები ჩაუხატა, ცოტა ტონალურითა და საყვარელი ტუჩსაცხით ბოლო შტრიხები შეიტანა და სესილიას დანახვაზე პირი დააღო.

-ღადაობ ხო? ასეთი შოკი-მოკი დაქალი თუ მყავდა არ ვიცოდი!
-კაი, ანკა! მორჩი მატრაკვეცობას რა..!
-რა მატრაკვეცობას შენ ღადაობ მგონი! რა გოგო ხარ ნახე რა...! მაკიაჟი ისე გიხდება, ვაფშე სხვა გოგო ხარ.. ვინ იფიქრებს 17 წლის რომ ხარ ჯერ. კაი, ნაშოჩკის ვიდზე ხარ სესუკა,-უთხრა ანკამ და თმა ყურზე გადაუწია დაქალს. სესილიამ სარკეში ჩაიხედა და თვალებს არ დაუჯერა. მართლაც სხვანაირი სესილია იყურებოდა სარკიდან! უფრო ქალური და უფრო შარმიანი. მოეწონა, მაგრამ მაინც არ აღიარებდა მაკიაჟის კულტურას და გულში უარი თქვა მის ყოველდღიურ ტარებაზე, მიუხედავად ნანახის აღფრთოვანებისგან. სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ, როცა ირაკლიმ დაურეკა სად ხარ მოვედიო. სესილიაც და ანკაც ოთახიდან გავიდნენ, რომ მისალმებოდნენ სტუმრებს. მისაღებ ოთახში შესვლა იყო თუ არა და სესილია კინაღამ ძირს გაიშოტა.

-სესო, მოდი ჩემი მეგობარი გაგაცნო! რა ბედის ირონიაა, არა? ნუგზარი ირაკლის მამაა,-ღიმილით უთხრა სესილიას გივიმ და გააცნო მისი მეგობარი ნუგზარი,-სესო, გაიცანი ეს ნუგზარია ჩემი სიყმაწვილის მეგობარი, მისი მეუღლე ეკა და შვილებს კი იცნობ აბა, ირაკლი და დავითი.
-კი, ვიცნობ..-უპასუხა ღიმილით სესილიამ და ხელი ჩამოართვა ნუგზარსა და ეკა. ბიჭებს კი უბრალოდ გაუღიმა.
-არ უნდა გეთქვა?-გაკაპასდა ანკა.
-კაი ანკუშ რა.! ხო, მაგარი სურპრიზი გამოგვივიდა მე და დათას?
-აუ, გეთქვა ჩემთვის რა!
-კარგი რა! რა უნდა მეთქვა ხომ იცოდი ისედაც, რომ მოვდიოდი?
-რა და დათაც რომ მოდიოდა და საერთოდაც ნუგზარი ბიძია და ეკა დეიდა გივის მეგობრები რომ აღმოჩდნენ!
-სულ არ ვიცოდი გეფიცები. დღეს გავიგე დილას მამა რომ ამბობდა დაბადების დღეზე ვართ ოჯახი დაპატიჟებულებიო და სად მეთქი და სესოს მისამართი რომ თქვა ვიფიქრე გოგოებს გავახარებთქო რა!-უთხრა ირაკლიმ ანკას და სესილიას გაუღიმა,-აუ, სესო! რა მაგარია ხედავ? მამაჩვენები დიდიხანია რომ იცნობენ ერთმანეთს. რა პატარაა თბილისი..
-ხო, ძალიან პატარაა,-გაუღიმა სესილიმ ირაკლის და დათასკენ გააპარა თვალი, რომელიც უბრალოდ მათ უსმენდა და არ ერთვებოდა საუბარში.
სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟეს და დაიწყეს ქართული ტრადიციული ქეიფი. მთელი დაბადების დღე თითქმის გრძნობდა სესილია დაჟინებულ მზერას, მაგრამ თავს არიდებდა დათას. უკვე გვიანი იყო და ნუციკოს ძილის დრო იყო.

-სესო, წაიყვანე რა შენი და ჩააწვინე,-სთხოვა ნინომ შვილს. სესილიამაც უხმოდ დაუქნია თავი და ნუციკოსკენ გაემართა, რომელიც ცოტა ხნის წინ მისაღები ოთახის კუთხეში იჯდა და თავისთვის თამაშობდა. გაიხედა თუ არა თვალი მოკრა ნუციკოსთან მოთამაშე დათას და გაეღიმა. დათა უბრალო და გულწრფელი ჩანდა. არსად იყო მისი ცინიკური გამოხედვა და შავი თვალებიც ასე მკაცრად არ ეჩვენებოდა.
-ცუცი, მოდი ჩემთან წავიდეთ..-უთხრა სესილიამ და ნუციკოსკენ დაიხარა. ბავშვმა დას თავი აარიდა და დათასკენ გაიწია,-ნუცა, მოდი ჩემთან!-მკაცრად უთხრა სესილიამ, მაგრამ ბავშვი უფრო მეტად მიიწია.-ნუც, წამო რა.. ძილის დროა..-უთხრა მშვიდად სესილიამ, მაგრამ ბავშვმა ამჯერადაც უარყო და და დათას აეკრო.
-მე წამოვიყვან,-გაიგონა საყვარელი ხავერდოვანი ხმა და კინაღამ დღეს უკვე კინაღამ მეორედ წაიქცა. დათამ ხელში აიტაცა ნუციკო და ჰორიზონტალურად დაიჭირა,-სესილი, არვიცი ოთახი ნუცასი და იქნებ შენ წახვიდე წინ და გამოგყვებით. მაჩვენე რომელია..-სესილიც გონს მოეგო და გაუყვა დიდ ჰოლს. სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო ნუცას ოთახამდე, მაგრამ ოთახში შესულებმა ნახეს, რომ ნუცას დათას მკლავებში უშფოთველად ეძინა.
-დათა, დააწვინე აქ უნდა გავხადო, ტანსაცმლით ვერ ჩავაწვენ ლოგინში.-უთხრა სესილიმ და დივანზე მიუთითა.დათამაც დააწვინა ნუციკო და თვითონ რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე დადგა. უყურებდა სესილიას, როგორ უვლიდა ნუციკოს, როგორიც სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს და იმაზე ზრუნავდა, რომ ნუციკოს არ გაღვიძებოდა. ძალიან ესიამოვნა, როცა მზრუნველი სესილი დაინახა და გულში გაეღიმა: „თვითონ როგორი პატარაა და როგორ ზრუნავს თავისზე პატარაზე“. როგორც იქნა სესილიმ ჩააწვინა ნუციკო, ტანსაცმელიც დაკეცა და დათას ანიშნა ვსო გავიდეთო და კარისაკენ გაემართა. მოულოდნელად, ხელის შეხება იგრძნო.. ამ ხელის შეხებამ გააცივა და გააცხელა ერთდროულად. სწრაფად შემოატრიალა დათამ თავისკენ სესილი და თვალებში ჩახედა. როგორი სუფთა და ლამაზი იყო, როგორი ნაზი და საოცრად კარგი..

-სესილია..-უთხრა დათამ და რითმულად ააყოლა ხელზე თითები. აკანკალდა სესილია, ვეღარც გულის ფეთქვას გრძნობდა და ვეღარც იმას, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა და არ იყო ილუზია.
-სესილია.. შენ ისეთი ლამაზი ხარ..-უთხრა დათამ და მისკენ მიიზიდა აცახცახებული გოგო.-ნუ, გეშინია ჩემი.. პატარა ხარ.. ძალიან პატარა..-ჩურჩულებდა დათა და აგრძელებდა სესილიას ხელზე თითებით თამაშს. სულ ახლოს მიიზიდა გოგონა და მის კისერში ჩარგო თავი და ღრმად შეისრუტა მისი სურნელი. როგორ უყვარდა ეს სუნი! მინდვრის ყვავილების.. აი, ნაწვიმარზე რომ საოცარს სურნელს აფრქვევდნენ ისეთი სურნელი ჰქონდა სესილიას..
-დათა.. ნასვამი ხარ..-აკანკალებულმა უთხრა სესილიამ, თუმცა დათა არ ჩერდებოდა და ღრმად სუნთქავდა სესილიას კისერში თავჩარგული.
-არაუშავს, ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ გაწყენინო ან ვინანოთ..-წელზე შემოხვია ხელი დათამ და ეს უკვე ბოლო წვეთი იყო სესილიასთვის. დახუჭა თვალები და მიეხუტა მისთვის საყვარელ ადამიანს. ხომ ეშინოდა მისი, ხომ ჰქონდა რიდი, ხომ არიდებდა თავს? მაგრამ ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად გრძობნდა მის გვერდით თავს. სამყარო წყვეტდა არსებობას, დრო ჩერდებოდა, ადამიანებიც შეშდებოდნენ და ხმაურიც აღარ ისმოდა. იყვნენ მხოლოდ ორნი დედამიწაზე დათა და სესილია; სესილია და დათა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ცხელი ტუჩები იგრძნო ყელში..
-დათა, გაჩერდი რა..-მუდარით სავსე ხმით უთხრა სესილიამ დათას,-გთხოვ..-ამის თქმა იყო და დათა დენდარტყმულივით მოშორდა სესილიას. უყურებდა აცახცახებულ გოგოს და არ სჯეროდა, რომ მის წინ ნამდვილი სესილია იდგა და სიზმარს არ ეთამაშებოდა. გაეღიმა და დარწმუნდა, რომ ბედნიერებამ ნამდვილად მოაკითხა..
-შენ ძალიან კარგი ხარ, პატარავ..-უთხრა სესილიას, შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. სესილია კი გაშეშებული დარჩა ოთახში. უკვე მეორედ ტოვებდა ასე გაშეშებულს და უგონოს, მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს ნამდვილად პიკი იყო! აი, ისეთი რამ რასაც ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის თავს მოხდებოდა.! იგრძნო ენდორფინების ზღვა რაოდენობა და მართლაც, რომ „ბედის ირონია“ დღევანდელი დღე..!


***
იმედი მაქვს მოგეწონებათ:)



№1 სტუმარი tamuna

Umagresiiaaaaaaaaa gaaagrdzele velodebiiiiooooo

 


№2  offline წევრი natia-natia

Dzaaan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent