მთვარის ბნელი მხარე - IV თავი
დილას თბილი ხელების შეხებამ გამაღვიძა. ძლივს გავახილე თვალები. -გაიღვიძე?- მკითხა თბილად ბაჩომ. -დილა მშვიდობის,- ვუთხარი და ხელებით მისი სახე მოვძებნე. უკვე გაპარსული იყო, საპარსი ქაფის გრილი, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. ხელებითვე ვიგრძენი როგორ იღიმოდა. -ადგომის დროა,- მითხრა და მოურიდებლად გადამხადა საბანი. -მცივა,- შევყვირე და ემბრიონის პოზაში მოვიკუნტე. ბაჩომ ხელში ამიყვანა და ჩემი პროტესტის მიუხედავად აბაზაში შემიყვანა. იქ რაღაც მყარზე დამსვა, ხოლო როდესაც შიშველი ფეხით შევეხე, მივხვდი, რომ სარეცხი მანქანა იყო. -ახლა დილის წყლის პროცედურების დროა,- მითხრა ბიჭმა და ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით სახე გამიწმინდა. მერე ხელები და მკლავები, ბოლოს კი ფეხები. სირცხვილისაგან მზად ვიყავი გავმქრალიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი მეტისმეტად სასიამოვნო იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მშობლებისთვის ტვირთი ვიყავი და მერიდებოდა, როდესაც ჩემზე ზრუნავდნენ... აი ბაჩოს ზრუნვა კი სულ სხვანაირად მოქმედებდა ჩემზე. ის მხოლოდ აქამდე უცნობ გრძნობებს იწვევდა ჩემში - სურვილს და ვნებას (და ის, რომ ეს ვნება იყო, ეჭვი არ მეპარებოდა). ამ გრძნობების შესახებ მხოლოდ წიგნიდან და ჩემი საყვარელი ბლოგერის ბლოგიდან ვიცოდი. მაგრამ რეალობაში ეს ყველაფერი უფრო ლამაზი აღმოჩნდა... და ეს მაშინებდა ჩემს უმწეობაზე და მშობლების გარეშე დარჩენის პერსპექტივაზე მეტადაც კი. როდესაც ბიჭის ხელის შეხება ვიგრძენი ფეხზე, შევკრთი. ბაჩომ ჩემი თითები ხელში მოიქცია, მერე მეორე ხელით ფრთხილად გადამიწია თმები და ლოყაზე დამისვა თითი. მე თვალები დავხუჭე, მერე კი ხელი დავადევი წელზე და ჩემსკენ მოვიზიდე. ბაჩომ მაკოცა და მეც მთლიანად მივენდე ამ კოცნას. ენით გამიხსნა ბაგეები და კოცნა უფრო ინტიმური გახადა. ხელი გამიშვა და ჩემს თმას დაუწყო თამაში. როგორც კი ჩვენი ენები ერთმანეთს ეხებოდა, სიამოვნების სპირალი იგრიხებოდა ჩემს მუცელში. ცოტა გავთამამდი და ხელები მისი მაისურის ქვეშ შევაცურე. იმ წამსვე მოსწყდა ჩემს ბაგეებს და ღრმად ჩაისუნთქა. როდესაც ვცადე ისევ დავპატრონებოდი მის ტუჩებს, აღმოვაჩინე, რომ თავი უკან ჰქონდა გადაგდებული, ამიტომ კისერზე ვაკოცე, მერე კი ოდნავ ვუკბინე. ამ მოქმედებაზე პასუხად მისი აჩქარებული სუნთქვა მივიღე. აზრი, რომ უნდა გავჩერებულიყავით, მეკარგებოდა მისი ტუჩების შეხებისას. მაგრამ როგორც კი ფეხით მისი აღგზნება ვიგრძენი, მაშინვე გამოვფხიზლდი სიზმრიდან: -ბაჩო... უნდა გავჩერდეთ,- ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით. ბიჭი მომშორდა. ორივე ღრმად ვსუნთქავდით და ვცდილობდით აღგვედგინა გულის ცემა. როგორც იქნა ბაჩომ დაარღვია სიჩუმე: -რა გავაკეთოთ დღეს? -მდინარეზე მინდა წასვლა,- ვუთხარი ღიმილით,- არასოდეს ვყოფილვარ. წამიყვან?- ვკითხე იმედით აღსავსე ხმით. ბიჭს გაეცინა. -აუცილებლად,- მითხრა და წელზე მომხვია ხელები. მეც მივხვდი რაც უნდოდა, ამიტომ ფეხები წელზე შემოვაწყვე, ხელები კი კისერზე შემოვხვიე. ასე გამიყვანა უკან ოთახში და სანამ დამსვამდა, კიდევ ერთხელ ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. მე კი გავწითლდი. -ახლა ჩემი დაიკოს ტანსაცმელს მოგცემ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?- მკითხა შეფარვით,-კომპლექტაცია ერთნაირი გაქვთ. რა თქმა უნდა, ჩემი სიფრიფანა კაბა არ გამოდგებოდა მდინარის პირას გასასეირნებლად. -თანახმა ვარ,- გავუცინე მე. მაშინვე მომაწოდა ნაჭრის შარვალი და თხლად ნაქსოვი ჯემპერი. -მადლობა,- ვუთხარი და მისივე დახმარებით ჩავიცვი. შემდეგ ვისაუზმეთ და გავედით სახლიდან. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მოტოციკლით მივდიოდით, რადგან ბაჩოს მანქანა არ ჰყავდა. მას მერე, რაც დეტალური ინსტრუქციები მივიღე მოტოციკლით უსაფრთხოდ მგზავრობის თაობაზე, ბიჭი დამეხმარა რკინის მონსტრზე მოთავსებაში, თავადვე დამახურა ჩაფხუტი და მჭიდროდ შემოიჭდო ჩემი ხელები წელზე. -მზად ხარ, ნიცა?- მკითხა აზარტით. -გასწი მერანო,- ვუთხარი სიცილით და გამიჩნდა შეგრძნება, რომ ძრავის ხმაურისაგან დავყრუვდებოდი, მერე კი ბაჩოც მოსწყდა ადგილს. მგზავრობა ემოციებით აღსავსე იყო და ის, რომ ვერაფერს ვხედავდი, აასმაგებდა მძაფრ შეგრძნებებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც გზას ხედავს, ასე მძაფრად აღიქვამს სისწრაფეს. სისწრაფე ეს ვნებაა... თუკი ერთხელ გამოსცდი, ვერასოდეს იტყვი მასზე უარს. ამისაგან ვერ განიკურნები. და ეს წყურვილი... წყურვილი იყო უფრო სწრაფი, იგრძნო მეტი ადრენალინი. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო ნარკომანი, რადგან მე მივეჯაჭვე სისწრაფეს... ქარის შეგრძნებას სახეზე. და ადრენალინი სისხლში ჩემი სუსტი წერტილი გახდა. როგორც კი მოტოციკლი გაჩერდა, ძლირად ჩავეხუტე ბაჩოს და ჩავჩურჩულე: -მადლობა... დიდი მადლობა. -როგორ გრძნობ თავს?- მკითხა ჩემი ქცევის გამო ცოტა აღელვებულმა. -ფანტასტიკურად,- ვუთხარი და ნება მივეცი ჩამოვეყვანე მოტოციკლიდან, მაგრამ ჯერ მიჭირდა დგომა, ფეხები მიკანკალებდა და ეს შეგრძნებაც მომწონდა, რადგან ბაჩო მიხუტებდა და ასე მასთან ახლოს ვიყავი,- სად ვართ?- ვკითხე გახარებულმა, როდესაც წყლის ჩხრიალის ხმა გავიგე. -თბილისთან ახლოს პატარა დასახლებაა. აქ ღელე ჩამოდის. მართალია მდინარე არაა, მაგრამ წყალი ყინულივით ცივი და სასიამოვნოა. -რა კარგია,- ვთქვი და ბაჩოს, რომელიც ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იდგა, ჩავეხუტე. -რა არის კარგი?- მკითხა ბიჭმა სიცილით,- მოტოციკლი, ცივი ღელე თუ ჩემი ჩახუტება? -ყველაფერი ერთად,- ვუთხარი და გავიღიმე. ვგრძნობდი როგორ ძლიერ მიცემდა გული. თუ ეს ბაჩოს გული ცემს ასე გამალებით? თუ ერთმანეთს რომ ვეხუტებით ჩვენი გულები ორმაგად ძლიერად ცემს? -მეც ძალიან მომწონს,- თქვა ბაჩომ. უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემს გასაგონად. მერე კი დაიხარა და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. შემდეგ წყალთან მიმიყვანა, დამეხმარა ფეხზე გახდაში, შარვალი ამიკეცა და ხელში ამიყვანა. -მზად ხარ?- მკითხა შეფარვით. მისი ხმის ტონი არ მომეწონა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. სულ ტყუილად თურმე. -კი,- ვუთხარი და იმავე წამს დამსვა. ჩემი კივილის ხმა ქვებს ექოდ ეხეთქებოდა. წყალი მართლა ყინულივით ცივი აღმოჩნდა. იმდენად ცივი, რომ ადგილზევე შევხტი, მაგრამ ამან უარესი ეფექტი გამოიღო. სერიოზულად დავსველდი. გავრისკე, დავიხარე, პეშვით წყალი ამოვიღე და ჩემს წინ მდგომ ბაჩოს შევასხი. ბიჭს გაეცინა. მე მოვდუნდი და წონასწორობა დავკარგე, მაგრამ მაშინვე დამიჭირა ბაჩომ და მიმიხუტა. კიდევ ცოტა ხანს ვთამაშობდით ასე, სანამ საერთოდ არ გამიქრა ფეხების შეგრძნება. ბაჩო ჩემზე დიდი იყო, აშკარად ვარჯიშობდა და არ იყო ნაზი... ჩემგან განსხვავებით, ამიტომ გვიან მიხვდა, რომ გავიყინე. ამომიყვანა მშრალზე და დიდხანს მეწუწუნებოდა, რომ არ ვუთხარი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მე კი ღიმილით ვუსმენდი მის ბუზღუნს და უშედეგოდ ვცდილობდი ხელების გათბობას. როდესაც მივხვდი თუ სად იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხელების გათბობა შემეძლო, ბაჩოს დავუძახე სუსტი ხმით. ბიჭი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. მეც უსინდისოდ მივიწიე მისკენ, ჩავეხუტე და ხელები მაისურის ქვეშ შევუყავი. სიცილით ვუსმენდი როგორ წკმუტუნებდა ნაცემი ძაღლივით და როგორ აკაწკაწებდა კბილებს. -კარგია აქ არავინ რომ არ არის,- თქვა ოდნავ გამთბარმა ბაჩომ. მე გამეცინა. -რატომ, არ გინდა შენს სირცხვილს მაყურებელი ჰყავდეს?- ვუთხარი სიცილით. -ჰა ჰა,- გამომაჯავრა ბიჭმა პატარა ბავშვივით. -შენ იცი როგორ უნდა გახდე ბრძენი?- ვკითხე მოულონელად. -დაიწყო,- გაეცინა ბიჭს,- დიდი ხანია არაფერი უცნაური არ გითქვამს,- ჩაეცინა. მაგრამ, როდესაც პასუხი არ მიიღო, მკითხა,- როგორ? -"ლეგენდის თანახმად, მოსწავლე მივიდა მასწავლებელთან და ჰკითხა: -მასწავლებელო, თქვენ მითხარით, რომ თუკი შევიცნობ ვინ ვარ, გავხდები ბრძენი, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს? -წაართვი ადამიანებს უფლება გადაწყვიტონ ვინ ხარ შენ. -ეს როგორ, მასწავლებელო? -ვიღაც გეტყვის, რომ ცუდი ხარ, შენ დაუჯერებ და გული დაგწყდება. სხვა გეტყვის, რომ კარგი ხარ და შენ გაგიხარდება. შენ ან გაქებენ ან გეჩხუბებიან, გიჯერებენ ან გღალატობენ. სანამ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ ვინ ხარ შენ, ან როგორი ხარ, შენს თავს ვერ შეიცნობ. წაართვი მათ ეს უფლება. მეც წამართვი..." ბაჩოს ჩაეცინა. კარგად მიხვდა რაღაც ვგულისხმობდი. უცნაურია, თითქოს 24 საათიც არ გასულა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ასე მარტივად გვესმის ერთმანეთის. -თუკი ადამიანები ტკივილს გაყენებენ, დამნაშავენი ისინი არიან და არა შენ. თუკი ვინმეს არ უნდა აღგიქვას ისეთი, როგორიც ხარ, განა ვალდებული ხარ გახდე სხვანაირი?- მართლა მიხვდა რაც ვუთხარი... და როგორ ლამაზად ჩამოაყალიბა. ზუსტად ისე, როგორც... არა, შეუძლებელია. ნიცა, თავი ხელში აიყვანე. უბრალოდ ბაჩოც განათლებული და საინტერესო ადამიანია. შენს საყვარელ ბლოგერთან არანაირი კავშირი არ აქვს. -იქნებ მართლები არიან?- ვკითხულობ ხმადაბლა და ამ კითხვით საკუთარ თავსვე ვეწინააღმდეგები. -რაში? რომ ხედავენ შენში იმას, რაც არ მოსწონთ? ეს ნორმალურია. არ არსებობს იდეალური ადამიანი, ყველას აქვს რაღაც ნაკლი. მე კი აქამდე შევამჩნიე შენში მხოლოდ ის ნაკლი, რომ საკუთარ თავს არ აფასებ... და ამით მხოლოდ შენვე ზარალდები. -ბაჩო, მშია,- ვუთხარი და ამით ვანიშნე, რომ თემა დახურული იყო. ჯერ არ ვიყავი მზად მესაუბრა ჩემს შინაგან განცდებზე და საკმაოდ ბევრ კომპლექსზე. -სულელუკა,- გაეცინა ბიჭს, თმები ამიჩეჩა და მიმართულება მომცა. მერე მოტოციკლზე დამსვა და გზად ბარში შემიყვანა, სადაც პირველად დავაგემოვნე ჰამბურგერი, კარგად შებრაწული კარტოფილი ფრი და ჩამოსასხმელი ლუდი, რომელსაც თურმე იქვე, სარდაფში ხარშავდნენ. ჩემთვის ყველაფერი ზედმეტად გემრიელი იყო, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან ჩვენს მაგიდასთან შიგადაშიგ მოდიოდნენ ბაჩოს ნაცნობები და როდესაც ჩემს მდგომარეობას ხედავდნენ, ჯერ სიჩუმე ისადგურებდა, სავარაუდოდ თვალებით ეკითხებოდნენ ვინ ვიყავი, მერე კი გვტოვებდნენ. მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი გაღიზიანება, როდესაც ვიღაც ჭყლოპინა ხმიანი გოგო აძალებდა ბაჩოს სიმღერას. -მე ვიმღერებ,- ვთქვი ორივესთვის მოულოდნელად. -ნიცა,- ბაჩოს აშკარად უჭირდა ჩემი სიტყვების გადახარშვა. -კარგი,- გაუხარდა გოგოს. მგონი ელოდა როდის დავიმცირებდი თავს,- მე "კლავიშნიკი" ვარ,- გამეცნო ამაყად,- თიკა. -ნიცა,- ვუთხარი ღიმილით,- როგორც მივხვდი, ქავერებს უკრავთ, ხომ ასეა? -კი,- ხმაზეც დაეტყო თუ როგორ გაიბღინძა. -დამეხმარე სცენამდე მისვლაში,- ვთხოვე თიკას. ისიც დამეხმარა, მაგრამ რამდენჯერმე ლამის წავიქეცი, რადგან სწრაფად მიდიოდა და მარშრუტი კი მაგიდებს შორის გვქონდა. მიკროფონთან დამაყენა. ვიგრძენი როგორ მოვიდა ახლოს რამდენიმე ადამიანი. -შეძლებთ FIREHOUSE-ის "When I look into your eyes" დაკვრას?- ვიკითხე ხმადაბლა. რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა. -ოჰო, როკ-ბალადა,- აღმოხდა ერთ-ერთს,- დიდი ხანია არ დაგვიკრავს, მაგრამ მე შევძლებ. -მეც,- აჰყვა კიდევ ერთი. -მეც,- გაეცინა მესამეს. -არანაირი პრობლემა,- დაასკვნა თიკამ. ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა და მელოდიაც გაისმა. მართლა კარგად უკრავდნენ. ბარში ყოველგვარი ხმაური შეწყდა, როგორც კი სიმღერა დავიწყე. მელოდიაც გაწყდა, მაგრამ უნდა ვაღიარო მათი პროფესიონალიზმი, მაშინვე გონს მოეგნენ და ისევ ამყვნენ. ხმა კარგად მქონდა დაყენებული, არც ვიბრაციების გაკეთება მიჭირდა და რაც მთავარია 4 ოქტავაზე შემეძლო ხმის გაშლა. არც ემოციური მხარე იყო ჩემთვის უცხო, ამიტომ სიმღერა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბოლო აკორდის დასრულებისთანავე ისეთმა ტაშმა იქუხა, თითქოს დიდ სცენაზე ვიდექი და არა პატარა, სიგარეტის ბოლით გაჟღენთილი ბარის სცენაზე. უეცრად ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი. -წავედით,- მითხრა ბაჩომ უემოციო ხმით და ხელში ამიყვანა. ხოლო როდესაც ქუჩის სუსხი ვიგრძენი, ჩამომსვა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -არ უნდა იყო ასეთი იდეალური, ეს დანაშაულია,- მითხრა და ჩემს ბაგეებს დაეპატრონა. მეც სიხარულით ვპასუხობდი. ნეტა რას იტყოდა დედა ახლა რომ დავენახე? ბარის შესასვლელთან აბსოლუტურად მოურიდებლად ვკოცნი თითქმის უცნობ ბიჭს, რომელიც ამავე დროს ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდა ჩემთვის სულ რაღაც ერთ დღეში. დედის გახსენებაზე მკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი. -ბაჩო...- დავუძახე ხმადაბლა, როდესაც მოურიდებლად მკოცნიდა კისერში, მაგრამ არანაირი ეფექტი არ გამოიღო ჩემმა ძახილმა,- ბაჩო,- ავუწიე ხმას. ამჯერად ოდნავ მომშორდა. -ბოდიში ნიცა, თავს ვერ ვაკონტროლებ შენს გვერდით,- აღიარა და ღრმად ჩასუნთქა დასამშვიდებლად. -სახლში წავიდეთ,- ვთხოვე მე. სურვილი მაშინვე შემისრულა. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ის რაღაც თავისაზე ფიქრობდა, მე კი ჩემს დანაკარგზე. ადრე თუ გვიან ბაჩოსაც მოვბეზრდები და მაშინ რა უნდა გავაკეთო? ვინ იქნება ჩემი პატრონი? ვის რაში სჭირდება ასეთი ტვირთი? მე ხომ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ვარ... ერთადერთი გამოსავალი რაც დამრჩება მას მერე რაც ბაჩო მიმატოვებს, სიკვდილია. უცნაურია, მე სიცოცხლე მიყვარს, მიხარია ყოველი დღე, მაქვს ოცნებები... მაშინ რატომ ვფიქრობ ასე მარტივად სიკვდილზე? -ნიცა, რაზე ფიქრობ?- გამომაფხიზლა ბაჩოს ხმამ. -შენზე,- ვუთხარი და თავი დავხარე. იმედია ასე ჩემს ტყუილს ვერ მიხვდა. ასე შევედით სახლში. უეცრად მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი ლოყაზე. მერე საფეთქელზე. მერე თვალზე, ცხვირზე და ბოლოს ბაგეებზე. ბაჩო, შენ ძალიან ჰგავხარ უცბად მოვარდნილ ქარიშხალს, მაგრამ უნდა დაელოდო ამ ქარიშხლის გადავლას რათა ცოცხალი გადარჩე. ხე, რომელიც ქარიშხლის დროს იხრება, გადარჩება. განსხვავებით იმ ხისაგან, რომელიც ამაყად და ქედმოუხრელად დგას, მაგრამ მასზე ძლიერი ქარიშხალი მას აუცილებლად გადატეხავს. ერთადერთი რაც უნდა იცოდე - ქარიშხლის წინაშე მოხრილი ხე შეიძლება აღარასოდეს გასწორდეს და ქედმოხრილმა მიიღოს თავისი მომავალი ბედი. ნუთუ ყოველთვის ამას გრძნობენ გოგონები, როდესაც მათთვის ძვირფასი მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდებიან. ასე მარტივად ნებდებიან მათ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეშინიათ? თუ ბაჩოს უხეში სინაზე მაიძულებს შევეგუო გარდაუვალს? ბიჭი კისრიდან ისევ ბაგეებზე გადმოერთო და მეც შევძელი ხელები მომეხვია მის კისერზე და საბოლოოდ ჩავყევი სურვილების ჭის ძირში. ბაგეების შეხება ტანზე მაიძულებდა ღრმად სუნთქვას და ხმამაღლა კვნესას. ხელები, რომლებიც ნაზად ეხებოდნენ ჩემი სხეულის თითოეულ მილიმეტრს, მწვავდნენ და სიამოვნების პიკს მაახლოვებდნენ. ფეხები წელზე შემოვაწყვე, როდესაც მისი სხეულის სიმძიმე ვიგრძენი ჩემზე. ნეტავ როდის აღმოვჩნდით საძინებელში? აღარ ვფიქრობდი სირცხვილზე, ან იმაზე თუ საიდან ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და რა არის სწორი. პირველი შერწყმა და აუტანელი ტკივილის პარალელურად განცდილი სიამოვნება. ნაზი კოცნა ბოდიშის მოხდის მიზნით და ნაზი შეხება ფეხებზე. პირველი ფრიქცია და ტკივილის მოლოდინი, მაგრამ გასაოცრად უმტკივნეულო. მერე მეორე, მესამე და ასე - სწრაფად, ღრმად, სინაზის გარეშე, მხოლოდ სურვილი დამორჩილებისა... ორი სხეულის, ერთმანეთში გადახლართულის, რიტმი.... უეცრად ბაჩო გაჩერდა. ალბათ ჩემს ხმაში ტკივილი გაარჩია. ნაზად მაკოცა და ლოყაზე ცერა თითი დამისვა. ცრემლი მომწმინდა თუ დანამული კანი გამიწმინდა, ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა. მისი კიდევ ერთი ნაზი კოცნა, რამდენიმე ფრიქცია და ნირვანაში ჩავიძირე... თან ბაჩოს წავიყოლე. უღონოდ გადავწექი საწოლზე. ბაჩომ ფრთხილად ამაწევინა თავი და მის მკლავზე დამადებინა. ასე ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. უფრო სწორად, ის მიყურებდა, მე კი ვგრძნობდი კანით მის მზერას და მის ცხელ სუნთქვას. არც ერთს არ გვინდოდა ამ კონტაქტის გაწყვეტა. სიჩუმე კი კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებდა. ისეთივე სიამოვნებას, როგორც ბაჩოს თითი, რომელიც ჩემს გვერდზე აბსტრაქტულ ნახატებს ხატავდა. ასე ვიწექით და ძალებს ვიკრებდით, რადგან ვიცოდით, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა... არც ერთი არ ვაპირებდით ამ სურვილზე შეწინააღმდეგებას. დილას კი მივხვდი, რომ ადამიანს არაფერი ის არ სტკენს გულს, როგორც მისი ბედნიერების ნამსხვრევები. ის იყო გავახილე უძილობისაგან დაღლილი თვალები და ნაზად ვაკოცე ბაჩოს (შეგრძნებით ნიკაპზე), რომ რაღაცამ დაიგრუხუნა, მერე კი ოთახი ხმებით აივსო. ვიღაცამ ლოგინიდან წამომაყენა ფრთხილად და პლედი შემომახვია, თან პირზე ხელი ამაფარა. შიშისაგან თავის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. -გამიშვით,- იღრიალა დაჭრილი ვეფხვივით ბაჩომ და იმავე წამს ტკივილით სავსე ხმით ამოიკვნესა. მეორე წამს კი მუხლები მომეკვეთა, რადგან ვინც მიჭირდა იმ კაცის ხმა გავიგე: -მძევალი გათავისუფლებულია! გამტაცებელი ცოცხლად ავიყვანეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.