შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[დასასრული]


8-03-2016, 03:39
ავტორი Nina))
ნანახია 6 001

888
-მარია არ გინახავს?-ჰკითხა ელას ანერვიულებულმა ლუკამ
-ბოლოს კაბა გავუტანე,მერე აღარ მინახავს,მე მეგონა აქ იყო-ანერვიულდა ელაც
-მამუკა და თეას დაველოდები,მათთან ერთად მოვა ალბათ,ტელეფონს არ იღებს
-აი,მამუკა და თეაც მოვიდნენ,მოდი მათთან მივიდეთ-მათკენ გადაინაცვლეს
-მამუკა,მარია სად არის?-მამუკას სახე აერია და უკვე ფერწასულ თიას გადახედა,სახლი ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით,მარია კი არსად ჩანდა,პასუხიც არავინ იცოდა,არავინ იცოდა სად იყო იგი და საერთოდ რა ხდებოდა
-როგორ,აქ არ არის?
-არა-იუარა ლუკამ
-ნახევარი საათის წინ უნდა ყოფილიყო აქ
-რაღაც შეემთხვა,თორემ ასე არ მომექცეოდა მარია..-ფრუჟერი დალეწა ლუკამ,კამერებმაც და ხალხმაც მისკენ გადმოინაცვლეს,ლუკამ თვალებით ზურაბი მოძებნა და მისკენ დაიძრა მამუკასთან ერთად
-მამა,მარია დაიკარგა!- განაცხადა აცახცახებულმა
-როგორ თუ დაიკარგა,მალე მოვა.-დამშვიდება სცადა მამაკაცმა თუმცა ისიც ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო
-არა,მამა,უნდა ვიპოვო,უნდა ვიპოვო-ერთსა და იმავეს იმეორებდა გონება დაკარგული ლუკა და ნერვულად ისრესდა შუბლს,მერე თითქოს გონს მოეგოო და გაგიჟებული გავარდა
-ლუკა,დამელოდე-აქოშინებული ზურაბი და მამუკა უკან დაედევნა,თიას კი უკვე გული წასვლოდა და ელა და მაია მის გონზე მოყვანას ცდილობდნენ.
-მამა,ვიცი სადაც იქნება ან უკეთესი,ვიცი ვის ეყოლება!-ყვიროდა ლუკა და ცდილობდა ხელით მოეგერიებინა ჟურნალისტები,რომლებიც ათასი სულელური კითხვებით ისედაც მოშლილ ნერვებს კიდევ უფრო უშლიდნენ
-ჟანეტი,ჟანეტს ეყოლება-წამოიყვირა მამუკამ
-ან ლანას,მამუკა,ამ ორიდან,რომელიღაცას უთუოდ ჰყავს და გეფიცებით,არ ვაპატიებ!-ღრიალებდა ლუკა
-საჭესთან მე დავჯდები,ლუკა,ისედაც არ ხარ საღ გონებაზე,ამიტომ აჯობებს გვერდით დაჯდე-წაეშველა ზურაბი და სამივე,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მანქანაში ჩახტნენ...

888
-გამარჯობა,პრინცესა.-მარიას გამოეღვიძა,როდესაც ცივი წყლის ნაკადი დაესხა თავზე და თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა,როდესაც ლანა დაინახა,ირონიულად მომღიმარი,წამოდგომა სცადა,თუმცა ვერ წამოდგა,ხელ-ფეხ შეკრული იყო,თვალები მოავლო იქაურობას და გული შეეკუმშა,მხოლოდ ახლაღა მიხვდა რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილი იყო,უზარმაზარი მიტოვებული შენობა,რომელშიც უამრავი ბოძი იდგა,ერთ-ერთზე კი თავად იყო მიბმული,ათასი სიბინძურით იყო სავსე იქაურობა,მაგრამ ძველი დიდების კვალი კვლავ შერჩენოდათ მოჩუქურთმებულ კედლებს,ეს შენობა ადრე უსათუოდ რაღაც არისტოკრატული დარბაზი უნდა ყოფილიყო,სიცივემ თხემიდან ტერფებამდე დაუარა და ააკანკალა,შიშიც ჩაუდგა თვალებში,თუმცა მაქსიმალურად ეცადა ახლა მისი სისუსტე არ გამოემჟღავნებინა და ირონიულ ღიმილს,ირონიული ღიმილითვე უპასუხა
-როგორ გგონია,ლანა,ლუკა ამ ყველაფერს ასე დატოვებს? ონია თუ მომკლავ ერთ-ორ კვირაში გადავავიწყდები და შენ მოგიყვანს ცოლად? გგონია არ მომომძებნის? იმაზე უფრო მეტად უჭკუო ყოფილხარ,ვიდრე წარმომედგინე-კვლავ სიმწრით გაეღიმა მარიას,თუმცა დამსახურებულად მიიღო სახეზე მუშტი,წამებში გაუსკდა სათუთი ბაგე და მისგან სისხლმა დაიწყო დინება
-შენი თავი დიდი ვინმე ნუ გგონია,ჯერ გაწამებ,შემდეგ კი შენი ლუკას თვალწინ გამოგასალმებ სიცოცხლეს..-ბოროტულად გაიცინა ლანამ,შემდეგ წმით ჩაფიქრდა,თითქოს უკეთეს გამოსავალს ეძებსო,შემდეგ თვალები გაუნათდა,ტაში შემოკრა და ომახიანად განაგრძო- აჰ.. არა,ლუკას თვალწინ რომ მოგკლა შენთვის შვება იქნება,ჯერ ლუკას ვანახებ როგორ იტანჯები,შემდეგ კი ლუკას მოვკლავ,მერე ისევ გაწამებ და საბოლოოდ,როდესაც სიკვდილს ინატრებ და მოკვლას შემეხვეწები,მაშინ იარაღს მოგცემ და საკუთარი ხელით გამოგასალმებინებ სიცოცხლეს,რომ ჯოჯოხეთში მოხვდე და ვერც ცათა სასუფეველი დაიმკვიდრო-კვლავ გადაიხარხარა ლანამ და ერთი ლაზათიანად უთავაზა სახეში
-სულითაც მდაბიო ხარ,ლანა,მეცოდები,ვერასდროს იპოვი სულიერ სიმშვიდეს!
-ბევრს ნუ საუბრობ,საყვარელო,სულ მალე,შენი ლუკაც გიპოვნის,ოღონდ ისე რომ მარტო იქნება და მერე ყველაფერი ჩემებურად წავა
-ნუ გგონია რომ გულ-ხელ დაკრეფილი დავჯდები და აღსასრულის დროს დაველოდები,ნუ გგონია რომ გაიმარჯვებ,შენზე ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ,ლანა!
-სწორედ იმიტომაც ამოყავი აქ თავი-გადაიხარხარა და ქუსლების კაკუნით დატოვა იქაურობა,მაგრამ სანამ გავიდოდა ერთ-ერთს მიუბრუნდა
-მე გვერდით ოთახში ვიქნები,ცოტა დასვენება მჭირდება,დროებით შენთვის დამითმია პრინცესა,ყველაფერი შეგიძლია გაუკეთო,მაგრამ კულმინაციისთვის შემოინახე ის რასაც დაგპირდი-შემდეგ კი გზა განაგრძო...
ერთ-ერთი მათგანი მარიასკენ წამოვიდა,ცივი წყლით სავსე სათლს ხელი დაავლო და კვლავ თავზე გადააწურა,შემდეგ მისკენ ჩაიმუხლა და მოშიშვლებულ ფეხებზე გადაავლო თითის ბალიშები
-როგორ ველი,პატარავ,იმ წამს,როდესაც ჩემი გახდები...-ამოიჩურჩულა და ძლიერად მოუჭირა მარცხენა ბარძაყზე-მარიამ ერთი ამოიგნავლა და გულის რევის შერძნებამ მოიცვა მისი ორგანიზმი
-ვერ ეღირსები,-სახეში შეაფურთხა მამაკაცს,მამაკაცი ამან უფრო გააღიზიანა და სახეში უთავაზა,გოგონას სახე გვერდით გადაუვარდა,თუმცა გონება არ დაუკარგავს,ერთი მტრული მზერა ესროლა მამაკაცს და ეცადა ფეხი გაენთავისუფლებინა მისი ბინძური ხელებისან...
-მშვიდად,ფისო,ასე ვერ მოვრიგდებით,ბოლოს და ბოლოს ამაღამ გრძელი ცხელი ღამე გველის წინ..-გესლიანად ამოუჩურჩულა და მის მკერდს ტუჩებით წვდა,მანამ კი კაბა შემოაფლითა გულ-მკერდის გაყოლებაზე...

888
-გააღა კარები,ლანა,თორემ გადაგწვავთ!- ღრიალებდა ლუკა და კარებზე აკაკუნებდა,თუმცა ხმას არავინ არ სცემდა,არ წყვეტდა მამაკაცი კარებზე ბრახუნს და საბოლოოდ კარები მძინარე ჟანეტმა არ გაუღო,ლუკა მკლავში წვდა ქალს და მრისხანე თვალებით შეხედა
-იცოდე,თქვით სად არის ჩემი ცოლი,თორემ სასწაულს გიზამთ-ქალი შოკირებული უყურებდა მამაკაცს,ბოლოს ხელებში წვდა და თავი გაინთავისუფლა
-ლუკა,კარად ხარ? ან თქვენ რას დამდგარხართ აქ,ქალს სახლში ეჭრებით და თავი კაცები გგონიათ?-ყვიროდა ანერვიულებული ჟანეტი
-ჟანეტ,გაეცი ლუკას პასუხი,სად არის მარია!- ახლა საუბარში მამუკა ჩაერია
-მე საიდან უნდა ვიცოდე,მამუკა,სად არის შენი ქალიშვილი!-გაიკვირვა ჟანეტმა
-ჟანეტ,ჩვენი ბოლო დიალოგი კარგად მახსოვს და დარწმუნებული ვარ ამაში შენი ხელი ურევია!-დასჭექა მამუკას ხმამ
-იცოდე,თუ არ მეტყვით სად არის ჩემი ცოლი შენს ქალიშვილსაც და შენც ისე გამოგასალმებთ სიცოცხლეს ხელიც არ ამიკანკალდება!- იყვირა ლუკამ
-ღმერთო ჩემო-თავში ხელი შემოირტყა ქალმა-არ მითხრა. ღმერთო არაა.-ამოიგნავლა და კედელს მიეყრდნო რომ გული არ წასვლოდა
-სად არის ლანა!- კვლავ განაგრძობდა ლუკა ყვირილს
-არ ვიცი.არ ვიცი-პასუხობდა ჟანეტი
-როგორ თუ არ იცი,არ იცი შენი ქალიშვილი სად არის?-გესლიანად იკითხა მამუკამ
-როგორც შენ არ იცი სად არის შენი ქალიშვილი,ისე არ ვიცი მეც!-მიუგო ჟანეტმა
-ანა-მარიასა და ლანას შორის დიდი განსხვავებაა,ერთ-ერთი ის რომ ჩემი ქალიშვილი გაიტაცეს და დარწმუნებული ვარ ამაში შენი ხელი ურევია!
-ან შენი შვილის!- დაამატა ლუკამ
-ლანა იქნებოდა,მამუკა,გეფიცები,როდესაც დავრწმუნდი თქვენს სიმყარეში გადავწყვიტე მოცილებოდით,თუმცა ლანა ისეა ლუკაზე შეყვარებული...-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც ლუკამ შეაწყვეტინა
-ჟანეტ,ნუ მაცინებ,შენმა შვილმა სიყვარულის მნიშვნელობაც კი არ იცის და ძალიან გთხოვ ნუ ცდილობ დროის გაყვანას,იცოდე თუ იცი მითხარი სად არის და სად ჰყავს ჩემი ცოლი,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,მთელი თბილისის ჩარევა რომ მომიწიოს ამ საქმეში ჩავრევ,ცხრა მთის გადადგმა რომ მომიწიოს გადავდგამ,მიწიდან ამოვთხრი ლანას და ჩემს ცოლს ვიპოვი,ვიპოვი გესმის?-მკლავებში წვდა ქალს ლუკა
-ლუკა,არ ვიცი სად არის,გეფიცები-ამოიკნავლა ქალმა ტკივილისგან
-ჟანეტ არ მჯერა შენი! -არ ნებდებოდა ლუკა
-დამშვიდდი,არავინ არ ჩარიო და ვიპოვი მათ,გეფიცები ვიპოვი,ლანას დავურეკავ,მიპასუხებს
-არ გეტყვის გამორიცხულია,ამით გინდა მინიშნება მისცე მას არა? არა ჟანეტ,ვიცნობ შენნაირ ქალებს,ყველაფერზე არიან შვილის ბედნიერებისთვის წამსვლელი,შვილის კაპრიზებისთვის!
-არა,ლუკა,გეფიცები,ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცები ვიპოვი და მარიას უვნებელს დაგიბრუნებთ
-თუ არ იცი სად არიან საიდან იპოვნი?-ახლა საუბარში ზურაბი ჩაერია
-ჩემს ხალხს ჩავრევ,ოღონდ ზედმეტ ხალხს ნუ ჩარევთ თქვენ,მე ლანას დავურეკავ და სანამ ტელეფონით მას ვესაუბრებოდე იქნება ჩემი ხალხი იპოვის მის ადგილსამყოფელს-ლუკამ დაეჭვებით შეხედა ჯერ მამუკას,შემდეგ ჟანეტს,უნდოდა რაღაც იმედისმაგვარი დაენახა -მენდე,ლუკა,ამ ერთჯერ მენდე,არ მივცემ ლანას უფლებას საკუთარი და გამოასალმოს სიცოცხლეს...-ამოინავლა ჟანეტმა და მამუკას გადახედა,მამუკას გათეთრებული სახე,კიდევ უფრო გაუთეთრდა და ახლა ის მიეყრდნო კედელს ჟანეტის მსგავსად
-დდაა...სს.?-ამოიბუტბუტა მამუკამ
-ჰო,დას,მაპატიე,არ მინდოდა ასე გაგეგო ყველაფერი..-ამოინავლა ჟანეტმა და ტელეფონს დაუწყო ძებნა,როდესაც იპოვა რაღაც ნომერი აკრიფა და მოუსვენრად დაიწყო ცქმუტვა,მანამ სანამ ტელეფონს უპასუხებდნენ

-მერაბ,შენ ხარ?
-…
-მერაბ,გადაუდებელი საქმე მაქვს,ოც წუთში შენთან ვიქნები ოფისში,ერთი ადამიანის ადგილსამყოფელი უნდა გამიგო
-…
-კარგი,გადმოვდივარ..-ტელეფონი გათიშა და შემდეგ მათ მოუბრუნდა

-ახლავე ჩავიცმევ და წავიდეთ,მერაბი დაგვეხმარება მათ პოვნაში....


888
-ხელი გამიშვი..-ეწინააღმდეგებოდა მარია და ნაკადულის მსავსად სდიოდა ცრემლები
-ამ ჯერზე გადარჩები,მაგრამ ნუ გგონია რომ ამაღამ ხელიდან დამისხლტები,ლუკას ნაცვლად ჩემს მკლავებში იგორავენ-მხოლოდ მაშინ გაეცალა გოგონას მმკერდს,როდესაც ჩალურჯებებისგან გული იჯერა,როდესაც მარიამ მკერდზე დაინახა,ცრემლების ახალმ ნაკადმა იწყეს სვლა და ყველა ის ნაწილი,სადაც უცნობის ტუჩები შეეხო აეწვა,აეწვა და შესძულდა,საკუთარი თავიც შესძდა,რადან ლუკას ნაცვლად მის მკერდს ეს უცნობი შეეხო,როდესაც მარტო დატოვეს ოთახში და რამდენიმე წუთიანი ხსნა მიანიჭეს ხელახლა დაიწყო ტირილი და ძველი მოგონებების გახსენებას შეუდა,არადა როგორ ეგონა საათების წინ რომ ბედნიერი იქნებოდნენ ერთად...
ახლა წესით დანიშნულები უნდა ყოფილიყვნენ,ეს კი რომელიღაც სოროში აგდია და მოძალადეებს წინააღმდეგობასაც კი ვერ უწევს იმდენად დასუსტებულია...
კვლავ გაიბრძოლა,იქნებ სადმე შეცდომა მოუვიდათო და ჯაჭვი გავწყვიტოო,მაგრამ არაფერი გამოვიდა და მიხვდა რომ მხოლოდ იმედი და რწმენაღა შერჩენოდა..
ახლა იგი ვერაფერს გააკეთებდა,ამიტომ იმედოვნებდა,რომ ლუკა იპოვიდა,იპოვიდა და იხსნიდა ამ ჯოჯოხეთისგან,თუმცა ხვდებოდა რომ ხსნის შემთხვევაშიც კი თან დაღად გაჰყვებოდა ეს საშინელი წუთები..
კვლავ ატირდა და შიშისა და სიცივისგან აკანკალდა...


888
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა-სავარძელს ურტყამდა ლუკა ხელს-მე ახლა აქ ვარ და ღმერთმა იცის სად არის მარია,სცივა თუ ტკივა...
-დამშვიდდი,ლუკა,ვიპოვით,გპირდები,შენს მომავალ მეუღლესაა და ჩემს ქალიშვილს ვიპოვით!-ანერვიულებულმა მამუკამ ეცადა ლუკას დამშვიდება
-როგორ დავმშვიდდე,მამუკა,მითხარი,როგორ? როდესაც არ ვიცი რა მოუვლის იმ ავადმყოფ ლანას თავში,ღმერთო,არის კი ცოცხალი მარია?-წამოენთო ლუკა და ობოლი ცრემლი გადმოუვარდა თვალებიდან-არადა დავპირდი,დავპირდი რომ დავიცავდი,რომ ჩემს გვედით დაცულად იქნებოდა,მე კი პირობა გავტეხე,ჯანდაბა,იღრიალა და ღრმად ჩაისუნთქა
-ლუკა,გპირდები,ლანას წინააღმდეგ რომ მომიწიოს წასვლა მარია საღსალამათს დაგიბრუნებ-ტკივილიანი თვალებით გადახედა ჟანეტმა და როდესაც მანქანა დანიშნულების ადგილას გაჩერდა პირველი თვითონ ჩამოხტა მანქანიდან,დანარჩენებიც მას გაჰყვნენ
-მერაბ,ყველაფერი თუ მზად გაქვს ახლავე დავრეკავ,არც ერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება
-ყველაფერი მზადაა,ჟანეტ,შეგიძლია დარეკო.-ქალმა აკანკალებულ ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და შვილის ნომერი აკრიფა,როგორც იქნა რამდენიმე ზარის შემდეგ ლანამ უპასუხა
-ლანა,შვილო სად ხარ?-ხმის დარეგულირებას ეცადა ჟანეტი
-დედა, დღეს თამთასთან ვრჩები,ამიტომ ნუ დამელოდები-იცრუა ლანამ
-ხომ შეგეძლო გაგეფრთხილებინე?-მერაბის მინიშნების მიხედვით აგრძელებდა მასთან საუბარს
-ხო,დედა,მაგრამ მაპატიე,თავიდან ამომივარდა,ახლა უნდა წავიდე არ მცალია-გათიშვას აპირებდა,როდესაც ჟანეტმა შეაჩერა
-ლანა,მოიცადე...-დადუმდა ქალი,დროის გაწელვას მაქსიმალურად ცდილობდა,რაც ეხმარებოდათ ადგილმდებარეობის დადგენაში
-რა გინდა ,დედა?-უყვირა ლანამ
-შვილო,იმიტომ დაგირეკე რომ,ვიფიქრე ნერვიულობდი.. დღეს ხომ მარიასა და ლუკას ნიშნობაა..-ამოიჩურჩულა ჟანეტმა და,როდესაც მერაბის აწეული ცერა თითი დაინახა მიხვდა რომ საქმე წარმატებით შეასრულა
-დედა,არაფერია,ყველაფერი კარადაა,ახლა წავედი..-პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა ლანამ
-მერაბ,მითხარი რომ აქვე ახლოსაა-ამოიგმინა ჟანეტმა
-ძალიან ახლოს-მისამართი ფურცელზე დაუწერა მათ და ისნიც მეყსეულად გამოვარდნენ გარეთ და კუთვნილი ადგილები დაიკავეს მანქანაში,მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალური სისწრაფით მიდიოდნენ გზა გაიწელა,მაგრამ როგორც იქნა მივიდნენ დანიშნულების ადილამდე და მანქანა ოდნავ მოშორებით შეაჩერეს,ლუკა სანამ გადმოვიდოდა ჟანეტს მიუბრუნდა
-იცოდე,თუ საჭირო გახდა ვისვრით! არც გაბედო ჩვენი ღაალტი! -საჩვენებელი თითი დაუქნია და მანქანიდან ჩამოხტა,მიუხედავად იმისა რომ ლანა ჟანეტის ერთადერთი შვილი იყო,იგი ხვდებოდა რომ მას უკვე ზედმეტი მოუვიდა და აღარ აპირებდა წარსულის შეცდომების განმეორებას,ისედაც დასაჯა უფალმა ამისთვის...


888
ლანა მარიასთან იყო შესული და ათას საზიზღრობაზე ესაუბრებოდა,როდესაც კარი გაიღო და დარბაზში ლუკა და მამუკა შემოვარდნენ,ლანამ დრო იხელთა და მარიას უკან ბოძს ამოეფარა,იქვე მყოფმა ორმა მამაკაცმა იარაღი მოიმარჯვა და როდესაც ლუკამ დაბეჩავებული მარია დაინახა სიბრაზე ერთი ასად მოაწვა ყელსა და თვალებში,ცხვირსა და ყურში და მთელი ნესტოები დაუწვა,გამწარებული გაექანა მარიასკენ,მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობა გაუწია და ცხვირ-პირში ჩაარტყეს,არც კარგი დღე დაადგა მამუკას,ის იატაკზე წაიქცა,ერთი წამოიკივლა მარიამ
-ლუკა,არა,არა,არა,უკან დაიხიე-ყვიროდა სასოწარკვეთილი გოგონა და მამაკაცს ეხვეწებოდა რომ უკან წასულიყო
-არ დაგტოვებ,მარია,მე შენ დაგპირდი რომ სიცოცხლის ფასადაც დაგიცავდი,ასეც იქნება,არ შევარჩენ ამ ნაგვებს შენდამი ასეთ მოპყრობას
-რაო,ლუკა,რას გვიზამ? ვერაფერსაც ვერ გვიზამ,იცი რა მაგარი საცოლე გყოლია? როგორი გემრიელი,როგორ კვნესოდა,როდესაც მის მკერდს ვეხებოდი-ლუკასთვის ეს უკვწე მეტისმეტი იყო და მისკენ გაექანა,ისევე როგორც მამუკა მეორესკენ, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა,ამასობაში ლანამ დრო იხელთა და ერთი ბოძიდან მეორესკენ გადაინაცვლა და იმას ამოეფარა,ასევე დრო იხელთა ზურაბმა და მარიასკენ გაიქცა,დანა ამოიღო და თოკები გადაუჭრა,იქედან უნდა გაეყვანა,როდესაც ორჯერ გაისმა გასროლის ხმა,ერთი ტყვია ერთ-ერთ მამაკაცს მოხვდა,რომელის მამუკას ებრძოლებოდა და იგი უგონოდ წაიქცა,ხოლო მეორე ლუკას მხარში და ძლიერად შებარბაცდა,თუმცა მარიას თვალებმა ძალა შემატეს და ფეხზე წამოდგა,ფეხებს შუა ამოარტყა მამაკაცს და ახლა თვითონ ესროლა,ისიც თანამზრახველის მსგავსად წაიქცა უგონოდ და როდესაც ლუკა განადგურებული და ნაწამები მარიასკენ წავიდა,ლანას სიტყვებმა გააჩერეს შუა გზაზე
-არც ერთი ნაბიჯი არ გაგდადგა,თორემ მოგკლავ..-ლუკა ლანასკენ შებრუნდა,რომელიც კარებისკენ ზურგით იდგა და ამრეზით გადახედა
-დავიჯერო მესვრი? შენ ხომ ამბობ რომ გიყვარვარ?!
-სადაც ამდენი რამის გაკეთება შევძელი,იქ შენი მოკვლაც არ გამიჭირდება-იარაღი გადატენა ლანამ და ის-ის იყო უნდა ესროლა,როდესაც ზურგს უკან მოესმა იარაღის გადატენვის ხმა და როდესაც მიბრუნდა უკან იარაღით ხელში ჟანეტი დახვდა
-ჟანეტ?
-დააგდე იარაღი და გამომყევი
-შენ,შენ ჩამიშვი არა,!
-დედას როგორ ესაუბრები-საუბარში მამუკა ჩაერია
-ის დედაჩემი არ არის,ის შენი საყვარელი იყო,რომელსაც სულ მალე გამოვასალმებ დაშვებული შეცდომისთვის სიცოცხლეს-ახლა იარაღი ჟანეტს დაუმიზნა და სანამ ორივეს ტყვია მოხვდებოდა მანამ ჟანეტმა მოასწრო თქმა
-მართალია,შენ ჩემი შვილი აღარ ხარ,შენ მონსტრი ხარ,რომელადაც მე გაქციე და ამისთვის მზად ვარ დავისაჯო,მაგრამ შენი ამ ქვეყნად ყოფა ხელს შეუშლის სხვა ადამიანებს,ამიტომ შემინდე უფალო..-და სანამ ტყვია მოხვდებოდა პირდაპირ გულში,მანამ მოასწრო სასხლეტზე თითის გამოკვრა და აგრეთვე სანამ ტყვია გაუპობდა გულს,მანამ ქალიშვილის მტრულმა მზერამ გაუპო გული..
დედა-შვილი ერთდროულად წაიქცა და ერთდროულად გამოესალმნენ სიცოცხლეს...
ლუკამ ზურგი აქცია მათ და მარიასკენ გაიქცა,წამის მეასედებიც კი საუკუნედ გაიწელა და როდესაც გოგონა თავის მკლავებში დაიგულა ისე ძლიერად მოუჭირა მკლავები,რომ მთელი ჯარი რომც შეგესიათ მაინც ვერ შეძლებდით მათ დაშორებას...

888
ერთი თვის თავზე კი იქორწინეს...
მათი ქორწილი იყო გრაციოზული,სწორედ ისეთი როგორიც მათ წყვილს შეეფერებოდა...
-როგორც იქნა მომეცა საშუალება შენი სხეული დავაგემოვნო,სექსუალურო ქერავ..-ამოიჩურჩულა მარიას ლავიწთან მამაკაცმა და მსუბუქად უკბინა,გოგონამ ერთი ამოიკვნესა და სახეზე ალმური აედო,მამაკაცმა გადახედა გოგონას აწითლებულ ღაწვებს და სიამაყით ჩაიბუტბუტა- რომ იცოდე როგორ მაკარვინებს ჭკუას ის ფაქტი,რომ ჩემს ყოველ ბილწ ქათინაურზე შენ და შენი სხეული ასე რეაგირებს..-კვლავ განაგრძო სასურველი საქმის კეთება,მაგრამ შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო და თავი წამოყო
-მიყვარხარ,მოსამსახურის ქალიშვილო.
-მეც მიყვარხარ,თავხედო ერისთავო..


დ ა ს ა ს რ უ ლ ი


------
შეიძლება ისეთი არ იყო,როგორსაც ელოდით,მაგრამ ყველანაირად ვეცადე მოგწონებოდათ.
ველი შეფასებას.
იცოდეთ რომ ნამდვილი სიყვარული ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს და უგონოდ შეყვარებული ადამიანები ერთმანეთისკენ დასაბრუნებელ გზას აუცილებლად იპოვნიან!
მიყვარხართ
მიყვარხართ
და
კიდევ
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Lana Tomlinson

არ ვიცი ამ მოთხრობაზე დაწერილი მაქვს თუ არა კომენტარი მაგრამ ახლა ვამბობ,ეს მოთხრობა ჩემთვის საუკეთესო მოთხრობების სიაში შედის. მსიამოვნებდა თითოეული სიტყვის კითხვა ამ მოთხრობაში.ყველა პერსონაჟი ისე მოიტანე ჩემამდე როგორც საჭირო იყო და ვფიქრობ დასასრულიც ასეთი უნდა ყოფილიყო.გელოდები ახალი მოთხრობით. ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Teo...

Martla dzalian momewona da ratqmaunda siyvaruls yvelaferi sheuzlia.guli damawyda rom damtavrda.velodebi shens axal istorias.warmatebebi.

 


№3 სტუმარი nini

dzaliann magari iyo.

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaauuu yvelaze magariii iyooo bravooo
--------------------
G.ke

 


ძალიან კარგი იყო უზომოდ მაგარია მადლობა
--------------------
romantikosi mwerali

 


№6  offline წევრი Pepper

Kargi dasasruli iyo namdvilad <3

 


№7  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნ მომეწონააა მომენატრება

 


№8  offline წევრი natia-natia

ვოვ ძალიან მაგარი იყო მაგარი გოგოხარ ცელოდები ახალ ოსტორიას

 


№9  offline მოდერი Eleniko13

არ მიყვარს ბედნიერი დასასრული,
მაგრამ შენს ისტორიებში ასე რომ არ მოხდეს, ალბათ შევიშლები.
ვგიჟდები შენზე, ძალიან ლამაზად წერ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ახალს ველოდები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10  offline მოდერი Nina))

როგორ გამახარეთ,გოგონებო,თქვენ ვერ წარმოიდგენთ! <3
ბევრს ნიშნავს თქვენი სითბო და სიყვარული ჩემთვის..
მიყვარხართ მართლაა <3
ახალ ისტორიას რაც შეეხება,ცოტა ხანი ალბათ ვერ დავბრუნდები,შეშლილი გრაფიკი მაქვს და საღამოობით ვერ ვახერხებ ძილსაც კიი..
სადაც თავს ვდებ იქ მეძინებაა wink
ამიტომ ცოტა ხანს შევისვენებ.
მიყვარხართ
და
კიდევ მიყვარხართ!
მანამ შეგიძლიათ ჩემს ძველ სრულ ისტორიებს გადაავლოთ თვალი ^_^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№11  offline წევრი Salinoza

DzaIian magari gogo xar!❤ umagresia istoriaiko umagresia dasasrulit❤ mikvars sheni istoriebi da mikvarxar shen!❤

 


№12  offline მოდერი Nina))

მადლობა საყვარელო,მეც მიყვარხარ! ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№13  offline მოდერი ენემი

საოცრება ისტორია საორება ავტორით heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent