შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 7


9-03-2016, 14:04
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 1 887

ესღა მაკლდა-როგორც კი ტაქსიდან გადავედი ყველა მე მომაჩერდა, გათვალული ვარ, სწორედ ამ დროს რამდენჯერმე წავიბორძიკე და კინაღამ წავიქეცი, საბედნიეროდ კინაღამ...
ყველას ეტყობოდა, რომ აშკარად მე მელოდნენ, მაკვირდებოდნენ, ბიჭები თმებს ისწორებდნენ, გოგონები კი შურით და ზიზღით მიყურებდნენ, რომ ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი, მხოლოდ ერთმა ქერა გოგონამ გამიღიმა, და ეს მომეწონა. ესეიგი 1 ვინმეს მაინც მოვწონდი.
ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც იმ მძღოლმა დამარიგა, როცა ცხროლი და წიგნები მივიღე აღმოჩნდა, რომ პირველი ინგლისური ლიტერატურა მქონდა მესამე სართულზე, 34 კაბინეტში, კარებთან შევყოვნდი, შესვლას ვაჭიანურებდი, ალბათ კიდევ დიდი ხანი არც შევიდოდი, რომ არა კაბინეტისკენ წამოსული 10ოდე ბიჭი, როგორც კი მათ თვალი მოვკარი მაშინვე კარებში შევსხლტი და თვალებით ცარიელი მერხის ძებნა დავიწყე, საბედნიეროდ აღმოვაჩინე, შუა რიგის ბოლო მერხი და მაშინვე დავჯექი, კლასში არავინ იყო 3 გოგონას გარდა, მხოლოდ ჩანთები ეწყო დაკავებულ მერხებზე. ვიცანი, ამ სამისგან ერთი გოგონა სწორედ ის იყო, რომელმაც შემოსვლისას ღიმილით დამაჯილდოვა, ახლა სწორედ ეს გოგონა მოვიდა ჩემს მერხთან, სწორედ ამ დროს შწმოვიდნენ ბავშვები და კლასი გაივსო.
-მია ხარ არა?-გავუცინე და თავი დავუქნიე.
-შეიძლება შენს გვერდით დავჯდე?-მკითხა ისევ ღიმილით.
-რათქმაუნდა-ვუთხარი და სკამიდან ჩანთა ავიღე. რამდენიმე ბიჭმა ამოიოხრა, საბედნიეროდ დაასწრეს. ოთახო დავათვალიერე, იქაურობა სავსე იყო შექსპირის ფოტოებით, კედლებზე ფერადი ფურცლებით გაეკრათ შექსპირის უკვდავი ფრაზები, ვიმედოვნე მასწავლებელი ქალი იქნება მეთქი.
-მგონი ეს ქალი შექსპირზეა შეყვარებული-გადავუჩურჩულე გოგოს.
--ვინ ქალი?-მკითხა სიცილით,-ლიტერატურის მასწავლებელს თუ გულისხმობ ცდები, პროფესორი მისტერ პიუსი, პიუს თიკენსი მამაკაცია-ჩაიფხუკუნა და დაამატა-თუმცა ამის გამო მისი სექსუალური ორიენტაცია დღესაც ეჭვის ქვეშაა, რომ შემოვა მიხვდები რასაც ვგულისხმობ.
-კარგი, ვნახოთ, ვნახოთ.
-ხო მართლა, სულ გადამავიწყდა გაგცნობოდი, მე ლუსი ვესტერნა ვარ, ერთადერთი გოგონა, რომელსაც ამ სკოლაში მოსწონხარ,
-კი მაგრამ სხვებს რა დავუშავე?
-სხვა გოგონებს შენი შურთ, მერე აგიხსნი რა...
-ოჰ რა გაეწყობა-თვალები ამოვატრიალე და სწორედ ამ დროს მოვკარი ნიკს თვალი, ჩემი მერხის წინ იჯდა, დამინახა, მაგრამ თვალი მომარიდა, მეწყინა და ხელი დავუქნიე, რომ შევემჩნიე, ისევ გამოიხედა, მაგრამ ვითომც აქ არაფერიო, დაფისკენ დაიწყო ყურება, საშინლად გავბრაზდი, მინდოდა იქვე მომეკლა, რამ გამოაშტერა ასე, რომ ყურადრებასაც კი აღარ მაქცევდა.
ლუსიმ დაინახა როგორ ვუყურებდი ნიკს და მიხრა.
-დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, ეგ ბიჭი აქ თვალში არავის მოსდის.
-რაა?-ელდა მეცა-კი მაგრამ რატომ?
-არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა ვერ არის, ეს არაპირდაპირი გაგებით რათქმაუნდა, უბრალოდ ძალიან უცნაური ტიპია.
-მაინც რატომ არის ის უცნაური?-არ მოვეშვი გოგოს.
-გთხოვ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
მეც აღარ ჩავაცივდი, გავეთილებმა მოსაწყენად ჩაიარა, ნიკი ყურადღებას არ მაქცევდა, მხოლოდ ხანდახან გამომხედავდა მალულად და როგორც კი მეც შევხედავდი უმალ მარიდებდა მზერას.
არც ლანჩზე მომკლებია ყურადრება, მაგრამ ეს ახლა ნაკლებად მადარდებდა, ნიკზე შურისძიების გეგმას ვადგენდი, გადავწყვიტე მეც მსგავსად მოვქცეოდი და არანაირი ყურადღება არ მიმექცია მისთვის.
გაკვეთილების დასრულებისთანავე კლასიდან გავვარდი, ისე, რომ ლუსისაც კი არ დავემშვიდობე, ფეხით მოვინდომე სახლში დაბრუნება, თან გადავწყვიტე გზად მაღაზიასის შემევლო და თბილი მოსაცმელი შემეძინა, სკოლას 5 მეტრითაც არ ვიყავი დაშორებული, რომ ვერცხლისფერი ვოლვო გაჩერდა, ფანჯარა ჩამოიწია და ნიკი დავინახე, მაშინვე გზა გავაგრძელე. მანქანა ნელ-ნელა მომყვებოდა მანამ, სანამ არ გამისწრო და წინ არ გადამიდგა.
-მანქანაში ჩაჯექი მია-მიბრძანა ნიკმა.
-არ ჩავჯდები, თავი დამანებე ახლა-შევუბღვირე-და შენი რობოტიც აქედან მოაცილე-თვალით მანქანაზე ვანიშნე, რომელიც გზას მიკეტავდა.
-ჩაჯექი გოგო მანქანაში, თორემ...
-რა თორემ?-შევაწყვეტინე-რას მიზამ?-თავი შეიკავა უხეში პასუხისგან, იცოდა ასე ვერაფერს გახდებოდა და რბილად მითხრა.
-მია, მანქანასი ჩაჯექი, რომ ყველაფერი აგიხსნა.
-არ მჭირდება არაფრის ახსნა, ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია.
- მოთმინებიდან ნუ გამომიყვან მია, თორემ ძალით ჩაგსვამ, იცი, რომ ეს არ გამიჭირდება.
-გამეცალე!-ვუბრძანე მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არც კი განძრეულა/
-კარგი, ვნახავ რამდენ ხანს იდგები მანდ მია, მე არსად მეჩქარება, დრო თავზესაყრელად მაქვს.-და ძრავა გამორთო. გარეთ სუ გავითოშე, მეტი ვეღარ გავძელი და დავუყვირე.
-მანდედან მითხარი რა გინდა და თავი დამანებე ნიკ.
-ცუდია, რომ ამის გაკეტება მიწევს, შენ სხვა არჩევანს არ მიტოვებ...-მანქანიდან გადმოვიდა და მკლავში მწვდა.
-გამიშვი მეტკინა, სად მიმათრევ? ნიკ შემეშვი არ მინდა შენთან ლაპარაკი გესმის? თავი დამანებე.
-მე მინდა სამაგიეროდ, ამიტომ თავს არ დაგანებებ-მანქანაში ძალით შემათრია და თავადაც გვერდით მომიჯდა, ძრავა აამუშავა და ჩემთვის უცნობ ქუჩზე გავიდა, აშკარა იყო სახლში ნამდვილად არ მივყავდი.


აბა როგორ მოგწონთ? შეაფასეთ ეს თავი და აზრი დააფიქსირეთ რატომ იქცევა ნიკ მორგანი ასე უცნაურად და სად და რატომ წაიყვანა მია? თქვენი ინტრიგანი ავტორი ))).
პ.ს მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი diana.cherchuki

უი, შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, ვჩქარობდი წერისას ძალიან, იმედი მაქვს მაპატიებთ feel
--------------------
Onlinegirl

 


№2  offline წევრი θεοδώρα

Ki kargia,dzalian momwons..ubralod tavebi gazarde dzalian moklea

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

θεοδώρα
Ki kargia,dzalian momwons..ubralod tavebi gazarde dzalian moklea

Gavitvaliseineb, madloba )))
--------------------
Onlinegirl

 


№4 სტუმარი anita

au momwons dzaan tavebi gazarde raa:) ox martla intrigani xar! :D :p

 


№5  offline წევრი გაიღიმე

ძალიან მომწონს <3 ჩახლართული ისტორიააა.... თავები გაზარდე რა :/ <3

 


№6  offline წევრი diana.cherchuki

anita
au momwons dzaan tavebi gazarde raa:) ox martla intrigani xar! :D :p

Kargi, madloba :D

გაიღიმე
ძალიან მომწონს <3 ჩახლართული ისტორიააა.... თავები გაზარდე რა :/ <3

Kargi gavzrdi aucileblad <3
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent