შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია კიდევ ენდო 9


8-03-2016, 13:19
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 515

ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და საკანში წაიყვანეს.მთელი ღამე ბოლთას სცემდა.ვერა და ვერ წყნარდებოდა.ოთხკედელში გამომწყვდეულს სხვა რა შეეძლო,მხოლოდ თავის თავს ელაპარაკებოდა:ხვალ აქიდან აუცილებლად უნდა გავიდე.უნდა გავიდე,მოვძებნო და ჩემი ხელით მოვკლავ იმ,იმ კახ...ს.არ უნდოდა ელენეს ცუდად მოხსენიება,მაგრამ სხვანაირად არ გამოსდიოდა.ჩემი ბიწი,ჩემი პატარა,როგორ გაბედა გაბრიელი წაყვანა.ვიპოვნი,ბავშვს წავართმევ და მოვკლავ. სანდრო გიჟს გავდა,ან რა დააწყნარებდა.ამასობაში კი ბიჭებმა ყველა ფეხზე დააყენეს.მართალია როდესაც ამბობენ „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“საკმაოდ დიდი თანხის გადახდის შემდეგ მეორე, დღეს,შუადღისას ალექსანდრე თავისუფალი იყო.გარეთ მხოლოდ გიო და ბექა ელოდნენ.გოგოებმა მისი გამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.
-როგორ ხარ ძმა?(გიო)
-შენ როგორ ფიქრობ,როგორ ვიქნები?ასე რამ დაგაბრმავათ ტო?როგორ ვერაფერი ვერ შენიშნეთ და გააკეთეთ ჰა?(ალექსანდრე)
-მართალი ხარ.ძალიან გვიან შევნიშნეთ და ვერც ვერაფრის გაკეთება მოვასწარით.მაგრამ შენ ისე ენდობოდი ელენეს რომ რა უფლება გვქონდა რომელიმეს ეჭვი შეგვეტანა მასში?(ბექა)
-კარგით ხო.ახლა ახლა მომისმინეთ კარგად.აქიდან პირდაპირ ოფისში მივდივარ.თქვენ აეროპორტში,საზღვარზე,საბაჟოზე,სადაც კი შესაძლებელია ყველგან გაარკვევთ რით გავიდა და სად წავიდა ეგ ნაბ...ი,თორემ აი მერე ნახეთ თქვენ.გაბრიელი უნდა დავაბრუნო სასწრაფოდ.მიდით მალე და საღამომდე ყველაფერი გაარკვიეთ.ალექსანდრემ ლაპარაკი დაამთავრა.მანქანაში ჩაჯდა და იქაურობა დატოვა.ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ.
-ბექა ძმაო,მე ასეთი ალექსანდრე არ მინახავს და არც მახსოვს ოდესმე ასეთი ყოფილიყო.
-ზუსტად ასეა.მისი გამოხედვა ისეთი სიძულვილით არის სავსე,შენს ძმობას ვფიცავარ მეც შემეშინდა ტო.ელენეს დარხეული აქვს.
-ამას ლაპარაკიც არ უნდა რომ ეგრე იქნება და სწორედ ამაზე ვნერვიულობ.არ მინდა იმ ბოზ...ს გამო ცხოვრება ისევ ყირაზე დაუდგეს ტო.გახსოვს რეებს აკეთებდა ხოლმე.მგონია უარრსებს ჩაიდენს და ეგ ძალიან მაფიქრებს.ჩვენ უნდა დავასწროთ ელენეს პოვნა.გაბრიელს რომ მივუყვანთ მერე უფრო დაწყნარდება და შეიძლება ელენეს საერთოდ შეეშვას.
-ხოდა მიდი წავედით და დავიწყეთ ძებნა ქალბატონის. ბიჭები წავიდნენ.რაც კი შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს.გაიგეს რომ ელენე ბავშვთან და საყვარელთან ერთად ამერიკაში გაფრინდა.აი აქ კი გაიჭედნენ რადგან იქ წარმოდგენა არ ჰქონდათ სად უნდა ეპოვნათ.საღამოს სანდრომ დარეკა ბიჭებთან და მათთან დაიბარა.ისინიც რათქმაუნდა მივიდნენ.
-რა გაარკვიეთ?(სანდრო)
-ვერაფერი,საერთოდ ვერაფერი გავიგეთ.ალბათ იცოდა რომ ძებნას დაუწყებდი და საბუთები შეცვალა.(გიო)ამას ამბობდა და თან ბექას ისეთი თვალებით გადახედა შენც იგივე თქვიო.
-ხო ძმა,მართლა ასეა.ისევ ვაგრძელებთ მის ძებნას.არ გავჩერდებით სანამ არ ვიპოვით,არ ინერვიულო,სულ მალე ვნახავთ და დავაბრუნებთ პატარა გაბრიელს(ბექა)
-გაბრიელი,ჩემი გაბრიელი,მამას კაცი,როგორ ენატრები მამას რომ იცოდე. სანდროს თვალებში იმხელა ტკივილი ჩანდა რომ ენით ვერ აღწერდი ამას.
-დღეს გამოხვედი ციხიდან და დასვენება გჭირდება.წამოდი სახლში წავიდეთ.სალოს შენი დანახვა ძალიან გაუხარდება.ისე განიცდის ამ ყველაფერს რომ უკვე ადამიანს აღარ გავს.გაითვალისწინე რომ შენს გარდა არავინ ჰყავს და მას ახლა შენი გვერდში დგომა სჭირდება.გოგოა და ის შენსავით ვერ გაუძლებს ყველაფერს.(ბექა)
-ვიცი ძმა ვიცი და ეგ მაგიჟებს,მაგრამ ახლა არ შემიძლია სახლში მისვლა.მინდა აქ ვიყო.მიდი სალოსთან შენ წადი და მე როგორც კი შევძლებ მოვალ.(ალექსანდრე)
-კარგი,ჩვენ წავალთ.დაგირეკავ და მიპასუხე იცოდე.ახლა არეული ხარ და რამე სისულელე არ ჩაიდინო.(ბექა) ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბიჭები წავიდნენ.გიო ნინისთან,ბექა კი სალოსთან წავიდა.სალოს სახლის კარი ღია იყო ამიტომ პირდაპირ შევიდა სახლში.გული შეეკუმშა როდესაც სალომე დაინახა.გოგონა ოთახის კუთხეში იჯდა.ხელები მიხლებზე ჰქონდა შემოხვეული და ტიროდა.ისე იყო გათიშული ბექას შესვლა ვერც კი გაიგო.მაშინვე მივიდა მასთან და მოეხვია გოგოს.
-სალო,პატარავ,ეს რა დღეში ხარ.ნუ ტირი გთხოვ.მე შენთან ვარ დამშვიდდი.
-ალექსანდრე,მას ახლა იცი როგორ სტკივა?იცი როგორ უჭირს?მე მასთან შედარებით არაფერს განვიცდი.ის ჩემი ერთადერთი მაცოცხლებელი არსებაა და იმას რომ ვიცი სტკივა და თან ძალიან,თავს ვერ ვიკავებ,მეც მტკივა მისი ტკივილი.ის ჩემი ძმაა,ჩემი სულის ნაწილი,ადამიანი რომლისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ.სულს ეშმაკს მივყიდო ოღონდ ის იყოს კარგად.ის ამას არ იმსახურებდა.ის ღირსია ბედნიერების.იცი რას ვერ ვხვდები?ასეთი რა ცოდვა გვაქვს ჩადენილი რომ მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯოთ.სანდრო მშობლების სიკვდილის შემდეგ პირველად იყო ბედნიერი.მას რომ ვხედავდი იღიმოდა,ჩემი ყველა ტკივილი სადღაც ქრებოდა.ის არის ჩემთვის დედაც,მამაც,ძმაც და ყველაფერი.მჭირდება გესმის?ის ახლა ოთხკედელშია გამოკეტილი და უმოქმედობისგან ალბათ გიჟს ჰგავს.მასთან მინდა, რომ მოვეხვიო,დავამშვიდო,რომ ვუთხრა,არ ინერვიულო ძამიკო ყველაფერი კარგად იქნებათქო.ამის ნაცვლად კი აქ ვზივარ და ვტირივარ.ყველაზე მეტად ახლა ვჭირდები ჩემს ძმას და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-შეგიძლია დაიკო,ადექი ჩემთან მოდი და ჩამეხუტე,ჩამეხუტე ისე როგორც არასდროს ფერია.მოდი მჭირდები(ალექსანდრე)
-ბექა მგონი გავგიჟდი,მოჩვენებები დამეწყო.დამეხმარე თორემ გავგიჟდები.
-არ გეჩვენება სალიკუნა,ნამსვილად ისაა.შენი სანდროა.მიდი მოეხვიე. გოგომ რომ გაიაზრა ნამდვილად არ ეჩვენებოდა და ეს რეალობა იყო,ფეხზე წამოხტა და ძმას ზედ შეაფრინდა.
-ღმერთო არ მჯერა,აქ ხარ,გარეთ ხარ.ჩემთან ხარ.ღმერთო რა ბედნიერი ვარ.სანდრო შენ მართლა აქ ხარ.ერთიდაიგივე სიტყვებს იმეორებდა და თან ძმას ეფერებოდა,კოცნიდა,ეხუტებოდა.
-დაიკო გთხოვ წყალი მომიტანე რა.სალო მაშინვე სამზარეულოში გავიდა.
-როდის მოხვედი?მე ჯერ კიდევ ოფისში მეგონე.
-არა,ვეღარ გავჩერდი.მეც პირდაპირ სალოსთან წამოვედი და ის რომ ლაპარაკობდა მაშინ შემოვედი სახლში.მადლობა რომ არ დატოვე ძმა.
-რას ამბობ.აბა ერთმანეთი რისთვის გვჭირდება. მალე სალიკუნაც დაბრუნდა და ისევ ძამიკოს მიუჯდა გვერდით.ისევ მის საყვარელ სურნელს გრძნობდა და ბედნიერი იყო იმით რომ ის ისევ მასთან იყო.ამ ღამით ბექაც აქ დარჩა.მთელი ღამე ლაპარაკობდნენ,გეგმებს ალაგებდნენ,რა როგორ უნდა გაეკეთებინათ.ბოლოს სალოს ძმის მკერდზე მიყრდნობილს ჩაეძინა და დილამდე ასე ეძინა.
მეორე დღესაც გნაგრძეს ელენეზე ინფორმაციის მოძიება.აშკარა გახდა რომ ქვეყან ელენემაც და ბავშვმაც სხვა სახელითა და გავრით დატოვეს.ხოლო ის კაცი ვისთან ერთადაც გაქრა,საწრთოდ არავინ იცოდა ვინ იყო.დრო გადიოდა და საკმაოდ სწრაფად.ახალი კი ისევდა ისევ არაფერი იყო.ალექსანდრე ბედს არ ეგუებოდა.ელენე სძულდა მთელი არსებით,ისევე ძლიერად როგორც უყვარდა,მაგრამ შვილი ენატრებოდა და ამ მონატრებას ვერაფერს უხერხებდა.მთელი წელი გავიდა და ყოველდღე სულ ერთიდაიგივეს კეთებაში იყვნენ.საბოლოოდ კი ყველამ ხელი ჩაიქნია.მხოლოდ ალექსანდრეს ხალხი განაგრძობდა მის ძებნას და არც აპირებდა შეწყვეტას სანამ არ იპოვიდნენ. მართალია როდესაც ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო.სანდრო ნელ-ნელა ადამიანს დაემსგავსა.მართალია ამ ტკივილმა სულ სხვა ადამიანად აქცია მაგრამ მაინც ადამიანურ მდგომარეობას დაუბრუნდა.მოკლეთ ყველა ცდილობდა ცხოვრება როგორმე უკეთესი გაეხადათ. ბექა და გიო სანდროს არ შორდებოდნენ.გოგოები ისევ ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდნენ და სწორედ ამ დროს დაიწყო ისევ რაღაც ახალი.საღამოს ბიჭები კლუბში იყვნენ.ბექას ტელეფონზე დაურეკეს,გავიდა და მალევე დაბრუნდა უკან.
-სად იყავი ბიჭო?(გიო)
-არსად აქვე,ტელეფონზე ვლაპარაკობდი.სანდრო შენი დახმარრბა მჭირდება ძმა(ბექა)
-ხო მშვიდობაა,რა ხდება?დაგეხმარები აბა რა.(სანდრო)
-ჩემი ძმაკაცი დათა დვალი ხომ იცით? მისი და დაბრუნდა საქართველოში. ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა და ამიტომ მის სამუშაოდ აყვანას ყველა ერიდება.მას კი დაუჟინია რომ მშობლების ხარჯზე არ ვიცხოვრებო.არც მამიკოს ძმაკაცებთან აპირებს მუშაობას.სხვისგან არაფრით განვსხვადები და პრივილეგიებით მხოლოდ იმიტომ უნდა ვისარგებლო რომ მამაჩემის ძმაკაცთან ვმუშაობო?ნუ მოკლეთ საერთოდ სხვა ტიპია და მისმა ძმამ მთხოვა ახლა იქნებ თქვენ აიყვანოთ სამსახურშიო.სივი ჩვენთანაც ჰქონია გამოგზავნილი.ოღონდ ეს ისე უნდა მოხდეს რომ ვერ გაიგოს ვინმე რომ დაეხმარა.(ბექა)
-ღადაობ?ჩვიდმეტი წლის ლაწირაკის ადგილი გვაქვს კომპანუაში?როგორ ფიქრობ?რა უნდა გააკეთოს აქ პატარა ლაწირაკმა რომელიც ჯერ ცხოვრების აზრზეც არ არის.(ალექსანდრე)
-არ გამიტეხო ძმურად აიყვანე რა.თან ლაწირაკი ნამდვილად არ არის.რაც ვიცნობ სულ მუშაობს.ხომ იცო ამერიკაში უკვე ბავშვობიდან მუშაობენ.მიუხედავად იმისა რომ ძალიან მდიდრები არიან,მისი მშობლების ფულით სრასდროს უსარგებლია.მაგარი გოგოა.არ ინანებ დამიჯერე.ავიყვანოთ სამსახურში რა.სავარაუდოდ ხვალ მოვა გასაუბრებაზე.(ბექა)
-ჯანდაბა,კარგი ხომ მოვიდეს გასაუბრებაზე და ვნახავ.(სანდრო)
-კი არ ნახავ სამუშაოდ უნდა აიყვანო.(ბექა) -კარგი ხო კარგი.რამე საქმეს გამოვუძებნი,ჯანდაბა ახლა ვიღაც თავქარიანი ბავშვის ნერვები მაქვს?(სანდრო)
-ჯიგარი ხარ ძმა.აი ამიტომ მიყვარხარ.ძმაკაცს ეცა და შუბლზე აკოცა.მერე წამოდგა,საუკეთესო გოგო შეარჩია და მასთან წავიდა საცეკვაოდ.ამ დროს კლუბში სალომე მოვიდა.თავისი ძამიკო იპოვნა და გვერდით მიუსკუპდა.
-წამოსვლა ხომ არ გინდოდა და აქ საიდან გაჩნდი ქალბატონო?(გიო)
-სახლში მომწყინდა,სხვათაშორის ნინიც აქ არის,აი შემოვიდა და აქით მოდის.ნინიც მოვიდა და შეყვარებულს მიუსკუპდა.
-ჩემი ბექუნა სად არის?(ნინი)
-ვიღაც ნაშას ეცეკვებოდა და ალბათ ახლა თავის საქმეს აკეთებს.გაიცინა გიომ.სალომ ამის გაგონებაზე თავი ვერ შეიკავა წამოდგა და გავიდა.
-საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდები?(სალო)
-გამოგყვები(ნინი)
-არა არ არის საჭირო მალე მოვალ. ნინი მიხვდა რომ სალოს გულზე მოხვდა გიოს სიტყვები და აიტომ გავიდა.სწრაფად შევარდა საპირფარეშოში და ადგილზე გაშრა.იქ ბექა დახვდა ვიღაც გოგოსთან ერთად რომელიც კედელზე ჰყავდა აკრული და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იყო.ისე ვნებიანად ეფერებოდა სალოს თვალები ცრემლებით აევსო.ბექამ მისი შესვლა ვერც გაიგო.უბრალოდ გოგომ გააჩერა.
-აქ ვიღაც გოგოა და ჩვენ გვიყურებს გაჩერდი.
-ხოდა გვიყუროს,თუ აინტერესებს და ჯერ არ უნახავს ორი ადამიანი როგორ ცდილობს ვნების დაცხრობას სექ...ის საშუალებით მაშინ გვიყუროს.
-გაჩერდი,ის მართლა ჩვენ გვიყურებს,უფრო სწორად შენ და მგონი ტირის.ბექამ ამოიოხრა და გოგოს შეეშვა,შემობრუნდა და სალომეს დანახვას ნამდვილად არ ელოდა. -სალო შენ,შენ აქ რას აკეთებ?
-მაპატიეთ ხელი შეგიშალეთ.მეტი არაფერი უთქვამს ისე შებრუნდა და გასასვლელისკენ გაიქცა.ამჯერად თავი არ შეუკავებია და ცრემლებს გასაქანი მისცა,რომლებიც გზააბნეულები დათარეშობდნენ მის სახეზე.ბექა უკან გამოჰყვა.გოგო ქუჩაში მირბოდა და ვერ გაეგო საით მიდიოდა.უცებ ვიღაცამ ხელი დაავლო და ჩიხისკენ გაათრია.გოგომ რომ შეხედა და მასზე ორი თავით მაღალი მამაკაცი დაინახა,რომელიც აშკარად მთვრალი იყო და წარმოიდგინა გონებაში თუ რა ბინძური აზრები უტრიალებდა გაქცევა სცადა,მაგრამ უშედეგოდ.
-სად აპირებ წასვლას?აქ შენნაირ ლამაზ გოგოა მარტო რა ესაქმება?რომ არ შეგშინებოდა და მარტო არ ყოფილიყავი ამიტომ მოგიყვანე აქ.
-გამიშვით გთხოვთ.ძალიან გთხოვთ.ხმა უკანკალებდა შიშისგან.თუმცა მისი მუდარა უშედეგო იყო,რადგან კაცი მისკენ მიიწევდა,უკვე ხელებით მის წელს შეეხო,რომლებმაც მის თეძოებზე გადაინაცვლა და სალომ კივილი დაიწყო.კივილის საპასუხოდ კი უცნობმა სილა გაარტყა გოგოს,თან ისე რომ გოგო უსულოდ დავარდა მიწაზე.კაცმა კაბა შემოახია და გიჟივით დაახრა გოგოს მკერდს,სწორედ ამ დროს იგრძნო თავში რაღაც მძიმედ რომ მოხვდა და ისიც უგონოდ დავარდა მიწაზე.ბექა მაშინვე სალოსთან მივიდა,მაისური გაიძრო, გიგოს ჩააცვა.მერე ხელში აიყვანა,მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. სალომ თვალები რომ გაახილა და ოთახი ვერ იცნო,მაშინვე გაახსენდა ის კაცი და ისიც რასაც აპირებდა და კივილი დაიწყო.
-არა არ შემეხო,მომშორდი,მომშორდი.გოგო ბოლო ხმაზე კიოდა და ამ ხმის გაგონებაზე ბექა გიჟივით შევარდა ოთახში.სალოსთან მივარდა მოეხვია და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-დამშვიდდი სალო,კარგად ხარ,არაფერი მომხდარა,ნუ გეშინია,ვერავინ შეგეხება.შენთან ვარ პატარავ.მოეხვია და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები.სალომ ის სურნელი იგრძნო,რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა და რომელიც მთელს მის არსებას აგიჟებდა.იგრძნო რომ სწორედ ამ სურნელით იყო გაჟღენთილი ყველაფერი და მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ის ბექას საძინებელში იყო.ლაპარაკი უნდოდა მაგრამ იმდენად სიამოვნებდა ბიჭის შეხება და მისი ჩახუტება,რომ ხმას არ იღებდა.რამდენიმე წუთი ასე იყო ჩახუტებული ბიჭის მკერდს და მერე ცრემლიანი თვალებით ახედა.
-მექა აქ როგორ აღმოვჩნდი?
-ჩემი ბრალია,მაპატიე პატარავ,გთხოვ მაპატიე.მაპატიე რომ ასეთი უსუსური და უძლური ვარ.მაპატიე რომ ასე ნაგავივით ვიქცევი.
მაპატიე რომ ისეთი სუსტი ვარ,რისი მოცემაც შენ გჭირდება იმას რომ ვერ გაძლევ.
-ბექა რას გულისხმობ?
-არ არის პატარავ საჭირო ტყული.აქ მხოლოდ ჩვენ ვართ და ალბათ საუკეთესო დროა ჩვენს შორის ყველაფრის გასარკვევად.ორივემ კარგად ვიცით ერათმანეთის მიმართ რასაც ვგრძნობთ და ეს არ არის ახალი ამბავი.უკვე უფრო და უფრო მიჭირს ამ გრძნობის დამალვა და დაფარვა,არ შემიძლია.მაგრამ არც ის შემიძლია ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო და როგორც შეყვარებული ადამიანები იქცევიან ისე მოვიქცე.მაპატიე ფერია მაგრამ ჩემს გრძნობებზე მეტად ჩემს ძმაკაცს ვაფასებ.ის შემთვის უბრალო ძმაკაცი არაა,ის ჩემი ძმაა.მე ისეთი რამ დავაშავე რომ ამის პატიევა შეუძლებელია,საკუთარი ძმის და შევიყვარე.ამას ის ვერ გამიგებს.ამიტომ მირჩევნია ეს გრძნობა დავმარხო ჩემს გულში ვიდრე ძმა დავკარგო.სალო უნდა შეძლო და დამივიწყო.დაივიწყო ყველაფერუ ჩემთან დაკავშირებული.
-ბექა იცი მაინც რას მთხოვ?ამას ვცდილობ იკვე ხუთი წელია თუ მეტი არა და არაფერი გამომდის.თავს ვერაფერს ვუხერხებ.შენ გგონია არ ვიცი რომ ეს არასწორია?შენ გგონია არ ვიცი რომ ალექსანდრე ამას ვერ გაიგებს?მაგრამ ეს გრძნობა ჩემზე ძლიერია.არ შემწევს ძალა რომ შევეწინააღმდეგო.რა ვქნა არ ვიცი.არა ვიცი.გამოსავალი ისევ ჩემი აქიდან წასვლაა,მაგრამ სანდროს მარტო დატოვება არ მინდა.ცოტახანსაც გავუძლოთ და მერე აქიდან სამუდამოდ წავალ. მანამდე კი მინდა ერთი რაღაც გავაკეთო. გოგონა ფეხზე წამოდგა.მერე ბექასთან ახლოს მივიდა,ხელები სახეზე შეახო და ტუჩებამდე ნელა ჩამოაყოლა.
-სალო არ გინდა გთხოვ.გაჩერდი.
-ეს უკანასკნელია რასაც გავკეთებ.ყველაფერი გასაგებია,ნუ ნერვიულობ ისეთი არაფერი მოხდება უბრალოდ ერთ შენს კოცნას დავიტოვებ სამუდამოდ ჩემთან.ბიჭის ბაგეებს მისწვდა და როგორც იქნა აიხდა ოცნება.მისი ბაგეები შეეხო თავის სანატრელ ბაგეებს და გაიგო მათი გემო.ეს კოცნა არ იყო სალოსთვის პიველი,მაგრამ იყო შეუდარებელი.ისეთი რომელსაც სხვასთან ვერასდროს განიცდიდა.ამ კოცნაში იმხელა გრძნობა და ვნება ჩააქსოვა რომ ბიჭმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია.ისიც აჰყვა კოცნაში.აშკარა იყო რომ სალომე გაჩერებას არ აპირებდა.მანამდე კოცნიდა სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა.
-სალი გეყოფა თორემ ვეღარ გავჩერდები.არ შემიძლია,შეწყვიტე.
-კარგი გავჩერდები.ახლა კი სახლში მიმიყვანე და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება თითქოს არაფერი მომხდარა.ბექამ გოგო მანქანაში ჩასვა.მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია.საკმაოდ გვიანი იყო.ქუჩებიც ცარიელი იყო.სახლთან რომ მიიყვანა სალომე მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა.ბექასთვის არაფერი უთქვამს.ორივე ცუდად იყო.ორივეს უჭირდა მაგრამ ორივეს ასე მიაჩნდა სწორად. მეორე დღეს ბექა სამსახურში მივიდა.სანდრო უკვე იქ იყო.
-დილამშვიდობის ძმა.როგორ ხარ?(ბექა)
-შენ როგორ ხარ?გასუბრებაზე მოვა დღეს ის გოგო?ჩემთან უნდა გაიაროს გასაუბრება და იმედია დროზე მოვა მერე არ მცალია.
-მალე მოვა არ ინერვიულო.
-ბატონო ალექსანდრე გთხოვთ ერთი წუთით წამორძანდით.რაღაც პრობლემაა.შემოყო დივანმა თავი კარში და სანდრო გაიყვანა.სანდრო წავიდა .პრობლემა მალევე მოაგვარა და ოთახიდან გამოვიდა.დერეფანში მიდიოდა,ტელეფონში რაღაცას კითხულობდა და უცებ ძლიერი შეჯახება იგრძნო.
-ჯანდაბა.ხედავთ რა გაკეთეთ?ახლა რა ვქნა.თვალებიდან ვერ იხედებით?ჯანდაბა აქ გასაუბრებაზე ვარ და მითხარით ასეათ ფორმაში ვისთან შევიდე და რომელი ჭკუათმყოფელი ამიყვანს სამუშაოდ?თვალები რისთვის გაქვთ?თვალებს სახლში არ უნდა დატოვება უნდა ატაროთ რომ მსგავსი რამ არ მოხდეს ხოლმე.ისე სწრაფად ლაპარაკობდა გოგო და თან იმდენს რომ ალექსანდრეს ხმის ამოღებაც არ აცადა.ბიჭი გაოცებული უყურებდა მასე გაცილებით დაბალ,შავგრემან,მწვანეთვალება გოგონას,რომელიც ისეთი გაცეცხლებული იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
არაფერი უთქვამს სანდროს იქიდან ისე წამოვიდა.
-ბოდიში მაინც მოგეხადათ,იმის გამო რომ დღეს თქვენს გამო სამუშაოდ არ ამიყვანენ.თავხედი იდიოტი.ალექსანდრემ კარგად გაიგო ყველა მისი სიტყვა,მაგრამ დააიგნორა და ისევ გზა განაგრძო.ჯანდაბა ვერ ვიტან ასეთ თავხედ გოგოებს ჩაილაპარაკა და იქაურობა დატოვა.მერე მის კაბინეტში შევიდა და დაელოდა ხალხს ვისთანაც გასაუბერება უნდა ჰქონოდა.რამდენიმე გოგონა მიიღო და კიდევ ორი ჰყავდა დარჩენილი.ნეტავ ბექას ახლობელი სად არისო გაიფიქრა და კარზე კაკუნიც გაიგო.
-მობრძანდით. ზემოთ არ ც აუხედავს ისე ანიშნა სკამზე რომ დამჯდარიყო.მერე სივი აიღო და მარიამ დვალი ამოიკითხა სახელი და გვარი.აი ბექას ახლობელიც.გაიფიქრა.მერე მის წინ მჯდომს შეხედა და ის გოგონა რომ შერჩა დერაფანში ვისაც დაეჯახა გაოცებისგან ორივემ ერთად შეჰყვირა.
-შენ?(მარიამი)
-ჯანდაბა შენ ხარ ის თავხედი?(ალექსანდრე)
-თავხედი?უკაცრავად მომესმა?მე ვარ თავხედი.დერეფანში თქვენ დამეჯახეთ,ყავა ზედ გადამასხით.შემალამაზეთ,ბოდიშიც კი არ მოიხადეთ და მე ვარ თავხედი?ღმერთო მიშველე.კარგით არაფერზე ლაპარაკი არ არის საჭირო.წავედი.ვიცი რომ სამუშაოდ აღარ ამიყვანთ.კარგად ბრაძანდებოდეთ. მარიამი წამოდგა და წასვლას აპირებდა როდესაც სანდრომ საკმაოდ მკაცრი ტონით უთხრა
-დაჯექი,ჯერ გასაუბრება არ დასრულებულა.
-და რისთვის?რომ გამომლანძღოთ და მერე გამაგდოთ?მადლობა არ მინდა.ამას მირჩევნია ჩემით წავიდე.
-დაჯექი მეთქი,მემგონი გარკვევით ვლაპარაკობ.მარიამს ხმა აღარ ამოუღია ისე დაჯდა. -აბა ქალბატონო მარიამ გისმენთ.აქ რატომ ხართ და თქვენი გამოცდილების შესახებ მომიყევი. გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით და საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა.ალექსანდრე დარწმუნდა რომ ასაკის მიუხედავად საკამოდ ჭკვიანი გოგოა,მაგრამ მისი ერთი თვისება საშინლად არ მოსწონდა.მიაჩნდა რომ თავხედი იყო და ამისთვის რამე უნდა ექნა.სხვა რომ ყოფილიყო,უსიტყვოდ გაუშვებდა მაგრამ ბექას უარს ვერ ეტყოდა.ამიტომ მოუწევდა ამ პატარა ლაწირაკის ატანა,როგორც თვითონ ფიქრობდა.
-გადაწყვეტილია.სამუშაოდ აგიყვანთ.ოღონდ მხილოდ იმას შეასრულებ რასაც მე გეტყვი და იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი.ზედმეტს არ ილაპარაკებ,უფრო სწორად საერთოდ არ ილაპარაკებ სანამ მე არ მოგცემ ამის უფლებას.
-კი მაგრამ ეს სამსახურია თუ...ლაპრაკის გაგრძელება აღარ აცადა სანდრომ.
-მუშაობა გინდა?მაშინ ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი.დღესვე დაიწყებდი მაგრამ ამ ფორმაში არა.ამრეზით ახედა გოგონას.
-სხვათაშორის ასე რომ მიყურებთ,ეგ თქვენი დამსახურებაა.ასე რომ ამ შენიშვნას არ მივიღებ.
-მემგონი ბევრ ლაპარაკზე გაგაფრთხილე.ახლა წადი და დილით შვიდ საათზე სამსახურში იყავი.
-კი მაგრამ სამუშაო გრაფიკის მიხედვით,სამუშაო დღე ცხრა საათზე იწყება და მე დამატებით უნდა ვიმუშაო?მაშინ დამატებით ანაზღაურებასაც ვითხოვ.
-დილით შვიდ საათზე.ახლა კი დამტოვე ბევრი საქმე მაქვს.მარიამი გაცეცხლებული შეტრიალდა და წავიდა,კარი ისე გაიჯახუნა ლამის ჩამოიღო.
-ჯანდაბა.ამ პატარა ლაწირაკისთვის მცხელოდა ახლა?მაგრამ არაუშავს.თავხედია და მე ვასწავლი ჭკუას.თავის ნათქვამზე თვითონვე გაეღიმა.ხვალიდან როგორც ჩანს ამ პატარა ლწირაკის გამო დიდი პრობლემები მექნება.ოხ ბექა ბექა.


აი ახალი თავი.მადლობა ყველას რომ კითხულობთ.მიყვარხართ ძალიან და გთხოვთ ნუ გეზარებათ და შემიფასეთ.თქვენი ყოველი შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს :*



№1 სტუმარი darina

Dzalian momewona gamixarda mariamis gamochena chven sandros mgoni eshveleba, minda rom elenem yvelafristvis pasuxi agos, ai beqas da salos ushvele ra aramgonia, dis bednierebas xeli sheushalos sandrom.

 


№2  offline წევრი Gauqmda Gauqmda

darina
Dzalian momewona gamixarda mariamis gamochena chven sandros mgoni eshveleba, minda rom elenem yvelafristvis pasuxi agos, ai beqas da salos ushvele ra aramgonia, dis bednierebas xeli sheushalos sandrom.


ვერ წაემოიდგენ როგორ გამიხარდა საყვარელო სენი კომენტარი რომ ვნახე.მეგონ აღარ კითხულობდი. :* მალე ვუშველი გპირდები.:D

 


№3 სტუმარი darina

Gauqmda Gauqmda
darina
Dzalian momewona gamixarda mariamis gamochena chven sandros mgoni eshveleba, minda rom elenem yvelafristvis pasuxi agos, ai beqas da salos ushvele ra aramgonia, dis bednierebas xeli sheushalos sandrom.


ვერ წაემოიდგენ როგორ გამიხარდა საყვარელო სენი კომენტარი რომ ვნახე.მეგონ აღარ კითხულობდი. :* მალე ვუშველი გპირდები.:D

Rogor ar vkitxulob ubralod zogjer ver vtoveb komentars, aleqsandreze vgijdebi chemi sayvareli saxeli qvia da tan svania, svanebi ki chemi sisustea, miyvars me es xalxi, darwmunebuli var chem.sandros gadarrvs mariami, minda, rom yvelaze magari wyvili iyos.

 


№4 სტუმარი lililiiiiiiii

ძალია კარგი გოგო ხარ წარმატებებს გისურვებ აი მარიამმა ძალიან გამახარა და გამიხარა გული ძაან საყვარელი გოგო ჩანსს ვიმედოვნებ რომ ერთად დარჩებიანნესენიი ძაან ბევრიცც არ აკინკლავო ეხლა ესენი ზომიერად :D ხო კიდე სალომე და ბექას რამე გაუკეთე რა მოკლედ ეს იყოო მაგარი გოგო ხარ ელი გაგრძელებას დიდდ თავსს ველოდები მიყვარხარ ძალიან <3 სასცაულად შემაყვარე თავი ვაღიარებ დ ავიტყვი ეს საუკეთესო თავი იყოო იმიტომმ რომმმ სხვებსაც ვკითხულობდი და არ ვაკომენტარებდი მაგრამ აი მარიამზე როო გავიგეე :D უეჩველიი ვაკომენტარებთქო :D მიყვარხარრ ველიი დიდდდ დიდდ დ თავსსს :D

 


№5  offline წევრი Gauqmda Gauqmda

lililiiiiiiii
ძალია კარგი გოგო ხარ წარმატებებს გისურვებ აი მარიამმა ძალიან გამახარა და გამიხარა გული ძაან საყვარელი გოგო ჩანსს ვიმედოვნებ რომ ერთად დარჩებიანნესენიი ძაან ბევრიცც არ აკინკლავო ეხლა ესენი ზომიერად :D ხო კიდე სალომე და ბექას რამე გაუკეთე რა მოკლედ ეს იყოო მაგარი გოგო ხარ ელი გაგრძელებას დიდდ თავსს ველოდები მიყვარხარ ძალიან <3 სასცაულად შემაყვარე თავი ვაღიარებ დ ავიტყვი ეს საუკეთესო თავი იყოო იმიტომმ რომმმ სხვებსაც ვკითხულობდი და არ ვაკომენტარებდი მაგრამ აი მარიამზე როო გავიგეე :D უეჩველიი ვაკომენტარებთქო :D მიყვარხარრ ველიი დიდდდ დიდდ დ თავსსს :D



მადლობა ჩემო თბილო და ტკბილო.მიხარია რომ მოგწონს.იმედია გავამართლებ თქვენს იმედებს.მეც მიყვარხარ შენც და ყველა სხვა დანარჩენიც love მხოლოდ თქვენს გამო ვწერ.მადლობა თქვენ ამისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent