ბიჭი სახელად 66-33-XX (სრულად )
ბიჭი სახელად 66-33-XX 23 წლის ისე გავხდი, შეყვარებული არ მყოლია. არა , განა იმიტომ, რომ არავინ არ მომწონებია, ან არავის არ მოვწონებივარ. პირველ რიგში დამნაშავე ჩემი ჯუჯღუნა დედიკოა, რომელიც სულ ჩამჩიჩინებდა : „დედიკო, სიყვარულის დრო არ არის, ჯერ სწავლას მიხედეო“, ამიტომ თუ ვინმე მეტყოდა მიყვარხარო გველნაკბენივით ვშორდებოდი ხოლმე და თუ შემთხვევით სადმე დავინახავდი, ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი და ისინიც ასეთი სიცივით შეწუხებულები, თავს მარიდებდნენ... გამოიღო თუ არა დედაჩემის შეგონებებმა შედეგი? გამოიღო რომელია, სკოლის პირველი მოსწავლე გავხდი და მედალიც გადმომცეს, როგორც წარმატებულ სტუდენტს. დედა უკვე აღარ მეუბნებოდა, ბიჭებისკენ არ გაიხედოვო, ამჯერად უკვე მე გამიქრა ყველანაირი სურვილი „სიყვარულობანას თამაშისა“ და მომდევნო 4 წელი წარმატებულ სტუდენტურ თავდადებას მივუძღვენი. იყო პატარ-პატარა გატაცებები, მოწონებები, მაგრამ 1 თვეზე, ნუ მაქსიმუმ ორ თვეზე მეტ ხანს არც ერთი არ გაგრძელებულა. რა იყო სტუდენტობის ბოლოს? კიდევ ერთი წარმატება. ჩემი ღამეების თენებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩემი ლექტორების და თავად რექტორის რეკომენდაციით დავსაქმდი ჩემივე პროფესიით. ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებ ხოლმე რამდენად ბედნიერი ვარ. მშობლებს თავი მოაქვთ ჩემით. ჩემი ძმაც ტრაბახობს. ნათესავები და ახლობლები უფრო მეტ წარმეტებას მისურვებენ... ჩემი მეორე მე-ჩემი საუკეთესო დაქალი, უფრო სწორად კი ძმაკაცი ელა, ჩემით უბრალოდ ამაყობს. ამ დროს კი რას ვგრძობ მე? სიცარიელეს... სამსახურში ჩემზე პოზიტიური ადამიანი არ არის, მუდამ ვიცინი, სხვებსაც ვახალისებ. თანამშრობლებისგან კი არ წყდება ჩემთვის ახალ-ახალი ზედმეტსახელების მონიჭების ინიციატიავა. ზოგისთვის ყალთაბანდი ვარ, ზოგი ბაჭიას მეძახის, ბიჭები ხულიგანით უფრო შემოიფარგლებიან, მათ ვინც რუსული კარგად იცის „კუზნეჩიკს „ მეძახის, საბოლოოდ კი ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მე ვარ ყველაზე საყვარელი დიდი ბავშვი. მაგრამ ღამდება და დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მისული, ფეხსაცმელების გახდის შემდეგ, ნიღაბს ვიძრობ სახიდან და იქვე, ფეხსაცმელების გვერდით ვაწყობ, რომ დილით არ დამრჩეს. აი ასე , თავიდან დედაჩემის, შემდგომ კი უკვე ჩემი დაუღალავი შრომით 23 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი საკმაოდ წარმატებულ ადამიანად, რომელიც სხვების თვალში არის ძლიერი, ვირივით ჯიუტი, მიზანდასახული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საყვარელი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ყველასი გადასარევად ესმის და ყველა ცდილობს მასთან დამეგობრებას, მაგრამ როგორც კი ახლოს მოდიან , ჩემი რთული ხასიათსაც ეცნობიან და ისევ გველნაკბენებივით გამირბიან. დიახ, დიახ, ჩემი პირით ვაღიარებ რომ ყველაზე რთული ხასიათი მაქვს, იმ ადამიანებს შორის ვისაც კი ვიცნობ. ჩემი საყვარელი ხასიათი ყველას აიძულებს, ზუსტად აიძულებს, რომ უფრო დამიახლოვდნენ, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები ადამიანს , მით უფრო კარგად იცნობ მის ხასიათსაც და აცნობიერებენ რომ ჩემი საყვარელი ქცევები ვერ გადაფარავს ჩემს რთულ ხასიათს და ისევ იმ დისტანციით განაგრძობენ ჩემთან ურთიერთობას , როგორც თავიდან.. მაგრამ ვერც ვამტყუნებ ვერავის, არავის უნდა ზედმეტი თავის ატკიება... მაგრამ ის არ იციან რომ ეგ რთული ხასიათი ჩემი კიდევ ერთი ნიღაბია, როგორ გითხრათ. როგორც თამაშებშია ხოლმე, სანამ ერთ “level“-ს არ დახურავ ახალ ეტაპზე ვერ გადადიხარ, თუ ჩემს რთულ ხასიათსაც გადალახავენ მომხსნიან ნიღაბს და ხელში შერჩებათ, პატარა, ემოციური, მტირალა, ბუზღუნა, ნაზი და ემოციური გოგო... ანუ იმის საპირისპირო ვარიანტი , რის გამოც ჩემთან ურთიერთობაზე თავს იკავებენ ხოლმე... მე ამაზე სულ ვწუხდი, მაგრამ ჩემდაუნებურად ვიქცეოდი ასე, სანამ ჩემმა მეორე მემ-ელამ არ მითხრა , რომ ეს უბრალო თავდაცვის ინსტიქტია და მეტი არაფერი, ასე რომ თუ ვინმე ძლიერე გადალახავს შენთვის ამ რამდენიმე “level”-ს სამუდამოდ დაიდებს ბინას შენს გულში, ისე , როგორც მე მოვახერხეო... დიახ, ასეც არის... მყავს უამრავი მეგობარი, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ -„დისტანციაზე“ არიან. და მყავს ჩემი მეორე მე-ჩემი ელა, რომლის სიყვარულზეც არასდროს არ ვლაპარაკობ, ან რა უნდა ვილაპარაკო, ჩემ მეორე მე-ს ვეძახი. აი ასე, ზოგისთვის საყვარელი, ზოგისთვის რთული, ზოგისთვის ძლიერი, ზოგისთვის კი სუსტი... თქვენს წინაშე ვარ მე, 23 წლის ლილე ახვლედიანი. -სად ჯანდაბაში ხარ აქამდე, გამეყინა ბავშვი. ჩამძახა ტელეფონში ელამ და სანამ კიდევ რამის თქმას დააპირებდა , მე დავასწარი. -მარშუტკაში ვარ გოგო, რა გაჯაჯღანებს, საცობი იყო პლეხანოვზე და მაგიტომ შევყოვნდი აქამდე. -კაი სააცობი იქნება, შენი ნათლული რომ გაცივდება და ვეღარ გამოვიყვან მერე გარეთ. აგრძელებდა ჯუჯღუნს ელა. -აუუუ.... როგორ დამღალე, ათ წუთში მანდ ვარ არსად არ წახვიდე.-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. სულელივით გამეღიმა, გარდა იმისა, რომ ელა ჩემი ყველაფერი იყო, დამინათესავა კიდეც და პატარა ანგელოზი მომანათლინა, რომელიც ეხლა საკუთარ თავსაც კი მირჩევნია. ჩემი ნათლული გოგოა - ნინა, 5 თვისაა ჯერ მხოლოდ, მაგრამ ძალიან დიდი და სასაცოლოდ გაბერილი ლოყები ქონდა დაბადებიდანვე, ამიტომ მეც სპონტანურად დავუძახე, -ლუი (louie Anderson-ი გახსოვთ ალბათ) და მას შემდეგ შემორჩა ეს საყვარელი ზედმეტსახელი. ელას ქმარი საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული და მარტო ცხოვრობს. მიუხედავად მისი ძლიერი და გამგები ხასიათისა, ხანდახან იმდენად არაადამიანურად ენატრება ხოლმე, რომ თავს ვერ იკავებს და ესეთი მომენტებია ის იშვიათი, როცა ჩვენ ურთიერთობაში კაცი მე ვარ და ელა ქალი, მინდა რომ მოვუფრთხიკლდე და დავიცვა ის და ჩემი ლუიკო. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ მართლა ასეა, დანარჩენ დროს, ელაა ხოლმე კაცი და ის მიცავს და მამშვიდებს. ახლაც მათთან მივდიოდი დასარჩენად, პარასკევი იყო და მეორე დღეს სამსახური არ მელოდა და ამიტომ ომახიანად ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და წითელი ღვინის მომარაგება ვთხოვე. მიყვარდა მასთან სახლში. ძველი სახლი იყო, ძველი ავეჯით და უფრო ძველი როიალით, რომელზე დაკვრაზეც ვოცნობობდი, მაგრამ იმდენი ხნის განმავლობაში არ მიკარებია არავინ, რომ ასაწყობი გახდა და მისი ჟღერადობაც დაირღვა. მივდიოდი კი არა მივფრინავდი ჩემს ლუიკოებთად და მოსალოდნელი ღამის გაფიქრებაზე ადგილზე ვცქმუტავდი, ვიცოდი , რომ ლაპარაკით დაღლილს ელა დაძინების საშუალებას არ მომცემდა და მეც სულელივით მივიჩქაროდი მისი ძველი სახლისკენ , რომელსაც ბავშვის და ძველი წიგნების სუნი ასდის. სახლისკენ სადაც ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს და სახლისკენ სადაც ყოველთვის მელოდებიან... -მობრძანდა ნათლიაშენიც. ჩემკენ შემობრუნდა ელა და კენგურუში ჩასმული ლუიკო დამანახა. სწრაფად მივუახლოვდი, გადავკოცნე და ისე თითქოს აქ არაფერიო, ლუიკოს მივეფერე. -ნათლიას გაბერილი. ნათლიას ლუიკო.. როგორ მომენატრე ნათლი რომ იცოდე. მივაყარე სწრაფად და ვცადე ბავშვი გამომერთმია ელასთვის. -სად ხარ გოგო აქამდე , იცი რამდენი ხანია გელოდებით? რომ გაციებულიყო? -ელა და ლუი პარკში მელოდებოდნენ, კარგი ამინდი იყო , გაზაფხულის პირველი დღეები სითბოთი დაიწყო და ლუიკოს გასეირნება განვიზრახეთ. -ნუ გაატრ...ე რაა და ბავშვი ამოსვი მაგ რაღაციდან და მომიყვანე. -შევუბღვირე მე და თან ლუიკოსთან თამაში გავაგრძელე. დიდი ჯუჯღუნის და ბურდღუნის შემდეგ მაინც ამოვასმევინე ბავშვი ე.წ. „კენგურუდან“ და ხელში ავიყვანე. ამჯერად უკვე სრულად შევიგრძენი მათთან ყოფნის სიამოვნება და ელას ჯუჯღუნი იავნანასავით ჩამესმა ყურში. -არა, მაინც სად ხარ აქამდე ჰა?? -ქოთქოთს არ წყვეტდა ის... -გოგო, ვიღაც ბიჭი ავიკიდე გაჩერებასთან და მისი მოშორების მიზნით, რამდენიმე მარშუტკის გაშვება მომიწია, რომ არ ამომყოლოდა. ვუთხარი , თითქოს არაფერი მომხდარიყო და გულში კი ჩავიცინე, ახლა მაინც ხომ შეწყვეტ ჯუჯღუნსთქო. -რაა? ვინ ბიჭი?? რა უნდოდა?? რამე ხომ არ დაგიშავა? კაი ბიჭი იყო? მიაყარა მან და როცა ჩემი სახე დაინახა მაშინვე გაეცინა.-კაი ხო, მართლა რა უნდოდა? -გაჩერებასთან ვიდექი, ველოდი როდის მოჩანჩალდებოდა მარშუტკა და ვიგრძენი , როგორ დაჟინებით მიყურებდა ვიღაც ბიჭი , დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით იდგა, მზერა ავარიდე და ისევ მარშუტკის მიმართულებით გავაგრძელე ყურება, მაგრამ ამჯერად ჩემს გვერდზე დადგა, იმდენად ახლოს იყო, რომ მხრითაც კი ვეხებოდით ერთმანეთს და ნაგლად მიყურებდა... -ფუ ახ...ი. -სიტყვა შემაწყვეტინა ელამ. -დამაცდი? -ჰო, ჰოო... მერე? -მერე რა და გაოცებულმა რომ შევხედე , მითხრა -არ გინდა ჟაკეტი მათხოვოვო? მე უფრო გაოცებულმა შევხედე და ჟაკეტზედავიხედე , მერეღა გამახსენდა , რომ ჩემი ძმის ჟაკეტი მეცვა, რომელიც ჩემზე 4 ზომით დიდი მაინც იქნებოდა, მაგრამ დიდი ტანსაცმელი მიყვარს და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. -ვიფიქრე, ალბათ, ბიჭის ჟაკეტი რომაა მაგიტომ მოეწონათქო და ხმისამოუღებლად კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. -ჰოო, გაიხადე ჟაკეტი, მათხოვე, ვნახოთ თუ მომიხდება წავიღებ დღეს და შენი ნომერი ჩამაწერინე და ხვალ შეგხვდები , რომ დაგიბრუნოვო. -და რომ არ მოგიხდესთქო?-მაშინ უბრალოდ მითხარი შენი ნომერიო მითხრა და ისევ ისე თავხედურად შემომხედა.. მაგრამ ჩემი და გარშომყოფების გაოცებული მზერა რომ დაინახა, მალევე მომშორდა... -დავასრულე თხრობა და იმის მოლოდინით, რომ ელა ერთს გემრიეალად შეიკურთხებდა, გავისუსე , მაგრამ ჩემი გაჩუმება წყალმა წაიღო, როცა მისი არანორმალური სიცილი გავიგე... -აააა......... ყველა კრეტინი შენ როგორ უნდა აიკიდო . აი არ მესმის... ვაიმე.ეეე.... ვაიი... ლუი. დედიკო, მარტო შენ გყავს ესეთი საოცარი ნათლიააა...აააა....... სიცილს ვერ წყვეტდა ელა. -ძაან სასაცილოა.. ვთქვიი მე და გაბუსხულმა ტუჩები ბავშვივით დავბრიცე.] -კაი ხოო.. ნუ უბუტები. მითხრა, დაიხარა და თავზე მაკოცა. ჩემზე გაცილებით მაღალია და მჩაგრავს ხოლმე...ამ საუბარ-საუბარში სახლშიც მივედი... როგორც ვიფიქრე საოცარი მყურდოება ვიგრძენი სახლში შესვლისთანავე. გული სხვანაირად ამიძგერდა და სიმშვიდე ვიგრძენი. ზოგადად მორიდებული ვარ და ნათესავებთანაც კი ვერ ვგრძნობ ხოლმე თავს კომფორტულად, მაგრამ ამ სახლში ყველაზე მყუდროდ ვგრძნობდი თავს... საანამ ელა დავაძინეთ.. დაგვაღამდა კიდეც.. ელამ ძველისძველი მაგიდის სანათი გამოიღო კარადიდან , რომელიც 30-40 წლის მაინც იქნებოდა და მაგიდაზე დადგა, სანათი წითელ შუქს ასხივებდა და რომანტიულ ,სევდიან და მყუდრო გარემოს ქმნიდა. სანათის გარდა მაგიდაზე მზესუმზირის მოზრდილი შეკვრა, ხილი და წითელი ღვინო გვედგა თავისი ბოკლებითურთ... -ეხლა რა ვქნათ ძეტკა?! შევხედე ელას და ეშმაკურად გავუღიმე... -ოხ... ფისოო.... რავი აბაა... ლუიკომ უკვე დაიძინა და შეგვიძლია რამე მოვიფიქროთ.-- მითხრა და წარბები აათამაშა.. ამის დანახვაზე სერიოზული სახე ვეღარ შევინარჩუნე და სიცილისგან ჩავიკეცე. ელაც ამყვა.. იქამდე ვიცინეთ, სანამ ცრემლები არ წამოგვივიდა და ძალა საბოლოოდ არ გამოგვეცალა.. -გოგო კარტი გაქვს?? მომაფიქრდა უცებ და ხელები მოვიფშვნიტე... -უიი... კიი მაქვს და რა ვითამაშოთ?? მითხრა ხასიათზე მოსულმა ელამ და კარადაში ქექვა დაიწყო. -დურაკა ვითამაშოთ, ოღონდ რაზე?? -მმმ.... რაზეე დააა.... რაზეე დაა... წაგებული რეკავს შემთხვევით აკრეფილ ნომერზე და ეჭვიანოობის სეცენებს უწყობს ბიჭს... ჩაიქირქილა ელამ და გამომცდელად შემომხედა.. -კარგი და ბიჭი რომ არ აღმოჩნდეს და ქალმა გვიპასუხოს?? დაეჭვებით შევხედე მე. -ხოდა, მაშინ იქამდე არ შევწყვეტთ ნომრების აკრეფას, სანამ სასიამოვნო ბარიტონს არ გავიგებთ ტელეფონში მოსულა??? -ეეე... კაააიიი ბაზარი არაა . გამეცინა მეც და თამაში დავიწყეთ.-ისე სადამდე ვთამაშობთ? -ხუთამდე ვითამაშოთ. -და ტელეფონის ნომრები საიდან უნდა მოვიტანოთ ელა?? -ვაიმეე ლილე.... საერთოდ არ გაქვს წარმოსახვის უნარი... რამე ნომრებს ავკრეფთ და დაველოდებით, თუ ქალი იქნება ვთიშავთ , თუ დიდი კაცი იქნება ვთიშავთ, თუ გოიმი იქნებბა ვთიშავთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ მაშინ, თუ კარგი ბიჭის ხმა გვესმის ტელეფონში.. მოდი ესე მოვიქცეთ, მოგებული, მოიფიქრებს ნომერს და ამ ნომერზე რეკავს წაგებული... -მოსულა.. და ისე შენმა ქმარმა იცის რაზეც ვთამაშობთ?? ჩამეცინა მე / -არა და მოდი ნურც ვეტყვით... ორივეს ხარხარი აგვიტყდა... საბოლოოდ თამაში 5-4 დასრულდა ელას სასარგებლოდ. -მოვიგეეე... მითხრა ნიშნისმოგებით და ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან და დაუფიქრებლად აკრიფა რაღაც ნომერი. მაშინვე გავიდა, მაგრამ ტელეფონში მოხუცი კაცის ხმა გავიგეთ და უკაცრავად შემეშალათქო მივაძახე და გავუთიშე. მომდევნო 5 ნომერი გათიშული იყო , ან არ არსებბოდა. შემდეგ ნომერზე დარეკვისას ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა, ორივე გავხალისდით, მაგრამ როცა ბიჭის კილო გავიგეთ, სიცილი ვეღარ შევიკავეთ ისე გავთიშეთ ტელეფონი.... ასე გაგრძელდა , დაახოებით 2 საათი... ჩვენი სიცილის ხმა და აზარტი მატულობდა, რადგან დაახლოებით 50-60 უადრესატო ნომრიდან , არც ერთის პატრონის ხმა არ აღმოჩნდა ჩვენთვის მოსაწონი, ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტი კი მეწურებოდა. საათს დავხედეთ და ღამის პირველი საათი იყო უკვე,ა მიტომ გარეთ გასვლა და ჩარიცხვა გამოვრიცხეთ. ანგარიში შევამოწმეთ და 50 თეთრიღა მქონდა სასაუბრო. -ეს ბოლოა... ვთქვი მე და ელას შევხედე , რომელიც გულმოდგინედ განაგრძობდა ჩემს ტელეფონზე ნომრის ჩაწერას. -ხოდა თუ ბოლოა, მაშინ აუცილებლად იქნება ის, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი... ელამ ეს ხუმრობით თქვა, მაგრამ მე რაღაცნაირად ამიჩქარდა გული როცა დავინახე ნომერი XXX-66-33-XX და ჩემი გულისცემის სიხშირემ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ტელეფონზე ზარი გავიდა... ერთი ზარი გავიდა და გულის 100 დარტყმა წამში. . ორი ზარის შემდეგ-დაახლოებით 150. სამი წამი შემდეგ ალბათ 200. 4 ზარის შემდეგ, არ ვიცი რამდენი და ხელების გაოფლიანება... ხუთი ზარის შემდეგ კი... ნამძინარევი, ხმაჩახლეჩილი, ბოხი....... -ალოოო...... -აა..ალლ.ოოო.... ენა დამება მე... -ალოო.. ამჯერად უფრო გამოფხიზლებული და უფრო სასიამოვნო ხმა მესმოდა ტელეფონში, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, სანამ ელას ჩქმეტამ დედამიწაზე არ დამაბრუნა. -სად ხაარ?? ნაზად ჩავილაპარაკე მე და შედარებით დამშვიდებულ გულზე ხელი დავიდე... -რომელი ხარ? გაოცებული მაგრამ მაინც არააადამიანურად სასიამოვნო ბუბუნა ხმა მესმოდა.. -კაი რა, არ იცი რომელი ვარ ხო??? ამოვიკნავლე საცოდავად და როცა ელას გამწვანებული სახე დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე. -მართლა რომელი ხარ? ხმა გაუმკაცრდა უცნობს. -აუუუ... ეხლა ვერ მცნობ ხო?? კარგი რა , როდემდე უნდა მებუტებოდე.. შემირიგდი გთხოვ... ვეღარ ვიკავებდი უკვე სიცილს და ცრემლები მომდიოდა. ელა კი მეორე ოთახში შევარდა. -ჰმმმ...... არ მეტყვი რომელი ხარ??? გაკვირვება , გაღიზიანება, დაღლილობა ერთნაირად ჟღერდა მის ხმაში. -აუუუ.... ანუ არ მირიგდები ხო?? იდიოტოოო.... დეგენერატოოო.... ვერ გიტანნნ... ასე უნდა მიგეგდე ??? -......... -და უცებ ჩემი სპექტაკლი დამთავრდა როცა მისი წამიერი სიცილი , უფრო ჩაცინება გავიგე ტელეფონში და ჩემმა გულმა წამში 1 000 000 000 000 000 000 000 დარტყმა განახორციელა...- კარგი არ მითხრა ვინ ხარ... მითხრა ღიმილმორეული , თუმცა მაინც ინტერესიანი ხმით... თითქოს ვხედავდი როგორ ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში და მორჩა, ჩემი წარუმატებელი სპექტაკლის ფარდები მანდ დაეშვა... -კარგი... ვუთხარი ხმადაბლა, აკანკალებული ხმით და ტელეფონი გავთიშე... გული ისევ გამალებით მიცემდა, მაგრამ არაფერს არ ვამბობდი. არც ელა მეკითხებოდა რამეს.. ტყუილად კი არ ვეძახი ჩემს მეორე მეს, უსიტყვოდ მიხვდა ჩემს ფიქრებს... -არა, ისე როგორი მიმზიდველი ხმა ქონდა ჰა?? მითხრა დაახლოებით ათწუთიანი დუმილის შემდეგ... -მე ის ჩაღიმება უფრო მომეწონა .. ვთქვი და დაწყნარებული გული ისევ ახლიდან აჩქარდა... -მგონი დღეისთვის თამაშები გვეყოფა, ვთქვი მე და ჩემს ბოკალში ცოტა ღვინო ჩამოვასხი... -ხოო ... შენი ფსიქიკისთვის ნამდვილად ასე ჯობს...გამიცინა ელამაც და თვითონაც მოსვა სისხლისფერი სითხე. დაახლოებით ორი საათი გავიდა იმ ზარის შემდეგ, მაგრამ მოსვენება დავკარგე და აშკარად კარგი ხასიათიც სადღაც უკვალოდ გაქრა, მაგრამ ელასთანაც კი არ მინდოდა ამის აღიარება და ჯიუტად არ ვიმჩნევდი... -არა, აი ღამის 1 საათზე რომ დაერეკა ჩემთვის გოგოს, საყვარელი, ბავშვური და ტიიტინა ხმით, რა ძალა გამაჩერებდა, რომ ისევ არ გადამერეკა მისთვის და არ გამერკვია რა უნდოდა... თქვა ელამ ის, რასაც მე ვფიქრობდი იმ წამს.. -ეეჰ... კაი რაა... ამოვიოხრე და . მძინარე ლუიკოს დავხედე, როცა მეორე ოთახიდან ტელეფონის ხმა მომესმა და მეც და ელაც თავპირისმტვრევით გავცვივდით გარეთ და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონის ეკრანს დავხედეთ... XXX-66-33-XX…… 2 ხშირად გამიგონია ბავშვობაში, როგორ ამბობდნენ :“ქალებს კარგი წინათგრძნობა აქვთო“... დაახლოებით 18 წლის ასაკში კი ეს ჩემს თავზეც გამოვცადე და მივხვდი რა გრძნობაც იყო... მთელი დღე აფორიაქებული დავდიოდი. გული გამალებით მიცემდა. ვფიქრობდი , რომ ეს გაზაფხულისფერი ამინდის ბრალი იყო, რომელიც თებერვლის ბოლოს გვესტუმრა ნაცრისფერ თბილისში... მოგვიანებით ჩემი აფორიაქება ლუიკოებთან წასვლის მოლოდინით ავხსენი... მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც უფრო სხვას ვგრძნობდი, თითქოს ჩემ ზამთრისფერ ცხოვრებაშიც უნდა შემოსულიყო გაზაფხული, თავისი ნაზი, ალუბლების ყვავილების ფერით და გაზაფხულის წვიმიანი საღამოს ყვავილნარევი ნიავის სურნელით, თავბრუს რომ გახვევს და პულსაციას გიჩქარებს... -ისაა.... ჩამყვირა ელამ მთელ ხმაზე, თითქოს მე თვითონ ვერ ვხედავდი... მინდოდა მეპასუხა, მაგრამ დავიბენი და უბრალოდ ტელეფონის ეკრანზე ყურება განვაგრძე. -უპასუხე გოგო დროზე. -ისევ დაიყვირა ემოციებისგან დამუხტულმა ელამ და ხელით მიბიძგა ტელეფონისკენ... -ალოო... ხმისკანკალით, გაუბედავად ვუპასუხე ტელეფონს. -დამშვიდდი?? - ამჯერად სრულიად გამოფხიზლებული , ბოხი ხმა გავიგე ტელეფონში , მაგრამ მაინც ვიგრძენი , რომ ამის წარმოთქმისას იღიმოდა. -კი.. ვუპასუხე ისევ ხმადაბლა და გაუბედავად. -მაშინ, ახლა მაინც მითხარი ვინ ხარ... მითხრა, მაგრამ შევატყვე, რომ ხმა შედარებით გაუმკაცრდა და ვეღარც მისი ღიმილი ვიგრძენი ყურმილის მიღმა... -მე.. მეეე.... ჩვენ უბრალოდ ვთამაშობდით და ნაძლევი წავაგე და... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ან რა უნდა მეთქვა და როგორ ამეხსნა. ყველა შემთხვევაში გიჟად ჩამთვლიდა, ან იფიქრებდა, ვინმე ნაცნობი მეღადავებაოო... ამასთან, ტყუილისთქმა არ გამომდის და ვარჩიე სიმართლე მეთქვა, რაც იყო და როგორც იყო, ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად მივაყარე, რომ ისევ არ დავბნეულიყავი... -იცი რა, მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით, ახლა და დავნაძლევდით, რომ რომელიც წააგებდა , ის დარეკავდა შემთხვევით აკრეფილ ნომერზე და ისეთ რაღაცებს ეტყოდა , რაც მე შენ , უკაცრავად , თქვენ გითხარით.- დავასრულე წინადადება და ვცადე უცებ გამეაზრებინა ჩემი სიტყვები, მაგრამ არ დამცალდა. -ვინ მეგობართან ერთად თამაშობდი და რას? -ხმა უფრო გაუმკაცრდა, ჩემი დამაჯერებლობაც გაქრა... -თქვენ არ იცნობთ, ვიცი გგონიათ, რომ ვიღაც ნაცნობი ვარ და გაშაყირებთ, არა კი გაშაყირებთ, მაგრამ ნაცნობი არ ვარ, კი არა და, აღარ გაშაყირებთ, წეღან გაგაშაყირეთ, კი არა, უბრალოდ გითხარით რაღაცები, მაგრამ თქვენ არ წამოეგეთ. და ბოდიში რა... ვსოო... საბოლოოდ დავიბენი, ვიგრძენი როგორ გავწითლდი და დავინახე, როგორ წამოირტყა ელამ თავში ხელი და მეორე ოთახში გავიდა. -და რას თამაშობდით??- ვიგრძენი , როგორ დაუთბა ხმა და ისევ ჩაიღიმა... -დურაკას... ვუთხარი მე და არ ვიცი, ჩემს გულწრფელ პასუხზე, თუ ჩემს ბავშვურ ჩაბუზღუნებაზე, მაგრამ ამჯერად კი არ ვიგრძენი უკვე გავიგე მისი ძალიან ძალიან თავშეკავებული სიცილი... -კარგი და ანუ მაინც არ მეუბნები , ხო ვინ ხარ შენ , ან შენი მეგობარი ვინაა??-მკითხა უკვე თბილი ხმით. -არ იცნობ-თ და რა მნიშვნელობა აქვს. მართლა გეუბნებით, ნაცნობი არ ვარ, თუ გინდათ დაგიფიცებთ, რომ შემთხვევით აკრეფილ ნომერზე დავრეკეთ. -მინდოდა როგორმე დამემტკიცებინა მისთვის, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი. -მაშინ მაინცდამაინც ჩემთან რატომ მოხვდი? -მკითხა ძალიან ინტერესიანი და ისევ ღიმილიანი ხმით. -ხომ გითხარით, შემთხვევითთქო, ჩემმა დაქალმა აკრიფა ნომერი და მე დაგირეეკეთ. ადვილი ნომერი გაქვთ და დაუფიქრებლად აკრიფა ციფრები... ნუ ის აღარ დამიმატებია, რომ მანამდე დაახლოებით სამოც ადამიანთან დავრეკეთ და დავუფრთხეთ ძილი. -ჰმმ........ ისევ თავშეკავებული სიცილის ხმა გავიგე ტელეფონში.. -არ გჯერათ ხომ?--ჩავიბურტყუნე ნირწამხდარმა და ვიგრძენი როგორ გავბუშტე ტუჩები და ამიწყლიანდა თვალები. ელამაც არ დააყოვნა და უცებ ჩაერთო საუბარში, რადგანაც მიკროფონი მქონდა ჩართული. -უკაცრავად შეიძლება ჩავერთო? -ყოველგვარი მორიდების გარეშე და ჩვეული სილაღით იკითხა ელამ.. როგორ მშურდა მისი ამ თვისების, ძალიან თავისუფალი იყო, სულ არ ადარდებდა ვინ რას იფიქრებდა, მთავარია, თვითონ ეგრძნო თავი კომფორტულად და კარგად. -დიახ. გაისმა კაცის დასერიოზულებული ხმა . -მე ელა ვარ, ჩემთან წააგო ამ ქალბატომა ნაძლევი და არ გაუბრაზდე რა.. -უკვე შენობითაც ელაპარაკებოდა . ნეტა მეც ესე თავისუფალი ვიყო , ვფიქრობდი ჩემთვის. -გასაგებია. ისევ სერიოზულად უპასუხა უცნობბმა. მე კი ამასობაში ვდილობდი , რომ ელასთვის მიმენიშნებინა გაჩუმებულიყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა საუბარს. -აუ ისე შენ რა გქვია?? რომ ვიცოდე მაინც რა... და აი აქ უკვე გადავირიე.. ტელეფონი მოვაშორე, გავწითლდი , მერჩივნა მიწა გახეთლიქიყო, ისე მრცხვენოდა.. -......ჰმ... ამასღა მოვკარი ყური და ტელეფონიც გამითიშა.. -იდიოტოოო.... რას მოვარდი გოგო ვერ ხარ??? გავეკიდე ელას. -რა სახელი მითხარი, შენ სუ გამოშტერდი ხოო? რას იფიქრებს ეხლა, რომ ტელეფონით უნდოდა ჩემი გაცნობაო?? ვაიმე რა სირცხვილია, აუუუ მოგკლავ... --გამწარებული მივდევდი ელას და მის სიცილს უფრო წყობიდან გამოვყავდი. -ოოო კარგი ლილე რაა... ფეხებზე არ გკ....ა რას იფიქრებს?? ხითხითებდა ელა. -არა არ მკ...ა. ვუთხარი მე და ძალაგამოცლილი ლუიკოს გვერდით საწოლზე გავწექი და მუცელზე ხელები დავიწყვე.. - ელაა.. რა ხმა ქონდა.. ვგრძნობდი დედას ვფიცავარ , როდის იღიმოდა, როდის იყო სერიოზული. ყველაფერს ვგრძნობდი... ვთქვი და გულზე ხელი დავიდე. ელა უცებ დასერიოზულდა და თმაზე მომეფერა. იცოდა, რომ ეს ჩემი დამშვიდების საუკეთესო ხერხი იყო. თითქოს მიმიხვდა რა ცეცხლიც ტრიალებდა იმ წამს ჩემს გონებაში. მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ ჩემი მეორე მე იყო და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. -ელა.. ფურცელი და კალამი და მარშით ჩემთან. შევძახე და ისევ მაგიდისკენ გავწიე. -რად გინდა? მკითხა დაეჭვებულმა ელამ , მაგრამ ფურცლის ძებნა მაინც დაიწყო. -რად მინდა და ეხლა ჩემო ელიჩკა, ჩვენ ჩამოვწერთ ჩვენი აზრით როგორია ჩვენი ბიჭი სახელად 66-33-XX. გავიკრიჭე მე და როცა მისი გაბრწყინებული სახე დავინახე სიცილი ვეღარ შევიკავე. ფურცელ მომარჯვებული მოკუსკუსებდა და თან ხმამაღლა ფიქრობდა... -ე. ი. ვიწყებთ. ვთქვი მე და ფურცელი გავაფორმე. <3 XXX-66-33-XX აუუ.. ძალიან შემრცხვა ეხლა ჩემი საქციელის მართლა და ბოდიშს გიხდი (მესიჯი რომ გავგზავნე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ შენობით ფორმაზე გადავსულვარ). პირველ რიგში მართლა, სუუულ სუუუუულლ მართლა გეუბნები, რომ ნაცნობი არ ვარ, და მართლა შემთხვევით მოვხვდი შენთან და მერე მადლობა, რომ ძალიან არ გამიბრაზდი, ხო კიდევ ბოდიში , თუ გაგაღვიძე... ელას წავუკითხე მესიჯი, და თანხმობის მიღების შემდეგ გავუგზავნე. ტელეფონს კი ხმა გავუთიშე და მივაგდე, იმაში დარწმუნებულმა , რომ პასუხს არ მომწერდა... XXX -ვაახ... შენ მე გამაგიჟებ ტოო... თუ ეგრე მოგეწონა ვერ კითხე?? ჩაიბურდღუნა მაღალმა ქერა ბიჭმა და მთელი ძალით ჩაეხეთქა სავარძელში. -ცოტა ფრთხილად შე საქონელო. ეგ სავარძელი ადამიანებზეა გათვლილი. შეუღრინა ვაჩემ და ისევ ფიქრებში წავიდა.- იცი რა ბავშვური ხმა ქონდა?? ეგრევე დაიბნა რო გადავურეკე. -და მაგას გეუბნები მერე, თუ დაინტერესდი ხო შეგეძლო ან სახელი გეკითხა , ან გვარი, ან ოჯახური მდგომარეობა მაინც . ჩაიცინა ლექსომ და გამწარებულ ვაჩეს რომ მოკრა თვალი ეგრევე დასერიოზულდა. -მართლა ფიქრობ , რომ შემთხვევით დარეკა შენ ნომერზე? -კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ, და იმიტომ აღარ გადავურეკე , რომ ბოლოს მისმა მეგობარმა სახელი მკითხა და როგორ გითხრა, აღარ მომინდა ლაპარაკის გაგრძელება. -ფუ რა ს...ი ხარ... ამრეზით შეხედა ლექსომ ძმაკაცს. -ბაზარი არაა, ვარ. თქვა ვაჩემ საწოლიდან სწრაფად წამოდგა და მაისური გაიძრო. -მე წყალს გადავივლებ, შენ მანამდე ყავა გააკეთე რა, სამსახურში მაგვიანდება. თქვა ვაჩემ და კარადიდან პირსახოცი გამოიღო. -ვაჩე, ახლა რას აპირებ. კითხვა დააწია ლექსომ. -არც არაფერს.. მხრები აიჩეჩა ვაჩემ.-თუ ბედია თვითონ მოხდება რამე.. ეს კი უკვე ჩუმად, თავისთვის ჩაილაპარაკა მუჯირმა და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა. XXX დილით ლუიკოზე მიხუტებულს გამეღვიძა და კოცნით დავახრჩობდი, რომ არა ელას გამწარებული სახე. -რას მიბღვერ გოგო.. ჩემი ნათლულია. -ხოდა იქამდე თუ არ შემოგეჭმევა, სანამ გააცნობიერებს, რომ ნათლიამისი ხარ, ძალიან დამავალებ. მიაყარა ელამ და თვითონვე გაეცინა თავის ნათქვამზე...-როგორ გეძინა? მკითხა ცოტახანში. -აუუ , ძალიან მაგრად, როგორ მეძინებოდა ლუიკოს გვერდით. თითქოს გადამავიწყდა ჩვენი გუშინდელი ამბები. მაგრამ როცა ელამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო, უთქმელად მივუხვდი სათქმელს. თითქმის ერთდროულად წამოვხტით ფეხზე და გავცვივდით მეორე ოთახში, რომ ტელეფონი შეგვემოწმებინა, მაგრამ ჩემი მოლოდინი გამართლდა, როცა არანაირი ზარი და მესიჯი არ დამხვდა... -ჯერ მხოლოდ 8 საათია... იქნებ სძინავს ჯერ... დამამშვიდებელი ხმით მითხრა ელამ და გამამხნევებლად გამიღიმა.. -ჰოო რავიი.. მხრები ავიჩეჩე მე.. -რას აპირებ ეხლა?? -არც არაფერს ელა, თუ ბედია თვითონ მოხდება რამე, ჩავილაპარაკე მე და ლუიკოს ჩასაკოცნად გავვარდი .... 3 ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, დიდი ხნის განმავლობაში ვაჯერებდი ჩემს თავს, ბედისწერის არ არსებობაში და გავიძახოდი -ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედსთქო. რამდენიმე წელიწადში ტვინი გადამიბრუნდა და გადავწყვიტე, რომ ბედისწერა არსებობდა და თან, როგორ არსებობდა. ჩემი უარყოფითი ფრაზა შეიცვალა -სადაც არის ბედი შენი, ის მიგიყვანს ფეხი შენითქო, კარგა ხნის განმავლობაში ეგ ფრაზა მქონდა ამოჩემებული. მაგრამ მივხვდი, რომ ბედისწერის არ არსებობა შეუძლებელია, ისევე როგორც არსებობა, მეც მივედი კონსესუსამდე და დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ბედისწერა მართლა არსებობს, მაგრამ ამასთან, ყველა ადამიანს თავისი ლომის წილი შეაქვს თავის ბედისწერაში. არ უნდა დავსხდეთ და არ უნდა დაველოდოთ, როდის დაგვეტაკება ბედი და როდის წაგვიყვანს ჩვენთვის წილადნახვედრ ადგლიზე , ან ადამიანთან. თუ არ გჯერათ, აბა დასხედით და დაელოდეთ, როდის მოგიკაკუნებთ ბედისწერა კარზე.... მაგრამ მის არ არსებობაშიც ნუ შევიტანთ ეჭვს. რამდენჯერ მიცდია ვიღაც ადამიანებისთვის თავის არიდება, წლების განმავლობაში გავურბოდი , მაგრამ ჰოპ.... გადის წლები... და უცებ სრულიან უცერემონიოდ, ბედისწერა მართლაც რომ გეტაკება არსაიდან და გახვედრებს ქუჩაში შემთხვევით იმ ადამიანს, რომელსაც თავს წლების განმავლობაში ემალები, თუ გაურბი, თუ როგორცააა... ნუ, არც იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ბედისწერა აუცილებლად კარგია... ეგ მხოლოდ წიგნებში და ფილმებშია მუდამ ყურადღება გამახვილებული დადებით და რომანტიულ ბედისწერაზე... რეალობაში კი??? -ლამაზი გოგო და 90-ს გადაცილებული მსუქანი კაცი... ან პირიქით, სიმპატიური ღარიბი ბიჭი და შეუხედავი, მოხუცი, მაგრამ მდიდარი ქალი ერთად... ვითომ ბედისწერაა??? არა ეს ბედისწერა კი არა, რეალობაა.. რომლისთვისაც არც ლამაზი გოგო იშურებს ძალას და არც ღარიბი, მაგრამ სიმპატიური ბიჭი, ბოლოს აღწევენ იმას რისთვისაც იბრძოდნენ, შედეგად კი იღებენ ბევრ ფულს და წუმპის სიღრმემდე დაყვანილ თავმოყვარეობას და გრძნობებს. ელასთან დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, უამრავი სამუშაო მქონდა ორშაბათისთვის და ადრე წამოსვლა ვარჩიე. დავემშვიდობე ჩემს ლუიკოებს და ფეხით გავუყევი შინისკენ მიმავალ გზას. შიგადაშიგ ტელეფონს დავხედავდი ხოლმე. -ჯანდაბა, ისევ მქონდა იმედი, რომ რაღაც ისეთს დავინახავდი, რაც ისევ გაზრდიდა ჩემს პულსაციას , მოლოდინის რეჟიმში ვიყავი გადასული, მაგრამ სამწუხაროდ არ მოდიოდა ჩემთან ასე სანატრელი მოულოდნელობა და ჟრუანტელი... გზად ხალხს ვაკვირდებოდი და ყველა ბიჭში ვცდილობდი „ის“ ამომეცნო... სახლამდე საკმაო მანძილი ისე განვლე , რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, არც ერთი შემხვედრი არ იყო ჩემი ბიჭი სახელად 66-33-XX. სახლს მივიახლოვდი უკვე , როცა ჩემს ჭიშკართან კურიერი შევნიშნე, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე. სწრაფად მივუახლოვდი და დაველოდე, როდის დაასრულებდა საუბარს. -გამარჯობა. დამასწრო მან. -ამ უბანში ხომ არ ცხოვრობთ? -დიახ, ესაა ჩემი სახლი. მივუთითე ჩემი სახლისკენ და ისევ მისკენ შემოვბრუნდი. -დუდა ახვლედიანი ამ სახლში ცხოვრობს? მკითხა მან და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო. -დიახ, ჩემი ძმაა რა ხდება? -შეკვეთა მოვუტანე. -გასაგებია, ვთქვი მე და ლამზად შეფუთული ყუთი ინტერესით შევათვალიერე ხელში. - ფული არაა გადასახდელი? -არა, გადახდილია უკვე. თუ შეიძლება, აქ მომიწერეთ ხელი. გამომიწოდა რაღაც საბუთები და მეც დაუფიქრებლად მოვაწეერე მასზე ხელი. ბოროტი ღიმილით გაცისკროვნებული დავემშვიდობე კურიერს და სახლში შევვარდი. -დეეეეეეეეეე.............. დედიიიი................... დედიკოოოოოოოოოოოოოო............ ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. -რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ? გამოვარდა ჩემი 15 წლის ძმა და პირველ სართულზე დაეშვა. დუდა ჩემზე 7 წლით პატარაა და ასაკისთვის შეუფერებლად დიდი სიმაღლე, მხარბეჭი და თავი აქვს. ეს ხუმრობით, მას შემდეგ , რაც გაიზარდა, მისი გამწარების საუკეთესო საშუალებად მის თავზე ღადაობა დამრჩა და მეც არ ვუშვებდი არც ერთ შანსს, რომ რამე არ მემაიმუნა. დუდა კალათბურთელია და შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ ჩვენ საშუალო სიმაღლის ოჯახისწევრებს შორის ყველაზე მაღალია. ასაკის მიუხედავად, ზედმეტად სერიოზული, გულჩათხრობილი და მოდი მოკლედ ვიტყვი, ზედმეტად „დიდია“, ამაში ჩემი მშობლები მე მადანაშაულებენ, რადგანაც ჩემი ძმა ფაქტიურად ჩემი გაზრდილია, ბავშვობიდანვე ვუნერგავდი, რა ცუდია , როცა ბიჭი ცანცარაა, როცა ბევრს ლაპარაკობს და არაფერს არ აკეთებს. როცა მშობლების კისერზე ცხოვრობს. შედეგი გამოიღო ჩემმა სიტყვებმა, ბიჭი მომესწროვო, რომ იტყვიან... მეც მომესწრო და შედეგად მივიღე 15 წლის ბიჭი, 30 წლის კაცის აზროვნებით. დედა მეხუმრება ხოლმე, პირიქით ხართ, შენ 23-ის ხარ და 12 წლის ბავშვის ტვინი გაქვსო, შენი ძმა 15-ისაა და მოხუცი კაცივით აზროვნებსო... მერე ნირწამხდარი ახედავს ხოლმე ზეცას და ღმერთს საყვედურობს-ღმერთო, ერთი ნორმალური შვილი მაინც რომ მოგეცა რა იქნებოდაო.. ჩემი ერთგვარი ჰობია ჩემი ძმის წყობიდან გამოყვანა, ვგიჟდები როცა ვხედავ, როგორ ღრიალებს და როგორ წითლდება სიმწრისგან ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული დუდა. -ეს რა არის?? ვკითხე ისევ ბოროტი ღიმილით და ლამაზად შეფუთული ყუთი ისევ ხელში შევათამაშე. -ლილე, მომეცი ახლავე. მითხრა მშვიდად, მაგრამ შევატყვე, როგორ დაიძაბა. -ოჰ.. რას მელაპარაკები, ჯერ მითხარი რა არის და მერე გადავწყვეტ, დაგიბრუნო თუ არა. -ლილეე.... ხმაში ბრაზი გაერია... მომეცი დროზეთქო, რატომ არასდროს არ გესმის , რასაც გელაპარაკები?! -ნუ მეტლიკინები ერთი ძმობას გაფიცებ რაა და მითხარი რა არის ეს და ვისთვის.. -ლილეეე... უკვე დაიღრიალა და დუდამ და ჩემსკენ წამოვიდა. -რა ხდება, რა ამბავია აქ?? სამზარეულოდან გამოვიდა ჩვენი ჩხუბით შებეზრებული დედა.. -დედიიი... ნახე ვაჟბატონს კურიერმა რაღაც მოუტანა და მაიძულებს , რომ გავხსნა, რადგან თვითონ არ მეუბნება რა არის. ავიტუზე დედის ზურგს უკან და ჩემს ძმას ნისნისმოგებით ვუყურებდი. -დედა, უთხარი მაგ ქაჯს დამიბრუნოს დროზე, თორე ძვლებში რომ დავლეწავ, მერე ვნახავთ , როგორ გახსნის. ღრიალებდა ჩემი ძმა და როგორც კი მკლავში წამწვდა, უცოდველი ბავშვივით შევხედე და საჩუქარი დავუბრუნე. -აჰაა... რა იყო კი არ შეგიჭამ.. ვუთხარი და გავიბუსხე, გულში კი უკვე ვზეიმობდი, თავის მოსაწ....ბა, ჩემს ძმასთან გამარჯვების საუკეთესო ხერხია და ვერადავერ ისწავლა, რომ არასდროს სერიოზულად არ მწყინს მისგან არაფერი. -კაი ჰოო, რა დაგემართა. ნინოს ვეჩხუბე და უნდა შევურიგდე და სამაჯური შევუკვეთე. ბურდღუნებდა ჩემი ძმა თავჩაქინდრული, მაგრამ როგორც კი ჩემს გადაბჟირებულ სახეს მოკრა თვალი, საჩუქარი დედას მიაჩეჩა ხელში, ზურგზე მომიგდო და გარეთ გამათრია... -რა იდიოტები ხართ, რა მეშველება.. დუდა, ძალიან არ აწვალო. ესღა თქვა დედამ და სამზარეულოში შებრუნდა საჩუქრითურთ. -დამსვი... ცხოველო, ნადიროო... თავს გაგიტეხავ იცოდე... გაგეხუმრე რა გჭირს... ვკიოდი მე , მაგრამ დუდას აზრადაც არ ჰქონდა ჩემი დასმა... -გეხვეწები რა დამსვი რაა.. -მაშინ რა გაცინებდა მითხარი... ჩაიბურდღუნა ისევ დუდამ. -რას ქვია რა მაცინებდა. მეღადავები?? აბა რა საჩუქრები აგიტყდა... გადავბჟირდი ისევ მე.. -რაო , გავიზარდეთ უკვე და შეყვერებული გვყავსო?? ბიჭი მომესწრო ბიიჭიიი... სიცილისგან ცრემლები მცვიოდა უკვე... -აუუ ლილეეე... მართლა ძალიან ვიკავებ ხოლმე თავს, რომ ძვლებში არ დაგამტვრიო... აუტანელო. ქაჯო, თხა ხარ!!! კბილებში გამოსცრა ჩემმა ძმამ და ჩემი სიცილის ტემბრმაც უფრო იმატა, სანამ საჯდომის მწვავე ტკივილი არ ვიგრძენი , გარშემო მიმოვიხედე და ქუჩაში ვიყავი გაშხლართული, და ფეხზე ვერ ვდგებოდი, ისე მტკიოდა უკ....ი. -ვიროო.. ეგრე უნდა დაახეთქო შენი ერთადერთი და ხო?? საქონელო. მივაძახე მე და სანამ ფეხზე წამოვდექი დუდა ჭიშკარს მიღმა გაუჩინარდა. გავიგე, როგორ ჩაკეტა კარი. -დუდაა... გამიღე გეხვეწები, გეფიცები მეტჯერ აღარ გაგამწარებ, ნუ ძალიან აღარ გაგამწარებ. ოღონდ ეხლა გამიღე კარი. -ბრძანდებოდე ეხლა მანდ, იმედია სუფთა ჰაერი გამოგაფხიზლებს ცოტას, ჩაიქირქილა მან და ხმა აღარ გაუცია.. -წადი შენი.. ვირო, ვირო , საქონელო. სადაც დაგიჭერ იქ მოგკლავ. ვიმუქრებოდი მე, მაგრამ ჩემი ძმის ხმა აღარ მესმოდა. -სახლში შევიდა ალბათ. გავიფიქრე მე და ჯიბეები შევამოწმე . ქურთუკის ჯიბეში დამრჩენოდა. გარშემო მიმოვიხედე, ჩემი საახლის წინ ტრადიციულად, ბაბულიკური, ტონი მონტანური, ძველ ბიჭური, კაი ბიჭური, ქურდული, ლოთური და კიდევ ღმერთმა იცის როგორი ბიჭები დილის კრებას ატარებდნენ და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე კამათობდნენ. ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.. -ფუ ამის.. დუდა სადაც გნახავ იქ მოგკლავ.. ჩავილაპარაკე მე და სირცხვილის მიუხედავად ხმამაღლა ყვირის მოვყევი..---დუდაა, გამიღე კარი დროზე. დუდაა.... მეტს აღარ გაგიმეორებ, გამიღე კარი... დეეეე... შენ მაინც გამიღე კარი რაა... დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვჩხაოდი, ბოლოს როცა სირცხვილმა და ყელის ტკივილმა ერთდროულად შემახსენეს თავი , გავჩუმდი და შესაძლო ვარიანტები განვიხილე თავში. -ლილეე, გამარჯობა, დახმარება ხომ არ გინდა? მომიახლოვდა ბაკური, რომელსაც ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები უკავშირდებოდა. ფაქტიურად ერთად ვიზრდებოდით, ერთად დავდიოდით მუხლებგადატყავებულები, რამდენჯერ უჩხუბია ჩემ გამო , გაცილებით დიდ ბიჭებთან და მეც მას დიდ ძმად აღვიქვამდი. იქამდე გრდძლდებოდა ჩვენი ტკბილი ურთიერთობა, სანამ ბაკური, სვეცკ ბაკო-დ არ გადაიქცა, შავი რეიბანი არ მოირგო , წვიმის, თოვლის, დღის და ღამის მიუხედავად და სანამ ბაბულიკური „სასტავის“ გურუდ არ იქცა. მაინც განვაგრძობდი მასთან ურთიერთობას, კი ვეღადავებოდი ახლანდელ იმიჯზე და ისიც მოთმინებით მიტანდა, მაგრამ მაინც ვურთიერთობდით. იმ დღემდე სანამ ჩემთან არ მოვიდა და „ჩემიდედასვფიცავარ“, „შენიდედასვფიცავარ“ „ჩვენი დედას ვფიცავარ“-ის ძახილით სიყვარულში არ გამომიტყდა.. -ბაკუურ. ეხლა აქედან დამეკარგე, თორე „ჩემიდედასვფიცავარ“ თავზე გადაგალეწავ მაგ სათვალეს და ბაბულიკურ თავმოყვარეობას. შევუღრინე მე და მას შემდეგ ამ თემაზე სიტყვა აღარ დასცდენია, კი არადა საერთოდ, ჩემთან გამარჯობასღა ამბობდა, თუმცა საკმარისი იყო მათ 20 კაციან „ბირჟასთან“ ჩამევლო, „გუნდის“ ყველა წევრი ფეხზე ადგომით და თავის დაკვრით მესალმებოდა. -ვაი თქვენს პატრონს. ჩავილაპარაკებდი ხოლმე და ისე განვაგრძობდი გზას. ახლაც ჩემი დახმარება განიზრახა ჩემმა ძველმა მეგობარმა, მაგრამ მე ნერვებზე მოშლილს, უარესად არ მქონდა მისი მოსმენის თავი .. -ოჰ , ბაკურს გაუმარჯოს.. რა თქმა უნდა, ბაკური განსაკუთრებულად ხმამაღლა და ხაზგასმით ვთქვი, რომ გარშემომყოფფებს გაეგონათ. ჩაეცინათ კიდეც, მაგრამ ბაკურის გაბრაზებული სახის დანახვა და მათი გაჩუმება ერთი იყო. -გოგო, ხო გითხარი ხალხში ბაკურს ნუ მეძახითქო. -უი, მაპატიე ბაკურ, მაგრამ შენ მაინც ბაკურად დარჩები ჩემს მეხსიერებაში. ეხლა კი მაცადე რა შენი ჭირიმე, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.. ვუთხარი მშვიდად და ისევ ჭიშკარს ავხედე. -ჰოდა, მაგას გეუბნები, დაგეხმარებითქო.. -ვაააააააააახ..................... ვთქვი საკმაოდ ხმამაღლა და ავისმომასწავლებლად შევუბღვირე. -კაი, კაი ხოოო... მივდივარ!! ამოიკნავლა საწყლად და თავისი გვარდიისკენ გაეშურა. -არა, ვინც შენ კაი ბიჭს გეძახის, ან ეშინია შენი........ ეეჰ... საით მიექანები უბედურო საქართველო.......... ჩავილაპარაკე და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი ჭიშკრისკენ. ყოველთვის თხას მეძახდნენ ჩემები, სულ სადღაც დავბობღავდი, ხან ხეეებზე , ხან ღობეებზე, მაგიტომაც მქონდა მუხლები ერთიანად გადატყავებული. არც ახლა გამჭირვებია ჭიშკარზე გადაძრომა, მაგრამ, ბაშვობაში მოტეხილი ფეხის მერე დახტომაზე ვორჭოფობდი, ჭიშკარი საკმაოდ მაღალი იყო, კი ავძვერი, მაგრამ იქიდან ვეღარ ჩამოვცოცდებოდი, უნდა ჩამოვმხტარიყავი, უკანასკნელი ძალაც მოვიკრიბე და ჩამოვხტი კიდეც. დახტომა და ჩემი განწირული ბღავილი ერთი იყო.. თაბაშირის დადება დამჭირდა, საბედნიეროდ, მოტეხილობა სერიოზული არ იყო და ექიმმა ორ კვირაში მოგხსნით თაბაშირსო. მანამდე კი ორი ყავარჯენი მომაწოდა და სახლში მშვიდობით დაბრუნება მისურვა... რა თქმა უნდა მე ეს ჩემს ძმაზე შურის საძიებლად გამოვიყენე. სახლში სულ ხელში აყვანილს მატარებდა, მაგრამ მოვიდა სამსახუში წასვლის დღეც და მანდ შემიქანდა გული. როგორ უნდა ვიაროთქო. საბედნიეროდ, ჩემ ახალ მეგობრებს , ჩემს ყავარჯნებს, რომლებსაც ხვიჩა და გოჩა შევარქვი, მალე დავუძმაკაცდი და აღარც გადაადგილება მიჭირდა, კურდღელივით ვსკუპაობდი და მეც გულიანად ვიცინოდი, როცა გარშემომყოფები მეღადავებოდნენ. ამ ხუმრობა-ხუმრობაში ერთი კვირაც გავიდა... 66-33-XX-ზე მხოლოდ ღამით, ძილისწინღა ვფიქრობდი და ისიც დამშვიდებული პულსაციით.. -მალე ალბათ ესაც გადამივლისთქო.. ვფიქრობდი ჩემთვის. -სად ხააარ???? ჩამკივლა ყურში ელამ... -რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ?? ახლა ყური გამიხადე საოპერაციო.. წავიჯუჯღუნე მე. -ლუიკოა მყავს ცუდად, ექიმთან მიმყავს და გამომყევი რა.. ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა ელამ. -დამშვიდდი ერთ წამს, რა დაემართა მითხარი. ვცადე მისი დამშვიდება. -გოგო მუცელი სტკივა და სულ ტირის. -კაი და რა არის მაგაში სანერვიულო, მივიყვანთ ექიმთან და გამოსწორდება ყველაფერი. 20 წუთში თქვენთან ვარ გაემზადეთ. სამსახურიდან რამენიმე საათით ადრე გავეთავისუფლე და როგორ სწრაფათაც შემეძლო, ისე სწრაფად გავედი გარეთ, რომ ტაქსი გამეჩერებინა, 20 წუთში მართლაც ლუიკოებთან ვიყავი და თვალებდაწითლებული ელას დანახვაზე თვალები დავაბრიალე.-დაწყნარდი გოგო, რა გატირებს უიმეე... ჩქარა წამო, ტაქსი გველოდება. და ელა, მოდი რა „კალიასკაც“ წავიღოთ, კარგი ამინდია და ექიმისგან რომ გამოვალთ ლუიკო გავასეირნოთ ცოტა, ამასაც მოუხდება სუფთა ჰაერი და მეც, თორემ ამ ფეხის გადამკიდე ერთი კვირაა გარეთ არ გავსულვარ. საახლი-სამსახური, სახლი- სამსაახური სულ.. ავბუზღუნდი მე. -უი, კარგი აზრია, თქვა ელამ და ტაქსში ჩამჯდარი უკანვე გადავიდა, ლუიკო მე დამიტოვა და თვითონ კალიასის მოსანად წავიდა. საბედნიეროდ ლუის არაფერი სერიოზული არ სჭირდა, წამალი დაალევინა ექიმმა და მალევე მოვიდა ხასიათზე. მანაც მოგვიწონა ბავშვის გასეირნების აზრი და ჩვენც ფეხით გავუყევით საკმაოდ მოკლე გზას უახლოეს პარკამდე. -ვაიმეე... ლილე, რაღაც საბუთების შევსება მთხოვა ექიმმაა და სულ დამავიწყდა, თქვენ აქ დარჩით და უცებ მოვალ რა მეც. მიაყარა ელამ და ისე , რომ პასუხს არ დალოდებია, პოლიკლინიკისკენ მიმავალ გზას დაადგა. -გადამრევს ეს გოგო რაა... ჩავიბურტყუნე და კალიასკაში მშვიდად მძინარ ლუის დავხედე. შემდეგ ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და წასაკითხად მოვემზადე, როცა ჩემგან რამდენიმე მეტრში 4 ძალიან სიმპატიური ბიჭი შევნიშნე. ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ. არ ვიცი მომეჩვენა , თუ არა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ორმა შემომხედა კიდეც. ოჰ. რა არის ეს ქალური სიკეკლუცე. ჩემდაუნებურად თმა ყურზე გადავიწიე, იქვე მიყრილი ხვიჩა და გოჩა გავასწორე და წიგნი ისევ ახლიდან ავიღე ხელში, როცა ჩემს წინ დადგნენ. მე ვითომც არაფერი, წიგნს ჩავხედე და „კითხვა „ განვაგრძე.. -ნახე ბიჭო, რა საყვარელია. მიმართა ერთ-ერთმა მაღალმა ბიჭმა დანარჩენებს და ლუიკოსთან უფრო ახლოს მივიდა. -ჰოო მართლა ძალიან საყვარელია, ჩაილაპარაკეს დანარჩენებმაც ერთის გამოკლებით. -რა ხნისაა?? მკითხა ისევ იმ მაღალმმა. -ხუთი თვის, 6 -ის ხდება, ვუთხარი მე და ჩამეღიმა. -შენი შვილია? კითხვა განაგრძო მაღალმა. მაგრამ სანამ პასუხს გავცემდი, ყველაზე უჟმურმა იმ ბიჭებს შორის ამოიღო ხმა და გავშეშდი, ისეთი ბუბუნა ხმა ქონდა, ისეთი... როგორც....- არაა, ლილე, სულ გადაირიე. გგავიფიქრე ჩემთვის.. -წამოდი ბიჭო დროზე რაა და მოეშვი სხვისი ბავშვების მოფერებას. თქვა უჟმურმა და ჩემთვის არც გამოუხედავს. -ფუუ, დარტყმული.. გავიფიქრე და ამრეზით შევათვალიერე.. საშუალოზე მაღალი, განიერი ბეჭებით. და დაკუნთული მკლავებით. მუხლამდე შორტი და „ჯორდანის“ სტილის ბოტასი ეცვა, სხვებსაც რომ დავაკვირდი , ანალოგიურად ეცვათ. -ალბათ , კალათბურთის სათამაშოდ არიან.. გავიფიქრე მე. შემდეგ ისევ იმ დარტყმულზე გადავიტანე ყურადღება, მუქი ხორბლისფერი კანი და გახუნებული წაბლისფერი, ნუ მუქი ქერაც შეიძლება ითქვას თმა ჰქონდა, თხელი წვერში კი არანორმალურად ლამაზად მოჩანდა მისი ტუჩები და ულამაზესი კბილები, -ღმერთო რა სიმპატიური ღიმილი ექნება , გავიფიქრე ჩემთვის და როცა მის შავ თვალებს წავაწყდი, ისეთ შავს, რომელშიც გუგა არ ჩანს. მომცელა, გაღიზიანებული მომშტერებოდა. -ჰა , მორჩი ჩემს თვალიერებას? ეხლა შეიძლება წავიდეთ??? მომახალა და წასასვლელად შებრუნდა. მე კი ყველაზე არაორდინალური რამ ვუთხარი, რაც შეიძლებოდა, იმ წამს მეთქვა. -შენი ნომერი მითხარი რა... ამოვიხავლე უკანასაკნელი ძალით და გაშტერებული მივაჩერდი უცნობ დარტყმულს. -შენ არ ხარ ნორმალური?? სინაგლეც ამას ქვია.. არა კიდე სხვა სიტყვაც შემიძლია გითხრა , მაგრამ თავს ვიკავებ. არანორმალური ხარ!!! გირჩევნია ჩვენთან პრანჭვის და უცხო ბიჭებისთვის ნომრის მათხოვრობის მაგივრად , ეგ წიგნი ამოატრიალო და ისე წაიკითხო, ან შვილს მიხედო.. მიაყარა სულმოუთქმელად და დაჟინებით შემომხედა... მე კი ამ დროს??? ჩემი საღი აზრი სადღაც გაქრა და კიდევ მორიგი სისულელე დავახეთქე. -ჩემი შვილი არაა ეს.. ჩავიბურდღუნე უყურადღებოდ. -მაშინ შვილიშვილი.. მომაძახა დარტყმულმა და დანარჩენ მოცინარ ბიჭებთან ერთად სტადიონისკენ განაგრძო გზა. თითქოს გამოვფხიზლდი და გონება გამინათდა. ჩემს თავზე გავმწარდდი და ვიგრძენი როგორ გავწითლდი..-- ფუუ,, დარტყმული, სიარული რომ შემეძლოს თავ-პირს დავუნაყავდი.. ვიმუქრებოდი და ხმამაღლა კი მხოლოდ ეს მივაძახე.. -ეეე.. დარტყმულო.. შენი საქმე არაა რაა, მე ვის გავეპრანჭები და ნომერს ვის გამოვართმევ! დარტყმული ხარ!!! -ხო , ხოო აბა რა.. წიგნი ამოაბრუნე შენ... მომაძახა ისე, რომ უკან არ შემობრუნებულა და დაკუნთული მარჯვენა აწია დამშვიდობების ნიშნად.. -აუუ დარტყმულიი.. ჩავიბურდღუნე ჩემთვის და მერეღა დავაკვირდი წიგნს, რომელიც მართლა თავდაყირა მეჭირა. -რა სირცხვილიააა.... ამოვიკვნესე საცოდავად და დამალვის მიზნით თავზე კაპიუშონი წამოვიმხე. დაახლოებით 1 საათი გავიდა. მაგრამ ელა არსად არ ჩანდა. ჯდომით დავიღალე და ფეხზე წამოვდექი. წეღანდელი ინციდენტი თითქოს საერთოდ გადამავიწყდა. ცალი ყავარჯენი ავიღე, მეორე კი სკამზე დავტოვე ჩანთასთან და რაღაც ნივთებთან ერთად და კუს ნაბიჯებით გავუყევი ბილიკს სტადიონის მხარეს, თან ლუიკოს მივასრიალებდი კალიასკით, რადგანაც ქვაფენილი სწორი იყო, სულ არ გამჭირვებია. რამდენიმე ნაბიჯიღა მაკლდა სტადიონამდე , რომ საშინელი ყვირილის და ჩხუბის ხმა მომესმა. ბავშვობიდან ანდამატივით ვიზიდავდი შარს, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ მშიშარა არ ვიყავი და გამუდმებით ვიღაცის დაცვას ვცდილობდი. ბეტმენი ვიყავი შავი მოსასხამის გარეშე და ახლაც, ვერ შევიკავე თავი და ჩხუბის ხმას მივყევი, ზოგადად ასეთ დროს გოგონეები და საერთოდ ჭკვიანი ადამიანები, გარბიან, რომ აუტკივარი თავი არ აიტკივონ, მე რას ვაკეთებ ამ დროს??? ჩხუბის ხმას მივყვები. ზუსტად ვიცოდი, რომ კიდევ ერთ შარში ვყოფდი თავს, მაგრამ როცა დაახლოებით 15 ბიჭის გარემოცვაში დავინახე ერთი ზურგით მდგარი , რომელსაც აგინებდნენ და ის კი ძალიან მშვიდად უხსნიდა , რომ ახლა ბავშვების თამაშის ჯერი იყო სტადიონზე, და არ უნდა ეჩხუბათ პატარებთან, რომლებიც მათზე როგორც მინიმუმ, 10-15 წლით უმცროსები იქნებოდნენ. საერთოდ გადამეკეტა, რას ქვია პატარებს თამაშს არ აცლიანო . კიდევ რამდენიმე წამი ვიდექი , რომ სიტუაციაში უკეთ გავრკვეულიყავი, მაგრამ როგორც კი დავინახე, რომ იმ თხუთმეტიდან რამდენიმე უკვე საცემრად იწევდა, მარტო მდგარი ბიჭისკენ კოჭლობით როგორც შემეძლო ისე სწრაფად მივვარდი მათთან და ხმამაღლა ვიყვირე. -საყვარელოო.... სად ხარ აქამდეე?! გვერდში ამოვუდექი უცნობს და მხოლოდ მას შემდეგ შევხედე, რაც დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ხელში უცნობი დარტყმული შემხვდა, რომლის განადგურების გეგმასაც რამდენიმე წუთის წინ ვისახავდი გონებაში. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ შე არანორმალურო. ჩამჩურჩულა და ბავშვს გადახედა. -ნუ მეტლიკიკინები დარტყმულო რა და ამყევი ლაპარაკში. -რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ?? იღრიალა ბიჭებიდან ერთ-ერთმა. -რა გაღრიალებს ადამიანო, ნორმალური ხარ?? ვერ ხედავ , ბავშვს ძინავს. ვანიშნე ბავშვზე. უცნობი თითქოს დაიბნა, მაგრამ დამიჯერა და უკან დაიხია. -უკაცრავად. ჩაიბურტყუნა ხმადაბლა. -ეგ არაფერი. მაგრამ ნუღარ დაიყვირებთ, ბავშვს შემიშინებთ რა... ვთქვი და ისევ დარტყმულს გავხედე, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. -სად წახვედი?? ჰაა?? სულ გაუბერე?? დაგვყარე მე და ბავშვი უპატრონოდ, ვერ ხედავ მაინც ფეხი რა დღეში მაქვს?? დარტყმული ხარ!! დღესვე შევიტან სასამართლოში განცხადებას განქორწინების თაობაზე, მე იმ კაცთან ვერ ვიცხოვრებ, რომელიც ცოლ-შვილს არ უფრთხილდება. ამოვისლუკუნე ბოლო სიტყვები და ბავშვს გადავხედე. დარტყმული კი დუმდა. მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ იცოდა, ხმის ამოღების შემთხვევაში აუცილებლად გაეცინებოდა. -იცით რა, ჩვენ ვსაუბრობდით და მაგიტომ შეყოვნდა, მომიახლოვდა წეღანდელი უცნობი, რომელიც აშკარად ააღელვა ჩვენმა „ოჯახურმა“ კონფლიქტმა. -ააბა რა საჭიროა, გაშორება, ვერ ხედავათ როგორი ანგელოზი გყავთ.. იმას მაინც მოუფრთხილდით, თქვა თბილად უცნობმა და ლუიკოს დახედა.. მე კი დარტყმულს შევხედე . ფერი აღარ ედო უკვე. -მაშინ, ამიხსენით აქ რა ხდება და ვიფიქრებ გავშორდე თუ არა. წავაყენე პირობა და ყავარჯეს უფრო მეტაად დავეყრდენი. -რა მოხდა და, ჩვენ გვინდოდა კალათბურთი გვეთამაშა. მაგრამ ბავშვები მოვიდნენ და გვითხრეს ჩვენი რიგიაო, ჰოდა არ გვინდოდა მათთვის დათმობა , საღამოს აღარ გვცალია და თქვენი მეუღლე იმ ბავშვებს გამოესარჩლა და მაგაზე ვკამათობდით. -ანუ ჩემს ქმარს ჩაგრავთ ხო?? მიუხედავარ იმისა , რომ მართალია?? ჩემი საამაყო ქმარი, ჩემი სიცოცხლე და დარჩენილი ცხოვრების სიყვარული...... და თქვენ კაცები გქვიათ საერთოდ? 15 კაცი ერთზე მოდიხართ?? არაკაცებო... ისტერიკის მომდევნო სცენა დავდგი ექსპრომტად. მაგრამ უცნობ დარტყმულს უკვე აღარ ვუყურებდი, იმიტომ რომ მეც გამიჭირდა სიცილისგან თავის შეკავება. -ბოდიშს გიხდით, გენაცვალე, მართლა ცუდად მოვიქეცით. ჩვენ წავალთ ახლა და თქვენ იმედია გადაიფიქრებთ, განქორწინებას. ჩაილაპარაკა უცნობმა, შემდეგ კი დარტყმულთან მივიდა , მხარზე ხელი დაკრა და თითქმის ჩურჩულით უთხრა-კაი ნერვი გქონია ძმაოო.. და დანარჩენებთან ერთად წავიდა.... როგორც კი მოგშორდნენ სიცილისგან ჩავიკეცე, იქამდე ვიცინე სანამ თავბრუსხვევა და გულისრევა არ ვიგრძენი. მეგონა დარტყმულიც ასეთ დღეში იყო მაგრამ შევცდი, იდგა გულზე ხელებგადაჯვარედინებული და მიყურებდა როდის დავწყნარდებოდი. -შენ მართლა არ ხარ ხო ნორმალური?? რა ცირკი გამართე აქ?? ამე რომ დაგმართნოდა, შენ ან ბავშვს, მერე სად მიდიოდი, აშკარაა რომ წიგნებს უკუღმა კითხულობ, მეტს რას უნდა მოელოდე შენი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანისგან.. მომაყარა და სიტყვის უთქმელად შებრუნდა წასასვლელედ. -ეს მართლა ვერაა... გავმწარდი მე.-ეეე.... დარტყმულო, იქნებ შემობრუნდე და მადლობა თქვა, რომ გადაგარცინე, ღირსი იყავი მაგრად ეცემე იმ ბიჭებს, მეტიჩარა ვარ , არ უნდა გადამერჩინე.. ,მართლა დარტყმუული ხარ, ვყვიროდი მე, მაგრამ როცა უცნობმა ნელი ნაბიჯებით სიარული განაგრძო და ჩემკენ აღარ შემობრუნდა. სიმწრისგან ჩემი ახლად დაძმაკაცებული ყავარჯენი ხვიჩა ვესროლე პირდაპირ ფეხებში. შედეგმაც არ დააყოვნა, ყავარჯენი ფეხებში აეხლართა და ამხელა კაცი ძირს პატარა ბავშვივით გაიშხლართა. ღმერთია მოწმე, მთელი ძალით ვცდილობდი არ გამეცინა, მაგრამ ოდნავ შემეპარა ღიმილი და ამას უკვე არაადამიანური სიცილი მოყვა, ისეთ ემოციებში ვიყავი რომ მოტეხილ ფეხს გამწარებული ვურტყამდი ქვაფენილს და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ტკივილს. სიცილი ვერც მისმა გამწარებულმა გამომეტყველებამ შემაცვლევინა, უცნობი უცებ წამოხტა ფეხზე. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ფეხ ქვეშ მიწა გამომეცალა და უცნობის ხელში ავღმოჩნდი. მან ჭადრის ფეხისწვერებზე აიწია და ჭადრის ხის ყველაზე დაბალ, მაგრამ მსხვილ ტოტზე შემომსვა, ტოტი მართლაც ძალიან დაბალი იყო, მაგრამ იქიდან ჩემი მოტეხილი ფეხით დამოუკიდებლად ვერ ჩამოვიდოდი. უნდა ჩამოვმხტარიყაავი, რასაც მარრთლა ვერ შევძლებდი. -ეეე.... დარტყმულო, ჩამომსვი აქედან.. შენ ხო არ გადაირიე.. ვუყვირე ჯერ ისევ სიცილით და იმ იმედით რომ ჩამომსვამდა, ოდნაავ წინ გადავიხარე, მაგრამ მეტი საქმე არ ჰქონდა.. ლუიკოს კალიასკა მომიტანა ხის ძირში. -აბა კარგად, იმედია ჭკუას ისწავლი არა ნორმალურო... მოომაძახა და კმაყოოფილი საახით დაადგა ისევ ძველ გზას.. -ეე... დარტყმულოო... დაფშტვენილო... აუუ ჩამომსვი აქედან... ვერ ხედავ ბავშვიანი ვარ... ეეე ჩამომსვიიი.... განანებ იცოდე... ვუყვიროდი, მე ბოლო ხმაზე მაგრამ ის ნაბიჯს არ უნელებდა, ბოლოს კი საერთოდ გაუჩინარდა ხეებს მიღმა. გარშემომყოფები ღიმილმორეული სახეებით მიყურებდნენ, მე კი ჯიუტად არ ვთხოვდი დახმარებას არც ერთს და -რა კარგი ჰაერიათქო გავიძახოდი. ასე ვიჯექი დაახლოებით 10 წუთი სანამ ელა არ მმოვიდა. -სად ხართ გოგო, იმ ადგილას რომ აღარ დამხვდით და ნივთები იქ ეწყო გული გამისკდა.. მიაყაარა ელამ და მხოლოდ მაშინ მომაქცია ყურადღება, როცა ჩემს გადაღლილ სახეს წააწყდა, მად რას აკეთებ?? მკითხა გაოცებულმა. -ჭოკით ხტომაში ვვარჯიშობ. ვერ ხედავ რას ვაკეთებ? ვზივარ. ჩამომსვი ეხლა დროზე აქედან. ამოვიბურდღუნე და დაახლოებით 15 წუთი კიდევ ხეზე მომიწია ჯდომა სანამ ელა საბოლოოდ არ დამშვიდდენოდა და სიცილს არ შეწყვეტდა... -იოცნებე შემთხვევით არ გადამეყარო სადმე, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ... დავიმუქრე ჩუმად და ხელები მოვიფშვნიტე სიმწრით............... 4 ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე... ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გვპირდება... არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს.... კიდევ რამდენი მსგავსი გამონათქვამია ცხოვრებაზე არავინ იცის. და ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა რა უნდა ვიღონოთ ამ მოულოდნელობების წინააღმდეგ, ჩვენ ხომ ერთი უბრალო მომენტისთვისაც კი მთელი წელი, (ან მეტით, ან ნაკლებით) ვემზადებით. ვგეგმავთ, ვითვალისწინებთ სავარაუდო შედეგებს, მაგრამ ბრააახ.... ღადაობის ხასიათზე მოდის ე.წ. ცხოვრება და მწარედაც გამოსდის, აი ისე, სიმწრის ცრემლებს რომ ვერ შეიკავებ. რა უნდა ვქნათ?? რა და უბრალოდ უნდა გავუძლოთ, როგორც ცუნამს ვერ შევაჩერებთ და უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ არ შეგვიწიროს, შემდგომ კი სახლის ნანგრევებიდან თავი გამოვყოთ, ტრ...ი ავწიოთ და ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი. ასევეა ცხოვრება, როგორი მწარე სიურპრიზიც არ უნდა მოგვიწყოს და როგორც არ უნდა დაგვაკარგინოს სიცოცხლის ხალისი, მაინც არ უნდა დავნებდეთ. რაც არ უნდა იყოს, ცხოვრებახომ გრძელდება... ყოველთვის შავი იუმორით ხომ არაა შეპყრობილი, ხანდახან სასიამოვნო კი არა, სასიხარულო მოულოდნელობებსაც გვიწყობს.. როცა რაღაც ძალიან მსტრესავს და ხელის ჩაქნევა მინდა ყველაფერზე, დედა მამშვიდებს და მეუბნება : - შეიძლება ბედნიერება სამუდამო არაა, მაგრამ არც უბედურებაა უსასრულოდ ხანგრძლივი, ყველა დაღმართს თავისი აღმართი მოყვებაო... ჰოდა მეც მიბრუნდება ცხოვრების ხალისი და ვაგრძელებ სიცოცხლეს, დედის მიერ გაჩენილი პატარა იმედის სხივი , მალე დიდ ვარსკვლავად იქცევა ხოლმე და მაშინ ვაცნობიერებ, რას ნიშნავს -ცხოვრება მშვენიერია.... (ნეტავ ახლა რას მიმზადებს??? რითი უნდა გამაოცოს ??... არ ვიცი... არ ვიცი...._). -აი რა უნდა გელაპარაკოთ საერთოდ.. სად ჯანდაბაში გაქრით ტოო.. გრგვინავდა გამწარებული ვაჩე და საწოლზე გვერდიგვერდ მჯდომ ძმაკაცებს ისე მისჩერებოდა, როგორც მასწავლებელი, „შატალოზე“ წასასვლელად გამოჭერილ ბავშვებს. -რა გაღრიალებს შე ჩე...სა , შენ არ თქვი , ბავშვებს ვეთამაშები ცოტას და მეც წამოვალო? თავი იმართლა ლექსომ და საწოლზე გადაწვა. -ფუ შე გამოქლ..ო, მე რომ გითხრა კლდიდან ვხტებითქო, წარმატებებს მისურვებ?? -არა ღადაობ? იქამდე ანდერძს დაგაწერინებ, რომ მანქანას და სახლს მე მიტოვებ. თითქმის დაიჩურჩულა იქამდე ჩუმად მყოფმა ოთომ, გარშემომყოფებs გადახედა და მათ თავშეკავებულ ღიმილს წააწყდა, ვაჩესაც ახედა , თითქოს ნებართვას იღებსო. მაგრამ დიდხანს მოცდა არ დასჭირდა. მუჯირმა იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, თითქმის მიძინებული ანდრია შეშინებული ფეხზე წამოვარდა და ოთახში წინდაუკან სირბილი დაიწყო... მისი შემხედვარე ბიჭები უარესად გახალისდნენ და იქამდე იცინეს სანამ ლექსო მთლიანად არ გალურჯდა... -აუ ... კარგით, გვეყოფა.. მუცელზე ხელს ისვამდა ოთო და ჯერ ისევ გაურკვევლობაში მყოფ, მაგრამ მაინც მოცინარ ანდრიას უყურებდა. -ბიჭო, ისე იმათ როგორ გამოუძვერი ჰა?? ბაზარი არაა ძლიერი ხხარ, არაფერს ვამბობ, მარა ღადაობ ტო, ნიკას სასტავს ხო არ ეხუმრები, ეგრევე უნდა წამოსულიყავი, არ იცი რა საქონლები არიან?? იმათ სულ ფეხებზე ეკ...თ შენ მარტო იყავი , თუ 80 კაცთან ერთად. თქვა ლექსომ და ჯერ ისევ აცრემლიანებული თვალებით ვაჩეს ახედა. -იმ არანორმალურმა გადამარჩინა. ჩაილაპარაკა ძალიან ხმადაბლა და სავარძელში გადაწვა. -ვინ არანორმალურმა კაცო?? კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ანდრიამ ძმაკაცს. -იმან რაა, თამაშამდე რომ შეგვხვდა ფეხ და ტვინნაღრძობმა.. ჩაიბურტყუნა ისევ მუჯირმა -მოიცა, იმ ბავშვიანმა?? გაუფართოვდა თვალები ოთოსაც. -ჰოო... მაგან .. -დაიცა და შენ არ ამბობდი, ვერ ვიტან ეგეთ გოგოებსო?? ჩაეკითხა ლექსო ღიმილით. -მერე ვინ თქვა შე ჩ--ა რომ ახლა მომწონს?? მოვარდა არანორმალურივით და ცირკი მოაწყო იქ, მაგრამ ვაღიარებ, ის რომ არა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი იმ დედა მ....ს. -და რა ცირკი დადგა ესეთი?? დაკითხვას განაგრძობდა ლექსო და ბიჭებიც სმენად იყვნენ ქცეულები. მუჯირმა დაწვრილებით უამბო ძმაკაცებს მომხდარი, თუმცა ოთოს არანორმალური ხარხარი ხელს უშლიდა თხრობის გაგრძელებაში. -აუუ, ეგ რა კარგი ვინმე ყოფილა რაა... შენ სულ გამოშტერდი ხო იცი! რას ქვია ბიჭო ვერ იტან ეგეთ გოგოებს. ნეტა მე დამხმარებოდა ეგრე, აღარც გავუშვებდი არსად, დავავლებდი ხელს და ტყუილს სიმართლედ ვუქცევდი. სიცილს არ წყვეტდა ოთო. -არა, ისე მაგარი უმადური კი ხარ. ხეზე როგორ შემოსვი ტო, მადლობას თუ არ უხდიდი, იქ მაინც როგორ დატოვე მარტო. დაუნდობელი ხარ შენ ვაჩე მუჯირო. უსაყვედურა ანდრიამ და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა სიგარეტმომარჯვებული. -ხეზე რატომ შემოვსვი?? მადლობა თქვას, რომ შემოვსვი და არ ჩამოვკიდე ზედ. იმისი გაფართოებული თვალები რომ გენახა, შენც იგივეს გააკეთებდი, რა საყვარელი იყო იცი?! -რა იყოო??? სამივემ ერთხმად იყვირა და ვაჩეს მიაშტერდნენ, რომელიც დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლებულიყო . -ანუ ისაა... ის ვიგულისხმე რომ,.... ისაა... -ნუ ბლუყუნებ ერთი, რა იგგულისხმე რა?? დასერიოზულდა ლექსო. -არაფერი, არანორმალურია და ეგონა ვერავინ ვერ მოსვამდა თავის ადგილზე , მაგრამ მოვსვი და ისეთი გაგიჟეებული თვალებით მიყურებდა , ისეთი მწვანე , კი არადა ჭაობისფერი თვალებით მიყურებდა, მინდოდა უარესი დამემართა რამე და ამიტომ წამოვედი მალევე. -აუ.. სადისტია ეს ტო.. რა გინდა იმ ბავშვისგან , სულ გამოშტერდი?? -რა რა მინდოდა, მეღადავები?? ისე დავეცი ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. აბურდღუნდა მუჯირი. -ვააახ... როგორ მევასება ეგ ბავშვი რომ იცოდეთ რაა.. თავად ვაჩე მუჯირიც კი დასცა ძირს. საკითხავია, ვინ ვინ მოსვა თავის ადგილზე ვაჩე , საკითხავი... ირონიულად ჩაილაპარაკა ოთომ და მუჯირს გადახედა. -ხოო... მართლა ბავშვია.. ბავშვი... ჩაილაპარა თავისთვის ვაჩემ , ხმამაღლა კი სხვა რამე თქვა. -ბიჭო, რა ნაცნობი ხმა ქონდა იცი??? თითქოს, თითქოს ის იყო.. ხმა ხომ ქონდა მაშინ ბავშვური და გარეგნობითაც გავდა, პატარა და მოცუცქნულია, კაპიუშონი ქონდა თვალებზე ჩამოფხატული და სასაცილოდ აცეცებდა იქიდან თავის ჭაობისფერ თვალებს. ის ყავარჯენი კი ... არა სად იღრძო ნეტა ფეხი ჰაა?? მაგრამ მარტო ფეხი რომ ეღრძო და ტვინი არა, კარგი იქნებოდა.. ისე ნეტა რამდენი წლისაა?? ვითომ 20-ის იქნება.. აი სულ ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა „ის“ ყოფილიყო და ეს არანორმალური რომ ვნახე დღეს ........ ნეტა ის ხომ არ იყო საერთოდ??? -რა არანორმალურიააა......... რას მეძახის იცით??? დარტყმულს. აბა ვგავარ მე დარტყმულს?? თვითონაა დარტყმული თუ კაია... ხმამაღლა ფიქრს განაგრძობდა ვაჩე, ძმაკაცები კი თვალებდაფართოებულები მიშტერებოდნენ. -ეეე... ვერაა შენი საქმე კარგად ვაჩე.. რაღაც მაშინებ.. თქვა ანდრიამ და თავი დანანებით გადააქნია. და „ვაფშე“ ვისზე ბაზრობ ეე.. ვინ „ის“? იკითხა დაეჭვებით. -ოო .. დიდი ამბავია ანდრი, დიდი. ასე ერთ საათში ვერ მოგიყვები, წამო , შენ რომ იცი ისეთი პელმენი მომიხარშე, მანამდე მუცლის კუნთებიც დაისვენებს და მოგიყვები, თორემ აქაც დიდი ენერგია დაგვჭირდება სიცილისთვის და... გადახვია ლექსომ ხელი ანდრიას და სამზარეულოსკენ წაათრია. -ვაჩე, რა ხდება? თავზე დაადგა ოთო სავარძელში გადაწოლილ მუჯირს. -რა უნდა ხდებოდეს?! მხრები აიჩეჩა ვაჩემ. -რავიცი... რავიცი... შენგან მინდოდა მაგის მოსმენა, მაგრამ კარგი. წამო , არ გშია?? -ჰოო... გადი და გამოვალ.. ოთო, ისე ბედის გჯერა?? შეაჩერა კარისკენ წასული ოთო მეგობაარმა. -რაა?? რაზე ამბობ? ან საიდან მოიტანე საერთოდ?? გაოგნდა ოთო. -რავი ისე.. - არ ვიცი, არ დავფიქრებულვარ. შენ გჯერა? -მგონი, რომ მჯერა. ჩაილაპარაკა თავისთვის მუჯირმა. მიდი, მიდი გადი შენ და მოვდივარ მეც. ოთომ კიდევ ერთხელ გახედა გაკვირვებულმა მეგობარს, შემდეგ კი სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ვაჩე კიდევ რამდენიმე წუთი იჯდა სავარძელში, მერე უცებ ჩაეღიმა, თავი გადააქნია და ძმაკაცებისკენ გაეშურა. არასდროს არ უფიქრია გოგოზე -საყვარელიაო. ის რამდენიმე კატეგორიად ყოფდა ქალებს. -საზიზღრები, უფრო საზიზღრები , აუტალად საზიზღრები, დედა და და. ზოგის ხასიათი არ მოსწონდა, ზოგის ქცევა, ზოგის ის ყალბი ღიმილი აღიზიანებდა, მისი დანახვისას რომ იკრავდნენ ხოლმე. საკმაოდ წარმატებული და შემდგარი პიროვნება იყო, ოღონდ არა მამის ფულით, არა. თავისი შრომით. წარსულში წარმატებული მოცურავე და ახლა უკვე წარმატებული პრ მენეჯერი ხშირად აწყდებოდა ხოლმე ქალების სახეზე ყალბ, გამომწვევ ღიმილს. ალბათ ეს იყო მიზეზი , რომ 28 წლამდე სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია არავისთან. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, როცა სამსახურიდან ახალ მოსული და ჩაძინებული გააღვიძა ვიღაც გოგოს ტიტინა ხმამ, თავიდან აფორიაქდა, აღარ აპირებდა დარეკვას... მაგრამ ვერ მოითმინა და პირველადაც დაუთბა ხმა -ღმერთო რა საყვარელია... გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ მალევე უკუაგდო თავისი ფიქრები და ტელეფონიც გათიშა. ახლა კიდევ დღევანდელი ამბები, როცა ის არანორმალური დაინახა ხეზე შემომჯდარი, მოტეხილი ფეხით, თავზე ჩამოფხატული კაპიუშონით და გამწარებული მწვანე, უფროსწორად ჭაობისფერი თვალებით, მეორედ მაშინ გაიფიქრა- ღმერთო , რა საყვარელიაო... თუმცა ამჯერადაც უკუაგდო თავისი ფიქრი და სწრაფად დატოვა პარკი. ორი კვირა სწრაფად გავიდა. საბოლოოდ აღარც ჩემს „66-33-XX”-ზე ვფიქრობდი და აღარც იმ დარტყმულზე, რომლის მოსაკლავადაც, როგორც მინიმუმ 10 გემგა მქონდა შემუშავებული. ორი კვირის შემდეგ თაბაშირი მართლა მომხსნეს, თავიდან გამიჭირდა ფეხის თავისუფლად ხმარება, სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ თუ ნაბიჯს მყარად დავადგამდი, ისევ რამეს ვიტკენდი, მაგრამ მალევე შევეჩვიე. მიდიოდა ცხოვრება ჩვეულებრივ რუტინულად... მოსაწყენად და მომაბეზრებლად ერთნაირადაც კი... -აუუ ადექი დროზე რა დავგვიანდით... შემომივარდა ოთახში დუდა. -დუდააა... გაქრი ახლავე ჩემი ოთახიდან, თორე სიცოცხლის ხალისს გაგიქრობ იცოდე. დავიღრინე ჯერ ისევ ნამძინარევი ხმით. -გოგო შენ ხო კარგად ხარ?! ჩემი პირველი თამაშია გუნდში და არ უნდა მნახო?? დუდღუნს აგრძელებდა ჩემი ძმა. -ოოოო.. დავაი რა.. ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა უკვე და ბალიში დავიდე თავზეე. ნერვები მეშლებოდა რომ არ ჩუმდებოდა. -კაი რა.. ხო იცი რომ გული არ მოგითმენს და მაინც წამოხვალ. ჩაიცინა დუდამ კმაყოფილმა. -ხოდა თუ იცი რაღას მეტლიკინები , აცხა აქედან. -მიაუუ.... დღეს შენთვის ფისოც ვიქნები თუ გინდა... წაიკრუტუნა ჩემმა ძმამ და სახეზე მომეფერა. -დედააააააააააა.................. დეეეეეეეეეეე............. ვიკივლე ბოლო ხმაზე. -რა დაგემართა ლილეე?? რა მოხდა?? დაფეთებული შემოვარდა დედა ოთახში. -დეე.. დუდა გაგიჟდაა..... ვთქვი შეშინებული და ტირილნარევი ხმით. -ფუ რა არანორმალური ხარ.... ქაჯო. ბალიში დამაფარა დუდამ თავზე და იდაყვით ზედ დამაწვა , როცა ჩემი ფხუკუნი გაიგო. -ლილე, დედი, ცოტა როდის უნდა დასერიოზულდე დე ჰაა?? პატარა გოგო ხომ აღარ ხარ? მამაშენიც ნერვიულობს უკვე შვილო, ან როგორ გავამტყუნო კაცი. მთელი შვებულება იჯექი და “ჰარი პოტერს“ და „ბეჭდების მბრძანებელს“ უყურებდი. ერთ დღეს მოვიდა, იფიქრა ერთობაო, მეორე დღეს ცოტა კი შეშფოთდა, მაგრამ ალბათ ჩაითრია ფილმის ყურებამო... მესამე დღეს, ხმა აღარ ამოიღო.. მეოთხე დღეს, მე მითხრა რა სჭირსო..-მეხუთე დღეს შენი ასაკი გადაამოწმა.. -მეექვსე დღეს შეეცოდე.. მეშვიდე დღეს გაიცინა და მერვე დღეს რომ გაიგო ბოლო ნაწილი იყო , სიხარულით დათვრა... არ შეიძლება დედი ეგრე.. არ ჩერდებოდა დედაჩემი და საცოდავი სახით აგრძელებდა საუბარს. ან შეყვარებული გაიჩინე დედა შემოგევლოს, ან ... ან........... ან შეყვარებული გაიჩინე... მე და ჩემი ძმა გაოგნებულები ვუყურებდით სრულიად სერიოზულ დედას, რომელმაც ის ის იყო დაასრულა თავის გულისტკივილზე საუბარი. მეც მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ისეთივე დასევდიანებული სახით მივუახლოვდი, როგორიც თვითონ ჰქონდა . -ეს რა გადაგიტანიათ თქვე საწ....ბოოოოო..... როგორ გაგაწამათ თქვენმა უტვინო შვილმააა.... მოგიკვდეს დედა უბედური შვილიი..მაპატიე დედიიიიი..... ვჩხაოდი ჭირისუფალივით და დედას მარჯვენა ხელს ვარტყამდი ზურგზე, მაგრამ როგორც კი დუდას გალურჯებულ და აცრემლიანებულ თვალებს წავაწყდი, მეც იქვე ჩავიკეცე. -საძაგლებო, იდიოტებო.. თქვენ ხო ადამიანები არ ხართ. აბუზღუნდა ქალბატონი ნინო და ოთახიდან გავარდა. მე და დადუ კი 10 წუთი მაინც ვიჭაჭებოდით სიცილით. -მიდი მიდი დროზე ჩაიცვი რა. მომაძახა დუდამ და ოთახიდან გავარდა. ორ საათში უკვე „სპორტის სასახლეში“ ვიყავი და თვალებს ვაცეცებდი, რომ რამდენიმე კალათბურთელს შორის , რომლიც სტადიონზე მოთელვებს აკეთებდა, ჩემი ძმა ამომეცნო, მაგრამ ვერსად მივაგენი. -გასახდელშია ალბათ ისევ. გავიფიქრე მე, მყუდროდ მოვთავსდი სკამზე და კეპი უკან შევატრიალე. დუდას ყველაზე მეტად ასეთი სტილი უყვარდა და მთხოვა, რომ დღესაც თავისუფლ სტილზე შემეჩერებინა არჩევანი, ნუ 90 პროცენტი მაინც კეტებით დავდივარ, მარამ იცის ჩემი არაორდინალური ხასიათი და წინასწარ გამაფრხილა , მაინც, თავი დაიზღვია. მეც ხათრი არ გავუტეხე, მისი დებიუტი იყო ბოლოს და ბოლოს დიდ სპორტში და არჩევაანი მუქიფერის ჯინსზე, თეთრ “all star”-ზე თავისუფალ მაისურზე და ჩემი ძმის ჟაკეტზე შევაჩერე, რომელიც საბოლოოდ წელზე შემოვიკარი. მთავარი ატრიბუტი კი კეპი იყო, რომელიც რატომღაც ძირითადად უკუღმა მეფარა. საათს დავხედე . 30 წუთი კიდევ იყო თამაშის დაწყებამდე დარჩენილი და მეც კოკა-კოლის საყიდლად გავედი. უკან რომ დავბრუნდი, დარბაზი თითქმის შევსებული დამხვდა, რამდენიმე სკამიღა იქნებოდა თავისუფალი. მე სწრაფად გავეშურე ჩემი რიგისკენ, მაგრამ ჩემი სკამის გვერდით ახლად მოკალათებულ ბიჭს საკმაოდ გრძელი ფეხები ქონდა და ვერაფრით ვერ მოვახერხებდი გადასვლას. -უკაცრავად, იქნებ გადამატაროთ. ვუთხარი ხმამაღლა , რომ დარბაზის ხმაურში როგორმე გაეგონა. ჩემდაგასაკვირად, უცნობი მალე წამოდგა.-ალბათ გაიგო რაც ვუთხარი. გავიფიქრე მე და კოლის საკმაოდ დიდი ყლუპი გადავუშვი პირში. ის იყო უნდა გადამეყლაპა, რომ უცნობს შევხედე და დარტყმული შემრჩა ხელთ. გაოცებისგან ჰაერი აღარ მეყო და ჩემი ძვირფასი კოკა-კოლა, კუჭში გადაშვების ნაცვლად, გარეთ გადმოვუშვი მთელი ენერგიით და დარტყმულს გადავასხი თავზე. -შენ?? შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ვკითხე დაბნეულმა. დარტყმული კი იდგა ისევ თვალებდახუჭული და თმებიდან კოლის მოყავისფრო წვეთები სდიოდა. -ვაიმე, ბოდიში. ვუთხარი ოდნავ შეცბუნებულმა და ერთჯერადი ხელსახოცის მთელი შეკვრა გავუწოდე. მან ცალი თვალი ოდნავ გაახილა, მერე მეორეც მიაყოლა და წარბები შეჭმუხნა. ახლა კი სრულად აღვიქვი ის, რაც ჩემ წინ ხდებოდა, უფროსწორად ჩემ გამო ხდებოდა, ბოლოსდაბოლოს ყველა გოგო ხომ არ აფურთხებს საძულველ ბიჭს კოკაკოლის საკმაოდ დიდ ჭავლს. მივხვდი, რომ სიცილს ვერ შევიკავებდი, როგორც არ უნდა მდომოდა და რაც უფრო მეტად ვფიქრობდი, რომ არ გამეცინა, მით უფრო ვერ ვიკავებდი თავს და საბოლოოდ ჩემი სიცილის დაუოკებელმა წყურვილმა მაინც გადმოლახა ჯებირები და შიგ ჩამძირა... არ ვიცი რამდენი ხანი ვხარხარებდი, ვერც თვალებს ვახელდი, ვეღარც სხეულს ვგრძნობდი, გარშემომყოფებიც კი დამავიწყდნენ, რომლებიც გაოცებულები შემოგვყურებდნენ ორივეს. სულს ვეღარ ვითქვამდი... როცა მის გაქვავებულ და გაწუწულ სახეს ახლიდან მოვკრავდი თვალს, სიცილის ახალი ტალღაც შემითრევდა ხოლმე... -დიდხანს უნდა გელოდო, სანამ დაწყნარდები?? მკითხა ბოლოს საკმაოდ წყნარად, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული ხმით. -მართლაა... ბოდიში რა, არ მინდოდა. უბრალოდ, არ მოველოდი და... სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე, ისევ ახლიდან წამსკდა სიცილი. -მართლა არანორმალური ხარ. კიდევ კარგი ყავას და ჩაის არ სვამდი და იმით არ დამთუთქე. ამის წარმოდგენაზე, სულ მთლად გადავირიე. მართლა ვეღარ ვსუნთქავდი. თვითონაც ჩაეღიმა, ოდნავ... სულ ოდნავ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახის გამშრალება დაიწყო. -ვინმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? მკითხა ოდანავ ღიმილიანი და ძალიან თბილი , ბუბუნა ხმით...ერთი წამით გავიფიქრე , რომ , ის.... ისსს........... და კიდევ ერთი ყლუპი კოლა ამჯერად სასულეში გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა, მთელი დარბაზი დააყრუა, რომ არა უცნობის ძლიერი დარტყმა, ალბათ დავიხრჩობოდი კიდეც. -ჩამემტვრა ნეკნები ცხოველოო... ამოვიხავლე საცოდავად და გამწარებული თვალებით შევხედე დარტყმულს. -მოდი და ეცი ამისთანას პატივი. არანორმალურო, ქაჯო... გადმომხედა მანაც არანაკლებ გაბრაზებულმა. -შენ რაღაც ძაან შემაჩვიე ენა და ცოტა დაუფიქრდი რა შენს სიტყვებს.. ვთქვი უკვე მოთმინებიდან გამოსულმა. -გოგო შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები?? შე ლაწირაკო, ჯერ ზრდილობა იქონიე , ოჯახში არგასწავლეს როგორ უნდა ილაპარაკო?? თუ გინდა მაინცდამაინც მე დავურეკო დედაშენს, რომ ზრდილობის ელემეტარული წესები აგიხს..... სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, მარჯვენა მთელი ძალით მოვიქნიე და სახეში გავარტყი. -კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემს ოჯახზე სიტყვას დაძრავ და ყველაფერ წმინდას გეფიცები, თუ ჩემი ხელით არ გცემო. გამოვცარი კბილებში და სკამზე დავეხეთქე მოწყვეტით. კიდევ კარგა ხანს იდგა ფეხზე, მაგრამ სასტვენის ხმამ, რომელიც თამაშის დაწყებას იუწყებოდა გონზე მოიყვანა და ჩემ გვერდით დაჯდა. მე თამაშის ყურების ყველაანაირი ხალისი გამიქრა, ის კი მთელი პირველი მეოთხედის განმვლობაში თავჩაქინდრული იჯდა. ერთ წამს მზერა მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ ქონდა ხელები დაჭიმული. სპორტული შავი მაისური, იდაყვებამდე ქონდა აკეცილი , იქიდან კი ურცხვად იწონებდნენ თავს მისი ხორბლისფერი, ნავარჯიშები მკლავები, რომლებზეც ძარღვები ამოყროდა. პირველი მეოთხედი ისე დამთავრდა, სიტყვა არ დაგვიძრავს არც ერთს. ამასობაში კი გავაცნობიერე, რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშის მოხდა დავაპირე. -მისმინე. შევბრუნდი მისკენ, მაგრამ როცა ისიც ჩემკენ მობრუნებული დავინახე, წამით გავჩუმდი და თვალებში ჩავაშტერდი. -ეე.. არანორმალურო, ზედმეტი მომივიდა, არასწორად მოვიქეცი, რომ შენს ოჯახზე ვთქვი რაღაც სისულელე. ბოდიში. ჩაიბურდღუნა ისე სწრაფად, რომ მხოლოდ წინადადების შინაარსი მივხვდი. -მეც მაპატიე. არ ჩამოვრჩი სისწრაფეში. -აღარ გვინდა რა მაგაზე ლაპარაკი. -ჰო, მართალი ხარ. ვინმე კონკრეტილის საგულშემატკივროდ ხარ მოსული, თუ ისე, უბრალოდ? თემა შეცვალა დარტყმულმა. -ჩემი ძმა თამაშობს. დღეს დებიუტი აქვს, ჩავილაპარაკე ამაყად და ჩემი ძმისკენ მივუთითე. -აი ისაა, 21 ნომრით. -აა.. გასაგებია.. მე ვიფიქრე... ჩაიბურდღუნა მან.. -რა იფიქრე? ვკითხე ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მომიშორებია. -არაა არაფერი. -შენც ვიმმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? ვკითხე მცირე დუმილის შემდეგ. -არაა.. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს და ახალ სახეებზე დაკვირვებაც სიამოვნებას მანიჭებს, თან დღეს ჩემპიონატი დაიწყო და ასეთ რამეს არასდროს ვაკლდები ხოლმე.. -გასაგებია. ჩავილაპარაკე მე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. -იწყება.. იწყებაა. -ჰოო, წინა მეოთხედს არ დავკვირვებივარ და მოდი აბა ეხლა ვნახოთ, რას იზამს შენი ძმა. -პირი ღია არ დაგრჩეს ოღონდ. ჩავილაპარაკე ისევ ამაყად და თვალი ჩავუკარი ნიშნისმოგებით. მეორე მეოთხედიც დაიწყო, თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიდიოდა, როგორც მოველოდი, ჩემმა ძმამ თავი გამოიჩინა, მალევე მოიპოვა 8 ქულა (სამქულიანებს თითქმის ყოველთვის აგდებს) და 2 მოხსნაც გააკეთა. დარტყმულის სახეს გავხედე წამით, დაძაბული უყურებდა თამაშს და შიგადაშიგ ეღიმებოდა კიდეც. ამასობაში მესამე მეოთხედიც დაიწყო, ჩემი ძმის გუნდი კი აშკარა უპირატესობით უგებდა მოწინააღმდეგეს. როგორც მოყვარულმა , მეც კი შევამჩნიე, რომ დუდა მოწინააღდეგეთა გუნდისთვის საკმაოდ საშიში და არასასურველი მოთამაშე იყო. არც შევმცდარვარ. მესამე მეოთხედის ბოლოს, მეტოქე გუნდის გამთამაშებელმა, რომელიც დუდაზე 1 თავით მაღალი მაინც იყო, „შემთხვევით“ იდაყვი ჩაარტყა მუცელში და ჩემი ძმაც მოწყვეტით დაეცა ძირს. მსაჯმა თამაში გააჩერა, მაგრამ დუდამ მალევე წამოხტა ფეხზე და მსაჯიც ორი საჯარიმო ბურთით და გამთამაშებლის „FALL“-ით შემოიფარგლა. -კრეტინიიი... რა „fall” გააგდეთ სტადიონიდან,.... იდიოტი, ნადირი... ვყვიროდი ბოლო ხმაზე. -ეე ,.. არანორმალურო, დაჯექი, არ მგონია, შენს ძმას მოეწონოს შენი ქცევა. ხდება ხოლმე თამაშებზე მსგავსი შემთხვევები. ნუ ჩაპანიკდი. ჩემი დამშვიდება სცადა დარტყმულმა და მკლავზე დამქაჩა, რომ დავმჯდარიყავი. რამაც უფრო გამახელა. -გამიშვი!!! მოვკლავ გეუბნები! თავ-ყბას გავუერთიანებ. არ ვწყნარდებოდი მე. -გოგო , შენ სულ მუშტებზე როგორ იყურები. ბრუსლი ხარ?! -არა, ჩაკ ნორისი. ჩავილაპარაკე მე და ჩემს სიტყვებზე თვითონვე გამეღიმა. -ოჰ.. მე მაპატიე.. ჩაილაპარაკა მან ირონიულად. -თუ გაპატიო!!!! ორივეს გაგვეცინა. -არანორმალურო! -დარტყმულო! არ ჩამოვრჩი არც მე. -ქაჯო! -ნადირო! -ხულიგანო! -ვირო! -ყალთაბანდო! -დაფშტვენილო! -საყვარელო! -მმმ.... ისაა........ისს.... დარტყმულო!!! დამანებე რა თავი რა საერთოდ. მივაყარე და სკამზე დავენარცხე, თუმცა დარტყმულის კმაყოფილი მზერა არ გამოპარვია. საბოლოოდ ანგარიში მაინც ჩემი ძმის გუნდის გამარჯვებით დასრულდა და ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დუდა დასახელდა. ოო .. როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი იმ წამს. მეგონა გული გამისკდებოდა სიხარულით. -მართლა რა მაგარი ძმა გყოლია ეე... ჩაილაპარაკა დარტყმულმა ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მოუშორებია. -ხომ გეუბნებოდი. ჩავილაპარაკე კმაყოფილმა. -ფუ შენი..... -რა იყო. რა მოხდა?? ვკითხე უცნობს, რომელიც ჯიბეებში იქექებოდა. -აუუ.. ტელეფონი დამეკარგა. მაპოვნინე რაა.. -მე რა გაპოვნინო, ჭიამაია ვარ ჩემიდედასვფიცავარ?? წამოვიძახე „ძველბიჭური“ კილოთი მე და წარბები სასაცილოდ ავათამაშე. -ღმერთო რა შევცოდე რა?!! ხელები მაღლა ასწია და ისე იკითხა, თითქოს, პასუხს გასცემდა ვინმე. -კარგი ხოო, ნუ მაიმუნობ. მითხარი შენი ნომერი , გადმოგირეკავ და გავიგებთ ხმას. -გოგო შენ სულ ნომერს როგორ მეჩალიჩები ჰა?? ჩაიცინა დარტყმულმა და თვალი ჩამიკრა. -ეე დარტყმულო! თუ არ გინდა არავინ გაძალებს. გავიბუტე მე და უცნობს შევუბღვირე. -კარგი ხოო ნუ იბუტები. ვიპოვნე უკვე. მითხრა და ტელეფონი ხელში შეათამაშა. -სად იყო?? გაკვირვებულმა ვიკითხე მე. -ძირს დამვარდნია. ისე ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ ჩემი ნომერი გაიგო, მესამედაც თუ მკითხავ გიპასუხებ. მითხრა და გამომცდელად შემომხედა. -კი... როგორ არა , იოცნებე.. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ დუდას ხმამ გამაწყვეტინა. -ლილეე... ჩამო ქვემოთ რაა და აქედან ერთად წავიდეთ ყველა. -კაიი მოვდივარ.. ჩავძახე მე და ისევ უცნობისკენ მივბრუნდი. -ესეიგი ლილე გქვია ხო?? -ხო, რა იყო? -არა, არაფერი, -კაი წავედი მე დარტყმულო. -კარგად ლილე... პირველად მომმართა ასე და რატომღაც მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა. -აბა კარგად. იმედია, მეტჯერ აღარ შევხვდებით ერთმანეთს. გავიკრიჭე მე. -ჰო, არც მე ვიწვი შენთან შეხვედრის სურვილით. მაგრამ არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს. მიდი ეხლა გაიქეცი, წავიდა შენი ძმა უკვე. -უიი უიი... კარგად დარტყმულო... მივაძახე და თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები.. -კარგად ლილე. კარგად.... ხმა დამაწია მან, მაგრამ უკან აღარ შევბრუნებულვარ... თითქმის ერთი თვე თვე გავიდა ამ დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ძმის თამაშებზე ვეღარ ვახერხებდი წასვლას, ჩემი კონფერენციის დღე ახლოვდებოდა და ძილისთვისაც კი აღარ მრჩებოდა დრო. ამას კონფერენციის შემდგომი წვეულებაც ემატებოდა, რომელიც მთლიანად დასაგეგმი იყო და ჯერ არაფერი არ მქონდა გაკეთებული. -როდის რა უნდა მოვასწრო? ამოვიხვნეშე და თავი საბუთებით გადატელილ მაგიდაზე დავდე. -ლილეე.. შემოვარდა ჩვენი მენეჯერი თამთა. -ჰოო თამთ, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? -გოგო, კარგი ამბავი მაქვს. საქმე შეგიმსუბუქდება ახლა ცოტა. გამიღიმა მან. -რატო? რა მოხდა? -წვეულების მოსაწყობად დირექტორმა ერთ-ერთი წარმატებული ფირმის პრ მენეჯერი მოიწვია. არ უნდა, რომ წვეულება,მხოლოდ ახლობლების წრეში ჩატარდეს. „მინდა უფრო ფართოდ გავშალოთ ფრთები, რომ საზოგადოებამ გაგვიცნოსო“, ამიტომ დაიქირავა პრ მენეჯერი, რომ წვეულების მოწყობაში დაგეხმაროს და უფრო ფართოდ გაგაშლევინოს ფრთები. ბოლო წინადდადებაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა. -ხოდა , ძალიან კარგი. მაინც ვნერვიულობდი,პირველი წვეულებაა ჩემთვის და არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა ორგანიზება. -მიდი მოემზადე შენ და 10 წუთში გავდივართ, გველოდება ის ბიჭი უკვე დარბაზში. -კარგი ახლავე. ვთქვი მე და საპირფარეშოში გავედი. დაახლოებით ნახევარ საათში „რედისონის“ დიდ დარბაზში ვიდექი და ველოდებოდი თამთას, რომელიც ჩვენი ახალი თანამშრომლის მოსაძებნად წავიდა. -ეეე... არანორმალურო.. მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და ნელა შევტრიალდი. არ შევმცდარვარ, ისევ დარტყმული იდგა ჩემ წინ და ოდნავ მიღიმოდა. -აქაც შენ რატომ ხარ, რატოოომმ??? ჩავიბურდღუნე ნირწამხდარმა და ტუჩემი გავბუსხე. -მზე ვარ! -რა ხარ? -მზე! -ვერ ხარ? -არაა!!! მზე ვარ , მზეე!!! „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ, რომ მზე ვარ, მზეე ვაარ“!!! წაიმღერა დარტყმულმა და გაიკრიჭა. -შენ მზის დაბნელება უფრო ხარ, მე თუ მკითხავ. ვუთხარი შეცბუნებული სახით და ამასობაში თამთაც მოვიდა. -ბატონო ვაჩე, თქვენ გეძებდით. -ვაჩე?? ხომ არ მომესმა. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ეს სახელი, იმდენად მომწონდა რომ მისი გაგონებაც კი ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ ოდესმე ბიჭი მეყოლებოდა, ვაჩე დამერქმია მისთვის. როცა გავიგებდი, რომ ბიჭს ვაჩე ერქვა, უკვე სიმპატიით ვეწყობოდი მის მიართ და შეიძლება ითქვას, იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ საბოლოოდ სიმპატია, მოწონებაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე... ოხ... ცხოვრებაავ!!! შენ რა ხარრ!!! მეღადავები ისევ ხო?? ვფიქრობდი ჩემთვის... მაგრამ ისევ თამთას ხმამ გამომაფხიზლა. -ლილე, გაიცანი ვაჩე მუჯირი! ჩვენი პრ მენეჯერი. ბატონო ვაჩე, ეს ლილე ახვლედიანია, ბავშვთა ფსიქოლოგი. სწორედ ის მართავს კონფერენციას მომდევნო კვირაში. -გასაგებია.. ჩაიღიმა ვაჩემ, ისევ ისე, უცნაურად, ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე და მე კიდევ ერთხელ გავიფიქრე რომ......... -სასიამოვნოა ლილე.. ამჯერად ფიქრი ვაჩეს ხმამ გამაწყვეტინა და ჩემი ხელი თავის დიდ, ლამაზ და დაძარღვულ ხელში მოიქცია. რამდენიმე წუთში სულ გადამავიწყდა , რომ ვაჩე ის დარტყმული იყო, თითქოს სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა კონტაქტი. ძალიან სერიოზული, დაკვირვებული და რაც მთავარია , თავისი საქმის პროფესიონალი გამოდგა, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა... ისე დაგვათენდა მუშაობაში და გეგმების დაწყობაში ვერც გავიგთეთ. -კარგი ლილე, დღეისთვის საკმარისია, ხვალ შევხვდეთ ისევ აქ, დაახლოებით 4 საათზე და ხვალ განვაგრძოთ. მითხრა ჩემთვის ისევ ისეთი უცხო ტონით ვაჩემ. -კარგი, ასე ვქნათ. ვუპასუხე მისავათებულმა და ორივე კარისკენ გავეშურეთ. კარის ზღურბლს გადაბიჯება და ვაჩეს -დარტყმულად ქცევა ერთი იყო. -აბა კარგად არანორმალურო.. მომაძახა და მანქანისკენ წავიდა. -მოიცა, შენ რა , სახლამდე მიყვანასაც არ შემომთავაზებ? დილის ხუთი საათია სხვა თუ არაფერი! გავღიზიანდი მე. -ზოგადად, ეგეთ რამეებს გოგოები ფიქრობენ, მაგრამ არ ამბობენ და მერე იბუტებიან. შემომხედა გაკვირვებულმა ვაჩემ. -ხო,შეიძლება მართალიც ხარ.პირველ რიგში, გოგოები შეიძლება ასეც იქცევიან. მაგრამ მე არა! და მერე მეორე, გოგოები ეგრე მხოლოდ იმ ბიჭებთან იქცევიან, რომელსაც ეპრანჭებიან და მოსწონთ, მე კიდევ არც გეპრანჭები და არც მომწონხარ, იმ მარტივი მიზეზით, რომ უბრალოდ კაცად არ აღგიქვამ!!! მივაყარე და გამარჯვებული სახით გავხედე. მაგრამ გამარჯვება სახეზე მიმეყინა. -ხოდა, მეც რომ არ აღგიქვამ გოგოდ, იმიტომ არ შემოგთავაზებ სახლში გაყვანას. ბიჭები იმ შემთხვევაში სთავაზობენ გოგონებს, სახლში გაგიყვანთო , როცა გოგოს უფრთხილდებიაან, სუსტები არიანო და უნდათ საფრთხისგან დაიცვან. მე კი დარწმუნებული ვარ, შენ ისეთი მაგარი ხარ, შენითაც მიაგნებ სახლის გზას... ასე , რომ მე ჩემს გზაზე წავალ, შენ შენი გზით იარე... დაამთავრა სიტყვით გამოსვლა და მანქანის კარიც მიხურა. -დარტყმულო, ნადირო..თუ შეგარჩენ მაგ სიტყვებს მაგასაც ნახავ.. ბოლო სიტყვაზე ხმა ამიკანკალდა და შემობრუნება მოვასწარი, რომ ცრემლებიც წამომივიდა... ფეხით გავუყევი გზას, იმ იმედით, რომ ტაქსი გამოივლიდა, მაგრამ რატომღაც არსსად არ ჩანდა.. მანქანები ჩემს დანახვაზე სიგნალებს ტეხდნენ.. მე კი ცრემლებს ვერ ვიჩერებდი.. -მართლა არ გაპატიებ ამას შე დარტყმულო, მართლლაა.. მოვთქვამდი უკვე ხმამაღლა და ცრემლებს მუშტებით ვიწმენდდი... ალბათ 20 წუთი ვიარე ფეხით, მაგრამ ტაქსი არა და არ გამოჩნდა. სამაგიეროდ იყო ბევრი მანქანა, ბევრი სიგნალი, სანამ საბოლოოდ ერთმა მანქანამ არ გააჩერა ჩემს ფეხებთან. -გოგონა, რატომ ტირი? პრობლემები ხომ არ გაქვს? მკითხა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც აშკარად ნასვამი იყო. -არა .. არაა.. ვუთხარი მე და გვერდის ავლა დავაპირე , მაგარამ მკლავში წამწვდა.. -მოიცა, სად მიდიხარ, წამო ცოტა გავისეირნოთ არ გინდა?? მკითხა და მკავზე ხელი უფრო მეტად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. ის იყო უნდა მეყვირა, რომ უცნობი ჩემს ფეხებთან გაიშხლართა. მე გაკვირვებულმა შევხედე ჯერ ძირს გართხმულ ბიჭს, რომელიც წამოდგომას ვეღარ ახერხებდა და მერე ვაჩეს.. რომელსაც სიმწრისგან სახე მობრეცოდა.. უცნობი წამოდგა ფეხზე და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მუჯირმა მეორეჯერ ისეთი ძალით მოუქნია მარჯვენა მუშტი ყბაში, რომ უცნობი უსულოდ დაეხეთქა ძირს. ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. ადგილზე ვიყავი მიყინული, არ ვიცოდი რა მექნა, ცრემლები კი გაუჩერებლად აგრძელებდნენ გზას ჩემს სახეზე. მოულოდნელად ვაჩემ მკლავში წამავლო ხელი და მანქანისკენ წამიყვანა. მეც პატარა ბავშვივით მივდევდი მის დიდ ნაბიჯებს. კარი გამოაღო და მანქანაში ჩამსვა. ისევ ვერ ვიღებდი ხმას. წამებში მოუარა მანქანას და საჭესთან დაჯდა, მერე ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი შემიკრა. მანქანა კი დიდი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს... ცრემლებს მაინც ვერ ვიჩერებდი. საქარე მინაზე მქონდა თავი მიდებული და ხმას არ ვიღებდი, უცებ მომხდარი გამახსენდა და გამაჟრჟოლა რაც ვაჩეს არ გამოპარვია. -ამის დედა შევ---ი... გამოსცრა კბილებში და საჭეს ისეთი ძალით მოუჭირა ხელი, რომ თითები სულ გაულურჯდა. უცებ მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა, უკანა სკამიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო და მომაფარა. ჩემი სახე კი თავის დიდ და თბილ ხელებში მოიქცია .- ლილეე... ლილე, მაპატიე გეხვეწები... არც კი ვიცი როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. მაპატიე გთხოვ.. ხმა აუკანკალდა მუჯირს და ცერა თითით ცრემლი მომწმინდა. - ხომ მაპატიებ?? უარესად აუკანკალდა ხმა მას. მე საერთოდ არ ვთვლიდი მას დამნაშავედ, ვიცოდი, რომ მეთვითონ გამოვიწვიე და იმასაც ვგრძნობდი, როგორ ცუდად იყო ახლა ის.. ჩემზე ცუდადაც კი... -საბოდიშო არაფერი გაქვს ვაჩე.. ვუთხარი წყნარად და ოდნავ გავუღიმე.. -როგორ არა, მაქვს ლილე.. მაქვს... ჩაიჩურჩულა ჩახრინწული ხმით და ნერწყვი გადაყლაპა. -მე მართლა არ მწყინს, დედას გეფიცები. გინდა მივბრუნდეთ და იმ ბიჭს მეც ვცემ?? მუშტი მოვიღერე უცებ და ჩემი ცუდი ხასიათი გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში მივმალე, რომ ცოტა ვაჩე გამემხნევებინა. არც შევმცდარვარ.. გაეღიმა... ისეც ისე უცნაურად... ისევ ტუჩის კუთხე ჩაეკეცა მხოლოდ.. -ოოხხ ... შე არანორმალურო შენ.... რამის თავი მაინც გქონდეს. მითხრა ღიმილით და ჯერ ისევ მოღერებულ მუშტზე მაკოცა.. -რაა?? მართლა ძლიერი ვარ. მაართლაა!!!! ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.. -კი კიი ხაარ... მითხრა ღიმილით დარტყმულმა და მანქანა დაძრა, მაგრამ ვერ გავიგე სახლში როდის მივედით. გზაში ჩამძინებია.............. დილის 06:45 საათზე . ვაჩე მესიჯის ხმამ გააღვიძა. -სასწრაფოდ გაიღვიძე!!! იჯდა ელა და უდარდელი სახით გაჰყურებდა ტელეფონს, რომელიც უდარდელად მიაგდო მაგიდაზე და ლუიკოს მიეფერა.... -ბიჭო სად ხარ ეე?? ჩასძახა ვაჩემ ლექსოს ტელეფონში და საჭეს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. -ნატასთან ვარ, რა იყო, ხომ მშვიდობა გაქვს?? -არა ტოო.. რა მშვიდობა. დაურეკე ბიჭებს და სადმე დავსხდეთ რა , დავლიოთ... ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა მუჯირმა. -კაი, ნახევარ საათში ჩვენს ბარში იყავი. არ მეტყვი რა მოხდა? დასერიოზულდა ლექსოც. -რომ გნახავთ მერე. პასუხის გაცემა აღარ აცადა , ისე გაუთიშა ტელეფონი. ნახევარ საათში მართლაც ბიჭებთან ერთად იჯდა პატარა მაგიდასთან და მესამე ჭიქა ვისკის სვამდა. -ეეე.. დიდხანს გელოდოთ??? დაფქვი დროზეე.. რა მოხდა? ვეღარ მოითმინა ანდრიამ და ყველას ნაცვლად მან წამოიწყო საუბარი. -არაკაცი ვარ ანდრი... კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა ვაჩემ. -იმდენად გავერთე ლილესთან თამაშით, რომ დღეს ფეხით გავუშვი სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა. არ შემეცოდა, მარტო გავუშვი. უბრალოდ ვხალისობდით, ჩუმად კი გავყევი უკან, მაგრამ რამდენიმე წამში ვიღაც ტიპი გაიჩითა, მანქანა გაუჩერა და ხელზე ექაჩებოდა. წარმოიდგინე რა საზიზღრობებს ელაპარაკებოდა, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, რომ დავინახე , როგორ ეხებოდა ლილეს.. ფუ... ვაჩემ მთელი ძალით დაახეთქა ხელგაუშვებლად ვისკის ჭიქა და მწვავე ტკივილმა თითქოს გონზე მოიყვანა. ხელზე დაიხედა.. სისხლის წვეთები შეუჩერებლად ეცემოდნენ მაგიდას და ჭიქის ნამსხვრევებთან იყრიდნენ თავს. -მოიცა კაცო, ლილესთან რა გინდოდა „ვაფშე“? ბოლოს კალათბურთზე არ შეხვდით ერთმანეთს? დაიბნა ოთო.. -არა, დღესაც შევხვდით... ვაჩემ დეტალურად უამბო ძმაკაცებს მომხდარის შესახებ და მიმტანს დაუძახა ჭიქის გამოსაცვლელად. -ღადაობ ტო.. მერე ამხელა კაცი რას აცანცარდი , სუ გამოშტერდი? რა მარტო გაშვება აგიტყდა! მაგარი საცემი ხარ!! არ წყნარდებოდა ანდრია. -ვიცი, ანდრი, ვიცი რომ საცემი ვარ! მაგრამ მეც არ ვიცი ეგრე რატომ ვიქცევი მაგ გოგოსთან. ყველა უჟმურს მეძახის , ან გაუცინარ ხელმწიფეს და რაღა მაგასთან გადავდივარ ჭკუიდან და ვცანცარებ ამხელა კაცი. -ახლა როგორაა ლილე.? საუბარში ჩაერთო ლექსო. - არ ვიცი, რა ტიპია იცი?? აქეთ ჩემ დამშვიდებას ცდილობდა და ცანცარებდა, მაგრამ ეგ მე რას მომაპარებს, მთელი ტანი უთრთოდა, რამე რომ დამართნოდა....... კაცობას ვფიცავარ თავს არ ვიცოცხლებდი. ამოიხავლა ვაჩემ ბოლო რამდენიმე სიტყვა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადასაყლაპად , კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა. -კაი, ატრ...ებ უკვე. რა უნდა დამართნოდა, მართლა მარტო ხომ არ გაუშვი, უკან მისდევდი. არაუშავს. ნუ ჩამოუშვი ცხვირი, გამოასწორებ, თან თანამშრომლები აღმოჩნდით, სულ ერთად მოგიწევთ ყოფნა და გამოისყიდი დანაშაულს. მხარზე ხელი დაკრა ოთომ და გულიანად გაუღიმა. -თან ეგაც რომ არა, ლილე სხვა ტიპია, იცის როგორ ნერვიულობ და გაბუტტვებს და ეგეთ ქალურ სცენებს არ გაჩითავს. -ხოდა ეგ მაგიჯებს ზუსტად, მერჩივნა ეყვირა, ველანძღე და მაგან აქეთ დამშავიდება დამიწყო.. ქაჯი, არანორმალური.. -ხოო... შენ არანორმალური ეძახე დაა........ სახლში მიიყვანე?? ჰკითხა ლექსომ გაფართოებული თვალებით. -არა ლექსო! ისევ ძირს ჩამოვსვი და ფეხით გავუშვი. აბა რა ვქენი, მისამართი მითხრა და მალევე ჩაეძინა. აღმოჩნდა, რომ კერძო სახლში ცხოვრობს და ადვილად მივაგენი. კარი დედამისმა გამიღო. გული გაუსკდა ჩემს ხელებში გადასვენებული , რომ დაინახა, ძლივს დავაწყნარე. ჩაილაპარაკა მუჯირმა.. --ბიჭოო.. ხო გეუბნები არანორმალურიათქო, ოთახში „სპაიდერმენის“ , „ჰარი პოტერის“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პლაკატები აქვს გაკრული. წამოიძახა და წამის წინ მოღრუბლული სახე გაუნათდა. -არა რაა... ხომ ვამბობ რო ყველაზე მაგარი გოგოათქო.. გაიცინა ოთომ და ვაჩეს თვალი ჩაუკრა, მაგრამ ამ უკანასკნელს არ დაუნახავს. ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა და იმას ჩაყურებდა სერიოზული სახით. -ვინაა ეე??? ჩაეძია ლექსო. -არ ვიცი, უცხო ნომერია. -და რას გწერს? დაკითხვას განაგრძობლდა ლექსო. -ორი სიტყვა წერია მხოლოდ. „სასწრაფოდ გაიღვიძე“. ვაჩე დაიძაბა და ტელეფონი ხელში შეათამაშა. -ნეტა ვინ უნდა იყოს ეე?? კითხვითსავსე მზერა მიაპყრო ანდრიამ მეგობრებს. -იქნებ ლილეა??? წამოაყენა ვარაუდი ოთომ. ამის გაგონებაზე ვაჩემ ტელეფონი მოიმარჯვა და მაშინვე იმ ნომერზე გადარეკა... -ალოო... მოესმა გოგოს ხმა ტელეფონში. -რომელი ხარ?? შენი მესიჯი მივიღე ახლა.. ვაჩემ მაშინვე იცნო, რომ ლილე არ იყო ყურმილს მიღმა. -მე ელა ვარ... ზედმეტი ახსნის გარეშე წარუდგინა თავი ელამ... -კარგი ელა, და რა გინდა ჩემგან?? -მმმ... რა მინდა?? მგონი შენ თვითონ მოგინდება ჩემთან ლაპარაკი , როცა გაიგებ ვინც ვარ.. -კარგი, გისმენ???დაინტრიგდა ვაჩეც... -რამდენიმე კვირის წინ. ჩემი დაქალი ჩემთან დარჩა, ჩვენ კარტი ვითამაშეთ და დავნაძლევდით, რომ უცნობ ნომერზე დავრეკავდით და ბიჭს ისტერიკის სცენას მოვუწყობდით... მე მაშინ შემთხვევით შენი ნომერი ავკრიფე და ჩემი დაქალი გელაპარაკა. ჩემგან განსხვავებით, ის ძალიან მორცხვია, ამიტომ ეხლაც რცხვენია , რაც მაშინ გააკეთა, მე კი უბრალოდ მინდოდა ამეხსნა, რომ მისი ბრალი არ იყო და შეგეძლო უბრალოდ, გეთქვა რომ არ ხარ გაბრაზებული, შენ კი უბრალოდ ტელეფონი გაუთიშე... -იცი რას გეტყვი ელა?? შენს დაქალს თუ ჩემთან რამე სათქმელი აქვს, თვითონ დამირეკოს, თუ არა და შენ მეორეჯერ ნუღარ შეწუხდები ჩვენი საქმეების მოგვარებით.. -კარგი, კარგი უკაცრავად თუ შეგაწუხეთ. ჩაილაპარაკა ელამ და ის იყო, ტელეფონი უნდა გაეთიშა. რომ ვაჩეს უნებურად წამოსცდა.. -ისე რა ქვია შენს დაქალს?? -ლილე.. ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა ელამ... -რაა??? მეღადავები?? -არა, რატომ უნდა გეღადავებოდე? დაიბნა ელა. -მისმინე, რა გვარია ლილე?? -ახვლედიანი, რა იყოო??? რატომ მისვამ ასეთ კითხვებს? დაიბნა ელა. -15 წუთში, რომ შენთან მოვიდე, შეძლებ, რომ მელაპარაკო?? კითხა უკვე გაოგნებულმა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა. -კიი... მაგრამ აღარ მეტყვი ბოლოსდაბოლოს რა მოხდა?? -რომ მოვალ მერე გეტყვი. შენ მისამართი მომწერე მესიჯად. ვაჩე პასუხს აღარ დალოდებია. ისე გათიშა ტელეფონი.-წავედით.... ერთი ეს მიაძახა ბიჭებს და თავპირის მტვრევით გავარდა გარეთ. ბიჭებმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ უცებ ისინიც წამოცვივდნენ და ძმაკაცს გაყვნენ... 15 წუთში ვაჩე მართლაც ელას სახლის წინ იდგა ბიჭებთან ერთად და ღიმილშეპარული სახით უსმენდა გოგონას.......... დრო უცებ გადიოდა, მე და ვაჩე დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. თითქოს დავახლოვდით კიდეც, მაგრამ არა.... უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს და უფრო მეტად დამცინოდა. ამით კი ისეთ სიამოვნებას იღებდა, როგორც პატარა ბავშვი ნაყინის ჭამის დროს... მომხდარი ამბავი საერთოდ გადამავიწყდა.. ისე ვიყავი საქმეზე გადართული , რომ ერთადერთი რაზეც იმ დღეებში ვფიქრობდი, ის იყო, სახლამდე მივაღწიო როგორმე, რომ დავიძინოთქო... ვაჩემ ლექსო და მისი შეყვარებული ნატაც გამაცნო... ლექსო მაშინვე გამახსენდა , პარკშივე დატოვა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება... თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო,თან მხიარული. სულ მიკვირდა, ვაჩესნაირი ძმაკაცი რატომ ჰყავდა და ამას რომ ვეკითხებოდი, სიცილით მპასუხობდა :-უკვე 25 წელია , ჩემს თავს მაგ კითხვას ვუსვამ და პასუხი არ მაქვსო... ნატაც შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა.. პირდაპირი და უშუალო. ისე კომფორტულად ვგრძნობდი მათთან თავს, რომ ხანდახან ვფიქრობდი, ასეთი მეგობრები თუ ჰყავს , თვითონაც არ იქნება ცუდითქო... ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე დამღლელი დღის შემდეგ კაფეში და რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. ვაჩე რა თქმა უნდა ამ დროს ჩემი ნერვების მოშლით იყო დაკავებული, მაგრამ ამასაც შევეჩვიე... ვერ წარმომედგინა, რომელიმე დღე მისი დაცინვის გარეშე. ერთ-ერთ ასეთ დღეს, როცა ჩვენი ოთხეული ისევ კაფეში იჯდა, ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა და გამომწვევი ხმით მიმართა ვაჩეს... -გამარჯობა, ვაჩე, არ მოგენატრე?? ყველამ გოგონას შევხედეთ. მე ფეხებიდან დავიწყე დათვალიერება, რომელიც ზომაზე გრძელი და ლამაზი იყო, ძალიან, ძალიან მოკლე კაბიდან კი უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა... ასეთი ფეხები მხოლოდ მოდელს თუ ექნება.. გავიფიქრე ჩემთვის. შემდგომ კი ზევით ავყევი... -არაა... აშკარად მოდელია.. როცა მის მკერდს და სახეს მოვკარი თვალი. ნამდვილი თოჯინა იყო.. ქერა , ჰაეროვანი, დატალღული თმით, დიდი წითელი გაბუშტული ტუჩებით, ცისფერი თვალებით და პაჭუა ცხვირით... ფერიაა... არა ფაიფურის თოჯინაა.. არა ფიფქია...ფიქრები ცვლიდნენ ჩემს გონებაში ერთმანეთს.. ისეთი თეთრი კანი ჰქონდა, წამით ისიც ვიფიქრე , გამჭვირვალე, ხომ არ არისთქო. -აქ რა გინდა?? ფიქრებიდან გამომარკვია ვაჩეს მკაცრმა ხმამ... -რას ქვია რა მინდა, მომენატრე და ჩამოვედი.... აი ხმა კი ზედმეტად გადაპრანჭული ჰქონდა. -ლექსოო .. ნატაა... თქვენ როგორ ხართ?? როგორც ვატყობ, ჯერ ისევ ვერ შეელიეთ ერთმანეთს. თქვა და თავისი სიტყვებით კმაყოფილმა გადაიკისკისა...-ეს მგონი ვერაა ცოტა.. გავიფიქრე ჩემთვის და ალმაცარად შევხედე, ნამდილ „ბარბს“. -შენ რა დაბღვერილი მიყურებ კუდრაჭა, რა იყო, არ მოგეწონე?? დამელაპარაკა ამჯერად მე... -კკკ....კუდ..კუდრაჭა...??????? სახე მომებრიცა სიმწრისგან და გაოცებისგან... -ლილე, გაიცანი ეს ანაა... თქვა ლექსომ და სანამ კიდე რამეს იტყოდა, ვაჩემ მკავში ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია.. -ისევ ისეთი საძაგელია... ამოიძახა ნატამ და ზიზღით სავსე მზერა გააყოლა „ბარბის“. -ვინაა?? ვიკითხე მე , ისე რომ მზერა არ მომიშორებია მათთვის. -ვაჩეს ყოფილი შეყვარებულია. ჩაიდუდღუნა ლექსომ.. როგორც ჩანს ისევ შერიგება უნდა და მოაკითხა... თითქოს ცივი წყალი გადამასხეს თავზე.. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა...ვერ წამომედგინა ვაჩესნაირი ბიჭი, ასეთ ტვინგამორეცხილთან... არ ვიცი...უამრავმა უსიამოვნო ფიქრმა და განცდამ გამირბინა წამის მეასედში... საბოლოოდ კი სევდა დარჩა ჩემთან... ცხვირი ამეწვა და თვალები ცრემლით ამევსო, ოღონდ რომ გეკითხა რატომო, ვერ გიპასუხებდით. წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და ოდნავ დამშვიდებულმა ჩავილაპარაკე. -გასაგებია... -დაახლოებით 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.. ისეთი საყვარელი და ბავშვური იყო ანა, რომ გავიცანით, ძალიან შეუყვარდა ვაჩეს და გვერდიდან არ შორდებოდა, მალე ანა სამოდელო სფეროში შევიდა, ალბათ, შეამჩნევდი, რომ ულამაზესია, ჰოდა ბევრმა თაყვანისმცემელმა ჭკუიდან გადაიყვანა... ვაჩეს უკვე კარგად იცნობ და იცი, ის კაცი არაა, ვინმე ეცილებოდეს სიყვარულს და ჩუმად იჯდეს და უყუროს.. არა, ცუდად არ გამიგო, განა მოდელობას უშლიდა. არა! უბრალოდ სთხოვდა , სხვა კაცებს ნუ ეკეკულუცებიო... მაგრამ ამან, რა არის იმაში ცუდი, თუ სხვა კაცებს ძვირფას საჩუქრებს ვართმევ, და ცოტას ვუღიმი, სიყვარულით მარტო შენ მიყვარხარო.. ამის გაგონებაზე, ვაჩე შემობრუნდა და ხმისამოუღებლად წამოვიდა მისგან. დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა მაგ ამბების მერე, ანა ისეთი წარმატებული მოდელი აღარაა და როგორც ჩანს მოენატრა ისევ, ვაჩე... ფუ მაგისი ბ..ი დედაც მ.....ნ... კბილებში გამოსცრა ლექსომ , მას შემდეგ რაც , მონოლოგი ჩაამთავრა.. ხმა აღარც ერთს ამოგვიღია. ვაჩე აღარ დაბრუნებულა კაფეში. სახლში ნატამ და ლექსომ გამიყვანეს. იმ დღიდან მოყოლებული, ვაჩეს მხოლოდ სამსახურში ვხედავდი, ისიც ანას თანხლებით. გვერდიდან არ შორდებოდა.. სულ კისერზე ყავდა ჩამოკიდებული. ჩემთან კი საერთოდ აღარ შეიცვალა. ან სამსახურზე მესაუბრებოდა, ან ხმას არ მცემდა. გამარჯობასაც კი აღარ მეუბნებოდა.. მეც რა თქმა უნდა შორს ვიჭერდი მისგან თავს... საბოლოოდ კი ისე მომემატა საქმე, გულითაც რომ მდომოდა, ვაჩეზე და ანაზე საფიქრელად დრო უბრალოდ აღარ მქონდა... -ლილე დღეს მე გაგიყვან სახლში.. მომიახლოვდა ჩემი თანამშრომელი რეზი, რომელიც ზომაზე მეტ ინტერეს და ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. -არ მომწონს , როცა ღამით მარტო ბრუნდები შინ. -არაა, გმადლობ რეზი, მაგრამ არ მინდა შეგაწუხო. მორიდებულად გავუღიმე და გვერდის ავლა ვცადე , მაგრამ მკავში წამავლო ხელი. -არ მაწუხებ. რომ ვწუხდებოდე, არც გეტყოდი. მითხრა და გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი რაღაცნაირი ყალბი მეჩვენა და დავიძაბე. -ლილეე... საჭორაო დრო არ გვაქვს მგონი. დროზე მიხედე საბუთებს, არ მგონია , რომ დღეს სახლში წასვლა მოვახერხოთ რომელიმემ. დაიღრიალა ვაჩემ და გვერდი აგვიარა ისე, რომ პასუხის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი... გასასვლელთან კი ანა მიეგება და ყელში კოცნით დააჯილდოვა... ისევ უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მაგრამ თვალი მოვაცილე და ისევ რეზის მივუბრუნდი. -რეზი, როგორც ჩანს დღეს სახლში მაინც ვერ დავბრუნდებით, ასე რომ შენ წადი, მე საქმეები მაქვს კიდევ და მადლობა შემოთავაზებისთვის. -კარგი ლილე, სხვა დროს იყოს.. გამიღიმა მან და ლოყაზე მაგრად მაკოცა.. მე კი ამასობაში ვაჩეს სახე არ გამომპარვია, რომელიც ზიზღით და ირონიით სავსე მზერით მომჩერებოდა და კისერზე ჩამოკიდებული ანას მოშორებას ცდილობდა... წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე, მამას ნათესავმა სვანეთში ცოლო მოიყვანა და მთელი ოჯახით დაგვპატიჟა, მაგრამ მე ვერაფრით ვახერხებდი წასვლას. გული საშინლად მწყდებოდა, ყველაზე მეტად მიყვარდა სვანეთი.. მაგრამ ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებდი ჩასვლას. ამიტომ მომდევნო დღეს თვალცრემლიანმა და მოწყენილმა გავაცილე ჩემი ოჯახი მესტიაში. მე კი მოწყენილი შევბრუნდი . იმის გაცნობიერებაც კი ვერ მოვასწარი, რომ მომდევნო ერთი კვირა მარტო მომიწევდა სახლში ყოფნა, რომ კარზე ზარის ხმა გავიგე. სულმოუთქმენლად მივვარდი ჭიშკარს და კართან მომღიმარი ლია რომ დავინახე, სიხარულით ცას ვეწიე. ლია დედაჩემის და იყო, რომელიც რამდენიმე კვირით იყო საქართველოში დასაასვენებლად ჩამოსული. ლია დეიდა საკმაოდ წარმატებული ფიგურაა, მოდის სფეროში და როგორც მოდის ღირსეულ წარმომადგენელს შეეფერაბა, ძირითადად პარიზსა და მილანში მოღვაწეობდა. ოჯახი არ ჰყავდა და ამიტომ, ჩემზე და დუდაზე გადმოჰქონდა მთელი თავისი სიყვარული. ყველაფერს მერჩივნა მასთან ერთად ყოფნა და საუბარი, მან კი ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. -Bonjour mon cher.. მითხრა ფრანგულად და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი გადამეხვია. -რა გაონებული მიყურებ, ნინომ მითხრა, რომ სვანეთში მივდივართ ერთი კვირით და იმ ქაჯს მარტო ვტოვებთ სახლშიო. ჰოდა მეც ვისარგებლე და გამოგიარე, სულ ხომ არ მოგვეცემა შანსი, რომ ერთად მარტოებმა გავატაროთ რამდენიმე დღე. -ლიაკოო.. როგორ მიყვარხარ.. რომ იცოდე... ვიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე დეიდაჩემს. -გიო, შეგიძლია დღეს წახვიდე და დაისვენო, თუ დამჭირდი დაგირეკავ, უთხრა ლიამ თავის მძღოლს და სახლში შემოვიდა. -მოდი აბა მომიყევი დეტალურად, რას შვები, სიყვარულობებში რა ხდება?? მკითხა და გამომცდელად ჩამიკრა თვალი. -ოო .. ლია დეიდა, კარგი რაა.. საჩემო მკითხე რამე. მაგალითად სამსახურში რა ხდება, ან მსგავსი... ამოვიდუდღუნე წარბებშეკრულმა. -ჰოო..ჰოო... უყურე შვილო შენც ჩემსავით მარტო სამსახურს და მოგვიწევს მერე შინაბერათა კლუბი გავხსნათ. მალე გაიჩინე შეყვარებული, თორემ დედაშენი მე მაბრალებს, შენი გადარეულია ეგ ბავშვიო.. ორივეს სიცილი აგვიტყდა.. მთელი დღე სახლიდან არ გავსულვართ, ხან ფილმებს ვუყურებდით, ხან ვსაუბრობდით. ლაპარაკში დამგვათენდებოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეორე დღეს წვეულება გვქონდა. მე და ვაჩემ გადავწყვიტეთ, რომ წვეულების და კონფერენციის ერთ დღეს ჩატარება, საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, ამიტომ ჯერ წვეულება დავგეგმეთ და ორი დღის შემდეგ, კონფერენცია. მე ძირითადად წვეულების ორგანიზებაზე ვიყავი გადართული, ამიტომ, არც კი გამიფიქრებია, , თავად მე რა უნდა ჩამეცვა. მთელი ჩემი საქმე რომ მოვითავე, ვაჩემ მითხრა, რომ შემეძლო წვეულების წინა დღეს დამესვენა და თვითონ მიხედავდა ყვლაფერს. მეც თავის აღარ გამოვიდე, სიხარულით მივიღე შემოთავაზება და დასვენება განვიზრახე. მაგრამ ლიასთან ჭორაობით მგონი უარესად დავიქანცე... მალევე დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი, რომ მეორე დღეს შეშუპებული თვალები აღარ მქონოდა. დილით მთელი კარადა გადმოვაქოთე, მაგრამ მოსაწონს ვერაფერს მივაკვლიე. სულ რამდენიმე კაბა მქონდა და არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა ამ საღმოს. ჩემი ტანსაცმლის მარაგი რამდენიმე წამში იატაკზე იყო მიმოფანტული, მე კი ჩასაცმელი მაინც ვერ ვიპოვნე. კარზე კაკუნის ხმამ მომიყვანა გონზე და სანამ ხმის გაცემას მოვაასწრებდი, ლიამ შემოიხედა. შვილო შეიძლება? შემოდი ლია დეიდა.ამოვიდუდღუნე და ისევ ტანსაცმელს მივაშტერდი. რა ხდება, ძირს რატომ ყრია ყველაფერი? დუდა ტყუილს კი არ ამბობს, იმიტომ ვერ აღმიქვამს გოგოდ, რომ მართლა სულ კეტებით და ჯინსებით დავდივარ. მთელი კარადა გადავატრიალე და ვერაფერი ვიპოვნე დღეს საღამოს ჩასაცმელად, არადა რამდენიმე საათი დარჩა. როგორ მოვიქცე არ ვიცი. სულ ვოცნებობდი ქალიშვილზე და ღმერთმა ეს ნატვრაც ამისრულა . ჩაიცვი ფეხსაცმელი და ქვევით ჩამოდი. დღეს მე დაგეხმარები, რომ საღამოს ყველაზე ლამაზი იყო. მართლაა?დიდი მადლობა. მადლობა მერე მითხარი, ახლა კი ჩაიცვი წავიდეთ, ბევრი საქმე გვაქვს. ნახევარ საათში ლიას მძღოლმა მიგვიყვანა ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ატელიეში, დიდი ხნის ძიების შემდეგი კი სამივეს არჩევანი შეჩერდა ულამაზეს თეთრ საღამოს კაბაზე. ეს იყო ტანზე მაქსიმალურად მომდგარი, გრძელ მკლავიანი კაბა, რომელიც ფეხსაცლმელსაც ფარავდა და ბოლოში შლეიფი ოდნავ უგრძელდებოდა, მკლავებიც გრძელი ჰქონდა, რაც როგორც ამიხსნეს იმ სეზონისთვის იყო მიღებული. გულისპირი და მხრები მთლიანად დაფარული ჰქონდა, რაც ერთი შეხედვით ძალიან აუბრალოვებდა, რადგან სამკაულის გაკეთებაც არ მოუხდებოდა, მაგრამ მისი ხიბლი იყო ის, რომ ზურგი ჰქონდა ბოლომდე ამოღებული. კაბის დაბოლოვება ზურგის მხარეს კი სვაროვსკის ფარატინა თვლებით იყო გაფორმებული. კაბით აღფრთოვანებული დავრჩი. დიზაინერმა და ლიამ გადაწყვიტეს, რომ ჯობდა კლასიკური ფერებით შემოვფარგლულიყავი და ღია შავი ფეხსაცმელი შემირჩიეს , შავ პატარა ჩანთასთან და ამავე ფერის მოსაცმელთან ერთად. როგორც კი კაბის შერჩევას მოვრჩით, სალონში წავედით. სადაც საკმაოდ დიდი დრო დავყავით, მილიარდი პროცედურის ჩასატარებლად. გადაწყვიტეს, რომ მჭირდებოდა სოლარიუმი, რადგან ჩემს ქათქათა კაბას მოუხდებოდა ცოტა რუჯი. შემდგომ ფჩხილებზე, წარბებზე გადავიდნენ. სულ არ ვიცოდი, იმდენი რამე თუ სჭირდებოდა გოგოს. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვიყავი სალონში, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაკეთებაკი ჯერაც არ დაეწყოთ. ლია დეიდა, დამაგვიანდება. 9 საათზე იწყება მიღება და რვა ხდება უკვე. არაუშავს , რაც უფრო გვიან მიხვალ, მით მეტ ეფექტს მოახდენ, დამიჯერე რასაც გეუბნები. ლიამ გამიღიმა და ამჯერად გადამსვა სკამზე , სადაც უკვე მაკიაჟის და ვარცხნიილობის გაკეთებას იწყებდნენ. თმა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე რომ მომიხდა კიდეც. შუაზე გადამიწიეს და ძალიან სადად შემიკრეს დაბლა „კოსა“ , არასდროს მომწონდა და არც მიხდებოდა გადაჭიმული თმა, ამიტომ მაქსიმალურად მოუშვეს და ისე დამიმაგრეს. ალაგ-ალაგ კი კულულები მქონდა ჩამოყრილი, რაც უფრო მეტად მომწონდა. რაც შეეხება მაკიჟს , გადაწყვიტეს, რომ მკვეთრი ფერები გამოეყენებინათ, თვალებზე შავი ჩრდილები გამიკეთეს და მწვანე თვალები უფრო გამომეკვეთა, ტუჩებზე კი ხასხასა წითელი ტუჩის საცხი წამისვეს. ლიამ გასახდელში შემიყვანა და ტანსაცმლის მორგებაში დამეხმარა. სანამ მე ფეხსაცმელს ვიცვამდი, მან ჩანთიდან სვაროვსკის თვლებით გაწყობილი საყურე ამოიღო და თვითონვე მომარგო. ეს საბოლოო შტრიხია, რომ დღევანდელი საღამოს დედოფალი გახდე. მითხრა ლიამ და აღფრთოვანებულმა შემათვალიერა. -ესეთი შეუდარებელი ხარ. ვაღიარებ, რომ ვერ წამოვიდგენდი, ასეთი ლამაზი თუ იყავი. ლიას ნაჩუქარმა საყურემ არფრთოფანებაში მომიყვანა . დიდი მადლობა ლია დეიდა ყველაფრისთვის. ვუთხარი მე და მთელი ძალით გადავეხვიე. მადლობა მე უნდა გითხრა შვილო, სულ ვეოცნებოდი ჩემს ქალიშვილს დავხმარებოდი ასეთ რამეებში, მასთან ერთად მევლო მაღაზიებში და სალონებში და შენ დამეხმარე ამაში. ახლა კი გასწორდი, მაკიაჟი არ გაიფუჭო. მე წელში გავიმართე და გასახადელიდან გავედი. ვიზაჟისტმა კმაყოფილებისგან წაუსტვინა, დამხმარეებმა კი ტაში შემოკრეს. 20 წუთში უკვე სასტუმროსთან იდგა ლიას მანქანა და ველოდებოდი, როდის გამიღებდა კარის კაცი კარს, ლიამ ბოლოჯერ მისურვა წარმატებები და მანქანიდან გადასვლაში დამეხმარა, რომ კაბა არ დამკუჭვოდა. მე შესასვლელთან გავჩერდი, გული ამოვარდნას მქონდა. ძალიან ლამაზად გამოიყურებით. მითხრა კარის კაცმა და შიგნით შემიძღვა. რამდენიმე წამით შევჩერდით. მოსასხამი გამომართვეს და ისევ განვაგრძეთ გზა, დარბაზსაც მივადექით... უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო ლამაზად მორთულ-მოკაზმული ხალხით. იქამდე ვიყურებოდი შიგნით, სანამ ვაჩეს და მის გვერდზე მდგარ ანას არ მოვკარი თვალი. მას ჩვეულებისამებრ ძალიან მოკლე კრემისფერი კაბა ეცვა და კიდეევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის უზადო აღნაგობას და არაჩვეულებრივად გრძელ და ლამაზ ფეხებს. -ღმერთო რა ლამაზია. აღმომხდა ხმამაღლა და ახლა მის კავალერრზე გადავიტანე ყურადღება. ვაჩეს შამპანიურის ჭიქა ეჭირა ხელში და ანას უღიმოდა. შავებში იყო გამოწყობილი. გული დამწყდა, რომ იმ საღამოს ჩემ გვერდით არ იქნებოდა. არ შედიხართ? ფიქრებიდან გამომარკვია კარისკაცმა. კი , კი, ახლავე. გამბედაობა მოვიკრიბე. ცალ ხელში ჩანთა მეჭირა, , მეორეთი ოდნავ კაბა ავიწიე და კუს ნაბიჯებით დავიძარი დარბაზის ცენტრისკენ. რაც უფრო შიგნით შევდიოდი , მით უფრო მეტად ვნერვიულობდი. რამდენიმე წამში უკვე დარბაზში ვიყავი, იქაურობა მოვათვალიერე და სახტად დავრჩი, როცა აბსოლუტურად ყველა სტუმარი მე მომშტერებოდა, ხმას კი არავინ იღებდა. მღელვარებამ პიკს მიაღწია. -ხომ ვამბობდი, არაა საჭირო ასეთი გამოპრანჭვათქო, სასაცილოდ გამოვიყურები. იქნებ მაკიაჟი გამიფუჭდა? ხალხი თვალს არ მაშორებდა, მეც გადავწყვიტე, საპირფარეშოში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, რატომ გავხდი ასეთი ყურადღბის ობიექტი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. ხალხი ორად გაიყო და შუაში გზა გამითავისუფლეს, მაგრამ მზერას მაინც არ მარიდეებდნენ. შეშინებული ვაცეცებდი თვალებს და წინ მივიწევდი, სანამ ჩემ გრძელ კაბას არ წამოვდე ფეხი და ის იყო, უნდა წავქცეულიყავი, მაგრამ ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. სწრაფად ავიხედე ზემოთ და ლექსო შემრჩა. ლექსო, ლამის წავიქეცი, შენ რომ არა.. ლილე, მთელი დარბაზი შოკში ჩააგდე. ასე სასაცილოდ გამოვიყურები? სასაცილოდ? გადაირიე მგონი. ულამაზესი ხარ, ნამდვილი დედოფალი, ყველა დაჩრდილე დღეს.. სიტყვები არ მყოფნის. ხალხს შეხედე , როგორი აღტაცებით გიყურებენ. აღტაცებით? მე კი ვიფიქრე, რომ... რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ხომ? საუბარში ჩაერთო ნატაც. მართლა უმშვენიერესი ხარ ლილე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე. ოო.. ნუღარ მეუბნებით მაგას რა, მრცხვენია მერე. და რა გაქვს სასირცხვილო. ნამდვილად დაჩრდილე დღეს ყველა, მათ შორის ჩვენი ანაც, რომელსაც აქამდე თვალს ვერ აშორებდნენ, ახლა კი აღარავინ უყურებს. ამჯერად ნატამ ანასკენ და ვაჩესკენ გამახედა. ანა ჩვენკენ წამოვიდა, ვაჩე კი ადგილზე გაშეშდა, თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და თვალებს არ მაშორებდა, ვერც ამჯერად მივხვდი, რაზე ფიქრობდა. ლილე, რა ლამაზი ხარ, ჩემგან შენ 100 ქულა, ყველას გვაჯობე დღეს. გადამეხვია ანა და მოურიდებლად დამიწყო თვალიერება. ღმერთო, მართლა რა ლამაზი ხარ. სიტყვები არ მყოფნის, მე რომ ასეთ დღეში ჩამაგდე, წარმოიდგინე, ბიჭები როგორ იქნებიან. აჰაა.. მოდის კიდეც ერთ-ერთი. ჩაიცინა ნატამ და რეზის მიესალმა. შეიძლება ამ საღამოს მშვენება საცეკვაოდ მივიწვიო? მომიახლოვდა რეზი და მომაჯადოვებელი ღიმილი მომანათა. მე დავიბენი და პასუხად მხოლოდ გავუღიმე. როგორ არ შეიძლება. ხელი მკრა ნატამ და პირდაპირ რეზის მკლავებში აღმოვჩნდი. შეუდარებელი ხარ. ჩამჩურჩულა და მუსიკის სასიამოვნო ჰანგებს ააყოლა ნაბიჯი. დიდი მადლობა. არ ვარ მიჩვეული ამდენ კომპლიმენტს და ჩვეულებრივ მოიქეცი , ისევ ის ლილე ვარ და უხერხულად ვგრძნობ თავს. ეგ დღეს შეუძლებელია, გულითაც რომ მინდოდეს, ჩვეულებრივ ვერ მოვიქცევი, იმდენად მომაჯადოვე . რეზიმ უფრო მეტად მიმიკრა გულზე და მარცხენა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე ჩაასრიალა. თითქოს დენმა დამარტყა ისე შევხტი. - რა მოხდა? არაფერი, მგონი დღეს საკმარისია, აღარ მინდა ცეკვა. გავუღიმე და მისი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ზედმეტად მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული. არა, ჯერ მუსიკა არ დამთავრებულა და არ ვაპირებ შენ გაშვებას. ისევ ვცადე მისგან თავის დახსნა, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა. რეზი, თუ შეიძლება ჩემს პარტნიორთან ცეკვის საშუალება მეც მომეცი, ბოლოს და ბოლოს ერთად გავაკეთეთ ამ საღამოს ორგანიზება. მოგვიახლოვდა ვაჩე, მაგრამ ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს. კი მაგრამ, ვერ ხედავ რომ უკვე დაკავებულია? თან დღეს საღამოს საქმეზე საუბარი არ ღირს. შენ მგონი ვერ მიმიხვდი.მე ლილეთან მინდა ცეკვა და იმედია, სანამ ესე გთხოვ, იქამდე მომცემ ამის საშუალებას, თუ არადა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი იცი. რეზიმ მოულოდნელად ორივე ხელი გამიშვა. ვაჩეს წამიერად ავისმომასწავებლად შეხედა, შემდგომ ძალით გაიღიმა და ხმისამოუღებლად წავიდა. რას გავხარ. მითხრა ვაჩემ , როცა უკვე ცეკვა დავიწყეთ. ნეანდერტალელო. ყველა კომპლიმენტს მეუბნება და შენ რომ შენებურად არ ჩაგეშხამებინა არ იქნებოდა ხო? და შენი აზრით, ცეკვის დროს, ამ მოშიშვლებულ ზურგზე , რომ მოუხვდებათ „შემთხვევით „ ხელი, ადვილად გაგიშვებენ? რას გულისხმობ, ვერ მივხვდი. რას და ამას. ვაჩემ რეზის ქმედება გაიმეორა, მოშიშვლებულ ზურგზე ხელი ჩააცურა და მე ლამის ჩავიკეცე. ხომ ხედავ? ესეთი გულიბრყვილო რომ ხარ, მაგის ბ რალია. და რა გინდა ვახ? მომწონს ეს კაბა მე, ყველა მეუბნება გიხდებაო. ჰოდა რომ მოგწონს და მართლა ძალიან ლამაზი რომ ხარ, მაგიტომ უნდა მქონდეს დღეს ასი თვალი და ასი ყური გამობმული , რომ რამე არ მოხდეს. ოოო მართლა ვერ ვხვდები რას ბოდიალობ რა. შიშით ვეღარც ვიცეკვო, რომ ჩემს ზურგზე ხელები არ აფათურონ? კი, უნდა იცეკვო, ოღონდ მარტო ჩემთან. მითხრა და ისეთი ძალით მიმიკრა , რომ სუნთქვა შემეკრა. და შენი არ უნდა მეშინოდეს? არ ვიცი, შეიძლება, ჩემი ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს. ჰოდა მაშინ გამიშვი ხელი. არ შემიძლია. აბა რა გავაკეთო გამაგებინე, ჭკუიდან შეიშალე? უბრალოდ არავის აღარ მიეკარო ჩემ გარდა, თორემ მართლა არ ვიცი, ტვინში რა გადამიბრუნდება, ვინმე რომ დავინახო შენ გვერდზე. მართლა შეიშალე. შენ ჯობს შენს ანას მიხედო, მე როგორმე ჩემ თავს მოვუვლი. ვაჩეს ჩემი სიტყვები არ მოუსმენია , ისევ თავისას განაგრძობდა. ლილე ხომ არავის გაიკარებ? მითხარი,რა. თორემ მართლა არ ვიცი რას ვიზამ. რა გინდა რა, გამაგებინე. უბრალოდ მართლა ვერ ხვდები, რამდენად ლამაზი და გამომწვევი ხარ ეხლა, გემუდარები, დამეხმარე , რომ ხალხს საღამო არ ჩავაშხამო , თორემ ზუსტად ვიცი, ვინმე , კიდევ რომ დავინახო შენ გვერდით... არ ვიცი რაა.. უბრალოდ გთხოვ. საძაგელი ხარ, ეგოისტი, სიტყვები არ მყოფნის იმ ბრაზის გადმოსაცემად, რასაც ეხლა ვგრძნობ. მოულოდნელად ხელები გავაშვებინე და ლექსოს და ნატასკენ გავქანდი. მთლი საღამო ჩამშხამდა, ვერ ვხვდეოდი , რა უნდოდა ჩემგან, რატომ არ მაძლევდა მოსვენებას. ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, არავინ გაიკაროვო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მართლა რამეს ატეხდა , რომ შევწინააღმდეგებოდი. მაგიდას მივუჯექი, მაგრამ ანა და ვაჩეც მალე შემოგვიერთდნენ, როგორც ჩანს ერთ მაგიდასთან მოვხვდით... საერთოდ არ გამკვირვებია. -არ უნდა დამეტოვებინა ეს დარტყმული გუშინ მარტო. ჩავუდუდღუნე მე. ვაჩემ ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი, მაგრამ ხმას არ იღებდა, სახე გაქვავებოდა, კისერზე ძარღვი ამობერვოდა და ტუჩებზე ფერი დაჰკარგვოდა, ვიცოდი , რომ მისი ასეთი თმდგომარეობა ავისმომასწავებელი იყო და ერთი არასწორი ნაბიჯიც კი წყობიდან გამოიყვანდა და ააფეთქებდა. სანამ მე ვაჩეს ყურებით ვიყავი დაკავებული, ჩემმა დირექტორმა სცენაზე გადაინაცვლა და სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ კი მე მიმიხმო, როგორც მომავალი კონფერენციის მთავარ ფიგურას და დღევანდელი საღამოს ორგანიზატორს. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ თინათინს, რომ ასეთი პატივი დამდო და ამხელა კონფერენციის ჩატარება მომანდო. ასევე მინდა მადლობა ვუთხრავაჩეს, რომელმაც მართლაც მშვენიერი საღამო მოაწყო. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არ მსურდა მასთან მუშაობის დაწყება, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვერც მე ვიტანდი მის ხასიათს და საკმაოდ ხშირად მოგვდიოდა კონფლიქტი. მაგრამ, ქალბატონი თინათინის დაჟინებული თხოვნით, მე გავხდი მისი პარტნიორი და ერთად გმასპინძლობთ დღევანდელ საღამოზე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან რაც უფრო კარგად ვიცნობდი, უფრო ბევრ დადებით თვისებას ვპოულობდი მასში, მოგეხსენებათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სხვას დაანახონ, მაგრამ ვაჩე იმდენად თავმდაბალია, რომ ამას მალავს. თვლის, რომ არაა საჭირო ხალხმა შეაქოს კეთილი საქმისთვის. არც ორპირია, პირდაპირ ამბობს ხოლმე იმას რასაც ფიქრობს და მოგეხსენებათ, არავის უყვარს ესეთი პირდაპირი ადამიანები, ურჩევნიათ ტკბილი ტყუილი, მწარე სიმართლეს. ვაჩე კი სხვანაირია, განსხვავებულია. არასდროს ამბობს, რომ ვიღაც უყვარს, არც სიყვარულის გამოხატვა შეუძლია და ამის გამო თვლიან, რომ ქვის გული აქვს და ემოციები არ გააჩნია, არადა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ შემხვედრია ასეთი ადამიანი. ის განსაკუთრებულია, წარბშეუხრელად დათმობს სიცოცხლეს იმისთვის, ვინც მისთვის ძვირფასია. ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას, აუცილებლად აღწევს დასახულ მიზანს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.. ვაჩე უბრალოდ საოცარია და იმ ადამიანების საყურედღებოდ, ვისაც მის მისი ხასიათი არ მოსწონს, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ , მასთან გატარებული ყოველი წამით, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო, ბედნიერი ვარ, მასთან კამათის დროს და ბედნიერი ვარ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი გავხდი. ვგრძნობდი , რომ ხმა მიკანკალებდა უკვე, დარბაზს გადავხედე, ამჯერად უკვე ჩემმა სიტყვებმა დაამუნჯა დამსწრე საზოგადოება, ვაჩეს თავი დაბლა დაეხარა, მაგრამ შევატყვე, როგორ ეჩვრიტებოდა მარცხენა ლოყა. იღიმოდა........ სიტყვა დავამთავრე თუ არა ღრმად ამოვისუნთქე და სცენიდან ჩამოვედი. მაგიდასთან ხმისამოუღებლად მივედი, ჩემი ჩანთა ავიღე და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. -ღმორთო., რაები ვიბოდიალე... სულ გადავედი ჭკუიდან. არ ხარ ნორმალური ლილე ონიანო.. ვბუტბუტებდი ხმადაბლა და საპირფარეშოსკენ განვაგრძობდი გზას. ფიქრიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა და კინაღამ იქვე ჩავიკეცე, როცა ჩემი ბიჭის ნომერი დავინახე. ბიჭის სახელად „66-33-XX”… კარგა ხანს ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა... მაგრამ როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა და ვუპასუხე. -ალო... გული ისე გამალებით მიცემდა, მეგონა საგულედან ამომივარდებოდა. -გამარჯობა, ლილე.. როგორ ხარ?! გავიგე უცნობის , რატომღაც ძალიან ნაცნობი ხმა და მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა... -ვაჩე შენ ხარ??? აღმომხდა გაოგნებულს და პასუხის მოლოდინში გავისუსე.. -ფხხ.... ჩაიფხუკუნა უცნობმა , შემდეგ კი უცებ დასერიოზულდა. - საღსტუმროს შესასვლელთან გელოდები, დროზე გამოდი. სანამ რამეს ვუპასუხებდი. ტელეფონი გამითიშა. -ვინ იყო?? ვაჩეს ხმა ქონდა, უფროსწორად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხმა იყო... მაგრამ ფიქრისთვის დრო აღარ მქოდა, სწრაფი ნაბიჯით წავედი სასტუმროს შესასვლელთან და გარეთ გავვარდი, გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ არავინ იყო. -ვინმეს ელოდები?? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. მაგრამ ვეღარ გავარჩიე, ვაჩეს ეკუთვნოდა ის ხმა , თუ ბიჭს, სახელად „66-33-XX”. სწრაფად შევბრუნდი უკან და ვაჩე შემრჩა ხელთ. -ვაჩე, აქ არავინ შეგინიშნავს?? ვკითხე ისე, რომ თვალების ცეცება არ შემიწყვეტავს. -არა, ჩემ გარდა აქ არავინ ყოფილა . მითხრა და ოდნავ ჩაეღიმა, აი ისე... სხვანაირად... ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე. -კარგი ხო, არ მინდა, მე თვითონ გავარკვევ. ჩავიბურდღუნე. ტელეფონი მოვიმარჯვე და მეორეჯერ დავრეკე ნომერზე „66-33-XX”... ორი წამი დაველოდე სანამ ზარი გავიდოდა და ისევ ვაჩესკენ შევბრუნდი. ჩემი შებრუნება და მისი ტელეფონის აწკრიალება ერთი იყო... დამბურძგლა... ტელეფონი მაშინვე გავთიშე და მუჯირის მობილურმაც შეწვიტა რეკვა... ვაჩეს ღიმილი კი უფრო შესამჩნევი გახდა. კიდევ ერთხელ გადავრეკე და კიდევ ერთხელ ამღერდა ჩემ წინ მდგარი „უცნობი ნაცნობის“ ტელეფონი... ---ვაიმე...... აღმომხდა გაოგნებულს... და ტელეფონი ხელიდან გამივარდა... ვაჩეს კი უკვე გულიანად იცინოდა.. მერე უცებ დასერიოზულდა და ჩემთან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მისმა სუნთქვამ მთელი სახე დამწვა და ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში... -არ მინდოდა, ჯერ მეთქვა, რომ მე ვიყავი ის, ვისაც დაახლოებით ორი თვის წინ ძილი არ აცადე და ღამის პირველ საათზე ცირკი მოუწყვე ტელეფონით. მინდოდა ცოტა კიდევ მეთამაშა, მაგრამ ისეთი სიტყვები თქვი წეღან, რომ ვეღარ მოვითმინე მეტი... მის გახშირებულ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი, რამდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ერთადერთი რაც მოვახერხე ის იყო რომ, თვალები მიმენაბა და უკანასკნელი ძალით, ჩურჩულით ვთქვი: -„ვიცოდი, რომ შენ იყავი“... დავამთავრე თუ არა წინადადება, ვაჩე ტუჩებზე დამწვდა და ისე გამალებით მაკოცა, თითქოს წლების განმავლობაში გეგმავდა ამას და როგორ იქნა აასრულა ჩანაფიქრი... ციებ-ცხელება დამემართა... შიგნიდან მცხელოდა... გარედან კი ვცახცახებდი. ვაჩე გრძნობდა ჩემ დაძაბულობას და ბუსუსებს კანზე და უფრო გამალებით მკოცნიდა... არა ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს წამები... მაგრამ როგორც იქნა მოსწყდა ჩემს ტუჩებს და ხმააკანკალებულმა ყურში ჩამჩუჩულა... -მაინც გიპოვნე.................................................. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიჭები გოგონებზე აზარტულები არიან და შესაბამისად, უფრო დიდი ალბათობით მოუგებენ ნებისმიერ თამაშშითქო, მაგრამ აბა მე რისი სვანი ლილე ახვლედიანი ვინქნებოდი, რომელიმე ბიჭთან რომ დავმარცხებულიყავი. ბავშვობიდან მეზიზღებოდა წაგება და არ ქონდა მნიშვნელობა სფეროს, ასაკს, სქესს, პროფესიას. უბრალოდ ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან წაგებას!!! ამბიციური ვიყავი?? კი არ ვიყავი, ვარ ! და ერთხელ რომ მომამტვრევს ვიღაც რქებს და თავის სახლში დაკიდებს ბუხრის თავზე, მერე მოვისვენებ!!! მანამდე, კი ფაქტია 23 წლის ისე გავხდი, ორივე სვანური რქა ადგილზე მაქვს და არ ვაპირებ, ვინმეს ხელიც კი დავაკარებინო ჩემს მშვენებებზე, მოტეხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ზოგადად გოგონებს არც ვეჯიბრებოდი ხოლმე, ვთვლიდი, რომ ზედმეტად ძლიერი ვიყავი ამისთვის, მარტივად რომ ვთქვა, ჩემზე სუსტებს არ ვურტყამდი, აი რაც შეეხება ბიჭებს.. ოოო... გიყვარდეთ. სულ იმისი ჟინი მქონდა, რომ დამემტკიცებინა, არც ერთ ბიჭზე სუსტი არ ვართქო. სულ მუხლებგადატყავებული დავდიოდი უბნის ბიჭების დევნაში, ჰოდა არც ის არის გასაკვირი, რომ შრამების მთელი კომპლექტი მაქვს სახეზედა ტანზე. 7 წლის ვიყავი, როცა მეზობლის ბიჭისკენ გავიწიე საცემრად, რომელიც ჩემზე ორჯერ უფროსი ანუ 14 წლის იყო და ორჯერ მაღალიც. ჩემს მეორე მეზობელს სამი წლის ბავშვს წაართვა თოჯინა და დიდი სიამოვნებით უყურებდა, როგორ ტიროდა საწყალი პატარა.. ჰოდა მეც რემბო , ვეფეთე... შენ ვის ებლატავებითქო ბიჭო და მთელი ძალით ამოვცხე საზარდულში მარჯვენა ფეხი (რომელიც ფეხბურთის თამაშისგან საკმაოდ ძლიერი და მოქნილი მქონდა) , სანამ იკა სიმწრით მიწაზე გორაობდა, მე სათამაშო ავიღე, ბავშვს გავუწოდე და სახლში გავუშვი. თავად კი ამაყად გაღიმებული, გულზე ხელებგადაჯვარედინებული ვედექი თავზე ბიჭს და ველოდი როდის ადგებოდა, ჩვენში დარჩეს და ჯობდა, რომ არ დავლოდებოდი.. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე.. დაახლოებით ორი წუთი კიდევ დასჭირდა გონზე მოსასვლელად და მისი გონზე მოსვლა და ჩემი დაკარგვა ერთი იყო. „აბერკოტი“ ტრიალში... და მეც სულ ტრიალ-ტრიალით დავეცი მიწაზე გათიშული. აზრზე საავადმყოფოში მოვედი, მარჯვენა წარბზე 5 ნაკერით .. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში 6 კილო მოვიმატე , ცოტაც ავმაღლდი და მეყო ძალა იმისთვის, რომ შური მეძია... ორი წიხლი საზარდულში, ორი მუშტი ყბაში , ერთი მუცელში და ჩემ დანახვაზე იმ დღიდან იკა ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა... მეორე სერიოზული შრამი 12 წლისამ გამოვიმუშავე. სოფელში ბიჭებთან ერთად წავედი ბლის მოსაპარად ღამით, მაგრამ პატრონმა დაგვინახა და უკვე ღობეზე ვხტებოდი, მაგრამ სიბნელეში იქვე დაყრილი რკინის მილები ვერ დავინახე, დახტომისას ფეხი ამისრიალდა , ნიკაპით დავეცი ერთ ერთ მსხვილ მილს და ნიკაპიც გავიტეხე, ამჯერად 4 ნაკერით შემოიფარგლნენ. მესამე სერიოზული შრამი კი 14 წლის რომ ვიყავი მაშინ „ავირტყი“, „შატალოზე“ მივდიოდით პირველი თოვლის გამოსაცდელად და მეორე სართულიდან გადავწყვიტე გადახტომა ბიჭებთან ერთად. გოგონებმა ვერ გარისკეს. გადმოვხტი და აუფ...... საავადმყოფოში დავხტი პირდაპირ, ხელ -ფეხი ნაღრძობი, ნეკნი ჩამტვრეული და მარჯვენა ხელის მთელ დაყოლებაზე გრძელი ნაკერი. როგორც აღმოჩნდა ჩამოხტომის დროს, მავთულს გამოვედე და „ჩამოვიხიე“ ხელიც... პატარ -პატარა წაქცევებს, ველოსიპეტიდან გადმოვარდნებს, სათვალავში არ ვიღებ... ფაქტი ერთია. რომ ძალიან ჟილკიანი ვიყავი და იქამდე ვმეცადინეობდი ხოლმე ჯოკერში, ნარდში და დომინოში, სანამ ჩემ ყველა ნაცნობ ბიჭს არ მოვუგე... ასე ვიხვეწებოდი წლების განმავლობაში და ვფიქრობდი, რომ ქვეყნად არ დადიოდა ბიჭი, რომელსაც ვერ ვაჯობებდი, დიდი მონდომების შედეგად... მაგრამ ვცდებოდი............ დაიმახსოვრეთ გოგონებო, არასდრსოს, არასდროს, არ დაენაძლევოთ ბიჭს და არ აყვეთ თამაშში.!!!!!! ძლივს მოვშორდით ერთმანეთს და სუნთქვა გახშირებულები ხმის ამოღებას ვეღარ ვახერხებდით.. -რროოოდისს.. როდის ან როგორ გაიგე, ან ვისგან ან რავიცი, როდის გაიგე რომ მე ვიყავი ის, ვინც ღამით დაგირეკა? ლაპარაკის დაწყება ჩემს თავზე ავიღე. -სახლში, რომ მიგიყვანე, „იმ“ საშინელი ამბის შემდეგ, ბიჭებთან ერთად წავედი დასალევად და ელამ დამირეკა.. მეც მაშინვე მასთან გავვარდი და იქამდე ვილაპარაკეთ, სანამ ყველაფერი არ გავარკვიეთ... მითხრა და გამომცდელად ჩაეღიმა. -მერე, თუ ამდენი ხანია იცი, აქამდე რატომ არ მითხარი? გავიბუსხე მე. -რავი.. რა საჭირო იყო.. მხრები აიჩეჩა და ირონიულად შემომხედა. -მაშინ დღეს რატომ მითხარი? -დღეს საჭირო იყო!!! ისევ ირონია.. ვგრძნობდი , რომ ჩემი არც ისე დიდი მოთმინება, ნელ -ნელა არასასურველ ფაზაში შედიოდა და ღრმად ჩავისუნთქე, რომ კიდევ რამდენიმე წამით გამენეიტრალებინა ჩემი თავი. -რას ბოდიალობ?? გამაგებინე რა გინდა, თუ არ გინდოდა თქმა რატომ მითხარი? ან რა თამაშს თამაშობ საერთოდ?? ან ეს კოცნა რა იყო? წამომცდა ბოლო კითხვა და ვიგრძენი როგორ ამიჭარხლდა ლოყები, კიდევ კარგი ბნელოდა... ჩაეცინა. -არ მინდოდა და არ გეუბნებოდი, დღეს მომინდა და გითხარი... და არ არის შენი საქმე რას რატომ ვაკეთებ, აი კოცნას რაც შეეხება... დიდად ნუ გადაეშვები ოცნებებში.. ეგ უბრალოდ ემოციით გამოწვეული ქმედება იყო და მეტი არაფერი, წამიერი სისუსტე... არ იფიქრო, რომ რამე გრძნობა მაქვს და მაგიტომ გაკოცე, უბრალოდ რომანტიული გარემო შევქმენი რამდენიმე წამით... ჩვენ ხომ ცხოვრებამ რამდენიმე მოულოდნელობა მოგვიწყო ერთად.. ბედიც გაგვეთამაშა და ასე უცნაურად შეგვახვედრა ერთმანეთს.. ჰოდა, რამე ზომა ხომ უნდა მიმეღო, ასე უბრალოდ ხომ არ გამოგიტყდებოდი ვინ ვიყავი... სახალისო იყო რა გინდა... ოოოჰ........... როგორ გავმწარდიიი... როცა მისი ცინიკური ღიმილი და ეშმაკური ღიმილი დავინახე.. უნდა გამეგრძელებინა რამე სპორტზე სიარული, მაგრამ ეჭვი მაქვს ამას რომ მოვრეოდი, „სუმო“ თუ მიშველიდა მხოლოდ, იმდენად ნავარჯიშები და დაკუნთული იყო.. ამიტომ ჩემი აზრი მაშინვე უკუვაგდე... -მოგკლავ........ შემომაკვდები მუჯირო!!! გამომცრა კბილებში ჩემდაუნებურად ამ ფრაზამ და გამწარებულმა შევხედე. -მიდი, სცადე... ისევ ირონიულად გამიცინა. -იცოდე კიდევ ერ..... სიტყვა არ დამამთავრებინა ანას გამოჩენამ.. -აუუუ......... ვააააჩ........... სად გაქრიი, რამდენი გეძებე იცი?? მოკუნკულდა ჩვენთან ანა და ვაჩეს ჩამოეკიდა კისერზე. წამით დამავიწყდა ჩემი გაბრაზება და ჩავიფხუკუნე, თან საკმაოდ ხმამაღლა. რაც რა თქმა უნდა, არც ერთს არ გამოპარვია. -ვააჩ... თქვენ აქ რას აკეთებთ??? იკითხა მას შემდეგ, რაც ორივე აგვათვალიერა. -რავი ანა, მე სუფთა ჰაერზე გამოვედი... ეს ქალბატონი, კი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ეძებდა, მაგრამ ცოცხზე შემომჯდარი გობლინი შემორჩა.. ამჯერად ვაჩემ ჩაიფხუკუნა და ანა უფრო მაგრად მიიკრა გულზე, შემდეგ კი გამომწვევად აკოცა ყელში. გული არ დამწყვეტია, გავბრაზდი, რომ მეთამაშებოდა და შურისძიების წყურვილით ავივსე. შურისძიება რომ გავიფიქრე გონებაში, რატომღაც ერთ-ერთი სერიალის გმირი „ტერეზა მენდოზა „ გამახსენდა და მისი ცნობილი ფრაზა: „მე ვარ სამხრეთის დედოფალი, მე ვარ ტერეზა მენდოზა“... უნებურად სიცილი ვეღარ შევიკავე და კარგა ხანს ვიცინე, მათ გაოგნებულ სახეებს კი არ ვუყურებდი.-არაა არ უნდა მეყურებინა მაშინ მაგ სერიალისთვის. გავიფიქრე და ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე, მეორეს კი ატკივებულ მუცელზე ვიჭერდი. -რა გაცინებს? მკითხა ოდნავი ღიმილით ვაჩემ და დიდი ინტერესით მომაშტერდა. -არაა ეგ შენი საქმე მუჯირო.. მივუგდე სიტყვები და ლამის მივაყოლე შენი ტრ...ის საქმე არაათქო. მაგრამ მაინც თავი შევიკავე. ამ დროს კი ანა სულ სხვა სამყაროში მიფრინავდა და სახეზე ეტყობოდა, რომ უკანასკნელი ჩვენი სიტყვები ვერ გაიგო. -აუუუ......... ვააააააჩ........ „ა“ ასო ძალიან გაურძელდა და კიდევ ერთხელ ჩავიფხუკუნე. არა მიკვირდა, რატომ დავდექი ასეთი ცანცარის ხასიათზე. ორი წუთის წინ მაკოცა ბიჭმა, რომელიც ჩემი პირველი და მეორე სიყვარული იყო, პირველი-ბიჭი სახელად 66-33-XX, მეორე-დარტყმული.... აღმოჩნდა, რომ ეს ორი ტიპი ერთიანდებოდა ერთი სახელის ქვეშ-ვაჩე მუჯირის ქვეშ... ესაც ჩემი მესამე „შევასებული“... ჰოდა.. სამივემ ერთად მომპარა პირველი კოცნა და მერე მითხრა -გაგეღადავეო. აბა როგორ არ მეცინა?!! რომ არ გამეცინა, მაშინ ქვების სროლა უნდა დამეწყო და თავი შემეშვირა ქვეშ. შრამები საკმაო მქონდა, ამიტომ ისევ სიცილს დავჯერდი.... -არა რა........ მაგრად ევასება ცხოვრებას ჩემთან ღადაობა!!! გავიფიქრე და კიდეევ ერთხელ ავფხუკუნდი... ვაჩე კი გაოგნებული მიყურებდა დავერ მიმხვდარიყო, რატომ ვიცინოდი.. -ვაჩუნა........ რატომ არ მაქცევ ყურადღებაას?? აბუზღუნდა ანა.. -რაოო?? ვაჩუნაოო???? ვსო... იმ წამს ისიც რომ ეთქვათ, შენმა ძმამ შენი ყულაბა გატეხაო, ეგაც კი ვერ დამისერიოზულებდა ხასიათს... მაქსიმალურად ვცდილობდი სიცილის შეკავებას და ცრემლებს ხელით ვიწმენდდი. -ჰოო.. რა გინდა ანა?? ჰკითხა ვაჩემ უხეშად, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. -რააა.. დააა.. აუ ვააჩ....... აი ის რომ თქვი რა წეღან... ცოცხიო... და გოლბინიო... ეგ გოლბინი რა არის??? ლამის სისხლი წამომივიდა ტუჩიდან ისეთი ძალით ვაჭერდი კბილებს, მაგრამ კბილები კი არა, ტანკიც რომ დაედოთ იმ წამს ტუჩებზე რა შემაკავებინებდა სიცილს, ჰოდა ვულკანივით ამოხეთქა ამდენ ხანს შეკავებულმა სიცილის სურვილმა და გულიანად ავხარხარდი.... ფეხზე ვეღარ ვიდექი და იქვე ჩავიკეცე. არც ერთს არ უცდია ჩემი წამოყენება. -გოლბინი არა, ანა... გობლიანია ეგ, გობლინი. ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ვაჩემ..-წამოდი შევიდეთ დარბაზში და იქ აგიხსნი, ხელი მოხვია ანას და შესასვლელისკენ მიაბრუნა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩემთან მოვიდა, ჯერ ისევ ჩამუხლული ვიყავი და ვიცინოდი... ახლოს მოიწია ჩემთან.. ამ მდგომარეობაშიც კი ჟრუანტელმა დამიარა, მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი, მაგრამ სიცილი არ შემიწყვეტავს. -ამდენ სიცილს, გირჩევნია, ცოტა კოცნაში ივარჯიშო. საშინლად მოუხერხებელი იყავი... არ მეგონა, პირველი მე თუ ვიქნებოდი... ჩაიცინა , ირონიულად შემომხედა და წელში გაიმართა... სიცილი სახეზე შემახმა.. სანამ გონს მოვიდოდი, ვაჩე უკვე ანასთან იყო და ხელიხელ გადახვეულები მიიწევდნენ შენობისკენ.... -ვაჩე მოჯირო........ შემომაკვდები!!!! გეუბნები მე შენ... ვიყვირე გამწარებულმა , ისე რომ წყვილისთვის თვალი არ მომიშორებია. -ჰოო ...ჰოო.. აბა რა!! ეგრე ქენი! მომაძახა ისე რომ , უკან არ შემობრუნებულა და მარჯვენა, დაკუნთული ხელი აწია დამშვიდობების ნიშნად. ისე, როგორც მაშინ პარკში... მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაინც ჩამეღიმა.. -ვაიმე ღმერთო სულ გადავირიე მგონი. ჩავილაპარაკე ჩემთვის და ტელეფონი მოვიმარჯვე. -უფროსო ლუიკო!!! სალამი თქვენ!!! ჩავძახე მთელი ხმით ტელეფონში. -რა გაღრიალებს არანორმალურო!!! ბავშვს გამიღვიძებ. ადადღანდა ელა. -პლედი. მზესუმზირა, რამე თავისუფალი და კომფორტული ტანსაცმელი და შავი ღვინო მოამზადე ძეტკა... ნახევარ საათში მანდ ვარ... -ოჰჰ.. ფისოო.... მოგენატრე?? ამოიკრუტუნა ელამ... -ოოო....... ნუ კრუტუნებ ტუტანხამონის კატასავით რა!!! ზაზას ვეტყვი იცოდე მე რომ მეკრუტუნები... -კარგი ხოო!! დაწყნარდი. ჩაიცინა ელამ.. ზაზა მგონი მართლა ეჭვიანობს შენზე. -უნდა იეჭვიანოს , თუ თავში ტვინი აქვს, აბა სად ნახავს კიდევ, ჩემისთანა მამას, თავისი შვილისთვის? -მართალი ხარ!! ვერსად ვერ ნახავს. გოგო დღეს მე ვარ კაცი თუ შენ? მკითხა სერიოზული ტონით. -აუ მოდი, ჯერ შენ იყავი კაცი და მერე ვნახოთ... მოსაყოლი მაქვს ბევრი .. ვუპასუხე მეც სერიოზულად.. და ორივეს სიცილი აგვიტყდა. -კაი წავედი, ჩანთას ავიღებ და ნახევარ საათში მანდ ვარ რა. ტელეფონი ისე გავთიშე, პასუხს არ დავლოდებივარ. დარბაზისკენ ავიღე გეზი და ჩემს მაგიდას მივაშურე, მაგრამ ვაჩე და ანა იქ აღარ დამხვდნენ. -ოჰ სად წაბრძანდა ბატონი 66-33-XX? ჩავილაპარაკე სიცილით და ადგილზე დავჯექი. -მოიცა, გითხა ანუ?? თვალები გაუფართოვდა ლექსოს. -დიახ, დიახ, მომახალა, რამდენიმე წამი წინ..გავიკრიჭე ისევ ყურებამდე. -შენ რომ იცოდი, ეგაც ვიცი, ელასთან ხომ ყველანი ერთად წახვედით... აი შენ თუ იცოდი ეგ ამბები, ის მაინტერესებს ქალბატონო... გამომცდელად ავათვალიერე ნატა.. -ისაა.. დამალვა არ მინდოდა, მაგრამ ბიჭებმა მკაცრად გამაფრთხილეს არაფერი უთხრაო და თქვენს საქმეში ვერ ჩავერეოდი ლილე, ბოდიში რა.. უხერხულად შეიშმუშნა ნატა. -კარგი გოგო, ვიხუმრე რა გჭირს. ვერც მე ვიტყოდი ეგეთ რამეს. სადაა ის დარტყმული??? ვიკითხე, როცა კიდევ ერთხელ მიმოვიხედე გარშემო და ვერსად ვერ დავლანდე ვაჩე. -ანა წაიყვანა სახლში. ჩაიბურტყუნა ლექსომ დარცხვენით და თავი დაბლა დახარა. -ააჰ.... გასაგებია... ისე მაგარი რამეა ცხოვრება არა?? როგორ მინდა ხოლმე მეც რამე დავმართო, მეც რამე ვატკინო.. ვთქვი და ამჯერად უკვე მწარედ გამეღიმა. წყვილი კი უხერხულად შეიშმუშნა. -კარგით , ბავშვებო, მე წავედი, აბა თქვენ იცით. დღეისთვის მეტი ემოცია არ შეიძლება ჩემთვის. ექიმმა ამიკრძალა, დოზის გადამეტებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოსო... გავიღიმე და სკამზე მიგდებულ ჩანთას დავწვდი. -მოიცა ლილე.. ჩვენ წაგიყვანთ. ვაჩემ მითხრა გაიყვანეოო.. ფეხე წამოგდა ლექსო. -ლექსოო.. მაგ შენ დარტყმულ ძმაკაცსგადაეცი, რომ ძიძა არ მჭირდება და ურჩევნია თავის ბარბს მიხედოს, მისი IQ-20ზე მეტი არ მგონია იყოს, ასე რომ მარტო ნუ დატოვებს და ჩემზეც ნუ იღელვებს. მივაყარე მე, მაგრამ როგორც კი ლექსოს დარცხვენილ სახეს წავაწყდი, მაშინვე უკან დავიხიე.. -ლეე... შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ახლა მარტო მჭირდება ყოფნა და ცოტა ფიქრი, თორემ ხუმრობის გარეშე გეუბნები, ზედმეტად ბევრი ემოცია მივიღე ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში და მინდა რომ ცოტა დავწყნარდე, ტაქსამდე მიმაცილე და ის იქნება შენი გაცცილებაც კარგი?? მეგობრულად გავუღიმე და მხარზე ხელი დავარტყი მსუბუქად. -კარგი. მითხრა აშკარა შვებით და გამიღიმა. -კარგადნატაა.. მოუფრთხილდიამპარაზიტს, მართლაკარგივინმეგყავს.. გადავეხვიენატასდაგარეთგამოვედი. ლექსომტაქსამდემიმიყვანა, ფულიგადაუხადატაქსისმძღოლსდაიქამდეარდაძრულაადგილიდან, სანამთვალსარმივეფარეთ... ფანჯარასჩამოვუწიედაგაზაფხულისღამისსუნიშემოვუშვიმაქანაში, მუცელშიპეპლებიაცეკვდნენამსუნისშეგრძნებისას. უცებკირადიოშიcoldplay –hymn for the weekend ჩაირთოდამომცელა.. მძღოლსვთხოვემუსიკისთვისაეწიადამეფანჯარაბოლომდეჩამოვწიე. ისემომწონდაესსიმღერა.. ისეისე.. ჯერახალიშემოსულიიყოდასანამგაჰიტდებოდადაყველაფერსმოედებოდა, უდიდესსიამოვნებასმანიჭებდამისიმოსმენა... სიმსუბუქისგანცდამეუფლებოდა, გაზაფხულივით... ყველანაირისტრესიმეხსნებოდა.. დასხვაგანზომილებაშიმივყავდი... თვალებსვხუჭავდიდათითქოსთბილისშიაღარვიყავი... ღმერთოროგორმომწონს.. ნეტაარასდროსდამთავრდეს. იმწამსარაფერიარმსიამოვნებდა, როგორცისმუსიკადამანქანითსიარულიღამისთბილისში... -ნეტავარგაჰიტდეს, ნეტავარმოედოსყველაკუთხეკუნჭულს, ნეტავყველაგადაცემის“track”-იარგახდეს, ნეტავყველაგამვლელისplaylist-შიარიყოს.. მუსიკაშინამდვილიეგოისტივიყავი.. არმემეტებოდაკარგიმუსიკაყველასთვის. არმსიამოვნებდა, როცაჩემიმუსიკა , რომელიმეუგემოვნობარიდანმესმოდა... დაახლოებითისეთიგანცდამაქვსხოლმე, თითქოსლამაზბასეინშიდიდიხნისდაგუბებულიდაბინძურიწყალია, იმდენიხალხიბანაობს... მეკიდეისეთაუზშიმიყვარსცურვა, სადაცწყალისულახალიგამოცვლილიადაპირველიმევდგამფეხს... -ღმერთო, საიდანმომაქვსასეთიაზრები.. სულგავუბერე.. გავიფიქრეჩემთვისდაჩემსავეთავზეგამეღიმა. აღმოჩნდა, რომრადიოსსულაცარუსმენდამძღოლიდადისკზეჰქონდაჩაწერილი. პირველადგამიხარდაასეთადგილას „ჩემი“ მუსიკისმოსმენა.. რაეგოისტივარ... დღისგანმავლობაში, ხომამდენიადამიანიმგზავრობსტაქსითდამეკიდევმინდა, მხოლოდმევუსმინო... ისევგამეღიმა.. ჩანთაგავხენიდამძღოლსვთხოვეკიდევევლოასეუმისამართოდ, ფულიგავუწოდედაგავაფრთხილე, რომრამდენჯერაცდამთვრდებოდამუსიკა, ახლიდანჩაერთო... უცნაურადკიშემომხედა, მაგრამროცაჩემიაწყლიანებულითვალებიდაინახა, თავიდამიქნიადასიჩქარესუმატა.. მეკითავიმივადესაზურგეს, თვალებიდავხუჭედათბილისიდანძალიანშორს „წავედი“ ქოლდპლეისთანდაგაზაფხულთანერთად... ნახევარისაათისნაცვლად, საათნახევარშიმივედიელასთან. -სადჯანდაბაშიხარაქამდე. ფეხიარმქონდასახლშიშედგმულიისემიმალანძღა. -ტაქსისმძღოლმამითხრა „შენრაკარგიგოგოხარ, უნდაგაკატავოო“ დავისეირნეთ.. გავიკრიჭეყურებამდე... ლუიკოსადაა?? ახლაყველაფერსმერჩივნაჩემიგოჭისმოფერებადამისიბუთქუნათითების , ჩემსსაჩვემნებელთითზეჩაბღაუჭება. -სძინავს და არ გამიღვიძო რა. ძლივს დავაძინე , რომ ლაპარაკი შეგვძლებოდა. ხმადაბლა თქვა ელამ. -კარგი. ვთქვი მე, ფეხზე გავიხადე და თითისწვერებზე მივიპარე ჩემს ნათლულთან და ძალიან ფრთხილად ვაკოცე შუბლზე. ელა კი თვალს არ გვაშორებდა. -ლილე, რა მოხდა?? მკითხა, როცა ოთახიდან გავედი. -რა უნდა მომხდარიყო? მხრები ავიჩეჩე მე. -სულ რომ მუხლისჩოქებზე დამდგარს მეთხოვა ლუი არ გააღვიძოთქო, მაინც აღვიძებ ხოლმე და იქამდე კოცნი , სანამ ბავშვი ტირილს არ იწყებს.. შემათვალიერა ელამ. -არ ვიცი, შემეცოდა.. კაბა გავიხადე და იქვე მივაგდე. -სადაა ჩემი ტანსაცმელი? -ახლავე. ელამ თავისი სპორტული შარვალი და 3 ზომით დიდი ზედა მომცა.. ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა. -ელა.. როგორ ძლებ?? როგორ უძლებ სიშორეს? ვკითხე ჩემს მეორე მეს და თავი კალთაში ჩავუდე , რომ თმაზე მომფერებოდა.. ხელში კი შავი ღვინით ნახევრად სავსე ჭიქა მეჭირა და შიგადაშიგ ვწრუპავდი.. -ვინ გითხრა მერე , რომ ვუძლებ? ვერ ვუძლებ ლილე.. მაგრამ პატარა სისუსტეც რომ გამოვიჩინო, ლუისაც დავტანჯავ და ზაზასაც, რომელსაც ახლა ჩემზე მეტაც უჭირს, მე აქ შენ და ლუიკო , მყავხართ, კიდევ ჩემი მშობლები. მაგრამ იმან რა უნდა ქნას, ვერც მე მხედავს, ვერც ლუიკოს.. მე ის მეცოდება და მე ზაზა მტკივა..თორეემ მე.... მისი ცრემლი დამეცა სახეზე... მას შემდეგ რაც ლუი ეყოლა , არ მინახავს რომ ეტირა... აღარ ტიროდა, თითქოს სხვა ადამიანი გახდაო... როგორ არ სტკიოდა, როგორ არ აწუხებდა, მაგრამ ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც... ხმა არ გამიცია... მერჩივნა რომ ეტირა და დაცლილიყო, ელასნაირ მგრძნობიარე ადამიანს აუცილებლად სჭირდება, ხანდახან გრძნობებისგან დაცლა. კარგა ხანს იტირა... მეც ძლივს ვიკავებდი თავს, მაგრამ იმ წამს მე ვიყავი კაცი და მე ვიკრავდი გულზე.... გული რომ იჯერა ტირილით მერეღა ამოიღო ხმა. -მიდი ჰეე... მკითხე რაც გაინტერესებს... უკვე სიცილით მითხრა და თვალი ჩამიკრა. -რა.. რაა?? არაფერი არ მაინტერესებს.. ავბლუყუნდი მე.. -ხოო არა?? კარგი მაშინ ჩემით მოგიყვები.. დაიწყო ელამ და ისე დაგვათენდა ვაჩეზე და ზაზაზე ლაპარაკში, რომ ვერც გავიგეთ... გამთენიისას ჩაგვეძინა მხოლოდ, მაგრამ მალევე ლუიკოს ჭყიპინმა გაგვაღვიძა.... იმ საღამოს შემდეგ ვაჩე აღარ გამოჩენილა. მეც რა თქმა უნდა მაქსიმალურზე უფრო მეტად დავიტვირთე თავი, რომ მასზე არ მეფიქრა. ამასობაში კონფერენციის დღეც მოვიდა და ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავდი. როგორც იქნა დაიწყო კონფერენცია, საბედნიეროდ, ჩემი სიტყვა წარმატებული აღმოჩნდა და დარბაზში მსხდომთა დადებითი რეაქცია გამოიწვია. იმაზე მეტი ხალხი მოვიდა , ვიდრე ველოდით, ამიტომ იმ ადამიანებთან შეხვედრა , ვისაც კონფერენციის დაწყებამდე ვერ მივესალმე, შემდეგისთვის მოვიტოვე და „საქმის“ შესრულების შემდეგ , მეც სტუმრებში გავერიე, რომლებიც სიამოვნებით აგემოვნებდნენ სასუსნავებს და წარმატებას მილოცავდნენ... -გილოცავ.. მომესმა ზურს უკან ნაცნობი ხმა... -ოჰ... დარტყმულო, დიდი მადლობა, მაგრამ შენ აქ ვინ დაგპატიჟა?? ვკითხე ინტერესით. -ქალბატონმა თინათინმა, როგორც ჩანს დიდი პრივილეგიებით ვსარგებლობ, ასე არ ფიქრობ? ისეთი წარმატებული გამოვიდა წვეულება, რომ ასე ადვილად არ გამიშვებს შენი უფროსი ხელიდან... ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.. მაგრამ მე მისი სიტყვები უკვე ყრუდ მესმოდა.. -ჯანდაბა...ჯანდაბა.. ჯანდაბაა... ჩავილაპარაკე ჩემთვის , მერე კი ვაჩეს მივვარდი და ხელკავი გავუყარე, ამ უკანასკნელმაც გაოგნებულმა დამხედა და კითხვის დასმა ვერ მოასწრო, რომ ნიკა მოგვიახლოვდა, ლამაზ გოგონასთან ერთად. -გამარჯობა ლილე, გილოცავ წარმატებას. მითხრა ახალმოსულმა და გადამკოცნა. ვაჩე ისევ დაჟინებით მიყურებდა და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. -გამარჯობა ნიკა. დიდი მადლობა . გავუღიმე მეც. -ლილე , გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეაა-ელენე. მითხრა მან და გოგონას ხელი ჩაკიდა. -ძალიან სასიამოვნოა. ვთქვი მეც და უფრო მეტად მივეკარი ვაჩეს. -ეს ვინ არის?? არ გაგვაცნობ? მიმითითა ნიკამ ვაჩეზე. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და... -ნიკა, ეს ჩემი ჩეყვარებულია-ვაჩე მუჯირი, წარმატებული პრ მენეჯერი და უკვე ბიზნესმენიც. წარმოვთქვი ამაყად და პირველად ავხედე ვაჩეს, რომელის გაკვირვებაც ეშმაკურ ღიმილს შეეცვალა. -ძალიან სასიამოვნოა. ხელი გაუწოდა ვაჩემ და ძლიერად ჩამოართვა. -საიდან იცნობთ ჩემს გოგოს?? -ჩვენ ადრე დავაპირეთ რაღაც ურთიერთობა, მაგრამ სანამ რამეს სერიოზულად გადავწყვეტდით, ანუ დაახლოებით ერთ კვირაში გავაცნობიერე, რომ ლილე ჩემთვის სრულიად უინტერესო და უპერსპექტივო ადამიანი იყო , ამიტომ დავშორდი და არც შევმცდარვარ, რადგან მასთან დაშორებიდან ძალიან მალევე ვიპოვნე ჩემი ცხოვრების სიყვარული. თქვა ნიკამ და მოწყვეტით აკოცა ამაყ ელენეს. -როგორ დამცირებულად ვგრძნობდი თავს.. ნეტავმიწა გამსკდომოდა... რა იყო უარესი აღარ ვიცოდი, ის რომ ნიკამ ასე დამამცირა, თუ ის, რომ ეს ყველაფერი ვაჩემ გაიგო? არ ვიცი.. უბრალოდ მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი და ძალიან მაგრად მეტირა.. მოულოდნელად ვაჩემ უხეშად გამაშვებინა ხელი და ლამის მართლა ტირილი დავიწყე, მაგრამ ის ხელი რომელზეც წეღან ხელკავი მქონდა გაყრილი, წელზე შემომხვია და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე. ისევ ის საშინელიჟრუანტელი და ბუსუსები...... ოოოხ...... -აა.. ესეიგი ლილე შენთვის უინტერესო იყო ხომ?? ჰოო ... რავიცი.. რავიცი... აი ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო, სასურველი და სექსუალური ქალია.. ყველაზე წარმატებული და მიზანდასახული. არ შემიძლია არ გკითხო, რას საქმიანობს შენი მეუღლე? ღიმილით საუბრობდა ვაჩე, მაგრამ მის ხმაში ისეთი ლითონი ჟღერდა, ნიკას წამიწინ მომღიმარი სახე შიშმა შეცვალა. -ჩემი მეუღლე დიასახლისია. ჩაილაპარაკა და თავი დაბლა დახარა.. -ააჰ.. ესეიგი პერსპექტივას შენ სახლში ჯდომაში ხედავ?? მაგრამ მართალია, შენნაირი კაცისთვის ქალი მხოლოდ „კუხნაშია“ პერსპექტიული ხომ?? აი ჩემი ლილე კიდევ წარმატებული ქალია. ბევრი 23 წლის გოგო გინახავს ამხელა კონფერენციის ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად?? მე არა. ბევრი გოგო გინახავს, რომ ამ ასაკში შემოთავაზებები აქვს საქართველოს ყველა ძვირათღირებული კომპანიიდან, რომ მათი ტრენერი იყოს? მე არა... ბევრი გინახავს რომ მისნაირი, მწვანე, უფროსწორად ჭაობისფერი თვალები ჰქონდეს?? მე ერთადერთი- და ეს ლილე ახვლედიანია. დიდი მადლობა შენ ჩემო ნიკა, რომ ლილე მიიჩნიე არაპერსპექტიულ, არასექსუალურ და უინტერესო ადამიანად. დამიჯერე, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები . დაამთავრა მონოლოგი ვაჩემ და როცა ჩემი გაოგნებლი თვალები დაინახა, დაიხარა და შუბლზე მაკოცა. მერე კი გულზე უფრო მაგრად ამიკრა და დაუმშვიდობებლად მოშორდა ახლად გაცნობილ ნიკას და მის მეუღლეს... ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი მისი ეშმაკური გამოხედვა დავინახე, გამაჟრიალა. -შარში გაყავი ლილე ახვლედიანო თავიი.... გავიფიქრე, მაგრამ ხმის ამოღება კი ვერ მოვახერხე.., -მაშ შეყვარებული ხო?? მკითხა და უარესად „გაუეშმაკდნენ“ თვალები. -ხოოო.... მადლობა, მაგრამ იმ წამს სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ამოვიდუდღუნე და თავი დაბლა დავხარე. -ძალიან დამაჯერებელი იყავი სხვათაშორის.. ჩავილაპარაკე რამდენიმე წამის შემდეგ... -ვაიმე ლილე, ამაზე ოცნების კოშკებს ნუ ააგებ.. რაც ვთქვი ყველაფერი ტყუილი იყო. კარგად იცი, რომ მე მხოლოდ სექსუალური ქალები მომწონს და არა შენნაირი „ღლაპები“ და არანორმალური ქაჯები. მითხრა ირონიულად და ორი თითით ნიკაპი ამაწევინა, რომ თვალებში შემოეხედა. -საძაგელო, ნადირო, როგორ ვიფიქრე, რომ შენ ადამიანს მართლა დაეხმარებოდი. ვირო... უკვე ვგრგვინავდი მე.. -ჰოო ნუ მომაყარე ახლა.. დაწყნარდი. გაიცინა მან. ახლა კარგად მომისმინე. ჩემი დახმარება უსასყიდლო არ არის და შენ მოგიწევს ამის საფასურის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს რომ ნიკასთან მივბრუბდე და ვუთხრა , რეალურად რასაც ვფიქრობ შენზე. -ფუ.. რა დარტყმული ხარ!! ნეანდერტალელო. გამომცრა კბილებში მე. -რა ჯანდაბა გინდა? -რა და ხვალიდან მოყოლებული , 7 დღის განმავლობაში, რასაც გეტყვი, როცა გეტყვი, რამდენჯერაც გეტყვი , ყველაფერს მისრულებ გასაგებია?? ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 1 კვირა ჩემს განკარგულებაში ხარ. მითხრა და გამომცდელად შემომხედა თვალებში. -შენ შეშინებული ხომ არ ხარ.. რას ქვია ყველაფერს გისრულებ, კონკრეტულად რას გულისხმობ?? ეჭვის თვალით ავხედე ვაჩეს. -ნუ ღელავ, უკვე გითხარი , რომ ქალად ვერ აღგიქვამ და სულ ტიტველმაც რომ ირბინო ჩემს წინს, ისეთს მაინც ვერაფერს ვიფიქრებ, ჩავთვლი რომ სამი წლის ბავშვი დატანტალებს და ეგაა... გაეცინა როცა ჩემი დამანჭული სახე დაინახა. -ისეთს არაფერს ნუ ღელავ... მაგრამ ხვალიდან მოყოლებული შენ ჩემი ხარ!! ასეთია ჩემი პირობა და შენი საზღაური წეღაანდელი დახმარებისთვის და კიდევ, ნამდვილი კაცი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას და იმედია, შენ უკან არ დაიხევ. მკითხა გამომწვევად და თვალი ჩამიკრა. -მეტი საქმე არ მაქვს, უკან დავიხიო... მოსულა!!! ვუთხარი მე და ხელი გავუწოდე! -ხოდა ძალიან კარგი. მანაც შემომაგება თავისი გიგანტური მარჯვენა და ჩემი ხელი შიგნით მოიქცია. მერე უცებ საათს დახედა . 00:03.. აჰააა... დაიწყოოო... ჩაიღიმა ეშმაკურად. მე კი უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა...-იდიოტი ხარ ლილე ახვლედიანო!! იდიოდიიი... ჩავიბურდღუნე ჩემთვის. -მიდი ახლა ლილე, გამომიტანე ჩემი ქურთუკი და სახლში წამიყვანე, მეძინება ძალიან, საჭესთან დაჯდომა კი მეზარება. ჩაიცინა მან ..--დროზე მოცუნცულდი, დიდხანს ლოდინი არ მიყვარრს... მომაძახა თითქმის კარში შესულს. -შემომაკვდები შე დარტყმულოო... შევუღრინე მე და კარს მიღმა გავუჩინარდი. გასაღები გამოვიტანე და ისე ავუარე გვერდი, ზედ არ შემიხედავს. ერთი ჩაიფხუკუნა და უკან გამომყვა. გზაში ხმას არ ვიღებდით არც ერთი. მერე კი უცებ ისევ ვაჩემ დაიწყო საუბარი. -ეე.. არანორმალურო, რა გინდა ყველაზე მეტად?? ვა.. ვითომ ჩემზე რამე აინტერესებს? თუ ისევ მემაიმუნება? გავიფიქრე მე, წამიერად დაეჭვებულმა შევხედე და ისევ გზისკენ მივატრიალე თავი. -არ დაგცინი, ამჯერად მართლა გეკითხები , მითხრა მან. -მმმ... რა მინდა ყველაზე მეტად და მინდა, ბებია მყავდეს. ვუთხარი და მთელი ამ დროის განმავლობაში , მგონი პირველად გავუღიმე თბილად. -რაა?? რა უცნაური ხარ.. ჩაეღიმა ვაჩეს. -არ გყავს ბებია?? -არა, დედის დედა 9 წლის რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, მეორე ბებია კი 2 წლის წინ დამეღუპა... იცი როგორ მენატრება.. ოღონდ ისეთი ბებოები მიყვარს მე, სოფელში რომ ცხოვრობენ, გრძელი ჭაღარა თმა კოსად რომ აქვთ აკეცილი, კეთილ თვალებთან უამრავი ნაოჭი და ხელებიც მუშაობისგან დაღლილი რომ აქვთ ხოლმე.. მუდამ ახალგამომცხვარი პურის სუნი რომ ასდით და სულ რომ ცდილობენ ძალით გაჭამონ.. იცი როგორი წესი გვქონდა?? შემოდგომით რთველის დროს ჩავდიოდი, თხილის ჩურჩელები მიყვარდა და სულ მიკეთებდა ხოლმე. ორ ხელს ერთმანეთის საპირისპიროდ მაჭერინებდა და ზედ სქელ ძაფს მახვევდა, დაახლოებით 100 წრეს არტყამდა, ანუ 100 თხილის ჩურჩხელა მელოდა იმ წელს, პარალელურად კი ჩემს ამბებს მეკითხებოდა. ყოველ წელს ასე ვაკეთებდით, ბოლო ორი წლის გარდა.. სევდიანად ჩავიღიმე... ახლაღა დავუკვირდი, რომ ამ დარტყმულს მოვუყევი, ის, რასაც საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ხოლმე... გაოგნებული მიყურებდა, მერე ოდნავ ჩაეღიმა. -კარგი, სად გიყვარს ყველაზე მეტად ყოფნა? გააგრძელა დაკითხვა მუჯირმა, მაგრამ ამჯერად უკვე თბილი ხმა ქონდა. -მმ... სვანეთში.. იცი რა ლამაზია.. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ნაკლებად ვახერხებ იქ ჩასვლას. ჩემები ახლაც იქ არიან ერთი კვირით, მაგრამ მე ვერ წავყევი, საქქმეების გამო. სახლი გვაქვს უშგულში, მაგრამ მას მერე, რაც ბებო დამეღუპა, დაკეტვა მოგვიწია და აღარ დგას ისეთი სითბოს და სიმყუდროვის სუნი, როგორც აქამდე. --ეეე ლილეე... ძალიან ხომ არ მოუშინაურდი ამ დარტყმულს?? გავიფიქრე მე და ამასობაში ვაჩეს სახლსაც მივუახლოვდით. მანქანიდან გადმოვედი და გასაღები ვაჩეს გავუწოდე, ის იყო წასასვლელად მოვტრიალდი, რომ მკლავში ჩამავლო ხელი და ისევ მანქანაში ჩამტენა, ღვედი თვითონ შემიკრა და სანამ მე გონზე მოსვლას მოვასწრებდი, მანქანას შემოურბინა და საჭესთან დაჯდა. -რა ჯანდაბას აკეთებ?? ვიყვირე გამწარებულმა. -სვანეთში მიმყავხარ, მიპასუხა და მხრები აიჩეჩა. -შენ მართლა თავი ხომ არ დაარტყი რამეს? სად სვანეთში მიგყავარ, ღამის პირველი საათია. ამოვიგმინე მე. -ჰოდა ზუსტად მაგიტომ, რომ ღამის პირველი საათია დღეიდან შენ ჩემი ხარ და რასაც გეტყვი და როცა გეტყვი უნდა შემისრულო, ხომ არ დაგავიწყდა?? მითხრა და გამომცდელად შემომხედა. -კი... მაგრამ, ამ შუაღამისას რა სვანეთი აგიტყდა?? -დილით უკვე იქ ვიქნებით. სვანეთში არ ვარ ნამყოფი და მომინდა დავათვალიერო, მაგრამ გიდი ხომ მჭირდება და ღამის გასათევვი ადგილი, ხოდა ჩემი სურვილი იქნება, რომ გიდობა შენ გამიწიო და შენთან მაცხოვრო უახლოესი ერთი კვირა. -ვაჩე მუჯიროო.... არ გაცოცხლებ, ჩემი ხელით მოგკლავ გეუბნები..... ვიყვირე ბოლომდე, და ჩემმა ხმამ მე თვითონ მატკინა ყურები. ის კი რატომღაც ისევ იცინოდა... -მიდი ახლა შენ დაიძინე, თორემ დიდი გზაა და შეიძლება კიდე რამე სურვილი გამიჩნდეს, ასე რომ არ გირჩევ ფხიზლად ყოფნას. მეც შეშინებულმა თავი მაშინვე საქარე მინაზე მივდე, ფანჯარას ოდნავ ჩავუწიე და ტუჩები გავბუსხე. ხმამაღლა გაეცინა ჩემს რეაქციაზე, მაგრამ მე ხმა აღარ გამიცია და მანაც მუსიკა ჩართო... წამის მეასედში ამოვიცანი -coldplay-humn for the weekend… ჩამეღიმა... მისთვის და ამ გარემოსთვის მემეტებოდა ეს მუსიკა... თვალები დავხუჭე და მართლაც წავედი თბილისიდან შორს, გაზაფხულის ჰაერით, მუსიკით და ვაჩეთი გაჟღენთილი......... არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა მანქანა გაჩერებული იყო და ed sheeran- kiss me ისმოდა.. ღმერთო, როგორ ვგიჟდები ამ მუსიკაზე. ცალი თვალი ოდნავ გავახილე, ვაჩეს ქურთუკი მქონდა მიფარებული და ფეხსაცმელებიც აღარ მეცვა. დარტყმულისკენ გავაპარე მზერა, სავარძელზე ჰქონდა თავი მიდებული, თვალები დახუჭული და ტუჩებს კი სიმღერის ტექსტს აყოლებდა.. უცებ შეიშმუშნა და მეც მაშინვე დავხუჭე თვალი. სიმღერა განაგრძო , ოღონდ ამჯერად მისი სუნთქვა სახეს და ყელს მწვავდა. გამაკანკალა... უფრო ახლოს ვგრძნობდი მის სუნთქვას, მაგრამ თვალებს კი ვერ ვახელდი, ძალიან ხშირად სუნთქავდა და შიგადაშიგ მუსიკის ტექსტს ყვებოდა, ხმადაბლა... მოულოდნელად მისი ტუჩები ვიგრძენი არტერიაზე, მთელი გრძნობით მაკოცა და თავი აღარ აუღია, ცხვირი ჩემს თმაში დამალა და უფრო ხმამაღლა განაგრძო სიმღერა ჩემს ყურთან.. ………………And your heart's against my chest, your lips pressed to my neck I'm falling for your eyes, but they don't know me yet And with a feeling I'll forget, I'm in love now Kiss me like you wanna be loved You wanna be loved You wanna be loved This feels like falling in love Falling in love We're falling in love….. სიტყვებით ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი... ისეთი გრძნობა და ემოცია ჰქონდა ხმაში, როცა მღეროდა.. ოდნავ უკანკალებდა ხმა.. მე კი მთელი სხეული მითრთოდა,ჟრუანტელის ცხელი ტალღა მივლიდა და სასიამოვნო განცდას ტოვებდა ჩემს კანზე.. -ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს წამები...... როგორ მინდოდა თვალი გამეხილა და არანორმალურად მეკოცნა.. ისეთივე გრძნობით და განცდით, როგორც თვითონ მაკოცა და როგორც მეჩურჩულებოდა... მოულოდნელად თავი აწია, შუბლზე მაკოცა ძალიან ფრთხილად და თავის ადგილს დაუბრუნდა.. რამდენიმე წამი იჯდა ასე, მერე კი ღილაკს თითი მიაჭირა და სანამ სიმღერა დაიწყებოდა, ბოლომდე აუწია მუსიკას და ლამის გულის შეტევა დამემართა, როცა ბოლო ხმაზე ჩაირთო AC/DC-back in black. დაფეთებული წამოვხტი და შეშინებულმა მიმოვიხედე გარშემო, მაგრამ როგორც კი გაკრეჭილი და კმაყოფილი ვაჩეს სახე დავინახე, გაოგნება გამწარებამ შეცვალა. -დაუწიე ხმას შე დარტყმულო, გამისკდა გული... ვყვიროდი , რომ როგორმე მუსიკის ხმა გადამეფარა, მაგრამ მან რა თქმა უნდა არ შეასრულა ჩემი თხოვნა და სიცილით აყოლებდა მუსიკას თავს.. ორი წამი ვუყურე, შემდეგ კი მე თვითონ გამოვრთე მუსიკა. -სულ შეიშალე ხო? გული გამისკდა ლამის. რა უბედურებაა ამხელა ხმაზე მუსიკის მოსმენა?! ბუზღუნს არ ვწყვეტდი. -რატომ, კარგია. ისეთ ჯგუფს როგორიც AC/DC-ია ხმადაბლა არ უნდა მოუსმინო.. მითხრა და კმაყოფილი გაიკრიჭა. -მართლა?? და სულ ასეთი სიმღერები გაქვს?? ცოტა მშვიდი დავიჯერო არაფერი მოიძებნება შენს დისკებში? გამომცდელად შევათვალიერე. -რავიი.. შეიძლება იყოს კიდეც. თავს არ დავდებ, რომ არ არის, მაგრამ არ ვუსმენ ხოლმე , თუ ძალიან რომანტიულ განწყობაზე არ ვარ. მხრები აიჩეჩა მუჯირმა. -ხო?? Ed Sheeran-ი არ იყო რამდენიმე წამის წინ ჩართული? -არ ვიცი.. არ მიმიქცევია ყურადღება.. მანქანის ტარებით ვიყავი მე დაკავებული, შენნაირი უსაქმური კი არ ვარ.. ვაჩემ მზერა მომაშორა და გზას გახედა.. -ანუ ამ წამს გააჩერე მანქანა? კიდევ უფრო გამომცდელად ავათვალიერე მუჯირი. -ჰოო... რა იყო? და რა დაკითხვას მიწყობ საერთოდ? პადიომ, გადმოდი ახლა მანქანიდან დროზე. მე ოდნავ ჩამეცინა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. -და სად ვართ საერთოდ?? ან რომელი საათია? მერეღა გამახსენდა , რომ გარშემო ვერაფერს ვცნობდი. -ზუგდიდში ვართ უკვე. და დილის 6 საათია. შემეძლო , არ გამეღვიძებინე, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ ტანსაცმლით რომელიმემ გავძლოთ სვანეთში. მე ორივეს ჩაცმულობა ავათვალიერე. ისევ კონფერენციისთვის ვიყავით გამოპრანჭულები. ვაჩეს ფრაკი ეცვა. მე კი თეთრი პერანგი, შავ ქვედაბოლოსთან და შავ მაღლქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად.- ეგაც რომ არა, პირველად მივდივარ ოჯახში სტუმრად და ხელცარიელი ვერ ავალ, მაგრამ ჯერ დაკეტილია ყველაფერი. ასე რომ დაახლოებით 10 საათამდე სასტუმროში გავჩერდებით, რომ გამოვიძინოთ, მანამდე ქალაქიც გაიღვიძებს და მაღაზიები გაიხსნება. ანუ დაახლოებით 12 საათზე ისევ დავადგებით სვანეთისკენ მიმავალ გზას.. დაამთავრა ვაჩემ თავისი გეგმის პრეზენტაცია და მანქანიდან გადავიდა. მეც გადავყევი. უკვე სასტუმროსთან ვიდექით. აბრას ავხედე „Hotel Iberia Palace“..ვაჩეს შევხედე, რომელიც უკვე სასტუმროში შედიოდა. დაბიჯს ავუჩქარე და როცა სასტუმროში შევედი, ის უკვე მისაღებთან იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა. სწრაფად მივუახლოვდი. -დიახ, რა თქმა უნდა შედის.. ჩვენი სასტუმრო საუკეთესოა ზუგდიდში. თქვა ადმინისტრატორმა და ვაჩეს გამომწვევად გაუღიმა. -ვიცი და მაგიტომაც გავჩერდით აქ. თუ შეიძლება ორი ერთ ადგილიანი ნომერი გვინდა , ერთმანეთის გვერდით. უთხრა ვაჩემ და ჯიბიდან საფულე ამოიღო. -გასაგებია, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ერთი ნომერის ფასი ასი დოლარიდან იწყება. მაის გაგონებაზე დარტყმულს დავუძახე და გვერდზე გავიყვანე. -ვაჩე, მაგდენი ფული არ მაქვს მე წამოღებული. მაქსუმუმ 50 ლარი მედოს საფულეში. ვთქვი და უხერხულად შევუშმუშნე. -და მაგის გამო დამიძახე? არ ხარ ნორმალური. წამოდი დროზე, მეძინება რა. მითხრა და ისევ ადმინისტრატორისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ მე შევაჩერე. -მაშინ ერთ ნომერში რომ დავიძინოთ? შენ დივანზე დაწვები, მე საწოლზე, მაგრამ ჯანდაბას, რადგან ფულს შენ იხდი, შენ დაწექი საწოლზე. ამ ერთხელ გითხმობ.. ამის გაგონებაზე ვაჩე გველნაკბენივით შეხტა. -არანაირი ერთი ნომერი.. ისიც მეყოფა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვუყურებდი როგორ გეძინა და ვუსმენდი რამხელა ხმაზე ხვრინავდი.. ჩაიდუდღუნა მუჯირმა? -ვხვრინავდი? მართლა?? ბოდიში, არ მეგონა თუ ვხვრინავდი. ისევ უხერხულად შევხედე ვაჩეს. -ჰოო კარგი. გეყოფა ტლიკინი. წამოდი დავიძინოთ. თორემ თვალებს ვეღარ ვახელ, შენ რა გენაღვლება, გამოიძინე უკვე. ჰოო მართლა, მაღვიძარა 10-ზე დააყენე. მითხრა და ისევ ადმინისტრატორთან მივიდა. დაახლოებით 10 წუთში კი უკვე ჩვენს ნომრებში ვიყავით, რომლებიც მართლაც ერთმანეთის გვერდით იყო... -არაა... არა.. კარგი ვქენი, რომ სასტუმროში გაჩერება მოვიფიქრე. კიდევ ცოტაც რომ მეყურებინა, როგორ სძინავს, თავს ნამდვილად ვეღარ შევიკავებდი.. რა ლამაზი იყო.. პატარა ბავშვივით ქონდა ტუჩები გაბუშტული, ყველაფერს მივცემდი, რომ იმ წამს მისთვის მეკოცნა..-ჯანდაბა , ვაჩე.. რაებზე ფიქრობ, სულ გადაირიე. ზუსტად მაშინ, როცა თვალები დავხუჭე, რომ თავი ხელში ამეყვანა და ამ პატარა ქაჯზე აღარ მეფიქრა, ed Sheeran-ის სიმღერა ჩაირთო... როგორ გვიხდებოდა სიმღერის ტექსტი იმ წამს.. ჩემი გეგმაც, თავის ხელში აყვანის შესახებ, წამში ჩაიფუშა ... ნელა დავიხარე, რომ ლილე არ გამეღვიძებინა და კისერში ვაკოცე... შემდეგ კი თავი დავადე და ისე განვაგრძე სიმღერა.. მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ცეცხლსაც ვეთამაშებოდი.. გიჟივით წამოვხტი, დასამშვიდობებლად შუბლზე ვაკოცე და ყველაზე ხმაურიანი სიმღერა ჩავრთე, რასაც უცებ წავაწყდი და ხმას ბოლომდე ავუწიე. ლილე ფეთიანივით წამოხტა და შეშინებული აცეცებდა თვალებს, ისეთი საყვარელი იყო, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი, ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, რაც აზრად მომივიდა ის ვუთხარი და მანქანიდან გადავხტი, რომ ფიქრი სისრულეში არ მომეყვანა. უკვე ადმინისტრატორს ველაპარაკებოდი, როცა მომიახლოვდა და მითხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ერთ ნომერში შემომთავაზა ღამის გათევა. მართლა არ არის ნორმალური ეს გოგო... როგორ შეიძლება ბიჭს შესთავაზო ღამის ერთად გათევა, ან როგორ შეიძლება მშვიდად გეძინოს მთელი 5 საათი, როცა გვერდზე კაცი გიზის. ვაიმეე... გამაგიჟებს.. როგორი ბავშვია და როგორ გადავყავარ მეც ჭკუიდან. 100 კი არა, 500 დოლარიც რომ ყოფილიყო ერთი ნომერი, უარს არ ვიტყოდი, ოღონდ ლილესთან ერთად არ დავრჩებოდი მარტო... პირველად ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი და არ ვიცოდი მასთან მარტო დარჩენისას რას მოვიმოქმედებდი.. ამიტომაც ჯუჯღუნით შევაბუნძულე თავის ნომერში და კარის დაკეტვა კი ავუკრძალე, რომ დილით მიისი გაღვიძება შემძლებოდა. ოთხი საათი სწრაფად გავიდა და ჩემმა მაღვიძარამაც დარეკა. სანამ შხაპი მივიღე და გამოვფხიზლდი, ნახევარმა საათმაც განვლო. ლილეს ოთახთან ფეხაკრეფით მივედი და როცა შიგნით შესულს, ისევ ტკბილ სიზმრებში მყოფი არანორმალური ვიხილე, თბილად ჩამეღიმა... მაგრამ ჩემი გრძნობის მიუხედავად, სრულიად საპირისპირო გავაკეთე... -ეეეეე........ პადიოოოომ........ ვიღრიალე ბოლო ხმაზე და როცა საწოლიდან საცვლების და თითქმის გამჭვირვალე მაისურის ამარა გადმოვარდა შეშინებული ლილე, წამის მეასედში შევბრუნდი უკან. –მოწესრიგდი და კაფეში ჩამოდი, ნახევარ საათს გაძლევ. მივაყარე და დენდარტყმულივით გავვარდი გარეთ, რომ მისთვის აღარ შემეხედა. მიუხედავად იმისა, რომ მთლი გზა ზუგდიდამდე მეძინა, მაინც მაშინვე ჩამეძინა, როგორც კი ბალიშზე თავი დავდე. დილით კი ის დარტყმული შემომივარდა ღრიალით ოთახში და მეც დაფეთებული წამოვხტი ფეხზე. ოთახიდან რომ გავიდა მხოლოდ მაშინ დავიხედე ტანზე და სირცხვილისგან იქვე ჩავიკეცე. მხოლოდ საცვლები და თითქმის გამჭვირვალე მაისურის ამარა ვიყავი, რომელიც პერანგის შიგნით მეცვა... -ღმერთო, რა სირცხვილია, გავიფიქრე და გაბუსხული შევედი სააბაზანოში, ნახევარ საათში მართლაც ჩავედი დარცხვენილი კაფეში, მაგრამ როგორც კი მოდუდღუნე ვაჩე დავინახე, მაშინვე დამავიწყდა სირცხვილი. -სად ხარ გოგო აქამდე, ძალიან დავაგვიანებთ. მითხრა და წასაღებად გამზადებული ყავა და კრუასანი მომაჩეჩა ხელში. თვითონ კი გასასვლელისკენ დაიძრა. დუდღუნით გავყევი უკან და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე, მარამ მისმა ხმამ გამაჩერა. -ჯერ მანქანაში არა, ფეხით გავიაროთ, აქვე ახლოს ტანსაცმლის მაღაზიები მიმასწავლეს და ჯერ იქ წავიდეთ, იქნებ მივაგნოთ რამეს. მითხრა და წინ გამიძღვა. -მაგრამ ვაჩეე.. ხომ გითხარი , რომ არ მაქვსთქო ფული წამოღებული? რომ დამავლე ხელი ასე ფეთიანივით , გეთქვა, და ფულსაც წამოვიღებდი და გამოსაცვლელ ტანსაცმელსაც. ავდადღანდი ისევ მე. -ვაიმეე ლილე, როგორ დამღალე. ჯერ-ჯერობით ფულს არ ვუჩივი. თუ გამიჭიდა, არც მაგის თქმის მომერიდება, რომ ფული არ მაქვსთქო. კიდევ ერთი, ფული რომც გქონოდა, მაინც არ გადაგახდევინებდი, რა გჭირს რა იყო, ბიჭთან ერთად არასდროს ყოფილხარ? ან შეყვარებული არ გყოლია?? თუ ფულს შენ უხდიდი ხოლმე?? როცა გოგოსთან ერთად ვარ, იმან არც ერთი თეთრი არ უნდა დახარჯოს, ეგ უკვე ჩემი კაცური თავმოყვარეობის საკითხია, შენ ვერ გაიგებ. ჩაიხითხითა ვაჩემ და დამცინავად შემომხედა. -არა.. არც ვყოფილვარ ესე მარტო ამხელა მანძილზე ბიჭთან ერთად და არც შეყვარებული მყოლია.. ის ნიკა იყო მხოლოდ , მაგრამ როგორც გაიგე, არაფერი გამოსულა. გაბუსხულმა ვუთხარი და მზერა ჩემს კრუასანს გავუშტერე. -ასეც ვფიქრობდი.. უარესად გახალისდა მუჯირი. -წამოდი დროზე, თორემ დღევანდელი დღის გატარებაც აქ მოგვიწევს. თქვა და წინ წავიდა. მეც უკან გავყევით. -ისე დიდი ხანია გოგოდ აღმიქვამ ? ვკითხე მოულოდნელად. -რაა?? რაზე ამბობ? დაიბნა ვაჩე. -წეღან არ მითხარი, როცა გოგო ჩემ გვერდითაა სხვანაირად ვიქცევი, კაცური თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, ერთი თეთრიც კი დავახარჯინოვო და რავიცი აბა... გამომწვევად ჩავაშტერდი თვალებში. -არც ისე... დილით ნანახის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ შეიძლება ნამდვილი ვაჟკაცის ხასიათი გაქვს, მაგრამ აღნაგობით ნამდვილად არ გავდი კაცს. დამიჯერე ნამდვილად... მე დილანდელი გამახსენდა და ჭარხალივით გავწითლდი, რამაც უარესად გაახალისა ვაჟბატონი და გულიანად ახარხარდა. -დარტყმული ხარ. მივაძახე და ამჯერად მე გავიჭერი წინ. 2 საათი მაინც ვიბოდიალეთ ფეხით და ძლივს მივაგენით, რაღაც მაღაზიას, ვაჩე დაუფიქრებლად შევიდა შიგნით და მეც შევყევი. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი იმ მაღალქუსლიანებზე სიარულით. -სულ არაფერს კი ჯობს. თქვა მან და ტანსაცმელს მოავლო თვალი. -ჯერ ჩემთვის ვიყიდოთ, 10 წუთი მეყოფა და მერე შენზე გადავიდეთ, თორემ დავიხრუკე უკვე ამ პერანგში. მითხრა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. მართლაც არ დასჭირვებია დიდი დრო. ორი ჯინსის შარვალი, ერთი მუხლამდე შორტი, ორი მაისური და ორიც ჟაკეტი იყიდა. შემდეგ კი კედებს დაუწყო თვალიერება. -ამდენი ტანსაცმელი რად გინდა?? გაოგნებულმა შევხედე მის ტანსაცმელს. -რა იცი რამდენი ხნით მოგვიწევს დარჩენა, წინ და უკან ხომ არ ვირბენ მერე ტანსაცმლისთვის. გაიცინა და თვალი ჩამიკრა. -რა გეშველება შე საწყალო. არ დავუთმე მეც და მასთან ერთად დავიწყე ფეხსაცმლის თვალიერება. საბოლოოდ, დიდი ჯუჯღუნის მერე უბრალო”all star”-ი ვაყიდინე და კმაყოფილმა ავათვალიერე, როცა გასახდელიდან გამოვიდა. -რა იყო მოგეწონე?? მკითხა, როცა ჩემს მზერას წააწყდა. -რაღა დაგიმალო და ნამეტანი სიმპატიური ხარ. მეც არ დავუმალე ჩემი აზრი და კვლავ კმაყოფილმა განვაგრძე მისი თვალიერება. -არანორმალურო, ზოგადად გოგოები ასეთ კითხვაზე მორცხვობენ და უარობენ, რომ ბიჭი ესიმპატიურებათ .. ჩაიდუდღუნა ვაჩემ და შებრუნდა, მაგრამ სანამ ბოლომდე შეტრიალდებოდა, მოვასწარი და მისი ღიმილისგან ოდნავ ჩაჩვრეტილი ლოყა შევამჩნიე. -რა ზომა ფეხი გაქვს?? მომაძახა მოულოდნელად. -36 და რა იყო? -ფეხსაცმელი ბარემ აქ იყიდე და ტანსაცმელზე გვერდით მაღაზიაში გავიდეთ. -კარგი, მოვათვალიერებ მაშინ უცებ რამეს. ვთქვი და სანამ ფეხზე წამოვდგებოდი, ვაჩემ ცხვირწინ ორი წყვილი კედი ამითამაშა. -აღარ გინდა დათვალიერება, გიპოვნე უკვე. ერთი ზუსტად მისნაირი „ოლ სტარი“ იყო, მეორე კი შავი დაბალყელიანი , კედები, პატარა ოქროსფერი „ზმეიკით“ გვერდზე. -და იქნებ არ მომწონს? ნიშნისმოგებით ავხედე ვაჩეს. -მოგწონს, თან როგორ... და ეგაც რომ არა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ 7 დღე იმას აკეთებ რასაც გეუბნები, ასე რომ მოირგე დროზე ერთ-ერთი, თორემ აღარ შემიძლია შენი ტანჯვის ყურება ამ მაღალქუსლებზე. მომაძახა და ფულის გადასახდელად გაეშურა. არც შემცდარა, ნამდვილად ჩემი სტილი იყო ორივე.. ოდნავ ჩამეღიმა და საბოლოოდ მისნაირი ფეხსაცმლის ჩაცმა გადავწყვიტე. რომ დაინახა გაეცინა. -რა ჯანდაბა გაცინებს? შევუღრინე ეგრევე. -ჩემნაირი კედები , რატომ ჩაიცვი? მეორეც ხომ გქონდა? -უბრალოდ ესენი უფრო მეტად უხდება, თეთრ პერანგს და შავ ქვედაბოლოს. ჩავიდუდღუნე მე. -კარგი ხოო.. გაიცინა ვაჩემ. -წამო ტანსაცმელი ვნახოთ ახლა შენთვისაც. რა თქმა უნდა, ის წინ გაიჭრა და სწრაფად აირბინა მაღაზიისკენ მიმავალი კიბეები. მეც უკან გავყევი. მაღაზია საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და მეც ინტერესით მოვათვალიერე იქაურობა. -ტყუილად აცეცებ თვალებს. მე აგირჩევ ტანსაცმელს . მითხრა და თვიდან ბოლომდე ამათვალიერა. უხერხულად შევიშმუშნე , რაც რა თქმა უნდა , არ გამოპარვია და ხმადაბლა ჩაიფხუკუნა. ელვის სისწრაფით დაქროდა და არჩევდა ტანსაცმელს, იმასაც კი ვერ მოვკარი თვალი, რას ყიდულობდა. საბოლოოდ ყველაფერი გასახდელში შეიტანა და მითხრა რომ შევსულიყავი მოსაზომად. თვითონ კი იქვე მდგარ სავარძელში ჩაეხეთქა. მეც ორი შარვალი მიყიდა. ერთი წელში გამოყვანილი, მუქი ლურჯი და მარჯვენა მუხლზე გახეული. მეორე კი შედარებით თავისუფალი და ღია ფერის. სამი მოკლემკლავიანი, სადა მაისური, შავი ნაცრისფერი და თეთრი და ორიც გრძელმკლავიანი, ისიც სადა. -ცოტა ქალური ვერ ნახე ვერაფერი? თავი გამოვყავი გასახდელიდან, მაგრამ ვაჩე იქ აღარ დამხვდა. -ქალური რად გინდა? ქალი ქალაჩუნა ხარ? მკითხა ხითხითით და შავი მთლიანი კაბა ამითამაშა ცხვირწინ. -აბა ეგ კაბა რაში მჭირდება მაშინ? გამოვართვი კაბა და კმაყოფილმა შევათვალიერე. -რავი. ეგ მომეწონა.. ჩაილაპარაკა ხმადაბლა. -ახლა ეგ ჩაიცვი რა.. მითხრა და ისევ სავარძელში ჩაეხეთქა. მე ხმა აღარ გამიცია. ყველაფერი მოვიზომე და არ გამკვირვებია, რომ არც ერთი ნივთის შეცვლა არ დამჭირდა, ყველას ზომა იდიალური იყო. ბოლოს კაბა მოვირგე. არაფერი განსაკუთრებული, ბრეტელიანი შავი, მუხლამდე კაბა იყო. გულზე და ზურგზე ერთ ზომაზე ამოჭრილი. ძალიან სადა და ჩემთვის ძალიან მოსაწონი აღმოჩნდა. -როგორც ჩანს გემოვნება მაინც გვემთხვევა მუჯირო... ჩავილაპარაკე და კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში. -ეე კედებიც როგორ მოუხდა.. აღმომხდა, მას შემდეგ, რაც ფეხებზე გადავიტანე მზერა. ბოლოს როგორც იქნა, გამოვეტიე გასახდელიდან და ვაჩესთან მივედი. რომელიც წამით გაშტერდა და მერე კი კმაყოფილმა, მოურიდებლად ამათვალიერა. -არა არწივის თვალი მაქვს რაა... ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. -ვაჩეე... თხოვნის კილოთი მივმართე მუჯირს. -რა იყო? -რა და, აქ კი ცხელა უკვე, მაგრამ სვანეთში ასეთ ტანსაცმელში შემცივდება და ჟაკეტიც მიყიდე რა... ვუთხარი და ამჯერად გავიკრიჭე ყურებამდე. -რა ჯანდაბას აკეთებ გოგო, რა ჟაკეტიც მიყირე.. სულ გადაირიე, ან რატომ არ მრცხვენია... გავიფიქრე წამიერად.. მაგრამ ვაჩეს ხმამ გონზე მომიყვანა.. -არ დაგჭირდება. მითხრა და სალაროსკენ აიღო გეზი. -რატომ? გაოგნებულმა შევხედე მე. -ჩემი გექნება და მაგიტომ.. საკმაოდ მკაცრად მითხრა და ჯიბიდან საფულე ამოიღო. ხმა აღარ გამიცია. აზრზე ისევ ვაჩეს ხმამ მომიყვანა. -წამო ეხლა პიჟამაც ვიყიდოთ შენთვის და წავიდეთ.. -მოიცა პიჟამა რაღად მინდა?? გაკვირვებული წინ გადავუდექი მუჯირს. -იმიტომ, რომ არაა კარგი აზრი ყოველ დილით ისეთ მდგომარეობაში გნახო, როგორშიც დღეს დილით. მე უხერხულად ავიწურე. -არაა საჭირო. მაინც არ ვიცვამ პიჟამას. -აბა , რითი იძინებ ხოლმე? უარესად ავიწურე. -ჩემი ძმის მაისურით. ვუპასუხე და გზა გავაგრძელე. გავიგე , როგორ ჩაიხითხითა. გზად თეთრეულის მაღაზიას ჩავუარეთ, რა თქმა უნდა მინდოდა შესვლა, მაგრამ ვერ ვეტყოდი ვაჩეს და გვერდის ავლა განვიზრახე. -ეე დარტყმულო... მომაძახა ზურგს უკან ვაჩემ. -რა გინდა?? უცებ შევბრუნდი მეც. -აჰაა.. შედი და რაც გჭირდება იყიდე, ოღონდ ორი საათი ნუ მოუნდები. მეც რაღაცები დამრჩა საყიდელი. ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები, პარკში. მითხრა და საქართველოს ბანკის ბარათი ჩამჩურთა ხელში, თვითონ კი უკან მოუხედავად გაბრუნდა კაცებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში. -სულელი... ჩავილაპარაკე და მის ქცევაზე ჩამეღიმა. ალბათ, მასაც მსგავსი ნივთების ყიდვა უნდათქო გავიფიქრე და მაღაზიაში შევედი.. 10 წუთში ვაჩე მირეკავდა.. -ჰოო.. გამოვდივარ უკვე.. ჩავძახე სწრაფად, სანამ მიმალანძღავდა. -არაა.. არ იჩქარო, შენს ძმას ფეხი რა ზომა აქვს?? -45, რა იყო ოჯახის ფეხის ზომებს არკვევ? ახალი ჰობი გაქვს? ჩავიხითხითე და გასახდელში შევედი. -ესეიგი 45 ხო? კარგი, დროზე შენ , ძალიან არ დააგვიანო. მითხრა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი ტელეფონი გამითიშა. ქვემოთ რომ ჩავედი, უკვე სკამზე იჯდა უამრავი პარკებით და მელოდებოდა. -იყიდე რაც გინდოდა?? -კიი.. აი ბარათი, მადლობა.. ვუთხარი და მზერა პარკებზე გადავიტანე. -რად გინდდოდა ჩემი ძმის ფეხის ზომა?? -რაღაც კარგი ბოტასი შემხვდა,უეჭველი მოეწონება და ვუყიდე. -ოჰ.. რა პატივში ვართ.. ჩავილაპარაკე და გავიკრიჭე. -ნუ ტლიკინებ და აიღე ეს პარკები, წავედით, თორემ საჭმელიც საყიდელი გვაქვს და დავგვიანდებით ძალიან. -მოიცა, ეს პარკები მე ვატარო?? გაოგნებულმა გადავხედე უამრავ პარკს. -ჰოო... აბა მე მეზარება და.. ამ წამიდან ვიწყებ ჩემი 7 დღის გამოყენებას მითხრა და სტვენა-სტვენით წინ წავიდა. -ფუუ.. დარტყმული.. მივაძახე და პარკებს დავწვდი. 10 ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, ფეხები ამებლანდა პარკებში და წავიქცეოდი, ვაჩე რომ არ დამხმარებოდა. -ჰოო კარგი, ჯანდაბას შენი თავი. მომეცი ეგ პარკები აქ. დუდღუნებდა ვაჩე და თან პარკებს მართმევდა. მანქანამდე სწრაფად მივედით, მერე რაღაც სუპერმარკეტში შესვლა აიჩემა, ხელცარიელი ვერ წამოვალო და ახლა იქ დააცარიელა დახლები. ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ მანქანამდე და ის იყო, კარი გამოვაღე, რომ დავმჯდარიყავი, ვაჩეს ხმამ შემაჩერა. -არაა.. არანორმალურო, ამჯერად შენ ჯდები საჭესთან. მითხრა და გასაღები გადმომიგდო. არ ვიცი, იფიქრა, რომ ამით გამაწვალებდა, ან არ მიყვარდა საჭესთან ჯდომა.. მაგრამ ფაქტია, გასაღები სიხარულით დავიჭირე და ამჯერად მე მივუჯექი სტვენა-სტვენით საჭეს. -მოიცა, შენ რა მანქანის ტარება გიყვარს? მკითხა, მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. -თან როგორ. ვუთხარი და მანქანა ადგილიდან სწრაფად დავძარი. -ჰოდა მაშინ გააჩერე, ისევ მე დავჯდები საჭესთან, ჩაიდუდღუნა ვაჩემ და ჩემსკენ გადმოიწია. -ოო... დაეტიე რა სადაც ზიხარ და დაიძინე თუ გინდა. ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და მუსიკას ჩავრთე.. ვაჩეს გაოცება ეწერა სახეზე, მაგრამ უფრო მეტად მაშინ გაოცდა, როცა Led Zeppelin-whole lotta love-ჩაირთო და მეც ბოლო ხმაზე ავყევი. -შენ რა, 70-ს როკსაც უსმენ?? მკითხა გაოგნებულმა.. -დიახ დიახ.. ყვირილით ვუპასუხე და ისევ სიმღერას ავყევი. -led zeppelin-ის გარდა კიდევ რას უსმენ? -70-იანების და 80-იანების ყველაფერს... და მაცადე რა ცოტახანი, მერე ვილაპარაკოთ . ვუთხარი და ამჯერად Deep purple- highway star-ს ავყევი ბოლო ხმაზე და გაზის პედალს უფრო მივაჭირე ფეხი. ჩემს სტიქიაში ვიყავი, მაგრამ არ გამომპარვია ვაჩეს ღიმილიანი სახე, რომელიც თვალს არ მაშორებდა. როცა სიმღერით გული ვიჯერე, ხმას ოდნავ დავუწიე და ვაჩეს მივუბრუნდი. -რა იყო, რა სახით მიყურებ?? -არაფერი.. მითხრა და ჩაეღიმა.. -არ მეგონა, ასეთ მუსიკას თუ უსმენდი. -ვუსმენდი?? ღადაობ? სასწაულია.. ესეთი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. მთელი ემოციებით დავიწყე 70-იანების და 80-იანების როკზე ლაპარაკი და როცა გავჩუმდი და ვაჩეს მომღიმარე სახე დავინახე, მივხვდი რომ ბევრს ვტლიკინებდი. -ბოდიში, ამ თემას რომ ვეხები, ჭკუიდან აფრენა მემართება ხოლმე და ვერ ვაკონტროლებ , რამდენს ვლაპარაკობ. -არა, პირიქით.. ჩაიღიმა დარტყმულმა.. -ძირითადად მაინც რა მუსიკას უსმენ? -კლასიკას. ვუპასუხე დაუფიქრებლად და როცა მის გაოგნებულ სახეს შევხედე, მერეღა მივხვდი, რამდენად გამომრიცხავი პასუხები ვუთხარი. -ვახ.. საოცარი ხარ... აღმოხდა ვაჩეს და უფრო დაჟინებით დამაცქერდა. -რატო? -აბა ბევრი ადამიანი გეგულება დღეს , მითუმეტეს გოგო, რომელიც უსმენს 70-80იანების როკს და ამასთან კლასიკის ფანია?? -არაა.. საერთოდ არც გამიგია.. ჩამეცინა ჩემს თავზე და ვაჩეც ამყვა.. -რომელი კომპოზიტორი მოგწონს მაშინ ყველაზე მეტად? მკითხა ცოტახნის სიცილის შემდეგ. -გამორჩეულად შოპენი მიყვარს, ისევე როგორც როკში, კლასიკაშიც უფრო ძველებს ვანიჭებ უპირატესობას. -და თანამედროვე მუსიკა?? -მმ.. მანდ რთულადაა საქმე, არც ერთი მომღერლის ფანი არ ვარ, არც ჯგუფის, მაგრამ არის კანტიკუნტად რამდენიმე სიმღერა, რომელიც მომწონს... აი ქართული მუსიკა კი ბოლო დროს სულ უფრო მეტად მახარებს , Loudspeaker-სი იცი?? რა მაგარი მუსიკა აქვთ ვერ გეტყვი, ჭკუიოდდან გადავყავარ. -როგორ არ ვიცი, ჩაეცინა მას. -მეც ძალიან მომწონს. -ისე შენ რა მუსიკას უსმენ?? ჩემზე ამდენი მოგიყევი და შენ არაფერი გითქვამს. -ზუსტად იგივე, რაც შენ ილაპარაკე, მეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი, მაგრამ კლასიკის გამოკლებით, კლასიკას მარტო მაშინ ვუსმენ, როცა, რაღაც ამაღლებულ განწყობაზე, ან ძალიან მოწყენილი ვარ... -ჰაჰაა... ანუ ჩვენი მუსიკალური გემოვნება ემთხვევა ხო?? -არამარტო მუსიკალური. მითხრა და ამათვალიერა. -მართალი ხარ, ტანსაცმელშიც ვემთხვევით. ვუთხარი სიცილით და იმ წამს მივხვდი, რომ ვაჩეში თავი მოიყარა „დარტყმულმაც“ და „ბიჭმაც სახელად 66-33-XX” ორივე მათგანის მიმართ სიმპატია, პლიუს ვაჩეს მიმართ სიმპატიაც, მასში გავაერთიანე და ეს ბიჭი უკვე ძალიან ძალიან ძალიან....... მომწონდა. წამიერად გულმა ისევ 100 000 00 000 000 000 00 დარტყმა განახორციელა და მეც იდიოტივით ჩამეღიმა.. სიჩქარეს უფრო ვუმატე და საბოლოდ 5 საათში სვანეთში ვიყავით...გზადაგზა კი ვაჩეს დუდღუნი მესმოდა. -ისე იზამ დავიმტვრევით..-ცოტა ნელა ატარე გოოგოო.... როცა მესტიას გავცდი, მანქანის მართვა ვეღარ შევძელი. არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ, ნოსტალგია შემომაწვა და ტკბილი მოგონებებით გაჟღენთილმა მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. -რა დაგემართა? მანქანიდან გადმომყვა ვაჩეც.. -ყივის ვაჩე ყივიის.......... სისხლი ყივიის... ვუთხარი სიცილით და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული ჰაერი.. მას კი უბრალოდ ჩაეღიმა. -ლილე ახვლედიანოოო.... ეს ვინ ესტუმრა მშობლიურ რაჭას.. მომესმა სვანური დიალექტით ნათქვამი სიტყვები და უკან შებრუნების გარეშე გავეცი პასუხი. -შენ გასამწარებლად ჩამოვედი გეგი გულედანო.. ვუთხარი და უკან შევბრუნდი და ზუსტად ამ დროს ჩამოხტა ცხენიდან ბიჭი, ჩემსკენ გამოქანდა და ჰაერში დამაბზრიალა.. -როგორ მომენატრე, შე ქაჯო შენ .. აბა კარგად დამენახე.. მითხა რა მიწაზე დამსვა და ამათვალიერა... ისევ ისეთი თხა ხარ ხო?? რას გიგავს გოგო მუხლები, ისევ დალურჯებული ფეხებით დადიხარ?? -ეჰეჰეჰე.. ჯერ ჩამოსვლა მაცადე და მერე მაინც მეჯუჯღუნე . გავუცინე და ტრადიციულად დალურჯებულ ფეხებს დავხედე. -ქაჯო, ეს ბიჭი არ უნდა გამაცნო?? მიმითითა ვაჩეზე გეგიმ.. -უი უკაცრავად. ვაჩე, გაიცანი ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობარი და ოჯახისთვის ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანი -გეგი გულედანი. გეგი, ეს ვაჩე მუჯირია, ჩემი თანამშრომელი და ჩემი ნერვების გამამწარებელი. ვუთხარი და მომღივარ ვაჩეს გადავხედე, რომელიც ჩემ ტიტინს ყურადღებას აღარ აქცევდა, მარჯვენა გაეწოდებინა გეგისთვის. -სასიამოვნოა,თქვა გეგიმაც და მაგრად ჩამოართვა ხელი. -რამდენ ხანს რჩებით ძმაო აქეთ? -რავიცი აბა გეგი, 7 დღე მაინც არ ვაპირებ წასვლას. სანამ ბიჭები საუბრობდნენ მე მანქანაში ჩავიმალე და უკანა სკამზე შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური გადავიცვი. -იმედია გვესტუმრები, ამ ქაჯანასთან ერთად ჩვენთან. უთხრა გეგიმ და ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა, როცა მანქანიდან გადმოსული , ახალ ტანსაცმელში დამინახეს. -რისთვის გამოიცვალე ტანსაცმელი? გაოგნებულმა ამათვალიერა ვაჩემ. -ცხენზე აპირებს ჯირითს. უპასუხა გეგიმ და ღიმილით გამოეშურა ჩემკენ. -გეგიი.. შენ ვაჩეს გამოყევი რა.. ყელი სასაცილოდ გამოვუწიე მეგობარს და სანამ პასუხს გამცემდა ცხენს მოხერხებულად შემოვახტი. თუმცა ვაჩეს გაოგნებული სახე არც ამჯერად გამომპარვია.-რა იყო მუჯირო, რა გაგიკვირდა? ვკითხე და წელში გავიმართე. -არაა.. არაფერი.. ჩაეღიმა ვაჩეს. -გეგი, ჩვენთან წამოდი რაა, დარწმუნებული ვარ, ჩემები გადაირევიან აქ რომ გნახავენ. -დაიცა კაცო, აქ არიან შენები?? მომიკვდეს თავი, აქამდე როგორ არ მოვიკითხე.. არ ვიცოდი თუ აქ იყვნენ, თორემ როგორ არ ვინახულებდი.. აქოთქოთდა გეგი.. -ჰოოო კარგი, რა განერვიულებს, ახლა წამოდი და ნახე. ვუთხარი და ცხენი გავაჭენე. -გეგიი.. დარწმუნებული ხარ, რომ საშიში არ არის? ჰკითხა ვაჩემ და შეშინებულმა გააყოლა თვალი ლილეს. -ჩემო ვაჩე, ახლა ცხენზე უფრო უნდა ნერვიულობდე, ვიდრე ლილეზე, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი წელი მაინც იქნება რაც არ უჯირითია, შეიძლება ისე დაღალოს საცოდავი ცხოველი , რომ ფეხზე ვეღარ გაიაროს. უთხრა გეგიმ და როცა ვაჩეს შეშინებულ მზერას მოჰკრა თვალი, მაშინვე დასერიოზულდა. -ნუ ღელავ ძმაო, ლილე ბავშვობიდან ჯირითობს და არაფერი არ მოუვა.. გაუღიმა გამამხნევებლად. -ახლა კი წავიდეთ, თორემ ის თხა ძალიან გაგვისწრებს. უთხრა და მანქანის კარი გამოაღო. -დიდი ხანია აქ ცხოვრობ? ჰკითხა ვაჩემ და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -აქ დავიბადე და გავიაზარდე. -ისე ლილეს თხას რატომ ეძახი? ჰკითხა ოდნავ ღიმილშეპარულმა. -მა რა არის ეგ ქაჯი ეგა.. 8 წლის ვიყავი რომ დაიბადა, სანამ ბებიამისი ცოცხალი იყო, სულ აქ იყო ხოლმე, ჩემს ხელშია გაზრდილი ეგ მაიმუნი ეგა. ბოლოს ჩემი შვილის დაბადების დღეზე ვნახე. იცი როგორი გულიანია, უცხოებთან უხეში ჩანს, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე და ნაზი გოგოა, ვინც კი შემხვედრია. ხომ ვითომ ქაჯია, მანქანასაც გიჟივით ატარებს, ცხენებსაც არ აძლევს მოსვენებას, სულ რაღაც შარში ყოფს თავს, მაგრამ თუ მოახერხე და ბოლომდე მოამტვრიე რქები, პატარა ბავშვი შეგრჩება ხელში, აი ნიავისგანაც რომ გინდა მისი დაცვა ეგეთი. მაგაზე გულიანი და ჯიგარი გოგოს მნახველი არა ვარ. ჩემი ძმაკაცია, ჩემი ბავშვის ნათლიაა. ვაჩე ღიმილით და გულისფანცქალით უსმენდა გეგის და თვალს არაშორებდა ლილეს, რომელიც მათ წინ ცხენს მიაჭენებდა და გულიანად იცინოდა.- მე ხო, მაგრამ აი თქვენ საიდან მოხვდით აქ ერთად? პირველად ვნახე, რომ ლილემ აქ ბიჭი მოიყვანა. -არა, თვითონ არ დავუპატიჟივარ, ნაძლევი წააგო ჩემთან, ყველა სურვილი უნდა ამისრულოს რამდენიმე დღე და ვაიძულე, რომ წამოსულიყო ჩემთან ერთად, სვანეთის დათვალიერება მინდათქო ვუთხარი და იძულებული გახდა წამოსულიყო. გულწრფელად უპასუხა ვაჩემ. -აიძულე?? სიცილისგან გადაბჟირდა გეგი. -შენ ლილე ახვლენიანი აიძულე? როგორ გეტყობა , რომ არ იცნობ კარგად. დედამიწის ზურგზე არ დადის ადამიანი, ვინც ლილეს იმას გააკეთებინებს, რაც თვითონ არ უნდა. სულ იარაღითაც რომ დამუქრებოდი, რომ არ სდომოდა შენი აქ წამოყვანა, შანსი არაა, ფეხს ვერ დადგამდი მის სახლში. მაგის გადამტერებას , ალქაიდას დაჯგუფება გადაიმტერო, ის გირჩევნია. ანუ ჩემო ვაჩე, გეტყვი, რომ ლილეს ვერავინ ვერაფერს აიძულებს და შენ თუ ახლა აქ ხარ, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მას თვითონ სურდა შენთან ერთად წამოსვლა.. რა იყო ხო არ მოსწონხარ ჰაა?? თვალი ჩაუკრა გეგიმ , ლოყაჩაჩვრეტილ ვაჩეს , რომელიც ისევ არ აშორებდა თვალს ლილეს. -დიდი იმედი მაქვს ჩემო გეგი, რომ ასეც არის... გაუღიმა მუჯირმა ახალგაცნობილ გულედანს და ისევ გზას გახედა... მალევე მივიდნენ ახვლედიანების სახლთან. ლილემ რა თქმა უნდა, მიასწრო და როცა მანქანიდან გადმოვიდნენ , გოგონა უკვე თავის ძმას უშლიდა ნერვებს. -ლილეე... მოგკლავ. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ გოგოსავით მოიქცე.. რატომ ხარ ქაჯი, რატოომ?? ღრიალებდა უმცრისი ახვლედიანი. ლილეს კი სიცილისგან თვალები ჰქონდა აწყლიანებული.. -რა ხდება რაა??? გამოვარდა შეშინებული მამაკაცი გარეთ. რომელიც , როგორც ვაჩემ ივარაუდა ლილეს მამა უნდა ყოფილიყო და უკან მოყვა შუახნის ქალიც. ის კი იცნო მუჯირმა. ლილეს დედა იყო. ქალბატონი ნინო. -რა ხდება და ქაჯი შვილი რომ გყავს ის ხდება. პირს ვიბანდი, მომეპარა და წიხლი ამომარტყა, მეც წონასწორობა ვეღარ შევიკავე და თავით ჩავყირავდი წყალში. ღრიალებდა დუდა და მშობლებს უყურებდა, მაგრამ როცა ლილეს სიცილი გაიგონა,უარესად გამწარდა. ზურგზე მოიგდო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მხოლოდ მაშინღა დაინახა მოცინარი გეგი და გაოგნებული ვაჩე, რომელმაც არ იცოდა რა ექნა. -ეე ვირო... ნადირო დამსვიი.. სიცილს არ წყვეტდა ლილე. დუდამაც იქვე დაახეთქა ლილე , შემდეგ ზედ გადააბოტა და დიდიხნის უნახავ გეგის მოეხვია. იმდენი ხნის განმავლობაში არ მიჯირითია ცხენე, რომ სიამოვნებისგან, მეგონა გული გამისკდებოდა, როცა გეგის ცხენი გავაჭენე.. მანქანას საგრძნობლად გავუსწარი და ონკანთან წაკუზული დუდას დანახვაზე ეშმაკები ამითამაშდნენ გონებაში... წიხლი ამოვარტყი და მანაც ტრადიციულად ზურგზე მომიგდო, რომ გარეთ გადავეგდე, მაგრამ როცა გეგის და ვაჩეს მოკრა თვალი იქვე დამახეთქა. -ოხ ლილეეე.. შენი გამოსწორება არ იქნება რაა.. ფეხზე წამომაყენა მომღიმარმა მამამ და მსუბუქად წამომარტყა თავში. -დე, აქ საიდან გაჩნდი?? მომიახლოვდა დედაჩემიც. -გრძელი ამბავია დე. საღამოს მოგიყვებით. ვუთხარი მე და ვაჩს მივუახლოვდი. -გაიცანით, ჩემი თანამშრომელი ვაჩე მუჯირი, სვანეთი უნდა დავათვალიერებინო და 1 კვირა მაინც გავჩერდებით აქ. ვთქვი მე და შემდეგ მუჯირს მივუბრინდი. ვაჩე, ეს მამაჩემია-ილია, ეს დედაა-ნინო, ეს კი ჩემი უმცროსი ძმა-დუდა. ვაჩემ ყველას ხელი ჩამოართვა, დედაჩემი კი განსაკუთრებულად მოიკითხა. -ნინო, საიდან იცნობ ამ ბიჭს? მიუახლოვდა მათ მამა, რომელიც მანამდე გეგისთან საუბრით იყო გართული. -ეს ის ბიჭია, მაშინ რომ გიყვებოდი, ვიღაც ყაჩაღისგან რომ იხსნა ჩვენი გოგო და სახლში მოიყვანა. თქვა დედამ და უხერხულად მომღიმარ ვაჩეს მხარზე ხელი დაადო. -შვილო, მთელი ცხოვრება, ვერ ამოვალ შენი ვალიდან. მადლობა, რომ ჩემი ყაჩაღი გოგო გადამირჩინე. უთხრა მამამაც და თბილად გადაეხვია მუჯირს.. მეც გამეღიმა. -ჰაა.. აღარ გვაჭმევთ? თუ დიდხანს გვამყოფებთ კიდევ გარეთ? წამოვიბურდღუნე და მშობლებს გავხედე. -უიი.. ახლავე ახლავე.. ჩაილაპარაკა დედამ და გეგისთან ერთად სამზარეულოში შევიდა. -წამოდით შვილო, სახლში შემოდი. არაფრის არ მოგერიდოს. მიუბრუნდა მამა ვაჩეს. -დიახ , ბატონო ილია, ახლავე, მანქანას ამოვალაგებ და მოვალ. უპასუხა ვაჩემ. -ბატონ ილიას მოგცემ მე შენ. ილია დამიძახე შვილო და შენობით მომმართე. თორემ ვერ გადამირჩები . გაუღიმა მამამ და ხელი გადამხვია. -კარგი, გასაგებია. გაეცინა მუჯირს და მაქანისკენ დაიძრა. -დუდა. დაეხმარე შვილო ვაჩეს და მერე სახლში შემოიყვანე. უთხრა მამამ და ჩემთან ერთად სახლში შევიდა. -იმედია, არ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით.. უთხრა ვაჩემ დუდას და თან მანქანას საბარგული ახადა. -ხო არ გადაირიე.. რას შეგვაწუხებ. პირიქით. გამიხარდა რომ გაგიცანი და კიდევ, მადლობა მაშინ ჩემს თხას რომ დაეხმარე, არ იფიქრო, რომ ეგრე დავივიწყებ, როცა რამეში დახმარება დაგჭირდეს, მაშინვე მითხარი. არაფერზე დაგზარდები. უთხრა დუდამ და ვაჩეს გაუღიმა. -რა მადლობა, არ გრცხვენია?! ისე მე შენს თამაშზე ნამყოფი ვარ იცი?? მაგარი ბიჭი ხარ და იმედია, არც ავტოგრაფს დამარდები, სანამ ძალიან პოპულარული არ გახდები. გაუცინა ვაჩემაც. -კაი ტო... რომელ თამაშზე იყავი?? -შენს პირველ სადებიუტო თამაშზე, ჩემპიონატის გახსნისას. სამწუხაროდ მერე დრო აღარ მქონდა და ვერ ვახერხებდი სიარულს თამაშებზე, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით კი გამოწმებდი.. საღოლ ძმაო რა, ესეთ პატარა ასაკში ამხელა წარმატება. საღოლ. -აუუუ.. მადლობა ეე... თვალები გაუბრწყინდა დუდას. -შენც სპორტსმენი ხარ? -ახლა უკვე აღარ... ადრე პროფესიონალი მოცურავე ვიყავი, მაგრამ მერე შევეშვი.. ახლა მოყვარულის დონეზე ყველა სპორტით ვარ დაკავებული რა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ცურვა და კალათბურთი მიყვარს. უი, საჩუქარი მაქვს შენთვის. არ მეგონა ზუგდიდში თუ მსგავსს წავაწყდებოდი და წამოგიღე, თბილისში კი უკეთესებს გაჩუქებ. უთხრა ვაჩემ დუდას და ყუთი გაუწოდა. უმცროსმა ახვლედიანმა გაკვირვებულმა შეხედა ვაჩეს და ყუთი გახსნა და როცა იქ შავი „ჯორდანები“ დაინახა სიხარულით ხტუნვა დაიწყო... მუჯირს გაეცინა.. ვიზუალურად კი გავდა დიდ კაცს, მაგრამ გულში ისევ პატარა ბიჭი იყო... ბიჭებმა მანქანა მალე დაცალეს და სახლში შემოვიდნენ. ვაჩემ კი მე დამიძახა. -ეე დარტყმულო, ეს ჩვენი ტანსაცმელია და სად წავიღო? -მომეცი, ოთახში ავიტან.ვუთხარი და პარკები ჩამოვართვი. თვითონ კი სურსათით გატენილ პარკებს დაავლო ხელი და სამზარეულოს მიაშურა, საიდანაც დედაჩემის ქოთქოთის ხმა გამოვარდა. -რატომ შეწუხდი შვილო , საჭმელს არ დაგახვედრებდით?? რა ამბავია ამდენი რამე, ის თხა სად არის? როგორ გაყიდინა ამდენი რაღაცები, რა სირცხვილია.. ქოთქოთს არ წყვეტდა დედაჩემი და ოთახში წინდაუკან დადიოდა. -არაფერი ისეთი არ მიყიდია ქალბატონო ნინო, მხოლოდ საჭირო რაღაცებია. ნუ ბრაზობთ რა.. უკან დასდევდა ვაჩეც და დედას ამშვიდებდა.-ლილეს ბრალი არაა, მე თვითონ ვიყიდე. თვითონაც მეწინააღმდეგებოდა. უნებურად გამეღიმა და გზა განვაგრძე. გადაწყდა , რომ ვაჩე და დუდა ერთ ოთახში დაიძინებდნენ, მშობლები თავიანთ ოთახში, მე კი მარტო მიწევდა ძილი .-იქნებ გეგი დარჩესთქო , გავიფიქრე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ რაც დაოჯახდა , აღარსად არ რჩებოდა, თავპირისმტვრევით გარბოდა ხოლმე შინისკენ. ტანსაცმელი ოთახში დავაწყვე და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე და ზუსტად იმ დროს შევედი მისაღებში, როცა ვაჩე ჩვენი ნაძლევის შესახებ ყვებოდა და დანარჩენები ამაზე სიცილით იგუდებოდნენ. რამდენი ხანია მამა ასეთი არ მინახავს, ღაპა-ღუპიტ სცვიოდა ცრემლები და მუცელზე ხელს იჭერდა. ისევ გამეღიმა, მაგრამ გაბრაზებული სახე მივიღე და ოთახში შევვარდი. -ასე ამწარებს ეს პარაზიტი თქვენს ერთადერთ ქალიშვილს და თქვენ სიცილად არ გყოფნით ხომ? გულზე ხელები გადავიჯვარედინე და წარბები შევჭმუხნე. -რაოო ლილეე??? მოგამტვრიეს რქები?? სიცილს ვერ წყვეტდა დუდა. როგორც ჩანს, კარგად დაუძმაკაცდა მუჯირს. -დავაი რა... შევუღრინე და დედას მივუბრუნდი.-აუუ დეეე... მშიაა.. კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ?? -ჰო ჰოო.. მოდი შვილო მაგიდის გაწყობაში დამეხმარე მითხრა დედამ და ფეხზე წამოდგა. -ახლავე.. მივაძახე და გარეთ გავიხედე. უკვე შებინდებულიყო. -ვაჩე, დღეს დაგვიანდა, ხვალ დილითვე წავიდეთ სვანეთის დასათვალიერებლად კარგი? -კი , კიი.. რა პრობლემაა.. თბილად გამიღიმა ვაჩემ.-ჯანდაბა.. ისევ მთელ ტანში ჯრუანტელმა დამიარა. სწრაფად შევბრუნდი და დედასთან წავედი მისახმარებლად. ამასობაში კი მამა, დუდა ,გეგი და ვაჩე საუბარს მოყვნენ და გულიანადაც ხარხარებდნენ. -ვაჩე , იმედია სვამ ხომ? გამომცდელად შეათვალიერა მუჯირი მამამ. -დიახ, ილია. -რას სვამ? არაყი ? ღვინო? კონიაკი? ვისკს თბილისში შემოგთავაზებ, აქ არ მაქვს. -ყველაფერს ზომიერად. ჩაიცინა ვაჩემ. -მომწონს ლილე ეს ბიჭი. აქამდე რატომ არ გაგვაცანი გამომძახა მამამ სამზარეულოში. -მოგწონს და დაიტოვე. დაუდევრად წამოვაყრანტალე და როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე, უკვე გვიანი იყო. ყველა იცინოდა..-აუუ მე სხვა რამე ვიგულისხმე, ამოვიდუდღუნე და დარცხვენილმა სალათის დაჭრა დავიწყე. დედა კი გარეთ გავიდა და თეფშები გაიტანა მაგიდაზე დასაწყობად. -რაოო??დაიტოვეო? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. -იცი რა შემთხვევაში იტოვებს კაცი უცხო ბიჭს თავისთან? -არა. თავი მოვისულელე მე. -მაშინ როცა ეს უცხო ბიჭი, მისი ქალიშვილის ქმარი ხდება. ჩამჩურჩულა ყურში და კიტრის ერთი ნაჭერი მომპარა. -დარტყმული ხარ! ჩავიდუდრუნე მე, მაგრამ გულში კი მესიამოვნა მისი სიტყვები. -ლილეე.. გამოიტანე დეე ეგ სალათი და გამოდით დროზე. შემომძახა დედამ. -მომწონს შენი ოჯახი ლილე. ბედნიერი ხარ, რომ ასეთი მშობლები , ძმა და მეგობარი გყავს. მითხრა ვაჩემ რაღაცნაირად დასევდიანებულმა და გარეთ გავიდა. მეც გაკვირვებული უკან გავყევი. გარეთ რომ გავედით ყველა ადგილი დაკავებული იყო, ორის გარდა, შესაბამისად მე და ვაჩე ამ ორ სკამზე მოვთავსდით და ასე აღვმოჩნდით ერთმანეთის გვერდით. დიდხანს ვისსხედით მაგიდასთან. მამა, გეგი და ვაჩე აქტიურად სვამდნენ, დუდამ რამდენიმე ჭიქა დალია,მაგრამ როგორც კი დედას გაბრაზებულ სახეს გახედა მაშინვე თავი დაანება. მე კი მითხრეს, რომ ალკოჰოლი უარესად გადამრევდა და მეც თავი შევიკავე. არ ვიცი რამდენი საათი ვისხედით სუფრაზე. მაგრამ კარგად კი ვიხალისეთ, ხან რაზე ვიცინოდით, ხან რაზე. ბოლოს გეგი დაგვემშვიდობა. დუდამ წაიყვანა მანქანით. დედამ მამა გაიყვანა დასაძინებლად, მე კი მაგიდის ალაგება დავიწყე და მაქსიმალურად ვაიგნორებდი სავარძელში გადაწოლილი ვაჩეს მზერას. მალე აივანზე გავედი და ცას ავხედე. ნაბიჯების ხმა გავიგე, თუმცა უკან არ გავტრიალებულვარ, ისედაც ვიცოდი ვინც იქნებოდა, გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა რომ, ვაჩესაც ესმოდა, უკნიდან მომიახლოვდა, მუცელზე ხელები შემომხვია, თავი კი ჩემს თმაში ჩამალა, კისერზე მისი სუნთქვა მეცემოდა და უარესად მეკეცებოდა ფეხები. შემდეგ კი ცოტა სიტუაციის განმუხტვა ვცადე. -ვაჩე.. მაღლა აიხედე რა ლამაზია.. ყველაზე ლამაზი ცა სვანეთშია.. ვუთხარი და მაღლა ავიხედე. -არ მჭირდება. ისედაც ყველაზე ლამაზ ქმნილებას ვუყურებ მთელს დედამიწაზე და სულ არ მჭირდება მაღლა ახედვა, იმიტომ, რომ ის ახლა ჩემ გვერდით დგას და შემიძლია შევეხო კიდეც. მითხრა და მთელი ძალით მიმიზიდა თავისკენ, უფრო ძლიერად შემომხვია ხელები და არტერიაზე მაკოცა... უცებ სუნთქვა შემეკრა , თავბრუ დამეხვა და ჩავიკეცებოდი, ვაჩეს რომ არ დავეჭირე? -რა დაგემართა?? მკითხა შეშინებულმა და თავისკენ მიმაბრუნა. -არაფერი.. ხმისკანკალით ვუთხარი მე. თავბრუ დამეხვა. ალბათ მგზავრობამ დამღალა. მოვატყუე მე, მაგრამ რამდენად დამაჯერებლად არ ვიცი. ჩემთან ახლოს მოიწია, დაბლა დაიხარა, მისი საუნთქვა უკვე სახეს მწვავდა და მე კიდევ ერთხელ შევბარბაცდი, მას კი ჩაეღიმა.. -ესეიგი მგზავრობამ დაგღალა ხო?? ძალიან ძალიან თბილი ხმით მითხრა და მოულოდნელად შუბლზე მაკოცა. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი დაამატა. -მიდი გაიქეცი ახლა დასაძინებლად, დილით ადრე უნდა ავდგეთ. ხომ არ დაგავიწყდა აქ რისთვის ვართ? მითხრა და შებრუნდა. -კარგი ვაჩე, ღამემშვიდობის.. ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ მისმა ხმამ შემაჩერა. -ლილე... -ბატონო? შევბრუნდი მისკენ. მაგრამ ის ისევ იმავე პოზაში , ანუ ჩემკენ ზურგით იდგა და ცას აჰყურებდა. -მადლობა, რომ შენი ოჯახი გამაცანი და მადლობა, რომ აქ წამომიყვანე. ესეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი აღარ მახსოვს. ისეთი სევდა და სითბო იგრძნობოდა მის ხმაში. ლამის ავტირდი. მაგრამ ემოციები შევიკავე. -არაფრის ვაჩე... -მიდი , გაიქეცი ახლა შენ. -ძილინებისა ვაჩე... ვუთხარი და სწრაფად გავეშურე ოთახისკენ, მაგრამ ჩემს სმანას მაინც მისწვდა მისი ხმა. -ძილინებისა ლილე............................ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უძინარი ვიყავი, მაინც ძალიან ადრე გამეღვიძა. არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი.. ფანჯარა გამოვაღე და ულამაზეს ხედს გავხედე.. ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის სვანეთის სუნი და იქვე გადაკიდულ შორტს დავწვდი, მაისური გადავიცვი და კეტები ფეხით მოვძებნე, როგორც იყო მივაგენი. თასმები შევიკარი და გარეთ გავედი, მაგრამ ლილე არ შემცდარა... მართლაც ძალიან ციოდა და ოთახში ავბრუნდი ჟაკეტის ასაღებად, ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე , მაგრამ საწოლზე წამომჯდარი თმააბურძგნული დუდა რომ დავინახე მყარად დავდგი ფეხი.. -დილამშვიდობის. მივესალმე ჯერ ისევ თვალებისსრესვით გართულ დუდას და ჟაკეტი მოვიცვი. -გამარჯობაა.. რომელი საათიია?? საწოლიდან ძლივს წამოიზლაზნა უმცროსი ახვლედიანი. -6 სრულდება უკვე. მე გაგაღვიძე?? არ მინდოდა ბოდიში. მართლა ძალიან შევწუხდი და გულით მოვუბოდიშე. -არა, რა ბოდიში. აქ სულ ასე ადრე ვიღვიძებ ხოლმე, დროს არ ვკარგავ და ცოტა კალათბურთს ვთამაშობ. ისე შენც ხომ არ შემომიერთდებოდი?? შემომხედა დუდამ და თვალი ჩამიკრა. -კიი .. რატომაც არა. სულ არ გამხსენებია , რომ ყველა სიკეთესთან ერთად არაჩვეულებრივი კალათბურთელი ჰყავდათ ახვლედიანებს სახლში და მოსალოდნელი თამაშის გაფიქრებაზე უფრო მეტად დავიმუხტე პოზიტივით. -კარგი, ჩავიცვამ და გავიდეთ. სახლის უკან მოვაწყვე პატარა სტადიონი და იქ ვითამაშოთ. თან იცვამდა და თან მესაუბრებოდა დუდა. -ისე ნაბახუსევზე არ ხარ?? მე კი ცოტა დავლიე, მაგრამ მაინც თავი მისკდება. მითხრა და გაოცებულმა შემომხედა. -არაა.. კარგად ვიტან ალკოჰოლს. გავუცინე თავდაჯერებულმა და ის ბურთი დავიჭირე, რომელიც დუდამ მესროლა. -ჰოდა ძალიან კარგი, თავისტკივილს არ დააბრალებ , რომ წააგებ. სიცილით წამოიძახა და ოთახიდან გავარდა. -კარგი, ასე იყოს. გამეცინა მის გულწრფელობაზე. -სადამდე ვითამაშოთ? მკითხა დუდამ და რამდენიმმე მსუბუქი მოთელვა გააკეთა. -10 ქულამდე გაწყობს? -კი ბატონო. წაგებული მოგებულს ერთ სურვილს უსრულებს. მოსულა?? მკითხა დუდამ და გამომცდელად შემათვალიერა. -ბაზარი არაა.. გავუცინე მეც . -ჰოდა დავიწყოთ, როგორც კი დავამთავრებთ ის ქაჯიც გავაღვიძოთ და წავიდეთ სვანეთის დასათვალიერებლად. თქვა დუდამ, ფეხები განზე გადგა, წელში ოდნავ მოიხარა და მარჯვენა, გაშლილი ხელი წინ წამოწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ თამაში დაიწყო. მეც იგივე პოზიცია დავიკავე და ბურთი ვესროლე. საკმაოდ დიდხანს გაიწელა თამაში... საბოლოოდ კი 10-5 დასრულდა, რა თქმა უნდა, დუდას სასარგებლოდ. -საღოლ ძმაოო... მაგარი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ შენთან მეორედ არ ვითამაშებ შანსი არაა.. ვთქვი და ძირს გავიშოტე ვარსკვლავის ფორმაში. -როგორ არ ითამაშებ, ყველა მაგას მეუბნება ხოლმე , მაგრამ ორ დღეში ისევ იმას იხვეწებიან, რომ ვითამაშოთ. თავზე დამადგა დუდა, რომელსაც რატომღაც ერთი წვეთი ოფლიც კი არ ჰქონდა. -ისე, სრული ძალით რომ გეთამაშა , წარმოიდგინე რა ანგარიშით წავაგებდი.. ვლაპარაკობდი, მაგრამ სუნთქვა ისე მქონდა გახშირებული, სიტყვები შუაში მიწყდებოდა. -სხვათაშორის, ასეთი ძალით არც ერთ მოყვარულთან არ მითამაშია. ზოგადად არ მიყვარს, ქულებს რომ მართმევენ ხოლმე და „სუხოიზე“ ვიგებ სულ, მაგრამ რა გინდა , საღოლ შენ. ჩემი ტრენერის გარდა, არავის აუღია ჯერ ჩემთან სამზე მეტი ქულა. ჩაილაპარაკა და მის გულწრფელობაზე კიდევ ერთხელ გამეცინა. -აბა, ახლავე მეტყვი დამსახურებულ სურვილს? თუ სამომავლოდ შემოინახავ? ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და ღიმილით მივაშტერდი დუდას, რომელიც ძალიან დასერიოზულდა . -ახლავე გეტყვი. მის ხმაში უკვე ლითონი ჟღერდა და ცოტა დავიძაბე. -კარგი, გისმენ დუდა. ვუთხარი ცოტა შეშფოთებულმა. -ვაჩე, არ მიყვარს მე მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი, არც პირფერობა მიყვარს, თუ ადამიანი არ მომეწონა, პირდაპირ ვაგრძნობინებ ხოლმე, მაგრამ როგორც ხედავ, შენ ძალიან მომეწონე.. იშვიათია ადამიანი, რომ ესე ადვილად მომეწონოს, ამის მიუხედავად გპირდები, თუ ჩემს დას გულს ატკენ , ფეხებზე დავიკიდებ, რომ უფროსი ხარ, ფეხებზე დავიკიდებ, რომ ჩემს ოჯახს მოვეწონე , ფეხებზე დავიკიდებ, რომ მეც მაგრად მომწონხარ და იმასაც კი, რომ ჩემს დასაც მოსწონხარ, მაგრამ ამას საკუთარ თავსაც არ უტყდება ჯერ .. იმდენს გირტყამ, სანამ ხელები მე თვითონ არ მეტკინება და გპირდები, რომ ეგ არც ისე იოლად არ მოხდება. ჩაამთავრა დუდამ მუქარა და ისეთი თვალებით შემომხედა, როგორითაც ლომი უყურებს ხოლმე იმას, ვინც მისი შვილები მოიტაცა... მაშინღა გავაცნობიერე, რომ არასწორი ვიყავი, როცა დუდაზე ვიფიქრე ბავშვიათქო. ჯერ გაოცებული ვუყურებდი... მერე კი გამეღიმა.. საბოლოოდ კი ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, მინდოდა მივსულიყავი და მაგრად მოვხვეოდი პატარა ბიჭს, რომელსაც კაცობა არ ეშლებოდა, მაგრამ ეს ზედმეტად სენტიმენტალური გამოვიდოდა, ამიტომ მხოლოდ მხარზე დავარტყი ხელი, როგორც ძმაკაცს. -პირობას გაძლევ, კაცობას გეფიცები დუდა, რომ შენს დას მოვუფრთხილდები... გარანტიას არ გაძლევ, რომ არ ვიჩხუბებთ ხოლმე, შეიძლება ამას მისი ცრემლებიც მოყვეს, მაგრამ გპირდები, რომ ჩემგან არასდროს არაფრის დიდებით არ გავუშვებ და საბოლოოდ ისე მოვუფრთხილდები, როგორც თვალის ჩინს. -ხოო... პატარა ჩხუბებს არვთვლი კაცო, მაგასთან ყოველდღე თუ არ იჩხუბე, ისე უბრალოდ არ გამოდის, განა შენი ინიციატივით ეჩხუბები, თვითონ გამოგიყვანს წყობიდან და მერე თვითონვე ტირის ხოლმე, ეგეთებს არ ვთვლი მე. წარბი გახსნა დუდამ და უკვე ღიმილით დაამატა.-ჩემი სურვილი ის არის, რომ ჩემს დას მოუფრთხილდე ვაჩე. -გპირდები, დუდა გპირდები. -მჯერა.. გამიღიმა დუდამ. -ისე დიდი ხანია, მიხვდი? ჩავეკითხე გამომცდელად. -როგორც კი დაგინახე. მახსოვს კალათბურთის თამაშზე რომ იყავი ჩემთან , ჩემი დის გვერდით დაგინახე. გუშინ უბრალოდ თავი მოვისულელე, არ გეწყინოს კარგი? მეგობრულად გამიღიმა დუდამ. -არაა.. რა უნდა მეწყინოს.. უფროდაუფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ბიჭი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე 15 წლის ტინეიჯერი იქნებოდა. -ისე , ძალიან მოგწონს?? ჩამეკითხა ინტერესით. -არააა.. მაგრად გამაბა დუდა შენმა დამ. კი არ მომწონს მიყვარს.. ჭკუიდან გადავყავარ ამხელა კაცი. დუდას გაეცინა. -ჰოო.. ჭკუიდან გადაყვანა მაგისი ჰობია. -ბიჭო, არ მითქვამს მე ჯერ არაფერი, მინდა რომ ცოტა ვაწვალო და არ უთხრა რა არც შენ.. -ღადაობ?? რაუნდა ვუთხრა. რაც გინდათ ის გიქნიათ, მე ჩემი უკვე გითხარი და ამის მერე უკვე შენი და შენი კაცობის იმედი მაქვს.. -ვაახ მაგიჟებს ეს ბავშვი . გავიფიქრე ჩემთვის, საიდან აქვს ასეთი აზროვნება 15 წლის ბიჭს. -ისე, რომ იცოდე მოსწონხარ, ოღონდ ეგ თვითონაც არ იცის და სანამ შენს გრძნობებში გამოუტყდებოდე, ჯერ დაეხმარე , რომ თავის თავში გაერკვეს. მითხრა მან. -ეგრეც ვაპირებდი. გამეცინა მე და კარისკენ მიმავალ დუდას გავხედე. -ეე .. სად მიდიხარ?? -შენს გოგოსთან. მომაძახა და კარს მიღმა გაუჩინარდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა ამის გაგონებაზე. რა სასიამოვნოდ ჟღერდა.. -ჩემი გოგო... ჩავილაპარაკე ჩემთვის და მერე უცებ გონზე მოსული, სწრაფად დავედევნე დუდას. -აი ახლა მოემზადე, მომენტალურად გადაგაყვარებ ჩემს დას. მითხრა და თვალი ჩამიკრა. -რას აპირებ?? გაოცებულმა შევხედე მე. -წამოდი წამოდი დროზე.. როგორ გავდა იმ წამს ლილეს.. თვალებში მისნაირად უხტოდნენ ეშმაკური ნაპერწკლები და მასავით იღიმოდა. მეც უნებურად გამეღიმა და უმცროს ახვლედიანს ფეხიფეხ გავყევი. იქამდე ვიარეთ, სანამ ლილეს ოთას არ მივადექით. მან კარის სახელური ჩამოწია და ბოლო ხმაზე იღრიალა. -ლილეე........ ადექიიი..... გავრბივართ......... ლილე წამის მეასედში წამოხტა ფეხზე. შეშინებული დარბოდა წინდაუკან და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. დაახლოებით 2 წუთი მაინც ირბინა უმისამართოდ, მე და დუდა ერთმანეთს ვეყუდებოდით სიცილით, როცა ლილეს დაბნეულ და შეშინებულ სახეს ვხედავდით, მაგრამ მე განსაკუთრებით მისი ღამის სტილი მომეწონა. მართლაც დუდას მაისური ეცვა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა, თმა ბოლომდე ჰქონდა მაღლა აწეული და სირბილის დროს მისი კიკინა სასიცლოდ ირწეოდა წინ და უკან.. თვალებს კი სასაცილოდ აცეცებდა, რომ როგორმე მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის თავს. ნელ-ნელა გონზე მოდიოდა და გაოცებას გაგიჟება ცვლიდა მის სახეზე. -აი ახლა კი ის დროა, რომ აქედან „ავითესოთ“... თორემ ცოცხლები ვერ გავაღწევთ თქვა და სანამ მე მის ნათქვამს გავიაზრებდი, გარეთ გავარდა, მეც უკან ვაპირებდი გაყოლას, მაგრამ ლილე, ზედმეტად სწრაფად განაგრძობდა გონზე მოსვლას და ბალიში ისეთი ძალით გამომიქანა, წავბარბაცდი, თუმცა წონასწორობის შეკავება მაინც შევძელი და ოთახიდან იქამდე გამოვიქეცი, სანამ მეორე ბალიშსაც მომარტყამდა. -აი მისი გამწარების საუკეთესო საშუალება.. მითხრა ჯერ ისევ სიცილისგანს სუნთქვა გახშირებულმა დუდამ და მუცელზე ხელი მიიჭირა. -წამო სამზარეულოში , ყავა დავახვედროთ , თორემ მართლა ვერ გადავურჩებით. სიცილით ჩაირბინა დუდამ კიბე და მეც მას მივყევი, თუმცა ყავის გაკეთება აღარ მოგვიწია. ნინოს სამი ჭიქა უკვე გამზადებული ჰქონდა და ელოდა , როდის ადუღდებოდა წყალი. -არა რააააააააა.. დედა ტყუილს არ ამბობდა, როცა მეუბნებოდა- შენი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული ძილიაო.. წინა ღამით ისე ამაფორიაქა ვაჩეს ქმედებებმა, წესით არ უნდა დამძინებოდა, მე კი ამაშიც უცნაური ვარ... ბალიშზე თავი დავდე თუ არა, მაშინვე გავითიშე. დილით კი ჩემმა ნეანდერტალელმა ძმამ და იმ დარტყმულმა გამაღვიძეს. -ჯადაბა... ისევ ასეთ სასწაულ ფორმაში მნახა ვაჩემ.. ავდადღანდი მე და ტანსაცმელი გადავიცვი. არჩევანი, ღია, თავისუფალ ჯინსზე, ნაცრისფერ მაისურზე და დაბალყელიან კედებზე შევაჩერე. თმა ავიკოსე და ბურდღუნით ჩავედი კიბეზე და როცა ორ მოცინარ მაიმუნს შევხვდი, მეც ვეღარ შევიკავე სიცილი. -რა გაცინებს, გამომხედა გაოგნებულმა დედამ და უფრო გაოგნებულ ვაჩეს და დუდას შეხედა,იქნებ მათ გამცენ პასუხიო. -რაღა რა მაცინებს. მთელი გულით მაინტერესებს საიდან მოხვდა , ევროპის ყველაზე მაღალ, დასახლებულ წერტილში ორი ორანგუტანგი, წესით ასეთ ჰავას ვერ გუობენ. ვითომ ზოოპარკიდან გამოიქცნენ? ამის წარმოდგენაზე უკვე ძირს დავეცი და ხოხვა დავიწყე. წარმოვიდგინე როგორ სხედან ვაჩე და დუდა ერთად გალიაში და როგორ ქანაობენ ხის გამხმარ ტოტებზე. -ვაიმეე.... მიშველეთთ... ვეღარ ვსუნთქავ... მართლა ძალიან ცუდად გავხდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი, რაც უფრო მეტად ვცდილობდი დამშვიდებას, მით მეტად ვბჟირდებოდი. საბოლოოს კი გაწითლება გალურჯებაში გადამივიდა და ვგრძნობდი, რომ გული წამივიდოდა... მაგრამ ვაჩემ ხელში ამიყვანა, გარეთ გამიყვანა და მთელი ძალით მიჩმიტა ხელზე, რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი. არც შემცდარა, ჰაერის უკმარისობა ტკივილმა შეცვალა და ცოტა გონზე რომ მოვედი, დედას აკანკალებული ხელით გამოვართვი წყალი და ნელა მოვსვი.. ვგრძნობდი, როგორ მიბრუნდებოდა ჩემი ფერი და ვწყნარდებოდი. ალბათ მართლა ცუდად გამოვიყურებოდი, აღარც ერთს აღარ ქონდა ჩხუბის თავი. -როგორ ხარ?? შეშინებულმა შემომხედა ვაჩემ და ჩემი სახე ყურადღებით შეათვალიერა. -როგორ ვიქნები, ამომაგლიჯე ხორცი. შევუღრინე მაშინვე მე. -კარგადაა ვაჩე.. ჯუჯღუნებს უკვე, ანუ კარგად გრძნობს თავს. წამოდი შიგნით, გაგიცივდა ყავა. გაიცინა ჩემმა ძმამ და ოთახში შებრუნდა. -შვილო, ტვინი რატომ არ გემატება დედა ჰა?? პატარა გოგო ხომ აღარ ხარ ? საწყალი თვალებით შემომხედა დედამ და ისიც დუდას გაყვა. ამის გაგონებაზე ვაჩესაც გაეცინა. მე ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ვაჩეს მკლავებში ავღმონდი. -უკვე სერიოზულად მაინტერესებს, სპეციალურად ბლანდავ მაგ ფეხებს, რომ დაგიჭირო და ჩემს მკლავებში ინებივრო? -ჩამჩურჩულა მუჯირმა და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე. -იდიოტი ხარ.. გამიშვი.. შევუღრინე მე. მას კი ისევ გაეცინა, მაგრამ ხელი გამიშვა. რის ვაივაგლახით შევაღწიე სამზარეულომდე და მაცივარი გამოვაღე, რომ გლუკოზა მეპოვნა , თავბრუსხვევის შესაჩერებლად, ვიპოვნე კიდეც.-ვაააა “kit-kat”-ი საიდან.. წამოვიყვირე გახარებულმა და ისე რომ პასუხს არდავლოდებივარ, გავხსენი და პირისკენ გავიქანე. -ვაჩემ მოიტანა დედა გუშინ. იქ არიყავი ?? არუყურებდი?? -მე რავიცი, ისეთი სისწრაფით დაქროდა, სანამ მე კალათი ავიღე ნივთების ჩასაწყობად, ამას უკვე ყველაფერი ნაყიდი ჰქონდა. ამოვიბლუკუნე პირგამოტენილმა. -ესეიგი ეგ შოკოლადი გიყვარს?? ჩამეკითხა ვაჩე. -უყვარს რომელია, მაგისი საყვარელი შოკოლადია, მაგით ვქრთამავ ხოლმე. საუბარში ჩაერთო დუდა და ყავა მოსვა. -შვილო დალიეთ ყავა და მანამდე გეგი და სალოც მოვლენ, ეხლავე გადით, თორემ საღამოს ხომ იცით აქ საშიშია. ძალიან არ დააღამოთ. -კი მაგრამ. მთქვენ არ მოდიხართ? ძლივს ვუთხარი, მას შემდეგ, რაც შოკოლადის მოზრდილი ლუკმა გადავყლაპე. -არაა. მამაშენს დაურეკეს გუშინ საღამოს სამსახურიდან. გუშინვე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ისეგაერთო. დღეისთვის გადადო წასვლა. სანამ თქვენ მოხვალთ, ჩვენ ალბათ წასულები დაგხვდებით უკვე. დუდა რჩება. თქვენ რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი დარჩით შვილო. თქვა დედამ, ვაჩეს მიეფერა ლოყაზე და ოთახიდან გავიდა. -აუუ.. რა ჯანდაბაა!! ჩვენ ჩამოსვლას ელოდებოდნენ? ნერვები ამეშალა მე. -რა გაჩხუბებს გოგო, თვითონაც უნდოდა დარჩენა, მაგრამ არ იცი რა საზიზღარი სამსახური აქვს? დღეს საღამოს უკვე იქ უნდა იყოს, ზეგ დილით მივლინებაში უშვებენ. მე კიდე დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გადავაფიქრებინე ჩემი წაყვანა. სკოლასაც გავაცდენ და თან საღამოს ნიტა ჩამოდიის... სიხარულით თქვა დუდამ და ჭიქა გარეცხა. -ვაა მართლა?? და ნიტას რა უნდა?? გამმიკვირდა მე. -რას ქვია რა უნდა... რაც აქ ვართ მის მერე ვეჩალიჩები მაგის ბიძაშვილს რომ ჩამოიყვანოს, ხოდა ნოდარამაც ბოლოს შეწუხებულმა დაურეკა, ჩამოდი გოგო ავარიაში მოვყევი და ვკვდებიო და ისიც უკვე გზაშიაა... წაუმღერა დუდამ და ლოყაზე მაკოცა. -რა გეშველებათ... შენ ხო ისედაც ვერასდროს ვერ იყავი სრულ ჭკუაზე და ახლა ის ბიჭიც გადარიე ხო?? რას ერჩით იმ საწყალ გოგოს, რას დააფეთეთ . პირდაპირ გეთქვა , სვანეთში ვარ და ჩამოდიო, ხომ იცი, რომ მოწონხარ და ჩამოვიდოდა? არ ვჩუმდებოდი მე. -ოოო ნუ გაილექსე რა.. ეგრე იყო საჭირო და მაგიტომ გავაკეთე ეგ. და კიდევ, სიურპრიზი მაქვს შენთვის. დღეს საღამოს 10 საათზე Loudspeakers-ი კონცერტს აწყობს მესტიაში. რამდენიმე ქართულ ჯგუფთან ერთად... წაიღიღინა ჩემმა ძმამ და როცა ჩემი გაბრწყინებული სახე დაინახა გადაიხარხაარა. -აუუუუ....... რა მაგარიაა..... წავიდეთ რაა.. ხო წავიდეთ?? აუუ დუდა წავიდეთ რაა... -არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, ნიტა უნდა ვნახო მე და თუ მოუნდა, ჩვენც წამოვალთ. ჩაილაპარაკა დუდამ და გარეთ გავიდა, მაგრამ შევამჩნიე, როგორ ჩაუკრა ვაჩეს თვალი. თუმცა არაფერი არ შევიმჩნიე. -აუუ ვაჩეე... მაშინ შენ წამიყვანე რაა.. ხომ წამიყვან?? -ჩამეხუტე და წაგიყვან .. წამოიძახა დაუფიქრებლად ვაჩემ და ყავა მოსვა. მე არ ვიცი რა დამემართა, იმ წამსვე კისერზე ჩამოვეკიდე. არ ვიცი.. დუდაც ასე მეუბნება ხოლმე, როცა რაღაცას ვთხოვ, ჩამეხუტე და მერე შეგისრულებო . ჰოდა, მეც გონზე რომ მოვედი, ვაჩეს კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული და აშკარად მესმოდა, როგორ გამალებით ფეთქავდა მისი გული.. დარცხვენილმა მაშინვე ჩამოვუშვი ხელები და ვაჩეს მივაშტერდი, რომელიც გაქვავებული იდგა და გაოგნებული თვალებით მიყურებდა. -ბოდიში... მე უბრალოდ... არც კი ვიცი რა დამემართა.. იმდენად ვიყავი აფორიაქებული... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი... მის სახეზე კი გაოცებას ღიმილი ცვლიდა.. მოულოდნელად ჩამთან ძალიან ახლოს მოიწია და გულზე მიმიკრა. -საბოდიშო არაფერი არ გაქვს სულელო, პირიქით, მე გიხდი ბოდიშს, რომ ასე გავქვავდი და საპასუხოდ ვერ ჩაგეხუტე. მითხრა და ისე მომიჭირა ხელები, მეგონა ძვლებს დამიმტვრევდა. მთელ კანზე ბუსუსებმა დამაყარა. და ოდნავ გამაკანკალა.. -რა იყო , ჩემი შეხება გხდის ასე ცუდად?? ჩამჩურჩულა ყურში და ყურის ბიბილოზე მაკოცა. -პფფფ... მეტი საქმე არ მაქვს რაა.. რომ შენმა შეხებამ გამხადოს ცუდად. შემცივდა უბრალოდ ეგ არის და ეგ... წამშივე გამოვაცხვე ტყუილი და მისი ხელებიდან გათავისულება ვცადე. -ვითომ?? სახლში საკმაოზე მეტად თბილა და ამასან, ეჭვი მეპარება, ჩემს მკლავებში გციოდეს... ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა მკლავები. -მართალი ხარ, სიცივეს კი არა, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ ტკივილის გარდა, ისე მიჭერ ხელებს. ამოვიხავლე სუნთქვა შეკრულმა და ვიგრძენი, როგორ მოადუნა ხელები, შემდეგ კი საერთოდ გამიშვა. -კარგი, რადგანაც შეასრულე პირობა და ჩამეხუტე, წაგიყვან დღეს საღამოს კონცერტზე. თან მეც მიყვარს ეგ ჯგუფი და სიამოვნებას მაინც მივიღებ, თორემ მთელი დღე შენს სახეს ჩემმა მტერმა უყურა.. -საქონელო... სანამ გახარებას მოვასწრებ, იქამდე მაშხამებ ყველაფერს, ექსპერტი ხარ რა.. ამოვიბურდღუნე გაბრაზებულმა, მაგრამ ვაჩეს ყურადღება აღარ მოუქცევია. -ლილე, ნიტა ვინ არის? -ერთი გოგოა, ჩვენს მეზობლად ჩამოდის ხოლმე სტუმრად, ჩემი ძმის ასაკისაა და მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ ვერ უტყდებიან, ჰოდა დუდამაც ალბათ იფიქრა, რომ უშგულში, საუკეთესო პირობებია ამის სათქმელად და კი მოისმინე რა გაგმაც შეიმუშავა რომ აქ ჩამოიყვანოს საწყალი გოგო. ვაჩეს ჩაეცინა და იმ წამს მოსული გეგის და მისი მეუღლის შესაგებებლად წავიდა. -დავიჯერო აღარ ახსოვს, რაც გუშინ გააკეთა? ვითომ სასმელმა ყველაფერი დაავიწყა?? ვფიქრობდი მე და თან მისაღებისკენ მივიწევდი, რომ სტუმრებს შევგებებოდი. ნახევარ საათში უკვე სახლიდან გავდიოდით. ვაჩე გულდაწყვეტილი დაემშვიდობა ჩემს მშობლებს, კარგ დროს ვატარებდით ერთადო, მაგრამ მამა შეპირდა , რომ კიდევ გამეორდებოდა მსგავსი შეკრებები, უფრო ხშირად. ამან ვაჩე ცოტა დაამშვიდა და თვალცრემლიანი დამშვიდობების ცერემონიალის შემდეგ დავადექით გზას უშგულის ლამარიისკენ. მაგრამ დუდა შუაგზიდან უკან გაბრუნდა. ნოდარმა დაურეკა, ნიტას ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიურპრიზი მინდა მოვუწყო, იმდენი ხანია არ ყოფილაო , თან რომ გაიგებს მოვატყუეთ, გაგვიბრაზდებაო და ესაც თავპირისმტვრევით გავარდა მათი სახლისკენ. გეგი და სალო უშგულის ისტორიას ყვებოდნენ და ოდნავ წინ მიდიოდნენ. ვაჩე მათ ყურადღებით უსმენდა.. აი მე კი, სრულიად სხვა სამყაროში ვიყავი..-ნეტავ ახსოვს?? თუ არ ახსოვს, როგორ გავარკვიო?? მსგავსი კითხვები ცვლიდა ერთმანეთს, თუმცა პასუხი არც ერთ მათგანზე არ მქონდა. მოგვიანებით გეგიმ და სალომ დიდი მანილით გაგვისწრეს, მეც ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მათ დავწეოდი,მაგრამ ვაჩემ მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა. -სად იყავი წეღან ფიქრებით ჰაა?? შემათვალიერა ინტერესით. -ვაჩე, შენი აზრით, სად არის ყველაზე ლამაზი ცა ღამით, საქართველოში??? -ამაზე თუ გამცემს პასუხს, მაშინ მივხვდები გუშინდელი ლაპარაკი ახსოვს თუ არა. გავიფიქრე მე. -არ ვიცი, ყაზბეგში?? მკითხა სერიოზულად ვაჩემ და ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა გული. -არა დეგენერატო, სვანეთშია, სვანეთში. მივაძახე მე და ისეთი სისწრაფით წავედი, რომ მალე გაოგნებულ გეგის და სალოსაც გადავასწარი. -და რაგაჩხუბებს მერე?? ნორმალურად ვერ მეტყვი? გავიგე ვაჩეს ხმა, მაგრამ ნაბიჯისთვის აღარ შემინელებია. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა უშგულის დათვალიერებას, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე სულ დაბღვერილი დავდიოდი და ვაჩეს არ ველაპარაკებოდი. გზაში მაინც დაგვაღამდა. 8 ხდებოდა სახლში რომ მივედით. დუდა უკვე შინ დაგვხვდა. -ნახე შენი ნიტაა?? ვკითხე დივანზე წამოწოლილ დუდას, რომელსაც იდიოტური ღიმილი ჰქონდა მთელ სახეზე გადაკრული. -კიი. 10 წუთია რაც სახლში მოვედი, თავიდან კი გამიბრაზდა, მაგრამ მერე ავუხსენი, რატომაც მოვიქეცი ეგრე, ჩემი გრძნობების შესახებაც მოვუყევი და როგორც აღმოჩნდა ისიც იმავეს გრძნობს. დღეს საღამოს გავუვლი და ერთად წამოვალთ ნოდარას მაქქანით მესტიაში. არ წყნარდებოდა დუდა. -ვაა.. გილოცავ ძმაო, გადაეხვივნენ ვაჩე და გეგი ჩემს ძმას. -გილოცავ. მივაძახე მეც და კიბეს ავუყევი. -ამას რა სჭირს? ჰკითხა დუდამ ქვევით მყოფებს. -მე გავაბრაზე, მაგრამ გპირდები შემოვირიგებ. გავიგე ვაჩეს ხმა და კიბის საფეხურებიც ავათავე... ჩემს ოთახში შევედი, საჭირო ნივთებს დავავლე ხელი და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი, ყველაფერს მერჩივნა ცხელი შხაპის მიღება იმ წამს.. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი წყლის ქვეშ, მაგრამ ფაქტია, რომ მომთენთა, ცუდი განწყობა მომიხსნა და რაღაცნაირი სიმსუბუქეც მაგრძნობინა. ჩემი ძმის მაისური გადავიცვი და ფეხისწვერებით მივედი ჩემს ოთახამდე. თმა დავივარცხნე და გაშრობა დავაპირე, მაგრამ ფენი ვერსად ვერ ვიპოვნე.-დუდა აიღებდა, როგორც ყოველთვის. გავიფიქრე და ჩემი ძმის ოთახისკენ ავიღე გეზი. კარი დაუკაკუნებლად შევაღე და წელსზემოთ შიშველი ვაჩე შემრჩა ხელთ. არა, ნავარჯიშები ტანი რომ ჰქონდა ვიცოდი, მაგრამ თვალი ვერ მოვწყვიტე..-რა იყო,პოსეიდონია? -ვფიქრობდი, ჩემთვის, 6 კუბიკი ჰქონდა მუცელზე ... -აი პრესიც ამას ქვია.. გავიფიქრე, მაგრამ გონს როგორც კი მოვედი დარცხვენილმა თავი დავხარე და ოთახიდან გასვლა დავაპირე. ის იყო, კარი გამოვაღე , რომ ვაჩემ იმარჯვა. ცალი ხელით კარი მიხურა, მეორე კი წელზე მომხვია და იმ კარზევე ამაკრო. -შენ არ გასწავლეს, რომ სანამ სხვის ოთახში შედიხარ, კარზე უნდა მიაკაკუნო? ჩამჩუჩულა ყურში და ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი, რომელსაც ისევ წვეთები სდიოდა. -და მე რავიცოდი, თუ აქ სტრიპტიზით იყავი დაკავებული. არ დავნებდი მეც.- ჩემი ძმის ოთახია და სულ გადამავიწყდა , რომ აქ ჩაუსახლდი. -საკითხავია, სტრიპტიზით რომელი ჩვენგანია დაკავებული, მე ნახევრად შიშველი მაინც არ დავრბივარ სახლში. მაშინღა გამახსენდა რომ ისევ ჩემი ძმის მაისურის ამარა ვიყავი. ის კი უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, ამჯერად ლოყაზე მაკოცა. მეორე ხელი კი მკლავზე მომიჭირა. -ფრთხილად შე ცხოველოო.. დავიგმინე სიმწრისგან. -დილით რომ დამილურჯე ეგ ხელი არ გეყო?? ისევ მტკივა. -დილით გიჩმიტე და მაგიტომ დაგილურჯდა, სხვანაირადაც შემიძლია დაგალურჯო, ამჯერად ყელში მაკოცა მოწყვეტით. ცივი და ცხელი ტალღები ცვლიდენენ ჩემს სხეულში ერთმანეთს. ერთიანად ავცახცახდი.. -გამიშვი, თორემ დუდას დავუძახებ იცოდე. ვუთხარი ხმისკანკალით და მისი ხელებიდანდაძრომა ვცადე. ვაცნობიერებდი, რომ კარგად არ იყო ჩემი საქმე, ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით და აშკარად არა ვუყურებდით ერთმანეთს, როგორც სამი წლის ბავშვებს. სადღაც გაქრა ფრაზა „,მე შენ ბიჭად ვერ აღგიქვამ“, „ვერც მე აღგიქვამ გოგოდ“... ფაქტია რომ გასაქცევი დუდას გარდა აღარსად მქონდა, რადგან ნელ-ნელა მე თვითონაც ვკარგავდი საღად აზროვნების უნარს. -დუდა არაა სახლში . გეგი და სალო წაიყვანა სახლში. ასე რომ სულ მარტოები ვართ. ჩამჩურჩულა მან და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა, მის სხეულს უკვე აშკარად ვგრძნობდი, ტუჩები ყელზე ჰქონდა მოდებული და შიგადაშიგ ნაზად მკოცნიდა... მოულოდნელად კი ორივე ხელი ჩამოწია, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ისე რომ თავი არ აუწევია მომაძახა. -მიდი , ახლა გაიქეცი, და მოემზადე, ნახევარ საათში ქვევით გელოდები და კიდევ, დაიმახსოვრე, როცა უცხო კაცია სახლში, ეგრე ჩაცმული ნუ დადიხარ, იმაზე საშიშები არიან კაცები , ვიდრე შენ გგონია... მითხრა და გარეთ გამოსულს კარი ცხვირწინ მომიკეტა. ადგილიდან ვერ ვიძვროდი.. გონზე მოსასვლელად ალბათ ხუთი წუთი მაინც დამჭირდა. მერეღა გამახსენდა, რომ ფენის აღება ვერ მოვახერხე. კარზე ფრთხილად მივაკაკუნე. -ამჯერად რაღა გინდა. მომესმა კარს უკან ვაჩეს ხმა, თუმცა ვგრძნობდი , რომ იმ წამს იღიმოდა. -შეიძლება შემოვიდე?? გაუბედავად ვკითხე. -შემოდი. მითხრა მან და მეც კარი შევაღე, არც შევმცდარვარ, მიღიმოდა, თუმცა მაისური ისევ არ ეცვა. -რა არ გასვენებს რა?? ამ წამს არ გაგაფრთხილე, რომ უცხო კაცი როცაა სახლში ეგრე ჩაცმული ნუ დადიხართქო? მითხრა მან, ამგრამ ღიმილი არ მოშორებია სახიდან. -ისაა.. ფენი მინდა.. ჩავიბურდღუნე მე.. -და სხვათაშორის, მეც გითხარი მაისურის გარეშე ნუ დადიხართქო. -ეგ არ გითქვამს შენ. და ნუღარ ლაპარაკობ ბევრს გაცივდები. კარადაშია ფენი, მიდი გამოიღე და გაიქეცი შენს ოთახში. რომ გაიშრობ თმას უკან შემოიტანე, მე სააბაზანოში შევდივარ , მითხრა და კარს მიღმა გაუჩინადრდა.. -დარტყმული... ვერასდროს ვერ ვიგებ, რაზე ფიქრობს ან რა უდევს გულში. ვერც მის ქცევებს ვხსნი, როგორც კი გავიფიქრებ, ხომ არ მოვწონვართქო, მაშინვე ისეთ სასწაულს გამოთხრის ხოლმე, რა მოწონებაზეა ლაპარაკი ... ოთახიდან აღარ გავსულვარ, იქვე გავიშრე თმა და მაშინვე დავუბრუნდი ჩემს ოთახს. ამჯერად მუქი , წელში გამოყვანილი ჯინსი ჩავიცვი, თეთრ მაისურთან და ვაჩესნაირ კედებთან ერთად. კიდევ კარგი, ჩანთაში კოსმეტიკა მქონდა, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმაც გაშლილი დავიტოვე და კიბეზე დავეშვი. ვაჩე უკვე ქვევით დამხვდა. მასაც მუქი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, ჩემნაირ კედებთან ერთად. -შენ რა, სპეციალურად აარჩიე ერთნაირი ტანსაცმელი?? ვკითხე, როცა მის თვალიერებას მოვრჩი. -ჰოო აბა. მეტი საქმე არ მქონდა. უბრალოდ იქ მეტი არჩევანი არ იყო.. ჩაიქირქილა ვაჩემ. -ჩემი ძმა სადაა?? -მანქანა მოიყვანა და მასინვე ნიტასთან გაქანდა, ნოდარას მანქანით წამოვალთო. -აა გასაგებია. ჩავილაპარაკე მე და კარისკენ წაღებული ხელი გამიშეშდა. -უი მოიცა ერთ წამს. ზევით ავალ და ჩამოვალ უცებ. -რა მოხდა? მკითხა გაკვირვებულმა ვაჩემ. - ჩემი ძმის ჟაკეტს ავიღებ, საღამოს ცივა აქ. -არ გჭირრდება. მითხრა მკაცრად. -რატოომ?? -თუ დაგჭირდა ჩემსას მოგცემ. მიპასუხა , ხელი ჩამკიდა და თითქმის სირბილით მიმიყვანა მაქანამდე. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია... ორივე ჩვენს ფიქრებში ვიყავით და მყუდროებას არ ვურღვევდით ერთმანეთს... მესტიაში რომ მივედით უკვე 11 იყო დაწყებული. საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი და ძლივს ვიპოვნე დუდა და ნიტა. ვაჩეს გავაცანით ნიტა. აღფრთოვანებული დარჩა გოგოს სილამაზით და უშუალობით. თუმცა დიდხანს არ დარჩენილან ჩვენთან, ნახევარსაათში სადღაც აორთქლდნენ, მე მათი მოძებნა განვიზრახე, მაგრამ ვაჩემ დამიშალა. მითხრა, რომ ერთად ყოფნა იმ წამს ყველანაირ მუსიკას ერჩივნათ და მეც მის ნებას დავყევი. ცოტახანში ვაჩემ თავის ნაცნობებს მოკრა თვალი და მათ სანახავად წავიდა, მითხრა მალე დავბრუნდებიო... მაგრამ მე იმდენად ვიყავი მუსიკით გართული, რომ ბუნდოვნად მესმოდა მისი სიტყვები... არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი მარტო.. ამასობაში წვიმისთბილი წვეთებიც დაეშვა ციდან და თანდათან უფრო დაუფრო მატულობდა, მაგრამ რაც უფრო მეტი წვიმის წინწკალი მეცემოდა სხეულე, უფრო მეტად მინდებოდა ცეკვა და უფრო მეტად ვიკარგებოდი მუსიკის, და გაზაფხულის წვიმისმკლავებში... ემოციების პიკი კი მაშინ იყო, როცა ჩემი საყვარელი სიმღერა-world in my eyes“ აჟღერდა. ტანი მელოდიას ავაყოლე, წვიმის წვეთები კი ურცხვად განაგრაძობდნენ ჩემს სხეულზე სრიალს და უარესად მისველებდნენ, თეთრ მაისურს, რომელიც ტანზე მეწებებოდა... მაგრამ არც ეს აღარ მაინტერესებდა. ხელი გავშალე და ჩამს საყვარელ მუსიკაზე მე ვცეკვავდი. ჩემს სხეულზე კი წვიმის წვეთები.. იქამდე , ვიდრე მუცელზე ხელების შეხება არ ვიგრძენი. ამჯერად აღარ შევშინებულვარ. ნელა შევბრუბდი ვაჩესკენ, ოდნავ გავუღიმე და კისერზე შემოვაწყვე ხელები, ამჯერად მასთან ერთად ავაყოლე სხეული მუსიკის საყვარელ ჰანგებს , თვალებს კი არ ვაშორებდი, მის შავ, ძალიან შავ გამოხედვას, რომელიც ზუსტად ვიცოდი იმ წამს რაზეც ფიქრობდა... არც შევწინააღმდეგებივარ, როცა მან სხეულზე ამიკრო, ცალი ხელი წელზე შემომხვია მეორე კი თმაში შემიცურა და წვიმის მიუხედავად მხურვალე ტუჩები მომაწება ტუჩებზე, თავიდან ძალიან ნაზად მკოცნიდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მეც ავყევი, მთელი გრძნობით მაკოცა, ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა,შემდეგ ყელზე, ხელებს კი ჩემს წელზე დაასრიალებდა... ასეთი წვიმის მიუხედავად, ისე მცხელოდა, მეგონა ვიწვოდი. -აღარასდროს ჩაიცვა თეთრი მაისური, წვიმაში.. ჩამჩურჩჩულა ყურშ და ისევ ტუჩებზე დამწვდა... შემდეგ ისევ არტერიაზე გადაინაცვლა.. ნელნელა აუყვა კოცნით ყელს, ყურამდე და ისევ ჩამჩურჩულა.. მე არ მჭირდება ლამაზი ცის დასანახად ზევით ახედვა, იმიტომ რომ, ყველაზე ლამაზი ქმნილება ახლა ჩემს გვერდით დგას და შემიძლია, რომ შევეხო კიდეც..... სულელო ბავშვო... როგორ იფიქრე, რომ ეგ დამავიწყდებოდა.... მე ოდნავ უკან დავიწიე და გაშტერებული მივაშტერდი თვალებში.. ისიც იდგა და მიყურებდა. თმიდან წვიმის წვეთები სდიოდა, შუბლზე სრიალებდა, შემდეგ ლოყებზე , ბოლოს კი მის ტუჩებზე პოულობდნენ გზას.. მასაც ჩემსავით შემოტმასნოდა თეთრი მაისური... მისი საშინლად შავი თვალები კი ურცხვად მომშტერებოდნენ და როცა მისი ჩაჩვრეტილი ლოყაც და ის ოდნავი ღიმილიც დავინახე, რომელიც ასე მიყვარდა, თავი ვეღარ შევიკავე, ცერებზე ავიწიე და მთელი გრძნობით დავაკვდი ტუჩებზე... და სულ არ მაინტერესებდა გაოგნებული მსმენელი ... იქ იმ წამს ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი, ჩვენი მუსიკა და წვიმა, რომელიც შეუბრალებლად განაგრძობდა ჩვენს სხეულზე ცეკვას. -ღმერთოო... მაგიჟებს ეს გოგო.. ჭკუიდან გადავყავარ. აქამდე იმით მაინც ვიმშვიდებდი თავს, რომ როგორც პატარა ბავშვს ისე ვუყურებდი.. მაგრამ ახლა... არა, საშინელი აზრი იყო ჩემი აქ წამოსვლა. ვერც კი აცნობიერებს, რომ თავდაჭერილად უნდა მოიქცეს, როცა ჩემს გვერდითაა და ის რას აკეთებს ამ დროს? ნახევრად შიშველი მივარდება ოთახში. რომ დავინახე დუდას მაისურის ამარა, სველი თმით, რომელიც ცალ მხარეს ჰქონდა გადმოყრილი და სასაცილოდ აცეცებდა თავის თვალებს, ლამის გული გამისკდა... ჯანდაბა... და ასეთ გოგოზე ვამბოდბდი, ბავშვიათქო?! ყველანაირი საღი აზრი სადღაც გაქრა და უბრალოდ ინსტინქტს მივყევი. არც კი მახსოვს, როგორ გავჩნდი მის წინ, მისი პატარა სხეული ჩემსაზე მყავდა აკრული და მისი თმის სურნელს ვსუნთქავდი ხარბად.. ვგრძნობდი მისი გულის ცემას, ვხედავდი მის აწითლებულ სახეს და ბუსუსებს კანზე..ეს უფრო მაგიჟებდა, თავს ვეღარ ვაკოტროლებდი.. ისეთი ძალით დავხუჭე თვალები, რომ წამიერად ამტკივდა კიდეც.. როგორც იქნა მიწაზე დავეშვი და ლილეს ხელი გავუშვი. ორი ნაბიჯი უკან დავიხიე და ვთხოვე , რომ ოთახიდან გასულიყო, ზუსტად ვიცოდი, მისი კიდევ ერთი წამით ოთახში დარჩენაც კი ავისმომასწავებელი იქნებოდა ჩემთვის. გარეთ გავაგდე და კარი ცხვირწინ მივუკეტე. რამდენიმე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ფიქრი კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა. ჩემთვის ჩამეცინა- არა, მაინც როგორი უყურადღებოა, წამის წინ გავაფრთხილე ნახევრადშიშველი ნუ დადიხართქო და ისევ ამ მდგომარეობაში შემოიპარა ოთახში. ვგრძნობდი, რომ თავის შეკავება უფროდაუფრო მეტად მიჭირდა , ამიტომ მე თვითონ დავტოვე ოთახი. საღამოს კი საერთოდ გამაგიჟა. როგორც იქნა, მესტიამდე ჩავაღწიეთ. კონცერტი უკვე დაწყებული დაგვხვდა, მე ჩემი ნაცნობები შემხვდნენ, რომლებიც კონცერტს უკეთებდნენ პრ-ს და მათთან სალაპარაკოდ წავედი, ამასობაში კი წვიმაც დაიწყო. გამახსენდა, რომ ლილე თხელი მაისურის ამარა დავტოვე და მასთან წავედი, რომ ჟაკეტი მიმეტანა, მაგრამ ადგილზე გავიყინე, როცა დავინახე. ბენდი „World in my eyes”-ს ასრულებდა. ლილეს თვალები ჰქონდა დახუჭული, წვიმას მთლიანად დაესველებინა, მისი თმიდან წვიმის წვეთები სცვიოდა და შიშველ მკლავებზე მისრიალებდა. თეთრი მაისური კი, რომელიც ისედაც ძალიან თხელი იყო, ტანზე ეკვროდა და სრული სისრულით წარმოაჩენდა მის სხეულს... სიცივისგან ბუსუსები ეყარა კანზე... ახლოს მივედი.. ვაკვირდებოდი, მაგრამ შეხებას ვერ ვბედავდი, ისიც ჯიუტად არ ახელდა თვალს... ტანის ოდნავი მოძრაობით ყვებოდა მუსიკის რიტმს და აშკარად სხვა განზომილებაში დაფრინავდა, სადაც მეც გამიყოლა... -ჭიანჭველები? ჭიანჭველები კი არა მამონტები დარბოდნენ იმ წამს ჩემს სხეულზე.. ციბ-ცხელებიანივით მაკანკალებდა... ისეთ სუნს აფრქვევდა, ისედაც თავბრუდახვეულს, საერთოდ წამართვა აზროვნების უნარი. სახეზე თმა ჩამოეყარა.. მან კი ტუჩები სასაცილოდ ააცმაცუნა, მაგრამ ვერ მოიშორა და ამჯერად ხელით გადაიყარა უკან სახეზე მიწებებული თმა... სრულად გამოაჩინა წვიმისგან დასველებული სახე.. შუბლი, თვალები... ცხვირი.... და ისევ პატარა ბავშვივით გაბუშტული ტუჩები... მას ამუსიკა აგდებდა ტრანსში, ის კი მე... ვსო.... მეტი აღარ შემეძლო.. გადამეკეტა საღად აზროვნების უნარი და ბოლომდე ინსტინტქტის მონა გავხდი... მუცელზე ხელი შემოვხვიე. ის კი თითქოს ამას ელოდა, ნელა შემოტრიალდა ჩემკენ და კისერზე ხელები შემომაწყო... გამაკვირვა მისმა სითამამემ.. ახლოს მივიკარი ტანზე... ბოლომდე ჩემზე იყო მონდობილი... თვალებს არ ვაშორებდით ერთმანეთს.. მიყურებდა თავისი დიდი, ჭაობისფერი თვალებით და ვგრძნობდი, რომ იმ წამს ბოლომდე მენდობოდა და რაც არ უნდა გამეკეთებინა, გამომყვებოდა... წვიმამ იმატა... უფრო მეტად დაასველა მისი სახე... წელზე შემოვხვიე ხელი, მეორე კი თმაში შევუცურე.. ვიგრძენი როგორ აუცახცახდა სხეული და როგორ დაბურძგლა მთელს ტანზე.. მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებდა, მეც დავიხარე და ძალიან ფრთხილად ვაკოცე... აღარ იყო ისეთი მოუხერხებელი , როგორც პირველ ჯერზე... ამყვა კოცნაში და მეც უფრო მომთხოვნად განვაგრძობდი მის ალერსს... წვიმდა, მაგრამ მცხელოდა.. -აღარასდროს ჩაიცვა წვიმაში თეთრი მაისური... ვუთხარი და უარესად ავიკარი სხეულზე.. ისიც ხმისამოუღებლად ბოლომდე ჩემზე მონდობილი ოდნავ არხევდა ტანს მუსიკის მელოდიაზე და მეც მიყოლიებდა ამაში... მერე ისევ ჩავჩურჩულე, რომ გუშინდელი ღამე მშვენივრად მახსოვდა. ლილემ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გაოგნებული ჩამაჩერდა თვალებში... ღიმილი ვერ შევიკავე მისი გაოგნებული სახის დანახვაზე, ის კი მოულოდნელად ტანზე ამეკრა, ცერებზე აიწია და ტუჩებზე დამწვდა... აი მაგ დროს კი საბოლოოდ დავკარგე თავი და მასთან ერთად გადავეშვი ვარდისფერ ბურუსში... სულ არ მაინტერესებდა იმ წამს გარშემომყოფთა რეაქცია... იმ წამს ვიყავით მხოლოდ ჩვენ, მუსიკა და წვიმის წვეთები, რომლებიც დაუნდობლად განაგრძობდნენ ჩვენს სხეულზე ცეკვას.... სიმღერა რომ დამთავრდა, თითქოს დავუბრუნდით რეალურ სამყაროს. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და დავინახე , როგორ გააკანკალა ლილეს. ეს ამჯერად სიცივით იყო გამოწვეული. -გცივა? ვუთხარი ჯერ ისევ სუნთქვა გახშირებულმა . მან კი პასუხი არ გამცა ისე დამიქნია თავი. სახეზე დავაკვირდი, მთლიანად გაწითლებულიყო. გამეცინა მის მორცხვობაზე. ხელი ჩავკიდე და მანქანისკენ წავიყვანე. დავსვი და ჩემი ჟაკეტი მივაფარე. -ორი წუთი დამელოდე, შენს ძმას მოვძებნი და ვეტყვი, რომ მივდივართ. ახლავე მოვალ. ვუთხარი და კარი მივუხურე. დუდა მალევე ვიპოვნე. ჩვენთან ერთად წასვლა შევთავაზე, მაგრამ იუარა, ჩვენ თვითონ წამოვალთო. მეც ისევ მანქანისკენ გავეშურე და ლილეს ვუთხარი მომხდარის შესახებ. არც ამჯერად ამოუღია ხმა. უკვე მაშინებდა მისი ასეთი სიწყნარე. სახლში სწრაფად მივედით.. მანქანიდან ისე გადავიდა, რომ ხმა არ გაუცია .. ნეტავ რას ფიქრობს? მებუტება? ვფიქრობდი ჩემთვის და როცა სახლში შევედი, ლილე აღარსად დამხვდა.. კინაღამ გული შეტევა მივიღე, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მის სახელს. -რა გაღრიალებს, ხო არ გადაირიე.. სააბაზანოდან გამოვარდა შეშინებული ლილე და თვალებს მიბრიალებდა. -უი მე მეგონა... კარგი , მიდი დროზე , თორემ მეც მცივა .. ვუთხარი და დამშვიდებული სავარძელში ჩავეხეთქე. -შენ ხომ კაცს წყლის გადავლებასაც არ აცდი ნორმალურად.. ადუდღუნდა როგორც სჩვევია და სააბაზანოში შევიდა, მე კი თბილად გამეღიმა, ისევ მის დუდღუნს რომ მოვკარი ყური. როგორც კი სახლში დავბრუნდით, მაშინვე სააბაზანოში შევვარდი, ცხელი წყალი ახლა ყველაფერს მერჩივნა. -ახლა როგორ მოვიქცე?? როგორ ველაპარაკო ვაჩეს? დღეს ისე ვიქცეოდი, აიცილებლად მიხვდება რომ მომწონს, რა ვქნა?? სხვადასხვა კითხვები ცვლიდა ჩემს გონებაში ერთმანეთს. თუმცა საბოლოოდ მოვდუნდი, ცხელ წყალს მივანდე ჩემი სხეული და გონება და ისიც საუკეთესო მკურნალად მომევლინა.. წარმოდგენა არ მაქვს რამდენ ხანს ვიყავი სააბაზანოში. გარეთ რომ გამოვედი, კართან ვაჩე დამხვდა ხელებგადაჯვარედინებული. -ოჰ... გამოხვედი ქალბატონო?? გეღირსა?? დამგესლა ტრადიციულად. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მისი ცინიზმი ოდოსმე ასე მესიამოვნებოდა, ის სირცხვილის გრძნობაც კი მომეხსნა , რამდენიმე წამის წინ რომ მქონდა. -დიახ.. როგორ მიხვდი?? იქნებ მთლად დებილი არ ხარ ჰა? არ ჩამოვრჩი მეც. -გოგოო.. შენ ენა ნუ შემაჩვიე და გამობოდიალდი დროზე, რას აეყუდე მაგ კარს. სხვათაშორის მეც დავსველდი და მეც მჭირდება ცხელი წყალი, რომ არ გავცივდე. -ოხ.. დიდი ბოდიში , რომ ჩემს სააბაზანოში იმდენი ხანი დავყავი, რამდენიც მინდოდა. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვაჩემ ხელი დამავლო, გვერდზე გამწია და სააბაზანოს კარი ცხვირწინ მომიკეტა. -დარტყმულოო... შენ რაღაც ძალიან მიეჩვიე კარის ცხვირ წინ მიკეტვას. მივაძახე მე და ოდნავ ჩამეცინა... სწრაფად შევვარდი ჩემს ოთახში , საწოლზე დავწექი და საბანი თავზე გადავიფარე.. ამჯერად აღარ დამძინებია.. თავი მისკდებოდა წეღანდელზე ფიქრით. იდიოტურ ღიმილს კი სახიდან ვერ ვიშორებდი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვტრიალებდი მოუსვენრად საწოლში, ამასობაში წვიმამაც იმატა და ჭექა-ქუხილიც მოაყოლა. ბავშვობიდან მეშინოდა ქუხილის.. საბანი თავზე წავიფარე, მაგრამ ხმაური უფრო ძლიერდებოდა. ელვის შუქზე ტელეფონი მოვძებნე და მაშინვე ჩემს ძმას მივწერე. -დუუ.. მოხვედი?? -კი, რა იყო? პასუხმა არ დააყოვნა. -რას ქვია , რა იყო? ახლა გამიცანი? არ გესმის გარეთ რა ხდება? ჩემთან შემოდი რაა. მარტო ვერ დავიძინებ. -ოო .. მეზარება, შენ შემოდი. -შენ ხო არ გადაირიე... ვაჩეც მანდაა, სირცხვილია. -ნუ ღელავ. ვაჩე მშოვლების ოთახში გავუშვი. დროზე, გელოდები. წავიკითხე თუ არა მესიჯი, საწოლიდან წამოვხტი და სწრაფად გავიქეცი ჩემი ძმის ოთახისკენ. რა თქმა უნდა, ისევ მისი მაისურის ამარა ვიყავი. ან რა მქონდა სადარდებელი, ვაჩე ხომ იმ წამს პირველ სართულზე, მშობლების ოთახში იწვა და ტკბილად ეძინა. დაუკაკუნებლად შევვარდი ოთახში და წამის მეასედში დუდას გვერდით ვიწექი საწოლში და მთელი ძალით ვეხუტებოდი შიშველ ტანზე... მართალია , ჩემი ძმას კარგი და ნავარჯიშები ტანი, აქვს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უცხოდ მომხვდა მისი ტანი ხელებში. უცებ საშინელმა ფიქრმა გამიარა თავში და გაუბედავად ავხედე სახეზე. ოთახში იმდენად ბნელოდა, სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მისი სუნი.... მისი გულის ცემა... მოულოდნელად გაიელვა და საბედნიეროდ ძალიან დაიქუხა, თორემ ჩემი კივილით სოფელს დავიმხობდი თავზე. -რა ჯანდაბას აკეთებ ჩემი ძმის ოთახშიი... ამოვიხრიალე, მას შემდეგ რაც მისი თითებისგან გავითავისუფლე ტუჩები, რომელიც გასაჩუმებლად ამაფარა პირზე. -დუდა სად არის? -დუდა შენი მშობლების ოთახში გადაბარგდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოვიდა, თავისი ნივთები გაიტანა და ქვემოთ ჩავიდა, ტელეფონი კი აქ დარაჩა, მეც ვისარგებლე შემთხვევით და შენს მესიჯს ვუპასუხე.. ვგრძნობდი როგორ იღიმოდა. შემდეგ ხელები თავქვეშ ამოიდო და საწოლზე მოხერხებულად მოეწყო. -დარტყმული ხარ. შევუღრინე მე და ასადგომად წამოვიწიე, მაგრამ მკლავში წამწვდა და უკან დამქაჩა. -დაწექი და გაჩუმდი. არაფერს არ დაგიშავებ. ქუხილის მაინც გეშინია , მარტო ვერ დაიძინებ , პირველ სართულამდე სანამ ჩახვალ დუდასთან, იქამდე გული გაგისკდება, მე კი სულაც არ ვაპირებ შენ გაცილებას. ასე რომ კომფორტულად მოეწყვე და დაიძინე. მკლავზე ხელი გამიშვა, გვერდზე გადაბრუნდა და ზურგი მაქცია. -კარგი... ამოვიბურტყუნე მე და უხერხულად დავწექი საწოლის კიდეზე. -ეგრე გადავარდები, ახლოს მოიწიე, საწოლი საკამოზე დიდია.. მითხრა ისე, რომ გვერდზე არ გადმობრუნებულა. -კარგი.. გავიმეორე ისეევ მე და გაუბედავად მივიწიე მასთან ახლოს. ხმას არ ვიღებდით არც ერთი.. ქუხილი კი უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა.. ბოლოს კი იმხელა ხმაზე დაიჭექა, შიშისგან შევხტი და ლამის ტირილი დავიწყე, მაგრამ ვაჩე გადმობრუნდა და გულზე მიმიკრა.. -ჩჩ... აქ ვარ.. ნუ გეშინია. მაწყნარებდა პატარა ბავშვივით და თავზე მკოცნიდა. მეც გავინაბე მის ძლიერ მკლავებში და თვალები დავხუჭე. -ესე გეშინია ქუხილის? მკითხა ცოტახნის დუმილის შემდეგ. -კი, ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ ხმას.. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა გარეთ წვიმს და მე სახლში მყუდროდ ვარ, ქუხილის ხმას ვერასდროს ვიტანდი.. ვუპასუხე, მაგრამ მისი მკავებისგან გათავისუფლება აზრადაც არ მომსვლია. -გასაგებია. ჩაილაპარა მან. მოულოდნელად ისევ გაიელვა და ნათლად გამოჩნდა ვაჩეს მკვრივი სხეული, რომელზეც აკრული ვიყავი.. მას სუნთქვა გახშირებული ჰქონდა და გულისცემაც თანდათან უხშირდებოდა, თუმცა შეშინებული ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.. მხოლოდ მერეღა მოვედი გონს. ისევ იგივე სიტუაცია მეორდებოდა.. ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით, ოღონდ ამჯერად საწოლში და თან ჩახუტებულები... -ოპაა... გაები ლილე ახვლედიანოო.. გავიფიქრე ჩემთვის და მისი მკლავებიდან გათავისუფლება ვცადე. მანაც უპრობლემოდ გამიშვა ხელი და ოდნავ გვერდზე გაიწია.. -ლილეე.. მითხრა ოდნავ ხმააკანკალებულმა. -გისმენ. -მისმინე, დღეს რაც მოხდა... უბრალოდ თავი ვერ შევიკავე... არ მინდოდა გწყენოდა.. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა ვაჩე და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორი დაძაბული სახითაც საუბრობდა. -არ მწყენია... ჩავიჩურჩულე მე და ოდნავ მისკენ მივიწიე.. -ჰმმმ.... ვიგრძენი, კი არა და გავიგე , როგორ ჩაეღიმა.. -ანუ?? მკითხა გამომცდელად. -ანუ რა... მარტო შენ არ გიკოცნია ვაჩე იქ, მეც გაკოცე.. ჩავიჩურჩულე და სახე მის მკერდში დავმალე. -გასაგებია.. ხმა დაუთბა. ვგრძნობდი, როგორც ეღიმებოდა. -მე კიდევ მეგონა, რომ ნაწყენი იყავი და მაგიტომ არ მცემდი გზაში ხმას. -არა.. უბრალოდ.. ისა.. არ ვიცი, უბრალოდ... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.. -უბრალოდ გაოგნებული ვიყავი და არ ვიცოდი ეგეთ დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავი.. ვგრძნობდი როგორ ამეწვა სახე სირცხვილით და უარესად ჩავმალე თავი.. -სულელო ბავშვო.. მითხრა და თავზე მაკოცა. -ლილეე.. დამიძახა ცოტახნის შემდეგ. -ბატონო?? -ვიცი, რომ გეშინია და ისიც ვიცი , რომ შეგრცხვა, მაგრამ არ შეგიძლია, ცოტა გვერდზე მიიწიო. არც ისეთი კარგი აზრები არ მომდის თავში, როცა ნახევრად შიშველი მყავხარ ზედ აკრრული. -ვაიმეეე.... გავიფიქრე მე და ფეთიანივით გავიწიე უკან. -უკაცრავად.. ჩავიბურტყუნე მე.. -არაა.. უბრალოდ, დღეისთვის ემოციები შენთვის საკმარისია და მე კიდევ თავს ვერ ვიკავებ, როცა ასე ახლოს მყავხარ, თან ასე ჩაცმული.. მითხრა ჩამწყდარი ხმით და ლოყაზე მიმეფერა. -კარგი.. ვუთხარი მეც და ოდნავ ჩავიღიმე. -მოდი ასე მოვიქცეთ, რომ არ შეგეშინდეს.. მან ჩემი ხელი თავის დიდ ხელში მოიქცია და ძლიერად მომიჭირა თითები. -ასე ორივესთვის უსაფრთხოა.. ჩაიცინა ისევ ..-მიდი ახლა დაიძინე.. -ძილინებისა ვაჩე.. -ძილინებისა... დილით თვალი რომ გავახილე, ვაჩეს დაკუნთულ პრესს შევეჩეხე.. მზერა ზევით ავაყოლე. ის იდაყვზე იყო წამოწეული და ხელზე თავი ჰქონდა დაყრდნობილი. -დილამშვიდობისა ძილისგუდა.. მითხრა ღიმილით. -მაისურები დაგელია?? თუ აუცილებელია, რომ ტარზანივით იარო სულ?? შევუღრინე მე. -როგორი ტკბილი ხარ დილაობით. მაგიჟებ პირდაპირ. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, წამისმეასედში, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიწია და ტუჩებზე დამწვდა. მეკი გაოგნებულმა და გამწარებულმა ერთდროულად მთელი ძალით ვუკბინე ქვედა ტუჩზე და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. -შენ ხო არ გადაირიე? გგონია, როცა მოგინდება, მაშინ მოხვალ და მაკოცებ? გამოვცარი კბილებში, მაგრამ როცა მისი გამწარებული თვალები დავინახე, ცოტა ავღელდი. -ლილე, ერთხელ გეტყვი და დაიმახსოვრე. ყველაფერს ვფიცავარ, მეორეჯერ მე თითსაც არ დაგაკარებ, კოცნაზე ლაპარაკი ზედმეტია. სანამ შენ თვითონ არ მოხვალ და არ მაკოცებ. დაასრულა ვაჩემ და გამყინავი მზერა მომაშტერა. -არც მჭირდება შენი კოცნა არაფერში. ამოვიდუღუნე მე. -წავალ ცოტას ვივარჯიშებ. მივაძახე და ოთახიდან გავვარდი. არა , მაინც რა ჯანდაბა მეტაკა ჰაა? გუშინ მე თვითონ არ ვკოცნიდი გამწარებული? ვფიქრობდი ჩემთვის. ვარჯიში კი სულ გადამავიწყდა. 15 წუთში დივანზე ვიყავი გაშოტილი, ჩაის ჭიქით ხელში და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი ტელევიზორის წინ. -აბა სავარჯიშოდ მივდივარო? კიბეზე ჩამოვიდა ვაჩე და მისალმების ნიშნად ხელი აუწია საძინებლიდან ახლადგამოსულ დუდას. -დავიღალე. ამოვილაპარაკე ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია. -15 წუთში?? გაუკვირდა ვაჩეს. -ხო, გავიფიქრე როგორ ვვარჯიშობდი და ამაზე ფიქრმაც კი დამღალა.. მხრები ავიჩეჩე მე. თუმცა ვაჩეს ჩახითხითება არ გამომპარვია. - კიდევ კარგი გაეცინა, ანუ ძალიან აღარ მიბრაზდება. -ბიჭოო.. ტუჩზე რა გჭირს?? მივარდა ჩემი ძმა ვაჩეს, რომელიც ჩემს გვერდზე მოკალათდა დივანზე. მეც მას შევხედე. ტუჩი დალურჯებული ჰქონდა,კიდევ კარგი, კბილები არ ეტყობოდა ზედ.. -გუშინ ვიღაც ნასვამი ამიშარდა და ცოტა ვიჩხუბეთ. თქვა ვაჩემ ისე, რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. -ღადაობ ტო? ვინ? დღეს ვნახოთ. თუ გინდა. აფორიაქდა ჩემი ძმა. -არა კაცო, რა უნდა ვნახოთ. აღარც ემახსოვრება ისეთი მთვრალი იყო. -კარგი, შენ უკეთ იცი. თქვა დუდამ და ამჯერად მე მომიბრუნდა. -ეე ქაჯო, რას უყურებ?? -თქვენზეა ფილმი და მაგას. ვუთხარი მე და ჩაი მოვსვი. -მართლა?? რა ფილმია ? დაინტერესდა ჩემი ძმა. -„ჩლუნგი და უფრო გამოჩლუნგებული“. ვთქვი და გადავბჟირდი. ოდნავ რომ დავწყნარდი, ბიჭებს გადავხედე. ორივე მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას, მაგრამ ღიმილი მაინცდასთამაშებდათ სახეზე. -ხითხითს რომ მორჩები, ადექი და ყავა გამიკეთე.. გასცა ბრძანება დარტყმულმა. -ხელები არ გაქვს? დადექი და გაიკეთე. არ ჩამოვრჩი არც მე. -შენ ხომ არ დაგავიწყდა , რომ იმას აკეთებ, რაც მემინდა? თუ გუშინდელმა დღემ მოგადუნა? ორი თბილი სიტყვა გითხარი და გადაირიე ხო?? ხო მართლა, დუდასაც წამოუღე. -არაა, მე არ მინდა, ნიტასთან მივდივარ და იქ დავლევ. შემოგვძახა ჩემმა ძმამ და დაუმშვიდობებლად გავარდა გარეთ. -იდიოტი ხარ , მივაძახე და სამზარეულოსკენ წავედი. ჩაიდანი ცეცხლზე დავდგი და ჭიქაში ყავას ვყრიდი, როცა მისი სუნი ჩემს ზურგს უკან ვიგრძენი. ნელა შევტრიალდი მისკენ. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი სუნთქვვა კანს მწვავდა. ტანში დამბურძგლა და ინსტიქტურად ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ჩაეღიმა.. უფრო ახლოს მოიწია ჩემთან, მის მწველ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი. უნებურად თვალები დავხუჭე და კარადას ხელებით დავეყრდენი, არ ვიცი რამდენ წამს ვიდექი ასე. მაგრამ გონზე ვაჩეს ხმამ მომიყვანა. -რას აკეთებ?? მკითხა და კრუასანი ჩაკბიჩა.. -მე... მეე... ვერხედავ რას ვაკეთებ?? ყავას!! ძლივს დავალაგე წინადადება. -ხოო? გასაგებია.. თქვა და კრუასანის ბოლო ლუკმა პირისკენ გაიქანა და ისევ ჩემთან დაიხარა, ამჯერად თვალი აღარ დამიხუჭავს და ცხადად დავინახე, როგორ აიღო ჩემს ზურგს უკან მდგარი თეფშიდან კიდევ ერთი კრუასანი. -აი თურმე რაში ყოფილა საქმე, გავიფიქრე და უკმაყოფილოდ გავბუსხე ტუჩები.. -შენ რა , გეგონა გაკოცებდი?? ჩამეკითხა კმაყოფილი. -კი.. უარესად გავიბუსხე მე.. მას კი სახეზე გაოგნება გამოესახა. -ვაიმე ლილე მაგიჟებ.. ყველა სხვა გოგო იუარებდა, არც ერთი არ გამოტყდებოდა, რომ კოცნას ელოდა ბიჭისგან, მან კი არ აკოცა. -ხოდა წადი და იმ სხვა გოგოებს კოცნე რამდენიც გინდა.. ამოვიბურდღუნე მე. მაგრამ წამის მეასედში ისევ ჩემთან დაიხარა. მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა... მისი სუნთქვა კი ისევ მაჟრჟოლებდა და კანს მწვავდა. -ლილე, რა გინდა?? რატომ იბუსხები? შენ თვითონ არ მკარი დილით ხელი? მე ასე ადვილად არ გადავალ ჩემს სიტყვას, რახან გითხარი ხელს აღარ დაგაკარებთქო, ასეც ვიზამ. სანამ შენ თვითონ არ მაკოცებ, თითსაც არ დაგაკარებ... -ჯანდაბა, როგორ მინდა ახლა, რომ ვაკოცოოო... ვფიქრობდი ჩემთვის. -მართლა?? ვუთხარი მე და ამჯერად მე მივიწიე მისკენ. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, ის კი გაოგნებული უკან იხევდა, სანამ მაგიდასთან არ მივიმწყვდიე. დარწმუნებული ხარ, რომ არ მომეკარები?? უფრო ახლოს მივედი მასთან, ამჯერად მას წვავდა ჩემი სუნთქვა და მას აყრიდა ბუსუსები.. მაგიდას ჩასჭიდებოდა მთელი ძალით და თვალები ებინდებოდა.. ამჯერად უკვე მე ჩაცინა... -დიდხანს მოგიწევს ვაჩე ლოდინი, სანამ მე შენ გაკოცებ. თვალი ჩავუკარი და სწრაფად მოვშორდი. ჭიქაში წყალი დავასხი და კოვზით მოვურიე. -შენი ყავა მზადაა. მივაძახე ბოლოს დასამზარეულოდან გამოვედი., ის კი ისევ იმავე პოზაში იდგა. ის იყო, დივანზე უნდა ჩამოვმჯდარიყავი, ვაჩე მომვარდა. ფეთიანივით წამავლო მლავში ხელი და კედელს მიმანარცხა. -შენ სულ გადაირიე გოგო?? რატომ მეთამაშები? მკითხა და გაგიჟებული თვალები მომაშტერა. -რატომაც შენ მეთამაშები. ვუპასუხე მეც ნიშნისმოგებით. -ლილეე... ჭკუიდან გადაგყავარ. -მაგას რა სჯობს მერე. -ვაახ... რატომ მაგიჟებ რა გინდა?? -და რატომ გიჟდები მერე? არ ვარჩენდი არც ერთ სიტყვას. -ლილეე... დაიღრიალა ბოლოს. -რა გინდა. რას ღრიალებ ვაა.. შენ გგო.... სიტყვის თქმა არ მაცადა. წელზე ხელი მომკიდა და მსუბუქად შემომსვა იქვე მდგარ მაგიდაზე. ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან.. ისევ იგივე.. -აუუ.. რატომ მეთამაშები ვაჩე, რატოომმ.. ძლივს დავწყდარდი და იგივეს აკეთებ.. გავიფიქრე ჩემთვის გულში , ამასობაში კი ვაჩე უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან. მის ტუჩები ოდნავ შეეხო კიდეც ჩემსას.. ვსოო... წამერთვა საღად აზროვნების უნარი მაგ წამს... მაგრამ მან მოულოდნელად თავი გაწია და ყურში ჩამჩურჩულა. -მაინც არ გაკოცებ, იქამდე, ვიდრე შენ არ მაკოცებ.. -ვსო, მეტი აღარ შემეძლო. -ჯანდაბა, მოდი აქ.. ვუთხარი მე და ტუჩებზე მივეწებე.. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.. ტუჩები არ მომიშორებია ისე ამოვიხავლე:-იდიოტი ხარ , ვაჩე.. ნამდვილი დარტყმული. -ახლა მაინც გაჩუმდი , ხომ შეგიძლია არა?! მითხრა ისევ სიცილით და წელზე ხელები მომხვია, ამჯერად თვითონ მაკოცა... ამჯერადაც გაგვიჭირდა ერთმანეთისგან თავის დაღწევა... სუნთქვაგახშირებულები შევყურებდით ერთმანეთს და ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდით. -აბა დიდხანს მოგიწევს ლოდინიო.. დამცინა ვაჩემ და სახეზე მიმეფერა. - ოოო... დავაი რა.. გავიბუსხე მოჩვენებითად, მაგრამ ამჯერად აღარ გავბუტულვარ, აღარც შემრცხვა. უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი და ასეც მოვიქეცი, მაისურში ხელი ჩავავლე, ჩემსკენ დავქაჩე, ხელები კისერზე , ფეხები კი წელზე შემოვხვიე და ყურის ბიბილოზე ვუკბინე. - ოჰოო... ვიღაც ძალიან გაგვითამამდაა.. გაეცინა ვაჩეს და მთელი ძალით შემომხვია ხელები. -აუუ მშიაა.. მიდი ახლა და საუზმე მომიმზადე, მე ხომ გაკოცე. თავი ამოვყავი მისი მკლავებიდან და სასაცილოდ გავეღრიჭე. - აუუფ... მე გთხოვე მერე მაკოცეთქო? დამეტაკე მატარებელივით და სანამ გონზე მოვიდოდი ზედ მყავდი აკრული. სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჩე. - ხოდა მეორეჯერ ნახე შენ, სულ არ გაგეკარები.. არ მჭირდები. ხელები მოვაშორე და მაგიდიდან ჩამოვხტი, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და რა თქმა უნდა მკლავებში ჩავუვარდი. -გაწიე რა ხელები, არ მჭირდება შენი დახმარება. ჩხუბს არ ვწყვეტდი მე. - ოჰ და შენ რა გგონია მაგ ჯუჯღუნით შემაშინებ და მაშინვე სამზარეულოში გავვარდები რომ საუზმე მოგიმზადო? მე მგონი ისევ დაგავიწყდა , რომ ერთი კვირა შენ ასრულებ ჩემს სურვილებს და არა მე. -კარგი.. გასაგებია. შენთვისაც მოვამზადებ საუზმეს. ვუთხარი უკვე ნაწყენმა, თავი გავითავისუფლე და სამზარეულოსკენ წავედი. -ეე.. არანორმალურო. მომაძახა ზურგს უკან. -რა გინდა? ვუპასუხე, მაგრამ უკან არ შევბრუნებულვარ. -მოდი „ჩინგო-ჩანგო“ ვითამაშოთ 5 -მდე და ვინც წააგებს, იმან მოამზადოს საუზმე მოსულა? მკითხა მან და გამომცდელად შემათვალიერა უკვე მისკენშებრუნებული. - მოსულა.. ვთქვი და სანამ მან ჩემი თანხმობა გაიაზრა თამაში დავიწყე. –„ჩინგო-ჩანგოო“ დავიყვირე და „ჭა“ გავაკეთე, მან კი „მაკრატელი“. -ჰაჰააა... 1-0, შენ მე რას მომიგებ. ექსპერტი ვარ ამ თამაშის. ვთქვი სიამაყით და ვაჩეს წარბი ავუწიე.. საბოლოოდ თამაშის ისეთ აზარტში შევედით, თითქოს, სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა საკითხი. 5-3 მოვიგე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ როცა მის გამწარებულ სახეს ვხედავდი, სიხარულით ადგილს ვეღარ ვპოულობდი. -რას შეჭამ? შემომიღრინა ვაჩემ, როცა ასეთი ბედნიერი დამინახა. -მმ.. რას დაა... მმ... არც კი ვიცი რა გითხრა, ხშირად არ მიეცემა ადამიანს შანსი, რომ ვაჩე მუჯირის მიერ მომზადებული საუზმე მიირთვას, ამიტომ რამე რთული უნდა მოვიფიქო.. მის სახეს რომ ვხედავდი უარესად ვხალისდებოდი. - იცი ისე ძალიან მიყვარს დილაობით კუბდარი, ჩაისთან ერთად. ბებო სულ ასე ნოყიერად მასაუზმებდა ხოლმე. - აუუ კარგი რაა.. უფრო მარტივი მოიფიქრე რამე. მართლა შეწუხდა მუჯირი. -კარგი ჰოო.. ნუ წუწუნებ.. კვერცხით და ტოსტებითაც კარგად გავალთ. გეხუმრე. ვუთხარი მე, ხელი ჩავკიდე და სამზარეულოში წავიყვანე. გაეცინა ჩემს ქცევაზე და ხმისამოუღებლად გამომყვა. სამზარეულოში რომ შევედით, მე კარადაზე შემოვსკუპტი დიდი ინტერესით დავაკვირდი ვაჩეს, რომელიც ახალი რძალივით ტრიალებდა. -ვაჩე, შენ სად გიყვარს ყველაზე მეტად ყოფნა? ვკითხე საქმით გართულს, მან კი ისე მიპასუხა, საქმისთვის თავი არ დაუნებებია. -სვანეთში. -და სვანეთში ხომ პირველად ხარ? ვკითხე გაკვირვებულმა. -კი .. ისევ არ დაუნებებია საქმისთვის თავი, ისე მიპასუხა. -თუ პირველად ხარ, როგორ შეგიყვარდა ისე, რომ ყველაზე მეტად აქ გსიამოვნებს ყოფნა? არ ვეშვებოდი მე. -ბევრს ლაპარაკობ. მომიახლოვდა უცებ ვაჩე და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა, თან კვერცხის თქვეფას განაგრძობდა. ოდნავ ჩამეღიმა, მაგრამ არ შევიმჩნიე. -ვაჩე, მოგწონვაარ? ვკითხე მოულოდნელად, ოღონდ მეც არ ვიცი რატომ და ამ ხნის განმავლობაში პირველად მიანება საქმეს თავი. თეფში მაგიდაზე დადო და ჩემთან მოვიდა. -ლილე, ზოგადა გოგოები ასეთ კითხვებს არ სვამენ. მითხრა სერიოზული სახით. -ვიცი ხოო.. მაგრამ შენც კარგად იცი, რომ მე ცოტა, სუუუუუულ ცოტა სხვანაირი ვარ და იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, მოგწონვარ ვაჩე? კითხვა გავუმეორე. -კარგი, მაშინ რატომ მეკითხები? -მმ..... იმიტომ რომ.. არ ვიცი.. რომ მაკოცე პირველად.. მერე გუშინაც, დღესაც.. -და მაგიტომ გადაწყვიტე, რომ მომწონხარ? უფრო ახლოს მოიწია ჩემს სახესთან მუჯირი. -ჰოო.. თავიდან ვიფიქრე მეთამაშებათქო, მაგრამ გუშინდელის მერე... თვალები ამიწყლიანდა, ყელში თითქოს რაღაც ბურთი გამეჩხირა და მთელი ძალით მაწვებოდა. -ანუ.. გამოდის რომ... ახლაც.. ახლაც მეთამაშები და უბრალოდ ერთობი?? ვკითხე და ვცადე თვალებში შემეხედა, მაგრამ თავი დახრილი ჰქონდა და პასუხსაც არ მცემდა. -გასაგებია.. ჩავილაპარაკე ჩამწყდარი ხმით და კარადიდან ჩამოვხტი, სამზარეულოდან გამოსვლა დავაპირე, თუმცა ვაჩე წინ გადამიდგა და ისევ კარადაზე შემომსვა. პირველად შემომხედა ამ ხნის განმავლობაში თვალებში, ისეთი გაბრაზებული სახე ჰქონდა, წამით შემეშინდა. რამდენიმე წამი მიყურა, მერე კი გიჟივით დამწვდა ტუჩებზე და მთელი გრძნობით მაკოცა, ამ კოცნაში ჩააქსოვა მთელი ბრაზი, ვნება, სიყვარული და სინაზეც კი... ისე გაგიჟებით მკოცნიდა, მეგონა ტუჩებს მომაცლიდა... ჯერ გაოგნებული ვიყავი, შემდეგ კი თმაში შევუცურე ხელები და ვიგრძენი როგორ მოდუნდა. თვითონ მომშორდა და ისევ თვალებში შემომხედა. -აღარასდროს, დაიმახსოვრე, აღარასდროს აღარ გაიმეორო, რომ გეთამაშები. მითხრა და ისევ ტუჩებზე დამწვდა. არასდროს მყავდა ასეთი სერიოზული ვაჩე ნანახი. -გასაგებია.. ვთქვი მეც და როგორც იქნა თავი გავისუფლე.. თუმცა აღარაფერი აღარ მიკითხავს, მისი საქციელი იმ წამს სიტყვებზე მეტი იყო. -ვაჩეე..... დაავუძახე ტუჩებგაბუსხულმა. -ვაიმე ლილე, კიდევ რამე სისულელე თუ უნდა მკითხო, გარეთ გადაგაგდებ იცოდე, დამემუქრა მუჯირი. -მშიაა... ამოვიხავლე საწყლად და მუჯირს გავხედე.. -რა გეშველება.. კარგი ხოო მააცადე ორ წუთს. მითხრა და ისევ საუზმის კეთება განაგრძო. საუზმეს სიმბოლურად ვამბობ, თორემ საათს რომ დავხედე, 5 სრულდებოდა უკვე. უკვე მაგიდას ვალაგებდით , ნიტა და დუდა რომ შემოგვიერთდნენ. ჩემს ძმას აწ უკვე შეყვარებულისთვვის ხელი ჰქონდა გადახვეული და ისე იბღინზებოდა, სურვილი გამიჩნდა რამზე გავღადავებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ვაჩე ჩემს ჩანაფიქრს მიხვდა და ზურგზე მიჩმიტა. -არაფერი არ უთხრა იცოდე, თორემ მე მოგთხოვ პასუხს. ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. მე კი არაფერი მითქვამს, მაგრამ დუდას არ გამოპარვია ვაჩეს უკანასკნელი ქმედება მხედველობიდან. -ოოჰ.. მტრედებო, დავახლოვდით? ჩაიქირქილა და ნიტასთან ერთად სავარძელში მოკალათდა. -შენს თავს მიხედე, თუ ძმა ხარ რა.. შევუბღვირე მაშინვე. -რა ვაკეთოთ?? დასვა კითხვა ნიტამ, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმ წამს ყველას თავში გვიტრიალებდა. -დასაწყისისთვის რამე ფილმს ვუყუროთ და საღამოს მოვიფიქრებთ რამეს. გარეთ ისევ წვიმს და გასეირნება გამოვრიცხოთ. აზრი წამოაყენა ვაჩემ. -ჰოდა ძალიან კარგი, ზუსტად ახლა გადის „შავი რაინდის აღზევება“ და ჩავუსხდეთ.. გავიკრიჭე მე და პულტი მოვიმარჯვე.. -გამაგიჟებს ეს გოგო.. ჩაილაპარაკა ვაჩემ და სავარძლიდან თავის კალთაში გადამსვა. ფილმმა საკმაოდ ჩაგვითრია. 8 ხდებოდა რომ დასრულდა და ჩვენც ახალი გასართობის ძებნა დავიწყეთ. -ჯოკერი რომ ვითამაშოთ? აზრი წამოაყენა ნიტამ. -ოო.. რაღაც მეზარება.. ხვალისთვის გადავდოთ. მე უკეთესი აზრი მაქვს უკვე შებინდდა და კარგი გარემოა „სიმართლე თუ მოქმედების“ სათამაშოდ. თქვა მუჯირმა და ყველა გამომცდელად შეგვათვალიერა. -ეეე მომწოონს.. წამოვიძახე მე.. ოღონდ ცოტა წესები შევცვალოთ, ყველა სიმართლეს ამბობს და თუ რომელიმეს არ უნდა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაშინ სვამს.. ალკოჰოლი გულწრფელ პასუხებში დაგვეხმარება. ამჯერად მე მოვავლე გარშემომყოფებს გამომცდელი მზერა. ჩემი ძმა ხმის ამოუღებლად ადგა და გვერდით ოთახში გავიდა, იქიდან კი შავი ღვინით და 4 ბოკლით დაბრუნდა. -რაღას ველოდებით, დავიწყოთ. თქვა, მას შემდეგ, რაც ჭიქები მაგიდაზე დააწყო. პირველი მე ვარ. ვაჩეს მინდა ვკითხო. ვაჩე, როგორ გაიცანით შენ და ამ ქაჯმა ერთმანეთი? მე სიცილი წამსკდა , ვაჩესაც ჩაეღიმა და თავიდან ბოლომდე მოყვა ჩვენი ისტორია. ნიტა ხომ გაოცებული უსმენდა და დუდაც კი თვალებგაფართოვებული იჯდა. -აი ბედიც ამას ქვიაა.. ჩაილაპარაკა თავისთვის. -მიდი , ვაჩე შენი ჯერია. უთხრა და მუჯირს გადაულოცა ასპარეზი. -ლილე, პირველად ბიჭს როდის აკოცე? მკითხა გამოცდელიღიმილით და თვალი ჩამიკრა. დუდაც წინ წამოიწია, რამდენჯერ უკითხავს ,მაგრამ რაც არ მქონდა გაკეთებული ძალით ხომ არ დავიბრალებდი. -დარტყმულო.. ჩავიდუდღუნე მე . -5 დღის წინ.. ჩავიჩურჩულე და გაწითლებული სახის დასამალად თავი დავხარე. მერე ოდნავ ავწიე,რომ ჭიქა ამეღო და ვაჩეს თვალებს შევეჩეხე, რომლებიც ბედნიერები მომშტერებოდნენ.. -ვაა... აი ნიტა, ნახე, რა მონაზონი და მყავს? ლილე, აბა ამ ქალბატონს კითხე, ბოლოს როდს აკოცა ვინმეს? შემომთავაზა დუდამ და მეც მის წინადადებას დავთანხმდი. -ნიტა, ბოლოს როდის აკოცე ბიჭს? ვკითხე სიცილნარევი ხმით და ბიჭებსაც გადავხედე, ისინიც ძლივს იკავებდნენ თავს. -3-4 საათის წინ. ჩაილაპარაკა ხმადბლა ნიტამ და ალბათ იტირებდა კიდეც, მაგრამ დუდამ ჩაიკრა გულში, ჩვენ კი თვალები დაგვიბრიალა.. მეც და ვაჩესაც თბილად გაგვეღიმა.. -კარგი ახლა ჩემი ჯერია, თქვა ნიტამ, მას შემდეგ რაც ცოტა დაწყნარდა. -ვაჩე, ლილე გიყვარს? ამის გაგონებაზე მე სასმელი სასულეში გადამცდა და ლამის დავიხრჩე. ვაჩეს კი სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა. -ამ კითხვისგან თავს შევიკავებ, თქვა და ღიმილით გამოცალა ღვინით სავსე ჭიქა. ისევ თავი აარიდა ამ თემაზე ლაპარაკს. გული ჩამწყდა ... მაგრამ შევეცადე, არ შემემჩნია. -კარგიი... მოდი ცოტა დავსერიოზულდეეთ.. ჩაიცინა ბოროტად ვაჩემ და დუდას გადახედა. -ნიტა, დიდი ხანია გიყვარს დუდა? -იმ ზაფხულიდან მოყოლებული , რაც გავიცანი. ჩაილაპარაკა ისევ ტავისთვის და ჩემს გაოგნებულ ძმას თვალი მოარიდა და ისე განაგრძო თამაში, რომ ამ თემის განხილვისთვის დრო არ მოგვცა. -ლილე, ბოლოს ბიჭი როდის მოგეწონა? -1 წამიც არ იქნება გასული. ვთქვი დაუფიქრებლად და ამჯერად სამივეს ისეთი ხველა აუტყდა კინაღამ დაიხოცნენ. -კარგი, მაშინ როდიდან მოყოლებული მოგწონს ეგ ვიღაც? ჩამეკითხა დამშვიდებული ნიტა.. -მმ... ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს, თებერვლის ბოლო რიცხები იქნებოდა, ჩემს დაქალთან წავედი და ხუმრობის ხასიეთზე მოსულებმა უცხო ნომერზე დავრეკეთ , ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა.. მაშინვე მომეწონა.. ისეთი ხმა ქონდა, ისეთი... ზუსტად წარმოვიდგინე , როგორი იქნებოდა... მისი სიცილი შემიყვარდა, მისმა ბუბუნა ხმამ კი ჩემს გულს აიძულა წამში 100 000 000 00 00000000000000000000 დარტყმა განეხორციელებინა. ამ დროს პირველად მომეწონა ბიჭი სერიოზულად.. მეორედ მაშინ დავინტერესდი, როცა ვიღაც უცხო დარტყმული გადავარჩინე ცემას, მან კი ხის ტოტზე შემომსვა ფეხმოტეხილი... მესამედ, როცა ჩემმა თანამშრომელმა გამაცნო ჩვენი ახალი პრ მენეჯერი, მან დამაინტერესა, რადგანაც ის დარტყმული აღმოჩნდა, ვინც ხეზე შემომსვა...ყოველდღე ნერვებს მიშლიდა, მაგრამ არ ვიცი. მაზოხისტი ვარ ალბათ, ყოველ წამს უფრო მომწონდა. შემდეგ... წვეულებაზე.. როცა ბიჭმა სახელად „66-33-xx” დამირეკა და გარეთ გასვლა მთხოვა და აღმოჩნდა რომ ის ბიჭი, დარტყმული პრ მენეჯერი იყო... შემდეგ მაშინ, როცა მეკითხებოდა სად მიყვარდა ყველაზე მეტად ყოფნა.. მე კი ბავშვივით გულახდილად ვპასუხობდი ყველაფერზე.. შემდეგ მაშინ, როცა დაიბრალა, სვანეთის დათვალიერება მინდაო და რეალურად საჩუქარი გამიკეთა და აქ წამომიყვანა.. შემდეგ მაშინ როცა მძინარეს შუბლზე მაკოცა და ED sheeran-kiss me -მიმღერა, შემდეგ მაშინ, როცა ერთ ნომერში ღამის გათევაზე უარი მითხრა. შემდეგ , მაშინ, როცა ერთნაირი ტანსაცმელი იყიდა ორივესთვის, შემდეგ მაშინ, როცა ჩემს მშობლებთან ასეთი ბედნიერი იყო... კიდევ მაშინ, როცა სვანეთის ლამაზ ცაზე მეტად შენ მომწონხარო მითხრა, კიდევ, როცა ჩემი ფეხით შევუვარდი ოთახში ნახევრად შიშველი, მან კი უკან გამომაგდო, მაშინ როცა, წვიმაში ჩემთან ერთად იცეკვა და მთელი გრძნობით მაკოცა, მაშინ, როცა ნახევრად შიშველი შევუწექი საწოლში და ქუხილისგან შეშინებული ზედ ვეკვროდი, მაგრამ მან უკან დაიწია და მთელი ღამე ხელი-ხელ ჩაკიდებულებს გვეძინა.. კიდევ მაშინ როცა „ჩინგო-ჩანგო „ მეთამაშა, კიდევ მაშინ, როცა... ეგ არაა თქვენი საქმე.. კიდევ აი ამ წამს, კიდევ აი ამ წამს, და აი ამ წამსაც.. და ყოველ წამს უფრო დაუფრო მომწონს.... ჩავამთავრე სიტყვა და გაოგნებულ მსმენელებს გადავავლე თვალი. დუდა და ნიტა ხელიხელ ჩაკიდებულები მისმენდნენ, დუდას ოდნავ ეღიმებოდა.. ბოლოს კი ვაჩეს გავუსწორე მზერა... გაოგნებული მომჩერებოდა. ვერაფერს ვერ ვკითხულობდი მის სახეზე. ვერც სიხარულს, ვერც ბრაზს. უბრალდ იჯდა და გაოგნებული მიყურებდა... -ნიტა, მგონი ჩვენი წასვლის დროა. თქვა დუდამ და ნიტა ფეხზე წამოაყენა. -და დღეს სახლში არ დავბრუნდები, ნოდარამ ბიჭები უნდა ამოვიყვანოვო და დავლევთ ცოტას და იქვე დავრჩები. თქვა დუდამ და გარეთ გავიდა შეყვარებულთან ერთად ... ვაჩეს მზერას არ ვაშორებდი.. ალბათ 15 წუთი მაინც ვიყავით აასე ჩუმად. ბოლოს კი აუტანელი გახდა ასეთი სიწყნარე და ავდექი. -წავალ დავწვები მე, ძილინებისა .. ჩავილაპარაკე და ისე, რომ პასუხს არ დავლოდებივარ, ოთახში გავიქეცი თავპირისმტვრევით. უცებ გადავიცვი ჩემი ძმის მაისური და საწოლში შევწექი.. რა თქმა უნდა, ვერ დავიძინე... არ ვიცი რამდენ ხანს ვტრიალებდი საწოლში, მაგრამ ისევ ქუხილი დაიწყო და უფროდაუფრო მატულობდა. -ჯადაბა, დუდა არაა სახლში, მაგრამ დღეს ვაჩესთანაც ვეღარ შევალ. საბანი გადავიფარე თავზე და ემბრიონის ფორმაში დავწექი.. ქუხილი კი არადა არ ჩერდებოდა, უფროდაურო მეტად გრუხუნებდა... ტირილის ზღვარზე ვიყავი უკვე მისული. რომ ვაჩემ საბანი გადამხადა, ხმის ამოუღებლად დაწვა საწოლზე, საბანი გადაიფარა, ახლოს მოიწია და გულზე მიმიხუტა. აქამდეც გაგონილი მქონდა მისი გულის ცემა, მაგრამ ახლა ამოვარდნას ქონდა. -ვაჩე.. თავი ამოვყავი მისი ძლიერი ხელებიდან და რაღაცის თქმა დავაპირე.. მაგრამ არ დამცალდა... მუჯირი ტუჩებზე დამაკვდა. ძალიან ნაზად მაკოცა... მერე კი ყურში ძალიან ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა. -მიყვარხარ...................... 10 ვგრძნობდი, რომ მოვწონდი ლილეს, რომ რაღაცას გრძნობდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასეთი სიტყვები? გაოგნებული ვუსმენდი, როგორ ყვებოდა თავისი გრძნობების შესახებ.. ხმას კი ვერ ვიღებდი. ღმერთია მოწმე, მინდოდა იმ წამსვე მეთქვა, როგორ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ შევძელი, დამამუნჯა.. აზროვნების უნარი წამართვა.. უბრალოდ ვუსმენდი და მის თითოეულ სიტყვას სამუდამოდ ვუდებდი ჩემს გულში ბინას. დუდა და ნიტა მაშინვე წავიდნენ, როგორც კი ლილემ საუბარი დაასრულა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი და არაჩვეულებრივი გარემო, ჩემი ფიქრების გასაზიარებლად, მაგრამ ვერ მოვახერხე ვერც ამჯერად ვერაფერი. დაახლოებით 15 წუთი ვისხედით ხმის ამოუღებლად , შემდეგ კი ძილინებისა მისურვა და ოთახისკენ გაიქცა. ადგილიდან ვერ ვიძვროდი, არც კი ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე ფიქრებში გართული.. მაგრამ საშინელლმა გრუხუნმა გამომაფხიზლა. გარეთ გავიხედე, თავსხმა წვიმა იყო, ჭექა-ქუხილიც თანდათან უფრო მატულობდა. -ვაიმე ლილე.. გავიფიქრე , როცა კიდევ ერთხელ დაიქუხა და თავპირისმტვევით გავვარდი მის ოთახში. ჩუმად შევიპარე და გული მომიკვდა, როცა, თავზე საბანგადაფარებული, მოკუნტული და მოცახცახე ლილე დავინახე. ფრთხილად გადავხადე საბანი, გვერდზე მივუწექი და გულზე მივიხუტე.. შემდეგ კი დავიხარე და ჩუმად ჩავჩურჩულე ერთი სიტყვა, რომელშიც აბსოლუტურად ყველა ჩემი გრძნობა, განცდა და სიტყვა ჩავაქსოვე. -მიყვარხარ.... ვიგრძენი როგორ დაიძაბა, შემდეგ კი მოდუნდა. -ვიცი.. ჩაიჩურჩულა მანაც. ჩემი მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ტუჩებზე ძალიან ნაზად მაკოცა, შემდეგ კი ძველ ადგილს დაუბრუნდა. -არანორმალურო, იქნებ ცოტა შეგეცხადებინა, ან გაოცება გამოგეხატა, ან რამე... გამეცინა მის ქცევაზე . -ეგ სხვა გოგოებმა გააკეთონ სიყვარულში რომ გამოუტყდები. მითხრა დაუდევრად და თვითონაც შემომხვია წელზე ხელები. ვსო.. ამ დროს უკვე წამერთვა კამათის ყველანაირი ძალა და სურვილი. მთელი ძალით მივიკარი სხეულზე და მალე ჩაგვეძინა კიდეც... დილით კისრის ტკივილმა გამაღვიძა. რის ვაი-ვაგლახით გახილე თვალი და აღმოჩნდა, რომ ისევ ვაჩეს გვერდით ვიწექი, ერთი ხელი ჩემს თავ ქვეშ ამოედო, მეორე კი ჩემს კისერთან ედო.. მეტკინებოდა აბა რა იქნებოდა, ამხელა მკლავები რომ მელაგებოდა ზედ... თვალი მისი სახისკენ გავაპარე.. ისეთი საყვარელი იყო.. გაბუშტული, ოდნავ გახსნილი ბაგით მშვიდად სუნთქავდა. მისი გუშინდელი სიტყვა გამახსენდა და სიამოვნების ჯრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში... რა კარგი გრძნობა იყო.... ზოგადად, ამ დროს, ნორმალური გოგოენბი მივიდოდნნენ და თავის გულის სწორს, ნაზად აკოცებდნენ, ან სახეზე მიეფერებოდნენ. მაგრამ მე ხომ არ ვარ ნორმალური, როგორც ვაჩე იტყოდა, ამიტომ იმედი არ გავუცრუე და დილაუთენია ჩემმა არანორმალურმა გონებამ მშვენიერი აზრი მომაწოდა. ეშმაკურად გამეცინა. ფრთხილად გავითავისუფლე თავი, მის ყურთან დავიხარე და რაც ძალა მქონდა ვუყვირე.. -პადიომ ვაჩე მუჯიროოო... გვბომბავეენ.... აი მე ხომ მაქვს ხოლმე საოცარი რეაქციები, როცა მსგავსი ხერხით მაღვიძებენ, მაგრამ მისმა რეაქციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. იმ სიმაღლეზე ახტა, ლამის თავი ჭერს მიახტა. ჰაერში რამდენი სალტო გააკეთა არ ვიცი. აშკარად აღარ მეცინებოდა, წამით ისიც კი ვიფიქრე გაგიჟდამეთქი. რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მე კი ამასობაში საცოდავი სახით ვუყურებდი. როცა დამინახა და გააცნობიერა რაც ჩავიდინე, სერიოზული სახით , ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. -ვაჩე .. ისა.. ვიხუ,რე უბრალოდ... ოოო.. შენც ხომ შემაშინე ერთხელ ეგრე.. აუ ნუ მიყურებ რა ეგეთი სახით. მე უკენ ვიხევდი , ის კი ჩემი მიმართულებით განაგრძობდა სიარულს. უცებ ფეხ ქვეშ ძალა გამომეცალა, საწოლზე გადავვარდი და ამჯერად იქიდან ვეხვეწებოდი მუჯირს ჩემ შეჩერაბას. ის კი როგორც ჩანს , ამას აშკარად არ აპირებდა. საწოლზე ამოვიდა და ჩემს ზემოდან მოექცა. დავიძაბე და ოდნავ გავფართხალდი. ხელები გამიკავა ცალი ხელით, მეორე კი ჩემი წელისკენ წაიღო. ტუჩეები ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა. -სიცილი მოგინდა ხომ დილიდანვე, ხოდა გაცინებ მე შენ კარგად. დაამთავრა თუ არა სიტყვა, თითები აათამაშა ჩემს მუცელზე. ბავშვობიდან ცუდად ვხდებოდი მოღიტინებაზე, ვბჟირდებოდი, არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჩეს შეხებაზე მილიონჯერ უფრო მგრძნობიარე ვარ.. ვეღარ ვსუნთქავდი ისე ვიცინოდი. მან მეორე ხელიც გაითავისუფლა და ამჯერად ორივე ხელის , საკმაოდ გრძელი თითებით მიღიტინებდა და ჩემთან ერთად იცინოდა. -კარგია ხოო?? რაო გვბომბავენოო?? ხოდა აი შენ ბომბები. -მეუბნებოდა სიცილით და ღიტინს განაგრძობდა, მაგრამ რომ დაინახა , მართლა ცუდად ვიყავი სიცილით ხელები გამიშვა, მაგრამ ჩემი მუცლიდან არ აუღია.. კარგა ხანი დამჭირდა დასამშვიდებლად, მაგრამ როცა ვაჩეს თვალებს წავაწყდი, დავმშვიდდი კი არა ისე ავფორიაქდი, ლამის გული გამისკდა. ვხედავდი, როგორ ამობერვოდა კისერზე საკმაოდ სქელი, ცისფერი ძარღვი და როგორ ფეთქავდა..უკვე საკმაოდ მოზრდილი, ტალღოვანი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. სწორი ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა ღრმად სუნთქვით.. შავი, გრძელი წარბებიდან კი მისი შავი,თვალები მიმზერდნენ ვნებამორეული... რამდენჯერმე შემინიშნავს მისი ასეთი მზერა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა თავის ხელში აყვანას.. ახლა კი სულ სხვანაირი იყო.. გამაჟრჟოლა... მერეღა დავაკვირდი სიტუაციას.. მე რათქმა უნდა, ისევ ჩემი ძმის მაისურის ამარა ვიყავი, მაგრამ ამ სიცილში და ფორთხიალში, მაისური ზევით ამეწია და მხოლოდ მკერსღა მიფარავდა. მერეღა გავაცნობიერე ცხადად, რომ ვაჩეს ხელები ჩემს შიშველ მუცელზე ეწყო და არა მაისურზე... მერეღა მივხვდი, რომ მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი და ბიჭი , რომელიც ვნებიანითვალებით მიმზერდა , ზემოდან მყავდა მოქცეული. -ვაჩე... დავაპირე რაღაცის თქმა, მაგრამ მისთვის ახლა რომც მეკივლა იმასაც ვერ გაიგებდა. გიჟივით დამწვდა ტუჩებზე. არანორმალურად მკოცნიდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.. მე კი ვფართხალებდი.. ცალი ხელით ხელები გამიკავა. მეორე კი გვერდზე მომიჭირა.. ოდნავ ამოვიკვნესე.. ამან უფრო გაახელა და უფრო ვნებიანად მაკოცა.. ის ხელი, რომლითაც ხელებს მიკავებდა, ოდნავ შეასუსტა.. ალბათ აინტერესებდა, რას ვიზამდი, მე კი საბოლოოდ გავითავისუფლე ხელები და კისერზე შემოვაწყვე.. ოდნავ გაეღიმა და გათავისუფლებული ხელი ფეხზე ჩამისრიალა.. ამჯერად მეც ავყევი კოცნაში. მთელი ძალით ვხვევდი ხელებს კისერზე და მთელი ძალით ვიზიდავდი ჩემკენ ... ცოტახანში საბოლოოდ მივუშვი ჩემი გრძნობები ნებაზე თავდაყირა გადავეშვი ვნებების მორევში. ცალი ხელი მაისურის ქვეშ შევუსრიალე და იმ წამსვე ვიგრძენი, როგორ დაბურძგლა სხეულზე.. ოდნავ წინ წამოვიწიე და მაისური გავხადე .. მან კი უფრო მეტად მომიჭირა გვერდზე ხელი, მეორეს ხან ფეხზე და ხან მუცელზე დაასრიალებდა. საბოლოოდ კი ჩემს მკერდთან აღმოჩნდა.. დავიძაბე, თითებიც კი დამეძაბა, რომელსაც წამის წინ მის პრესზე და ზურგზე დავასრიალებდი. არ ვიცი, ალბათ იგრძნო ეს.. ხელი გვერდზე გაწია.. მერე მეორე ხელიც შეუშვა ჩემს წელს... მთელი ძალა დაატანა თავს, რომ ჩემს ტუჩებს მოწყვეტოდა... მაგრამ, საბოლოოდ, მოსწყდა კიდეც. თვალებში მიყურებდა. მერე უცებ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გავიდა.. გაოგნებული ვუყურებდი, ვერაფრით ვერ გამეგო , რას ფიქრობდა, ან რას აკეთებდა... ტირილი მომინდა.. და ალბათ, ასეც მოვიქცეოდი, ოთახიდან რომ გასულიყო. ის კი, ისევე მოულოდნელად შემობრუნდა ჩემსკენ, როგორ მოულოდნელადაც წავიდა, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ჯერ ისევ სუნთქვაგახშირებულმა მითხრა. -ლილე, გეხვეწები, რაც შეიძლება დახურული ტანსაცმელი ჩაიცვი.. მე გაოგნებული შევცქეროდი, მას კი ოდნავ ჩაეღიმა, ძირს მიგდებული მაისური აიღო და ამჯერად მართლა გავიდა ოთახიდან. კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. მერე კი უბრალოდ ჩამეღიმა და კიდევ ერთხელ ახლიდან შემიყვარდა ვაჩე მუჯირი... საჭირო ნივთებს დავავლე ხელი და სააბაზანოში შევვარდი. იქიდან კი პირსახოცშემოხვეული გამოვედი. მერეღა გამახსენდა, რომ გამოსაცვლელად აღარაფერი მქონდა, ყველაფერი დასვრილი იყო.. ჩემი ძმის ოთახისკენ გავეშურე. კარზე ფრთხილად მივაკაკუნე, მაგრამ პასუხი რომ არავინ გამცა, გაბედულად შევაღე და საცვლების ამარა ვაჩე შემრჩა ხელში. გაოგნებულები ვათვალიერებდით ერთმანეთ. -რა დახურული ჩაგიცვამს ლილე, ეგეთი დახურულიც არ მითქვამს მე.. ჩაილაპარაკა ვაჩემ და კიდევ ერთხელ ამათვალიერა. -ხოო... შენც საპირისპიროდ გაიგე მგონი ჩემი ნათქვამი , ტარზანივიტ ნუ დადიხართქო და შარვალიც გაიხადე. არ ჩამოვრჩი არც მე... მერე ოდნავ ღიმილი შემეპარა, ვაჩეც იღიმოდა, ღიმილი ფხუკუნში გადაგვივიდა, შემდეგ კი ისეთი ხარხარი ავტეხეთ ფეხზე ვეღარ ვიდექით. -არა, არ შეიძლება ჩვენი ერთ ოთახში ყოფნა, მითუმეტეს ასეთი ჩაცმულობით, მითხრა ჯერ ისევ მოცინარმა ვაჩემ და შარვალი ამოიცვა რის ვაი-ვაგლახით. -შენ რატომ ხარ აქ? -ტანსაცმელი აღარ მაქვს და დუდასთან ვნახავთქო ვიფიქრე. მხრები ავიჩეჩე მე. -აჰაა.. გასაგებია, კარგი მე გავალ მაშინ , გამოიცვალე და დაბლა ჩამოდი. მითხრა მაისურის სწორებით და ოთახიდან გავიდა. ისევ გამეღიმა, წეღანდელი სიტუაცია რომ გამახსენდა და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი. ….. ნელა მიდიოდა და სიფრიფანა გოგონას ხელს არ უშვებდა... ოდნავი ღიმილი აპობდა მის ბაგეს... -დუდა, როგორ ფიქრობ, ვაჩესაც მოსწონს შენი და?? ჰკითხა ნიტამ ბიჭს და ხელი მოუჭირა. -ნწ... არ მოსწონს.. უყვარს. გაეღიმა ისევ დუდას. -და დარწმუნებული ხარ , რომ ყველაფერი კარგად იქნება? იქნებ არ უნდა დაგვეტოვებინა მარტო ვაჩესთან? დაეჭვდა ლილე. -და შენ დარწმუნებული ხარ, იმაში, რომ, თუ მე არ მოვისურვებდი აქამდე მივიდოდა საქმე? კვლავ გაეღიმა უმცროს ახვლედიანს და ამჯერად ხელი გადახვია შეყვარებულს. -აჰაა... ანუ მოგწონს ვაჩე. გასაგებიაა.. ჩაილაპარაკა გოგონამ, -არა, მოწონებით მარტო შენ მომწონხარ. გაუცინა და თავზე აკოცა. -რა იდიოტი ხარ. გაეღიმა ნიტასაც. -კარგია, მარტო რომ დავტოვეთ, უფრო გაერკვევიან თავიანთ გრძნობებში. -ხოო... იმედი მაქვს, რომ ლილეს არ შემოაკვდება.. შენი იმედი მაქვს ვაჩე. ეს უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა დუდამ.. -დუდა, დღეს სად უნდა წახვიდე? ნოდო თბილისშია წასული და ეჭვი მეპარება, ბებიაჩემმა მარტოს მოგცეს ჩემთან დარჩენის უფლება. -და შენ დარჩებოდი ჩემთან მარტო? ეშმაკურად ჩაეკითხა დუდა. -კი, გენდობი სამაგისოდ, რომ შენთან მარტო დავრჩე.. ბიჭს სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში. -ჰოდა გადაწყვეტილია... შენ სახლში შედი და შენი ოთახის ფანჯარა გამიღე.. პატარა საიდუმლო ვიქონიოთ ბებოსგან კარგი? ჩაეკითხა გამომცდელად. -კარგი... ჩაილაპარაკა დამორცხვებულმა ნიტამ და უფრო მეტად მიეკრო ბიჭს... სახლში 12 საათისთვის დაბრუნდა, მაგრამ მისაღებში მხოლოდ ყურებამდე გაკრეჭილი ვაჩე დახვდა. -ჰააა... დალაგდით?? მივარდა მუჯირს. -დიახ, დიახ. მოვგვარდით რომელია, სიყვარულში გამოვუტყდი ბიჭო.. რა სიყვარულობანა ამიტყდა ამხელა კაცს.. ორი შვილი უნდა მეჭიროს ფაფებით ხელში. გაეცინა მუჯირს. -ეეჰ.. სიყვარულმა ასაკი არ იცის ჩემო ვაჩე. ჩაილაპარაკა გამოცდილი კაცივით დუდამ და როცა სიცილისგან გაგუდულ მუჯირს მოკრა თვალი, თვითონაც გაეცინა.. -ისე , შენ მაგის გამო ხარ ეგეთი ბედნიერი?? თუ მოხდა კიდევ რამე,? კითხა მას შემდეგ რაც ცოტა დაწყნარდა. -ბიჭო, მოხდა მოხდაა.... აი ყველას ცხოვრებაში ხომ არის ბედნიერი დღეები, მარტო კარგი რაღაცები რომ ხდება მაგ დღეს, ხოდა დღეს მაქვს მე ეგეთი დღე.. გუშინ ჩვეულებრივ დავიძინე და დღეს უკვე შეყვარებული მყავს.. ჩემმა საუკეთესო ძმაკაცმა მოიყვანა ცოლი. შეიძლება იცი კიდეც, ლექსო ქვია, არ უხსენებია ლილეს? -კი , კიი,, როგორ არა, მაგის შეყვარებულს ნანა ხო?? შუბლი შეჭმუხნა დუდამ. -არაა, ნატა.. გუშინ გაპარულან და ჩემთან წასულან სოფელში. ბებიაჩემი სიხარულით ცას ეწია, მგონი ჩემზე მეტად ეგ ყალთაბანდი უყვარს. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ვაჩე. -ვაა.. რა მაგარია ეე.. სად გაქვს სოფელი? ჩაეკითხა დუდა. -ლიხაური გაგიგია? გურიაშია. ბებო დამრჩა იქ.. მისი გაზრდილი ვარ, მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ წავიდა, თბილისში ბებო მზრდიდა, მაგრამ რაც ფეხზე დავდექი, სოფელში გადაწყვიტა დაბრუნება. ცოდოა შვილო ჩვენი კერა უპატრონოდო და გამექცა.. სახე ოდნავ დაუსევდიანდა მუჯირს, თუმცა მაინც იღიმოდა.. მაგრამ მოულოდნელად ისეთი კივილის ხმა შემოესმა, ლამის გული გაუსკდა და დუდასთან ერთად შევარდა ლილეს ოთახში. -რა გაკივლებს გოგო, ნორმალური ხარ? გაუბრაზდა დას დუდა. შეშინებული ვაჩე კი იქვე სკამზე დაეხეთქა და თავი ხელებში ჩარგო.. -რა რა მაკივლებს.. ზაზა ჩამოდის... ამ წამს დამირეკა , ოღონდ ელამ არ იცის და სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ. საწულზე ხტუნავდა ლილე და ცალ ხელს ოთხი ზომით დიდ შორტს არ უშვებდა, თორემ დარჩებოდა ისევ ნახევრად შიშველი. -კაი ტოო ღადაოობ... რა მაგარიაა ეეე.... აღმოხდა დუდას. აუ წავალ ჩვენებს დავურეკავ რაა...თქვა და ოთახიდან გავარდა, ლილე კი საწოლზე ხტუნვას არ წყვეტდა. -ეე .. არანორმალურო... თავისაუღებლად უთხრა ვაჩემ ლილეს. -ჰოოო... ისე უპასუხა, რომ საწოლზე ხტუნვა არ შეუწყვეტავს . -მგონი ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ -ერთისაუკეთესო დღეა და არ მინდა ესე უბრალოდ დამთავრდეს. ჩაილაპარაკა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა. -რას გულისხმობ?? ხტუნვა შეწყვიტა ლილემაც . -რას და ჩვენი ურთიერთობის დასაწყისს, იმას რომ ზაზა ჩამოდის და შენი ლუიკოები გაბედნიერდებიან. კიდევ იმას , რომ ნატა და ლექსო გაიპარნენ და ახლა ჩემთან არიან სოფელშიი, კიდევ იმას, რომ დღეს საღამოს ოცნებას აგისრულებ.. ღიმილმა დაუფარა ვაჩეს მთელი სახე.. -რაა???? გაიპარნენ?? ვაიმე რა მაგარიაა... აცქმუტდა ლილე და ტელეფონს დაუწყო ძებნა. რამდენიმე წამს უყურა ვაჩემ ბედნიერი სახით და მერე შეაჩერა. -რას ცქმუტავ რაას?? -ტელეფონს ვეძებ , სად ჯანდაბაშია.. ზედ არ შეუხედავს ლილეს . ისე უპასუხა. -გამორთული აქვთ იმათ. ბებიაჩემმა დამირეკა და იმან მითხრა. გელოდებიან ბავშვები, დროზე ჩამოდიო.. ასე შემომითვალა... -მეც მოდივარ... გაიკრიჭა ლილე. -ეჰეჰეე.. დამაცადე გოგო, აბა.. იქნებ რა უნდა გითხრა. ჩაიდუდღუნა ვაჩემ და ლილეს შეხედა, რომელიც ფიქრებით აშკარად სხვაგან იყო. -ეე დარტყმულო, რა ოცნების ასრულებას გულისხმობდი წეღან?? ვაჩეს გაეღიმა... -რას და იმას, რომ დღეიდან ბებია გეყოლება, ვისთან ერთადაც შეძლებ ჩურჩხელების ამოვლებას. ზუსტად ისეთი ბებია, როგორიც გინდოდა, ჭაღარა, სოფელში რომ დაგელოდება და სულ პურის სუნი რომ ექნება... ჩაილაპარაკა ვაჩემ და გაოგნებულ შეყვარებულს შეხედა. -ეეე... რას ამბობ, საიდან? -„სიტყვა და საქმეში“ გამოვაქვეყნე განცხადება.. საიდან და ბებიაჩემი უნდა გაგაცნო უტვინო. შეუბღვირა ვაჩემ და ოთახიდან გასვლა დააპირა. მაგრამ გახარებული ლილე ზედ შეაფრინდა.. -ვაიმე.. ვაი .. ვაიმეეე. მერე, რომ არ მოვეწონო?? აუუ რა მაგარიაა.აუუ დღეს.. აუ.. ვაიმე.... დღევანდელი დღე ისტორიას დარჩება.. სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს ლილე. -ჰოო... ისტორიას ნამდვილად დარჩება, ჯერ ხომ არ დასრულებულა დღე, ვინ იცის კიდე რას გიმზადებს ლილე ცხოვრება... როგორც ჩანს დღეს კარგ ხასიათზეა ჩვენი ბედი და ვნახოთ რა მოხდება... ჩაილაპარაკა თავისთვის ვაჩემ და ხელები შემოხვია გოგონას.. -რას გულისხმობ?? ჩაეკითხა ლილე. -ნუ ხარ გოგო შენ მოუთმენელი.. მაგასაც გაიგებ, როცა საჭირო იქნება. გაეღიმა ვაჩეს და ცხვირზე აკოცა ლილეს. ახვლედიანი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ დუდას ყვირილმა სიტყვა გააწყვეტინა.... ... ფეთიანებივით გავცვივდით მე და ვაჩე პირველ სართულზე და როცა დავინახეთ, როგორ მისდევდა ცოცხმომარჯვებული ნინა ბებო ჩემს ძმას, იქვე ჩავიკეცეთ ორივე. -შე თაგვო შენა ჰააა... მართლა რა თაგვივით შემომეპარე ჰააა... მოდი აქ, მოდი ნუ გარბიხარ, კარგად მოგდო ერთი ცოცხი, მოდი მეთქი აქა... მაგიდის გარშემო დარბოდნენ და ნინა ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა დუდას. ვეღარ ვსუნთქავდით სიცილით, ვაჩე ჩემზე საშინელ მდგომარეობაში იყო... შუქნიშნის ფერებივით იცვლებოდა მისი სახე. -კარგი რა ნინა ბებო რაა.. არაფერი არ მომხდარა, კარგი რა... უბრალოდ ერთ ოთახში გვეძინა.. დუდღუნებდა დუდა და სირბილს არ წყვეტდა. -უყურე ერთი ამ თაგვს ამასა.. ხოდა მეტი რაღა უნდა მომხდარიყო შე მამაძაღლო, ერთ ოთახში გეძინათ.. არ მაინტერესებს მე შენი ქალაქური აზრები. გუშინ რაც მოხდა ეგრე ვერ ჩაივლის, 18 წლისები რო დახდებით, ან ჩემ შვილიშვილს ცოლად მოიყვან, ან არადა მე დაგკოდავ და სუ მთლად უცოლ-შვილოდ დაგტოვებ. გაიგე შენა?? არ ცხრებოდა ნიინა ბებო.. ამის გაგონებაზე, ჩემი და ვაჩეს სიცილი სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, ვხიხინებდით, ცრემლები გაგვდიოდა, გულისრევის შეგრძნებაც გვქონდა და შუქნიშნის ფერები კი ცისარტყელას მრაფალფერში გადაიზარდა. -ჰოდა მეც ეგ მინდა ზუსტად, ნიტა ჩემი შეყვარებულია. ამას თქვენც გეუბნებით და ყველას ვეტყვი. როგორც კი 18 -ის გავხდები, ან თქვენ გამატანთ თქვენს შვილიშვილს , ანარადა დავავლებ ხელს და ძალით წავიყვან... და ხელსაც ვეღარ დააკარებს მერე ვეღარავინ.. დასერიოზულდა დუდა და სირბილი შეწყვიტა. მეც და ვაჩეც დავმშვიდდით ცოტა, წამიერად მოვასწარი იმისი გაფიქრება, რომ მართლა მომესწრო ბიჭი... ასეთი სერიოზული ცხოვრებაში პირველად ვნახე. მაგრამ ფიქრი არ დამცალდა, ნინა ბებომ მომარჯვებული ცოცხი თავზე დააფარა ჩემს ძმას და სიცილის ახალი ტალღაც ავარდა... -უყურეთ ერთი ამ ცინგლიანს ამასა.. დიდი ხანია გაიზარდე, ტრუსიკიანი რო დატანტალებდი ჩემ ეზოში გგონია დამავიწყდა? გადიდგულდა ბიჭი. ჯაჯღანებდა ნინა ბებო, მაგრამ უკვე თბილი და ღიმილიანი სახით. როგორც წესი ჰქონდა. -ოო ნინა ბებო, კარგით რაა... ხომ გითხარით, რომ ყველაფერი სერიოზულადაა, როდემდე უნდა მირტყათ ეგ ცოცხი.. ისევ აბურდღუნდა დუდა, მაგრამ მოხუცი მას აღარ უსმენდა.. ამჯერად მე მომიბრუნდა. -ეე ახტაჯანა. როგორა ხარ შვილო?? მომესალმა მოხუცი და პირველად გაიღიმა გულიანად. ფეხზე წამოვდექი და მოხუცს კისერზე ჩამოვეკიდე.. დავუკოცნე დანაოჭებული სახე და მხოლოდ მაშინღა ვუპასუხე. -ნინა ბებოო.. როგორ მომენატრე.. -მოგენატრე არა ისა. აბა რო მოგნატრებოდი ხო მნახავდი აქამდინ ჰა?? ისევ ადადღანდა მოხუცი .. -შე თხა, როდის თხოვდები ჰა?? ნეტა ისე არ მომკლა რო შენი ქმარი არ მანახა რაა.. -ნინა ბებო, შენ კი არა, ნეტა მე არ მოვკვდე ისე, რომ ჩემი ქმარი მეთვთითონ არ ვნახო. სიცილით ვუთხარი, ისევ ლოყაზე ვაკოცე და მოშტერებულ მუჯირს ენა გამოვუყავი. -ბებო, ეს ყმაწვილი ვინ არის ჰაა?? არ უნდა გამაცნოთ? ახლაღა შეამჩნია მის წინ მდგარი მომღიმარი ვაჩე. -ბებო, ეს ვაჩე მუჯირია.. საუბარში ჩაერთო დუდაც. ჩემი ძმაკ.... თუმცა სიტყვა ისევ ვაჩემ გააწყვეტინა. -ლილეს საქმრო ვარ.. გაუღიმა ისევ ვაჩემ და როცა ჩემს დარცხვენილ სახეს მოკრა თვალი, გაეღიმა. -დედააა....... ეს რას მოვესწარიი შვილოო... საქმროვო.. გესმით თქვენაა... მითხოვდება ეს ახტაჯანა.. ყვიროდა ნინა ბებო და მთელი ძალით უჭერდა თავის დანაოჭებულ ხელებს, ვაჩეს თითებზე. მუჯირი კი თავხედად მომშტერებოდა და კმაყოფილი იღიმოდა. -არა, ერთი როდიდან გახდი ჩემი საქმრო ჰაა??? შევუღრინე, მას შემდეგ რაც ნინა გავისტუმრეთ. -ამ წამიდან.. მითხრა და შუბლზე მაკოცა.-საღამოს მეჩხუბე რა, ახლა ბევრი საქმე გვაქვს.. -რა საქმე კაცო?? ჩავილაპარაკე გაოგნებულმა... -რა საქმე და ახლა შენ ზაზას დაურეკე და უთხარი, პირდაპირ გურიაში ჩამოვიდეს, შეძლებ?? -არაა,, თვითმფრინავშია უკვე. მაგრამ აეროპორტში რომ იქნება მაშინ თვითონ დამირეკავს და მერე ვეტყვი. მაგრამ გურიაში რა უნდა? -რა უნდა და ახლა ჩვენც გურიაში მივდივართ, ჩემს სოფელში. არ უნდა მივულოცოთ ახალგაბედნიერებულებს?? ჯერ შენ და დუდას ჩაგიყვანთ, იქ დაგტოვებთ, მერე კი თბილისში წავალ , რაღაც საქმეებს მოვაგვარებ, მერე კი ელას გამოვუვლი და ბავშვთან ერთად წამოვიყვან გურიაში. ხოდა ზაზაც იქ მოვა საღამოს და აბა წარმოიდგინე მისი რეაქცია... ჩაილაპარაკა ვაჩემ და თავისივე გეგმით კმაყოფილმა ჩაიცინა. -ვაიმეეე.. როგორიმაგარი ბიჭი ხარ შენ... ნამდვილი პრ მენეჯერი რაა.. როგორ ყველაფერი გათვალე.. შევაქე მაგრამ რათქმა უნდა, ირონია არ მოვაკელი. -შე ქაჯო შენ.. მიდი მიდი , დროზე მოემზადე.. დუდა ნიტას დაემშვიდობება და წავიდეთ ჩვენც, თორემ დიდი გზაა და თან მე თბილისშიც უნდა წავიდე. -კარგი , მოვასწრებთ , რა განერვიულებს კაცო... მხრები ავიჩეჩე, თუმცა მაშინვე წამოვხტი და ნივთების შეგროვება დავიწყე. გაეღიმა ვაჩეს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.. საღამოს 6 საათისთვის უკვე გურიაში ვიყავით... -ბებოოო...... ბეეე..... ღრიალით შევიდა ვაჩე ეზოში. -ბებო შემოგევლოს შენ, ჩემო ვაჟკაცო, რახან შენ გნახე, რაღა მოკლავს, ბებოს სიამაყე... წამიერად მეტყველების უნარიწამერთვა. ისეთი სანდომიანი სახე და თვალები ჰქონდა ვაჩეს ბებიას, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მომერიდა. -ბებო, გაიცანი, ეს ლილეა, შენი ახალი შვილიშვილი. უთხრა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა. -დედაა... რას მეუბნები კაცო.. ვაიმე, მომიკვდეს თავი, არ უნდა გაგეფრთხილებინე შვილო, ამისთანა სტუმარი რომ მოგყავდა?? -აქოთქოთდა მოხუცი და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -მართლა მოგკლავ ვაჩე მუჯირო. გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ მოხუცის ტკბილ ჩახიტებაზე უარი ვერ ვთქვი და მთელი ძალით შემოვხვიე მეც ხელები. -ბეე.. ეს კი დუდაა, ლილეს ძმა. ამჯერად ჩემი ძმა გააცნო მოხუცს. -ბავშვებო, ბებოს ლილი ქვია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ძალიან გაგიჯავრდებათ, ქალბატონო ლილი რომ დაუძახოთ, ასე რომ თქვენც ბებოთი შემოიფარგლეთ.. დაგვარიგა ჭკუა ვაჩემ და სახლში შებოტა. სადაც მაგიდასთან წამოსკუპებული ლექსო და მისი უკვე ცოლი-ნატა ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ. ნუ წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა ამბავი ატყდებოდა იქ... დიდი ხნის ხვევნა-კოცნის შემდეგ, როგორც იქნა მაგიდას შემოვუსხედით სმენად ქცეულები-კითხვით -„როგორ მოხდა ეს ყველაფერი“? -აუუ ... მე წასასვლელი ვარ, თბილისში უნდა წავიდე და უკან მოვასწრო ჩამოსვლა. ასე, რომ ჩემს გარეშე დაიწყეთ ჭორაობა და მე გვიან საღამოს შემოგიერთდებით. თქვა ვაჩემ და გარეთ გავიდა, გასაღებისტრიალით. მაგრამ მე დავეწია. ცერებზე ავიწიე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. -ჭკუით იარე იცოდე.. გავაფრთხილე და მაშინვე მოვშორდი. -არის შეფ.. წელში გაიმართა მუჯირი. -დარტყმული ხარ.. გამეცინა მის ქცევაზე მე. -დარტყმული ვარ დარტყმული, მე ხომ ყველაზე არანორმალური გოგო შემიყვარდა, ნამდვილი დარტყმული ვარ!!! წარმოთქვა სააცოდავი სახით ვაჩემ და გამომცდელად შემომხედა, ალბათ იფიქრა, რომ გავუბრაზდებოდი. -ზუსტადაც! აბა ჩემნაირი არანორმალური რომ შეგიყვარდა დარტყმული ხარ ნამდვილად!! -ვააახ.. გამაგიჟებს ეს გოგო.. აღმოხდა ვაჩეს. შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა.. იქამდე ვიდექი ჭიშკართან, სანამ თვალს არ მოეფარა.. გამეღიმა... რაღაცნაირად დამთბა და ასეთი ღიმილიანი სახით შევბრუნდი სახით. -აბა გვრიტებოო.. გისმენთ მთელი გულისყურით.. მაგიდასმივუჯექი მე და ლექსოს დანატას გადავხედე.. -აუ ლექსოო,, წამო რა აივანზე გავიდეთ, რაღაც საქმე მაქვს, ვაჩემ დამაბარა. უთხრა დუდამ და ლექსო აივანზე წაათრია. -რა საქმე აქვთ ნეტა? ჩავილაპარაკე ჩემთვის. -რავიცი მე, მაგათსას რას გაიგებ.. შენ ის მითხარი შენ და ვაჩე რას შვებით? მკითხა ნატამ... -ვაოხრებთ ერთმანეთს, ოღონდ სიყვარულით. გავიკრიჭე მე. -ვაახ... აი ხო სულ გეუბნებოდით, რომ ერთმანეთისთვის იყავით გაჩენილები. ვაჩეს გარდა ვერავინ გაუძლებს ლილესთქო და ლილეს გარდა ვერავინ გაუძლებს ვაჩესთქო. არ ჩუმდებოდა ნატა.. -ჰოოო... დაწყნარდი ეხლა... მომიყევი. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ გაპარვა. ამჯერად მე ჩავაცივდი. -გოგო, თქვენ რაც წახვედით სვანეთში, ანა ლექსოს აეკიდა.. ცალკე მაგას ვაფრთხილებდი, ცალკე იმ ვაჟბატონს რომ ტრა..ი დაეყენებინათ, მაგრამ არ მომისმინა.. ჰოდა გუშინ სამსახურში მივაკითხე ლექსოს და დავინახე ლიფტში როგორ შედიოდა ანა, დამაინტერესა რა უნდოდა ლექსოს სამსახაურში და უკან გავყევი. როგორც კი კაბინეტში შევიდა , ფეთიანივით ეცა ლექსოს და კოცნას აპირებდა, მაგრამ ამან მოიშორა.. მერე კიდევ სიყვარულს ეფიცებოდა ჩვენი ქალბატონი... ხოდა ამ დროს მე გამოვდივარ სცენაზე... რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.. გავაფრთხილე, რომ კიდევ ერთხელ თუ მიეკარებოდა ლექსოს, თმით ვითრევდი, ისიც შეშინებული გაქანდა გარეთ... ახლა უკვე ლექსოზე მიდგა ჯერი. მისი მჯერა და ბოლომდე ვენდობი,მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული კიდევ რას გამოთხრიდა ანა. ჰოდა არც ვაციე, არც ვაცხელე, -ცოლად მომიყვანე, თორემ ეჭვი მაქვს არ მოგასვენებენ ანა და ანასნაირი ბ..ი და მერე ან შენ შემომაკვდები, ან ეგენითქო... ხოდა შეშინდა ჩვენი ვაჟბატონი და იძულებული გახდა ცოლად მოვეყვანე... სიცილით ძირს ვხოხავდი უკვე... მუცლის კუნთები ისე მტკიოდა, ცრემლები გამდიოდა სიმწრით, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი .. შემდეგ კი ნატაც ამყვა.. იქამდე ვიცინეთ, სანამ ოთახში დაფეთებული ლილი ბებო არ შემოგვივარდა. .... -ხოო ბიჭოო.. გაამზადეთ ყველაფერი ძმობას გაფიცებთ რაა და დილით უკვე გურიაში იყავით. მე ვეღარ ვასწრებ და თქვენ იმედზე ვარ იცოდეთ. ოთოს უთხარი, რომ მინდვრის ყვავილებით გააკეთებინოს.. ვარდები და ეგეთი ბანალურობები არც მე მევასება, არც ლილეს... კაი..დაახლოებით 12 ზე იქ ვიქნებით რა და მოამზადეთ იქამდე ყველაფერი.-ოოო არაა.. არ მინდა დიდხანს ლოდინი... კი არადა, მინდა რომ ეს სასწაული დღე უფრო საოცარი გავხადო.. -კაი , კაი, დაგირეკავთ მერე. ტელეფონი გავთიშე და ლილეს სახლისკენ ავიღე გეზი. გული ამოვარდნას მქონდა... არასდროს ვიფიქრებდი, თუ „მსგავს“ რამეზე ამდენი ნერვიულობა მომიწევდა. -არა, მართლა დარტყმული ვარ რაა.. და უარი რომ მითხრას, მერე სად ჯანდაბაში მივდივარ??-მაგრამ არა, არ მეტყვის... ვუყვარვარ.. გავიფიქრე მე და ჩემს ფიქრებზე გამეცინა. ამასობაში კი ლილეს სახლსაც მივადექი. მანქანიდან სწრაფად გადავედი და ზარი დავრეკე. კარი ილიამ გამიღო და ცოტა აფორიაქდა რომ დამინახა. -ვაჩე, ხომ მშვიდობაა?? ასე გვიან რატომ ხარ აქ? ბავშვებს დაემართათ რამე? -არა, არა.. ილია, სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან და იმედია , უარს არ მეტყვით. შევაჩერდი თვალებში და შევამჩნიე, ოდნავ როგორ ჩაეღიმა. -შემოდი , შვილო. შინ შემიძღვა ილია და ნინოსაც დაუძახა. 2 წუთში უკვე მისაღბში ვისხედით სამივე, მაგრამ სიტყვებს კი ვერ ვუყრიდი თავს. -მმ.. საიდან დავიწყო არც კი ვიცი... მოკლედ, მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს, ისიც იმავეს გრძნობს... მაგრამ ახლა არ იცის აქ რომ ვარ, თქვენ არ იფირქროთ, რომ ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს, არა, მხოლოდ გუშინ გამოვუტყდით ერთმანეთს გრძნობებში , დუდამ კი თავიდანვე იცოდა , რასაც ვფიქრობდი... შეიძლება იფიქროთ, რომ ვჩქარობ, მაგრამ მინდა ლილეს ხელი გთხოვოთ... ახლა ჩემთანაა გურიაში, დუდასთან და ჩემს მეგობრებთან ერთად.. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა..მერე მოგიყვებით, მოკლედ მინდა, რომ ხვალ დილით შევირთო თქვენი ქალიშვილი... თვითონაც არ იცის.. რაღაც სიურპრიზის მაგვარს ვაპირებ.. სიტყვების გადაბმამიჭირდა უკვე ერთმანეთზე ისე ვნერვიულობდი..-ვიცი, როგორც უფრთხილდებით თქვენს ლილეს და ისიც ანალოგიურად გიფრთხილდებათ, ამიტომ არ მინდოდა უნებართვოდ გადამედგა რამე ნაბიჯი და ჯერ თქვენთან მოვედი. აბა რას მეტყვით?? ძლივს დავამთვრე სათქმელი და მომრიმარ ილიას და თვალებაწყლიანებულ ნინოს მივაშტერდი. -რა უნდა გითხრათ შვილო, ისედაც ვიცოდით , რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, თორემ ლილე ისე შენ სვანეთში არ ამოგიყვანდა, უბრალოდ არ გვეგონა, თუ ასე მალე მოატეხავდი რქებს.. თქვა ილიამ და გადამეხვია..-მომილოცავს ჩემო ბიჭო... ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. ჩემი ნებართვა გაქვს,მაგრამ ის ახტაჯანა რას იზამს, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, მითხრა მან და თვალი ჩამიკრა. -დათანხმდება.. ჩაილაპარა აქამდე წყნარად მჯდარმა ნინომ... და ამჯერად ის გადამეხვია. -თბილისში როდის დაბრუნდებით?? მკითხხა ილიამ -არ ვიცი ილია, რამდენიმე დღე დავრჩებით გურიაში, რომ ბებოს გული არ დავწყვიტოთ.. ჩემი ოჯახი საზღვარგარეთაა და არ მგონია, ხვალამდე მოასწრონ ჩამოსვლა. ამიტომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბებო მყავს დამას მინდა რომ გავუზიარო ჩვენი სიხარული, მანამდე ჩემებიც ჩამოვლენ და უკვე მერე გავაკეთოთ დიდი ქორწილი, არ რავი როგორც გინდათ , როგორც ლილე გადაწყვეტს, ჩემთვის ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა ... დანარჩენი კი მეასე ხარისხოვანია. უკვე დაწყნარებული ვსაუბრობდი და თვალს არ ვაშორებდი, მომღიმარ ცოლ-ქმარს. -ნინო, პატარა სათხოვარი მაქვს.. რამე თეთრი კაბა მინდა, სარაფანი , რომ ხვალ ლილემ ჩაიცვას.. არ მინდა მიხვდეს რას ვაპირებ, ამიტომ უბრალო სარაფანი რომ იყოს რა... ოღონდ თეთრი .. და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი.. ჩავილაპარაკე ოდნავ დარცხვენით და ნინოს შევხედე, რომელიც უკვე ლილეს ოთახში იყო და ნივთებს ალაგებდა. კიდევ 15-20 წუთი გავჩერდი ახვლედიანებთან , დამშვიდობებისას გადამეხვივნენ და წარმეტებები მისურვეს, შემდეგ კი მანქანამდე მიმაცილეს. მეც ღიმილით დავქოქე მანქანა და ელას სახლისკენ დავიძარი. საათს დავხედე.. სამი ხდებოდა უკვე. ყველას ეძინა, მაგრამ მე რა დამაძინებდა, სანამ ვაჩე არ მოვიდოდა ელასთან და ლუიკოსთან ერთად. ზაზას ვესაუბრე. ნახევარი საათის წინ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენი გეგმაც გავაცანი... სიხარულით ცას ეწია.. მითხრა რომ თავისი მშობლების სახლში წავიდოდა, ბარგს დადებდა, მანქანას წამოიყვანდა და ეგრევე წამოვიდოდა გურიაში. ჩემი გათვლით სადღაც დილის 7 საათისთვის უკვე გურიაში იქნებოდა ზაზაც და აი მაშინ დაიწყებოდა ნამდვილი სიხარული... ყველა საყვარელი ადამიანი გვერდზე მეყოლებოდა... ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენ ბედნიერ სახეს ვნახავდი... როგორც იქნა დუდა და ნიტა ერთმანეთს გამოუტყდნენ გრძნობებში... ლექსო და ნატა შეუღლდნენ... ელას ზაზა ჩამოუვიდა... მე და ვაჩე.... ჩამეღიმა ამის გაფიქრებაზე.... მე და ვაჩე.. ერთად... ცოტა რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, როგორი შეყვარებულობა გვექნებოდა... ან ჩემთვის რომ წამოეკრა თავში რამეს, ან მაგისთვის და დავშორებულიყავით?? არაა... მაგაზე არ უნდა მეფიქრა... მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასი იქნებოდა... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მანქანის ხმა მომესმა, თავპირისმტვრევით გავვარდი გარეთ და ლუიკოები რომ დავინახე სიხარულით ცას ვეწიე... -ნათლიას ანგელოზიიი... ნათლიას ხრუტუნაა... ჩემი ტკბილი გოგოო.... მივვარდი ელას და ბავშვი ხელიდან გამოვტაცე. -არა უყურე ერთი ამის სითავხედეს.. ამდენი ხანია არ მინახავს და არც კი მიმჩნევს. მოჩვენებითად გაიბუსხა ელა და თვითონვე ჩამეხუტა,როცა დაინახა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდი. -ეეჰ... მაგას არც მე ვაინტერესებ.. მთელი დღეა საჭესთან ვარ და არც კი შევცოდებივარ.. აბურდღუნდა ვაჩეც.. აუუ ამას სხვანაირად ვეღარ გავაჩუმებდი, მივუახლოვდი, ცერებზე ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე. -არა, უყურე ერთი ამათ რა დღეში არიან... ან ბავშვი იცოდეთ, ან ხალხი.. რამ გადაგრიათ... კაცო... იცინოდა ელა. ვაჩემ კი შუბლზე მაკოცა და მას შემდეგ რაც ელა სახლში შევიდა, ყურში ჩამჩურჩულა: -მომენატრე... ტანში გამაჟრჟოლა... არაა. მაინც ვერ გადავეჩვიე მის სიახლოვეს ნერვიულობას.. ისევ მბურძგლავდა.. -მეც... ვუპასუხე ჩუმადვე და ლუიკო ს ყელში ჩავრგე სახე. რომ ვაჩეს არ შეემჩნია ჩემი აწითლებული ლოყები, მაგრამ რას გამოვაპარებდი, გულიანად გადაიხარხარა და ლუიკო გამომართვა. -ისე მეც მინდა ბევრი ცალი ესეთი... მითხრა და ბავშვი ხელში შეათამაშა. -ნელა დარტყმულო, ბავშვი არ დაგივარდეს. შევუღრინე მე. -ბავშვი არ დამივარდება, მაგრამ ჩემს წინადადებას ნუ აიგნორებ... მეც მინდათქო ბევრიცალი ლუიკოსნაირი.. მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა. -ხოდა იყოლიე მერე. ჩავიდადღანე მე. -ვიყოლიებ კიდეც.იმაზე მალე , ვიდრე შენ წარმოიდგენ . მითხრა ნიშნისმოგებით და სანამ რამეს ვკითხავდი სახლში შევიდა. ბავშვი ელას დაუბრუნდა.-წადით ახლა თქვენ დაიძინეთ, მე აქვე წამოვწვები. თქვა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა. მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა, ზაზას დახვედრახომ სჭირდებოდა. ჩემი ტელეფონი მას დავუტოვე და ლუიკოებთან ერთად მეორე სართულზე ავედი. -ლილე, ძალინ გიყვარს ხო?? მკითხა ელამ მას შემდეგ, რაც დავწექით. -კი ელა ძალიან... შენ ხარ ჩვენი კუპიდონი... გამეცინა მე. -ჰოოო... იცოდე, უნდა გადამიხადოთ ამისთვის. ჩაიცინა მან. -უკვე მოფიქრებული გვაქვს როგორ უნდა გადაგიხადოთ.. რამდენიმე საათში შენს საჩუქარს გახსნი... -ვაიმეეე... რას მჩუქნით?? ჩამეკითხა გაფართოებული თვალებით ელა. -რას და ყველაზე ყველაზე ძვირფას ღვინოს, რომლის მსგავსადაც ვერც ერთი ღვინო ვერ დაგათრობს... ერთ ყლუპსაც თუ მოსვამ, ეგრევე ვარდისფერ ბურუსში გაგდებს თავფეხიანად... ჩავიღიმე ეშმაკურად მე. -და ახლავე მომეცით მერე, რაღას ვუცდით? ადადღანდა ელა. -ნუ ხარ გოგო მოუთმენელი.. ჯერ არ მოუტანიათ ... გამეცინა ისევ...-აუ ელა... იცი რა, რაღაცნაირად მეშინია.. ძალიან მიყვარს ვაჩე, იმასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ აი ამ შეყვარებულობის პერიოდის მეშინია.. წეღან ჩემთვისაც ვფიქრობდი, ორივე ძალიან რთულები ვართ და რომ ვერ შევეწყოთ და დავშორდეთ?? აუ არ ვიცი რაა... ამოვიოხრე მე და მძინარე ლუიკოს ვაკოცე. -ნუ ღელავ, არ დაშორდებით. შეიძლება არცგქონდეთ ეგ შეყვარებულობის პერიოდი. რა იცი.. ამჯერრად ელას ჩაეღიმა. -მოიცა, რას გულისხმობ?? -არაფერს. ნუ ხარ გოგო შენ მოუთმენელი.. გამომაჯავრა მე . ორივეს გაგვეცინა.. კიდევ ცოტახანს ვისაუბრეთ შემდეგ კი ერთად გადავეშვით სიზმრებისსამყაროში. დილით ელას კივილმა გამაღვიძა. თუმცა არ შემშინებია, ვიცოდი რაც აკივლებდა. ჩამეღიმა.. აუჩქარებლად ავდექი, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.. არც შევმცდარვარ ელა ზაზაზე იყო შემოხვეული და სიცილ-ტირილით უკკოცნიდა სახეს. მომღიმარი ვაჩე კი ბავშვთან ერთად ჩემსკენ დაიძრა... -მგონი გამოგვივიდა სიურპრიზი , როგორ ფიქრობ? ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა. -ნამდვილად, გავუღიმე მეც და ლუიკოს ვაკოცე. შემდეგ კი ბოლო ხმაზე დავიჭყავლე. -სიძეეე.... შე ძველოო... მასზე ზედ აკრული ელა არ შევიმჩნიე, ისე მოვეხვიე და ყურებამდე გავიკრიჭე. -ესეიგი ესაა , ხომ ჩემი ღვინო, ყველაზე მათრობელა.. ჩაეცინა ელას. -დიახ.. დიახ... ესაც შენ საუკეთესო საჩუქარი. დაახლოებით ნახევარ საათში ყველა მისაღებში ვისხედით და ვსაუზმობდით, თან ვიცინოდით. მაგრამ მე რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი... -ელაა.. მგონი დროა არაა?? გადაულაპარაკა ჩუმად ვაჩემ, მაგრამ მე მაინც გავიგე. -რისი დრო?? რას გულისხმობთ? დავინტრიგდი მე. -ეკლესიაში წასვლის ლილე, დღეს გვინდა მე და ლექსომ ჯვარი დავიწეროთ. მიპასუხა ნატამ და თბილად გამიღიმა. -ეეე რა მაგარიაა... აღმომხდა გაბრწყინებულს და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. -მაშინ დროა მოვემზადოთ. ბიჭები პირველი სართულის სააბაზანოთი სარგებლობთ, გოგოები ზევით ავალთ. გავეცი განკარგულება და თავპირისმტვრევით ავვარდი ზევით. ჯერ გოგონებს დავეხმარე მოწესრიგებაში. ბოლოს კი მე შევედი სააბაზანოში. რომ გამოვედი, ოთახში აღარავინ დამხვდა, თუმცა ჩემი თეთრი სარაფანი, რომელიც გუშინ ვაჩემ ჩამომიტანა და რომლის ჩაცმასაც ნატასთავის ვაპირებდი, ისევ საწოლზე იყო მიფენილი. აზრზე კაკუნის ხმამ მომიყვანა. -ვინ არის?? -მე ვარ.. გავიგე ვაჩეს ბუბუნა ხმა კარს მიღმა -პირსახოცით ვარ ვაჩე.. რა გინდა, მანდედან მითხარი. მაგრამ მუჯირმა კარი გააღო. -ლილე ყველა წავიდა, ჩვენღა დავრჩით მარტო. -კი მაგრამ სად წავიდნენ?? უჩვენოდ, რატომ წავიდნენ? დავიბენი მე. -რავიცი, ჩვენს გარეშე გულითაც რომ უნდოდეთ ვერ დაიწყებენ ცერემონიას. ასე რომ ჩაიცვი და დროზე წავიდეთ. -კი მაგრამ, ეს თეთრი კაბა აქაა დამაშინ ნატამ რა ჩაიცვა? -თავისი კაბა ჩაიცვა და დამაბარა, რომ ეს შენ ჩაგეცვა. -ხო, მაგრამ ორივე თეთრ კაბაში ხომ არ ვიქნებით? -პატარაძალმა ასე დამაბარა და უნდა დაემორჩილო.. -კარგი ხოო.. გადი გარეთ, მოვემზადები უცებ და წავიდეთ.ჩავიბურდღუნე მე და მომზადება დავიწყე. ალბათ 20 წუთი მაინც დამჭირდა. კაბა ჩავიცვი. თუმცა ვაჩეს კაბის შესაფერისი ფეხსაცმლის წამოღება აზრად არ მოსვლია, ამიტომ მუჯირისნაირ კეტებზე შევაჩერე არჩევანი. ცუდი არ გამოვიდა, მუხლს ოდნავ აცილებული მაქმანიანი სპილოსძვლისფერი კაბა, მშვენივრად მოუხდა „ოლსტარის“ კედებს. თმა უბრალოდ გავიშალე.. სახეზე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სარკეში ჩემი თავი კმაყოფილმა შევათვალიერე. -მიუხედავად იმისა, რომ ასე სადად ვიყავი, ცხოვრებაში პირველად მომეწონა საკუთარი თავი. გავიღიმე და გასასვლელისკენ წავედი. კართან ვაჩე დამხვდა აყუდებული. მასაც გამოეცვალა ტანსაცმელი. ჯინსის შარვალი ეცვა ჩემნაირ კედებთან ერთად, ზევიდან კი ღია, ცისფერ პერანგი აერჩია, იდაყვებამდე აკეცილი მკლავებით, საიდანაც კარად ჩანდა მისი ნავარჯიშები და დაკუნთული ხელები. გაშტერებული მიყურებდა, გაფართოებული თვალებით და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა,ინიციატივა მე ავიღე საკუთარ თავზე. -ვაა... რა ლამაზი ხარ ტოოო........ გავიცინე და მის გარშემო შემოვუარე თვალიერებით. -არა, მართლა არაა ეს გოგო ნორმალური..გაეცინა ვაჩეს და შუბლზე მაკოცა. შემდეგ კი ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა-ულამაზესი ხარ. მე ხელკავი გამოვდე და სკუპაობით ჩავყევი პირველ სართულამდე.. ვაჩემ მანქანის კარი გამიღო და მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა თავისი ადგილი, რაც მე მოვკალათდი. -ნატამ დამაბარა, ეს თავზე დაიმაგროსო, უკანა სავარძლიდან გამოიღო თეთრი ქრიზანთემებით გაკეთებული გვირგვინი... -ვაიმე რა ლამაზიიააა.. აღმომხდა მე და ისე რომ სიტყვის თქმა არ ვაცალე თავზე დავიმხე.. გაეცინა ჩემს ქმედებაზე. შემდეგ კი თეთრი ქრიზანთემებისვე გვირგვინი მომაწოდა.. -ისე ჩქარობდა, რომ ეს დარჩა ნატას და წამოუღე რაა.. -კარგი, რა პრბობლემაა,, ვუთხარი მე და თაიგული გამოვართვი... დაახლოებით 10 წუთში უკვე ეკლესიასთან ვიყავით, ვაჩემ ამჯერადაც იმარჯვა და კარი გამიღო.. ეკლესიაში შევედით და თვალები შუბლზე ამივიდა, როცა ნატა წითელ კაბაში დავინახე. გაოგნებულმა მოვათვალიერე გარემო.. უამრავ ბედნიერ ადამიანს მოეყარა თავი.. ელას -ზაზასთან და ლუიკოსთან ერთად, ლილი ბებო ჩემს ძმასთან ერთად იდგა, ნატა და ლექსო ერთად.. მომღიმარი ოთო და ანდრია კი მღვდელს ამოსდგომოდნენ გვერდში. -მამაო , აი ჩვენი ნეფე-დედოფალიც მოვიდა.. თქვა ოთომ და ამის თქმაზე აპლოდისმენტების ხმამ გააყრუა იქაურობა. ამ დროის განმავლობაში პირველად შევხედე ვაჩეს. რომელიც იდგა და თბილად მიყურებდა.. ასე თბილად არასდროს არ შემოუხედავს ჩემთვის... მიყურებდა და იღიმოდა... -ლილე ახვლედიანო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ აი ვერ მოვითმენ რა უშენოდ რაა, მეზარება ეს შეყვარებულობანა და კუკუ-დამალობანა და ამიტომ დღესვე მომყვები ცოლად რა, რომ ყოველ დილით შევძლო შენი გაბურძგნული თმის ყურება და ყოველ საღამოს მოგიშალო ნერვები. ჰოო მართლა, მინდა რომ ამჯერად ჩემი მაისურით იტანტალო სახლში და აღრ მინდა, რომ ამაზე თვალს გარიდებდე.. ბოლო წინადადება ყურში ჩამჩუჩულა და როცა ჩემი გაოგნებული სახე დაინახა , მერეღა დაამატა. -შენს მშობლებს ველაპარაკე უკვე და თანახმააა ორივე, დაგირეკავენ თვითონ.. ასე რომ ლილე ახვლედიანო, დღეს შენ ჩემი ცოლი გახდები, ოღონდ არ იფიქრო , რომ ნებართვას გთხოვ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ერთი კვირა ჩემი ხარ და ის უ ნდა გეკეთებინა, რაც მე მინდოდა, ხოდა დღეს მინდა ცოლად გამომყვე.. და მინდა, რომ ეს ერთი კვირა მთელ ცხოვრებად იქცეს და მინდა რომ განა მხოლოდ შვიდი დღე, არა, მთელი ცხოვრება მინდა ჩემი იყო... ჩაამთვრა ვაჩემ და გამომცდელად შემომხედა. -დარტყმული ხარ ვაჩე მუჯირო, შენ რა გგონია შემაშინებ? მე უკვე გითხარი, რომ სიტყვას არ გადავალ და შევასრულებ ჩემს დანაპირებს , რადგანაც ყველაფერი უნდა შეგისრულო ამ ერთი კვირის მანძილზე, გამოყვები ცოლად, მაგრამ მერე აზრადაც არ გაივლო ჩემი თავიდან მოშორება. იმიტომ რომ ან ჩემთან იქნები , ან არავისთან გაიგე ბიჭო?? (ბაბულიკური კილოთი ვუთხარი და წარბები ზემოთ ავქაჩე)... -არანორმალური ხარ. -შენ დარტყმული... ვცანცარებდით, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რასაც ვგრძნობდით იმ წამს, მთელი სხეული მიცახცახებდა და ვატყობდი ვაჩეც როგორი აფორიაქებული იყო. -მოემზადე ვაჩე მუჯირო... ამის მერე ყოველი შენი დილა „პადიომ“-ით დაიწყება. გავიცინე მე... -მაგასაც ვნახავ, ვისი დილა დაიწყება მხიარულად. ჩაიცინა და საკურთხეველთან მიმიყვანა... მიუხედავად ჩემი ცანცარისა, ჯვრისწერისდროს ტირილი ამიტყდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასე იმექმედებდა ეს საიდუმლო ჩემზე... ვაჩე თბილად მიღიმოდა და ხელს უფრო მაგრად მიჭერდა თითებზე. ჩემი მეჯვარე ნატა კი, მეორე ხელზე მიჭერდა თითებს. ჰაა-- მორჩით ეხლა ტირილს და გავაგრძელოთ კაცო ცერემონია. თქვა ოთომ , რომელმაც ვაჩეს მეჯვარეობა ითავა. და ჯვრისწერის ცერემონიაც გავაგრძელეთ. ნახევარ საათში ეკლესიის ეზოში ვიყავით. მე კიბის მეორე საფეხურზე დავდექი, რომ თაიგული მესროლა. „გასათხოვარ გოგონები“ კი მხოლოდ ნატა და ლილი ბებო აღმოჩნდნენ, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ ნახტომში ნატამ იმარჯვვა და თაიგულიც ზარ-ზეიმით დაიჭირა. -თბილისში რომ ჩავალთ , ჩვენ მერე დავიწერთ ჯვარს.. გადაულაპარაკა ლექსოს და თვალები დაუბრიალა. გულიანად გამეცინა მათ ქცევაზე... ამასობაში, უკნიდან ვაჩე მომეპარა და მუცელზე შემომხვია ხელები. მე ნელა შევბრუნდი მისკენ, ცერებზე ავიწიე და ვუთხარი, ის რასაც ამდენი ხნის განმვალობაში ვფიქრობდი, მაგრამ წარმოთქმას ვერ ვბედავდი. -მიყვარხარ ვაჩე... თვალებში მივაშტერდი... დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე... აი ისე, პირველად ლაპარაკის დროს რომ ვიგრძენი და მაშინვე შემიყვარდა მისი ღიმილი... -ვიცი... გამომაჯავრა ვაჩემ და თავის დიდ მკლავებში „ჩამმალა“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.