შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 9 თავი


8-03-2016, 13:02
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 980

ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია კარის დაკეტვა, შემეშინდა რომ ოთახში მარტო მყოფი საკუთარ თავს რამეს ავნებდა. ძალიან მიჭირდა მისი ტკივილის ატანა. კართან ვიდექი და ემოციებისგან გადაღლილს ცრემლიც აღარ ჩამომდიოდა. ტკივილი, ბოღმა და უუნარობის შეგრძნება ძვალსა და რბილში მივლიდა. ბოლოს გამოვბრუნდი, სამზარეულოში გავედი, მაგარი ყავა გავაკეთე და მასთან დავბრუნდი. ოთახიდან ირაკლის ჩახლეჩილი ხმა ისმოდა, რაღაცას ყვიროდა. კარი ფრთხილად შევაღე, ფანჯარასთან იდგა, შუბლი მინისთვის მიედო, ღრმად სუნთქავდა, უფრო ქშინავდა. საწოლიდან ქვეშაგები დაბლა მოესროლა, ოთახში ქაოსი იყო. ფინჯანი რაფაზე დავუდგი და გამობრუნებას ვაპირებდი ხელი, რომ აჰკრა ფინჯანს და ცხელი სითხე მკლავზე გადამესხა. ტკივილისგან ხმამაღლა დავიკივლე, ავტირდი. შეშინებულმა მკლავში ხელი ჩამავლო და სამზარეულოში გამიყვანა, ისე მტკიოდა ლამის გული წამსვლოდა, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ირაკლი დამნაშავის თვალებით მიყურებდა, საშინლად დაღლილი და გამოფიტული იყო, მაგრამ ჩემმა ტკივილმა თითქოს გონს მოიყვანა. სულს მიბერავდა, მამხნევებდა, ბოდიშს მიხდიდა და თავის თავს ლანძღავდა. ტკივილი სულ დამავიწჯდა, როცა მისი ცვლილების და შიშის მიზეზს მივხვდი, ჩემზე ნერვიულობდა. დამწვრობის მალამო თავისი ხელით წამისვა და ხელიც შემიხვია.
- მაპატიე, - ჩემს გვერდით იჯდა და შეხვეულ ხელს დაჰყურებდა. - ხო,ხედავ რა ცხოველი ვარ... ახლა დარწმუნდი, რომ შენთვის ბევრი რამის დაშავება შემიძლია?
- არც კი ცდილობ, რომ ამ ცხოველს შეეწინააღმდეგო, ირაკლი, მე ვიბრძვი შენს გამო, შენ კი საკუთარი თავის გამოც არ შეგიძლია ბრძოლა. - მისთვის აღარც შემიხედავს, ისე წამოვდექი და კარისკენ წავედი, ის იყო გასვლას ვაპირებდი, კიდევ რაღაცის მსხვრევის ხმა შემომესმა, გულმა არ მომითმინა, ისევ გადავაბიჯე საკუთარ თავმოყვარეობას და მასთან დავბრუნდი. ქარბორბალასავით ტრიალებდა ოთახში, ყველაფერს ლეწავდა, იატაკზე ისროდა, კბილებს ახრჭიალებდა. მოულოდნელად ჩემს თვალებს გადააწყდა, ჩამუქებული ღამესავით შავი თვალები, მე რომ ასე მატყვევებდა და მოსვენებას მიკარგავდა, გასწითლებოდა, ჩემკენ წამოვიდა, არ გავნძრეულვარ.
- ესე იგი, შენ ჩემს გამო იბრძვიი? - საშინელი, ცინიკური ხმა ამოუშვა ყელიდან და ორივე ხელით მეცა. გამეტებით, მთელი უხეშობით მკოცნიდა, უტიფრად, საზიზღრად მიფათურებდა ხელებს. მაშიშვლებდა, ვგრძნობდი როგორი ჟინით ცდილობდა რამე დაეშავებინა, ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის, ცდილობდა გავენადგურებინე, მამცირებდა, ისე როგორც ქუჩის ქალს, თავისი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობდა. მე არ ვეწინააღმდეგებოდი, არაფერს ვაკეთებდი, ის კი ისე მტკენდა, ისე მაწვალებდა... ხელი მკრა, საწოლზე დავეცი, მაგრამ არ შემშინებია, წამოწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი... ირაკლი ზემოდან მომექცა, ორივე ხელი გამიკავა და თვალებში ჩამაშტერდა.
- ესე იგი, არ გეშინია ჩემთან ყოფნის, არა? - ახლა ირაკლი კი არა, საშინელი მონსტრი მიყურებდა, რომელიც ასე მოქცევით ცდილობდა საკუთარ სიტყვებში დავერწმუნებინე. ხელი გავითავისუფლე, წელზე შევეხე, ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა აკანკალებული სხეული, მერე მეორე ხელიც გამოვაძვრინე მისი თითებიდან და ახლა უკვე ორივე ხელით შევეხე, გატყდა, მოეშვა, თუმცა მაინც ზემოდან დამცქეროდა. იდაყვებს დავეყრდენი და წელი წამოვწიე, თავი ახლოს მივუტანე, სახეზე ვგრძნობდი მის აჩქარებულ სუნთქვას. თვალებში ვუყურებდი, მინდოდა მისი ყურადღება მიმეპყრო, ძალიან ნაზად, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, ვაკოცე, პირველად ჩემი ინიციატივით, ამყვა, ხელები წელში შემიცურა. თითქოს ჩვენში აფეთქება მოხდა, ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, არამარტო ირაკლი მეც ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ სურვილებს. ირაკლი არ ყოფილა ნაზი, არც მე მდომია სინაზე. ის სურვილს იკმაყოფილებდა, მე ვეხმარებოდი, თუმცა არა, ეს მეც მინდოდა, საშინლად მინდოდა, ვერ ვიტყვი, რომ მე მისი მსხვერპლი ვიყავი, პირიქით თავად ვუწევდი მის საქციელს პროვოცირებას. არეულ ოთახში, არეული, ვნებამორეული ხმები ისმოდა. მტკიოდა? იმდენად რამდენადაც სიამოვნებას შეუძლია ტკივილის მოყენება. ჩემი სხეული ბრძოლის ველს დაემსგავსა, ნატკენი ხელებით, დალურჯებული ადგილებით, ცრემლებით, უკიდეგანო ვნებით, მოცახცახე თითებით. ყველაზე არანორმალური, მტკივნეული, მაზოხისტურად სასიამოვნო გრძნობით. ჩვენ არ ვეკუთვნოდით საკუთარ თავს, ჩვენ სურვილების მონად ვიქეცით, სურვილმა გაგვაერთიანა, გაგვამთლიანა, მე მისი-ის ჩემი, გახელებამდე, გაგიჟებამდე მისული აღტკინებული სხეულები.
ირაკლის ძლიერი ხელები ყელზე შემომეჭდო, მიჭერდა დახრჩობამდე, მეშინოდა, მაგრამ უარესად ვხელდებოდი, ის მე მიჭერდა, მე მას, ჩემში შემოსულს. ჩვენს სხეულებს არცერთი წუთით არ შეუწყვიტავთ ერთმანეთის დამორჩილება, ეს არ ყოფილა ნორმალური, ეს არ ყოფილა ის რაზეც ვოცნებობდი, ამაზე არ ოცნებობენ შეყვარებული გოგოები. შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს ასეთი პირველი სექსი. შეუძლებელია ასეთ დროს ვინმემ ამდენად იგრძნოს ერთიანობის არსი, წყურვილი, ვნება, სხეულის ენა. შეუძლებელია ასე გაანადგურო, გაქელო, დაამცირო და ამავდროულად სიამოვნების ჭაობში ჩაახრჩო. ატკინო, ასიამოვნო, ბედნიერიც გახადო და უბედურიც, მოკლა და მკვრეთით აღადგინო, დასცე და აღამაღლო, გიყვარდეს და გძულდეს, ტკენდე და თავად ურჩენდე იარებს, ატირო მიღებული სიამოვნებისგან და ტკივილისგან.
აი ,რა გააკეთა ირაკლიმ. აი, რა შეუძლია ადამიანს, როდესაც სურს. მერე იყო დამშვიდებული, ნდომადაკმაყოფილებული, ერთმანეთზე მისვენებული, გაოფლილი,ძალაგამოცლილი სხეული, ჩამცხრალი ვნებები, ნაზი კოცნა, მისი ხელი ჩემს მუცელზე, ჩემი თავი მის მკერდზე.
- ღამემ უსაშველოდ შავმა,
დილის სურნელოვან თმებში,
ძალა იხმარა და აჰყვა,
ამ დღეს მეწამული ფერი...
შენ, თუ გგონია რომ წავალ,
ალბათ არ გცნობივარ კარგად,
სხეულს შეუძლია მოგცეს,
მაგრამ სულაც არ მსურს დაცდა.
დილის სურნელივით სპეტაკს,
შეგრჩა მხოლოდ ჩემი სუნთქვა,
მარტო მაგ თვალებით მიცქერ
''სულ რომ არ მალავენ სევდას.''
როცა ადგები და წახვალ,
სურვილს განასხვავებ გრძნობით,
ღამეს დაივიწყებ,რადგან
არ მსურს მეტი მოგცე გული.



პ.ს.ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასე დაგვიანებისთვის,თან პატარა თავისთის,მაგრამ მართლა ვერ ვწერ, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად მიჭირს. ასე ძალიან არც ერთი მოთხრობის დაწერა არ გამძლენებია. ვაღიარებ ყოველი ახალი თავი იმდენ ენერგიას მართმევს, მცლის...
პ.პ.ს. ლექსის ავტორი მე ვარ, სრულიად გამოუცდელიამ ჟანრში და გთხოვთ მკაცრად ნუ შემაფასებთ.



№1 სტუმარი .............

bodishi migebulia ;;;

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვფიქრობ და არ ვიცი რა გითხრა.
ღირხარ ლოდინად.
დანარჩენი უკვე ნათქვამი მაქვს ყველაფერი.
ისეთი სევდიანია, მაგრამ ისეთი მაგარი...

 


№3  offline წევრი kora

სევდიანი და ბევრის მთქმელი ისტორიაა, კითხვისას მთელს ჩემს ემოციებს მართმევს, შეუძლებელია ისე უბრალოდ წაიკითხო და არაფერზე არ დაფიქრდე... იცი, რას ვფიქრობ ახლა? - ალბათ ასე რომ არ იგვიანებდე და მალ მალე დებდე ახალ თავებს, მგონია გამიჭირდებოდა ამ ემოციების მიღება, გააზრება და გათავისება... დრო და შუალედი ნამდვილად სჭირდება ამის წაკითხვას, ერთბაშად ამდენი ტკივილის და სევდის გაზიარება გაცილებით რთული იქნებოდა.
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. იცი, რომ ყველა შენი ისტორია მიყვარს და მოჯადვებული ვარ. მაგრამ, ეს ისტორია იმდენად ემოციური, იმდენად განსხვავებული და გულშიჩამწვდომია, რომ განსაკუთრებულად მიყვარს.
--------------------
kira.G

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
სევდიანი და ბევრის მთქმელი ისტორიაა, კითხვისას მთელს ჩემს ემოციებს მართმევს, შეუძლებელია ისე უბრალოდ წაიკითხო და არაფერზე არ დაფიქრდე... იცი, რას ვფიქრობ ახლა? - ალბათ ასე რომ არ იგვიანებდე და მალ მალე დებდე ახალ თავებს, მგონია გამიჭირდებოდა ამ ემოციების მიღება, გააზრება და გათავისება... დრო და შუალედი ნამდვილად სჭირდება ამის წაკითხვას, ერთბაშად ამდენი ტკივილის და სევდის გაზიარება გაცილებით რთული იქნებოდა.
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. იცი, რომ ყველა შენი ისტორია მიყვარს და მოჯადვებული ვარ. მაგრამ, ეს ისტორია იმდენად ემოციური, იმდენად განსხვავებული და გულშიჩამწვდომია, რომ განსაკუთრებულად მიყვარს.

ჩემო გოგო,როგორ კარგად გესმის ჩემი...წარმოიდგინე მე როგორ მიჭირს,მართლა ყველაფერს ვდებ და ვცდილობ რომ ის ემოცია რაც მაქვს დაგროვილი ბოლომდე ჩავდო,ისე რომ თქვენს გულში შჶაღწიოს.მადლობა თუ რაღაცას გიტოვებთ,ესაა ყველაზე კარგი რამ რაც შეიძლება გამეკეთებინა,დავწერო ისე,რომ თქვენ დაგიტოვოთ.

lullaby
ვფიქრობ და არ ვიცი რა გითხრა.
ღირხარ ლოდინად.
დანარჩენი უკვე ნათქვამი მაქვს ყველაფერი.
ისეთი სევდიანია, მაგრამ ისეთი მაგარი...

მარიამ,მადლობა კიდევ ერთხელ,შენ რომ არა ბევრ რამეს ვერ შევძლებდი.

 


№5  offline წევრი gogincha

კარგი იყო, მადლობა შენ ამისთვის, მადლობა ამ ემოციისთვის რასაც ჩემში იწვევს შენი პერსონაჟები, ალბთა სწორია მართლა ღირდა ლოდინი ამ ემოციის მისაღებად. წარმატებები

 


№6 სტუმარი Teo..

Dzalian gamexarda rom gamohdi.suli amiforiaqa am patara tavma.sheudarebeli xar.

 


№7  offline წევრი kaxelii

საოცრებაააა ეს ისტორია. არ ვიცი ესეთი იმოციით როგორ წერ, ძალიან ემოციური და ტკივილით სავსეა. ბრავო! მეტი რა მეთქმის ძალიან მაგარი ხარ

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ისევ არ აძლევ შენს გმირებს შენს გარეშე მოქმედების უფლებას, კი არადა გასაქანსაც კი wink . ყველგან "შენ" ხარ, მხოლოდ "შენ". ამიტომ ვამსგავსებ ყველა შენს ისტორიას ერთმანეთს.

 


№9 სტუმარი მიკა

როგორ გაბანალურდა ეს ისტორიაც..ამდენი ხანი როცა ალოდინებ ხალხს,ეგებ ნება იბოძო და წესიერი რაღაც მაინც დაწერო? და თუ წერის შნო არ გაქვს,ვერც მალ-მალე დებ და ვერც თავებს ზრდი,მაშინ საერთოდ შეეშვი რა წერას.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მიკა
როგორ გაბანალურდა ეს ისტორიაც..ამდენი ხანი როცა ალოდინებ ხალხს,ეგებ ნება იბოძო და წესიერი რაღაც მაინც დაწერო? და თუ წერის შნო არ გაქვს,ვერც მალ-მალე დებ და ვერც თავებს ზრდი,მაშინ საერთოდ შეეშვი რა წერას.

მიკა
როგორ გაბანალურდა ეს ისტორიაც..ამდენი ხანი როცა ალოდინებ ხალხს,ეგებ ნება იბოძო და წესიერი რაღაც მაინც დაწერო? და თუ წერის შნო არ გაქვს,ვერც მალ-მალე დებ და ვერც თავებს ზრდი,მაშინ საერთოდ შეეშვი რა წერას.

მადლობა, საინტერესოა wink

grafo
ისევ არ აძლევ შენს გმირებს შენს გარეშე მოქმედების უფლებას, კი არადა გასაქანსაც კი wink . ყველგან "შენ" ხარ, მხოლოდ "შენ". ამიტომ ვამსგავსებ ყველა შენს ისტორიას ერთმანეთს.

არადა,საერთოდ არ ვარ ამ ისტორიაში მე love

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

[quote=grafo]ისევ არ აძლევ შენს გმირებს შენს გარეშე მოქმედების უფლებას, კი არადა გასაქანსაც კი wink . ყველგან "შენ" ხარ, მხოლოდ "შენ". ამიტომ ვამსგავსებ ყველა შენს ისტორიას ერთმანეთს.[/quote]
არადა,საერთოდ არ ვარ ამ ისტორიაში მე love[/quote]

საკუთარ თავს არწმუნებ ამაში თუ მე?:)))). მაშინ წაიკითხე შენი ყველა ისტორია, ბოლოს ეს და მიხვდები რადაც ვგულისხმობ.

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

მომწონს ისევ ისე როგორც პირველი თავი მომეწონა ჩემთვის ინტერესი არ დაუკარგავს ,პირიქით უფრო მეტად მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებ. ემოციის კასკადს რომ ვიღებ ეგ ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ , ზოგადად ემოციური არ ვარ და მაინც აღვიქვამ იმ ყველაფერს რისი გადმოცემაც გსურს , არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ისტორიამ, თუნდაც ერთი აბზაცი დაწერო, ემოცია არ აღზრას და უბრალოდ ჩაიკითხო მითუმეტეს ბანალური უწოდო . ყველას თავისი აზრი აქ მე კი ძალიან მომწონს და ისე შევდივარ გმირების მდგომარეობაში მეშინია დიდი თავი არ დაწერო და რამე არ დამემართოს კითხვის დროს wink wink wink
იმედი მაქ სისუსტეს დააძლევიებ ჩემს ბიჭს და ბრძოლას გააგრძელებს ...
შენზე ვგიჟდები მე და ყველა ისტორია მომწონს love

 


№13  offline წევრი teddy))

Getanxmebi amis dawera rtulia tam ase gadmoscem yvelafers :*dzalian momewona! Veli shedeg tavs! Mirchevnia gvalodino da aseti iyos titoeuli tavi aseti chamwvdomi, grma... Leqs rac shexeba namdvilad kargia :* warmatebebi da dzalian momwoons! Adamaini amas rom waikitxavs patara dozit mainc dapiqrdeba imaze shen rom yofiliyavi am gogonas adgilas... Dzalian kargiaaa! :*

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teddy))
Getanxmebi amis dawera rtulia tam ase gadmoscem yvelafers :*dzalian momewona! Veli shedeg tavs! Mirchevnia gvalodino da aseti iyos titoeuli tavi aseti chamwvdomi, grma... Leqs rac shexeba namdvilad kargia :* warmatebebi da dzalian momwoons! Adamaini amas rom waikitxavs patara dozit mainc dapiqrdeba imaze shen rom yofiliyavi am gogonas adgilas... Dzalian kargiaaa! :*

ანი,მადლობა საყვარელო,მიხარია თუ ეს შევძელი.ნამდვილად მინდოდა თქვენც გეგრძნოთ ეს ყოველივე

 


№15  offline წევრი მეგი

ამ grafo-ს რა უნდა შენგან ვერ ვხვდები :-D
შენ ხარ საოცრად ნიჭიერი ადამიანი:-*:-*

 


№16  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მეგი
ამ grafo-ს რა უნდა შენგან ვერ ვხვდები :-D
შენ ხარ საოცრად ნიჭიერი ადამიანი:-*:-*

ცუდი არაფერი...

 


№17  offline წევრი Shokoladi :D

ღმერთმა იცის მერამდენედ ვკითხულობ მაგრამ ის ემოცია არ მინელდება... ხოო პატარა ვარ. ბევრი ამბობს რომ ესეთ რაღაცას ბავშვი ბოლომდე ვერ გაითავისებსო მაგრამ როგორც დედა ამბობს მე დიდი ბავშვი ვარ რომელიც აღფრთოვანებულია შენით.... ათასჯერ წავიკითხავ და ვიცი იგივე ვიგრძნობ ... აი რა შეგიძლია შენ და რა საოცარი მწერალი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent