მინდა ანგელოზი ვიყო 4
მამიდას სიყვარული, როგორ დაბაჯბაჯებს უნდა ნახოთ, უკვე 2 წელი შეუსრულდა და მას მერე მოსვენება დაკარგეს დემეტრემ და ანიმ...იმდენად მოუსვენარია, მე მგავს, სანამ თავზე დაფოფინებენ სულ იცინის...აბა ერთი მოაშორონ თვალი, მაშინვე ბღავილს დაიწყებს...უხ როგორ უყვარს მამიდას ხომ არ იცის და რა გახარებულია ასეთ ბედნიერს რომ ხედავს დემეტრეს...არა ნამდვილად სასწაული რძალი მყავს, თან წარმატებული, ამიტომ მიყვარს ჩემი ძმა, ყველაფერში რომ დაეხმარა მეუღლეს და უკვე ორივე შემდგარი პროფესინალები რომ არიან...პატარა სანდრო კი ისეთ ბედნიერს ხდის მათ, რომ გული დამშვიდებული მაქვს...ძალიან ბედნიერი, დემეტრემ შვება რომ ჰპოვა და მართალია ყოველთვის უზომოდ დავაკლდები, მაგრამ მთავარია რომ გადალახა და ჩემმა დანაკლისსმა არაფერში შეუშალა ხელი... უი ეს რა დიალოგია...ახლავე ყური უნდა დავუგდო -შენ ხომ არ გასულელდი ლუკა?! ძალიან მიქარავ იცოდე...ძალიან რომ არ მიყვარდე და ჩემი საუკეთესო ძმაკაცი რომ არ იყო აქვე გაგიფენდი ფეხქვეშ! -კარგი რა ლაშა ... მაინც ვერ შემაცვლევინებ აზრს...აზრზე ხარ ტო?! გოგო ჩემზე ჭკუას კარგავს, მგონი პულსი 200ზე აუვარდა, როცა დაინახ,ა რომ მე ვიყავი და თან შევეხე...სულელია, გარეგნობა კი აქვს, მაგრამ რათ გინდა, ასეთ სულელებს უყვარდებათ ჩემნაირები და რა რატომაც არ უნდა გამოვიყენო ეს საშუალება?! -არასოდეს არ მესმოდა შენი და მით-უმეტეს ახლაც ვერ გიგებ...ეგ გოგო მეცოდება უბრალოდ და თან ხომ იცი რომ შენი რენეს დაქალია და ამით გულს რენეს საშინლად ატკენ... -კარგი რა ლაშა...მაგ ქეთათომ ისე ატკინა ჩემებს, რომ ეგ არცაა მოსატანი ... წავედი რა მე, უკვე ამატკიე თავი დარიგებებით, დამიჯერე ჯობია ასე მოიქცე და არასდროს გატკენენ.... ერთი ამას უყურეთ აბა დამაცადოს, ვაიმე მეგონა ძალიან მარტივი იყო რაღაცეების მოგვარება ანგელოზის სტატუსით და თურმე საერთოდ არ ყოფილა ადვილი.... არ ვიცი როგორ მოვიქცე, იმედია რამე საშუალება გამოჩნდება... -ქეთათო დამელოდე სად გარბიხარ... -უი რენე არ მესმოდა გათიშული ვარ -რა ხდება? -ისეთი არაფერი -მე ვიცი შენი არაფერი...მოხდა რამე? სახეზე ფერი არ გადევს...რა იყო ლუკა ნახე დილით? -დაგვინახე არა? -აბა მე რის რენე ვარ გაფიცებ....გული გამისკდა, მეგონა ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა და რომ ვნახე ცუდად გავხდი...მაგრამ იმ წამსვე მოვკარი ლუკას თვალი და დავმშვიდდი, ვიცი მთლად ეგეთი ბოროტი არ არის, ასე რომ გაემეტებინე... -სკოლაში წასვლა გეზარება და დილით ადგომა და აივნიდან ყურება არა ხო?! -კარგი რა ქეთათო კარგი რა... -შენ ჯობია იმ დებილ ირაკლის მიხედო, თორემ ლუკას თუ ჩაუვარდა ხელში კარგი დღე არ დაადგება ... -ეგ არ გამახსენო, გთხოვ უკვე სერიოზულად მეშინია, ორი ნომერი გამოვცვალე და ნომრის მცოდნეთა რიცხვიც შევამცირე, იმედია ახლა მაინც სიწყნარე იქნება ტელეფონში... -ტელეფონში სიმშვიდე რას გიშველებს გაფიცებ.....ძალიან მაცინებს ხოლმე რენე, ძალიან -ვინ მეუბნება, ნუგზარის შვილი ჭკუას კარგავს შენზე... -ნუგზარი არა რენე... ბატონი ნუგზარი... მასწავლებელი ნუგზარი ...მასწი ნუგზარი -ოხ მოკლედ რა ვერაფერს ვერ იტყვის კაცი შენთან...არა მართლა მაკვირვებს, 22 წლის ბიჭი ასე როგორ უნდა გააგიჟოს 16 წლის ღლაპმა... -არაფერიც სულაც არ გამიგიჟებია ეს ერთი, მეორეც ვინაა ამას რომ მეუბნება?! -რენეეეეეეეე -ვინაა ქეთათო რომ გაჰყვირის?! -ჯობია დაიმალო ...სიცილით კვდება ქეთათო -რენეეეეე -ვაიმე ქეთათო, ახლა ოღონდ სასწაულმა მიშველოს და გეფიცები, არასოდეს მოვიპარავ მერის ჩირს -აბა რა გეგონა, აივანზე გამოსაშრობად გამოტანილ ჩირს რომ უჭამდი მერი ბებოს... -რა ჩემი ბრალია, მარკეტში რომ იყიდება ისეთი უგემურია და თან აივანი ისეთი ახლოა, კიბეებიდან რომ ჩამოვალ თავისუფლად შემიძლია ხელი გავყო... -მოიცა სად გაქრა მერი არ მომსდევს?! -მეც ძალიან მიკვირს რამდენი შეუჭამე და როგორ არ მოგზდევს -მოგკლავ ქეთათო .... არა მართლა სასწაულია სად გაქრა? ეჰ, რომ იცოდეს, რად დამიჯდა ეს სასწაული, ჩემი დაიკო მეტჯერ აღარ ითხოვდა თავისთვის ღმერთს სასწაული მოევლინა...სავარაუდოდ, გარკვეული ხნით ჩამომართვეს ჩემი შესაძლებლობები,რადგან ისეთი რამ გავაკეტე რაც ნამდვილად არ უდნა გამეკეთებინა, საწყალ მერი ბებოს გონება დავაკარგვინე და მეუღლის მკლავებში ჩავაგდე....ისე კარგი კია, რა იცი, რამდენი ხანია ზურა ბაბუს არ მოსცემია მისი კაპასი მეუღლის ასე კარგად ჩახუტების საშუალება...მართალია ცოტა შევაშინე, მაგრამ გაღიმებულმა და ნეტარებითსავსე სახით რომ გავაღვიძე მერი ბებო, მგონი არ უნდა იყოს წინააღმდები ჩვენი ბაბუ... -რენე რას შვრები? -ახლა გამოვედით მე და ქეთათო მასწავლებლიდან რატო დემე? -დღეს სტუმრები მეყოლება რენე და სახლში ადრე მისვლას და ანის დახმარებას ვერ ვახერხებ...შეგიძლიათ შენ და ქეთათოს მოხვიდეთ? გცალია ნანატრო? ხომ არ გაქვს ბევრი სამეცადინო? -ცალია შენს ნანატროს აბა არ სცალია? ოღონდ იცოდე, რომ დავბერდები და შვილიშვილები მეყოლება ისევ ასე უნდა დამიძახო კარგი? -აბა რას ვიზამ რენ ... მიყვარხარ მერე იცოდე დღევანდელი დღისთვის საჩუქარს მიიღებთ.... -ბატონო დემეტრე -მათქმევინე რენ...ვიცი ამის გამო არ აკეთებთ, მაგრამ მე მიხარია როცა რაღაცით გასიამოვნებთ...თან რამდენი ხანია ქეთათო არ ყოფილა ჩემთან ასე რომ ჩუმად... -მიყვარხარ დემ...მიდი მიხედე პაციენტებს....მანამდე კი მე სანდროს შევახრამუნებ -გაკოცე ნანატრო, სახლში იციან, პირდაპირ ჩემთან წადით...ნუ ღელავ, ხომ იცი ანის აქვს თქვენთვის კაბები... -დემეეეეე -რა გაყვირებს რენ -არა რა 29 წლის ძმა მყავს და კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა.... -რა მოხდა -გამაწვალა რა და ... იცის მაზოლზე რომ მაჭერს ფეხს... -მოკლედ ყოველთვის თქვენს სტიქიაში ხართ სიცილით გაუყვნენ ჩემი გოგოები ქუჩას....ეჰ ჩემო დაიკო ცოტა უნდა დაჭკვიანდე არ შეიძლება ეგრე...არა მეც რომ მეცინება ...არადა მეც ასე არ ვაკეტებდი?...მომენატრა ეგ დრო, არა არაუშავს, მთავარია უფრო კარგ საქმეს ვაკეთებ... -დემე -ლუკა ჩქარა მითხარი არ მცალია -სპიკერი რომ გათხოვე გჭირდება? -არა ლუკა მაგრამ მოტანა ვერ მოვახერხე...დღეს გინდა აუცილებლად? -კი ძმაო ხვალ გიუშას დაბადების დღეა და დღეს უნდა დავაყენოთ ყველაფერი -მიდი სახლში, მოგცემს ანა და ნახე სანდროც...ისედაც რამდენი ხანია არ ყოფილხარ. მე არამგონია მოგისწრო ....გავიქეცი ჭკუით -აუ ჩემი რა ... -ბუზღუნნა დედაბერი თუ არ იყო მე მოვკვდე... -აუ აზრზე ხარ ბიჭო ახლა ნახევარი საათი გზაში უნდა ვიყო... არა რა, ცოტა სადმე ახლოს ვერ იყიდა ჩემმა ძმამ სახლი?...მაინც და მაინც საავადმყოფოსთან მოუნდა... -მიდი წადი ჩქარა შვიდისთვის გიუშასთან ვიქნები, მოდი მალე, არ იბოდიალო და გზაში არ დალეწო იცოდე... -მოკლედ დამრიგებლის ფუნქცია გაქვს ნაკისრი რა... ვაიჰ მოკლედ ქეთათო ვერ აცდა ჩემ ძმას...ისევ ნერვები უნდა უშალოს?! არვი რა ოღონდ ჩემ ძმას ჭკუა მიეცეს და სულ დავთმობდი ჩემ შესაძლებლობას... -ჩემი სიხარულები მოვიდნენ... -მოკლედ რძალო, შენ ყოველთვის ასე კარგად თუ გამოიყურები გადაგირევია ჩემი ძმა და ეგაა -რას ამბობ რენე შეხედე რას ვგავარ ...თან წინსაფარი ააფრიალა ანიმ -სულაც არაა საჭირო ან სულ გამოწყობილი იყო...ახლა ისეთი ლამაზი ხარ, დემეს რომ დაენახა უფრო მოეწონებოდი ვიდრე საღამოს კაბაში...მაგრამ დარწმუნებული ვარ ისე გამოეწყობი, მე და ქეთათოს ერთი კვირა ამ სახლში მოგვიწევს დარჩენდა და დემე კი ერთი კვირა სადმე სასტუმროში გადაგკარგავს... -ოხ რენე შენი დაჭკვიანება მენახოს მეტი არ მინდა .... საშინლად აწითლდა ჩემი რძალი... -შენ სულ მშვენდები ქეთათო...წარმომიდგენია ასაკი რომ მოგემატება ყველას გადარევ... -უკვე გადარია... -რა ხდება? -რადა ჩვენი ფიზიკის მასწის 22 წლის შვილი ჰყავს გადარეული, ბიჭი სერიოზულად ცუდადაა... -მოგკლავ რენე... -არა ტყუილს ვამბობდე ისე ბრაზდება...სპეციალურად გამორბის ეგ ბიჭი სამსახურიდან, შენ რომ მოგისწროს ... ის კი არა ერთხელ სკოლასთან შევნიშნე....მოკლედ მგონი ელოდება 18ის როდის გახდებ,ა მაგრამ მანამდე ყველაფერს ამოწმებს ხომ წესრიგშია... -ოხ რენე მოკლედ ...ან არ დაუჯერო ძალიან აბუქებს... -ეგ გაბუქება იქნებ ერთხელ რომ ხელს დაგტაცებს და მერე იძახე აბუქებ აბუქებო...ვაიმე მეტკინა.... -ღირსი ხარ დასახმარებლად მოვედით თუ სალაპარაკოდ, ჩქარა რენე წამოდი დავიბანოთ ხელები და მოვეხმაროთ ანის -აი რძალო ხედავ რას მიკეთებს .... -ან სანდრო როდის გაიღვიძებს? -საიდან იცი ქეთათო რომ ძინავს? -რა არ ეცოდინება ქეთოს, ისეთი სიწყნარეა გადამთიელიც მიხვდება... -მიდი აბა დატრიალდი რენე თორემ გაპრანჭვას ვერ მოასწრებ... -ეგ სულ დამავიწყდა ახლავე ქარბორბალა ამოვარდება ცოტა დამაცადეთ... სამივე ისე გემრიელად იცინის, მეც მინდა, მეც ისეტერიულად მივარდება სიცილი...კიდევ კარგი არავინ არ არის ჩემ ირგვლივ, თორემ კარგი დღე არ დამადგებოდა... არა მართლაც რა სწრაფები არიან ჩემი გოგოები ყველაფერი მალე დაამთავრეს, მაგრამ როგორი მოუთმენელი და მყავს ვინ იცის...მაგრამ თან რა ლამაზი, სამივე ასხივებს თან როგორ უხდებათ, ზუსტად მათი შესაფერი კაბები, თან მხოლოდ ტუში და პომადა...მეტი არც არის საჭირო და არც იკეთებენ რაც ძალიან მახარებს... ჩემ ძმას დააგვიანდა მოსვლა...ასეც ვიცოდი დეგენერატი...კიდევ უფრო უნდა გააწითლოს ქეთათო , მაგრამ რა იცი იქით არ გააწითლოს, ისეთი ლამაზია ბრმაა ჩემი ძმა მის სულიერ და გარეგნულ სილამაზეს რომ ვერ აღიქვამს...7ის მაგივრად 10ზე ავა ჩემი ძმა თავის ძმაკაცებთან აი ნახეთ...აბა რა იქნება ასე გვიან რომ მოვიდა, მაგრამ არაუშავს თვალი შეავლოს ქეთათოს და ნახოს რა გოგოა... -ლუკა ანიმ რომ მითხრა, რომ არ მოსულხარ გამიკვირდა...ამდენი ხანი სად იყავი, მეც მოგისწარი ხომ ხედავ... -ხდება რამე? -კი ჩემი ძმაკაცები მოდიან და ვუმასპინძლდები... -რენეს ხმა მესმის აქაა? -კი ანის ეხმარებოდა ...მიდი ხელი დაიბანე და შენი სანდროსთან ...ხომ იცი რა ალერგიულია რომ მოეფერო მაშინვე დააყრის -კი ახლავე... აი გამოვიდა ლუკა სანდროს ოთახიდან და პირდაპირ შეეჩეხა რენეს... -ოხ ბატონო ლუკა ქარმა აქეთ დაუბერა და გადმოგაგდოთ თუ რა ხდება... -ახლა შენი პომადიანი ტუჩების გარდა ვერაფერს ვხედავ, რა არის გოგო ეს, რა საშინელებაა ან ეს წითელი, მოკლედ ბოტოქსიან დედაბერს გავხარ ... -დებილო ბოტოქსიანს გაჩვენებ, რომ დაგთხრი თვალებს...ბოტოქსიანები და გადაჭყლარტულები შენსკენ მოიკითხე... -ეს რა სიტყვა მოიგონე გაფიცებ...მოკლედ ლექსიკონი უნდა გამოვცე სახელწოდებით "ჩემი დის შედევრები" -შედევრები არა?! მე შენ გაჩვენებ შედევრებს... -ეგ ქუსლიანები კოჭებზე არ მომარტყა თორემ გეფიცებ არ შეგარჩენ... -შემეშინდა დეგენეტაროოოოოოოო აი ნახე რა გიქნააააააააააა ...........-ვაიმე დემე გააჩერეეეე.... -კარგი რა ან ასე იცი რამდენი ხანია არ მიცინია? -გიცინია კი არა მართლა რამეს დამართებს, ლუკას შეხედე რა გაბრაზებულია -ღირსიცაა დააცადე... -დემე ქეთათოს და სანდროს შეხედე, ჩემი სიცოცხლე როგორ იცინით, მამიდის და ბიძის შემხედვარე -აი ხომ ხედავ ჩემი ბიჭიც გამიმხიარულეს, დააცადე გაახსსენდება რენეს სტუმრები რომ მოდიან და დაწყნარდება... .......-აიიიიიიი -ვერ მაჯობე ხომ ხედავ მიაშტერდა ჩემ ქეთათოს და მეც დრო ვიხელთე -ქეთათოს არა იმას...სანდროს ვერ ხედვ როგორ დაგცინის?! -სანდროსო ... შენ მომატყუებ მე?! მოიცადეეეეეეე ......-ვაიმე დემე შეხედე არ ჩერდება ...ვაიმე ღმერთო ცუდად ვარ ცრემლები მომდის... -ზარია ცოლო ზარი .......... ჩუმადდდდდდდდ -რა მხოდა დემე... -ზარი არ გესმის რენე? -ვაიმე დედააააააა ქათათო ჩქარა ოთახში...შენ კი დამაცადე ვაჟბატონო... -დარჩი ლუკა და გაგიშვებ ტაქსით თან ისეთი ხალხი მოვიდა რომ გნახავენ თვითონ არ გაგიშვებენ... ოჰ რა სტუმრები გვყოლია ისეთი ახალგაზრდები მოიცა ეს ჩემი ძმის ძმაკაცი არაა კალათბურთზე ერთად რომ იყვნენ?...მერე ესპანეთში რომ წავიდა?...უი ეს ვინაა რა ახალგაზრდა ბიჭია ლუკას ტოლი იქნება ...მეორე ვინაა? ვაიმე ეს დემეს მწვრთნელი არ იყო? რა კარგი მეუღლე ჰყავს შვილიც ... მოკლედ ექვსი ადამიანი აქედან ერთი რა ბიჭი .... ნუ გარეგნობა შოკი-მოკი მაგრამ ეგ სულ არ მანაღვლებს აბა ხასიათი ვნახოთ.... -მართალია ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და კალათბურთს გაყოლოდი, ძალიან კარგი მომავალი გექნებოდა, მაგრამ მიხარია რომ არ დამიჯერე და შენი შრომით, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიე....ვამაყობ შენით დემე, ვამაყობ... -მერაბ აი მე კი უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი და ჩემთვის საიმედო ადამიანად დარჩები ყოველთვის... შენ შთამინერგე მიზნისაკენ სწრაფვის სურვილი და მოტივი,ამიტომ იცოდე დღეს ვინც ვარ ამაში შენც მიგიძღვის წვრილი... -ოჰ მორჩა ახლა დემე და მერაბ, გეყოთ თორემ ავტირდები -შენ ისევ ისეთი ცანცარა დარჩი ვახო, როგორიც იყავი, მოკლედ არაფერმა არ შეგცვალა... -მე რა შემცვლის მერაბ რა ... პირიქით გიხაროდეთ ხალისი შემომაქვს...აბა თქვენნაირი სენტიმენტალური კი არ ვარ... -კარგი გვეყო....ლუკა შე ძველო .... მოკლედ მე და დემე რომ დაგათრევდით ეგ განახა შენ და ე...მოკლედ ძალიან გაზრდილხარ ძალიან ....აი ჩემი ძმა შენი ტოლია მგონი, მახსოვს ბრაზობდა ლუკასთან უფრო ხარ ვიდრე ჩემთანო .... მერე კი დავიკარგეთ, მაგრამ ახლა ისევ აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებ, ამიტომ გამიხარდება ჩემთანაც თუ შემოივლი ხოლმე... -აუცილებლად ვახო აუცილებლად გამიხარდა შენი ნახვა ძალიან... -არ გახსოვს ხო ანდრეა... -სულ ვკინკლაობდით აი ეგ მახსოვს -კი ნამდვილად ასეა ....როგორც იქნა ხმა ამოითო ანდრეამ თურმე მშვენიერი ხმა ჰქონია... -რა საყვარელი შვილი გყავთ ბატონო მერაბ...რამდენი წლისაა? -8 ჩემო ანი... -უსაყვარლესია... -შენი და სად არის დემე? -ოჰ მართლა სად არის მაცადეთ გავხედო... -იყავი მე ვნახავ...ანი მიუბრუნდა ჩემ ძმას... -აი მოვიდნენ ან არ ადგე... -მოკლედ მარცხენა რენეა არა? გგავს სხვათაშორის -კი მერაბ... -ულამაზესი გოგოა ... მეორე ვინაა დემე.... -ეს ჩვენი მშვენება ჩემი ოჯახის ახლობლის შვილია, რენეს დაქალი ... -მოკლედ, როგორც მიხვდი ლუკა გიცავთ...თორემ ეს ვაჟბატონი სულ სამსახურშია და სად ეცლება... -ამას იქეთ მივხედავთ ბიძია მერაბ ... -ტლიკინა... -ჯმუხი -აი ასე ჭამენ ერთმანეთს... ოჰ რა ლამაზები იყვნენ თქვენ ხომ არ იცით, მოიცა რა ხდება ... ჰა ასეთი დადებილებული სახე რატომ აქვს ანდრეას? მოკლედ, ჩემი ძმა რა კარგად თოკავს ემოციებს ქეთათოს დანახვისას და ანდრეას მგონი ეგ არ შეუძლია, დაამუნჯა ჩემმა დამ...არა არ არის ცუდი ბიჭი, მიხედავს ჩემ დაიკოს...ოხ დავაწყვე გეგმები, აბა ჩემმა დამ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება ... მეცოდება წინასწარ ანდრეა, ვიცი რა დღეშიც ჩააგდებს რენე...აი ქეთათოზე რა ვთქვა არ ვიცი, ახლა ნუგზარის შვილმა რომ ნახოს, ხელს დასტაცებს და სადმე გადაკარგას, კიდევ კარგი არ ხედავს, თორემ ასეთი სილამაზე როგორ უნდა გაუშვა და დატანჯო...ოხ როგორ მინდა, როგორმე ჭკუზე მოგიყვანო ძმაო და ეგ ფიქრები გადაგაგდებინო რაც ეხლა აზრად მოგივიდა მაგრამ ვეჭვობ ძალზედ რთული საკითხია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.