შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეთერთმეტე)


12-03-2016, 00:45
ავტორი Pepper
ნანახია 3 168

ანასტასიასთან:
კაფის კარები გაიღო და იქ მდგარი ალეკო გიორგი და წარბებშეკრული ალექსანდრე დავინახე რომელიც თვალმოუცილებლად და დაძაბული
სახით გვიყურებდა ჩემი და ნიკოლოზის ერთმანეთზე აკრულ სხეულებს. უცბად დავიძაბე რაღაც ცუდის მოლოდინში. ერთხანს დაძაბული გვიყურებდა ალექსანდრე თუმცა ცოტახანში ყველა მაგიდასთან მოვთავსდით და ერთმანეთი მოვიკითხეთ ალექსანდრე თვალ მოუცილებლად მიყურებდა და ჩვეულევისამებრ წარბები ჰქონდა შეკრული ყველანაირად ვცდილობდი თვალები ამერიდებინა მითუმეტეს ჩვენი ბოლო უცნაური შეხვედრის შემდეგ.
- ტასიკ ვინმე კარგი დაქალი არ გყავს რომ გამაცნო ? - აცანცარდა ალეკო-
- ალეკო დაქალები მიყვარს სხვათაშორის არ გავწირავ არცერთს -ენა გამოვუყე საპასუხოდ თმა მომქაჩა მასთან მიმწია ორივე ხელი შემომხვია და ლოყაზე მიკბინა.
- ველურო მეტკინა - ამოვიწუწუნე-
- მაგიტო გიკბინე რომ გტკენოდა - ხელები უფრო მაგრად მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო-
- აუ ტას აკი ზღვაზე წავიდეთო? - დაიწუწუნა სიცხისგან შეწუხებულმა მარუსამ-
- წავიდეთ მერე. მართლა აუტანელი სიცხეა უკვე - აყვა დამიანე-
- უკაცრავად შენ ვინ დაგპატიჟა ? - მივუბრუნდი დამის-
- იცოდე მამაშენი არ გაგიშვებს - ბოროტულად გამიღიმა-
- ვერ გიტან - ამოვიწიწუნე და ალეკოს უფრო ავეკარი -
- ფისო მართლა წავიდეთ რა ყველა ერთად - თავზე მაკოცა ალეკომ-
- ვინ ყველა ? - საუბარში ჩაერთო გიორგიც -
- მე - ჩამოთვლა დაიწყო ალეკომ - ტასიკო, მარუსა, შენ - გიორგის გახედა- ალექსანდრე , დამიანე , ნიკოლოზი , საბა დაჩი და ჩემი ნინაჩკა- ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ყველა ჩვენგანი -
- კარგი აზრია აკო. ჩემს ბაითში წავიდეთ ყველა დავეტევით და რაც უფრო მეტი ვიქნებით მით უკეთესი - გაიღიმა გიომ-
- მართლაც რომ არაჩვეულებრივი აზრია - საუბარში ჩაერთო მარუსა -
- ხოდა გადაწყვეტილია მივდივართ ყველა. რას იტყვი ალექსანდრე ? - ახლა მას მიუბრუნდა აკო -
- როგორც გინდათ - უემოციოთ წარმოთქვა სიტყვები- კაფეში კიდევ ნახევარი საათი დავყავით მერე ყველა დავიშალეთ და ჩვენს ჩვენს სახლებში წავედით. საღამოს ფეისბუქში უაზროდ ვიქექებოდი როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა სწრაფად ვუპასუხე უცხო ნომერს-
- ტაას - მომესმა ნაცნობიც ხმა -
- რომელი ხარ ? - დავსვი ყველაზე ლოგიკური კითხვა -
- მე ვარ გოგო ნინა -
- უი ნინაჩკააა როგორ ხარ რამ შეგაწუხა -
- გოგო ხვალ ხო მივდივართ ბათუმში ხოდა რაღაც რაღაცეების ყიდვა მიჯდა და ვიფიქრე შენ და მარუსა გამყვებოდით - მომესმა მისი სიცილის ხმა-
- რა პრობლემაა ნინაჩკა ჩვენც არ გვაწყენდა ეგ " რაღაც - რუღაცეები" - გავიცინე და ნინაც ამყვა -
- ხოდა ხვალ სანამ წავალთ მანამდე შევიაროთ მაღაზიებში და
- კარგი ნინაჩკა. მარუსას მივწერ და გავიგებ პასუხს. მოგვიანებით ჩემს მისამართს მოგწერ აქ მოდით და ერთად წავიდეთ .
- კარგი ტას , ხვალამდე - ტელეფონი გათიშა მეც მარიამს მივწერე და დამთანხმდა რასაკვირველია მთელი დილა შუადღემდე მაღაზიევში დავბოდიალობდით.
- სად ხართ გოგო - დამიანემ დაგვირეკა -
- მაღაზიებში დამი - უპასუხა მარიამმა -
- მოდით მალე სახლში გავდივართ. მარიამ ბარგს მე წამოგიღებ -
- კარგი-
ნინა მის სახლთან დავტოვეთ ჩვენ კიჩემთან წავედით. ყველაფერი რო მოვაგვარეთ უკვე სამი მანქანა იდგა გარეთ და ახლა გადანაწილებაზე ვფიქრობდით -
- მოკლედ როგორც ყველაზე ჭკვიანი ადამიანი საქმეს მე ვიკისრებ - გაიცინა ალეკომ - ესეიგი მე გიო საბა და დაჩი ჩემს მანქანაში ჩავჯდებით. დამი და ნიკოლოზი ჩემს დას და მარიამს წაიყვანენ. ალექსანდრე და ტასო კიერთად წავლენ - ჩამოაყალიბა ბატონმა ალეკომ, შეწინააღმდეგებას ვაპირებდი მაგრამ უხერხული იქნებოდა და არც ის მინდოდა ზედმეტი კითხვა დაესვა ვინმეს ამასთან დაკავშირებით ასე რომ არ შევწინააღმდეგებივარ და ასე უხმოდ გადავნაწილდით მანქანებში.
ალექსანდრეს გვერდით მოვთავსდი და რემენი გავიკეთე მთელი ნახევარი საათი უხმოდ გავატარეთ რაც კიდევ უფრო მძაბავდა. ალექსანდრე დრო დადრო მიყურებდა და მაკვირდებოდა -
- აუ მუსიკები მაინც ჩართე თორემ მოვკვდი მოწყენილობით - ამოვიწუწუნე - კარგი - სწრაფად ჩართო და სასიამოვნო მუსილამაც გაიჟღერა მანქანაში თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე. ზედმეტად არეული ვიყავი. ახლაც არ ვიცი ალექსანდრესთან ერთად მგზავრობაზე იმიტომ არ ვთქვი უარი რომ ვინმეს რამე არ ეეჭვა თუ უბრალოდ იმიტომ რომ მომენატრა. საკუთარი თავი გამოვიჭირე იმაში რომ ალექსანდრე ყიფიანი მომწონდა. სწრაფად გავაქნიე თავი რომ აზრები გამეფანტა -
- მოხდა რამე ? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა-
- არაფერი - წყნარად ამოვიფრუტუნე -
- კარგად ხარ ? - მის ხმაში მზრუნველობა იკითხებოდა-
- კი - მოკლედ ვუპასუხე ჩემი ტელეფონი აწლრიალდა სწრაფად ვუპასუხე -
- რა ხდება ნიკოლოზ - სიცილით ჩავძახე ტელეფონში -
- არაფერი ფისო შეგამოწმე ალექსანდრემ ხომ არ მოგკლა - გაიცონა და მეც ჩავიფხუკუნე -
- რა საძაგელო ბიჭი ხარ, მაგრამ მაინც ძალიან ძალიან მიყვარხარ. ახლა კი კარგად - სიცილით გავუთიშე ტელეფონი -
- რაო შენმა ძვირფასმაა ბიჭმა - ირონიით გაჟღენთილი ხმით მკითხა ალექსანდრემ -
- უკაცრავად ? - გაურლვეველმა ვკითხე -
- რაო შენმა ნიკოლოზმა ? - კვლავ ირონია გაურია ხმაში ჯერ ვერ მივხვდი რა იგულისხმა თუმცა რომ გავიაზრე რაც იგულისხმა ბოლოხმაზე ავხარხარდი -
- რა გაცინებს ? - დაბღვერილმა მოატრიალა სახე ჩემსკენ-
- ღმერთო ... შენ რა.. - კვლავ სიცილს ვაგრძელებდი- მოიცა ნიკოლოზი ჩემი შეყვარებული გგონია ? - კვლავ ავხარხარდი -
- შევცდი ? - წარბებ შეჭმუხნულმა მკითხა -
- ალექსანდრე ნუთუ წარმოგიდგენია მარიამმა შენს რომელიმე ძმაკაცს მსგავსად შეხედოს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც ნიკოლოზს ბავშობიდან ვიცნობ და იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შეიძლება. ის ძმობას მიწევს
რომელიც. არასდროს მყოლია. მართალია დამი მყავდა მაგრან ის ბოლო 2 წელი რუსეთში იყო ამიტომ ის მიწევდა მისაგივრობას სისულელე იმის გაფიქრებაც კი რომ რომელიმე რამეს ვიგრძნობთ ერთმანეთის მიმართ როდესმე - გულიდან წამოსული სიტყვებით ვლაპარაკობდი - ნიკოლოზი ჩემი მეორე მეა ასე ვთქვათ მარიამის მსგავსად ისიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია-
- გასაგებია - ღრმად ჩაისინთქა ალექსანდრემ და საჭეს მაგრად ჩაჭიდა ხელები. მის უნაკლო პროფილს ვუყურებდი და მუცელში სასიამოვნოდ იხლართებოდა რაღაცეები -
- დედისერთა ხარ ალექსანდრე ? - ღიმილით ვკითხე და დაჟინებით მივაჩერდი -
- არა ქალბატონო ანასტასია - შენსავით პაწაწინა დაიკო მყავს 16 წლისაა - ღიმილი მოეფინა სახეზე რასაც არც თუ ისე ხშირად ვხედავდი -
- ის რატომ არ წამოიყვანე - გაბუტულმა ვთქვი - არ გვაწყენდა კიდევ ერთი გოგო თანაც გავიცნობდით - ღიმილით ვკითხე -
- უკვე ბათუმშია ჩემს დეიდაშვილთან ერთად - მანაც ღიმილით მიპასუხა. პირველი შემთხვევა იყო ასე წყნარად რომ ვსაუბრობდით -
- ანუ შემოგვიერთდებიან ისინიც ხომ ? - ყურებამდე გაღიმებულმა ვკითხე რაზეც ალექსანდრეს გაეცინა -
- რა ბავშვიხარ - გაიცინა და ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამომისვა, ტანზე ბუსუსებმა დამაყარა მისმა ამპატარა შეხებამაც კი სასიამოვნო გრძნობების კორიანტელი გამოიწვია ჩემს სხეულში. შეცეცადე სიამოვნებისგან არ გამეღიმა წარბები შევჭმუხნე და ტუჩები გაბუტული ბავშვივით მოვპრუწე -
- არ ვარ მე ბავშვი 17 წლის ქალი ვარ - გავიჯგიმე და მართლა ბავშვივით გამომივიდა ნათქვამი. ალექსანდრემ მოულოდნელად დაამუხრუჭა მანქანა -
მოხდა რამე ? - შეშფოთებულმა წამოვიძახე - ალექსანდრ... - სანამ კიდევ რამის თქმას მოვასწრებდი უსწრაფესად გაიხსნა რემენი ალექსანდრემ და ასევე სწრაფად დამეძგერა ბაგეებზე. ხელებით ჩემს სახეს ებღაუჭებოდა და ნაზად მიკოცნიდა ბაგეებს. მეც გასუსული მასზე ვიყავი მინდობილი და ვცდილობდი იმ ემოციებს გავმკლავებოდი რასაც მისი უბრალო შეხება ან თუნდაც კოცნა მგვრიდა. კოცნა წამები გაგრძელდა. ალექსანდრე ჩემს ტუჩებს მოშორდა შუბლი შუბლზე მომადო ორივე ღრმად ვსუნთქავდით მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ ჩემი ორი ხელი მის კისერზე იყო მოხვეული და მეც მოულოდნელობისგან გავწითლდი- ჩემი ბავშვი - ჩუმად ამოიჩურჩულა ალექსანდრემ და თავის ადგილს დაუბრუნდა. მე კი გამოშტერებული დამტოვა სახე მინისკენ მივატრიალე თავი მას მივადე და ალექსანდრეზე ფიქრი დავიწყე. მანქანაში კი სასიამოვნოდ ისმოდა სიმღერა (zayn - like I would )
He, won't touch you like I do
He, won't love you like I would
He don't know your body
He don't do you right
He won't love you like I would
Love you like I would
სასიამოვნოდ დამიარა ტანში სიმღერის ტექსტს მოსმენისას.
***- ნინასთან :
მანქანაში უხერხულად ვიჯექი არცერთს არვიცნობდი მარიამის გარდა თუმცა ესეც მალე მოაგვარა მარიამმა და ჩემი თავი გააცნო ბიჭებს. დამიანი ძალიან საყვარელი და მეგობრული აღმოჩნდა ხშირად ხუმრობდა და მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა. ნიკოლოზი კი საჭეს იყო ხელებით ჩაფრენილი მე მის გვერდით ვიყავი მოთავსებული. მის უნაკლო პროფილს ვუყურებდი. ისიც გადმოილაპარაკებდა აქა იქ რაღაცეებს გულღიად მიღიმოდა. არაჩვეულებრივი ღიმილი აქვს მინდა ავღნიშნო თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები. სიცილისას ლოყებზე ფოსოები უჩნდება და უსაყვარლესი ხდება. პირველად მოვიხიბლე ბიჭის გარეგნობით ასე ძალიან. ყველაზე ლამაზი თვალები აქვს რაც კი მინახავს. მწვანე თითქოს წყლიანი თვალები. შეიძლება ითქვას რომ გარეგნულად იდეალურია. ისე გავერთე ფიქრებში ვერც კი გავაანალიზე როგორ მივშტერებოდი მას. როცა მის მზერას გადავაწყდი სწრაფად მივატრიალე სახე და თავი ჩავხარე რასაც მისი ჩუმი ფხუკუნი მოჰყვა ამან კიჩემი ლოყების გაწითლება გამოიწვია. უკან მხარეს თავისთვის იყვნენ მარიამი და დამიანე. როგორც გოგოების მონათხრობიდან ვიცი კარგახანიც უყვარდათ ერთმანეთი და სულ ახლახანს გამოუტყდნენ ერთმანეთს მათი ბედნიერი სახეები და ერთმანეთის მიმართ წარმართული. თბილი სიტყვები სხეულში სითბოს მიღვრიდა და ვინატრებდი ოდესმე ისეთივე სიყვარულით სავსე თვალებით შემოეხედა ჩემთვის როგორც ახლა დამი უყურებდა მარიამს. სასიამოვნოდ გამეღიმა სავარძელს კარგად მივეყრდენიდა თვალები დავხუჭე. გზამ თავისი ქნა და მეც მალევე ჩამეძინა.
მარიამთან :
გზა დამღლელი აღმოჩნდა თუმცა მაინც არ მოგვიწყენია. დამიანე არც გვაძლევდა ამის საშუალევას. ნახევარი გზა გვქონდა გავლილი ქალბატონ ნინაჩკას რომ ჩაეძინა.
- აბა ნიკოლოზ ? - წარბები აათამაშა დამიმ-
- რა ხდება ? - მოუხედავად უპასუხა ნიკოლოზმა -
- რაღაც ზედმეტად ჩუმი და სერიოზულო მეჩვენები ძმაო - ჩუმად ჩაიფხუკუნა დამიმ და მეც გამეცინა -
- რაო გულში ხო არ ჩაგივარდა ? - კიდევ აფხუკუნდა დამი და ნინა რომ არ გაეღვიძებინა პირზე ხელი ავაფარე -
- ვერ მივხვდი ? - თავი გამოიშტერა ნიკოლოზმა-
- რაო მოგხიბლა ნინაჩკამ - ახლა მე გადავხედე დამცინავად-
- ეს ორი შეყვარებულო გვრიტი მომაDორეთ ვინმემ- ვითომ მობეზრებულად თქვა ნიკოლოზმა -
- არა საყვარელია გემოვნება გაქვს - ისევ ვიკბინე და ენა გამოვუყე -
- ვიღაცას ენას მოვაჭრი - კბილებში გამოცრა ნიკოლოზმა -
- ოჰო ვიღაც გაება მგონი - ახარხარდა დამი. მეც ჩავიფხუკუნე.
მთელო გზის განმავლობაში მე და დამი ნიკოლოზს დავცინოდით. მერე მობეზრებილმა თქვენ მაინც არ დამანებებთ თავსო და გაჩუმდა. მეც კარგად მოვკალათდი დამის მკლავებში.
- მიყვარხარ - ცხვირზე მაკოცა დამიმ -
- მეც ძალიან - ტუჩებით მის ყელს მივწვდი და ნაზად ვაკოცე-
- ეშმაკუნა ნუ მაცდენ - სიცილით მაკოცა თავზე -
- უზრდელი - ხელებიდან დავიხსენი თავი ფანჯრისკენ მივცოცდი მისგან შორს და გაბუტულმა ტუჩები მოვპრუწე. თუმცა მალევე მომიცოცდა გვერდზე ხელები მაგრად მომხვია წელზე და კისერში დამიწყო კოცნები რაზეც სიცილი ამიტყდა.
- ჰეი აქ მეც ვარრ. დამინდეთ. ნუ მაფუჭებთ - დაცინვით მოგვაძახა ნიკოლოზმა - მერე მე მეტყვიამ რამეს. ხალხში არ შეიძლება იმ ყველაფრის გაკეთება რისიც ოთახში - ახარხარდა ნიკოლოზი-
- ჰმ დავინახავ ცოტახანში ვიღაცას ჩემს დღეში - გაიცინა დამიმაც. მთელი გზა ხუმრობაში და ლაზღანდარობაში გავატარეთ. საღამოს კი ჩავაღწიეთ სახლამდე. მალევე მოვიდნენ დანარჩენებიც. ზღვაზე გასვლა მეორე დღისთვის გადავდეთ ოთახები გავინაწილეთ. გვიან9საათისთვის გოგოები სამზარეულოში ვტრიალებით ბიჭები კი ფეღბურთს უყურებდნენ და ლაპარობდნენ. როცა ყველაფერს მოვრჩით ყველანი მაგიდას შემოვუსხედით და დამშეულები უხმოდ ვნაყრდებოდით.
ანასტასია:
გოგოებმა მაგიდა ავალაგეთ და ახლა სამზარეულოში გადავინაცვლეთ. მე ჭურჭელს ვრეცხავდი ნინა ამშრალებდა მარიამი კი ყავას ამზადებდა და კრუასანებს მიირთმევდა
- ჩვენც დაგვიტოვე ცოტა - ენა გამოვუყე-
- შენდენს მაინც არ ვჭამ - პასუხი არ დაააყოვნა მარიამმა- უი ისე ვატყობ ვიღაც ერთი ვაჟბატონით მოიხიბლა - ნინას შეხედა და თვალი ჩაუკრა -
- რამე გამომრჩა ? - თვალები დავქაჩე -
- არ მიაქციო ყურადღება ბოდავს - უხერხულად გაიცინა ნინამ -
- მითხარი ახლავე ქალბატონო - ცხვირზე ქაფი წავუსვი -
- ეს რა წესია - გაიცინა და ქაფი ცხვირიდან მოიშორა- იგონებს მარიამი რაღაცეეებს -
- სულაც არა. ქალბატონ ნინას ნიკოლოზო ჩაუვარდა გულში - აკისკისდა მარიამი. რაზეც ნინაჩკამ საპასუხოდ შეუღრინა-
- რაო ? - პირი გავაღე და გაოცებულმა ამოვთქვი - შენ რა ჩემი ნიკოლოზი მოგწონს ? - თვალები მოვჭუტე -
- აზვიადებს ტას გეფიცები. უბრალოდ ცოტახბის წინ ვითხარი რომ სიმპატიურია და საოცარი თვალები აქვს და ამანაც ეგრევე დაასერიოზულა - ბავშვივით იმართლა თავი ნინაჩკამ ხუსტად ამდროს სამზარეულოში შემოვიდა ნიკოლოზი. უკნიდან მომხვია ხელი და მხარზე მაკოცა-
- ბოდიშით მომესმინა და ვისმა თვალებმა დაგიპყროთ ქალბატონო ნინა - ჩემზე მოხეტუბულმა კითხა ნინას. ნინა კი დაიბნა და ლოყები აუწითლდა რაზეც მე და მარიამს გაგვეცინა - რა გაცინებთ პატარა ჭინკებო საქმეს მიხედეთ ყავას ველით - ლოყაზე მაკოცა და სანზარეულოდან გადიოდა უცბად მობრუნდა და ნინას მისამართით დაიძახა- არც შენ გაქვს ურიგო თვალები- თვალი ჩაუკრა და სამზარეულოდან გაუჩინარდა -
- ოჰო - წარბები აათამაშა მარიამმა - ახალი წყვილის სუნი მცემს მგონი -
- წყვილი კიარა ყავა ჩაგივიდა მგონი და მაგის სუნია - ენა გამოუყო ნინამ - მარიამმა ყავა ჭიქებში ჩაასხა და სინით გავიდა სამზარეულოდან უკან ნინა მიყვა სასუსნავებით. თეფშები კარადაში შევაწყვე ბოლო ჭიქა უნდა დამედო მაღლა თავის ადგილზე როცა ჩემი წელის გარშემო თბილიცხელები ვიგრძენი რომლებიც სწრაფად გადმოცოცდა მუცელზე და ძლიერად მომეხვია. უკვე საყვარელი სურნელი ვიგრძენი და ბაგე ღიმილმა გამიპო. მის ხელებს ჩემი ხელები დავადე და თავი მის მკერდს მივადე. ვიგრძენი როგორ შეისუნთქა ჩემი სურნელი და ყელში მაკოცა რამდენჯერმე. შეგრძნებებისგან გამაკანკალა და უნებურად გაურკვეველი ბგერები წამომცდა. ამას ალექსანდრეს სწრაფი რეაქცია მოჰყვა მისკენ მიმატრიალა ერთი ხელო წელზე შემიცურა მეორეთი ნიკაპი დამიჭირა და სწრაფად მაკოცა. ორივე ხელი წელზე შემოვხვიე და მეც ავყევი კოცნაში. ვიგრძენიისი აჩქარებული გულის ცემა. ჩემი გული მგონი საერთოდ გაჩერდა. რამდენიმე წამი მკოცნიდა. მერე ტუჩებს მოწყდა და თვალებში მაშტერდებოდა მისი მუქი შავი თვალებით. ამჟამად მისი რბილი და თბილო ტუჩები შუბლზე მომაკრო ორივე ხელი წელზე მომხვია და მაგრად ჩამიკრა გულში. ფრთხილად ავიწიე თითისწვერებზე და თბილო კოცნა დავუტოვე ყელში. ხელზე ძარღვები დაეჭიმა. სწრაფად დავიხსენიისგან თავი და სამზარეულოდან გავედი. სანამ გავიდოდი დავინახე როგორ დაეყრდნო სამზარეულოს მაგიდას ხელებით და შეეცადა აჩქარებილო გულოსცემა დაერეგულირებინა. გამეღიმა რადგან ზუსტად იგივეს განვიცდიდი. მისაღებში გასული გიორგის დავუჯექი გვერდით და კვლავ გახშირებული გულისცემის დაწყნარებას შევეცადე. გციანობამდე ვლაპარაკობდით კარტს ვთამაშობდით ვხიმრობდით. უკვე თითქმის შუაღამე იყო რომ დავიშალეთ და ჩვენს კითვნილ Oთახებში გადავინაცვლეთ.
***
ნინასთან :
კარგახანს ვიწრიალე ლოგინში. მაგრამ ვერაფრით დავიძინე. ალექსანდრეს დის ოთახში მეძინა მარტო. თვალები დაჭყეტილი მქონდა. ამიტომ უაზროდ წოლას ვარჩიე გარეთ გავსულიყავი. მოკლე პენიარით ჩავირბინე კიბეები. ვიცოდი ყველას ეძინებოდა. ამიტომ სამზარეულოში შევედი მაცივრიდან ნუტელა გამოვიღე. პურიც ვიპოვნე ზედ წავუსვი და ჭამას შევუდექი. უკვე მესამე ნაჭერზე ვიყავი ფეხის ნაბიჯები რომ გავიგონე.
- არადა არ გეტყობა ამდენს რომ ჭამ - გაიცინა ნიკოლოზმა და მისი წყლიანი თვალები მომანათა -
- გენებში მაქვს აშკარად - უხერხულად აღმოვთქვი და კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი როცა აღმოვაჩინე რომ მის წინ მხოლოდ პატარა პენუარით ვიჯექი რომელიც ღრმა დეკოლტეთი იყო.
- როცა სახლში ამდენი ადამიანი ვართ უნდა ჩაიცვა ისე - ირონიულად მითხრა და ახლადწასმული ნუტელიანი პური წამართვა და პირში გაიქანა. გავბრაზდი ჯერ იმიტომ რომ ირონიულად დამელაპარაკა და მერე იმიტომ რომ საჭმელი წამართვა -
-მთელი ორი კვირა ერთად ვიქნებით სანაპიროზე და არამგონია იმაზე ნაკლები დაინახო რასაც ახლა ხედავ - არც მე დავაკელი ირონია და ნახევრადშეჭმული ჩემი საჭმელი ხელიდან გამოვსტაცე და ახლა მე გავაგრძელე ჭამა - სხვათაშორის ვერ ვიტან საჭმელს რომ მართმევენ არასდროს არავის ვუყოფ. მეორედ არ გაპატიებ - გავიცინე -
- შემიძლია სულ სხვა რამით დავნაყრდე. არ მაქვს პრობლემა - ამის თქმა იყო და ისე სწრაფად მეცა ხელში ამიყვამა სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა ჩემს ფეხებს შუა მოექცა და ტუჩებზე დამაცხრა გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ვფართხალებდი მის მკლავებDი თუმცა სანამ თვითონ არ მომცილდა ვერაფერი გავაწყე მისი ძლიერი სხეულის წინაშე როგორც კი გამანთავისუფლა სახეში ხელი მწარედ შემოვარტყი. რაზეც უფრო ჩაეცინა-
- შენ არ იცი რომ კოცნის მერე გოგო თუ ხელს გარტყავს ეს ნიშნავს გაიმეორეო - თვალო ჩამიკრა და კიდევ ერთხელ დამაცხრა ტუჩებზე ველურივით მიკოცნიდა ტუჩებს და ხელებს ჩემს წელზე ასრიალებდა. სხეულში სასიამოვნო ელექტრონები მოძრაობდნენ და ამ უხეშობის მიუხედავად მისი სიახლოვე მათრობდა და მაშტერებდა. გულო კი საშინლად მიფრიალებდა. პირველი კოცნა წამართვა შეიძლება ასეც ითქვას ბაღში ჩემი პატარა თაყვანისცემლის კოცნას თუ არ ჩავთვლით რის გამოც ქვა ვესროლე თავში და საკმაოდ ბევრი ნაკერიც დაადეს. ხო მან წამართვა კოცნა და ალბათ ულეთეს პარტნიორს ვერც კი ვინატრებდო ყველაფრის მიუხედავად.
****
ესეც ახალი თავი <3
იმედია მოგეწონებათ <3
მადლობთ რომ კითხულობთ



ტასოს და ალექსანდრეს ცოდვით დავიტანჯერ რა! კარგი თავი იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline მოდერი bibo

რა საყვარლობა იყო გული გამითბა უხ რა კაობა იყო ჩიტო მარა შენ უზურდელი გოგო ხარ ბევრებს რო იგვიანებ და მალოდინებ რაია ეს კაი საქმე გგონია მაგი შენ რა წყვილებს მილოდინებ რ შეიძლება მაგი ერთხელაჩ იქნება მარწყვის უდიდესო ტორტო მიგაჩაქუჩებ და უხ რა ესსსს შოკოლადის პერადო ნაწილოვ ვგიჟდები მე შენზე სასწაული ხარ ალჩავ

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

rogorc iqnaa vaimee ra kargiaaa sayvarlebii

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaime ra saocreba iyooo...<3
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent