რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(6-10)
*** ასეთი განადგურებული არასოდეს ყოფილა ერეკლე,მიხვდა რომ სულ მარტო დარჩა,ახლა მიხვდა თურმე როგორ ყვარებია ლილე,საშინლად მოუნდა მასთან ერთად ყოფნა,მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი იყო,მას ქონდა შანსი ყოფილიყო ლილესთან ერთად და ძამკაცებიც გვერდით ყოლოდა, მაგრამ არა,შურისძიების სურვილმა მას გონება დაუბინდა და ვერც მიხვდა როგორ ღრმად შეტოპა,ახლა ლილეც დაიტანჯებოდა და თვითონაც,იმედი ქონდა რომ ლილე არ გაიგებდა ამის შესახებ,გაქრებოდა სულ წავიდოდა ოღონდ არ უნდოდა,რომ ლილეს ეს ყველაფერი ცოდნოდა,სცხვენოდა თავისი საქციელის,ამ დროს გადაწყვიტა რომ წავიდოდა,ქვეყნიდან გადაიკარგებოდა და აღარც ლილეს დატანჯავდა.ასე რომ გადაწყვიტა მეორე დღეს გიორგის და ლაზარეს დალაპარაკებოდა და ისე წასულიყო, ასეც მოიქცა მეორე დღეს სკოლიდან გამოსულებს გადაუდგა და ლაპარაკი თხოვა,ბიჭებმა ერთი ახედეს და უკან გაყვნენ,მალევე ავიდნენ მთაწმინდაზე და მანქანიდან ერთდროულად გადმოვიდნენ -რა გინდა თქვი მალე შენნაირებზე დროის კარგვა არ მიყვარს ისედაც ზედმეტად დავკარგე-უთხრა ლაზარემ და წინ დაუდგა,ეს სიტყვები ისარივით ჩაერჭო გულში ეკეს,მაგრამ იციდა რომ მართალი იყო და ხმა არ ამოუღია -მე...დღეს ღამე მივდივარ და არ მინდოდა ისე წავსულიყავი რომ არ მეთქვა,ბოდიშს ვიხდი ვიცი რომ ეს არაფერს უშველის,მაგრამ.. -მაგრამ არ იქნებოდა,რაც საჭირო იყო ის რომ გეთქვა თავიდანვე,ამიტომაც ახლა აზრი არ აქვს,ჩვენ გაგაფრთხილეთ და შანსი მოგეცით, ახლა კი თუ მხოლოდ ამის სათქმელად ამოგვიყვანე შეგიძლია უკან ჩაგვიყვანო,ხო კოდევ კეთილი მგზავრობა იმედია ამჯერადაც არ მოიტყუები და წახვალ-თქვა გიორგიმ და მანქანისაკენ წავიდა,ლაზარეც მას მიყვა. იმ ღამეს ერეკლემ ბარგი ჩაალაგა,მშობლებს გამოემშვიდობა და აეროპორტში წავიდა,მალევე ჩაჯდა თვითმფრინავში და ლონდონისაკენ გაემართა,სადაც მამის კომპანიაში აპირებდა მუშაობას. *** ლილე გათიშული დადიოდა,მთელი კვირა არც სკოლაში მისულა და არც მასწავლებლებთან,ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა,ცოტნეს კი ახლოსაც არ იკარებდა,მას აბრალებდა ყველაფერს,მაგრამ რა იცოდა რომ ცოტნე ეკესაგან იცავდა. ერთ დილასაც ,სკოლაში მისულსაც რომ არ დახვსა ეკე,სულ გააფრინა ბავშვებს ეკითხებოდა რა მოხდაო და როდესაც გაიგო რომ ეკე უცხოეთში წავიდა ბოლომდე განადგურდა,ეგრევე სახლში გაიქცა,სასტუმრო ოთახში დაინახა როგორ იჯდნენ ტელევიზორთან ცოტნე,ლაზარე,გიორგი,გიგა,ლუკა და ალექსანდრე,იქ შევარდნილ ატირებულ ლილეს რომ შეხედეს ყველა ძალიან გაოცდნენ -რა დაგემართა ლილე?-თქვა ლუკამ -ყველაფერი თქვენი ბრალია...თქვენი ბრალია-დაუყვირა და აბაზანისკენ გაიქცა,უცბად იპოვა სამართებელი და ხელზე გადასმას აპირებდა როდესაც ოთახში ცოტნე შემოვრდა და სულ გაგიჟდა ლილეს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე -რას აკეთებ გოგო გინდა?-დაუყვირა და ამ ყვირილზე მის უკაბ ბიჭებიც გაჩნდნენ-მიდი მოიკალი ოჯახს ვიღაც ნაბ....რი არჩიე ხო?მიდი საერთოდ არ გეცოდები?მაგ ახ...ს გამო უნდა მოიკლა თავი?გაინტერესებს რატომ ვიჩხუბე?ძალიან გაინტერესებს?გეტყვი ოღონდ მერე უარესად გახდები-ბოლო ხმაზე ღრიალებდა ცოტნე ასეთი ჯერ არასდროს არ ყოფილა ლილე კი კუთხეში იჯდა და ცრემლები სდიოდა-იცი რა უნდოდა?შენი გამოყენება და მოგდება უნდოდა ასე ნელ-ნელა გეპარებოდა მაგრამ თავის სეყვარდბა კი მოასწრო ერთ კვირაში,იცი რატომ?რაში ჭირდებოდა ხო?ფიქრობს რომ მამაჩვენმა მამამისი მოკლა,არადა ასე არ ყოფილა,მამას შეაწერეს ეს დანაშაული მასზე გაიწმინდეს ხელები, ის არ იცის რომ მამამისი მისი სისულელეების გამო მოკვდა,ხოდა ეკეც განრისხებული შურისძიებას გეგმავდა და ძალიან ჭკვიანიც აღმოჩნდა,იმის მიუხედავად რომ ყველაფერი ადრე გავიგე და გავაფრთხილე,შენი გაუბედურება მაინც შეძლო,ახლა აიღე ეს სამართებელი და მოიკალი თავი ხო გინდოდა მაგ არაკაცის გამო სიკვდილი-უყვირა და რამდენიმე წამის წინ გამოგლეჯილი სამართებელი ხელში მიაჩეჩა-მიდი აიღე და მოიკალი,რას გაჩერებულხარ აქამდე ხომ არ გეცოდებოდით ახლა რა გაჩერებს მითხარი-ღრიალებდა ბოლო ხმაზე როცა ლუკა და ლაზარე მივარდნენ და ოთახიდან გაათრიეს, ახლა ისეთ დონემდე იყო მისული ვინმეს რომ არ გაეყვანა ალბათ თითონ გადაუჭროდა ლილეს ვენებს, გოგონა კი ატირებული იჯდა და ნანობდა რომ თავის ძმას ამდენი ხანი ასე ექცეოდა,თურმე როგორ ცდებოდა ბიჭებმა ერთი გახედეს სევდიანი ნაწყენი თვალებით და ისინიც გავიდნენ. დიდხანს ტიროდა ლილე თავის ოთახში შემდეგ კი გარეთ გასვლა დააპირა,ბიჭები უკვე წასულიყვნენ და ცოტნეც არჩანდა ისიც წასულიყო ღამის ოთხ საათამდე ელოდა ლილე ცოტნეს და აი შემოვიდა კიდევაც ოთახში,ძლივს იდგა ფეხზე უბრალოდ მიბარბაცებდა ლილე რომ დაინახა საშინლად გაბრაზდა და დასევდიანდა, ლილე უცბად წამოხტა ხელის შეშველება უნდოდა მაგრამ ცოტნემa ხელი აუქნია -რა გინდა გადაიფიქრე სუიციდი?-უთხრა ირონიულად -ბოდიში ცოტნე ვიცი რომ დამნაშავე ვარ...ძალიან გთხოვ მაპატიე...ამ ერთხ მაპატიე გეხვეწები...ისე დამებინდა გონება რომ ვეღარაფერს ვხვდებოდი... ძალიან გთხოვ მაპატიე რა-აზლუქუნდა ლილე,როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო ცოტნე ვერასდროს უძლებდა დის ცრემლებს,ახლაც მტირალ დას რომ შეხედა უცებ მოეხვია და მაგრად ჩაეხუტა -შენს გარეშე მოვკვდები ლილე,რაც არ უნდა მოხდეს ამის გაკეთება აღარასოდეს გაივლო თავში გთხოვ-უთხრა და ახლა ცოტნეს გადმოვარდა ცრემლები-შენს გარეშე მე ვერ ვიარსებებ ჩვენ ხომ სულ თავიდან ერთად მოვდივართ და შენ თუ თავს მოიკლავ და დაასრულებ სიცოცხლეს მეც უკან გამოგყვები ამიტომ ასე აღარ მოიქცე კარგი? -კარგი -მპირდები? -გპირდები *** ოთხი წლის შემდეგ -გაიღვიძეე ლილეე დღეს პირველი დღე გვაქ სამსახურში და არ დააგვიანოო-ჩასძახა ყურში ცოტნემ,ლილემ რომ გააცნობიერა რომ აგვიანდებოდა უცბად წამოხტა და გამზადებას შეუდგა,იმის მიუხედავად რომ მამამისის კომპანიაში იწყებდა მუშაობას, მაინც არ უნდოდა პირველ დღეს დაეგვიანებინა.ორ წამში,ჩაცმული მირბოდა სამზარეულოსაკენ რათა ყავა დაელია,როცა კარადიდან იღებდა შაქარს,შემთხვევით მოკრა საათს თვალი,ჯერ თურმე მხოლოდ რვის ნახევარი ყოფილა,მას კი სამსახური ათ საათზე ეწყებოდა -ცოტნეეეეე-იყვირა ბოლო ხმაზე და გაკრეჭილმა ცოტნემაც თავი შემოყო სამზარეულოს კარებში. -გისმენ ლილიკო-თქვა და გაიცინა,ლილე კი უცბად მივარდა და ხელები ყელში წაუჭირა -მოგკლავ დამპალო ბავშვო-უყვირა და ახლა ძაან მწარედ უჩქმიტა ხელზე -ააააა...გააფრინე გოგოოო ამომაგლიჯა ხორცებიი-წამოიყვირა ცოტნემ და ახლა ის გაეკიდა ლილეს რომელიც სიცილით გაიქცა სამზარეულოდან. ასე მხიარულად დაიწყეს დილა და სამსახურის გზას გაუყვნენ,შენიბაში შესულები პირდაპირ მამის კაბინეტს მიადგნენ და დააკაკუნეს -შეიძლება ბატონე თემურ?-სიცილით უთხრა ცოტნემ -დიდხანს არ მოგაცდენთ უბრალოდ რაღაც დეტალები გვაქვს გასარკვევი და დაგტოვებთ შემდეგ-ახლა ლილემ მიმართა სიცილით -ოხ თქვენი დაჭკვიანება ხო არ იქნება, შემოდით,შემოდით-უთხრა კაცმა სიცილით. ყველაფერზე მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს რომ ლილე და ცოტნე გვერდი-გვერდ კაბინეტებში იქნებოდნენ,ისინიც მშვიდად გაუყვნენ გზას თავისი ოთახებისაკენ. დღემ კარგად ჩაირა ბევრი სამუშაო არ ქონიათ და მალევე დაბრუნდნენ სახლში და ივახშმეს.ცოტნე ოთახისაკენ წავიდა ლილე კი ტელევიზორის წინ მოკალათდა პულტი ხელში მოიმარჯვა და არხების თვალიერება დაიწყო,თვალები აუცრემლიანდა როდესაც ერთ არხზე შენიშნა თუ როგორ ეხუტებოდა შეყვარებული წყვილი ერთმანეთს,ხელი გაუშეშდა და თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა,გაშტერებული უყურებდა ეკრანს და ისევ ძველი მოგონებები ახსენდებოდა,ის თუ როგორ დატოვა ეკემ და როგორ ატკინა გული,ეს მოგონებები ახლაც სტკენდა ლილეს გულს,დიახ ახლაც უყვარდა ერეკლე იმის მიუხედავად რომ ბიჭს მხოლოდ შურისძიება აინტერესებდა,ლილე მაინც ვერ იგდებდა თავიდან და ყოველ ღამეს ტირილში ატარებდა -აუ ლილე გადამირთე რა გთხოოოვ-გამოვიდა ოთახიდან ცოტნე და დას რომ შეხედა ასეთ მდგომარეობაში ღიმილი სახეზე შეაშრა,უცბად მივარდა ტელევიზორს და გათიშა,შემდეგ ლილეს მოეხვია -კაი რა დაიკო როდემდე უნდა იტანჯო თავი მაგის გამო,უბრალოდ დაივიწყე ნახე უკვე ოთხი წელი გავიდა და შენ ისევ ისე იტანჯები, გთხოვ ეცადე რომ დაივიწყო,შენს გამო თუ არა ჩვენთვის მაინც,ხო იცი როგორ მიყვარხარ და ვერ ვიტან ესე რომ გიყურებ და ერთხელაც გადამეკეტება ჩავაკითხავ იქ და ცემაში ამოვხდი სულს-დასჩურჩულა და უფრო მაგრად მოეხვია-გინდა რამდენიმე კვირით წადი სადმე დასასვენებლად გაერთობი ცოტას,აი თუ გინდა ლუკიტოს გაყევი ლონდონში მიდის ისიც ორ დღეში საქმეები აქ გინდა?-კითხქ ცოტნემ და ლილემაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ორი დღე ძალიან მალე გავიდა ძლივს მოასწრო ლილემ გამზადება ბარგი შეკრა და მისაღებ ოთახში გავიდა სადაც ლუკა ელოდა -მზად ხარ ლილიკოო?-შესძახა მხიარულად ბიჭმა -კიი ოღონდ ბარგი გამომიტანე რა გთხოოვ-უთხრა და საწყალი თვალებით გახედა -უიმე რათუნდა მაგას თხოვნა-უთხრა სიცილით და მის ოთახში შევიდა. ლონდონში ჩასულები ლილე და ლუკა ბიჭის სახლში წავიდნენ და მალევე დაბინავდნენ, გამოიცვალეს და მისაღებ ოთახში დაჯდნენ -აუუ რა მაგრად გავერთობით ეს ორი კვირაა-შესძახა ლუკამ რასაც ლილეს სიცილი მოყვა-გინდა წამო გავისეორნოთ დაგათვალიერებინებ ლონდონს -აუუ კიი თორე სახლში რა გვინდაა-დაიწუწუნა ლილემ ოთახში შევარდა და ჟაკეტით ხელში გამოვარდა იქიდან *** მშვიდად მიუყვებოდა ერეკლე ლონდონის ქუჩებს და ფიქრობდა იმაზე თუ რამდენი დაკარგა ,ფუქრობდა როგორი თუ იქნებოდა ახლა ლილე?იქნებ უკვე სხვა ყოლოდა შეყვარებული?ან კიდევ გათხოვილი ყოფილიყო,კიდევ თავის გიორგიზე და ლაზარეზე ფიქრობდა,ყველაზე ვინც იქ დატოვა,უზომოდ ენატრებოდა ისინი და უნდოდა მათი ნახვა,მაგრამ ვერ ბედავდა ფიქრობდა,რომ უფლება არ ქონდა მათ დანახვებოდა,ფიქრობდა რომ მაშინ როდესაც საქართბელოდან წამოვიდა უფლება არ ქონდა რომელიმე მათგანის დასაბრუნებლად ებრძოლა ამ ფიქრებში იყო გართული როდესაც ვიღაცას ძლიერად შეასკდა. *** გაკვირვებულმა ახედა ბიჭის სილუეტს და მისი დანახვისას გაშრა და გაფითრდა,მაგრამ ბიჭს სახეზე აღელვება დიდად არ ეტყობოდა,აშკარა იყო რომ გონებამ ვერ იცნო,ხოლო გულს კი წამიც არ დასჭირვებია -უკაცრავად-უთხრა ბიჭმა და გზა განაგრძო,ლილე კი გაშტერებული აყოლებდა თავს და ნელ-ნელა თვალები უცრემლიანდებოდა -ლილე,ლილე რა გჭირს?-მივარდა უცბად ლუკა-გამოფხიზლდი ლილე გესმიის? -ლუკა..ის..ის იყო...ერეკლე იყო-თქვა,ლუკას მაგრად მოხვია ხელები და აქვითინდა-ვერც მიცნო ხედავ?რეაქცია არ ქონია-თქვა და ტირილი განაგრძო,ამის გაგონებაზე ლუკა საშინლად დაიძაბა და გაბრაზდპა უნდოდა გაკიდებოდა და მაგრად ეცემა,მაგრამ ხვდებოდა რომ ლილეს ახლა მარტო ვერ დატოვებდა.დიდი წვალების შემდეგ ლილე რომ დამმშვიდდა,ლუკამ უცებ ააფრიალა ხელში და ასე ხელშიაყვანილი სახლისაკენ წაიყვანა,სადარბაზოსთან მისულმა ლუკამ დაინახა სამი ბიჭი კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა ლუკამ მათში ერეკლე რომ დაინახა ძალიან გაბრაზდა მაგრამ არ შეიმჩნია, არ უნდოდა ლილეს ისევ დაენახა და კიდევ ცუდად გამხდარიყო,მაგრამ ძალიან გაუჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება როცა დსინახა როგორ გააყოლა თვალი ეკემ გოგონას,სახლში რომ ავიდს ლილეს უკვე ეძინა,ამიტომაც საწოლზე მიაწვინა საბანი გადააფარა შუბლზე აკოცა და დასჩურჩულა -როგორ დამეტანჯე ჩემი გოგო-უთხრა და მისი მეგობრის უბედურებით დამწუხრებილმა გაიკეტა კარი. შემდეგი დღეც სახლში გაატარეს ლილე ტელევიზორთან იჯდა და უცბად ძალიან მოუნდა შოკოლადი,წამოდგა აბაზანაში მყოფ ლუკას შესძახა მაღაზიაში ჩავდივარო საფულე აიღო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა,გარეთ გასულმა სადარბაზოს გვერდით შეამჩნია"ბირჟაზე" მდგომი ბიჭები,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და პირდაპირ მაღაზიისაკენ წავიდა,ბევრი შოკოლადები და წვენი იყიდა და უკან გამობრუნდა,იქიდან გამოსულმა დაინახა რომ ბიჭები მას გაყურებდნენ,განსაკუთრებით კი ეკე მიშტერებოდა და იღიმოდა,გოგოს მის დანახვაზე თვალებში უდიდესი ტკივილი გამოესახა და შეეცადა ტირილი არ დაეწყო,მშვიდად წავიდა სადარბაზისაკენ მაგრამ ეკე წინ გადაუდგა -ეკე წერეთრლი შენ?-უთხრა ინგლისურად,მაგრამ გოგონამ ის უბრალოდ დააიგნორა და გზა გააგრძელა,უნდოდა მალე მისულიყო სახლში რათა ეკეს არ დაენახა რომ მის გამო ასე იტანჯებოდა,მაგრამ ეკემ უცებ მოუჭირა ხელი და შემოატრილა,მის თვალში აკიაფებილი ცრემლი რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა -რა გჭირს?რა გატირებს?-კითხა შეშფოთებულმა და მის სიტყვებზე ძმაკაცებიც გვერდით ამოუდგნენ -ისე რა სასიამოვნოა რამაა ზოგისთვის შურიძიება არა?-კითხა და ახლა მან ჩამოართვა ხელი-სწორედ მიხვდი ერეკლე ლილე იაშვილი, სასიამოვნოა-უთხრა და მშვიდად გააბიჯა სადარბაზოსაკენ,თვითონაც ვერ ხვდებოდა რამ მისცა იმდენი ძალა რომ ბიჭების წინ არ ატირებულიყო,თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ამ მომენტში ისეთი ძლიერი იყო როგორც არასდროს,სახლში წყნარად შევიდა და ლუკასთან არაფერი შეიმჩნია არ უნდოდა მეგობარი უფრო დაეძაბა -ვააა რამდენი შოკოლადი გიყიდია გოგო სუ შენ უნდა ჭამოო?-უთხრა და პარკს ეშმაკურად დახედა -კი და არც გაბედო და არაფერი მოიმოქმედო-უცბად მიუხვდა გოგონა,მაგრამ ბიჭს ყურიც არ შეუფერთხია ისე გაეკიდა გოგოს პარკიდან ორიცალი პლიტკა ამოაცალა და გაიქცა,თავის ოთახში შევარდა კარი ჩაკეტა უცბად გახსნა ორივე ჩაკბიჩა და მშვიდად გავიდა გარეთ -ვსო ორივე ჩემი ჩაკბეჩილია ეხლა ხომ ვერ წამართმევ-უთხრა და გაბრაზებულს ლოყაზე აკოცა. მეორე დღეს გადაწყვიტეს ქალაქი დაეთვალიერებინათ,დილიდანვე გაემზადნენ და დაიწყეს ქუჩებში ბოდიალი,ლილემ ლუკა მაღაზიებშიც ატარა და რამოდენიმე ნივთიც შეიძინა,საღამოს კი წავიდნენ და კაფეში დასხდნენ,ბევრი იცინეს და იმხიარულეს ასეთ გახარებულ ლილეს ბოლო დროის განმავლობაში პირველად ხედავდა ლუკა და ძალიან უხაროდა. სახლში მისულ ლილეს მალე ჩაეძინა და ლუკამაც გადაწყვიტა ცოტნეს დალაპარაკებოდა. *** ლაზარე გიორგი ცოტნე ალექსანდრე გიგა და ლუკა ერთად იჯდნენ და მხიარულად საუბრობდნენ,მაგრამ ყველას ეტყობოდა თვალებში სევდის კვალი,ამ დროს ცოტნეს ტელეფონი აზუზუნდა და როცა დაინახა რომ ლუკა იყო უცბად უპასუხა,ორ წუთში უკვე ყველაფერი იცოდა ერეკლეს იქ ყოფნასა და მათი შეხვედრის შესახებ -არ დაგინახოთ მანდ გაჩერებულები პირველივე რეისით გამოფრინდით,არც ერთი წამით დარჩეთ თორე იცოდე მე ჩამოვალ და შუაზე გავგლეჯ ხო იცი-იღრიალა ბოლო ხმაზე და პასუხიც არ დააცალა ისე გათიშა. ბიჭები გაკვირვებულები უყურებდნენ ბიჭს და ვერ ხვდებოდნენ თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი რასაც ცოტნეს ასეთი გაღიზიანება მოყვებოდა -რა გჭირს ბიჭო რა მოხდა?-იკითხა უცებ ალექსანდრემ -იქ ყოფილა ერეკლე ამის დ...შ.... ლილეს დაუნახია და კიდე ცუდად გამხდარა მოვკლავ კიდე ერთხელ რომ ატკინოს გული ჩემი ხელით მივახრჩობ-თქვა და გარეთ გავარდა. *** -ლილეეე გაიღვიძე რა მალე გვეჩქარება-თქვა ლუკამ და ლილეს გაღვიძება განაგრძო -რა მოხდა ამ შუაღამეს რაზე მაღვიძებ?-კითხა ნახევრად მძინარემ -მიდი მალე ადე და გეტყვი-უთხრა და ოთახიდან გავიდა,თხუთმედ წუთში ოთახიდან ჩაცმული გამობაჯბაჯდა ლილე -რა ხდება აბა ლუკიტო სად გეჩქარება ეგრე-თქვა და სავარძელში მოკალათადა -თბილოსში სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ბარგი მაინც არ ამოგილაგებია და წავიდეთ, ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს გადავცვალე-უთხრა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ წავიდა რათა მათთვის ყავა მოემზადებინა,მაგრამ ლილეს ხმამ შეაჩერა -შემთხვევით მაგ საქმეს ცოტნე ხო არ ქვია?-უთხრა უკვე შემობრუნებულს -კაი რა ლილე ხო იცი რო ნერვიულობს არ უნდა რო ისევ იმდღეში ჩავარდე,გახსოვს როგორ ცუდად იყავი?ვიცი რომ ძალიან იტანჯებოდი, მაგრამ ისიც ძალიან იტანჯებოდა,ცალკე დაკარგულ ძმაკაცზე იტანჯებოდა ცალკე შენზე,შენ ხომ არ იცი როგორ ცუდად იყო,შენ ვერ ამჩნევდი იმიტომ რომ შენთან ის სულ ძლიერი იყო,მაგრამ ისიც სუსტია როცა საქმე შენ გეხება,ვერ გიყურებს ასეთს ამიტომ ახლა გთხოვ პრობლემების გარეშე შედი და გამოიცვალე მე კი მაქამდე ჩვენთვის ყავას გავაკეთებ. გამთენიისას უკვე სახლში შედიოდა ლილე იქ შესულს ძირს დაგდებული ცოტნე რომ დახვდა გაგიჟდა,იფიქრა ცუდად არისო მივარდა და სახეში დაუწყო ხელების რტყმა -ააააა მომშორდი გოგო რამ გაგაგიჟა-უთხრა გაბრაზებულმა -შე დეგენერატო რა ძირს გაწოლილხარ ვიფიქრე მკვდარია თქო და ამას თურმე ძინავს-უყვურა ლილემ -ოოო დავთვერი გიშინ და ჩამეძინა-უთხრა მობეზრებულად,კიდე აპირებდა ლილე გაგრძელებას მაგრამ ცოტნემ არ აცალა-მოდი ეხა მთელი სამი დღეა არ მინახიხარ ჩაგეხუტო-უთხრა და მაგრამ მოეხვიცნენ ერთმანეთს. *** დიდხანს აკაკუნებდა ერეკლე კარებზე,მაგრამ არავინ აღებდა ამიტომაც მეზობელს დაუკაკუნა იქიდან კი მოხუცი ქალბატონი გამოვიდა -ქალბატონო აქ რომ გოგო და ბიჭი იყვნენ სად არიან ხომ არ იცით?-კოთხა ინგლისურად -ისინი გუშინ ღამით წავიდნენ -სად წავიდნენ ხომ არ იცით? -ბიჭმა დამიბარა და მთხოვა სანამ ჩამოვალ სახლს მიმოხედე გთხოვ მე საქართველოში უნდა დავბრუნდეო -მადლობა-თქვა მოწყენილმა მაგრამ უცბად თავში რაღაცამ დაარტყა და გადაწყვიტა რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა ამდენი ხნის შემდეგ და ლილესა და მეგობრებისათვის იბრძოლებდა.*** აეროპორტიდან გამოსული ტაქსში ჩაჯდა და პირდაპირ მთაწმინდაზე ავიდა,ახლა ძალიან უნდოდა მისი ქალაქისათვის გადაეხედა,იქ ასული პირდაპირ იმ ადგილისაკენ გაემართა სადაც ბევრი მოგონებები ჰქონდა,ცუდიც და კარგიც,ჩაფიქრებული უახლოვდებოდა ადგილს,როცა დაინახა ვიღაც გოგო როგორ იჯდა და ტიროდა,სწორედ იმ ადგილას სადაც ბოლოს თვითონ და ლილე იჯდნენ,გაკვირვებული მიუახლოვდა მტირალ გოგონას და გვერდით ჩამოუჯდა, გოგო უცბად შეკრთა და ეკეს გაკვირვებულმა ახედა -შენ ვინ ხარ?რა გინდა აქ? -არაფერი უბრალოდ აქ ამ ადგილის სანახავად ამოვედი დაგინახე მოვედი და თუ უზრდელობაში არ ჩამითვლი უბრალოდ მაინტერესებს რა გატირებს,იმას მივხვდი რომ ბიჭის გამოა და თუ მომიყვები შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცე...გამოცდილება ნამდვილად მაქვს-თქვა და ბოლო სიტყვებზე მწარედ გაეღიმა -არ მოგიყვებოდი უბრალოდ ახლა ძალიან მჭირდება ვინმეს დაველაპარაკო-თქვა ცრემლები მოიწმინდა და სივრცეს გახედა-სწორად მიხვდი მიზეზი ბიჭია, კონკრეტულად ჩემი საქმრო-თქვა და ისევ გადმოცვივდა ცრემლები-ერთმანეთი ძალიან გვიყვარს,ნუ დღეის მერე არ ვარ დარწმუნებული მის სიყვარულში,მაგრამ მე მართლა ძალიან მოყვარს -და რა მოხდა ისეთი რომ მოს სიყვარულში ეჭვი შეგეპარა?-კითხა გაკვირვებულმა -მიღალატა...ვიღაც ქუჩის ბ....თან მიღალატა-თქვა.და ბიჭს გახედა-დღეს დაბადების დღე მაქვს და დილით დამახვედრეს სურათები საჩუქრად-თქვა და მწარედ ჩაიცინა-არ ვიცი შევძლებ თუ არა ვაპატიო-თქვა და ისე გახედა ბიჭს თითქოს მისგან ელოდა პასუხი -გინდა ჩემი ამბავი მოგიყვე?-უთხრა ეკემ გოგოს,მანაც თავი დაუქნია-მამაჩემი რამდენიმე წლის წინ მოკლეს და მე მისი მკვლელის ვინაობა გავარკვიე,თავიდან მისი მოკვლა მინდოდა,მაგრამ ამით ის მცირედითაც არ დაიტანჯებოდა,ამიტომაც გადავწყვიტე რომ მის ქალიშვილზე მეძია შური,ჩემი გეგმა ასეთი იყო:თავი შემეყვარებინა,გამეუბედურებინა და მერე მიმეგდო, ვაპირებდი კიდეც,ჩემი ძმაკაცები თავიდანვე წინააღმდეგნი იყვნენ,მაგრამ რომ გავიგეთ ის გოგო ჩვენი ძმაკაცის და იყო ესე მითხრეს,თუ არ შეეშვები იცოდე დაგვკარგავო,მაგრამ მე მოტყუებით მაინც გავაგრძელე ჩემი გეგმის შესრულება,მაშინ ტვინში მხოლოდ შურისძიება მიტრიალებდა და ვერც მივხვდი ისე შემიყვარდა ის გოგო,აი ზუსტად ამ ადგილზე ვიყავი როცა ყველამ გაიგო ჩემი შურისძიების ამბავი,მისმა ძმამ ისეთი სიტყვები მითხრა მიმახვედრა ჩემს შეცდომას,არა თუ გგონია შეურაწყოფა მომაყენა ძალიან ცდები,მან დარტყმის ღირსადაც არ ჩამთვალა უბრალოდ მიმახვედრა რომ ამ სულელური ქცევით მე ყველა დავკარგე და მართლაც ასე იყო ჩემმა ძმაკაცებმაც შეასრულეს სიტყვა და დავრჩი სრულიად მარტო,არ მინდოდა ამაზე იმ გოგოს გაეგო ამიტომაც გადავწყვიტე ქვეყნიდან წამოვსულიყავი,მაგრამ ამ გოგოს მაინც გაუგია,მას შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა და რამდენიმე დღის წინ ლონდონში დავინახე,თავიდან ვერ ვიცანი და მისი გაცნობა გადავწყვიტე,მაგრამ მიმახვედრა ვინც იყო და"გამეცნო",ის ისეთი სევდიანი გამხდარიყო...არ მეგონა ამხელა ტკივილს თუ მივაყენებდი,მისთვალებში მხოლოდ და მხოლოდ სევდას და ტკივილს ქონდა ადგილი,შემდეგ იმ დღესვე აქ დაბრუნდა და მეც აი ჩამოვედი და გადავწყვიტე რომ ვიბრძოლო,ვიცი რომ უფლება არ მაქვს,მაგრამ იმედია მომეცემა კიდევ ერთი შანსი-დაასრულა და გოგონას გახედა რომელიც გაკვირვებული იყურებოდა და ხვდებოდა რომ მისი განსაცდელი იმ გოგოსთან შედარებით უბრალოდ არაფერი იყო -მე არც კი ვიცი რა გითხრა შენთან შედარებით ჩემი თავგადასავალი სასაცილოდ მეჩვენება -არაფერი უბრალოდ დამპირდი -რას? -რომ არასდროს დააყენებ არაფერს სიყვარულზე წინ არც წყენას,არც სიამაყეს და არც შურისძიებას...არასდროს -გპირდები-უთხრა გოგონამ და ატირებული მიეხუტა ბიჭს, ალბათ გაგიკვირდებათ,მაგრამ ისინი ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდ სიახლეს გრძნობდნენ,არა ვნებას ან მოწონებას უბრალოდ მათ ერთმანეთის მიმართ უდიდესი ნდობა გაუჩნდათ -იმედია ისევ შევხვდებით მე ლანა -მე ერეკლე სასიამოვნოა-უთხრა და გულწრფელად გაუღიმა,შემდეგ ერთმანეთის ნომრები ჩაიწერეს და სივრცეში ყურება განაგრძეს როცა უცბად მუხრუჭების ხმა გაისმა და მანქანიდან ვიღაც ბიჭი გამოვარდა, თითქოს მოვლენები მეორდებოდაო,ეკე მიხვდა რომ მოსი წასვლის დრო იყო,გოგოს თბილად გაუღიმა და უკვე ბიჭთან მიახლოებულს მიაძახა -იცოდე არ დაგავიწყდეს შეპირება! გამობრუნდა და ტაქსში რომ უნდა ჩამჯდარიყო,გაეღიმა ჩახუტებული წყვილის დანახვაზე,მშვიდად ჩაჯდა ტაქსიში და მისამართი გახარებულმა უკარნახა,სულ გადაავიწყდა მისი ამბავი როცა შერიგებული წყვილო დაინახა თითქოს იმედი გაუჩნდაო. *** წიგნს კითხულობდა როცა ტელეფონის ხმა გაისმა უცხო ნომერი იყო,კი გაუკვირდა ლილეს მაგრამ მაინც უპასუხა -გისმენთ -.... -გისმენთ -მთაწმინდაზე გელოდები ჩვენს ადგილას სალაპარაკო მაქვს-უთხრა და გაუთიშა,მიხვდა ლილე ვინც იყო და ძალიან აღელდა,თანაც გაუკვირდა ის ხომ ლონდონში დატოვა,მაგრამ მისვლა და დალაპარაკება გადაწყვიტა, როდესმე ხომ მოუწევდათ არა?ხოდა გადაწყვიტა საბოლოოდ დალაპარაკებოდა,უცბად ადგა ჩაიცვა და ადგილისაკენ წავიდა,გზაში ძალიან ნერვიულობდა ამდენი წლის მერე ის მასთან ასე ახლოს უნდა ყოფილიყო მანქანიდან რომ გადავიდა დაინახა ეკე რომელიც იდგა და მას ელოდა,ნელა და აუღელვებლად მივიდა მასთან და წინ დაუდგა -გისმენ-უთხრა მშვიდად,მაგრამ მხოლოდ მან იცოდა თუ რამდენად უჯდებოდა ეს სიმშვიდე -მისმინე ვიცი რომ ძალიან გაბრაზებული ხარ,მაგრამ მეც უნდა გამიგო მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი,იმდენად ვიყავი ამოთ გართული რომ ვერც მივხვდი ისე შემიყვ-უნდა ეთქვა მაგრამ ლილემ არ დააცალა -არა არ გაბედო ამის თქმა ეს სიყვარული არ არის რადგან როცა უყვართ არ ანადგურებენ,სიყვარული ისაა რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ,მაგრამ არ გეგონოს რომ რადგანაც მიყვარხარ ეს ჩემს სიბრაზეს გადააჭარბებს, თუ ასე ფიქრობ ძალიან ცდები-უკვე ყვირილზე გადადიოდა-ახლა კი წადი აქედან მომშორდი-უყვირა გოგნამ და ვერც შეამჩნია მათკენ მოახლოებული გოგონა ისე შეტრიალდა და დაჯდა მის საყვარელ ადგილას.ეკე მიხვდა რომ ახლა ლაპარაკს აზრი არ ქონდა და შეტრიალდა თავდახრილი გაუყვა გზას და მალევე მიეფარა თვალს,ლილემ კი ტირილი დაიწყო იხსენებდა წარსულს და უნდოდა ეღრიალა და ასეც მოიქცა -რატოო...ღმერთო რა დავაშავე ასეთი?..მე რატომ უნდა დამემართოს ყველაფერი?-ღრიალებდა როდესაც უცბად გოგონა მიუჯდა გვერდით -არ იტირო რა-უთხრა ნიამ და ხელები მოხვია-იცი დღეს მეც სწორედ შენსავით ვიყავი,საქმრომ მიღალატა აქ ვიჯექი და ვტიროდი,სწორედ ოსე გამოჩნდა ის ბიჭი ,აი წეღან შენ რო უყვიროდი და ყველაფერი მომაყოლა, მერე თვითონ მომიყვა თქვენი და ასე მითხრა არასოდეს არაფერი დააყენო სიყვარულზე წინ,არც გაბრაზება,არც წყენა და არც შურისძიებაო,აი ხო ხედავ მე ვქენი ასე და ახლა ძალიან ვნანობ ამ ყველაფერს,ამითი ყველაფერი დავკარგე მეგობრებიც და საყვარელი ქალიცო და იცი მე ვაპატიე ჩემს საქმროს და ოქნებ შენც შეძლო -ამას რატომ მეუბნები თუ იცი რაც გადამხდა? -იმიტომ რომ ვფიქრობ მეორე შანსს ყველა იმსახურებს -ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული ჩემს უკან ჩემი ძმაცაა რომელსაც ეს ამბავი ხუთჯერ მეტად ეტკინა, ყველაფერი აქ იმაზე რთულადაა ვიდრე გგონია -სიყვარული სირთულეების გარეშე არ არსებობს საყვარელო-თბილად გაუღიმა და წამოდგა-ჩემი ნახვა თუ მოგინდება ერეკლეს აქვს ნომერი და კითხე-ეშმაკურად გაუღიმა და წავიდა ლილე კი ნასიამოვნები დატოვა. *** კი იფიქრა ერეკლემ დღეს სახლში წავალ და ბიჭებს ხვალ დაველაპარაკებიო,მაგრამ გადაწყვიტა რომ დღესვე მისულიყო მათთან,რადგან ხვალამდე ვერ მოიცდიდა, გააჩერა ტაქსი და ლაზარეს მისამართი უკარნახა, რამდრნიმეჯერ დააზარუნა და აღელვებულმა კარს შეხედა, მაგრამ კარი არა და არ იღებოდა,ამიტომაც გადაწყვიტა უკან გამობრუნებულიყო,კიბეებზე ჩადიოდა როცა კარის ხმა მოესმა და ადგილზე გაშეშდა -რომელი ხარ?-გაიგო გაკვირვებული გიორგის ხმა და ნელა შეტრიალდა,გიორგი მის დანახვაზე გაქვავდა და ხმა ვეღარ ამოიღო.ძმაკაცი რომ აღარ დაბრუნდა გადაწყვიტა თვითონ გასულიყო და ენახა ლაზარეს თუ რა ხდებოდა და კარში გაშეშებულს რომ მოკრა თვალი გაოგნებული მივიდა -რა გჭირს გიო?-კითხა და თვალი იქით გააპარა საითაც გიორგი იყურებოდა და თვითონაც ზუსტად იგივე ფორმაში აღმოჩნდა და თვალები აუცრემლიანდა,მასზე ძალიან გაბრაზებული კი იყო,მაგრამ ძალიან უყვარდა ძმაკაცი,მათ ხომ ამდენი რამ ქონდათ ერთად განვლილი,ისინი ბავშვობიდან ერთად იყვნენ -მე...ბოდიშის მოსახდელად მოვედი-თქვა არანაკლებ აღელვებულმა-ვიცი რომ დამნაშავე ვარ და არ უნდა მექნა,უბრალოდ მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი,ახლა გთხოვთ რომ კიდევ ერთი შანსი მომცეთ,გპირდებით რომ ასე აღარასდროს გიღალატებთ-თქვა და ბიჭებს მიაშტერდა,ორივე გაბრაზებული იყო მაგრამ ძალიან მონატრებოდათ ძმაკაცი, თანაც სიცოცხლის ბოლომდე ასე ხომ არ იქნებოდნენ,ეკემაც ხომ საკმაოდ იტანჯა ამიტომაც ორივე ერთად მოეხვია მონატრებულ ძმაკაცს -აგახევ სიფათს იცოდე კიდევ რომ მოგვატყუო-უთხრა სიცილით ბედნიერმა ლაზარემ და ორივე სახლში შეიპატიჟა. უცბად გამოიტანა კონიაკი და სამ ჭიქაში დაასხა -აბა მოყევი სად იყავი და რას შვებოდი ეს ოთხი წელიწადი-უთხრა ლაზარემ და ჭიქიდან კონიაკი მოსვა -ლონდონში ვიყავი მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობდი,ძალიან მენატრებოდით ნუ იქაც მყავდა რამდენიმე მეგობარი,მაგრამ თქვენ მაინც სულ სხვა ხართ ჩემთვის-უთხრა და სავარძელზე უკეთ მოთავსდა -ქალებში როგორ მიდის საქმე-კითხა ეშმაკურად გიომ და ძმაკაცების გაბრაზებულ სახეზე გაეცინა-რა ვთქვი ეხლა ისეთი,ოთხი წელიწადი დავიჯერო არავინ არ ყავდა?-იკითხა და სიცილი გააგრძელა -სერიოზული არაფერი-თქვა და მოიწყინა -რაიყო ბიჭო?-კითხა ლაზარემ და გაკვირვებულმა შეხედა ძმაკაცს-არ თქვა რომ ისევ ლილეს ეხება -შემყვარებია-თქვა და ახალი ჩხუბისათვის მოემზადა,მაგრამ მის და გასაკვირად ჩხუბი არც-ერთს დაუწყია-შეგიძლიათ გამლანძღოთ-თქვა და დასჯილი ბავშვივით გახედა მათ -ეხა შენ ისეთ შარში ხარ რო ჩვენი გაბრაზება აღარ გჭირდება-უთხრა ლაზარემ-შენ არ იცი ლილე აქ როგორ იყო,ვიცი რომ შენც გიჭირდა მაგრამ დარწმუნებული ვარ არა ისე როგორც ლილეს,მაგრამ იმედი ვიქონიოთ შეგირიგდება,ნუ ცოტნეზეცაა დამოკიდებული თუ გაპატიებს, პრინციპში ნუ კიარა ლილეზე მეტად ცოტნეზეა დამოკიდებული-დაასრულა ჩაფიქრებულმა -არ ვიცი იმედია გაპატიებს,მაგრამ მისთვის ეს ბევრად რთული იქნება-თქვა მოწყენილმა ალბათ ფიქრობთ რომ მასზე კიდევ გაბრაზებულები უნდა ყოფილიყვნენ,მაგრამ ორივემ აპატიეს ხვდებოდნენ რომ ეს დაუფიქრებლად გაკეთებული შეცდომა იყო და ახლა გული მართლა ძალიან შესტკიოდათ ძმაკაცზე.ლაპარაკში გაერთნენ და ვერც შეამჩნიეს ისე შემოაღამდათ -კაი ეხა წავედი მე თორე დღეს ისედაც ძალიან დავიღალე და რთული დღე მქონდა-უთხრა და ისევ მოიწყინა დღის გახსენებაზე -კაი ძმა მიდი და გნახავ ხვალ-უთხრა ლაზარემ -აუ დაიცა მეც წამოვალ დღეს სახლში მივალ თორე გააფრენენ ჩემები მთელი დღეები ლაზარესთან ვარ-სიცილით დააწია კარში გასულ ძმაკაცს სიტყვა და უკან აედევნა. *** ლილე მალევე მივიდა სახლში და ოთახში შესვლას აპირებდა,როცა მეორე ოთახიდან ცოტნე გამოვიდა და თვალებ-დასიებულ და ნამტირალევ დას რომ შეხედა სულ გააფრინა -რა გჭირს ჩემი გოგო რა დაგემართა?-კითხა ამერვიულებულმა -ცოტნე...ერკლე ჩამოვიდა...დღეს ვნახე...მთაწმინდაზე ავედი რო დავლაპარაკებოდი...ესე მითხრა მიყვარხარო...ძალიან მეტკინა ცოტნე...არ შემიძლია....ისევ მიყვარს...მენატრება ცოტნე-ძლივს გადააბა სათქმელი და აქვითინდა, გაშეშებული უყურებდა ცოტნე თავის დას,მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ყვარებოდა ერეკლე მას შემდეგ რაც მან გაუკეთა.არა,თუ გგონიათ რომ ცოტნეს შეზიზღდა ერეკლე ძალიან ცდებით,უბრალოდ ახლა მასზე ძალიან გაბრაზებული იყო, ისე კი ენატრებოდა თავისი ძველი მხიარული ძმაკაცი და უნდოდა რომ დრო უკან დაებრუნებინა და ძმაკაცი ამ შეცდომისაგან ეხსნა,ასე რომ ყოფილიყო ახლა ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -კაი ლილე არ იტირო ჩემო სიცოცხლე, ხო იცი როგორ ვერ ვიტან რო ტირი აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება-ეუბნებოდა და მონოტორულად თავზე უსვამდა ხელს მასზე შემოხვეულ გოგონას -შევძლებ ცოტნე?...შევძლებ რომ ვაპატიო?-კითხა და აცრემლებული თვალებით ამოხედა,ცოტნე ამ კითხვაზე გაშრა და ზუსტად იგივე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს, შეძლებდა კი მისთვის ეს უდიდესი შეცდომა ეპატიებინა?მაგრამ დას არაფერს დაუშლიდა თუ მას შერიგება მოუნდებოდა შერიგებოდა,რადგან ხვდებოდა რომ მისი და ბედნიერი მხოლოდ ერეკლესთან იქნებოდა,იქნებ თუ შეყვარებულები შერიგდებოდნენ მასაც ეპატიებინა ცოტნესათვის -არ ვიცი დაიკო,მაგრამ იცოდე რომ მე არაფერს გიშლი იცი როგორი გაბრაზებული ვარ მეც,მაგრამ შენ თუ შერიგება გინდა შეურიგდი,მე არ მეწყინება დაჟე შენ თუ დაგინახავ ბედნიერს მეც შევურიგდები-უთხრა დაიკოს და მაგრად ჩაეხუტა,ძალიან მადლობელი იყო ლილე უფლის რომ ასეთი კარგი და გამგები ძმა აჩუქა, რადგან ფიქრობდა რომ თუ ეკეს შეურიგდებოდა ამით ცოტნეს გაანაწყენებდა,ახლა კი შეეძლო ყველანაირი ზეწოლის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება. *** დიდხანს ფიქრობდა ცოტნე ლილეს შესახებ ფიქრობდა,თუ როგორ შემოეროგებინა იგი,როდესაც ტელეფონის ზუზუნის ხმა გაისმა -გისმენთ-მობეზრებულად ფასცა პასუხი -ვერ მიცანი ცოტნიკოო?-კითხა ირონიულად კაცმა ტელეფონს იქით -ნიკოლოზ-ჩაილაპარაკა ზიზღნარევი გაკვირვებით -ოხ გაგახსენდით ბატონოო?ისე შენი ადრინდელი ნამოქმედარის შესახებ მინდოდა მომეყოლა აი ის შურისძიება და ერთი ამბები რო გქონდა,სულ ტყუილად დაინგრიე ცხოვრება -რას ნიშნავს სულ ტყუილად?-კითხა შეშფოთებულმა -მამაშენი მათ არ მოუკლავთ ეს მე ვიყავი და ახლა იმის სათქმელად დაგირეკე რომ გითხრა შენი საყვარელი გოგოშკაც მის გზას გაუდგება აბა შენ ისე ხო არ გეგონა გაგივიდოდა ადრინდელი ამბები,აბა წარმატებებიი-უთხრა ირონიულად და უცბად გაუთიშა ყურმილი რამდენიმე წუთი ცოტნე გაშეშებული იყო შემდეგ კი უცბად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო,მანქანის გასაღები და ტელეფონი ხელში აიტაცა და მანქანა გააქროლა დიდხანს აზარუნებდა კარებზე და აი ისიც გაიღო -სასწრაფო საქმეა ლილე საფრთხეშია. ბავშვებოოო მომენატრეეეთ დავბრუნდი ახალი თავიით დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და კიდევ წინა თავზე ესეთი კომენტარი დამხვდა რო ვისგან იწერო თუ რაღაც ეგეთი და მართლა არავისგან არ ვიწერ და ძალიან გული მეტკინა ეს კომენტარი რო წავიკითხე რავიცი შეიძლება არ მოგწონდეთ მაგრამ მართლა ძალიან ვიწვალე მე ამის დაწერაზე და ცოტა თავი შეიკავეთ ესეთი განცხადებებიდგან რა და მადლობა მინდა ვუტხრა ყველას ვისაც მოეწონა და გამახარა თავისი შეფასებიით მადლობთ და მიყვარხაართ იმედია მოგეწონებათ♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.