შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მიბღვერ!ყველაფერი ვიცი რასაც ფიქრობ 2


11-03-2016, 20:56
ავტორი txinko
ნანახია 1 997

-ამ შუა დღეს რა პიცა აგიტყდა ?!შენი ნახვა ,რომ მინდოდა თორეე.....გამასინჯე აბა ერთი....არა რა ...რა ოქროს ხელები გაქვს...-დაიწყო ჩემი ქება.
-თეკო ,რა აფერისტი ხარ.ფეხები ჩამოწიე სკამიდან!
-აუუ,ასე უფრო კარგია.სულ როგორ უნდა ბუზღუნებდეე?!მიდი რა ყავას დავლევ ..
-მერე რას მიკეთებ?!-მეორე პიცაც გამოვიღე და მისი დაჭრა დავიწყე.
-მეორეც უნდა ვჭამოთ?-გაკვირვებულმა პირი დააღო , ყავის ინგრედიენტები შეათამაშა ხელში და ფინჯნებს დასწვდა.
-ხოო,რა იყოო?-პიცა უკვე დავანაწევრე და მაგიდაზე დავდევი.
-მე ვეღარ შევჭამ და შენი არ ვიცი.მიკვირს ,რომ არ სუქდები ქალბატონო..
ყავაც გაამზადა თეკომ და ორივე სკამზე მოვთავსდით.
-თეკ,უნივერსიტეტი როდის გვეწყება?
-ხვალ ,იცი რა მაგარი ლექტორი გვყავს?აუ,იმენა სიმპატიურია ისეთი ,რომ ...
-ოჰჰჰ,მართლააა?და მერე შენი ლაშა ?
-კარგი, გოგო.არავინ არ უნდა მომეწონოს?უბრალოდ ავღნიშნე,მაგრამ დიდხანს არ იქნება ,მოწვევით არის ჩვენთან უნივერსიტეტში და მაქსიმუმ ერთი ან ორი თვე.
-ოჰოოო...-თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე.არა რა..ბიჭებზე ლაქლაქს ეს ხვალამდე არ მორჩება!
-შენ,რომ ერთი კვირა არ გივლია არ გეცოდინება,მაგრამ მეეჭვება ვინმე საერთოდ მოგეწონოს.მგონი იქაც კი ყველას გაურბოდი.
-მერე რა და თან მაგაზე საუბარი არ მინდა... .ხოდა,რომ არ ვყოფილვარ უნივერსიტეტში გამაგებინე რა გვაქვს სასწავლი და გასაკეთებელი.
- აუცილებლად ჩაგანიშნინებ,მაგრამ დამპირდი,რომ სადმე წავალთ დღეს საღამოს, თუნდაც კლუბში.
-არ მინდა .ხო იცი ეგ ჩემი სტილი არაა....მირჩევნია რაიმე კარგი წიგნი წავიკითხო და რაც მთავარია დავალებები ვაკეთო...
ბევრს ეცადა ჩემს გადარწმუნებას,მაგრამ მე ჯიუტად მაიც ჩემს აზრზე ვიდექი.ახლა კლუბის ან რაიმე სხვა გართობისთვის არ მეცალა, თან საქმეები მქონდა ფართის თაობაზე.საღამომდე უამრავი ვარიანტი განვიხილე,მაგრამ შესაფერისი ჯერ ვერ მოვნახე.ამის გამო გუნება ძაან წამიხდა.ჩემი განწყობის ცვილება დედამაც შეამცნია.მისმა ჩახუტებამ და ტკბილმა კოცნამ სიტბო მომგვარა.
ძილის წინ ლიმონიან ჩაის მივირთმევდი და თან ვსწავლობდი.კიდე კარგი ბევრი არ იყო,მაგრამ თემა იყო ძალიან რთული შესადგენი.თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ ჯიუტად თვალებს დასვენების საშვალებას არ ვაძლევდი და საქმის კეთებას მაინც ვაგრძელებდი.ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.

***************************************************************************************************************************************

დილით მაღვიძარას საშინელმა ზუზუნმა გამომაფხიზლა.დენდარტყმულივით წამოვხტი,მაგრამ სულ ტყუილად დილიდ 9 საათი იყო.პირველი ლექცია კი 12 ზე მქონდა.რა ჯანდაბად დავაყენე ამ საათზე მაღვიძარა?!გამწარებული ვქოთქოთებდი.კვლავ თბილ საწოლში გავეხვიე,მაგრამ არ დამეძინა.
-დეეე,ყავა გამიკეთე რა!-სამზარეულოსკენ დავიძარი თვალების ფშვნეტით.
-დედიიი..-ხმა ,რომ არ გამცა კიდევ ერთხელ დავუძახე.ჯანდაბა!სამზარეულოში ჩემთვის უცნობი ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და უცნობი ბიჭი,რომელიც რაღაცას ონკანში ჩხირკედელაობდა.
-აჰაჰაჰაა.-უცებ ყველამ სიცილი ატეხა.გაბურძგნულ თმაში ალბათ მართლაც ,რომ სასაცილოდ გამოვიყურებოდი.
-ეს ჩემი შვილია სალომე,სალო ესენი კი ჩვენი მეზობელი ქალბატონი ნათია და მისი ვაჟიშვილი ბექა.-დედამ გამაცნო ისინი,სირცხვილისაგან ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი,ხმასაც ვერ ვიღებდი.მათი დაჟინებული მზერა უკვე მაცოფებდა.
-სასიამოვნოა!-ძვლივს წარმოვსთქვი ეს ერთი ძალდატანებითი სიტყვა.
-რა ლამაზი შვილი გყოლია .-ქალბატონმა თავიდან ბოლომ შემათვალიერა და ღიმილიანი სახით დედას გადახედა.გულში ვფიქრობდი ამ დილაუთენია რა ჯანდაბა უნდოდათ და უმალ აქედან გაქრობის სურვილი გამიჩნდა.
-იცით,სჯობს გავიდე და რამე ჩავიცვა.-უკან მოუხედავად ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას საძინელსისაკენ,ზურგიდან კი არასასიამოვნო მწველ მზერას კარგა ხანია ვგრძნობდი.
სამზარეულოში საბედნიეროდ უკვე ჩაცმული დავბრუნდი.
-იქნებ ყავა დაგველია ნამცხვართან ერთად?-დედა ცდილობდა ისინი დაეთანხმებინათ.თავიდან უარზე იყვნენ,მაგრამ როგორც კი კარში მდგომი დამინახეს ეგრევე შეცვალეს აზრი.
-ცოტახანს დავრჩებით და მაშინ შენს გაკეთებულ ნამცხვარსაც გავსინჯავ.-(ქალბატონი ნათია)
-დე, მე ყავას მოვამზადებ.როგორს მიირთმევთ ?-ღიმილით გადავხედე ჩემთვის უცნობ დედა-შვილს.
-შვილო,2კოვზი შაქრით გაგვიკეთე მე და ჩემს ბიჭს.
ყავა უცებ მოვამზადე ,დედამ კი ნამცხვარი დაჭრა და მაგიდაზე დიდ თეფშზე დაალაგა.
-შვილო ,სადმე სწავლობ?-ნათიამ ყავა მოსვა და საყვარლად გაიკრიჭა.
-კი,ჯავახიშვილში ბიზნესის განხრით,დღეს მაქვს პირველი ლექცია...
-რა კარგია,დედაშენმა მიამბო,რომ ლონდონიდან ახლახანს დაბრუნდი.
-ხოო,მაგრამ აქეთ ყოფნა ვამჯობინე.
-რა გემრიელი ნამცხვარია ლილი,მერე რეცეპტი ჩამაწერინე რა როგორ გააკეთე.
-ნათი, მე არ გამიკეთებია ჩემმა გოგონამ გააკეთა.-ამაზე კინაღამ სიცილი მოვრთე,რადგან დედას გაკეთებული იმწამსვე გააბშეკინებდა ფეხებს.-,,რა კარგი გოგოა ჩემი შვილისთვის ზედ გამოჭრილი...“-ქალბატონი ნათიას ფიქრებმა შემძრა.ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
-რა გჭირს შვილო?.-დედა ფეთიანივით მომვარდა და ჭიქა წყალი გამომიწოდა.
-არაფერია,უბრალოდ ახლაღა გამახსენდა,რომ მაგვიანდება.სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.-ფეხზე წამოვდექი და ნაძალადევი ღიმილით მალევე დავემშვიდობე.


გზაში თეკლას დავურეკე და ვთხოვე უნივერსიტეტის შესასვლელთან შემხვედროდა.ჩემმა მანქანამ ყველას ყურადღება მიიპყრო.გარეთ გადმოსვლა საერთოდ არ მსურდა.სიმღერები გამოვრთე და კლარები გავაღე.მანქანიდან გადმოსული არ ვიყავი უცებ თეკლა,რომ მომვარდა და შესასვლელისაკენ წამათრია.ხალხის მზერა ყოველმხრივ მწვავდა,მაგრამ არ დავბნეულვარ.ცარიელ აუდიტორიაში შემათრია და უკანა ადგილებისაკენ მიმითითა.
-თეკო,ადრე მოვსულვართ.რას მომათრევდი რა...-ვწუწუნებდი და საათზე გაბრაზებული ვიხედებოდი.
-მერე რა ..-დაიწყო ქაქანი,რომელიც საერთოდ არ მესმოდა.გუნება წახდილმა მერხზე თავი დავადე და უაზროდ ფიქრი დავიწყე.იქნებ უკან დავბრუნდე .ხო,მაგრამ დედას როგორ დავტოვებ ასეთ დღეში!მართალია დღისით არ იმჩნევს,მაგრამ ღამღამობით ხომ მესმის მისი ქვითინი,რომელიც გულს მიწვავს და მიფლითავს....მას ახლა ჩემი დახმარე ძალიან სჭირდება,ამიტომ არ დავტოვებ და მასთან ვიქნები....
ვერც კი მივხვდი როგორ აივსო აუდიტორია სტუდენტებით და ამ დროს ხმაურით თეკო გვერზე მომიჯდა.
-თავი ასწიე, ჩვენი სიმპატიური ლექტორი შემოვიდა.-გადმომიჩურჩულა ჩემმა დაქალმა.
ყველაფერს წარმოვიდგენდი,მაგრამ ამას?!ვერ ვიჯერებდი ,რომ ლექტორის მაგიდასთან უცნობი დარტყმული იჯდა და რომელიც ჯიქურად შემოავლებდა სტუდენტებს.ამას ზრდილობა არ ასწავლეს ნეტა?აუ,რა აიტანს მის ლექციებს.მგონი სჯობს საერთოდ არ დავესწრო.
-ეე,სალო რა გჭირს?!მოგეწონა ხოო?-აჟიტირებულმა თვალი ჩამიკრა.
-გაგიჟდი?!რომ იცი მაგნაირი ტიპები ,რომ არ მევასებაა?!ან რა მოწონება აგიტყდა ახლა!-სიბრაზისაგან თვალები დავუბრიალე და მანაც გაჩუმება ამჯობინა.
-ეი,უკანა რიგებში ...!ჩუმათ იყავით და მომისმინეთ თუ არადა ორივე მიბრძანდით!...-ხმამაღლა დაგვიყვირა უცნობმა ტირანმა.აი ,სად დამერხა!
მისკენ გავიხედე და ჯიქურად შავ თვალებს ჩემი ცისფერი თვალები გავუსწორე.შევამჩნიე როგორ შეცბა .ალბათ, ჩემი აქ ნახვა ძალზედ გაუკვირდა.მერე გამომეტყველება კვლავ შეეცვალა და ზიზღიანი ნიღაბი მოირგო.



№1  offline წევრი dona gedi

მალე რაა winked კარგია love

 


№2  offline წევრი Reny

როდის დადებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent