გიჟი დაქალის გვერდით... ნაწილი მეორე (თ.ჯ)
__გისმენ საააალ. __დილით მობილურის გამღვიძე... საშინელებაა, მაგრამ რადგან შენ ხარ გპატიობ... __სულ არ მოგენატრე, გიჟო... __კი, ძალიან, ისე ძალიან რომ ჯერ ვერც გამოვფხიზლდი... __შენ რა იმ დღის ამბავზე ხომ არ ჯავრობ?! __რომელ ამბავზე?! __ვითომ არ იცი. __კარგი ხო, ვჯავრობ, საშინლად გამოვიდა, შევრცხვი შენთან... __კარგია, გავითვალისწინებ... __რაა? __ვიხუმრე თათ, ნუ ბავშვობ... __და რა იგულისხმე მაინც?! __არაფერი შევხვდეთ დღეს, ხომ უნდა მოგიყვე ჩემი საიდუმლო... __ხო, იმ დღის მერე მაგ ისტორიის მოყოლაზე არც გვისაუბრია, და რას ეხება არ მეტყვი?! __არათქო, რამდენჯერ უნდა გითხრა?! __ძალიან რომ გთხოვო?! __მნახე და გეტყვი, კარგი?! __კარგი ვდგები უკვე, ოღონდ იქ იმ კაფეში არა რა გთხოვ... __ხო, კარგი ეგრე იყოს მშიშარა. __სიყვარულის ბაღში შევხვდეთ... __შეყვარებულებივით?! __ეგღა მაკლია. __დროზე მოდი... __კარგი ვთიშავ. ................................................................................................................................................................. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ დილით, მართალია ძილი დამაკლდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ გავიგებ მის ისტორიას, თუმცა არც კი ვიცი, ეს ამბავი კარგი იქნება, თუ ცუდი, სევდიანი, თუ მხიარული, რა უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვერ მიმხელს, ან არ მიმხელს, ან რატომ ვერ მეუბნება მობილურში?! რთული დილა მქონდა ისე მოვემზადე სალოსთან შესახვედრად, რომ თავში მხოლოდ მსგავსი კითხვები მიტრიალებდა, სად, როგორ რანაირად, რატომ?! არ ვიცოდი მასზე ის ძირითადი, რაც უნდა მცოდნოდა და არც ის ვიცოდი იყო კი საერთოდ ის ისტორია ასე მნიშვნელოვანი მისთვის, ან თუ იყო რატომ აქამდე არ მითხრა და თუ უმნიშვნელო იყო რატომ ანიჭებდა თავად ამხელა მნიშვნელობას... მივდიოდი მასთან შესახვედრად, თუმცა ეს რიტორიკული კითხვები ისევ პასუხ გაუცემელი მრჩებოდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო მეშინოდა მისი ნახვის, მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი გავუძლებდი კი იმ ამბავს რაც მას უნდა ეთქვა ან რა ვიცი საერთოდ რა უნდა ეთქვა, ეს გაურკვევლობა გულს მიკლავდა, მანძილიც თითქოს ისე დაგრძელდა, როგორც არასდროს დრო გაჩერდა, ჩემი მაჯის საათიც კი ისე ხმამაღლა აღარ ტიკ-ტიკებდა... ................................................................................................................................................................. __მოხვედი?! __გამარჯობა სალ. __გაიცანი ეს დათოა. __დათო?! __ხო, დათო. __მეგონა მარტო ვიქნებოდით, უფრო სწორედ მეგონა მარტო მოხვიდოდი, შენ ხომ რაღაც უნდა გეთქვა ჩემთვის, რაღაც მნიშვნელოვანი... __კარგი რა თათ, ჯერ მიესალმე დათოს, რაიყო სულ დაგავიწყდა ზრდილობის წესები?! უცნაურად გამიღიმა სალომ და ეს ღიმილი რატომღაც ძალიან ბუნდოვანი იყო ჩემთვის არ ვიცოდი ვინ იყო ეს პიროვნება, ან რატომ მოიყვანა მაინდამაინც დღეს აქ დათო, რომელზეც აქამდე არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი, ნეტავ უნდა გამხარებოდა მისი აქ ყოფნა სალოს გვერდით თუ უნდა მწყენოდა, იქნებდა შემთხვევით შეხვდა, იქნებ ვინმე ნაცნობია, კლასელი, კურსელი, ხომ შეიძლება სკოლის ამხანაგიც იყოს... მაგრამ დღეს აქ რატომ არის ... ისევ ამებურდა ჩემ თავთან უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ერთმანეთში... ნეტავ მალე გავერკვე რა ხდება, ნეტავ მალე მითხრას ვინ არის, ანდა მალე წავიდეს, რომ მარტო დავრჩეთ და ვკითხო რა უნდა მითხრას... __თათ, კარგად ხარ?!__საუბრის დაწყება ისევ სალომ გადაწყვიტა. ალბათ ძალიან ეუცნაურა ჩემი არაჩვეულ ხასიათზე ყოფნა... __კარგად ვარ, ბოდიში დღეს რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაპატიეთ ორივემ, მაპატიე სალ. __კარგი დაწყნარდი, რამე გტკივა წამო დავსხდეთ დაჯექი..._უცებ ხელი დამავლო სალომ და იქვე სკამზე ძალით დამსვა, თითქოს და რამე განუკურნებელი სენი დამმართნოდა... __კარგად ვარ სალ... მართლა. __კარგი რა რას მანერვიულებ, რა დაგემართა?! მეკი ისე ველოდი ამ დღეს დღეს ხომ ჩემი დათო უნდა გამეცნო შენთვის... მითხარი რა გჭირს, აი ნახე ისიც შეცბა ასე რომ დაგინახა... __ვინ ის, ვინ შენი დათო... რა ვინ, რა შენი დათო? __დაწყნარდი ჯერ მოდი ფერზე, რა დაგემართა?! __აიღე სალ წყალი... და გამაყუჩებელია ეს... მადლობა ღმერთს აქვე ყოფილა აფთიაქი... __უკეთ არის დათო, უბრალოდ ანერვიულდა, სხვა არაფერი, მადლობა სიხარულო. მოვა ფერზე და ერთად წავიდეთ სადმე ან აჯობებს ამ ეტაპზე მარტო დაგვტოვო, თორემ ეს ისეთი გიჟი მყავს, რომ მაინც ვერ მომისმენს შენ თუ აქ იქნები... საღამოს შევხვდებით... __კარგი სალ. __უთხრა სალოს და შუბლზე აკოცა. არვიცი ეს რა იყო, ჯერ ვერ გავერკვიე, მგონი მართლა ცუდად ვიყავი, აშკარად წნევა დამივარდა. __რაიყო თათ, მისალმებოდი მაინც შე სულელო... __ვინ იყო სალ, ვინ იყო ეს დათო?! __ არ მეტყვი?! __დაწყნარდი. __მითხარი გთხოვ. __გეტყვი რა გჭირს, დაწყნარდითქო. __კარგი უკეთ ვარ, ვსო მშვიდად ვარ. __თუ გინდა სადმე წავიდეთ და იქ ვისაუბროთ ან რავი როგორც შენ მოიხერხებ, ფერი კარგი გაქვს ახლა, წეხან შეგვაშინე ორივე, ასე მხოლოდ ბარბი გვაბრაზებს ახლა კი შენც დაემატე... სულელო. __და ბარბი... ბარბი ვინ არის?! ან დათო ვინ იყო?! __დაწყნარდი, შენ რა მართლა მაგიტო ხარ ეგრე, რომ რარაც საშინელ ისტორია ელოდი ჩემგან?! ჰა გამოტყდი, გელოდები... __არა არაფერს არ ვფიქრობ ცუდს, ა ა არა __მითხარი მაინც სულელო, რას ფიქრობდი?! რა უნდა მეთქვა შენთვის? ის რომ კრიმინალი ვიყავი თუ რამე უფრო საშინელებას ფიქრობდი?! ალბაატ ჯობდა ადრე მეთქვა შენთვის ეს ამბავი... მაგრამ ვერ მოვახერხე, თან პირადად მაინტერესებდა შენი სახე, როცა ამ ისტორიას მოგიყვებოდი. __და რაღას ელოდები?! მითხარი გთხოვ ნურა მტანჯავ, ვინ არის ეს დათო, ან ბარბი? __ეს ჩემო ოჯახია თათ. __ჩემი ქმარი დათო... __რაა?! __ხო, ჩემი ქმარი დათო __დათო ... ეს დათო, აქ რომ იყო, რომ არ მივესალმე ის დათო?! __ხო, სულელო, ჩემო გიჟო გოგო, ეს ის დათოა ჩემი დათო. __არ მჯერა, მართლა არ მჯერა სალ. __უნდა დაიჯერო, ახლა ვეღარ დავურეკავ რომ მობრუნდეს, ისედაც არ ეცალა სამსახურიდან იყო გამოსული ცოტა ხნით. __სალ აქამდე რატომ არ მითხარი უხერხულია ჩემგან, თავს საშინლად ვგრძნობ, არც კი მივესალმე, რას იტყვის? ალბათ სულელი ვგონივარ, გიჟი, ანდა რამე უფრო უარესი, ალბათ გაუზრდელი... __დამშვიდდი თამ არაფერიც არ გონიხარ. __და შენ საიდან იცი რა იფიქრა?! __ვიცი, თამ ის ხომ ჩემი დათოა, ჩემი დათო, ჩემი ბარბის მამა... __რაა? ბარბის რაო? ბოლოს რა თქვი? შენ რა გინდა ჭკუიდან შემშალო?! დათო ჩემი ქმარიაო, ბარბი ჩვენი შვილიო. და ამდენი რამ რატომ დამიმალე სულელო... ვერ გადამირჩები იცოდე... __კარგი ჯერ ეგ გადახარშე რაც დღეს გაიგე და მერე როცა შენი და გიორგის ქორწილზე შემოგირიგებ დანარჩენი მერე მისაყვედურე, კარგი?! __რაა? არა ეგ უკვე მეტისმეტია, არარსებულ მომავალს მიწინასწარმეტყველებ, ჯერ ჩემს მეხსიერებაში არ არსებულ ადამიანზე, და შენ თუ გჯერა შენი ნათქვამის?! პირველად გამეღიმა გულიანად დღეს, თითქოს და მართლა მომეშვა გულზე რაღაც შავად, მძიმე ლოდად მქონდა სალოს ისტორია წარმოდგენილი ყოველთვის როცა ამ ამბავს სამომავლოდ მოსაყოლად გადადებდა ხოლმე მეგონა რამე კატასტროფა იყო მის ცხოვრებაში არადა ყველაფერი იმაზე კარგად ყოფლა ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი... __არ ვხუმრობ თათ... __მეკი მართლა ვხუმრობ სულელო... __და რაა არის აქ სახუმარო, იცი როგორი ბიჭია?! __მაინც როგორი? „კარგი ბიძების პატრონი აქეთური იქეთური?! „ __სულ ნუ ხუმრობ თათ, თორემ გაგლახავ, არა კი არ გაგლახავ გიორგი აგხანჯლავს... დაიმახსოვრე. __დავიმახსოვრე, მაგრამ მე მაინც არ მეშინია, სულელო... __კარგი დავიშალოთ დღეს, თორემ უკვე ვაგვიანებ ბავშვი მყავს ბაღიდან გამოსაყვანი... __კარგი წადი, მეც წავალ, იმედია მალე შევეგუები იმას, რომ გათხოვილი ხარ და შვილიც გყავს, თან ფოტოთი ძალიან მაგავს, დეიდას გოგოა... __სულელი ხარ თათ... __ვიცი. __დაგირეკავ საღამოს. __კარგი. ................................................................................................................................................................. ჩემი გიჟი გოგო... მიყვარხარ სალ. თამარ ჯიშკარიანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.