შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუცინარი ხელმწიფე (სრულად ნაწილი II)


11-03-2016, 10:19
ავტორი dona gedi
ნანახია 2 693

_უილიამ მიშველე.. მამა, მამა... ის.. -ეს თქვა და იქვე ჩაიკეცა. უილიამმა ძლივს მოასწრო მისი დაჭერა. ხელში აიყვანა და შიგნით სირბილით შევიდა. ქალი ხელიდან არ გაუშვია ისე გააღვიძა ელისი, რომელსაც მხოლოდ პირად საქმეებში იხმარებდა ხოლმე. მსახურების ნაწილი ელენთან გაგაზავნა ამბის მისატანად ნაწილი კი დაცვასთან, რომ ანას სახლში წასულიყვნენ მამაისის ამბის გასაგებად. ედვარდი, ანდრია და ჰარიც იხმო და ყველას აუკრძალა ოთახში შესვლა მისი ნებართვის გარეშე. სანამ ბიჭები და ელენი მოვიდოდნენ, უილიამმა ქალი თავის საწოლზე დააწვინა, ელისმა კი ნიშადურის სპირტი შეასუნთქა..
გონს რომ მოვიდა და უილიამი დაინახა ერთი ამოკვნესა, სიზმარი არ ყოფილაო და ისევ აქვითინდა. ისე საწყლად მოიკეცა საწოლზე, ერთი მუჭი გახდა. უილიამს გული ეწვოდა.
_ანნა,-მიმართა მშვიდი და ფრთხილი ხმით._გთხოვ დამშვიდდი და ამიხსენი რა მოხდა, რომ დახმარება შევძლო. მე დაცვა გავგზავნე მამაშენთან და მალე მოგვიტანენ ამბავს რა მოხდა.
_აღარაფერი..-წამოჯდა ანა და თითქოს ამოიბღავლა._აღარაფერი ეშველება მამაჩემს, იმიტომ რომ აღარ მყავს, აღარ...-თითქოს ამ სიტყვებს ამოაყოლაო მთელი თავისი ტკივილი და კაცის მკავებს მიენდო, რომელიც ძლიერად ეხვეოდა, მისი მხრები კი მთელი მონდომებით იშრობდა ქალის ცრემლებს.
მალე ოთახში ჰარიმ შემოყო თავი და ბოლოს მთლიანად შემოვიდა.
_რა მოხდა უილიამ?
_ელენი არ მოსულა?
_კი გარეთაა. დავუძახო?
_კარგი იქნება. ვფიქრობ ანას შენი დახმარება დაჭირდება, მას შემდეგ, რაც ელენი სველ ტანსაცმელს გამოუცვლის._ჩუ, წყნარად ჩემო პატარა, მე აქ ვარ.-თან ანას ამშვიდებდა უილიამი, რომელსაც უკვე ეძინებოდა სისუსტისგან და მომენტებში შეშლილივით იწყებდა სლუკუნს და წამოდგომას ცდილობდა. _უნდა გასინჯო, წვიმაში იმდენი ურბენია, ალბათ ფილტვების ანთება არ ასცდება. უკვე სიცხე აქვს.
_კი მაგრამ რა მოხდა?-იკითხა ჰარიმ.
_ჯერ ელენს დაუძახე და ჩვენ გარეთ ვილაპარაკოთ.
ჰარი გავიდა და ელენთან ერთად დაბრუნდა უკან.
_ღმერთო ჩემო, ანა რა მოხდა?-მივარდა ქალი უილიამის მკლავებში მოცახცახე ანას. მაგრამ ანა აშკარად აღარ იყო საღ აზრზე. უილიამმა აუხსნა საქმის ვითარება და მართალია ელენსაც დაებრიცა ტუჩები, როცა ჯეიმსის სიკვდილი შეიტყო, მაგრამ მაინც არ დანებდა და არ იტირა მათ წინ. თანაც იცოდა, რომ ახლა ანას ჭირდებოდა. უილიამი ცდილობდა ანას დაწვენას, რომ თვითონ გასულიყო, მაგრამ ქალი არაფრით არ შორდებოდა, მის ჯემპრს ჩაფრენოდა ხელებით და როგორცკი იგრძნობდა რომ იშორებდნენ უფრო მაგრად უჭერდა. ძილშიც ტიროდა, ხან დამშვიდდებოდა და მერე უცბად ისევ ფეთქდებოდა. ბოლოს უილამმა ფრთხილად გააშვებინა ერთი ხელი და ელენის ხელთან მიიტანა, თან ორივე ამშვიდებდნენ. ასე მოტყუებით გადაინაცვლა ანამ ელენის მკლავებში. კაცებმა ოთახი დატოვეს.
_რა ხდება ძმაო?-ედვარდი და ანდრია შემოეგებნენ შეშფოთებული სახეებით.
_როგორც ჩანს ანას მამა, ჯეიმსი გარდაიცვალა და ანამ ეს ნახა, მაგრამ როგორ და რა ვითარებაში მოხდა, ვერაფერი გავიგე. წვიმაში ფეხით ურბენია და სიცხისგან და სტრესისგან დალაგებულად ვერ ლაპარაკობს. ბიჭებო, ჰარი აქ დამჭირდება, გასინჯავს ანნას. ჩვენ კი იმ სახლში წავიდეთ, დაცვა გავგზავნე უკვე, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილან. არ ვიცი რა ხდება. ანდრია იარაღი თან გაქვს?
_კი ჩამოვიტან ახლავე. -თქვა და მაშნვე წავიდა.
_აბა, ექიმო, თქვენი იმედი მაქვს. ეს ქალი ჩემთვის ძვირფასია.-უთხრა ჰარის და გაშორდა. ედვარდი უკვე გარეთ ელოდა მანქანით. ანდრიაც ჩამოვიდა თავისი იარაღით და ყოველი შემთხვევისთვის დეტექტივის ნიშანიც გამოაყოლა.
სანამ გავიდოდნენ დაცვის ორი ბიჭი უკან დაბრუნდა და უილიამს მოახსენეს, რომ იქ არავინ იყო, მიცვალებულის გარდა. დაცვის ორი წევრი იქ დარჩა.
_პულსი შეუმოწმეთ? ნამდვილად არ არის ცოცხალი?
_კი შევუმოწმეთ და უკვე ცივიც კია. სავარაუდოდ მთელი ღამის მკვდარი იქნება.
_კარგი ედ, მადლობა. შეგიძლიათ თქვენი საქმე განაგრძოთ. სანამ არ დავბრუნდები არავინ გამოუშვა გარეთ, განსაკუთრებით ქალები. არც ელენი და ანნა. თუმცა ის მაინც ვერ შეძლებს ამას.
ედვარდის ტელეფონმა დარეკა. ელენი იყო და უილიამთან დალაპარაკებას ითხოვდა.
_უილიამ, ეს ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენება. ანას მამა ჯანმრთელი კაცი იყო, არ მესმის ასე უცებ რას უნდა მოეკლა. გთხოვ ანდრიას უთხარი ყველაფერი კარგად დაათვალიეროს. ანა ამბობდა, რომ მამამისი ბოლო დღეებში უცნაურად იქცეოდა. მე რაღაც ვარაუდები მაქვს, მაგრამ ჯერ არ შემიძლია გითხრა. როცა დაბრუნდები მერე ვისაუბროთ ამ თემაზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჯეიმსი წუხელ მარტო იყო. დაცვამ მითხრა, რომ არაფერი საეჭვო არ შეუნიშნავს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს.
_კარგი ელენ, ყველაფერს გავარკვევ. მითხარი ანნა როგორ არის?
_ჰარი დავტოვე მასთან. ფიქრობს, რომ საშიში არაფერია. სიცხე კი შეციებისა და სტრესისგან აქვს. ცოტას აბოდებს კიდეც, მაგრამ როგორც მან თქვა, ხვალ საღამომდე მომჯობინდება.
_კარგი. მე მალე დავბრუნები.
ანას სახლში რომ მივიდნენ, ბიჭები გარეთ დახვდნენ. შიგნით პირველი ანდრია შევიდა და რომ გაიგო, ელენს ეჭვი ჰქონდა, ყველაფრის გულდასმით დათვალიერება დაიწყო და ბიჭებს აუკრძალა რამეს შეხებოდნენ.
_ბიჭებო, მოდით.-უხმო ანდრიამ და მიცვალებულის ხელზე მიუთითა. _ხედავთ ფრჩხილებს? ამტტყდარია ამ ორ თითზე, საჩვენებელი მოტეხილია.
_ეს რას ნიშნავს?-იკითხა ედვარდმა._მოკლეს?
_კი და ვფიქრობ, იბრძოდა, სავარაუდოდ გაგუდვისას, რადგან სხვა ნიშნები არ აქვს გვამს.
_ეს არ უნდა გახმაურდეს, ჯერ ელენის და ჰარის აზრი უნდა მოვისმინო. საერთოდ ანასთვის მაინც თუ შეიძლება გამხელა.
_სანამ საქმეს არ გამოვიძიებთ, რაც ნაკლებ ადამიან ეცოდინება, მით უკეთესი. ახლა კი ჩემს განყოფილებაში გადავრეკავ და ვეტყვი ბიჭები გამოუშვან. ისე ვიმუშავებთ, რომ ანა ვერაფერს გაიგებს. შენ კი შეგიძლია წახვიდე უილიამ, მე და ედვარდი დავრჩებით აქ. ბიჭები რომ ჩამოვლენ მეც წამოვალ და ელენის აზრს მოვისმენ.
_ედვარდსაც წავიყვან ანდრია და შენთან ანტონიოს გამოვუშვებ. ეს იქ დამჭირდება.
_შენ არ ვიცი და ელენს კი დაჭირდება. -გაიცინა ანდრიამ და ედვარდის გაბრაზებას ყურადღება არ მიაქცია.

***
უილიამი რომ დაბრუნდა უკვე ყველა ამდგარი დახვდა. ელის სთხოვა ყველასთვის ერთ ოთახში მოეყარა თავი, რომ ყველაფერი ეთქვა.
ასეც მოიქცა. სტუმრებმა შეიტყვეს ანას ამბავი და ისიც რომ მხიარულება აღარ გაგრძელდებოდა, ამ რამდენიმე დღეს. ამიტომ უმეტესობამ საღამოს დაბრუნება ამჯობინა. ანდრია, ანტონიო, ჰარი და ოლივერი რჩებოდნენ დებთან ერთად, რადგან ყველა კარგად ხვდებოდა, რა დამოკიდებულება გაუჩნდა უილიამს ანას მიმართ, ეს კი მათთვის პირდაპირ სასწაული იყო. მისი წარსულისა და ასეთი ცვლილების შემდეგ. ამიტომ, არცერთი არ დატოვებდა ამ დროს უილიამს.
ყველა რომ დაიფანტა ოთახში დები და ძმა შემორჩნენ. მათ ცალკე გამოჰკითხეს ამბავი დაწვრილებით, მაგრამ უილიამს სულაც არ უყვარდა დაწვრილებით საუბარი და ელენი მოგიყვებათო დაპირდა, თვითონ კი თავისი ოთახისკენ გაემართა. ფრთხილად დააკაკუნა და ელენის თანხმობის შემდეგ შიგნით შევიდა. ჰარიც იქვე იყო. ელენი თავთან ეჯდა ანას, რომელსაც თვალები ეხუჭა, მაგრამ არ ეძინა. უილიამმა შეამჩნია, როგორ მოგორავდნენ ცრემლები მისი თვალებიდან და თმაში იკარგებოდნენ.
_როგორ არის?-მიმართა ჰარის.
_სიცხემ ცოტა დაუწია, მაგრამ მისი ყელი არ მომწონს. წამლები მივეცით. საგანგაშო არაფერია.
უილიამმა ელენს თვალებით ანიშნა, რომ გაჰყოლოდა. ოთახში კი ემა და მატილდა გამოგზავნა.
_აბა მომიყევი რა ეჭვებზე მელაპარაკებოდი?
_ჯერ ის მითხარი, იქ რა სიტუაცია დაგხვდა?
_ანდრიამ თქვა, რომ სავარაუდოდ მკვლელობაა. ფიქრობს რომ გაგუდეს, რადგან სხვა კვალი არ არის. თუ მოწამლულია ექსპერტიზა დაადგენს.
_და რატომ იფიქრა რომ მოკლეს?
_ერთი თითი მოტეხილი აქვს, ფრჩხილები გადამტვრეულივით.. თითქოს რაღაცას კაწრიდა. ამიტომ ფიქრობს რომ გაგუდეს და ამ დროს იბრძოდა.
_უილიამ, გახსოვს ანასთან რომ ვახსენე, სტუმარი რატომ არ მოიყვანე მეთქი.
_ის ედვინი?
_საიდან იცი მის შესახებ?-დაეკითხა ქალი.
_ტყეში ვიყავი და დავინახე როგორ გააცნო მამამისმა ანას ის ბიჭი. მაშინ გავიგე სახელიც. მასზე ეჭვობ?
_რთულია ეჭვის გამო ვინმე მკვლელობაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიცი, რომ წარსულში ჯეიმსს რაღაც მოუხდა ვიღაც ლორანთან. ეს ჩემი მშობლებისგან მონათხრობიდან, ანამ ამის შესახებ არაფერი იცის. როგორც ვიცი, ლორანი და ჯეიმსი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მაგრამ ლორანმა მას უღალატა. თურმე ჯეიმსის ცოლს, მარგარეტს დაადგა თვალი. არაფერი რომ არ გამოუვიდა და მეგობარიც დაკარგა, მერე მისი ჩაძირვა მოინდომა. ყველაფერი წაართვა და თვითონ დიდი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. თუ სწორად მახსოვს ნარკოტიკების საქმეში იყო გარეული, მაგრამ ამაზე თავს ვერ დავდებ შეიძლება მერევა კიდეც.. თუმცა ამის გარკვევა ადვილია. ედვინი სწორედ ლორანის შვილია. ჯეიმსმა მაინც დაიბრუნა უკან ყველაფერი, რაც ლორანმა წაართვა და ის ციხეში ჩასვეს. იქ კი კაცი მოკლა და დაუმატეს. ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ გითხარი. მოკლედ ეს სიტუაცია ძალიან ჩახლართული იყო და სხვა დროს როცა დრო გვექნება იქნებ მოგიყვე კიდეც. მაგრამ ახლა მთავარი. ვფიქრობ, ედვინს საბაბი ჰქონდა მოეკლა კაცი, რომლის მეშვეობითაც მთელი ბავშვობა მამის გარეშე გაატარა და იქნებ ახლაც ციხეშია ვინ იცის.. ბევრი რამაა გასარკვევი, მაგრამ არ მგონია ჩემი ვარაუდები გამტყუნდეს. თანაც ელენი მეუბნებოდა, რომ რაც ის ბიჭი ესტუმრათ, მამა აღელვებულია და ისიც კი მითხრა თუ გინდა რამდენიმე დღით ელენთან დარჩიო. ეს კი ნამდვილად არ სჩვეოდა ჯეიმსს. ასევე ის გარემოება, რომ იმ საღამოს წავიდა, როცა ელენი აქ მოდიოდა მთელი ღამით. იქნებ არ წასულა და უბრალოდ ელენს მოატყუა, მერე კი როცა ჯეიმსი მარტო დაიგულა.. ღმერთო სულ გავგიჟდი... -აკანკალდა ელენი და ტუჩები დაებრიცა. _იქნებ ის საბრალო ბიჭი არაფერ შუაშია, მე კი მას შევაწმინდე ხელები და კაცის მკვლელობას ვაბრალებ. ეს არ მეკადრება. ალბათ უბრალოდ შოკში ვარ..
_დაწყნარდი ელენ. შენი მონათხრობი უბრალო დამთხვევა ვერ იქნება. არ არსებობს ამდენი დამთხვევები. ედვარდ,-მიმართა ოთახში შემოსულ ედვარდს._გთხოვ ელენთან დარჩი, წყალს თუ მოუტან მით უკეთესი. მე უნდა წავიდე და გავარკვიო რა ხდება ანდრიასთან. ჰო, მანამდე რაღაც უნდა გკითხო ელენ. რამდენად საჭიროა ანასთვის სიმართლის თქმა?
_ჩემი აზრით უნდა იცოდეს, რომ ეს მკვლელობა იყო, ხოლო ის ამბები, მხოლოდ მას შემდეგ, თუკი დამტკიცდება, რომ ნამდვილად ის ბიჭია გარეული. ჰარის კითხე, ზიანს ხომ არ მოუტანს მის ჯანმრთელობას, ამის ცოდნა, რომ მამამისი მოკლეს.. მე კი მირჩევნია რომ შენ უთხრა ეს და არა მე, რადგან შეიძლება თავი ვერ მოვთოკო...
_კარგი. ეცადე დამშვიდდე.-უთხრა და გავიდა.
ჰარიმ როგორც უთხრა სიმართლის თქმა ჯობდა, რადგან შეიძლება მოგვიანებით უფრო ცუდი რეაქცია ჰქონოდა. სხვა მხრივ კი სიმშვიდე სჭირდებოდა, კარგი კვება და სითბო.
უილიამი ცოტახანს აივანზე იდგა, სივრცეს გაჰყურებდა და ცდილობდა ფიქრები დაელაგებინა, მაგრამ ვერ შეძლო და თავის ოთახში დაბრუნდა. იქ არავინ დახვდა ანას გარდა, რომელიც ისევ საცოდავად მოკრუნჩხულიყო და ქვითინებდა.
_ანნა?-უილიამი სწრაფად მივიდა მის საწოლთან და გვერდით ჩამოუჯდა.
_მარტო ყოფნა მინდა. არ მინდა ვინმემ მიყუროს როგორ..-ხმა გაუწყდა და ამოისლუკუნა.._ღმერთო, არ ვიცი როგორ გავუძლო.. წამომჯდარმა სახე ხელებში ჩამალა. უილიამმა ფრთხილად მიიკრა მკერდზე.
_რატომ ხარ აქ და უყურებ როგორ ვიკლავ თავს ტირილით? შენ არ ხარ ვალდებული..
_ჩუ, ეგ აღარასდროს მითხრა. მე მინდა ეს, ვალდებულება არაფერ შუაშია.
_გმადლობ, ყველაფრისთის..
_არ მიყვარს ეგ სიტყვა.. ეცადე დამშვიდდე, რადგან უნდა ვილაპარაკოთ.
_ნახე მამა?-ქალმა თავი აწია და მწვანე, ჩაწითლებული თვალები შეანათა კაცს. ისინი სულ ჩამქრალიყვნენ და ეს ძალიან არ მოსწონდა უილიამს.
_კი, ვნახე. შენ ახლა არ გაქვს სისუსტის უფლება, რადგან მისი დაკრძალვის ამბავი უნდა მოვაგვაროთ. და კიდევ რამდენიმე საკითხია, რომელიც არ იცი. მაგრამ შენს გარეშე ამას ვერავინ გადაწყვეტს. მხოლოდ იმ შემთხვევში გეტყვი ყველაფერს, თუ დამპირდები, რომ უფრო მეტად არ ინერვიულებ და საკუთარ ჯანმრთელობას და ნერვებს გაუფრთხილდები.
ანას სახე ეცვალა.
_რა მოხდა?
_ჯერ დამპირდი.
_ვერაფერს დაგპირდები წინასწარ. -ანას უკვე ნერვებმა უმტყუნა და ფეხზე წამოდგა. უილიამიც ადგა.
_მაშინ არაფერს გეტყვი, მანამ სანამ ყველაფერი არ ჩაივლის და შენც არ გაგინელდება ტკივილი.
_არსდროს, არასდროს გამინელდება ეს ტკივილი გესმიის?-უყვირა ანამ და იატაკზე მოიკეცა. _ არ გესმის. ვერავინ იგებს, სანამ არ გამოცდის. -აგრძელებდა ის, მაგრამ უილიამმაც არ დააკლო. მაჯებში სტაცა ხელი და უხეშად წამოაყენა. მერე მკლავებში ჩააფრინდა და გააფთრებული თვალებით დააცქერდა ქალს.
_უკვე გამოვცადე! გასაგებიაა? და ისიც კარგად ვიცი რა დონემდე შეიძლება განელდეს შენი ტკივილი. ამას ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ მასწავლის. შენ დანაშაულის გრძნობა მაინც არ გტანჯავს, მამაშენის სიკვდილის გამო, ჩემ ტკივილს კი ესეც ემატებოდა. აი შენ კი, ნამდვილად ვერ წარმოიდგენ ეს რა არის! -ანა ხმა ჩავარდნილი უყურებდა და უსმენდა უილიამს, რომელიც ამ ყველაფერს განრისხებული ახლიდა პირში ანას, მაგრამ ხმისთვის მაინც არ აუწევია. ყველაზე უცნაური ეს იყო.
_ახლა კარგად მომისმინე! თუ ძლიერი არ იქნები და საკუთარ თავს შენთვითონ არ აიყვან ხელში, ეგ ტკივილი შეგჭამს და დაბლა დაგცემს. ვიცი, რომ ახლა არ გინდა ძლიერი იყო, არ შეგიძლია.. მაგრამ შენ ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. დამპირდი რომ არ დანებდები უბრალოდ და შეეცდები მაინც იბრძოლო.-ხმა შეარბილა და ხელებიც მოადუნა. ანა უცბად მაგრად მოეხვია და თავი მის მკერდში ჩამალა, რომელიც სულ მალე გაიჟღინთა მალშე სითხით. თანდათან ანამ ტირილი შეწყვიტა და სხეულიც რომ მორჩა ცახცახს, ბიჭს ოდნავ მოშორდა და თვალებში შეხედა. მათში იმედი და მოლოდინი დაინახა და დაიწყო:
_გპირდები, რომ ვეცდები ძლიერი ვიყო. უბრალოდ რთულია ეს, როცა ამისთვის მიზეზიც არ გაქვს, ვისთვის გავუფრთხილდე საკუთარ თავს? თუმცა მაინც ყველანაირად ვეცდები.. ახლა მითხარი რა ხდება?
_შენ გაქვს მიზეზი, პირველ რიგში ელენი მოკვდება შენი ტანჯვის ყურებით. ჩემი დებიც ისე არიან შენით აღტაცებულნი რომ ნამდვილად არ მოგცემენ ცუდად ყოფნის უფლებას.. ჩემთვის ეცადე, რომ იბრძოლო.. -ჩუმად დაამატა ბოლოს და სწრაფადვე განაგრძო რომ ანას კარგად ვერ მოესწრო აღქმა. _ხედავ რომ გაქვს მიზეზები? უბრალოდ, დანახვა არ გინდა. ბოლო მიზეზი, კი რატომაც უნდა იყო ძლიერი, იმაში მდგომარეობს, რაც უნდა მოგიყვე..
უილიამმა ქალი ისევ საწოლზე დასვა და წინ დაუჯდა. ცოტახანს უყურა და რომ მიხვდა ქალს მოთმინება ეკარგებოდა, მაშინვე დაიწყო:
_შენ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ იყო მამაშენის სიკვდილის მიზეზი, რადგან ის ბუნებრივად არ მომკვდარა.
_ვერ გავიგე?-წამოდგა ანა და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. _შენ ამბობ რომ ის ვინმემ მოკლა? ეს შეუძლებელია, მე ვნახე, ის თავის საწოლზე იწვა და...-ელენს ხმა დაეკარგა, იგრძნო რომ ძალა ეცლებოდა და ისევ ჩამოჯდა.
_ანნა,-მიმართა მშვიდი ხმით როგორც სჩვეოდა._ ჩემი მეგობარი ანდრია, გამომძიებელია. მან სამხილები ნახა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ვიღაცამ მოკლა.
ანა სრულიად გადასხვაფერდა. ის ისეთი საქმიანი და ძლიერი ეჩვენა ახლა უილიამს, რომ იფიქრა ნეტა აქამდე მეთქვაო. ყველაფერი აუხსნა, ელენის ვარაუდებიც შეაპარა და მისი აზრიც მოისმინა. ანა ფიქრობდა, რომ ეს ეჭვი დასაშვები იყო, მაგრამ არ უნდოდა ვინმეს ტყუილად დადანაშაულება. თანაც აბნევდა ის ფაქტი, რომ ედვინი ძალიან თბილად ექცეოდა ამ დროის მანძილზე. თითქოს მოსწონდა კიდეც ქალი და მინიშნებებს აძლევდა. ასევე ვერ გაეგო რა მიზეზი უნდა ჰქონოდა, რომ მამისი მოეკლა. უილიამი კი დუმდა და ამაზე პასუხს არ აძლევდა. ბოლოს ანა ფიქრით რომ დაიღალა ელენი იხმო და უილიამი გაანთავისუფლა.

***
ელენმა ყველაფერს კარგად უხელმძღვანელა დაკრძალვისთვის მატილდას, ელისისა და ემას დახმარებით. ანა არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა. საფლავთან მისულს პანიკური ტირილი აუვარდა, ხელებს გულზე იჭერდა, თითქოს ამოგლეჯვას ლამობსო და საშინლად იკრუნჩხებოდა. ელენი მთელი ძალით ეხუტებოდა, ბოლოს კი ვერაფერი რომ ვერ გააწყო და ხედავდა ანას მდგომარეობის გაუარესებას, ჰარის უხმო. ანა ანდრიამ და ელენმა გააკავეს, ჰარიმ კი დამამშვიდებელი შეუყვანა ვენაში.
უილიამი მოშორებით იდგა და კრიჭაშეკრული უყურებდა ქალის ტანჯვას.
ელენის თხოვნით ანა მის ოთახში აიყვანა უილიამმა. ელენი და დები კი იქ დატოვა რომ ანასა და ჯეიმსის რამდენიმე ნათესავისთვისა და მეგობრებისთვის ემასპინძლათ. ელენს ერჩია მის მეგობართან ყოფილიყო, მაგრამ უილიამმა გადააფიქრებინა, ისე დამარწმუნებლად ესაუბრებოდა, ქალი ვერაფერზე ამბობდა უარს. უილიამის დამოკიდებულებასაც კარგად ხვდებოდა ანასადმი და სულაც არ იყო ამის წინააღმდეგი.
მთელი დღე ქალის სასთუმალთან გაატარა უილიამმა. საღამოს ანას გამოეღვიძა მაგრამ ხმა არ ამოუღია. ერთ წერტილს მიშტერებოდა. მხოლოდ მაშინ გაინძრა, როდესაც მასთან მჯდომ უილიამს ხელი ჩაჰკიდა მაგრად და აღარც გაუშვია. ურეაქციოდ იწვა, მაგრამ ცრემლები მაინც კვეთდა კანს და თმაში მიძვრებოდა.
ღამით უილიამი ელენმა ჩაანაცვლა.
ორი კვირა ანა ელენის სახლში იყო და არავის ნახვა არ სურდა. გამოძიების ამბებს კი ელენისგან იგებდა. ეჭვმიტანილის მოძებნა ვერ ხერხდებოდა, უილიამს კი მოთმინების ძაფი უწყდებოდა. არ უნდოდა ანა თავის სახლში დაბრუნებულიყო, სანამ მკვლელს იპოვიდნენ. ორი კვირა იყო არ ენახა. ერთი კვირით ადრე დებიც გააცილა. მხოლოდ ანდრია და ედვარდი იყვნენ სახლში. თუმცა ანდრია ხან ტოვებდათ, ხან ბრუნდებოდა.
_უილიამ, -მიმართა ედვარდმა სახლში შემოსულ ბიძაშვილს. _ჯონმა დამირეკა, დროა წავიდე. მაგრამ თუ მეტყვი რომ დავრჩე, არ წავალ.
_არა ძმაო, წადი. ხომ ხედავ ჯერ ვერც მე ვაკეთებ ვერაფერს. თუ დამჭირდები გეტყვი. საკმარისად დამეხმარე.
ბიჭები ერთმანეთს მოეხვივნენ, ზურგზე ხელების ტყაპუნით.
_ელენი ეზოშია.-გაუღიმა ედვარდმა. -მალე დაბრუნდი თორემ ორი ქალის ტანჯვის ყურებისთვის არ მოვმზადებულვარ.
ედვარდმა მხარზე მუშტი გაჰკრა და სიცილით გაშორდა. სახლიდან გავიდა და ეზოში, ყვავილებთან მოფუსფუსე ელენს მიუახლოვდა.
_დღემშვიდობის ელენ.
_ოჰ, ედვარდ, შემაშინე.-გაეღიმა შემკრთალ ქალს.
_ახალი ყვავილები უნდა ჩამოგიტანო, დღე არ გრჩება, რომ მათ არ მოაკითხო.
_წასვლას აპირებ?- ელენი ფეხზე წამოდგა, ხელთათმანები გაიხადა და იქვე მიაწყო ყვავილებთან.
_კი ელენ, უნდა წავიდე, სამსახური მიხმობს.
ელენმა თვალები დახარა და რამდენიმე წუთი გაყურსული იდგა.
მერე თავი ასწია და ედვარდს შავ თვალებში ჩახედა. ცდილობდა ემოციები დაეფარა.
_უილიამმა იცის?-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეს ჰკითხა.
_რათქმაუნდა.-გაეღიმა ედვარდს.
ელენს ტუჩები დაებრიცა და ისევ დახარა თავი. ედვარდმა ხელები მოჰკიდა ქალის თითებს, რომლებსაც მოუსვენრად აწვალებდა.
_ჩემო ელენ, შემომხედე. -თითები ოდნავ შეახო თხელ ნიკაპზე და თავი ააწევინა. _მოგენატრები?
_დაიმსახურებ? -კითხვა შეუბრუნა ელენმა და თვალებით გაბურღა ბიჭი.
_ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. -კვლავ გაუღიმა ედვარდმა და ქალს აცახცახებულ ხელებზე ფრთხილად ეამბორა. _მე მომენატრები ელენ. -უთხრა და ქალს გაშორდა.
ანა ჩაფიქრებულ ელენს მიუახლოვდა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და ეზოს გასცქეროდა. ფრთხილად მოეხვია ზურგიდან და თავი მის ყელში ჩარგო.
_ვინ დაამწუხრა ჩემი მეგობარი?-დაეკითხა ანა.
_ყოველთის გრძნობ ხომ? რას გამოგაპარებ, ზურგიდანაც კი.
_ვერაფერს, იმიტომ რომ შენ გულში ვზივარ, ყველაფერს ვხედავ და ყველაფერს ვგრძნობ.-გაუღიმა ანამ სევდიანად და ელენი თავისკენ შეაბრუნა.
_უბრალოდ გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი რა მემართება.
_ნუთუ შენ გულშიც შემოაღწია ვინმემ?
_არა, არ მინდა. არ შემიძლია. ეს მტანჯველია. არ მინდა... -აგრძელებდა ბუტბუტს ელენი. მერე კი ბოლთის ცემას მოჰყვა, თითქოს ახლა არკვევსო ყველა იმ გრძნობას, რომელიც გულში უტრიალებდა ამ დროის მანძილზე. ანა კი მშვიდად ადევნებდა თვალს.
საღამოს გოგონებს მანქანის ხმა შემოესმათ. ეს ჩვეულებრივი იქნებოდა, ელენს რომ არ სცოდნოდა ედვარდის წასვლის ამბავი. უცბად წამოხტა და დაბლა დაეშვა. ეზოში გავიდა და დაინახა როგორ მოეხვია უილიამი ედვარდს. მერე კი ბიჭმა მარტო განაგრძო სვლა ბილიკზე. ელენი სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ. ედვარდიც შედგა, თითქოს იგრძნო, რომ უკნიდან ვიღაც უმზერდა. ელენი რომ დაინახა გაიბადრა. ქალი დამფრთხალი ჩიტივით მიუახლოვდა.
_მეც მომენატრები, ედვარდ. -უთხრა და უკან მობრუნდა, მაგრამ კაცის ძლიერმა მკლავმა შეაჩერა. ქალი სხეულზე მიიკრა და უჩურჩულა:
_თუ ასეა, მალე დავბრუნდები. -შუბლზე ოდნავ მიაკრა ტუჩები და მოსცილდა. ელენი მანამდე იდგა და უყურებდა, სანამ ედვარდი ჭიშკართან არ მივიდა. უკან მოიხედა და კმაყოფილი წავიდა, რომ ქალი კვლავ უყურებდა.

***
_ანნა, ანნა!- ელენი აფორიაქებული შეიჭრა ანას ოთახში და მეგობარს მიაჩერდა, რომელიც მშვიდად იჯდა ფანჯრის წინ და ცხენთან ერთად მოსეირნე უილიამს უმზერდა. ელენს გაეღიმა ამის დანახვაზე მაგრამ მალევე გადაავიწყდა და შემოსვლის პირვანდელ მიზეზს დაუბრუნდა.
_იცი, ვინ ჩამოდის დღეს?
_არა ელენ. -ანა ცნობისმოყვარედ მიაჩერდა მეგობარს და თან გულმა უგრძნო ვის გამო იქნებოდა ასეთი გახარებული.
_ჯორჯი ჩამოდის ჩემო ანა. -სიცილით მიაგება ელენმა და ქალს მოეხვია. თითქმის ერთი წელი გავიდა არ გვინახავს წარმოგიდგენია?
ანა დამუნჯებულიყო სიხარულისგან და ცრემლებს იშორებდა, რომელიც ახლა სიხარულით იყო გამოწვეული.
_ახალი ამბები მოუყევი არა?- მიმართა ანამ და სიცილი და ტირილი ერთმანეთში აერია.
_კი რამდენიმე დღის უკან მივწერე. ახლაღა ვნახე მოწერილი რომ დღეს საღამოს აქ იქნება. წავალ ყველას გავაფრთხილებ რომ ზომები მიიღონ. შენ კი ჩაიცვი და ეს პლედი მოიშორე. -ღიმილით უთხრა და ოთახიდან გაიქცა. გზად უილიამიც გააფრთხილა ჩემი საყვარელი ბიძაშვილი, იგივე ძმა უნდა გვესტუმროსო და მათთან მიიპატიჟა. უილიამმა საქმის გამო ვერ შეძლო თანხმობის მიცემა. თანაც ფიქრობდა, რომ ანას არ ესიამოვნებოდა არავის ნახვა, ეს კი ნელ-ნელა მეტად აბრაზებდა და უქრობდა ქალთან შეხვედრის სურვილს.

მანქანა რომ გაჩერდა და ახოვანმა მამაკაცმა გადმოაბიჯა ზღურბლს, იმ წამსვე აღმოჩნდა ელენის სხეული მის მკლავებში. მთელი ძალით ეხვეოდა ქალი, ჯორჯი კი თბილი ღიმილით, ნაზად ეფერებოდა ბიძაშვილის მონატრებულ ფაფუკ თმას. ელენს რომ მოაშორა თვალები და ანა დაინახა, მზერა შეეცვალა, სევდა ჩაუდგა და ელენს ხელები ფრთხილად მოაშორა. ანა რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა და თვალებში უყურებდა ბიჭს, მერე კი უცბად მოეხვია და ძალიან ეცადა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი და ატირდა. თითქოს ახლიდან გრძნობდა, რა დაკარგა, ჯორჯს კი ესმოდა, როგორ სტკიოდა მისი ბავშვობის მეგობარს. მკერდზე გრძნობდა ანას გულისცემას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჩიტი ეჭირა ხელში. ძალიან გავდა ანა დაუცველ ბეღურას. ჯორჯი კი დნებოდა ამის შეგრძნებით და არასდროს დაუშვებდა, თავი სუსტად ეგრძნო ანას.
_აღარ დაგვტოვო.-ამოილაპარაკა ანამ და ისევ მის კისერში ჩამალა თავი.
_აქ ვიქნები, რამდენხანსაც დაგიჭირდებით! არ დაგტოვებ ანა.
ამ დროს ერთმანეთით გართულ მონატრებულ მეგობრებს უილიამი და ანდრია მოუახლოვდნენ. ისინი მხოლოდ ელენმა შენიშნა. ანა კი კვლავ ბიჭის მკლავებში იყო მოქცეული.
_ჯორჯ, გაიცანი _უილიამი-ჩვენი სასახლის ახალი მფლობელი და ანდრია, მისი მეგობარი დეტექტივი. ეს კი ჯორჯია, ჩემი ბიძაშვილი.
კაცები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ. უილიამი ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოღუშულიყო და ანას ისე აუარა გვერდი და ჯორჯს ხელი ჩამოართვა, რომ ქალისთვის ზედაც არ შეუხედავს. ანას კი გულში რაღაც ძალიან მძიმედ ჩასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
_იმედია მოგვიანებით მაინც შემოგვიერთებით. -გაუღიმა ელენმა ბიჭებს.
_იმედია. -ღიმილითვე უპასუხა ანდრიამ და წინ წასულ უილიამს უკან გაყვა.
_რაღაც ისე ვერ არის?-იკითხა ჯორჯმა. _შენ ხომ ამბობდი კარგი მფლობელიაო?
_ნამდვილად საუკეთესოა ჯორჯ, -უპასუხა ელენმა და მათთან ერთად განაგრძო სვლა. _უბრალოდ ასეთია, არასდროს იღიმის, მაგრამ ძალიან კეთილი და მზრუნველია. კარგად რომ გაიცნობ მიხვდები. ერთი შეხედვით მეც უხასიათო მეჩვენა.
_ვნახოთ. -ჩაილაპარაკა ჯორჯმა და ქალებს ხელები მოხვია ღიმილით.
იმ საღამოს ბიჭები გვიან დაბრუნდნენ და ელენს ვერ ესტუმრნენ, თუმცა მომდევნო დღეებში, როცა ამის დრო ნამდვილად ჰქონდათ, არც მაშინ სტუმრობდნენ მათ. უილიამი ნელ-ნელა გაუცინარი ხელმწიფეს კი არა ურჩხულს დაემსგავსა. ყოველდღე ხედავდა თავისი ფანჯრიდან, როგორ სეირნობდა ელენის ბიძაშვილი ანასთან ერთად, ის კი ხან ეხუტებოდა ბიჭს, ხან ხელს ჩასჭიდებდა და რაღაცას გაფაციცებით უყვებოდა. ამ დროს პატარა ბავშვს ემსგავსებოდა, როცა ღელავდა და მთელი ემოციებით იწყებდა საუბარს. არც ჯორჯს რჩებოდა ანას ეს თვისება შეუმჩნევლად და ამ დროს ისე თბილად აკოცებდა ხოლმე შუბლზე, რომ უილიამს უნდოდა წამებში დაეფარა მათ შორის მანძილი და მთელი რისხვა ჯორჯის სახეზე გადაეტანა მუშტების სახით. თუმცა უილიამი არ იყო ბავშვი, რომელიც ემოციებს ვერ მოთოკავდა, ამიტომაც იდგა და უყურებდა, ან სწრაფად შორდებოდა ფანჯარას.
ერთ საღამოს, როდესაც უილიამი სახლში დაბრუნდა, ანდრია შეეჩეხა კარებში და სწრაფად მიაყარა:
_მე ბიჭებმა დამირეკეს, მგონი კვალს მიაგნეს, მაგრამ არც იფიქრო წამოსვლა. ელენმა დამიბარა მე და ჯორჯი გავდივართო, ხვალ დაბრუნდებიან, ანა კი აქ დატოვეს. არ ვიცი სად წავიდნენ, მაგრამ აქ უნდა იყო, ყოველი შემთხვევისთვის.
_სრულწლოვანია, თვითონ მიხედოს თავის თავს! - თქვა უილიამმა და ანდრია გაოცებული დატოვა ადგილზე.
_რამ გადაგრია? აქამდე ხომ თავს იკლავდი სიცილით და ამ სასახლეში სულ მოსიარულე გვამს დაემსგავსე. რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ!
_არაფერი მაქვს სალაპარაკო! -დაუბღვირა უილიამმა და შიგნით შევიდა. ანდრია კი გარეთ გაიქცა თავის ქნევით.
უილიამს ელისი შეეჩეხა შესასვლელთან და ახალი ამბავი აცნობა:
_ელენმა გადმოგცა, რომ თუ არ შეწუხდები, სანამ წასულები არიან, ანამ სასახლის ამ მხარეში იცხოვროს. ხვალ ან ზეგ დავბრუნდებითო.
უილიამმა თვალები აატრიალა და ელისს აჯახა:
_იცხოვროს ჩემთვის სულ ერთია, -ხელი მაღლა აიქნია და თან წასასვლელად მოემზადა._ შენთვითონ მოაგვარე ეგ საქმე ელის!
გოგომ ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად და მერე გაეღიმა, როცა საკუთარი ვარაუდები გამოკვეთა.
კიბეზე დაეშვა და ანას მიაკითხა. მოკითხვის შემდეგ თავისი დავალება გააცნო:
_უილიამი დაკავებულია, მე კი მავალია ელენის თხოვნით, სასახლის დასავლეთ მხარეში, უილიამის ოთახის გვერდით დაგაბინაოთ, სანამ ელენი დაბრუნდება.
_ელის, მოიშორე ეგ თქვენობითი ფორმა, თითქმის ტოლები ვართ. რაც შეეხება იქ წამოსვლას, საჭირო არაა, აქაც კარგად ვგრძნობ თავს, არაფერი მიჭირს, თანაც ელენს მე არ გავუფრთხილებივარ ამის შესახებ.
_ვიცი რომ არ გაუფრთხილებიხარ ანა, ამიტომ მე დამაბარა. -საყვარლად დაიპრანჭა გოგო. ელენმა მკაცრად გააფრთხილა, ამიტომ აუცილებლად უნდა შეესრულებინა.
_კარგი, კარგი. წავიდეთ. ჩემს ნივთებს ავიღებ და..
_დაგეხმარებით. დაგეხმარები.-შეასწორა ელისმა და გაეცინა.
_არ გინდა. ჩამოჯექი და დაისვენე.
ელისი დამორჩილდა.
_მოგწონს აქ ცხოვრება ელის?
_კი, ზღაპარში მგონია თავი. -გაიღიმა გოგომ.
_უილიამს განსაკუთრებულად უყვარხარ არა? შევამჩნიე, რომ სხვა მსახურებისგან განსხვავებით, უფრო მეგობრულად გექცევა.
_უფრო პატარა დასავით. -შეუსწორა ელისმა. _უილიამი ჩემი მხსნელია. მან მე გადამარჩინა და შემიფარა კიდეც. ეს გრძელი ამბავია. არ მიყვარს გახსენება.. მან შემომთავაზა ისე მეცხოვრა მათთან, როგორც მათ მესამე დას, მაგრამ მე არ შემეძლო. ამიტომ სამსახური ვთხოვე და აი ხომ ხედავ. არცკი მამუშავებს. მხოლოდ უილიამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეები მევალება, თუმცა რთული, ან დამღლელი არა.
ანას გაეღიმა და გულში გაუხარდა, ელისმა რომ დობა ახსენა. საშინლად არ უნდოდა უილიამთან შეხვედრა, მას შემდეგ, ზედაც რომ არ მიუხედავს, სულ ფიქრობდა ამის მიზეზზე, მაგრამ ვერ გაეგო. ბოლოს იფიქრა რამეზე იქნებოდა გაბრაზებულიო, მაგრამ წყენას მაინც ვერ იშორებდა გულიდან.
უილიამს ქალების ლაპარაკი შემოესმა თავისი ოთახის გვერდით და ნერვებმა უმტყუნა, მიხვდა რომ ელენი და ელისი რაღაცას მაიმუნობდნენ, მაგრამ ელენის პოზიცია მაინც ვერ გაეგო ბოლომდე.
ოთახის კარი გააღო და მთელი ძალით გაიჯახუნა, ანა და ელისი ადგილზე შეხტნენ მოულოდნელობისგან, ოთახში არც იყვნენ შესულები. უილიამმა არცერთი არ შეიმჩნია ისე გაუყვა დერეფანს და გარეთ გავიდა. ანას ტირილი უნდოდა. მიხვდა, რომ სასურველი სტუმარი არ იყო. შეევედრა კიდეც ელისს, უკან დავბრუნდებიო, მაგრამ გოგომ დაამშვიდა გაბრაზებულია ვიღაცაზეო და ვერც შეგვამჩნიაო. ანამ კი კარგად იცოდა, რომ ელისი ტყუოდა, მაგრამ როცა გოგომ უთხრა, თუ აქ არ დარჩები, ელენიც და უილიამიც ძალიან გამიბრაზდებიანო, უარი ვეღარ უთხრა.
იმ ღამით, ელენმა ვერ მოისვენა, ოთახიდან გამოიპარა და აივანზე გავიდა თავისი პლედით, მაგრამ იქ უილიამი დახვდა.
_მაპატიე, არ ვიცოდი ვინმე თუ იყო აქ. -ჩაილაპრაკა და უკან მიბრუნდა, მაგრამ კაცმა დაიჭირა.
_დარჩი! -ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა, ანა შეკრთა. არ მოსწონდა მისი ბრძანება.
_ჯობს წავიდე. -წყნარად უპასუხა ქალმა.
_რადგან ვამბობ რომ უნდა დარჩე, ესეიგი არ ჯობს წასვლა! -იგივე ტონით მიმართა უილიამმა, ისე რომ ქალისთვის ხელი არ გაუშვია და უნებურად უფრო უჭერდა. ელენმა ხელის განთავისუფლება სცადა მაგრამ ეს ვერც კი შეამჩნია უილიამმა, თვალებში მისჩერებოდა ანას და ნაპერწკლებს ისროდა.
_არ მგონია გსიამოვნებდეს ჩემი დანახვა, აქაც მხოლოდ იმიტომ ვჩერდები, რომ ელისმა მთხოვა ძალიან. -უილიამი უფრო და უფრო მეტად უჭერდა მაჯაზე ხელს, ანა პრინციპულად არ ტყდებოდა, გაბრაზება კი ტკივილს ჯაბნიდა და მაინც აგრძელებდა ლაპარაკს. _ნამდვილად არ მინდოდა, შენი შეწუხება. არც კი ვიცი რატომ მოინდომა ჩემი აქ ყოფნა ელენმა! დავიჯერო ვერ შეამჩნია რომ ასე არ გსიამოვნებს ჩემი დანახვა?!
-ეს ბოლო წვეთი იყო უილიამისთვის, უკვე მზად ჰქონდა საპასუხო მწარე სიტყვები მაგრამ მოულოდნელად გოგო ფეხებში ნელ-ნელა მოიკეცა და თითქმის ჩურჩულით ამოიკნავლა:
_მტკენ..
თითქოს თავში ლოდი ჩაარტყესო, ისე მოხვდა ბოლო სიტყვა უილიამს და გვიან გააანალიზა, რომ ხელს კი არ ტკენდა, ლამის ძვლები ჩაატეხა ქალს. სიბნელის მიუხედავად, მაინც კარგად დაინახა, როგორ ეტყობოდა ანას მაჯაზე ხელი.
ქალი ნელ-ნელა გასწორდა, ხელი კი დამბლადაცემულივით ეჭირა. ტუჩები სატირლად დაებრიცა. ედვარდს ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე მისი ტირილის მიზეზი გამხდარიყო. უცბად მოიქცია ხელებში ანას სახე და თვალებში მიაჩერდა.
_შემომხედე! შემომხედე ანნა. არ იტირო გთხოვ, მაპატიე. ვერ მივხვდი ხელს თუ გიჭერდი, გესმიის? -უილიამი სწრაფად ლაპარაკობდა და ფრთხილად ეჭირა ხელებში ანას სახე, მას კი უფრო მეტად ებრიცებოდა ტუჩები. ბიჭს კი ეს სულ სხვა სურვილებს აღუძრავდა, თანაც ისე ახლოს იყო მის ტუჩებთან, მაგრამ იცოდა ეს უარესი იქნებოდა და ყველა ხერხს ეძებდა, რომ დანაშაული გამოესყიდა. ერთ ხელში ქალის მაჯა დაიჭირა, ისეთი ფაქიზი შეხება ჰქონდა, ანას გაუკვირდა ისეთი ძალის შემდეგ, როგორ შეეძლო ასეთი ფრთხილი ყოფილიყო.
_ანნა..-ისეთი ტონით წარმოთქვა მისი სახელი, ყველა ბოდიშზე უფრო კარგად იგრძნობოდა მასში სინანულის სიმძაფრე. ქალს რომ არა და არ გაუსწორდა გამომეტყველება უილიამმა გასაღებს მიაგნო. ისე გაიღიმა, რომ ანას დავიწყებოდა, რა ხდებოდა აქამდე. ქალი გაშეშდა, მისმა ტუჩებმაც შეიცვალა მდგომარეობა, მაგრამ არ გაუღიმია, ურეაქციო გამომეტყველებით უყურებდა, როგორ ჩამოიღვარა უილიამის თვალებიდან ყველა ის გრძნობა, რასაც ღიმილის განმავლობაში გრძნობდა. ანას სხეული გაუთბა. მაგრამ უილიამი ვერ მიხვდა, რომ გულ აჩუყებული ქალისთვის არ უნდა ეჩვენებინა ასეთი ღიმილი, რადგან ანა კარგად ხედავდა, რომ მის ღიმილში იმდენივე სევდა იყო, რამდენიც სითბო და სიყვარული. ამან კი ის გამოიწვია, რომ ანას არა მხოლოდ ტუჩები დაებრიცა, ცრემლებიც გადმოსცვივდა. უილიამი სულ არია ამ ფაქტმა, ამიტომ აღარაფერზე უფიქრია, მჭიდროდ მიიკრა ანას სხეული თავის მკერდზე და ძალიან ფრთხილად იგემა, წითელი, ბავშვივით მობრეცილი ტუჩების გემო... ანა გონზე ვერ მოვიდა, ისე შეითრია უილიამის შეგრძნებამ. არ შეეძლო რამეზე ეფიქრა, უბრალოდ ტვინი გაითიშა და მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებმა გადაფარა ყველაფერი. რეალობაში ჟანგბადის უკმარისობამ დააბრუნა, სწრაფად მოშორდა ბიჭს და გამწარებულმა მუშტი გაუქანა ყბაში.



№1  offline წევრი dona gedi

ვიცი ბევრი ხარვეზები იქნება და მაპატიეთ feel თუ დეგრადაციას განვიცდი წინა ისტორიებთან შედარებით, მითხარით love

 


№2  offline წევრი salo..))

Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

 


№3  offline წევრი dona gedi

salo..))
Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

შენ მე სტიმული მომეცი :* თორემ აღარც ვაპირებდი დაწერას love

 


№4  offline წევრი salo..))

dona gedi
salo..))
Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

შენ მე სტიმული მომეცი :* თორემ აღარც ვაპირებდი დაწერას love




Ras laparkob. :d velodebi moutmenlad .. rogor sheidzleab shuashi gaywvito dawyebuli saaqme ? >_< yoveldge gadavaamowmeb shens gverds da imedia am dgeebshi shedzleb mesame nawilis dawerasac ^_^

 


№5 სტუმარი eto

am istoriaze vgijdebi saocari wyvilia ana da uiliami... male dade axali tavi sauketeso xar :*

 


№6  offline წევრი dona gedi

salo..))
dona gedi
salo..))
Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

შენ მე სტიმული მომეცი :* თორემ აღარც ვაპირებდი დაწერას love




Ras laparkob. :d velodebi moutmenlad .. rogor sheidzleab shuashi gaywvito dawyebuli saaqme ? >_< yoveldge gadavaamowmeb shens gverds da imedia am dgeebshi shedzleb mesame nawilis dawerasac ^_^

კარგი ამ დგეებში დავდებ :* უკვე ახალი ისტორია მიტრიალებს თავში და მალე დავწერ ამას ^^ მე მჩვევია დაწყებული საქმის შუაში მიტოვება თუმცა საქმესაც გააჩნია ))) ცუდი თვისებაა ვიცი :D

eto
am istoriaze vgijdebi saocari wyvilia ana da uiliami... male dade axali tavi sauketeso xar :*

მადლობა ჩემო კარგო love ვეცდები მალე დავდო winked

 


№7  offline წევრი salo..))

dona gedi
salo..))
dona gedi
salo..))
Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

შენ მე სტიმული მომეცი :* თორემ აღარც ვაპირებდი დაწერას love




Ras laparkob. :d velodebi moutmenlad .. rogor sheidzleab shuashi gaywvito dawyebuli saaqme ? >_< yoveldge gadavaamowmeb shens gverds da imedia am dgeebshi shedzleb mesame nawilis dawerasac ^_^

კარგი ამ დგეებში დავდებ :* უკვე ახალი ისტორია მიტრიალებს თავში და მალე დავწერ ამას ^^ მე მჩვევია დაწყებული საქმის შუაში მიტოვება თუმცა საქმესაც გააჩნია ))) ცუდი თვისებაა ვიცი :D

eto
am istoriaze vgijdebi saocari wyvilia ana da uiliami... male dade axali tavi sauketeso xar :*

მადლობა ჩემო კარგო love ვეცდები მალე დავდო winked





Axali istoria roca gitrialebs tavshi rtulia dawyebulo daamtavro .. :d mec egre mchirs .. :d magram mainc veli amas da ukve axlalsac :d

 


№8  offline წევრი dona gedi

salo..))
dona gedi
salo..))
dona gedi
salo..))
Mushtis gaqaneba gogos mxridan =-O sila mainc gaewna :d mokled ar chaverevi sheni istoriiaa da shen uket ici .. ^_^ me dzalian momwons .. ratomgac fifqias da shvid jujas magones jujebis gareshe :d ... rogorc sheni wina motxroba esec dzalian momwons ^_^ ( gatyueb is ise dzalian monewona orjer wavikitxe:d <3) axla iseti daglili var simartle gitxra xarvezebi arc sheminishnavs :d.. warmatebebi da shemdeg nawils velii ^_^ imedia ar daagvianeb :)))

შენ მე სტიმული მომეცი :* თორემ აღარც ვაპირებდი დაწერას love




Ras laparkob. :d velodebi moutmenlad .. rogor sheidzleab shuashi gaywvito dawyebuli saaqme ? >_< yoveldge gadavaamowmeb shens gverds da imedia am dgeebshi shedzleb mesame nawilis dawerasac ^_^

კარგი ამ დგეებში დავდებ :* უკვე ახალი ისტორია მიტრიალებს თავში და მალე დავწერ ამას ^^ მე მჩვევია დაწყებული საქმის შუაში მიტოვება თუმცა საქმესაც გააჩნია ))) ცუდი თვისებაა ვიცი :D

eto
am istoriaze vgijdebi saocari wyvilia ana da uiliami... male dade axali tavi sauketeso xar :*

მადლობა ჩემო კარგო love ვეცდები მალე დავდო winked





Axali istoria roca gitrialebs tavshi rtulia dawyebulo daamtavro .. :d mec egre mchirs .. :d magram mainc veli amas da ukve axlalsac :d

არ გაგიცრუებტ იმედს დავამთავრებ აუცილებლად love

 


№9  offline წევრი tamtu

Gagrdzele gtxiv ra. Ar shwckviti dzalian karhibistoria. Dzalian momcons minda daasruloooo. Aci mec kovel dge shevamocmeb da veli axal tavs. Ar mihvativo ese sheni mkitxvelebiii. Sakvareli xarvdzalian♡♥♡♥♡♥

 


№10  offline წევრი Reny

ძალიან კარგია <3 ძალიან მომწონს <3 და ველოდები მესამე ნაწილს <3 <3 <3

 


№11  offline წევრი salo..))

Sad daikarget shenc da mesame nawilic amdeni xani?? :dd

 


№12 სტუმარი d

tamtu
Gagrdzele gtxiv ra. Ar shwckviti dzalian karhibistoria. Dzalian momcons minda daasruloooo. Aci mec kovel dge shevamocmeb da veli axal tavs. Ar mihvativo ese sheni mkitxvelebiii. Sakvareli xarvdzalian♡♥♡♥♡♥

მადლობა თამთუ, აი ახლა დავჯდები და მგონი ამაღამ დავამთავრებ, ვნახოთ love

Reny
ძალიან კარგია <3 ძალიან მომწონს <3 და ველოდები მესამე ნაწილს <3 <3 <3

love love

salo..))
Sad daikarget shenc da mesame nawilic amdeni xani?? :dd

წერის პროცეში ვართ ორივე winked ვეცდები მალე გამოვჩნდეთ wink love

 


№13  offline წევრი salo..))

d
tamtu
Gagrdzele gtxiv ra. Ar shwckviti dzalian karhibistoria. Dzalian momcons minda daasruloooo. Aci mec kovel dge shevamocmeb da veli axal tavs. Ar mihvativo ese sheni mkitxvelebiii. Sakvareli xarvdzalian♡♥♡♥♡♥

მადლობა თამთუ, აი ახლა დავჯდები და მგონი ამაღამ დავამთავრებ, ვნახოთ love

Reny
ძალიან კარგია <3 ძალიან მომწონს <3 და ველოდები მესამე ნაწილს <3 <3 <3

love love

salo..))
Sad daikarget shenc da mesame nawilic amdeni xani?? :dd

წერის პროცეში ვართ ორივე winked ვეცდები მალე გამოვჩნდეთ wink love



Gelit orives moutmenlad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent