შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (15, დასასრული)


9-03-2016, 00:24
ავტორი tsn
ნანახია 6 631

ემილი

- გავანადგუროთ ეს ბო..ი - შევუბრუნდი გოგოებს, როდესაც მათეს სახლიდან გამოვედით და ცრემლები შევიმშრალე..
- იქნებ აქედან არ წასულიყავი - ჩაილაპარაკა თიკომ
- არა, დაე იფიქროს ნინომ, რომ დავნებდი.. დატკბეს გამარჯვებით, რომელიც არც თუ დიდ ხანს გასტანს..
მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარით.. თავში უამრავი ფიქრი მომეძალა, გულში კი ათასი ახლართული გრძნობა.. იმედგაცრუება, ტკივილი და თან დიდი სიყვარული.. იმედგაცრუებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავით.. როგორ დავუშვი, რომ ასე ყოფილიყო.. როგორ ვერ შევძელი და ვერ შევაჩერე.. მაგრამ არც ახლაა გვიან, უფრო აწორად, არის, მაგრამ არც ისე.. უამრავ გეგმას ვადგენდი გონებაში, მაგრამ მაინც საუკეთესოს ვეძებდი...
ხასიათი შემეცვალა, უფრო სერიოზული გავხდი.. ერთი კვირა ნორმალურად არავისთან მისაუბრია, მხოლოდ გონებაში ვსაუბრობდი ჩემს თავთან.. მათეზე აღარ ვბრაზობდი.. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისიც გარემოებების მსხვერპლი გახდა.. თაკო მასზე მიყვებოდა და ნერვები მეშლებოდა, როდესაც ვგებულობდი, რომ სვამდა.. ხანდახან ჩუმად ვნახულობდი კიდეც.. ვერ მამჩნევდა, მაგრამ ვიცი, რომ გრძნობდა ჩემს სიახლოვეს.. მასთან პირისპირ საუბარი კი არ მინდოდა, იმიტომ კი არა, რომ ისევ ვუბრაზდებოდი, არამედ იმიტომ, რომ ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო.. ნინოს ყურადღება უნდა გადაეტანა, უნდა მოდუნებულიყო.. მათეს კი ყველა ემოცია სახეზე აწერია და ნინო ადვილად შეამჩნევდა ყველაფრს.. თანაც ცოტათი უნდა მეწვალებინა ..
ამასობაში ლილის და გიოს ქორწილი მოახლოვდა.. ქორწილის წინა დღეს ყველა ვნერვიულობდით.. ლილი ჩემთან დავტოვე და გიორგის უფლებას არ ვაძლევდი ენახა.. ყველაფერი რიგზე იყო, ქორწილი მაღალ დონეზე გვქონდა ორგანიზებული.. გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ მათე არ ჩანდა..
ქორწილის დღეს ადრე ავდექი და ლილიც გამოვაფხიზლე, ყავა დავაკევინე და საჭირო ხალხს დავურეკე, რომ ლილის მოწესრიგებაში დახმარებოდნენ... რამდენიმე საათში ლილი პატარა პრინცესას გავდა.. ავდროულად გიორგისაც ვაქცევდი ყურადღებას.. ორივე ნერვიულობდა და ადგილს ვერ პოულობდა.. ჰმ.. რა მარტივია მათი სიყვარულის ისტორია, მაგრამ ძალიან ძლიერი..
ქორწილი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ვალსს ვეღარ ვიცეკვებდი, რადგან მათე საერთოდ არ მოსულა.. ვალსის მელოდია ჩაირთო, უეცრად მხარზე მძიმე ხელი ვიგრძენი, შევბრუნდი და ტატო შემომრჩა ხელში.. მაშინვე მომხვდა თვალში ბიჭების გაბრაზებული მზერა, მაგრამ ვანიშნე გაჩერებულიყვნენ და ტატოს საცეკვაოდ გავყევი.
- არ მეგონა ჩანგალზე თუ დადიოდი - გავუღიმე ირონიულად და.მზერა გავუსწორე..
- აქ ამისთვის არ მოვსულვარ, მისმინე მე..
- შენ რატომ უნდა მოგისმინო - სიტყვა გავაწყვეტინე.. ამ დროს დავინახე რამდენიმე კაცი, რომელიც მისკენ მოდიოდა.. ის აღელდა, ხელში ფურცელი მომაჩეჩა და ჩუმად მითხარა
- უბრალოდ ერთხელ მომისმინე, ამ მისამართზე მოდი, გეფიცები, არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ ვისაუბრებთ- უცებ მომშორდა და წავიდა.. ის ხალხიც უკან გაჰყვა.. დავიბენი, მაგრამ ბევრი აღარ ვიფიქრე, ფურცელი შევინახე და გართობა განვაგრძე.. ვხვდები, რომ მათეს გარეშე არასრულფასოვანი ვიყავი.. უბრალოდ აღარ ვიყავი ისეთი, როგორიც ადრე.. საოცრად ლამაზი ქორწილი იყო.. ყველაფერი კი, კიდევ ერთი სასიამოვნო ამბით დამთავრდა, ანამ და საბამ ნიშნობა გამოაცხადეს.. უფრო სწორად, საბა სცენაზე ავიდა, ამ დროს მთლად გაითიშა სინათლე და მხოლოდ ანას სილუეტი განათდა.. საბამ კი მშვიდად და დამჯდარი ტონით დაიწყო საუბარი, თან ანას უახლოვდებოდა..
- ქალბატონებო და ბატონებო, ალბათ ადრე რომ ეთქვათ,გამოჩნდება გოგო, რომელიც მთლიანად შეცვლის შენს ცხოვრებასო, ალბათ არ დავიჯერებდი და ამაზე გულიანად ვიცინებდი, მაგრამ ახლა, ახლა ყველაფერი შეიცვალა.. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა აი ეს ქალბატონი და ყველაფერი არია - მხრები სასაცილოდ აიჩეჩა - მთლიანად შემოიჭრა ჩემს გონებაში და ამირია ყველაფერი, შემიცვალა ყველა გეგმა.. მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქორწილიც იქნება.. ახლა კი - მუხლზე დადგა და ლამაზი ყუთი გაუწოდა ანას- შენ ერთხელ უკვე დამთანხმდი, მაგრამ ახლა მინდა, რომ ყველას წინაშე გთხოვო, გამომყევი ცოლად - ანას გაუღიმა, კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ანას ცრემლები გადმოსცვივდა
- რა თქმა უნდა - იყვირა და ჩაეხუტნენ ერთმანეთს.. ირგვლივ ყველაფერი განათდა და ხალხმა ტაში შემოკრა...

- შენ როდის სთხოვ ხელს მარიამს - ვკითცე ჩემს ძმას, როდესაც სახლში დავბრუნდით და ფეხსაცმელების გაცდას შევუდექი..
- თავის დროზე - მითხრა და ლოყაზე მაკოცა..
- მიყვარხაარ - მივაძახე და ოთახში ავედი.. ვეღარ ვიტან ღამეს, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობ მათეს მონატრებას.. თითქოს ყველა უჯრედი მეწვის მის გარეშე, ვერ ვისვენებდი ერთ ადგილზე, დახინებას ვერ ვახერხებდუ.. ავდექი და საციგურაო მოედანზე წავედი.. ისიც იქ იყო, იდგა და მოედანს უყურებდა.. განადგურებული ჩანდა.. იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე ახლა მე.. მინდოდა მისვლა და ჩახუტება, მინდოდა მეთქვა, რომ მასზე არ ვბრაზობდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაგვეძვრინა, მაგრამ არ მივდიოდი, არ ვეხუტებოდი და არც მის გამხნევებას ვჩქარობდი.. ახლა იმისიც მეშინოდა, რომ რაიმე არასწორი ნაბიჯის გამო, შესაძლოა ლიზაზე დაეკარგა მშობლის უფლებები.. ეს კი საშინელუ დარტყმა იქნებოდა.. ის მალევე წავიდა, უკან არ გავყევი, მეც სახლში დავბრუნდი და დაძინება ვცადე..
კარგ ხანს მეძინა, სამი საათი ხდებოდა, როდესაც გავიღვიძე და ავდეი.. ახალ გაღვიძებული წონასწორობას ძლივს ვიცავდი და კამოდს მივეჯახე, ჩემი პატარა ჩანთა გადმოვარდა და გაიხსნა, იქიდან კი ტატოს მისამართი გადმოვარდა.. რამდენიმე წუთში, უკვე გამოფხიზლებული ვიდექი და ფურცელზე არსებულ მინაწერს დავჩერებოდი.. ფიქრებოდან მობილურია ზარმა გამომიყვანა.. ჩემი დეტექტივი რეკავდა, დიახ, დეტექტივი, რომელიც იმიტომ დავიქირავე, რომ ნინოზე ინფორმაცია მომეძიებინა..
- გისმენ აკო..
- რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს, უნდა შევხვდეთ.. - მითხრა და შემდეგ მისამართიც მიკარნახა.. მალე მივედი მასთან შესახვედრად..

...
- ე.ი ნინოს და ტატოს საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც იმავე ბავშვთა სახლში იზრდება, სადაც მათე და ტატო.. - კიდევ ერთხელ ჩავილაპარაკე მე..
- კი, მასეა ემილი, მასე.. - თავი დააქნია აკომ.. - ნინო ყოველ თვეს რიცხავს იქ გარკვეულ თანხას..
- და ტატო?
- ტატო არა, ის არანაირ კავშირში აღარაა იმ ბავშვთა სახლთან.. ბავშვის სახელია ლაზარე ყიფიანი, აქ ყვრლაფერია, რაც მის მამაობას ადასტურებს.. - საბუთები გადმომცა..
- კარგი, დანარჩენს მე მივხედავ - დავემშვიდობე და წავედი.. პირდაპირ ბავშვთა სახლში მივედი.. მოვითხოვე, რომ ლაზარე ეჩვენებინათ, შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ მართლაც ტატოს შვილი იყო.. მისი დაპატარავებული ვერსია..
- ეს დედაა - იკითხა აცრემლებულმა ორხიოდე წლის ჩისფერთვალება ბიჭუნამ..
- არა, მაგრამ მე ვეცდები გაგაცნო- ვუთხარი ბავშვს და მისი გულრწფელი ღიმილიც შევნიშნე, გამოიქცა და მუხლებზე მომეხუტა.. მეც ხელი ჩავჭიდე და ავიყვანე..
- მე წამომყვები? - ვკითხე მას...- მან თავი დამიქნია, მითხრა ჩავიცვამო და გავარდა..
- თქვენ მისი წაყვანის უფლება აქ გაქვთ - მითხრა ამაზეზენი ხმით ერთ-ერთმა მუშაკმა..
- და თქვნ თუ გაქვთ იმის უფლება, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბავშვებს უკანონოდ აშვილებთ.. - ეს ინფორმაციაც წინასწარ გავარკვიე.. ის გაშრა და აიწურა - ბავშვს არაფერს დავუშავებ, ნუ ღელავთ.. თან დავაბრუნებ.. მაგრამ იცოდეთ, თუ ამას ვინმე გაიგებს, მეც გავაგებინებ პოლიციას, თქვენი მაქინაციების შესახებ - ხმა აღარ ამოიღო და მეც ლაზარე წავიყვანე.. ტატოს მოცემულ მისამართზე წავედი.. გაოცებას ზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრში მოვხვდი..
- მის, აქ ბავშვების შემოყვანა არ შეიძლება - მითხრა სასიამოვნო აღნაგობის გოფონამ..
- შეიძლება ცოტა ხანს მიხედო? - მან თავი დააქნია - კიდევ, ტატო ყიფიანი აქ არის?
- კი, რამდენი ცანიაა აქ წევს და მკურნალობს, მეთორმეტე ოთახში ნახეთ - მითხრა გოგონამ..
- მე რომ დაგიძახებთ ბავშვი შემოუშვით მასთან რა, ეს უმნიშვნელოვანესია, ისე არ გთხოვდი.. - მან თავი დააქნია ისევ.. იმედი მქონდა, რომ ბავშვი ტატოს სუსტი წერტილი იქნებოდა..
ოთახში შევედი და ტატოს მოვკარი თვალი.. შემობრუნდა და დაღლილი სახით შემომხედა..
- მიხარია, რომ მოხვედი.. მე მინდა რომ ყველაფერი გავარკვიოთ.. ბოლომდე მომისმინე და არ გამაწყვეტინო... შენ ალბათ ფიქრობ, რომ მე ყველაზე დიდი დამნაშავე ვარ, მაგრამ ემილი, შენ ხომ მხოლოდ მათი აზრი იცი, მე უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ვერსია გაგაცნო, რა როგორ იყო სინამდვილეში... მე და მათე ყოველთვის კარგი მეგობრები ვიყავით.. გაგიკვირდება და, ყველაზე ლამაზი წლები ბავშვთა სახლში გავატარეთ.. იცი იქ ყველა ბავშვი იმაზე ოცნებობს, რომ ვინმე მოაკითხავს და წაიყვანს, მე და მათეც ასე ვიყავით.. ერთ დღეს კი გაგვიმართლა და ნაზი დეიდამ წაგვიყვანა.. უბედურება კი მერე დაიწყო.. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მყავდა მეგობარი, მათეს სახით, მერე შემიყვარდა თიკო... მაგრამ ეს ცხოვრება საშინელია ემილი, ადამიანებს ბედნიერების ნაგლეჯებს მიუგდებს და მერე იმასაც უკან ართმევს.. შემდეგ ნინო ჩაერია.... ის, ის უბრალოდ ბოროტი კი არაა, მოსიარულე ეშმაკია.. ის უბრალოდ ვერ იტანს, როდესაც სხვა ბედნიერია.. როცა დაინახა, რომ მე და თიკო ერთად კარგად ვიყავით ყველაფერი აურია.. სასმელით და ნარკოტიკით გამაბრუა.. ჩემთან ასე დაწვა.. მერე თიკო იქვე აღმოჩნდა და დაგვინახა.. ეს იყო ჯოჯოხეთის დასაწყისი.. - კედელს ხელი მოადო, ხელზე თავი და მეორე ხელით მუშტი კედელს მიარტყა.. მე თიკოს თვალებში იმ გრძნობას ვეღარ ვხედავდი, რაც მანამ ჰქონდა, გავნადგურდი.. შემთხვევით გასინჯულ ნარკოტიკს ნებით გასინჯული მოჰყვა.. ნელ-ნელა დამოკიდებული გავხდი...
- და ის, რაც მათეს გაუკეთე..
- არაფერ შუაში ვიყავი, მე არ გამიკეთებია.. ეგ ნინოს ხელწერაა, ჩუმად დოკუმენტის მიგდება და ხელმოწერის მოპოვება.. - ხმას აუწია მან.. - ნარკოტიკების გადაზიდვას და გავრცელებას ახდენდა.. მან მაქცია ასეთად, მისი ბრალია, რომ ნარკომანი ვარ.. იმ დროს პოლიცია მათ კვალს ადგა და თავი არ დააჭერინა, მე გამწირა, ხელები ჩემზე შეიწმინდა.. იმ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაც ჩუმად მოიპარა, როგორც მათესი ისე.. - თავში ყველაფერი ამერია, არც კი ვიცოდი, დამეჯერებინა, თუ არა..- მათემ არ მომისმინა, არც არავინ მომისმინა.. ახსნის საშუალება არ მომცეს.. ნინომ კი ყველაფერი უფრო გააღრმავა, ისე ქნა,რომ მათე ერთხელაც არ მოვიდა, არ მომისმინა.. სიმართლე ისაა ემილი, რომ მე მათეს მტერი არასოდეს ვყოფილვარ.. ყველაფრის თავი ნინო იყო, თავისი დანაშაული მე დამაბრალა.... მათე ამოიჩემა გესმის? ვიტყოდი შეუყვარდა-მეთქი, მაგრამ მის ნაირებს სიყვარული არ გამოსდით..
- თუ ასეა, დაფარული ნომრიდან რატომ მირეკავდი სულ, რატომ დაგვეჯახე მანქანანით?..
- რა მობილური, რა მანქანა ემილი.. იცი რამდენი ხანია აქ ვარ? არც მობილურით ვსარგებლობ და არც მანქანით, ყველაფერი აქ აქვთ ჩაბარებული.... აქედან ვერც კი გავდივარ.. იმ დღეს მანქანაში მე არ ვიჯექი.. - მე დავფიქრდი და მართლა ვერ აღვიდგინე მძღოლის სახე..
- კი, მაგრამ ჩვენ მაინც ხომ შევხვდით, მაშინ როგორ გამოხვედი - გამიჩნდა კითხვა..
- გამოვიპარე.. იმ დღეს, როდესაც შენ ამედევნე, გამოპარული ვიყავი..
- რატომ? - გულუბრყვილოდ ვკითხე
- ემი, შენ აქაურობას არ იცნობ, აქაურობას.. სარეაბილიტაციო ცენტრს უწოდებენ, მაგრამ არის ერთი ექიმი, რომელიც ნარკოტიკს ჩუმად ჰყიდის.. შემომთავაზა და რომ არ წამოვსულიყავი დავთანხმდებოდი, უნდა წავსულიყავი.. ქორწილის დღესაც გამოვიპარე, აუცილებლად უნდა მენახე.. მე უნდა დაგეხმარო, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.. მე აღარაფერი დამრჩა, ყველაფერი დავკარგე.. იცი აქ ვისთან ერთადაც დავწექი, ყველა გაწერეს, მე კი არა.. იმიტომ კი არა, რომ ისევ წამალზე ვარ, უბრალოდ სულ იმას იძახიან, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ ვარ.. მართლებიც არიან, აღარავინ დამრჩა, ვის გამოც ვიცხოვრებ..- ყველაფერი შეიცვაკა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ ნდობა გამიჩნდა და ეს ყველაფერი ასე ადვილად დავიჯერე..
- დაგრჩა - ჩავილაპარაკე და მისი გაოცებული მზერაც დავინახე - მეგონა იცოდი, შენ და ნინოს შვილი გყავთ, ოთხი წლისაა და ზუსტად იქ იზრდება, სადაც თქვენ გაიზარდეთ..
- შვილი? და მან ბავშვთა სახლისთვის გაიმეტა, იქ დატოვა? - თავზე ხელები მოიჭიდა და ჩამოჯდა, ცოტა ხან ასე ჩუმად იჯდა, მერე კი წამოდგა - ახლავე წავიდეთ, მასთან მიმიყვანე..
- მე, არ შემიძლია - სახე შეეცვალა - რადგან თვითონ ის მოვიყვანე აქ.. - გოგონას გავძახე და ბავშვიც მალე შემოვიდა.. ლაზარემ არ იცოდა, რომ მამამისი იყო, მაგრამ სისხლის ყივილი ძლიერია, შემოირბინა და ხელებში ჩაახტა და მამა დაუძახა.. ამდენი ხნის მერე გულწრფელად გამეღიმა და თვალზე ბედნიერების ცრემლი მომადგა.. ეს ძალიან ლამაზი სცემა იყო.. მამა-შვილის შეხვედრა, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმხელა სითბო მოდიოდა, რომ ეს დიდ ხანს მემახსოვრებოდა.. ახლა მართლა გამიქრა ყველა ეჭვი და სიმართლეს თვალი გავუსწორე.. ცოტა ხანს გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ტატომ დამიძახა, ახლოს მოვიდა
- გმადლობ - მითხრა და ხელები მომხვია, თავი უხერხულად ვიგრძენი.. მალე მომშორდა- შენ არც კი იცი ახლა რა მოხდა, ყველაფერს აზრი მიეცა, მე ყველაფერს ხელახლა ვიწყებ, ახალი გვერდიდან..
- იცი, მალე ბავშვი უნდა წავიყვანო, მაგრამ ისევ მოგიყვან.. შენ კი აქედან უნდა გამოხვიდე და ბავშვზე ყველანაირი უფლება აღიდგინო..
- მე ჯერ ვერ წავალ აქედან, ლაზარე - ბავშვს შეუბრუნდა - გარეთ რომ დეიდა დგას, მასთან გადი ცოტა ხანს, კარგი? - მანაც თავი დაუქნია და გავიდა.'
- ხომ თქვი, რომ ნარკოტიკებზე აღარ ხარ დამოკიდებული.. - გამიკვირდა მე..
- კი, მაგრამ მინდა, რომ დაგეხმაროთ.. შენი აზეით, ვინ იჯდა მანქანაშუ, რომელიც გეჯახებოდათ..
- არ ვიცი, აღარ ვიცი..- მხრები ავიჩეჩე..
- მე ვიცი, ნინო იყო.. - ახლა ის ვიზიტი გამახსენდა, როდესაც მასთან მოვიდა..
- აქ შენს სანახავ მოვიდა?.. ვიცი, რომ აქ ნახე..
- ჩემს სანახავად? - გაიცინა მან.. - შემთხვევით შევხვდი და მან როგორც ყოველთბია ამაზრზენი თამაში დამიწყო.. მაგრამ ამაზე მერე, არ გაინტერესებს აქ რატომ მოვიდა? რათომ მისცეს უფლება, რომ ჩემი მანქანა წაეყვანა?..
- რატომ - საგონებელში ჩავვარდი..
- ერთი ინფორმაცია მაქვს, არაა დაუსტებული, მაგრამ აქ ყველა ამაზე ლაპარაკობს, ნარკოტიკებს აქ ის ავრცელებს და რამდენიმე გადამყიდველი ყავს..
- ე.ი ისევ ამ საქმეს დაუბრუნდა? - ვიკითხე რიტორიკულად..
- და ჩამოშორდა კი?.. თავიდან ეჭვი მქონდა, მაგრამ მისი მოსვლის მერე ამაში.დავრწმუნდი.. საშინელებაა, როდესაც ნარკოტიკი გინდა და არ გაქვს, აქ მზად არიან სულ მცირე დოზაში ორჯერ და სამჯერ მეტი გადაიხადონ.. ამიტომ მინდა დავრჩე, მინდა იმის მტკიცებულება ვიპოვო, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს.. - ახლა ის საქორწინო კონტრაქტი გამახსენდა, სადაც ეწერა, რომათეა ქონება ტატოს გადაუგორმდებოდა და ამაზეც ვკითხე..
- ამის დ.შ კიდევ მე გამრია.. ჯანდაბა - აქეტ-იქით სიარულს მოჰყვა.. - ეგ უკანონო ქორწინებაა, მან კი თავი დაიზღვია..
- რას გულისხმობ?
- რას და ამ ქორწინების გაბათილება ადვილად მოხდება, მაგრამ როდესაც პოლიცია დაინტერესებდა იქ ისევ ჩემი სახელი ეწერება, შეიძლება ისიც კი თქვას, რომ მე ვაიძულე.. რაც შეეხება ლიზას მეურვეობას, იმის მერე, რაც საკუთარი შვილი ბავშვთა სახლში მიაგდო, არავინ მიანიჭებს, მე კი მართლა არ მაქვს მათეს ქონებაზე პრეტენზია.. წადი და დაელაპარაკე მათეს.. მას ალბათ ახლა ყველაზე მეტად უჭირს..
- სიმართლე გითხრა, ნინოს დაუსჯელად გაშვებას არ ვაპირებ.. მინდა, რომ მიიღოს იმის სამაგიერო, რაც დააშავა..
- ემილი, აქ მე ვიქნები.. ვერავინ გაიგებს შენი ვიზიტის შესახებ.. ექვსი დღე, ექვს დღეში მტკიცებულება მექნება.. მანამ კი ლაზარეს მიხედე და აქ აღარ მოიყვანო.. ეს გარემო მისთვის შეუსაბამოა.. თუ კი შევძლებ, მე თვითონ ვნახავ..
- კარგი - დავემშვიდობე და წავედით.. ლაზარეს ავუხსენი, რომ მალე სულ მამასთან ერთად იქნებოდა, ამიტომ ადვილად დაგვთანხმდა..
სახლში დავბრუნდი და საბედნიეროდ თიკოც აქ დამხვდა.. დემე ისევ იტალიაში გადაფრინდა.. ლუკა, როგორც ყოველთვის, თიკოს დასდევდა უკან.. შინ.შესულს ყველას მზერა მე მომეპყრო.. უხმოდ დავჯექი და მალე თხრობაც დავიწყე.. ყველაფრის მოსმენა თიკოს ძალიან იჭირდა, უხმოდ ყლაპავდა ყველა ცრემლს, მაგრამ ალბათ, ტირილი ყველაზე მეტად უნდოდა.. ბოლოს ბავშვზეც მოვუყევი და თიკოს ხელი ჩავჭიდე
- ვიცი ამ ყველაფრის მოსმენა შენთვის როგორი რთულიცაა, მაგრამ იცოდე, ახლა მარტო აღარ ხარ.. შენს ტკივილთან მარტო აღარ დარჩები, შენთან ვართ..
- ვიცი, უბრალოდ საშინელებაა, აქამდე ტყუილში ვიცხოვრე.. - ცოტა ხანს ასე ვისაუბრეთ და ვცადეთ გარკვეული გეგმა ჩამოგვეყალიბებინა.. მერე ოთახში ავედი და შხაპი მივიღე, სააბაზანოდან გამოსულს მარიამი დამხვდა.. ყავა მომაწოდა და საწოლზე წამოგორდა
- ასე როდემდე უნდა გააგრძელო? - მკითხა მან
- როგორ - ავიჩეჩე მხრები
- ისე, თითქოს არც კი განიცდი.. სერიოზულად ემი, მათე ადამიანს აღარ ჰგავს.. შენ კი თითქოს რკინის ხარ..
- სხვანაირად არ შემიძლია მარიამ.. ვერ დავჯდები და ცრემლებად ვერ დავიღვრები, უნდა ვიმოქმედო.. ბავშვობიდან ასე ვარ..
- მათესთან საუბარს არ აპირებ? ის ძალიან ცუდადაა ემი....
- ვიცი, ვიცი რომ ცუდადაა, მეც მასე ვარ.. მაგრამ ამ სიტუაციაში ასე უკეთესია.. ხომ ხედავ, ჯერ არ ჩქარობს, რპმ ქორწინება გააუქმოს, იმიტპმ რომ.მასაც რაღაც გეგმა აქვს..
- რა იცი, რომ გეგმა აქვს? ანუ ილაპარაკეთ?
- არა, არ გვილაპარაკია, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ.. მას ძალიან კარგად ვიცნობ.. ის რაღაცას გეგმავს...

მათე? მათე მართლაც ყველაფერს აკეთებდა არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.. მართალია, ემის წაავლის შემდეგ გონზე მოსასვლელად დრო დასჭირდა, მაგრამ შემდეგ მთლიანი ძალებით შეუდგა ყველაფრის მოგვარებას.. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა და რისიც ეშინოდა, ემილიანას დაკარგვა იყო.. წუთი არ გასულა, რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო, რომ ემილიზე არ ეფოქრა.. ყოველ საღამოს.მოდიოდა იმ ადგილებში, სადაც ადრე ემილიანასთან ერთად იყო.. უსაშველო.მონატრებას გრძნობდა, ამავდროულად კი დიდ სიახლოვესაც.. ხშირად გრძნობდა, რომ ემილი მასთან ახლოს იყო, მაგრამ უკან მოტრიალებულს არავინ ხვდებოდა.. ემილის კარგად იცნობდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ახლა ის ტყავიდან ამოძვრებოდა და ყველაფრის მოგვარებას შეეცდებოდა.. ეს ერთდროულად აშინებდა და ძალას აძლევდა..... ეშინოდა იმის, რომ რაიმე.შარში გაეხვევოდა და მის გვერდით ვერ იქნებოდა, ძალას კი ის ჰმატებდა, რომ შორს, სადღაც სხვა სახლში დადიოდა ადამიანი, რომელიც მიუხედავად გულისტკენისა, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ბოროტება ჩაეხშო..
ბევრჯერ უფიქრია მასთან მისვლა.. ჩაჯდებოდა მანქანაში, მივიდოდა მის სახლთან, მაგრამ რაღაც არ აძლევდა მისვლის უფლებას, ეს რაღაც კი დანაშაულის გრძნობა იყო.. მან იცოდა, რომ ემილის სიტყვებში ეჭვი არ უნდა შეეტანა, არც შეუტანია... ნინოს ოჯახის წევრად მიიჩნევდა.. ტატოს ამბის შემდეგ ნინო სულ მხარში ედგა, ამიტომ დაჯერება უბრალოდ არ უნდოდა.. ამ უაზრო ეგოიზმის გამო კი შეცდომა დაუშვა.. ფიქრობდა, რომ ღმერთი გამოცდას უწყობდა და ამასაც გადალახავდა.. ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ აუკრეფავს ემის ნომერი და არ დაურეკავს მისთვის, რამდწნჯერ აუკრეფია ტექსტი ''მომენატრე'', ''მიყვარხარ'', მაგრამ არ გაუგზავნია.. შორს იყო, მაგრამ მაინც ყველა მისი ნაბიჯი იცოდა, ან ჩუმად მიჰყვებოდა, ან თიკოსგან იგებდა ყველაფერს..
არც თვითონ იყო უქმად, ყველა საჭირო დოკუმენტი მოამზადა, სანდო ადვოკატს დაუკავშირდა და ქორწინების, თუ ამას ასე შეიძლება ვუწოდოთ, გაბათილებას შეუდგა.. იცოდა, რომ არასაკმარისი მტკიცებულება ჰქონდა, სამაგიეროდ მოწმეები ჰყავდა, თუ როგორ მოატყეს ის.. თიკოსგან თითქმის ყველაფერს გებულობდა.. ისე მოახერხა, რომ ნინოსთან ქორწინება გააბათილა, თანაც ისე, რომ ნინო აზრზეც ვერ მოვიდა, თუმცა თიკომ(ემილის თხოვნოთ) უთხრა, რომ სულ რაღაც ექვსი დღე მოეცადა და არაფერი ეთქვა.. ექვს დღეში თიკოს დაბადების დღე იქნებოდა, ამიტომ წვეულებას გამართავდნენ და ფინალური სვლა იქ იქნებოდა.. თავიდან იუარა მათემ, ერთი სული ჰქონდა ნინო ჯანდაბაში გაეშვა, მაგრამ ეს თხოვნა გაითვალისწინა.. სასაცილო იყო ნინოს ყოფა მათეს სახლში.. რამდენჯერაც კი მასთან მიახლოვება სცადა, ან აივანზე მოუწია ღამის გათენება, ან საერთოდაც სხვენში.. მათე მასთან არც ლაპარაკობდა, არც მის გვერდით საუზმობდა.. ნაზი დეიდა შეუძლოდ იყო, ნინოს უმსგავსო საქციელმა გულზე პრობლემები გაუჩინა, ლიზა კი ნათლიასთან- საბასთან იყო და რა თქმა უნდა, ანაც მასთან ერთად უვლიდა ბავშვს..
მათე გამუდმებით ემილიზე ფიქრობდა, მასთან მიავლა და საუბარი ყველაფერს ერჩია, მაგრამ ამას არ აკეთებდა, უპირველესად იმიტომ, რომ ემილი თავად არ ცდილობდა მის ნახვას.. ხან იმას ფიქრობდა, რომ ემილი საშინლად ნაწყენი იყო, გაბრაზებული და არ აპატიებდა.. ხანაც იმედოვმებდა, რომ სხვა მიზეზი იყო.. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა, ეს კვირები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ეს ისე, ფორმალურად, თორემ ორივე ერთმანეთს დასდევდა, ჩუმად და შეუმჩნევლად, უბრალოდ არ საუბრობდნენ...

ემილი

უკვე თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც მათეს სახლიდან ჩემთან გადავედით.. ლუკას და მარიამს არსად ვუშვებ.. დემე ხან აქ იყო, ხან იტალიაში.. მამა ძირითადად იტალიაში, თიკო კი ხშირად გვსტუმრობდა.. ჩემთვის ცოტა რთული იყო იმის დაჯერება, რასაც ტატო ამობდა, მაგრამ არ დაჯერებაც არ შეიძლებოდა.. ექვს დღეში თიკოს დაბადების დღე მპდიოდა.. მახსოვს ერთხელ საუბრისას თქვა, რომ მათეს და ნინოს თავის დაბადების დღეზე შეუსწრო და მის მერე აღარც აღუნიშნავს, რადგან ეს დღე შეიძულა.. მე კი მინდა, რომ სწორედ ამ დღეს გადავდგა ბოლო ნაბიჯი.. ექვსი დღე იყო მანამდე და ექვს წუთს ვერ ვისვენებდი.. ტატო ხანდახან მეხმიანებოდა.. ორი დღე კი საერთოდ გაქრა.. ორი დღის მერე დამირეკა..
- უნდა მოხვიდე, აუცილებლად - მითხრა და მალევე გათიშა.. ძალიან სწრაფად გავჩნდი მასთან და ისევ იმ გოგოგოს - ნუკის დახმარებით მასთან შეპარვა მოვახერხე.. გავოცდი, როდესაც ხელში საბუთების დასტა მომაჩეჩა..
- აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს..
- ორ დღეში თიკოს დაბაფების დღეა, იქ აიყვანენ ნინოს..
- მანამ კიდევ არის რაღაც.. ახლა ჩამოდის ოჰაიოდან ერთი მსხვილი ნარკოდილერი, სტივ მაკოუენსი... დიდი შანსია თიკოს წვეულებაზე ისიც იყოს.. თუ იქნება ისიც დამატებითი საფრთხეა, ამიტომ უნდა შეაყოვნოთ..
- რა შეაყოვნებს?
- რა კი არა, ვინ.. უნდა აცდუნოთ, როგორმე..
- რა?..
- ხო, არის კიდევ რაღაც... სტივი გეია.. - ტატოსგან გაოცებული გამოვედი.. სად ვიშოვო ახლა ბიჭი, რომელიც სტივს მოეწონება.. ესღა მაკლდა.. სახლში შეჩედი და დავინახე ლუკა როგორ დასდევდა თიკოს.. მშვენოერი იდეა მომივიდა თავში.. ყველა შევკრიბე და სიტუაცია ავუხსენო.. ბოლოს ლუკას ვთხოვე, ცოტა ხნით გეის მოერგო, რეაქცია ჰქონდა შოკი..
- რა სისულელა, მე ამას არ ვიზამ.. კარგი რა, ბარემ ფეხებიც გამპარსეთ.. მასე ნუ მიყურებთ.. - გვეუბნებოდა და უკან უკან იხევდა..
- კარგი რა ლუკა, გეფიცები საერთოდ არ წამოგაძახებ ხოლმე, ნუ კარგი, ათასში ერთხელ.. მაგრამ აუცილებელი რომ არ იყოს არ გთხოვდი.. ზედმეტი არაფერი იქნება.. უბრალოდ ფლირტი, მეტი არაფერი.. - ვუთხარი მშვიდად.. - თან შეიძლება საერთოდაც არ მოვიდეს..
- არა..
-კიი - ახლა თიკოც ამყვა..
- ააარააა - იყვირა ისევ..
- ლუკა გახდი ერთი დღით გეი და დაკერე სტივი - იყვირა მარიამმა.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორღაც დავითანხმეთ, მხოლოდ იმ პირობით, რომ თუ ის მიეკარებოდა მაგრად მიჟეჟავდა..

თიკოს დაბადების დღეც დადგა, რამდენიმე გადაცმულ პოლიციელთან ერთად მათეს სახლში შევედით...ყურსასმენში (რომელიც შემოსვლამდე დამიყენეს) ლუკას ბუზღუნი გავიგე
- ჯანდაბა, მიჭერს ეს შარვალი, ან ეს მაიკა რა ფერია..
- ლუკა, რა გაჭიჭყინებს? მშვენიერი ფორმაა.. სერიოზულად.. ვფიქრობ, რომ საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურები - ჩავძახე მეც.. თვალებით მათეს ვეძებდი.. უკვე სიგიჟემდე მომენატრა, მისი ხმის გაგონება, მისი სურნელი, მისი სუნთქვა, მისი შეხება, მისი ღიმილი, ცრემლებამდე მენატრებოდა.. უველაფერს დავთმპბდი, რომ მისი გულისცემა ისევ გამეგო.. იცით აქამდე რატომ არ ვნახულობდი? იმიტომ, რომ არ შემეძლო..ბოლო შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები.. ეს მოსვენებას არ მაძლევდა.. ვიცოდი, რომ ზედმეტი მომივიდა, რომ ყველაფერი ზედმეტად ტრაგიკულად აღვიქვი და საშინელებები ვთქვი.. ეაეც რომ არ იყოს, მინდოდა ნინოს ეფიქრა, რომ დავნებდი და სწორედ მაშინ გოვჩენილიყავი..
აი მათეც დავინახე, სავარძელში იჯდა და ხელში ჭიქა სასმელი ეჭირა.. ძალიან მოწყენილი იყო.. თვალებში ისევ სევდა ეხატა და არც იღიმოდა.. მისი ჩახუტება მინდოდა, ყველაფერზე მეტად.. ალბათ მივოდოდი, მაგრამ ყურში ჩამძახეს
- მოითმინე ემილი, ერთი საათის საქმეა.. - მაინც ვერ მოვითმინე და ტელეფონზე ტექსტი ავკრიფე, ''მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით?'' დავინახე, როგორ დასწვდა ტელეფონს და ღიმილი შეეპარა.. უეცრად კიდევ ავკრიფე ტექსტი ''დროა გაიღიმო, მალე ყველაფერი დამთავრდება''.. შემოვბრუნდი.და წამოვედი.. ახლა თიკოს ხმა ჩამესმა
- ყველაფერი მოვაგვარე.. - მას ევალებოდა.. ამას მოგვიანებით გეტყვით.. დიდი სიამაყით გამობრძანდა ნინო, კიბეზე ფეხი ჩამოდგა და აი, პირველი ლაფსუსი.. მის ფეხსაცმელებს ქუსლები დასძვრა და კიბეზე ლამის ჩამოგორდა.. აი ეს ევალებოდა თიკოს.. მართალია, ჩვენს გეგმასთან კავშირში არ იყო, მაგრამ მაინც სახალისო იყო.. არ შეიმჩნია, ავარდა, გამოიცვალა და ჩამოვიდა.. სტივი არ მოვიდა და ლუკა გადარჩა..
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.. ნინო საშინელი გამომეტყველებით მიყურებდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი... მალე ჩაბმელდა ყველაფერი და დიდ ეკრანზე ნინოს გამოსახულება გაჩნდა, რომელიც ცელიდან-ცელში ნარკოტიკს გადასცემდა უცნობს.. ამას მოჰუვა სხვადასხვა ფოტოები, თუ.მტკიცებულებები..
- შეწყვიტეთ - იყვირა მან..
- არა, ეს შენ შეწყვიტე, მოშორდი ამ ხალხს და ნორმალურად ცხპვრების საშუალება მიეცი - პასუხი დაუბრუნა ტატომ, რომეჭიც არავინ იცის საიდან გამოჩნდა..
- შენ, შენ ნარკომანო კრეტინო, როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს, როგორ ბედავ..- გაჰკიოდა ის..
- რა მოხდა, ამ ხალხმა ჯერ არ იცის რა სულმდაბალი ხარ არა? არ იცის, როგორ წაართვი.შენს დას ბედნიერების უფლება, როგორ მიაბარე შვილი ბავშვთა სახლში, როგორ გააუბედურე ადამიანები.. ან ალბათ ის არ იციან, როგორ ვაჭრობდი.ნარკოტიკით.. როგორ ამარაგებდი ნარკოტიკით სარეაბილიტაციო კლინიკის ზოგიერთ არაკაც პერსონალს.. წრთადერთი კარგი, რაც კი შეგიქმნია ლაზარეა და მააზეც უარი თქვი - ყვიროდა მათე.. - როგორ გაბედე, ჩემი შვილი ბავშვთა სახლში როგორ დატოვე.. - სინათლეც აინთო და ნინოს ხელ- ბორკილიც დაადეს..
_ აქედან ვერ წამიყვანთ - აკივლდა ნინო - მე მათე გულედანის ცოლი ვარ, ამას ვერ იზამთ..
- ჩემი ცოლი არ ხარ, არც არასოდეს ყოფილხარ.. ხელმოწერა, რომელიც მოწმობაზე იყო, მლიქვნელურად მოიპარე.. გეგონა ისე ვიჯდებოდი?.. ახლა მოწმობაზეც კი არ ხარ ჩემი ცოლი - ზიზღით უყვირა მათემ, რომეჭსაც ტატოზეც ვერ გაეგო ვერაფერი..
- ვერ გამეყრები, ლიზას წაგართმევ.. ყველაფერს გაზღვევინებ
- ოი, მე უკვე გაგეყარე, თანაც ისე, რომ ვერ გაიგე.. ისე, რომ ლიზას ვერ წამართმევ.. არ მეზიზღები ნინო, მებრალები.. არავინ შემზიზღებია ცხოვრებაში, არც შენ.. მხოლოდ მებრალები.. ამ საუბარში ნინომ ხელი იარაღს დასტაცა და გაისროლა, ტყვია ტატის მოხვდა მხარში.. ნინომ გაცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს.. ტატო მალე მომჯობინდა...

ამ ამბის მერე ორი თვე გავიდა.. მათემ და მე ურთიერთობა მოვაგვარეთ.. უველაფერი ძალიან კარგად იყო.. მათე და ტატო შერიგდნენ.. ტატომ შვილზე პასუხისმგებლობა იტვირთა და ცოტა ხანში საზღვარგარეთ წავიდა.. რაც ყველაზე კარგია, წამალს შეეშვა.. ერთ დღეს კი მათემ დააყენა საშველი და ხელი მთხოვა.. საეღთოდაც ეს ანას და სანდროს ქორწილში მოხდა.. ეს იყო დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში.. ჩემს წინ მუხზე დაჩოქილი იდგა მისტერ უჟმური და ბეჭედს მიწვდიდა.. თანაც მთავაზობდა გულს და სულს.. ჩემმა ძმამ მარიამი სასეირნოდ წაიყვანა.. ნავით გაისეირნეს და შუა ტბაში სთხოვა ხელი.. მე და მარიამმა ქორწილი ერთ დღეს დავგეგმეთ.. ყველაფერი ჩვენს გემოზე იყო... ქორწილის წინა დღით ბიჭები არ უნდა გვენახა, ამიტომ მარიამთან ვიყავი და წუთებს ვითვლიდით..
ქორწილის დღეს საკურთხეველთან დავდეთ ფიცი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო იყო.. მანამდე კო გავიგე, როგორ გადასძახა საბამ.ბიჭებს
- თქვენს საცოლეებს ქორწილიდან გაქცევის გამოცდილება აქვთ, ასე რომ იჩქარეთო... ჩვენს ქორწილში გავიგეთ, რომ ლილის და გიოს მალე პატარა ეყოლებოდათ.. რაც შეეხება ლუკას და თიკოს.. თიკომ ბევრი ადევნინა ლუკას.. მერე გამოგვიცხადეს შეყვარებიჭულები.ვართო, მაგრამ ხშირად კამათობდნენ.. თიკომ გამოუცხადა ცოლად მაშინ გამოგყვები, თუ აგვისტოში ითოვებსო.. ლუკამაც ყინულის მოედანზე წაიყვანა და ხელოვნური თოვა მოაწყო.. მალე მათი ქორწილიც შედგა..
პირველი პატარა ლილის ეყოლა.. რამდენე თვეში ანას.. მე და მარიამმა ერთდროულად გავიგეთ ფეხმძიმობის ამბავი.. ჩვენი.ისტორია კი არა და არ მთავრდება, რადგანაც სიყვარული არასოდეს მთავრდება.. მათე ხშირად იცით რას მეუბნება?
- ყველაზე მეტად ჩვენს ოსტორიაში, იცი რა მიყვარს ემი?
- რა?
- შწმი უკვდავი სიტყვები ''მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით?''.. მე კი შემიძლია გითხრა, რომ ვიცინი.. მხოლოდ შენთვის და ჩვენი შვილებისთვის..




*******
ეს დასასრული ჩემო საყვარლებო.. მადლობა ყველას, ვინც თბილ კომენტარებს მჩუქნიდა.. თქვენ რომ არა, ალბათ არც დავწერდი.. იმედია მოგეწონებათ დასასრული.. ველოდები თქვენს აზრებს და შეფასებებს.. მიყვარხართ უველა.. ისევ ტელეთი.ვწერ და შეცდომების გამო კვლავ ბოდიშიი.. მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით ♥♥♥



№1 სტუმარი nini

rasac qviaa ,,daglijaa"dzalian magarii iyoo.yochag da velodebi axal istorias.

 


№2  offline წევრი milangirl

აუ რა კარგი იყო smile ძალიან მაგარი დასასრული იყო. მართლაც მალე დაგვიბრუნდი, თორემ დამაკლდება შენი ისტორიები

 


№3  offline წევრი Pepper

Kargi istoria iyo <3
Tbili dasasruli <3
Yvelam is miigo rasac imsaxurebda <3

 


№4  offline წევრი natia-natia

Vame dzaann magari iyo

 


№5  offline წევრი kaxelii

Dzalian kargi iyo. Ubralod tatoze mainteresebda kidev ragaceebi... velodebi shens axal istorias da aucileblad wavikitxav.

 


№6  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ra kargiii iyoooo ... magram ragacnairad guli damwyda rom damtavrdaa... dzalian magari iyooo vauuu
--------------------
G.ke

 


№7  offline მოდერი tsn

ყვრლას ძალიან ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგეწონათ ♥♥♥

 


აი რა მაგრი იყო დსასრულიც ასეთი უნდა ძალიან მომწონდა ეს ისტორია...გული დამწყდა რომ დამთავრდა მაგრამ ძალიან კარგი იყო...
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline წევრი Guitaristxati

სუპერ სუპერ ისტორია იყოო ,

 


№10  offline წევრი mimimimo

კარგი იყო, მაგრამ სახელებს მიაქციე ყურადღება, ტატოს მოხვდა ტყვია-ო და მათე მალე გამომჯობინდაო :/
ანა და სანდროო.. wink belay
ისე ძალიან კარგი იყო..
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით feel

 


№11  offline მოდერი tsn

ყველას ძალიან დიდი მადლობა winked ყველანი ძალიან მიყვარხართ და უზომოდ გახარებული ვარ, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ love love გმადლობთ ♥♥♥

 


№12  offline წევრი Smiling girl

ძალიან მომეწონააააა <3 წარმატებები

 


№13  offline წევრი lamazmani

dzaan magari iyo sul moutmrnlad velodi am istorias da dzalian maxarebda rodesac axal tavs vxedavdi dzalian vxalisobdi am istoriaze sayvareli sbili da saxaliso istoria iyo dzalian momwonda da guli damwyda ro damtavrda momenatreba mara tato shemecoda ro ise darcha mewyvilis gareshe mara mainc kai iyo momrwona male dabrundi axali istoriit moutmenlad veli ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

Mixaria zalian kargad damtavrda. Yovhag. Ar shewyvito wera. Ganagrze.. srulad dadee.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent