სიყვარულის ძალა (9 თავი)
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, თორემ ისე ალბათ ვერ გავიღვიძებდი. სწრაფად ავდექი, გავემზადე და სამზარეულოში გავედი. დედას ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ რაც ვიპოვე შევჭამე, ჩაიც დავლიე და თან გავედი რომ არ დამეგვიანა. კიბეებზე ჩავირბინე და ჩემი ბიჭის მანქანა დავინახე. მაგარია, უკვე „ჩემ ბიჭს“ ვუწოდებ, საოცარი შეგრძნებაა. ახლა ანუკას რომ ესმოდეს, ერთს კარგად გადაიხარხარებდა. -დილამშვიდობის ჩემო ანგელოზო!-შორიდანვე მომესალმა და თბილად გამიღიმა. -დილამშვიდობის!-მივუახლოვდი და ჩავეხუტე. -როგორ მომნატრებიხარ,-ისე მეხუტებოდა თითქოს დიდი ხანია არ ვყავდი ნანახი,-არ მინდა რომ გაგიშვა. -თუ არ გამიშვებ დამაგვიანდება,-მის მკლავებში მოქცეულმა ძლივს ამოვილუღლუღე,-თან ისედაც იშვიათად მივდივარ სკოლაში და მაშინაც დავაგვიანო? -მე გაგიყვან და არ დაგაგვიანდება,-თან მაკოცა და მანქანაში ჩავსხედით. -ყოველდღე ასე უნდა გამანებივრო?-გავუღიმე. -არ მოგწონს?-თვალი ჩამიკრა. -ძალიანაც მომწონს,-ვუთხარი და სავარძელზე გავიჯგიმე. -მარიამ,-რაღაც ძალიან სერიოზულად დაიწყო,-დღეს საღამოს მივდივარ,-პირდაპირ მომიჭრა. -ასე მალე?-ცრემლები ვერ შევიკავე მაგრამ არ მინდოდა მას დაენახა და ფანჯრისკენ მივტრიალდი. -ხოო, სწავლა დამეწყო უნივერსიტეტში და უნდა წავიდე,-სევდიანი ხმა ჰქონდა,-წესით აქამდე უნდა წავსულიყავი მაგრამ ვერ გშორდები. ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. არ მინდოდა მასთან განშორება. ფანჯარას მივშტერებოდი და ცრემლი თავისთავად გამდიოდა. ამასობაში სკოლასთან მივედით და გააჩერა. მანქანიდან უხმოდ გადავედი, მაგრამ გზა ვეღარ გავაგრძელე და იქვე გავიყინე. ისიც გადმოვიდა, მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -შენ რა, ტირი?-არაამქვეყნიურად ლამაზი იყო მისი მწვანე თვალები. -დამპირდი, რომ ხშირად ჩამოხვალ და ვიღაც თბილისელ ძუკნაზე არ გამცვლი,-ვუთხარი და აცრემლებული ძალიან მაგრად ჩავეხუტე. -ჩემი გოგო ხარ შენ და არასოდეს არავისზე არ გაგცვლი,-თან მეხუტებოდა. ამასობაში ზარიც დაირეკა. -კარგი, უნდა წავიდე,-თან ცრემლემი მოვიწმინდე,-გაგაცილებ საღამოს. -კარგი, დაგირეკავ!-მომაძახა შესვლისას. სკოლაში შევედი, ჩემი კლასი ვიპოვე და კარი გამოვაღე. მასწავლებელი უკვე შესული იყო. ჩუმად შევედი და ანუკას გვერდით დავჯექი. არც მომისმენია რას ამბობდა მასწავლებელი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის მიდიოდა, თანაც დღესვე. ნეტავ მეც იქ ვსწავლობდე, ასე ხომ არ გაგვიჭირდებოდა. მაგრამ არაუშავს რამდენიმე თვეში მეც წავალ იქ სასწავლებლად. ანუკამ შემატყო რომ რაღაც ხდებოდა მაგრამ ვერაფერს მეუბნებოდა. მჭირდებოდა მასთან საუბარი, ვინმესთვის უნდა გამეზიარებინა დარდი. „დღეს საღამოს მიდის“-რვეულის კიდეზე მივაწერე რომ წაეკითხა. „მერე, რა სახე გაქვს, თითქოს ვინმე კვდება“-გვერდით მიაჯღაბნა თვითონაც. „ვეღარ ვნახავ, გესმის?“-პასუხი არ დავაყოვნე. „ნუ სულელობ, სულ კი არ მიდის, ხშირად ნახავ ხოლმე“-დამამშვიდა ვითომ. არაფერი აღარ დავწერე და ფიქრებში წავედი. საბედნიეროდ გაკვეთილიც მალე გამოვიდა და ეზოში გამოვედით. -დილით ირაკლიმ მომიყვანა და მითხრა საღამოს მიდის გიორგი და ვაცილებო, ალბათ მეც წავალ,-მომახსენა ანუკიმ. -ხო მეც წამოვალ, ერთად წავიდეთ. -ინგლისურის შემდეგ მომაკითხავს და წაგვიყვანს. -კარგი. გაკვეთილებზე ნახევარს დავესწარი და ისიც ტყუილად. მაინც არ მესმოდა რას ხსნიდა, ჩემს ფიქრებში ვიყავი. შემდეგ მასწავლებელთან წავედით. ინგლისურზე ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან, თან ანუკიმ მეჩხუბა წინასწარ ნუ გლოვობ არ კვდებაო და მეც თავი ხელში ავიყვანე. რომ დავამთავრეთ ირაკლი გველოდებოდა და გიორგისთან წავედით. რომ მივედით უკვე ბარგს ალაგებდა მანქანაში. ორი დიდი ჩანთა ეჭირა და საბარგულში ტენიდა. -ძმაო, რა არის ამხელა ჩანთები სულ მიიბარგები?-მანქანიდან პირველი ირაკლი გადავიდა. მეც მალევე გადავხტი. გიორგიმ რომ დამინახა ნაღვლიანი სახე გაუბრწყინდა და ჩამეხუტა. მეც მაგრად მივეხუტე და ხმას არ ვიღებდი. -მთელი დღეა გლოვობს,-ანუკამ ენა ვერ გააჩერა,-თითქოს სულ მიდიოდე,-უთხრა გიორგის. -ჩემი გოგო,-მითხრა გიომ და შუბლზე მაკოცა. თვითონაც განიცდიდა მაგრამ ვერაფერს გააწყობდა, უნდა წასულიყო. დიდხანს საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, მე კი ჩუმად ვიყავი, მის მკერდს მიხუტებული და არ მინდოდა გამეშვა. წასვლის დროც მოვიდა, ანუკა და ირაკლი დაემშვიდობნენ და წავიდნენ, მარტო დაგვტოვეს. მე კი ისევ მაგრად ვეხუტებოდი და ვერაფერს ვამბობდი. -მისმინე, მეც ძალიან განვიცდი რომ უნდა წავიდე,-დაიწყო საუბარი,-მაგრამ შენ თუ ასე ინერვიულებ მაშინ უბრალოდ ვერ წავალ. ეს იდეა მომეწონა, მეც ეს მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. ის გასართობად არ მიდიოდა, უნდა ესწავლა და მე ვალდებული ვიყავი გვერდში დავდგომოდი. -მე შენ ძალიან ძალიან მიყვარხარ, გესმის?-ძალა მოვიკრიბე,- და არ მინდა რომ დავშორდეთ, მაგრამ უნდა წახვიდე,-გაღიმება ვცადე,- ხშირად დავურეკავთ ხოლმე ერთმანეთს და დასვენების დღეებში ჩამოხვალ. დროც მალე გავა. -ძალიან მიყვარხარ!-ჩემი სახე მოიქცია ხელებში და მაკოცა. -კარგი, დროა წახვიდე,-ძალიანაც არ მინდოდა მაგრამ ასე იყო საჭირო,-საჭესთან ხარ და გვიან გაგიჭირდება სიარული,-მანქანის კარი გავუღე რომ ჩამჯდარიყო თორემ თვითონ ალბათ არც იფიქრებდა რომ დრო იყო წასვლის. -არა, ჯერ სახლში გაგიყვან, დაჯექი!-მითხრა მაგრამ მე უარის ნიშნად თავი გავიქნიე. -კარგი ნუ სულელობ რა, აქ არ დაგტოვებ მაინც,-გაჯიუტდა. -გთხოვ, უკვე გვიანია, ტაქსით წავალ მე. შენ კი დიდი გზა გაქვს და ვინერვიულებ სიბნელეში თუ ივლი. ტაქსი გამიჩერა და კარი გამიღო რომ ჩავმჯდარიყავი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი ძალიან მაგრად ჩამიხუტა. ტაქსი გველოდებოდა და მალევე გავუშვი. -ფრთხილად იარე კარგი? და დამირეკე რომ მიხვალ,-ვნერვიულობდი საკმაოდ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი და უკვე გვიანი იყო. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ტაქსში ჩაჯდომისას მომაძახა: - მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ!-ვუთხარი და ტაქსიც დაიძრა. მივდიოდი და ფანჯრიდან ვუყურებდი უკან როგორ რჩებოდა. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან უჭირდა. ----------------------------------------------------- ვეცადე დიდი თავი ყოფილიყო. იმედია მოგეწონებათ. ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში თქვენი ემოციები, მოსაზრებები... ყველაზე მეტად მაინტერესებს რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს ისტორია :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.