შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (6)


12-03-2016, 01:29
ნანახია 2 830

***
რადგან დათა ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულიყო ექიმებმა გულშემატკივრები სახლებში გაუშვეს, მხოლოდ ეკა დარჩა შვილთან, რომ გამოფხიზლებულიყო იქვე ყოფილიყო. გოგოები სესილისთან დატოვა ირაკლიმ თვითონ კი მამამისთან ერთად სახლისკენ წავიდა. თითისწვერებზე შეიპარნენ სახლში და ოთახში და ჩახტნენ მაშინვე ლოგინში.

-ანკ, როგორ მოხდა? არც მიკითხავს..-ჰკითხა სესილიამ ანკას.
-აუ, სესო.. პრინციპში ეგეთი ნასვამიც არ ყოფილა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ისე უცებ გადმოვიდა გადასასვლელზე დათა და მსუბუქად დაეჯახა, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცი? იქვე მდგარ ბოძს შეეხეთქა და თავი დაარტყა. ნეკნებიც დაზიანებული აქვს მგონი..
-ახალგაზრდა იყო მძღოლი?
-არა, ახალგაზრდა არ ყოფილა. ასაკოვანი ბუნჩულა კაცი იყოო ესე თქვა ნუგზარმა. 60-65 წლის თუ იქნებოდა. ისე განიცდიდა საწყალი! არ აპირებენ ესენი ჩივილს. მაგრამ დათას გარეშე ვერაფერს გადაწყვეტენ ისეთი ხასიათი აქვს ამას, არ უყვარს რომ ერევიან მის საქმეში. გაგიჟებულა ის კაცი ნერვიულობისგან. სულ ლოცულობდაო..
-კაი რა.. საწყალი მართლა.. ანუ, გამოდის რომ ორივეს ბრალი იყო, ხო?
-ნუ, უფრო დათასი. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო გადასასვლელზე არ იყო ანთებული ქვეითის მწვანე შუქნიშანი და ამ ჭკვიანს გადაუჭრია. კიდევ კარგი კარგადაა ყველაფერი..-თქვა ანკამ და ბალიშს ჩაეხუტა.
-ჰო, კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დამთავრდა,-ჩაიბურტყუნა სესილიამ და ემოციებისგან დაცლის დაეძინა.

დილით ოთახში შემოვარდნილმა ნინომ გააღვიძა ორივე, რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა და ნერვულად აფრიალებდა.

-გაიღვიძეთ დროზე ორივემ!
-რა ხდება დედა?-ძილბურანში მყოფმა სესილიამ ჰკითხა ნინოს.
-რას ჰქვია რა ხდება? წერილი რომ დამიტოვე ქალბატონო და გაიპარე ღამე, იქნებ ამიხსნა რა მოხდა? კიდევ კარგი, მამაშენს ჯერ არ გაუღვიძია და პირველმა მე ვნახე, თორემ ასე მშვიდად ვერ გაიღვიძებდი!-გაბრაზებულმა უთხრა შვილს ნინომ.
-შენ ამას მშიდ გაღვიძებას ეძახი, დედა?-ამოილაპარაკა სესილიამ და საბანი გადაიფარა თავზე.
-ახლავე მომისმინე ქალბატონო! შენც გაიღვიძე ანკა.! დროზე!-დაუყვირა ორივეს ნინომ,-ამიხსნით რა ჯანდაბა ხდება?
-აუ, ნინო კაი რა..! რა ხდება და დათა მანქანამ გაიტანა და მე და ირაკლიმ გამოვუარეთ სესოს და წავიყვანეთ საავადმყოფოში,-თქვა ანკამ ნახევრად მძინარემ,-შენ კიდე ვერ დაწერე მაგ ფურცელზე სად მიდიოდი?-უსაყვედურა მეგობარს ანკამ.
-რა? რას ამბობ! ნუგზარისა და ეკას დათა?-აღმოხდა ნინოს და მაშინვე ოთახიდან გავარდა.
-აუ, დაიწყება ეხლა აურზაური რა..-თქვა სესილიამ და საბანი გადაიფარა თავზე. ატყდა ხმაური სახლში, რომელიც ნელ-ნელა უფრო გარკვევით ისმოდა, იგრძნო ორივემ როგორ გადააძრეს საბანი და თვალებგახელილებმა შენიშნეს გივისა და ნინოს ანერვიულებული სახეები.

-სესო, რა ხდება მამა? იქნება აგვიხსნათ ორივემ.
-მა, დათას დაარტყა მანქანამ, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. საავადმყოფოში დატოვებენ რამდენიმე დღე და მერე გამოწერენ.
-როგორ მოხდა?-აღმოხდა ნინოს. ანკამაც ყველაფერს მოუყვა ნინოს და გივის.
-არ უნდა დაგელევინებინა ბიჭისთვის ის კონიანი გივი რა! არ გეუბნებოდი არ დაალევინოთქო?-გაუბრაზდა ნინოს ქმარს. სესილიამ ყურები ცქვიტა. ანუ, რა გამოდის დათა გუშინ მის სახლში იყო და სესილიას უთხრა შენ სანახავად მოვედიო?! რა ილუზიები შეიქმნა არადა გოგომ, ვითომ სადარბაზოსთან ელოდებოდა.
-კარგი ნინა რა! რა დალია ახლა ასეთი? ერთი ბოთლი დავლიეთ ორმა კაცმა..!
-რომელი გივი? შენი ბომბა კონიაკი?-ინტერესით ჩაერთო ანკა და ტუჩები გაილოკა.
-რა ლოთი ხარ ანკა!-გაეცინა გივის,-წავალ ტელეფონს მოვძებნი ნუგზარს დავურეკო, მოვიკითხო ბავშვი,-თქვა გივიმ და ოთახიდან გავიდა.
-ჰო, ბავშვი. თითქმის თქვენხელაა და მამა კიდევ ბავშვს ეძახის,-თქვა სესილიამ.
-სესო, ნუ წაიგდე ენა დილიდანვე!-გაუწყრა ნინო და ქმარს გაჰყვა.
-შენთან იყო სახლში და არ გინახავს?-ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ანკამ სესილიას.
-არა, გაკვეთილი მქონდა ხომ იცი,-თავი მოაჩვენა სესილიამ, ვითომ სულ არ უნახავს დათა.
-წამო, რა.. მაინც ვეღარ დავიძინებ და მომიდუღე შენი ყავის მანქანით ყავა შენებური,-უთხრა ანკამ სესილიას და საბანი გადაიძრო. კუნტრუშით გავიდა ოთახიდან ნუცას ოთახში და ახალგაღვიძებული ნუციკო ტირილამდე ჩაჯუჯღნა, რასაც ნინოს კივილი მოჰყვა ნუ შეჭამე ბავშვიო. სესილია კი გაბრაზებული წამოდგა ლოგინიდან და სამზარეულოსაკენ გაემართა.


***
“gaigvidza vajbatonma,kargadaa..”-მისწერა ანკამ სესილიას.
“dzalian kargi,”-მართლა გაუხარდა სესილიას დათას კარგად ყოფნა.
“gikitxa”
“me ratom mikitxa?”-გაოცებულმა და გულის სიღრმეში გახარებულმა მისწერა მეგობარს პასუხი სესილიამ.
“iraklim utxra, ro aq viyavit da mogikitxa kide xo ar movao.”-მიუხვდა ანკას, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული სესილია.
“gamojanmrteleba usurve shens MAZLS, araa sachiro chemi mosvla.”-მისწერა პასუხი და ტელეფონი დადო სესილიამ. „არა, რა ეგონა ახლა? რომ უთხრა დათამ შენ სანახავად მოვედიო და სესილიას ეგონა სადარბაზოში ელოდებოდა და იქ რაღაცები იკადრა?! ეგონა, მართლა მის გამო მოვიდოდა ან სადარბაზოში იდგებოდა? როგორ არა! ოცნებებში წავიდა ეს გოგო! ვეღარც კი მეცადინეობს ამ ბიჭის გადამკიდე“. გამწარებული და გაბრაზებული წერდა ქართულის თემას და თან ამ ყველაფერზე ფიქრობდა, როდესაც მისმა ტელეფონმა სიმღერა დაიწყო. შეხედა ტელეფონს და ანკა ურეკავდა:

-რა გინდა ანკა? ვერ წაიკითხე რაც მოგწერე?-გაბრაზებულმა უთხრა სესილიამ ანკას.
-წავიკითხე, მაგრამ მინდა შენგანაც გავიგო!-გაიგო მისთვის საყვარელი ხმა და ენა მუცელში გადაყლაპა.
-დათა? როგორ ხარ?
-რომ მოსულიყავი მნახავდი, როგორც ვარ!-მკაცრად უპასუხა დათამ.
-მიხარია კარგად რომ ხარ. თავი ხომ არ გტკივა?-გადაიტანა თემა სესილიამ.
-გამიმეორე, რაც მისწერე ანკას.-ცივად უთხრა დათამ.
-გამოჯანმრთელებას გისურვებ დათა,-აღელვებულმა უპასუხა სესილიამ.
-და?
-რა და?
-გააგრძელე..!-გამყინავი ხმით უთხრა გოგონას.
-არ ვფიქრობ, რომ უნდა მოვიდე! და საერთოდაც რა საჭიროა შენთან მოსვლა და ნახვა? ხომ გავიგე, რომ უკვე კარგად ხარ? მელაპარაკები კიდეც! ხოდა, ძალიან კარგი.
-შენი სიტყვების შენთვითონვე გჯერა?-სიცილი მოესმა სესილიას დათასი.
-რა გინდა დათა?-ღონე გამოცლილმა ჰკითხა დათას სესილიამ.
-მე არაფერი სესო, უბრალოდ შენი სიტყვების არ უნდა გჯეროდეს. გული მაგას არ ფიქრობს და კიდევ ერთი, გულს აქ უნდა და ტვინი ეწინააღმდეგება,მაგრამ საღამოს მოხვალ ვიცი,-უთხრა დათამ და ტელეფონი გაუთიშა. გაბრაზებულმა სესილიამ ტელეფონი იატაკზე დააგდო და ბოლო ხმაზე დაიყვირა. კიდევ კარგი სახლში არავინ იყო, თორემ ნინოს უეჭველი გული გაუსკდებოდა. მაშინვე გავიდა სამზარეულოში პიტნის ჩაი მოიმზადა, რომ ცოტა დამშვიდებულიყო და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.

საღამომდე მარტო იყო სახლში. არც ანკა გამოჩენილა, არც ირაკლი და მით უმეტეს არც დათა. დამშვიდდა და აღარ ფიქრობდა დათას ზარზე. დათაზე კი ფიქრობდა. ეს ის სიყვარული იყო მის გარშემო ყველა რომ ამბობდა? და ანკა შეარყია და შეაქანა. ის სიმპტომები ჰქონდა, რაც წაიკითხა. დათასთან ერთად როცა არის გულისცემა უათასმაგდება, ფეხების კანკალი ეწყება, ფერები ეცვლება სახეზე და მეტყველების უნარსაც კარგავს. ძილის წინ, გაღვიძებისას, ჭამისას, მეცადინეობისას, გართობისას ყველგან დათას სახე უდგას. არადა, რა ცოტახანია ამ ბიჭს იცნობს. ყოველთვის ეგონა, რომ ვისაც შეიყვარებდა აუცილებლად, როცა კარგად გაიცნობდა მაშინ მიიღებდა მეორე ნახევრად, მაშინ ეტყოდა სიტყვა „მიყვარხარ“-ს, მაგრამ ძალიან შეცდა. სიყვარულმა არც დრო იცის, არც ადგილი და არც სხვა გრძნობებს აღიარებს. სიყვარული თუ მოდის ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა ძირს ეცემა. სიყვარული ხომ მეფეა და მეფეს ყველა ემონება. რჩეულთა ხვედრია, რომელსაც დაფასება სჭირდება..
მეცადინეობას რომ მორჩა, ტელევიზორი ჩართო და მშვიდად უყურებდა საყვარელ მელოდრამას, როცა გივიმ დაურეკა ტელეფონზე:

-მამი, ჩაიცვი და 10 წუთში დაგირეკავ ჩამოდი რა. ნინოც ჩემთან ერთადაა.-უთხრა გივიმ. სესილიამაც ისე გაუთიშა ტელეფონი, რომ არც უკითხავს სად მიდიოდა. უბრალოდ და სადაც გამოეწყო. გივის ძალიან უყვარდა ცოლ-შვილისთვის სურპრიზების მოწყობა. ხან კინოში წაიყვანდა ოჯახს, ხან გასართობ ცენტრში, ხან ქალაქგარეთ სავახშმოდ ან საპიკნიკოდ. სესილია ჩავიდა თუ არა მანქანაში ჩახტა და დაიწყო ქუჩების თვალიერება. განსაკუთრებით უყვარდა განათებული თბილისის ქუჩების ყურება. მხოლოდ მაშინ გამოერკვა სიამოვნებიდან, როცა დაინახა როგორ შეუხვია მანქანამ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ავტოსადგომზე და ცივმა ოფლმა დაასხა. „საღამოს მოხვალ ვიცი“-დათას სიტყვები ჩაესმა სესილიას.

-სად მოვედით?-იკითხა აღელვებულმა.
-დავითი არ უნდა ვნახოთ დედიკო?ვიფიქრეთ, რადგან დღეს სულ სახლში იყავი და არ გასულხარ გარეთ ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი. ხომ იცი არა? როგორი ახლობელი ოჯახია ჩვენთვის და გივისთვის ნუგზარი რამდენს ნიშნავს,-უთხრა ნინომ და მანქანიდან გადმოვიდა. სესილია მიდიოდა და უკან რჩებოდა ფეხები. დერეფანში ნაცნობი სხეულები დალანდა და ეცადა, დაძაბულობა არ შეემჩნია.

-აუ, სესო! რა მაგარი გოგო ხარ, ტო..! როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი! -ჩაეხუტა ირაკლი სესილიას.
-დათუჩ, ნახე ვინ მოვიდა შენ სანახავად!-გააღო პალატის კარი და დაუძახა ირაკლიმ ძმას. პალატაში ჯერ უფროსი ანდრონიკაშვილი შევიდა, შემდეგ ნინო და ბოლოს სესილია, რომელიც დედის ზურგს იყო ამოფარებული.
-დავით, ეს რა დაგმართნია!-უთხრა გივიმ და მისკენ გაემართა. ამ დროს დათამ თვალი მოჰკრა ნინოს ზურგს უკან აკანკალებულ სესილიას და გაეღიმა. გაეღიმა მის გულსაც.. როგორ სჭირდებოდა, ჰაერივით სჭირდებოდა ამ გოგოს ნახვა.
-აბა! უყურადღებო ვარ!-თქვა და გაუღიმა გივის.
-არ უნდა დაგველია ის კონიაკი რა.!-დანანებით თქვა გივიმ.
-ერთი წამითაც არ იფიქროთ გივი, რომ თქვენმა კონიაკმა გამთიშა. უბრალოდ, თქვენგან რომ გავედი ერთი ადამიანი შემხვდა და მასთან შეხვედრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩაფიქრებულმა, ვერც კი დავინახე სად გადავედი. ეს იყო და ეს,-თქვა მშვიდად დათამ.-ახლა, მძღოლი იყო მოსული, რომელმაც გამიტანა,-გაეცინა დათას და თავში უცებ ტკივილი იგრძნო.
-მერე?
-არაფერი, ერთი საბრალო კაცია. მას როგორ ვუჩივლო? ჩემი დანაშაული იყო. მანქანას გავუკეთებ და ვსო. აქეთ მივაქცევ ყურადღებას. ისე ინერვიულა, სულ არ მიღირდა ამ კაცის ამდენი ჭაღარა რა..!
-ყველაფერი კარგად იქნება დათა. გამოჯანმრთელებას გისურვებ,-უთხრა ნინომ და შემდეგ ქმარს მიმართა,-გივი, წამოდი. ნახვის საათები იწურება და სესილიამაც მოიკითხოს მეგობარი, თორემ როგორ ინერვიულა კი იცი.-ოღონ ეს არ გექნა დედა და არ გეთქვა! დაცხა სესილიას, როდესაც ოთახიდან მისი მშობლები გავიდნენ. გახედა დათას, რომელსაც კმაყოფილებისგან სახე გაბადრვროდა.

-რა გაცინებს?! არ ვიცოდი აქ თუ მოდიოდნენ!-თქვა სესილიამ.
-ხომ გითხარი მოხვალთქო, არა?-უთხრა დათამ სესილიას.-ესეიგი, ინერვიულე ჰო?
-ლოგიკურია დათა! ნებისმიერ ადამიანზე ვინერვიულებ, ვისაც ესეთი შემთხვევა მოუვა!-ჩქარა უპასუხა სესილიამ.
-შენც და მეც ძალიან კარგად ვიცით, რომ მე ნებისმიერი არ ვარ,-მშიდად უთხრა დათამ,-და ისე, ქალბატონო რომ იცოდეთ! თქვენი ბრალია მე რომ დღეს აქ ვარ..!
-ჩემი?-თვალები კინაღამ გადმოუცვივდა სესილიას გაოცებისგან,-მე რა შუაში ვარ? მე დაგეჯახე?
-კი, შენ დამეჯახე!
-შენ მგონი სერიოზული შერყევა გაქვს ტვინის,-აღშფოთებულმა უპასუხა სესილიამ.
-არა, ტვინის შერყევა არ მაქვს. იცი, როდის დამეჯახე? აი, მაშინ მანქანაში რომ ჩამიხტი, სხვაში რომ შეგეშალე და მაგის მერე კი დავდივარ „შენით დაჯახებული“,-გაუღიმა დათას სესილიამ.
-მგონი მანქანის დაჯახებამ შენზე ცუდად იმოქმედა. რაღაც ზედმეტად ალაპარაკებული ხარ და ჯობია, მე წავიდე. გამოჯანმრთელებას გისურვებ,-თქვა საჩქაროდ სესილიამ და კარებისაკენ წავიდა.
-სესო, როგორც კი ავდგები და გამომწერენ მე და შენ სერიოზული საქმე გვაქვს.. ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი..
-მე და შენ?-ჰკითხა სესილიამ.
-კი, მე და შენ. კარგად დაიმახსოვრე, როგორც კი ავდგები ბევრი რამ კი არა, ყველაფერი შეიცვლება. ახლა კი, ნახვის საათები ამოიწურა და კარგად იყავი, პატარავ!-უთხრა დათამ და მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა. სესილიამ გახედა და გამწარებულმა გამოგლიჯა პალატის კარი. გასულს მილიონი თვალი შეეგება, სადაც პლუს ოჯერ 32 კბილი უყურებდა. ყურებამდე გაღიმებული ანკა და ირაკლი უკვე ხვდებოდნენ რაღაცას, რაც ერთმანეთისთვის არ უთქვამთ, მაგრამ ხვდებოდნენ იმას, რომ ირაკლის ჯობდა სესილისთან დამოკიდებულება დაუყონებლივ შეეცვალა და გადაეფიქრებინა მისი „შვილება“, რადგან დიდი ალბათობით, მისი „ჩარძალება“ მოუწევდა..


***
ესეც შემდეგი თავი.)
ველოდები შეფასებებს!
მადლობა, რომ კითხულობთ:)



№1 სტუმარი tamuna

Me dzalian momwons sheni weris stili magari xar...yochag

 


№2  offline წევრი natia-natia

Kargi iyo velodebi shemdegs

 


№3 სტუმარი Nino

Vgijdebi am istoriaze

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის!:) აუცილებლად, შემდეგ თავს დავდებ ამ დღეებში!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent