შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –3–


10-03-2016, 18:57
ავტორი sopiko
ნანახია 2 386

[თავი 3]
ფრთხილად შეახო მხარზე ხელი, მისი აგრესია რომ არ გამოეწვია. მამაკაცს სხეული შეუთრთოლდა. ნელა მოატრიალა თავი ''შპილკასკენ''. ეგონა, რომ ფული სჭირდებოდა... ანდაც ძველი, ონისეს გამოყენებული შპრიცის თხოვნას აპირებდა. თხოვნა? ''შპილკამ'' თხოვნა და ლოიალი არ იცის! მისთვის ბრძანებაა მთავარი! ბრძანება და... წამალი... თორემ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებს!
–ონისე, რატომ ხარ აქ?–ყველაზე ნაკლებად რასაც ელოდა, ის გაიგონა ''შპილკასგან''.
რატომ იყო აქ? რა დარჩენოდა ონისე მაჩაბელს ამ ბუნაგში, სადაც დათვებზე დიდი მხეცები ცხოვრობდნენ? ახლა ონისეც მათ მიეკუთვნებოდა და ამიტომ სძულდა ცხოვრება! მას შეეძლო ყველაფერი წაეგლიჯა ადამიანებისთვის! აი, ლოლას სიცოცხლე წაართვა! ონისეს ძალა... სოფიოს ბედნიერება... სოფიო! მან მაინც რა დააშავა, რომ ასეთი უბედურება დაატყდა თავს... ლხინი ჭირმა შეუცვალა... ჭრელი ფერები უჟმურმა ნაცრისფერმა... წუხელ საძინებელში ფეხაკრეფით შეიპარა და მძინარე სოფიოს დახედა... ტანჯვა ამოიკითხა საყვარელი ქალის დამჭკნარ ლოყებზე... მისი გარდერობი გამოაღო, ცოლის სურნელი რომ შეეგრძნო და ახლაღა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ შავი ფერის ტანსაცმელი შემორჩენოდა ''ძველ'' დროს გადატენილ კარადას. თავიდან ისე იყო გაგიჟებული შვილის მონატრებით, უნდოდა თავი სოფიოსთვის შეეფარებინა... უნდოდა ჩახუტებოდა.. მაგრად, ძალიან მაგრად ჩახუტებოდა და მისი ფარფატინა სხეული შეეგრძნო. ხელები მოემუჭა, მიმკვდარებული არსება რომ დაინახა... ღმერთო, რა რთული იყო ასეთი სოფიოს ნახვა! მერე და მერე უსოფიოობამ შიგნიდან რომ დახრა, მძინარე სოფოს ყურება გახდა მისი ერთადერთი შვება! ქალის კაბაში თავს რგავდა და ვეღარაფერს გრძნობდა... ფერებსაც კი ვერ არჩევდა. გუშინ კი შეამჩნია, რადგან წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო ჯერ კიდევ... არც სოფო იცოდა და არც ლოლა!
–ონისე... ონისე!–ყურში ჩაჰყვირა ''შპილკამ'' და გამოაფხიზლა.
–იცი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჩემს გონებაში ვცდილობდი და სულ სხვა რამეზე გადავერთე... უფრო სწორად ვინმეზე!–ნაღვლიანად გაეპასუხა და თავი ჩაჰკიდა.
–ვინ არის ეს ვინმე? ვის გამო დაკარგე თავი? მე ხომ ვიცი, რომ აქ ყველანი ადამიანები ვართ! ერთ დროს ისეთ ლაჩრებს, როგორებიც ახლა ჩვენ ვართ, ზიზღით ვუყურებდით და ზურგსუკან დავცინოდით... ვისზე ფიქრებს ემალები კაიფში ყოფნისას?–ბოლო სიტყვებში თანხმოვნები გამოკვეთა მამაკაცმა.
–ვისზე არა! სოფიოზე, ლოლაზე, ჩემზე... ყველა იმ ადამიანზე, ვისაც გული ვატკინე! ასეთი კი ძალიან ბევრია...–ჩამოთვალა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და კიდევ ერთხელ მოუჭირა ხელი ვიღაცამ/რაღაცამ გულზე.
–მომიყევი...–ერთ სიტყვაში გამოხატა ყველაფერი ''შპილკამ''.
ონისემ გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დააშორა და...

–მამიკო, ნაყინი მიყიდე რა...–ტიკტიკს არ წყვეტდა მთელი გზა ონისეს პატარა ქალბატონი და უსაფრთხოების ქამარს ეთამაშებოდა.
–ახლა გვაგვიანდება, ლოლა! წამოსვლისას კი აუცილებლად გიყიდი.–შეპირდა შვილს და სარკეში გაუღიმა.
–რომელს? დახეული რომაა ჩემი ბაღელი, ლიზიკოს თმასავით თუ ის... ფიჯნის!–დაფიქრებით წარმოთქვა ლოლამ და თმა თითზე დაიხვია.
–შენ უფრო ხვეული თმა გაქვს და სხვაზე რატომ მელაპარაკები? თანაც ფინჯნის კი არა, ჭიქის.–ლოლას მსჯელობამ გააცინა ონისე.
–მმამ... არ ვიცი!–ბევრი ფიქრის შემდეგ დარცხვენით უპასუხა გოგონამ.–აი, მოვედით!
ონისემ მანქანა ბაღის ჭიშკრიდან ცოტა მოშორებით გააჩერა, რადგან მერე ჭიშკრის გაღება–დაკეტვაზე ზრუნვა არ მოეწია. კარები გააღო და სანამ გადავიდოდა, შვილს ქამარი შეუხსნა.
–დამელოდე, პატარა ქალბატონო!–შუბლზე მსუბუქად მიარტყა წკიპურტი და ავტომობილიდან გადავიდა.
ლოლამ გახარებულმა დაუკრა ტაში და სწორედ ამ დროს შენიშნა ფანჯარაში ლიზიკო. გოგონა, რომელიც ძალიან მოსწონდა და მასთან მეგობრობა უნდოდა. ლიზი მორცხვი და ჩაკეტილი ბავშვი იყო, ამიტომ ლოლიტას ჯერჯერობით მიზნისთვის ვერ მიეღწია. მამას აღარ დაელოდა და მანქანიდან გადახტა.
–ლიზიკო!–დაიყვირა ყურებამდე გაღიმებულმა და შემობრუნებულ გოგონას ხელი დაუქნია.
–ლოლა, დამიცადე!–კარის გასაღებით ჩაკეტვას თავი მიანება ონისემ და მისკენ გამოიქცა.
ლოლა გზაზე გადარბოდა. გზაზე, რომელზეც ბავშვები უპირატესობით სარგებლობდნენ. ალბათ ეს არ იცოდა ცისფერი ''ოპელის'' მძღოლმა და მოულოდნელად მაღალი სიჩქარით შემოუხვია ბაღის მოსახვევში.
საბედისწერო წამები თითქოს შეჩერდნენ, რათა ონისეს ასეთი ლოლა, თეთრი, ფითქინა, კულულებიანი, ბედნიერი, ლაღი, მოუსვენარი დამახსოვრებოდა.
მერე სულ სხვანაირ ლოლას მოჰკრა თვალი! სისხლის გუბეში მწოლარს... მისი თმის ღერები ირგვლივ იყო მიმოფანტული... კაბის შემოხეული ნაწილებიც...

ბორბლების ღრჭიალი მოისმა გარედან. ბიჭები ფეხზე წამოხტნენ და დაუპატიჟებელ სტუმარს მომზადებულნი დახვდნენ. მაღალი მამაკაცი წელში მოიხარა და ისე შემოვიდა სოროში. იქ მყოფებს თვალი მოავლო და ონისეს მკაცრი და გაბრაზებული მზერა სტყორცნა. გვიანღა იცნო ონისემ საბა. მწარედ ჩაიცინა... არც გატოკებულა.
–გამოდი, მოშორებით დაგელოდები!–მოკლედ მოუჭრა საბამ და გასვლა დააპირა.
–აქ მითხარი სათქმელი, მე არ მოვდივარ.–ასეთივე ტონით მიუგო მამაკაცმა.
–ახლავე ადგები და უკან გამომყვები. წინაამღდეგ შემთხვევაში არც კი დავფიქრდები, ისე დავრეკავ პატრულში და თქვენს ადგილმდებარეობას შევატყობინებ. ამ სოროს მისამართს ყველა გაიგებს, მერე კი ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.–ავად გაისმა მისი ხმა.
ბიჭები შეიშმუშნენ. ''შპილკამ'' ''შიმპანზეს'' რაღაც ანიშნა. ონისეს მათი მოქმედება არ გამოპარვია. იცოდა, რომ არ გასულიყო, რაც მოხდებოდა და საბასთან ერთად გავიდა სოროდან.
–რა გინდა?–უხეშად ჰკითხა მეგობარს და კედელს ზურგით მიეყრდნო.
–მე რა მინდა? მე რა მინდა, ონისე? შენ რა გინდა? რას ერჩი იმ გოგოს? რატომ ტანჯავ? შენი სისუსტე ერთხელ თუ არ გამოავლინე, მუდამ ვითომ ძლიერი, მაგრამ უბადრუკი იქნები! რას გავხარ? სარკეში რამდენი ხანია რაც არ ჩაგიხედავს? სოფოსთვის მაინც შეგივლია თვალი? ცოცხალიაო, ვინმე იტყვის მასზე? ჯერ ლოლას სიკვდილმა მოკლა, ახლა შენ! ვერ დავიჯერებ, რომ აღარ გიყვარს, ონო! ონისე, ონისე, მისმინე...–მიხვდა, რომ ონისეზე რომელიღაც სიტყვამ, წინადადებამ იმოქმედა და თავისკენ შემოატრიალა.
–რა გითხრა, საბა? სოფიო აღარ გიყვარსო? სოფიო? ჩემი სოფიო? როგორ შეიძლება ის აღარ მიყვარდეს... ასეთი რამ შეუძლებელია მოხდეს! ...მაგრამ იმის მერე, რაც მოხდა, შეიძლება, რომ მას აღარ ვუყვარდე! შეიძლება ჩემი სახელიც კი სძულდეს! დღეს მითხრა, ამდენი ხანი გიტანდიო... გიტანდიო, გესმის? ტვირთად ვაწევარ, საბა! თავს ვერ მოვიკლავ... მინდა შვილთან მაინც წავიდე... ის კი სამოთხეშია. სოფიო ჩემი აღარაა და... ის მაინც...–სიტყვა შუაზე გაუწყდა... ლაპარაკი ვეღარ გააგრძელა... უჭირდა! სასტიკად უჭირდა ის, რომ მამაკაცი ყოფილიყო... ცოლს ვერ ედგა გვერდით! ის ვერ დაიცვა! შვილი ვერ დაიცვა და კიდევ კაცი ერქვა!
–გააგრძელე! მიდი, თქვი სათქმელი! უნდა დაიცალო, ონისე! თუნდაც იტირე... ოღონდ გონს მოდი! ჩემი ონო დააბრუნე!–გულში რამდენჯერმე ჩაიკრა დამძიმებული სხეული მან.
–ველოდები, როდის დაიძინებს, რომ სახლში წავიდე და თვალებით მივეფერო... მიშველე, საბა! ამ ტკივილს ნარკოტიკიც კი ვერ მავიწყებს...–თვალებდასისხლიანებულმა ახედა ძმაკაცს და თავი მანქანის სახურავს დაუშინა.
–ახლა მორჩი! ახლა გაჩუმდი! მერე წადი და ის, რაც მე მითხარი, სოფიოსაც უთხარი! დამიჯერე, მას ისევ უყვარხარ. როგორც კი სახლიდან წამოხვედი, მაშინვე დამირეკა. საშინელ მდგომარეობაში იყო და ისევ შენს სახელს გაიძახოდა... არ ხარ მართალი, ონისე!–მის გადარწმუნებას ცდილობდა და ხელებით აკავებდა.
–არა... არა... ამასაც ვინანებ... ვიცი, ამ ღამით ვინანებ, რომ გული გადაგიშალე... ასე მერჩივნა... ერთ სივრცეში ჩაკეტილს...–თავი გადააქნია და მანქანის კარი გამოაღო.–წავიდეთ სადმე... ბარში...
–ჯერ ბარში, მერე სოფიოსთან!–მაინც იგივე გაიმეორა საბამ და საჭეს მიუჯდა. ვიბრაციის ხმამ ჯიბეში ჩადებული ტელეფონი გაახსენა. სოფიოს სახელი ამოიკითხა თუ არა, სწრაფად დააჭირა აღების ღილაკს.
–გისმენ, ლაშა!–ამ სიტყვებით გადახედა ონისეს, რათა მას ეჭვი რამეში არ შეპარვოდა.
–ონისე იპოვე?–საოცარი სიხარული იგრძნობოდა ქალის ხმაში.
–ძალიანაც ნუ იყვირებ, გვერდით უფროსი მიზის და რამეს არ მიხვდეს.–რაღაც სისულელე მოროშა და სიჩქარეს მოუკლო.
–ხოო... მე რომ დაგირეკე, იცის?–შეაპარა სოფიომ.
–მერე დაგელაპარაკები. დროებით!–აღარაფერი უთხრა ამასთან დაკავშირებით.
რაც არ უნდა დაესუსტებინა ლოლას სიკვდილს ონისე, ამ ღამით ცოლ–ქმარი სხვადასხვა ოთახებში ვეღარ დაიძინებდა...

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო კარგებო!
არც ეს თავი ყოფილა ადვილი დასაწერი... თითოეულ აბზაცში და სტრიქონში დიდი ტკივილია ჩამარხული...
დიდი მადლობა გუშინდელი შეფასებისთვის! ამჯერადაც ველი თქვენს კომენტარებს ამ თავში განვითარებული მოვლენების შესახებ...
სიყვარულით სოფო!
პ.ს. შემდეგი უკვე დასასრულია...



№1 სტუმარი ემი

ისევ მატირე....

მაგრამ, იმედის ნაპერწკალი გაღვივდა ....

დასასრულზე არ მატირო, რააა...

 


№2 სტუმარი Black

Sopikoo aqamde sheni istoria rogor gamomepara rom 3ze aagwia..magari gogo xar da gelodebi;) <3

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian shemiyvarda es istoria? Mjderoda rom iniseshi sidzliere gaigvidzebda isev :* gmerto ra sashienelbaa :/ daifare yvela! <3 dzalian kargiaa :*

Dzalian shemiyvarda es istoria? Mjderoda rom iniseshi sidzliere gaigvidzebda isev :* gmerto ra sashienelbaa :/ daifare yvela! <3 dzalian kargiaa :*

 


№4 სტუმარი Teo..

Dzalian kargi iyo ,martla.imeds vitoveb rom am tkivils ertad dazleven da kidev eyolebat shvili.ratqmaunda es sheni gadasawyvetia hemo avtoro.gelodebi sulmoutqmelad,mainc vitire vexar shevikave tavi.

 


№5  offline მოდერი Eleniko13

იეაპ.
სოფაჩკა, ია წიბია ლიუბლიუ.
ეს მოთხრობა ხომ ვააააბშეეე
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6 სტუმარი Black

Ragac..vegar vxedav axal tavs((

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენი ტამის ატანა შეუძლია ქალს და დედას. იბრვი იმ პატარა ნაპერწკალისთვისაც კი წვიმიან ამინდს რომ გადაურჩა

 


№8 სტუმარი mvaro svanu

vaime rogormtkiva guli cudad var.magari qalia rogor uzlebs am tkivils

 


№9  offline მოდერი sopiko

ემი
ისევ მატირე....

მაგრამ, იმედის ნაპერწკალი გაღვივდა ....

დასასრულზე არ მატირო, რააა...

დასასრულზე ბედნიერებისგან უნდა იტირო! love
Black
Sopikoo aqamde sheni istoria rogor gamomepara rom 3ze aagwia..magari gogo xar da gelodebi;) <3

აი, სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც/ვიღაც მაკლდა lol
teddy))
Dzalian shemiyvarda es istoria? Mjderoda rom iniseshi sidzliere gaigvidzebda isev :* gmerto ra sashienelbaa :/ daifare yvela! <3 dzalian kargiaa :*

Dzalian shemiyvarda es istoria? Mjderoda rom iniseshi sidzliere gaigvidzebda isev :* gmerto ra sashienelbaa :/ daifare yvela! <3 dzalian kargiaa :*

მართლაც! თქვენი ეს სიყვარული... არ ვიცი, გმადლობთ! love
Teo..
Dzalian kargi iyo ,martla.imeds vitoveb rom am tkivils ertad dazleven da kidev eyolebat shvili.ratqmaunda es sheni gadasawyvetia hemo avtoro.gelodebi sulmoutqmelad,mainc vitire vexar shevikave tavi.

თავის შეკავება მეც გამიჭირდა, თუმცა ვტყუი... ეს არც მიცდია... ჩემი ემოციები თუ თქვენამდე მოდის, ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის, როგორც ახალბედასთვის! request
Eleniko13
იეაპ.
სოფაჩკა, ია წიბია ლიუბლიუ.
ეს მოთხრობა ხომ ვააააბშეეე

მითუუუ love
Black
Ragac..vegar vxedav axal tavs((

უინტერნეტობა... ჰმ.
terooo
რამდენი ტამის ატანა შეუძლია ქალს და დედას. იბრვი იმ პატარა ნაპერწკალისთვისაც კი წვიმიან ამინდს რომ გადაურჩა

რამდენადაც სუსტია ქალი ფიზიკურად, იმდენად ძლიერია სულიერად...
mvaro svanu
vaime rogormtkiva guli cudad var.magari qalia rogor uzlebs am tkivils

შენ წარმოიდგინე ეს მეც კი მიკვირს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent