შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა წავიდე 7-8


11-03-2016, 14:27
ავტორი NA NO
ნანახია 2 276

- ისე სულ ამდენს ლაპარაკობ?
- არა გაბრიელ შენ მაღიზიანებ
- მიხარია შენში ემოციების დომხალს თუ ვიწვევ
- ეგ არ მითქვამს მე
- კაი კაი , არ გვინდა ტრადიციული სადღეგრძელოები ვის რაც მოგაწვებათ გულზე ის თქვით იო გისმენთ პირველს შენ
- ამ ჭიქით ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, მიხარია აგნეს შენი გაცნობა ისეთი შეგძნება მაქვს, რომ კარგი მეგობარი შევიძინე შენი სახით, აი ამ ბედოვლათს მგონი დაბადებიდან ვიცნობ იმდენი მოგონება მაკავშირებს გაბრიელთან რომ მთელი ჩვენი თავგადასავლები რომ მოვყვე დილამდე ვერ მოვრჩები გაგიმარჯოს ძმაო, ძალიან მიყვარხარ, უკვე შენც აგნეს
ჭიქები ბოლომდე დავცალეთ სულელივით სიცილი უკვე დავიწყე, რომ ვსვამ ნებისმიერ რამეზე შემიძლია თავისუფლად ჩავბჟირდე, თან რთულად ვითიშები და დაძინებაც არ გამომდის იოლად, ლაპარაკის მოთხოვნილება მეზრდება და რაც თავში მომივა ყველაფერს ვლაპარაკობ...
- ერთ ზაფხულს აგნეს მე , გაბრიელი და ელენე აქ ვისვენებდით თამთინა ყოველ წამს გვაკონტროლებდა თუმცა სამივენი უკან ბაღში გადავიპარეთ, საოცრად ვერ იტანდა გაბრიელი ელენეს ტლიკინს ჩვენზე პატარა რადგან იყო ყველაფერი აინტერესებდა და ყოველთვის გაბრიელს ეკითხებოდა, ,, რატო არ ხარ ჩემი დედიკოს და მამიკოს შვილი?" ,,ყოველ ზაფხულს აქ რატო ხარ სხვაგან ვერ წახვაალ ?" " მზე მართლა მთვარის ცოლია?" და ათას სისულელეს იმ დღესაც ელენემ აიჩემა ხის ტოტზე შემსვით ჩიტის ბუდე უნდა ვნახოო და ბარტყებს მოვეფეროო, ამან კიდე ოღონდ შენ გაჩუმდი თვითონ ჩამოგიტან ბუდეს ბარტყებიანადო და ხეზე აძვრა, თუმცა მალევე გაშეშდა ბუდესთან ახლოს ტოტზე შემოხვეული გველი, რომ დაინახა, აქეთ ელენე კიოდა რას უყურებ მაგ ბარტყებს ჩემია და არ მომპაროო, აქეთ კიდე თამთინამ გვიპოვა და იმხელაზე დაგვიკივლა გაბრიელმა ინტიქტურად ისკუპა ხიდან, რასაც ფეხის მოტეხვა და მხრის ამოვარდნა მოჰყვა, სახე ისეთნაირად ქონდა დამანჭული თვალებს ვერ დაინახავდი ტიროდა თუ არა და მგონი მას მერე მაგ სიფათით გვაფრთხობს, დასცინა ისევ იომ და ჭიქას ჩააშტერდა
- არ ვტიროდი იოანე რამდენჯერ უნდა გითხრა?
- ნუ მებღვირები ბიჭო თორემ გაგსვამ თოვლში იცოდე
-ერთი შენ გამსვამ და მეორე მთვრალი ანგელოზი, ისევ სერიოზული სახით ჩაიბუტბუტა და ჭიქას ჩააშტერდა, -ისე უცებ გაიღიმებს და დასერიოზულდება მისი ღიმილის აღქმას ვერ ვასწრებ, ან მეჩვენება კიდეც ამ მდგომარეობაში მყოფს

რვა ჭიქის შემდეგ თვლა შევწყვიტე და თეფშზე ჩახუტებულ იოანეს გადავხედე, ცოტა ხანი ვიცინე და შემდეგ გაბრიელს ვასულიერებდი, რომელიც სულელივით იცინოდა
- გაბრიელ კარგად ხარ
- აუ კიი რატო? მუცელზე ხელი დაიდო და სახის ნაკვთების დამორჩილება სცადა
- რავიცი იცინი? თუ მე არ ვარ კარგად და მელანდება, რომ იცინი? ჩემს ნათქვამზე მეც გამეცინა
- რა სულელი გოგო ხარ, დაასხი კიდევ არაყი, თუ დალევაა დალევა იყოს, არ მიყვარს შუა გზაში საქმის მიტოვება
- კი მაგრამ იო?
-იოს გარეშე ვერ დავლევთ თუ?
-დავლევთ.... დავლევთ..... ახლა აი ამ ჭიქით, რანაირი ფორმა აქ გაბრიელ ამ ჭიქას?
- მგონი ცილინდრის
- არა ცილიდრს რანაირად გავს ვერა ხარ შენ, ნუ რასაც გავს რა , აი ამ ჭიქით მოგონებებს გაუმარჯოს
-ეგ ხო ვთქვით აგნეს
-ნტუ... მე არ მახსოვს!!!, აი იმ მოგონებებს გაუმარჯოს, რომ გვასულდგმულებენ მარტოობისას
- შენი აზრით კარგია თავში კადრებივით, რომ გვიტრიალებს წარსული?
- გააჩნია წარსულს, მე ვერ გამიგია უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს მოგონებების ამოტივტივება, თუმცა სინამდვილეში ვთვლი, რომ მოგონებების შეგროვება ჩემი ვალია, მაგრამ რა აზრი აქვს წამების დაჭერას, თუ კი ეს მოგონებები ერთ დღეს ბოლოს მომიღებს...
- რატო იტანჯავ მერე თავს? რაღაცეები გონებიდან უნდა წაშალო, გადაახარისხო რაც ნაგავია და დაჟანგებული უნდა მოისროლო შენი ცხოვრებიდან კარგიც რომ არ გააფუჭოს...
- ჩემთვის რთულია დავიწყება
- დავიწყება არავისთვისაა იოლი, მაგრამ შენ არც გიცდია ხო?
- მე არც მიცდია , მართალია, მაგრამ....
- ცადე
-ვცდი.....გპირდები...
- ცხოვრებას გაუმარჯოს არა აგნეს, ამოუცნობს, ლაბირინთივით ბილიკებით სავსე ცხოვრებას, მე პირადად ბევრი რამის ნახვა მოვასწარი და მადლობელიც კი ვარ ამისთვის, ცხოვრებამ შემცვალა აღარავარ ისეთი როგორც ადრე
- მაგიტომაც ხარ უჟმური და უხასიათო? ნეტა როგორი იყავი
- მაგიტომაც, მაგრამ ზუსტად ისეთიც არ ვარ როგორადაც შენს წარმოსახვაში დამხატე და ამას დაგიმტკიცებ ნაღვლიანად გამიღიმა გაბრიელმა და ჭიქა დაცალა.... ხშირად მეცინებოდა უფრთო ანგელოზებზე, თუმცა მასეთმა ანგელოზმა ჩემზე უფრო მეტი იცინა ვიდრე მე მასზე... აღარ გვინდა ეს თემა.
- ხშირად უნდა დალიო, მგონი მთვრალი ვარ თქო ვთქვი და უნებურად გამეცინა, გაბრიელ ცოლი გყავს? გვიან გამახსენდა ვის ვეკითხებოდი, თუმცა ძალიან მაინტერესებდა, გაბრიელს ღიმილი გაუქრა სახეზე და დასერიოზულდა, თუცა ეტყობოდა რომ ელოდა ჩემგან ამ კითხვას
- ჩემი საცოლე ორი წლის წინ დაიღუპა
- ძალიან ვწუუხვარ, მაპატიე მტკივნეული თემა რომ გაგახსენე
- არაუშავს,
- რა მოუვიდა? მივხვდი რომ სხვა დროს არ მექნებოდა ამის გაგების შანსი და გაუბედავად ვკითხე
- კიბო აღმოაჩნდა ჩვენ რომ გავიგეთ უკვე მეოთხე სტადია იყო, ქიმია არ გაიკეთა მაინც არ მიშველის და ლამაზი მაინც მოვკვდეო, მასთან ერთად დავმარხე ჩემი თავიც ძალიან მიჭირდა, მაგრამ იოს დახმარებით დავუბრუნდი ამ ქვეყანას, ყოველთვის ძმურად მედგა გვერდში და რას არ აკეთებდა ჩემს გამო, თუმცა ტკივილი ბრაზმა შეცვალა მერე... ცხოვრება ბევრ სიურპრიზ იმეტებს ჩემთვის.... წამო ვიგუნდავოთ არ გინდა? მკითხა მოულოდნელად და ისევ შემომანათა შავი თვალები

88888888

- ახლა?
- ჰო რა იყო რამე გვიშლის ხეელს?
-არა წამოდი წამოდიი აი შენ თუ თოვლში თავით არ ჩაგრგო მაგასაც გაჩვენებ ბატონო კუშტა, უცებ დასტოპებულ გაბრიელზე სიცილი ავტეხე და ეზოში გავიქეცი, იმის მიუხედავად რომ ღამე იყო მთვარის შუქი დღის სინათლეს მოგაგონებდათ თანაც ისე ლამაზად ბრწყინავდა თოვლი ამ შუქზე მონუსხული ვუყურებდი გარემოს
- რაო ვინ მეუბნებოდა თოვლში თავით ჩაგდებოოო? გავიგე გაბრიელის სიცილი და ამასობაში თავში რაღაც მომხვდა რა იქნებოდა თუ არა გუნდა
- რა უხეში ხარ გოგოს თავში უნდა ესროლო? თან სერიოზულობას ვინარჩუნებდი თან გუნდების სროლით მივდევდი დანიელს, თავის დახრა ვერ მოვასწარი და პირდაპირ სახეში მომხვდა გუნდა, წონასწორობა ვერ დავიცავი და ძირს საოცრად მწარედ დავეცი, ტკივილის მიუხედავად სიცილი ამივარდა, რომელიც ნელ-ნელა ტირილში მეზრდებოდა და სახეს ცრემლები მითბობდა
-რა მოუხერხებელი გოგო ხარ რა, რამ წაგაგციაა? თან მეჩხუბებოდა და თან ხელს მიწვდიდა ადექიო, განგებ ისე დავქაჩე ძირს თვითონ მოადინა ზღართანი და მე ვაი ვუის ძახილით წამოვბობღდი
-შენ წამაქციე გაბრიელ შენ უიმეე! თითის ქნევით ამოვიტირე და სახლისკენ წავჩოჩთი წელზე ხელდადებული, უკან კი გაბრიელი მომყვა სავარაუდოდ იგივე დაბეჟილობებით..... იოანე ძლივს მივიტანეთ ოთახამდე და როგორც საწოლისკენ ვისროლეთ გაბრიელს გადავაბარე...

დილით იოს ყვირილმა გამაღვიძა და თავი, როგორც კი წამოვწიე ასე მეგონა ჩაქუჩს მირტყავდნენ,თანაც საშინლად მაციებდა გუშინდელი გუნდაობის შემდეგ სველი ტასაცმლით ჩამძინებია, ზოგადად ვერ ვიტან ჩაფუთნულ წოლას, თუმცა სიმთვრალე რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს
- იო რა გაყვირებს რა ხდება?
-აგნეს თამთინა ცუდათააა საავადმყოფოში მიმყავს, შენ გაბრიიელს მიხედე მგონი სიცხე აქვს, ტელეფონი ისეთ ადგილას დადე რომ იჭერდეს დაგირეკავთ, სწრაფად მომაყარა სიტყვები იომ და სწრაფად გაიქცა
-ვაიმე იო რა დაემართა ნეტა აუცილებლად დარეკე და გამაგებინე როგორ იქნება რა, თავბრუ მეხვეოდა უკვე და თითქმის შავი ფერი გადამეკრა თვალებზე, ცოტა გაბრიელის ხმამ მომაფხიზლა რა მოხდაო რომ მეკითხებოდა, თუმცა ვერაფრის თქმა მოვასწარი ისე გავითიშე, არ ვიცი რამდენი ხანი მასულიერებდა სიცხიანი გაბრიელი, თუმცა რაღაც ცივის შეხებამ თვალები დამაჭყეტინა
- რა მოხდა აგნესა სად წავიდნენ ისინი?
-თა... თამთინა არის ცუდად და... იომ საავადმყოფოში წაიყვანა, არ ვიცი რა დაემართა ბებოს
- კარგი ნუ გეშშინია იმას ექიმი მიხედავს შენ რაღა გიყო ახლა? შეწუხებულმა გადმომხედა და ბუხართან ტახტზე დამაწვინა
-მე კარგად ვარ წამლებს მოგიიტან სიცხემ რომ დაგიწიოს
- რა კარგად გოგო შენ სულ გაფრინე? იწვი სიცხისგან და სუსტად ხარ
-კი მაგრამ შენ...
- ჩემზე ნუ ღელავ მეც დავლიე სიცხის დამწევი და უკეთ ვარ, თბილად გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა, ძალიან მეუცნაურა ეს ქცევა და უცებ გავიწიე
- სულაც არ ვღელავ შენზე,-აი რა მატლიკინებდა ? ცივად გადმომხედა საბანში გამახვია და შემომხედა
- სულელი გოგო ხარ თქო გეუბნები და არ გჯერა, ხელები დემოსტრაციულად გაშალა და სამზარეულოში გავიდა
-უზრდელი თქო.... ჩავიბუტბუტე და საბანი თავზე გადავიფარე
-გაიგუდები მასე
-სულაც არა ასე წოლა მიყვარს
-ოჰ. მიდი გამოიხედე და წვნიანი ვჭამოთ სიცხიანებმა, ძილბურანიდან გამომარკვია იოანეს ხმამ
-მოიცა ასე მალე გააკეთე?
-ასე მალეს ერთ საათს თუ ეძახი კი ასე მალე გავაკეთე
-მე რა ამდენი ხანი მეძინა?
-ოო ღმერთო ცოტა ხანს დაადუმე ეს გოგო, იოანემ დარეკა თამთინას ოპერაციას უკეთებენ არ ინერვიულოთ კარგად იქნებაო
-რის ოპერაციასო კიდე რა გითხრა? ცოტა მაკლდა ტირილამდე გული მომეწურა ამ ასაკში ოპერაციის გაკეთება ცუდად მომხვდა გულზე
- აპენდიქსი უნდა ამოაჭრან თათოს, რა სახე გაქვს? კიდე ის თქვა თამთინამ დაგიბარათ ერთმანეთი არ დახოცოთ ორივე მჭირდნბითოო
- მადლობა ღმერთს მე უფრო სერიოზულად მეგონა რა არ წარმოვიდგინე
-ჰო გეტყობოდა სახეზე, თან ჭამე თორემ ძალით გაჭმევ
-არ მინდა მადა არ მაქვს
-აუცილებელია წვნიანი
- ჰოო კარგი, რა ჯანდაბები ყრია ამ ბორშში?
-რასაც ბორშს უკეთებენ ისინი ყრია აგნესა, გაღიზიანებულმა გამომხედა და თვალები დამიბრიალა
- ნუ მიბრიალებ მაგ შავ თვალებს მეც არანაკლები მაქვ, მეც ფართოდ გავახილე თვალები დაა ჩემი შავი კაკლები კარგად დავანახე - სხვა დროს რომ გააკეთებ ბორშს ინგედიენტები დაჭერი პირდაპირ კი არ ჩაყარო
- ან ჭამე ან გავიტან ნუ ინაზები
-ჰოდა წაიღე შენი არაფერი მჭირდება
გამწარებული დასტაცა ხელი თეფშს და რასაც ქვია სამზარეულოში ისროლა,
- გოგოოო ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო თორემ თვითონ ინანებ, ვცდილობ ადამიანურად მოგექცე და შენ კიდევ მაგ მწარე ენა ვერ გაგიჩერებია თავხედო ერთი გატუტუცებული მეტიჩარა ხარ, იმხელა ხმაზე ღრიალებდა გული ლამის გამიჩერდა, თუმცა მაინც არ ვაპირედი გაბრიელისთვის რამე დამეთმო, თუნდაც ერთი სიტყვა
-შენ კიდე განუვითარებელი ხარ, არა ერთ უჯრედიანი უფრო ხარ რას მიყვირი ერთი ვერ გავიგე თავი ვინ გგონია?
- კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზია , ცხვირამდე დაიფარე ეგ საბანი და შენი ხმა არ გავიგო
-შენ არავინ გეკითხება სადამდე დავიფარებ თუ მინდა სულ გადავიძრობ და ტიტველი ვივლი, თუ მინდა ბოლო ხმაზე ვილაპარაკებ მერე შენ რა?? მეც ბოლო ხმაზე ავწივლდი, არა როგორ არ ვიცოდი სულ ტყუილად რომ ვატლიკინებდი ენას და სისულელეს სისულელეს ვამატებდი თუმცა არ შემეძლო გაჩერება, აზარტში შევდიოდი გაბრიელი წყობიდან რომ გამომყავდა, მგონი ენერგო ვაპირი გავხდი ამ ბიჭის გადამკიდე, ბოლოს გაჩენილმა აზრმა ისე დამაფრთხო ხმა გავიკმინდე, აშკარად გაუკვირდა ჩემი უეცარი გაჩუმება გაბრიელს მაგრამ- რაც გინდა ის გიქნიაო მომაძახა და მის ოთახში გავიდა ...
უკვე გვიანი იყო სიცივემ რომ გამომაღვიძა და უკვე კარგახნის ჩამქვრალ ბუხარს გადავხედე, შეშაც აღარ ეყარა ყუთში,გადავწყვიტე შემომეტანა და ცეცხლი დამენთო, კარები როგორც კი გამოვაღე ზამთრის სუსხმა ჟრუანტელად დამიარა სხეულში, სწორედ სუფთა ჰაერით ივსებოდა ჩემი ფილტვები და ამასობაში მთვარის შუქსაც შევაჩვიე თვალი... ხელზე რამდენიმე ნაფოტი დავიწყვე და სახლიკენ შევბრუნდი სადღაციდან საოცრად გამაღიზიანებელი ქშინვა მესმოდა და აუტანლად ვგრძნობდი მთელს ტანზე მზერას, რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი და ვიგრძენი რაღაც ჩემკენ როგორ მოიწევდა, მაშინებდა უკან მოხედვა თუმცა აუცილებლად უნდა დამენახა ჩემი მტერი, მთელი სხეული მიკანკალებდა და სისუსტეს ნებას არ ვაძლევდი აქ ჩავეკეცე, საოცრად ერწყმოდა მოციმციმე თოვლისა და ვარსკვლავების ფონს მგლის ელვარე თვალები, როგორც კი გავაანალიზე მგლის წინ საცოდავი კრავივით ვიდექი უცებ გავექანე კარებისკენ, თუმცა ვერაფრით შევძელი კარის გაღება... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სულაც არ ჩქარობდა ეს ცხოველი ჩემი სისხლის დაგემოვნებას, მხრემზე შეხება და გასროლის ხმა რომ გავიგე ისტერიკაში ჩავვარდი , აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა იატაკზე ვიჯექით მე და გაბრიელი, მეკი მთელი ძალით ვეკროდი მას
- სუ აგნეს ყველაფერი დამთავრდა, მე ვარ.... შემომხედე....შემომხედე ნუ გეშინია ის ვერაფერს დაგიშავებს ჩემი ხომ გჯერა?
- კი თქო ამოვისრუტუნე და უფრო კარგად მოვაკალათე თავი, - არ დამტოვო რა
- წამო დავწვეთ, მე შენთან ვარ არაფრის შეგეშინდეს, შენ ხომ მშიშარა არ ხარ?
- სულაც არა მე ჩემიი თავისიც მეშინია, მე არარაობა ვარ საერთოდ არაფერი არ გამომდის რაც არ უნდა მოვინდომო, ყველანაირ ხიფათში ვვარდები, მგონი დაწყევლილი ვარ, ან ჯადო მაქვს, ხო გაბრიელ ჯადო გამიკეთეს ყველაზე უსუსური რომ ვიყო, ყველამ რომ გამომიყენოს...
- რა სისულელეებს ამბობ, გადაირიე? საიდან მოგივიდა ახლა ეს აზრები? დაშვიდდი და ამ შენს აკვიატებაზე ხვალ ვილაპარაკოთ, მგონი სიცხეც გიწევს
- გაბრიელ მცივა, ძალიან მცივა ჩამეხუტე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent