შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპონატი (სრულად)


12-03-2016, 13:55
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 5 848

-ბარსელონაში მინდა წასვლა!
-ამსტერდამი და მორჩეს ამაზე საუბარი!
-ასე გინდა იმ წყეული წითელი ფანრების ქუჩის ნახვა და იქაური ღამის ბინადრების ახლოს გაცნობა?- წამოვენთე მე.
-ვან გოგის მუზეუმის ნახვა მინდა,- მიყოფს ენას პატარა ბავშვივით და ერთი ყლუპით სვამს გრეიფრუტის წვენს. სახეს მანჭავს, ჩემი თეფშიდან უსინდისოდ იღებს მარწყვის ჯემიან კრუასანს და გემრიელად ილუკმება.
გგონიათ მე და ჩემი საქმრო ვჩხუბობთ თაფლობის თვის გატარების ადგილზე? ან მე და ჩემი პრანჭია დაქალი ვერ ვთანხმდებით სად გავერთოთ?
არა... ეს ჩემი პერსონალური წყევლაა. გიორგი (დაბადების მოწმობით თარხანი) ონიანი... ადამიანი, რომელიც არ მოშორებია ჩემს თვალთახედვის არეს 4-5 საათზე მეტი, მაგრამ მაინც ყველაზე სანატრელი და ახლობელი ადამიანია.
ჩვენი მეგობრობა სამშობიარო პალატიდან დაიწყო, როდესაც ჩვენმა დედიკოებმა აღმოაჩინეს, რომ აუტანელი და ჭყლოპინა ჩვენი დამშვიდება მხოლოდ ჩვენვე შეგვეძლო. ერთმანეთს პირში ვტენიდით ბუთქუნა ცერა თითებს და ასე ვიძინებდით.
გიორგი ჩემზე 3 საათით უფროსია, ამიტომ ბავშვობიდან დარწმუნებული იყო, რომ უნდა ეკარნახა ყველაფერი, გადაწყვეტილება მიეღო თავად და საერთოდ, მე სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ და უნდა ვუსმინო ჩემზე ჭკვიანს და ძლიერს. ეს სიტყვები ჩემში ფემინისტს აღვიძებდა და თუ ბავშვობაში ვითმენდი, ახლა ჭკუიდან გადავყავდი ამ იდიოტურ გამოხდომებს.
სამაგიეროდ არ მოიძებნება ქვეყნად მეორე მისი მსგავსი მეგობარი.
ყოველთვის მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და ხშირად ვაფუჭებდი ჩემი მოუქნელობით ოჯახის თუ სტუმრად მისული, მასპინძლის ნივთებს, მაგრამ ყოველთვის გიორგი ისჯებოდა, რადგან თავად იძახდა, რომ მან დააშავა.
როდესაც ვეცემოდი, მაყენებდა, გადატყავებულ მუხლს მწმენდდა, წყალს მასმევდა და როდესაც ფიქრობდა რომ ვერავინ ხედავდა, ჩუმად ტიროდა და თავისთვის ჩხუბობდა სულელ გოგოზე, "რომელმაც ვერა და ვერ ისწავლა სიარული".
ხოლო როდესაც ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, ჩემი ხელი არ გაუშვია არც ერთი წუთით. ენერგიას მინაწილებდა. ჩემი "დამტენი" გახდა. მერე კი ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და თავიდან მასწავლა ცხოვრება.
დღემდე ასე ვართ.
მე ვმუშაობ კერძო ბაღში ბავშვების აღმზრდელად, ხოლო გიო მამამისის ბიზნესს აგრძელებს. ვცხოვრობთ ერთად და ის ღამეები, როდესაც აგვიანებს, რათა თავის "მეგობრებს" შეხვდეს, ჩემთვის ყველაზე რთულად გადასატანია. ვხვდები, რომ 25 წლის ბიჭს თავისი მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ. თუმც მაინც ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ ეგოისტურად არ მინდა მეგობრის დაკარგვა, რადგან თუკი ცოლს მოიყვანს და ჩემგან გადავა, დროც არ დარჩება ჩვენი უკვე წესად ქცეული რიტუალებისათვის.
ერთ-ერთი ასეთი რიტუალია, გაზაფხულზე, ერთი კვირა საზღვარგარეთ დასვენება. 18 წლიდან ასე დავდივართ და ეს პირველი წელია, როდესაც ვერ შევთანხმდით. მე ბარსელონაში მინდა წასვლა, ჩემს აუტანელ მეგობარს კი - ამსტერდამში.
-თომა,- დამიძახა, როდესაც საერთოდ აღარ მივაქციე ყურდღება,- თამარ რატიანი, მომაპყარით თქვენი მზერა თუ შეიძლება.
მე გამეცინა და შევხედე:
-შენთან კამათს აზრი არ აქვს,- ამოვიოხრე მე.
-ახლა მიხვდი მხოლოდ?- ჩაეცინა ჩემს პერსონალურ სასჯელს. ნეტა რა დავაშავე წინა ცხოვრებაში ასეთი. ნუთუ კანიბალი ვიყავი, ან სერიული მკვლელი?
-пошёл в ж*пу...- ამჯერად მე გამოვუყავი ენა.
-смазка есть?- ააფახულა თავისი გრძელი წამწამები, მე კი წვენი გადამცდა.
-фу, пощлятина,- ვუთხარი ხველებით. გიოს გაეცინა. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი დიალოგია, აი მეზობელი მაგიდიდან ეჭვის თვალით გადმოგვხედეს.
-დღეს ძალიან სერიოზული შეხვედრა მაქვს,- მომენტალურად დასერიოზულდა გიო,- თუ ამ კონტრაქტს გამოვკარით ხელი, ჩვენთვის ძალიან ბევრი კარი გაიღება.
-შენ ამას შეძლებ,- უკვე მეორე კვირაა მანტრასავით ვიმეორებთ ამ სიტყვებს.
-ახლავე მოვალ,- თქვა და საპირფარეშოს მიმართულებით გაიქცა. ეს ბავშვობიდან აქვს. როდესაც ნერვიულობს, ჰგონია, რომ გული ერევა, დღევანდელ შეხვედრაზე კი ზედმეტადაც კი ნერვიულობს.
უეცრად მისი პიჯაკის ჯიბეში პირადი ტელეფონი დავლანდე. ბოროტულად ჩამეცინა. გიორგის ორი ტელეფონი აქვს - ერთი სამსახურის, რომელიც არ ჩუმდება 10-15 წუთზე მეტს და პირადი, რომლის ნომერიც ვიცით მხოლოდ მე და მისმა მშობლებმა. დარეკვით კი მხოლოდ მე და ქეთი დედიკო ვრეკავთ.
საპირფარეშოსკენ გავიხედე. გიო არ სჩანდა. მაშინვე ამოვიღე ტელეფონი, გავხსენი ბრაუზერი და მოვძებნე სიმღერა. ვან გოგის მუზეუმი უნდა? მიიღებს... სიმღერა ზარზე დავაყენე, ხმას მაქსიმუმზე ავუწიე და დავაბრუნე თავის ადგილას. ხელები მოვიფშვნიტე... ახლა მთავარია გავიგო სად ხვდება პოტენციურ პარტნიორებს. მისი შერცხვენა საკუთარი თვალით უნდა ვნახო.
ჩემი მეგობარი მალევე დაბრუნდა. მე უპრობლემოდ გავიგე სად იყო შეხვედრა დანიშნული. მერე გიომ ბაღში მიმიყვანა, თავად კი სამსახურში წავიდა. მე დღის მეორე ნახევარში განთავისუფლება ვთხოვე გამგეს, რაზეც მაშინვე თანხმობა მივიღე. ასაკოვანმა ქალბატონმა იფიქრა, რომ პაემანი მქონდა, მე კი გადარწმუნება არ დამიწყია.
7 საათზე რესტორანში მივედი. წითელი კაბა კარგად აჩენდა ჩემს ნაკვთებს, მოხდილი ზურგი კი ცოტა სექსუალურობას მატებდა ჩემს შესახედაობას. გრძელი თმები დავიხვიე სქელ კულულებად, ხოლო მაკიაჟი ძალიან მსუბუქი გავიკეთე.
ჩემთვის საონტერესო კომპანია უკვე ადგილზე იყო. მე მაგიდაზე დროებით უარი ვთქვი და ბართან დავჯექი. იქიდან კარგად სჩანდა გიო.
დაახლოებით ნახევარ საათში, როდესაც მათი საუბარი სერიოზულიდან უფრო ნეიტრალურში გადაიზარდა, მე კი მერვე კავალერი მოვიშორე უხეშად, ტელეფონი ავიღე და გიორგის დავურეკე.
ბინგო!
ხმადაბალი და სასიამოვნო მუსიკის ფონზე მისი რინგტონი ზედმეტად ხმამაღლა გაისმა:

Водил меня Серёга.
На выставку Ван Гога.
Там было тёлок много.
И нервы, как канат.
Но я не недотрога.
Дала понять с порога.
На выставке Ван Гога.
Я главный экспонат.

ამ დროისთვის ყველა გიოს უყურებდა, რომელმაც მოიფიქრა ტელეფონის ამოღება და ისე უყურებდა გაჯეტს, თითქოს ხელში ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ეკავა.

На лабутенах нах.
И в о*уительных штанах.

ამან გამოაფხიზლა და ზარს უპასუხა:
-тебе хана!- ჩაისისინა. მე კი გულიანად გამეცინა. გიო მაშინვე მობრუნდა საიდანაც სიცილი გაიგო და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ...
"ცუდადაა ჩემი საქმე"- ამის გაფიქრება მოვასწარი სანამ წამოდგებოდა და ჩემსკენ წამოვიდოდა. ყველა მიხვდა ჩემს რეაქციაზე, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ აი გიო ძალიან გავაბრაზე როგორც სჩანს. ხელი მომკიდა და რესტორნიდან გამიყვანა. მანქანაში ჩამსვა და სახლამდე სრულ სიჩუმეში მატარა.
-გიო,- დავუძახე როგორც კი ჩვენს ზურგს უკან სახლის კარი დაიკეტა.
-თომა, არაფერი მითხრა. ოთახში შედი,- მითხრა და თავადაც ოთახში შევიდა.
მე იქვე ჩავჯექი. სულ არ მიფიქრია, რომ ძვირფას კაბას ვაფუჭებდი. განა ასეთი რა დავაშავე? ეს ხომ უბრალოდ ხუმრობა იყო. ამაზე უარესებიც გამიკეთებია და როგორც წესი რამდენიმე წუთს მიჰყვებოდა სიბრაზე გიოს, მერე ჩემთან ერთად იცინოდა. აბა ამჯერად რა მოხდა? რამ გააბრაზა ასე ძალიან?
უეცრად კარის ხმა გავიგე და ზემოთ ავიხედე. გიოს გახეხილი ჯინსები და თხლად ნაქსოვი ჯემპერი ეცვა, კეპი ეხურა და მასიური სამაჯური და ბეჭედი ეკეთა... ასე გამოწყობილი ის მხოლოდ ერთ ადგილას დადიოდა... კლუბში, ერთი ღამით გოგოს ასაყვანად.
-რატომ მიდიხარ?- ვკითხე და ცრემლი მომაწვა.
-უნდა წავიდე,- მითხრა მშრალად და კართან მივიდა,- ადექი. გაცივდები.
-ჩემზე ნერვიულობ?- ვკითხე დამცინავად,- მაშინ რატომ მტოვებ?- ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ცრემლები მდიოდა. როგორც სჩანს ეს ხმაზე დამეტყო და გიო ჩემსკენ მობრუნდა.
-რა გატირებს?- მკითხა ცოტა გაღიზიანებულმა.
-შენი საქმე არაა, გაეთრიე,- ვუყვირე მე. ბიჭი გაშრა. ასე პირველად მივმართე.
-თომა,- ხმადაბლა თავისთვის ჩაილაპარაკა და კარის სახელურს ჩაებღაუჭა.
-წადი,- ვუთხარი დაღლილი ხმით,- ის კახპები ხომ უფრო მნიშვნელოვანნი არიან შენთვის,- ზიზღს ვერ ვფარავდი ხმაში.
-ისინი მეხმარებიან თავის ხელში აყვანაში, ნუთუ ვერ ხვდები?- აუწია ხმას,- ნუთუ ასეთი ბრმა ხარ?
-იქნებ თანახმა ვარ,- ვკითხე ხმადაბლა. ეს ჩემი შანსი იყო და არ ვაპირებდი მის ხელიდან გაშვებას.
-რა თქვი?- ჩემსკენ მობრუნდა მთელი კორპუსით,- ხვდები მაინც რას მეუბნები?
-კი,- ვუთხარი ამაყად და წამოვდექი.
-თომა,- მითხრა ხმადაბლა,- ხვდები რომ ვეღარსად გამექცევი?
-რატომ გგონია რომ გაქცევა მინდა?- ვკითხე გაოგნებულმა.
-იქნებ მოგბეზრდე... თან მშვენივრად იცი ჩემი ხასიათი, მიყვარს წესების კარნახი და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება.
-მე კი ის მიყვარს, რომ ჩემს გამო ყველას და ყველაფრის დათმობა შეგიძლია... რომ უჩემოდ დღესაც ვერ ძლებ... რომ როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ, ჰაერი არ მყოფნის... არა რომ არ წახვიდე, გთხოვ. ჩემთან დარჩი. მე გაჩუქებ იმ ალერსს და სითბოს, რაღაც სხვებში ეძებ. შეიძლება მე ისეთი გამოცდილი ვერ ვარ, მაგრამ თეორია მაინც ვიცი,- ვუთხარი და ტუჩი მოვიკვნიტე. მგონი იმაზე მეტი ვუთხარი, ვიდრე აინტერესებდა.
გიოს ჩაეცინა, მერე კი ჩემთან მოვიდა, ნაზად მოიქცია ჩემი სახე ხელებში და ფრთხილად შეეხო ჩემს ბაგეებს. მერე მომშორდა, თვალებში ჩამხედა და სერიოზულად მითხრა:
-ამ წამიდან ყველა გზა მოჭრილი გაქვს. ახლა კი წამომყევი, ერთი თხოვნა მაქვს შენთან,- თვალი ჩამიკრა და მშობლების საძინებელთან მიმიყვანა.
მათი გარდაცვალების შემდეგ იქ არ შევსულვარ. გიომ გადაარჩია ყველაფერი. დიდი ნაწილი ეკლესიაში წაიღო, ძვირფასეულობა სეიფში ჩაკეტა, ავეჯი გააჩუქა. მე მხოლოდ სურათები და დედას საყვარელი რამდენიმე კაბა მომცა. თავად კი ხშირად იკეტებოდა იქ, სავარაუდოდ ხატავდა, მაგრამ მე შესვლის სურვილი არასოდეს გამჩენია. თუმცა გიო ძალიან კარგად ხატავდა და მიყვარდა კიდეც მისი ნახატებით ტკბობა, იმ ოთახში მაინც ვერ ვბედავდი შესვლას.
აი ახლა კი ვდგავარ ოთახის წინ და ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ. თან მინდა გიოს შევყვე და ამავე დროს მინდა სადმე შორს გავიქცე. მაგრამ იმავე წამს კარი გაიღო და მივხვდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა. მოპირდაპირე კედლიდან ცოცხალი თვალებით მიცქერდა ჩემი პორტრეტი. ფრთხილად შევედი ოთახში და ოხვრა აღმომხდა. კედლებზე და მოლბერტებზე სულ ჩემი პორტრეტები იყო. ზოგიერთზე ვიცინოდი, ზოგიერთზე ვტიროდი ან ვბრაზობდი. ეს მართლა დაუჯერებელი იყო. ერთადერთი რაც ყველა ნახატს აერთიანებდა იყო ცოცხალი, ემოციური თვალები.
-გიო,- ამოვთქვი ხმადაბლა.
-იქნები ჩემი მოდელი?- ჩამჩურჩულა ყურში.
-რა?- შევბრუნდი მისკენ და მისი თვალების ტყვეობაში აღმოვჩნდი.
-კარგი?- კითხვა უფრო გამომივიდა, ვიდრე პასუხი.
გიომ ჩამიხუტა და იმავე წამს ვიგრძენი როგორ დაიწყო ჩემს კაბაზე ელვის გახსნა.
-გიო...- გადავყლაპე ყელში ბურთად გაჩხერილი ნერწყვი.
-შენ ხომ დამთანხმდი,- მითხრა და მხრებიდან ჩამომიცურა კაბა. მე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მაგრამ გიომ ჩამჩურჩულა,- ულამაზესი ხარ,- არადა ჩემი ნეკნების გადათვლა ხელის შეხების გარეშე შეიძლება. კაპილარების განლაგებას ადვილად გააყოლებთ თვალს. ხანდახან მართლა მგონია, რომ კანი გამჭვირვალე მაქვს. და სანამ მე ამას ვფიქრობდი, გარდერობის ბოლო დეტალის გარეშე დავრჩი. მერე ერთ-ერთ კედელთან მიმიყვანა და მითხრა:
-თომა, უბრალოდ სწორად დადექი,- ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამომეთქვა ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობდი. ასეა თუ ისე, ჩემით დავთანხმდი ამ სიგიჟეს, თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ ასე უხერხულად ვიგრძნობდი თავს.
ბიჭი მოლბერტთან მივიდა, სურათი გადადო და სუფთა ტილო დადო. შემდეგ კი საღებავები გააზავა.
შემდეგი 20 წუთი ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხატავდა. მერე კი ამომხედა და ჩაფიქრებულმა თქვა:
-რაღაც აკლია,- ღმერთო, როგორი მიმზიდველია ახლა. საღებავში ამოთხვრილი, გაბურძგნული თმებით და ანთებული თვალებით.
-რა აკლია?- ვკითხე ხმის კანკალით, ის კი ადგა და კარადასთან მივიდა, სადაც სხვადასხვა სახის ფუნჯები და საღებავები ეწყო.
აიღო ერთ-ერთი და ჩემსკენ წამოვიდა.
-გიო,- დავუძახე ხმადაბლა. მას თითქოს არაფერი ესმოდა.
ჩემს წინ გაჩერდა და პატარა ბოთლს თავი მოხსნა. თავისი გრძელი თითები ჩაჰყო და უკან მწვანე საღებავში ამოსვრილი ამოიღო. მერე კი უცერემონიოდ დამისვა ეს ხელი ტანზე. თვალები გამიფართოვდა. თავად კი მოჯადოებულივით უყურებდა ჩემს ტანზე წასმულ საღებავს. მოულოდნელად ხელი ასწია და მხარზე დამასხა ბოთლის შიგთავსი. ვგრძნობდი როგორ მესხმებოდა ცივი, ბლანტი საღებავი, გიო კი მონუსხული ადევნებდა თვალს მის გზას.
-გიო,- ხმის დამორჩილება მიჭირდა. ბიჭი თითქოს გონს მოეგო და მიხვდა რატომ გავფითრდი ასე ძლიერად.
-ანტიალერგიულია,- მითხრა და ბოთლი გვერდით გადააგდო. რა თქმა უნდა ახსოვს... მე ალერგიული ვარ და ჩემთვის მსგავსი გართობა აკრძალულია. გიოს ასეთი რამ არასოდეს დაავიწყდებოდა.
ჩემსკენ მოიწია და ხელი დამისვა მუცელზე. ასე კიდევ უფრო მოვითხვარე საღებავში. ხელები ისევ ცხელი ჰქონდა, ძლიერი და ამავე დროს ნაზი.
ტუჩები გავილოკე, რადგან მომენტალურად გამიშრა. თავს ვაიძულებდი მესუნთქა, რადგან სხვაგვარად სხეული ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა, ტვინი სიგნალს დროზე ვერ აწვდიდა.
-გიო რას აკეთებ,- ვკითხე ჩახლეჩილი ხმით.
-ულამაზესი ხარ,- გაიმეორა უკვე ნათქვამი სიტყვები. მე კი უეცრად გავაცნობიერე, რომ გიოს წინ ვდგავარ აბსოლუტურად შიშველი და ერთადაერთი რაც ჩემს სხეულს ფარავს, საღებავია. საინტერესო შეგრძნებაა... უცნაური... თითქოს ტრანსში ვიყავი. ღრმად ჩავისუნთქე და უეცრად გიომ თვალებში შემომხედა, მერე კი ხელზე ხელი მომიჭირა და კარადასთან მიმიყვანა. ხელი წაავლო კიდევ ერთ ბოთლს, თავი მოხსნა და ისიც დამასხა... მერე კიდევ ერთი და კიდევ...
მწვანე შეერია ყვითელს... მერე ცისფერს... ზღვისფერს... იისფერს და წითელს. ეს ფერების პალიტრა თვალს მჭრიდა და ამავე დროს საოცრად მამშვიდებდა.
ბოლოს ყველაზე დიდი ბოთლი აიღო, თავი მოხსნა და ლოყაზე დამასხა. მაშინ მივხვდი, რომ საღებავს საერთოდ არ ჰქონდა სუნი. ხოლო როდესაც შევხედე, ტუჩი მოვიკვნიტე. ოქროსფერი საღებავი საოცარ სიმშვიდეს ეძებდა იმ ფერთა გამას, რაც ჩემს სხეულზე აურია გიომ.
მისი მზერისაგან ვგრძნობდი როგორ იწევდა ტემპერატურა ჩემს სხეულში. არ ვიცოდი სად დავმალულიყავი... ამიტომ მხოლოდ მზერა ავარიდე. გიომ მაისური გაიხადა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. მერე კი მიმიხუტა და ნაზად დამისვა ხელი ზურგზე. მერე გვერდებზე და ბოლოს საჯდომზე. ამაკანკალა და სახე მის კისერში ჩავმალე.
გიომ ოდნავ მკრა ხელი, მერე კი თავი გაითავისუფლა დარჩენილი ტანსაცმლისაგან და ისევ ჩამეხუტა. ამჯერად მისი ალერსი უფრო თამამი იყო, უფრო მომთხოვნი. მე კი უკვე აღარ მინდოდა დამალვა. მინდოდა ჩამხუტებოდა, ბოლომდე დავეფარე ამ საღებავით ისე, თითქოს ჩემი სხეული იყო სახატავი ტილო, თავად კი ფუნჯი...
მე აღარ მინდოდა ისე დგომა, ამიტომ ჯერ მხრებზე შევეხე, მერე ზურგზე. მეც ისევე ვხატავდი მასზე, როგორც ის ჩემზე. მერე კი თითის წვერებზე ავიწიე და მის ბაგეებს შევეხე... თითქოს საერთოდ არ მეშინოდა... თითქოს საერთოდ არ მრცხვენოდა...
ის ჩემია... მე კი მისი...
როგორ უცნაურ შეგრძნებას იწვევდა კოცნა. ალბათ შეუჩვეველი რომ ვიყავი. უცნაური იყო მისი ენაც ჩემს პირში. თავი ვერ შევიკავე და ქვედა ტუჩზე ვუკბინე. ამან თითქოს სიგნალი მისცა. ფრთხილად დამაწვინა იატაკზე და მაიძულა თავი გადამეწია. კისერზე მაკოცა, მერე მიკბინა, პარალელურად კი აკურატულად მოჭრილი ფრჩხილები დამისვა გვერდებზე. მერე კი ისევ მაკოცა. ტუჩები საღებავით ჰქონდა მოთხვრილი და მეც მომცა საშუალება გამესინჯა მისი ოდნავ მოტკბო გემო. იატაკი მყარი იყო და ბეჭები მტკიოდა, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო და საშუალება არ მქონდა. გიოს ხელები და ბაგეები საოცარ შეგრძნებებს მანიჭებდნენ. საოცრად მომწონდა მისი ბაგეების გემო... მომწონდა მისი მკვრივი სხეულის შეგრძნება ჩემზე და მისი კუნთების მოძრაობის შეგრძნება ჩემს ხელებქვეშ...
და მაშინ, როდესაც უკვე სიგიჟის პიკზე ვიყავით ორივე... როდესაც მივიღე, რომ ერთიანობა გარდაუვალი იყო... როდესაც გიო მიხვდა, რომ დავნებდი და ბოლომდე მივიღე... როდესაც მზად ვიყავით ბოლომდე მივნდობოდით ამ ვნებას...

Водил меня Серёга.
На выставку Ван Гога...

-დედა,- ერთად შევყვირეთ ორივემ და გიჟებივით ავხარხარდით...



№1  offline წევრი HeeChul-ah

ეს ისტორია უბრალო კომედიური ჟანრის მინი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემთხვევით ნანახმა ფოტომ (რომელიც ისტორიას ახლავს) ჩემი გმირების ბედი ცოტათი შეცვალა. იმედია მოგეწონებათ ეს პატარა ისტორია
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი darina

Imdenad gansxvavebuli xar, rom bednieri var agmogachine, dzalian momwons sheni yvela istoria, dzalian saintereso da realuri personajebi gyavs, momwons sheni weris stili.

 


№3  offline წევრი შამხათი

საინტერესო იყო, განსხვავებული....

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კარგი ხარ,რა საოცარი...მართლა ძალიან განსხვავებული ხარ.სტილიც მომწონს, ლექსიკაც და საერთოდ ყველაფერი.

 


№5 სტუმარი Маришка

Супер супер суппер....

 


№6  offline წევრი HeeChul-ah

darina
Imdenad gansxvavebuli xar, rom bednieri var agmogachine, dzalian momwons sheni yvela istoria, dzalian saintereso da realuri personajebi gyavs, momwons sheni weris stili.


ძალიან დიდი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის •.• მართლაც სასიამოვნოა ამ სიტყვების კითხვა... მადლობა

ლორელაი
რა კარგი ხარ,რა საოცარი...მართლა ძალიან განსხვავებული ხარ.სტილიც მომწონს, ლექსიკაც და საერთოდ ყველაფერი.


მადლობააა •.• ძალიან მახარებს რომ მოგწონს...

შამხათი
საინტერესო იყო, განსხვავებული....


ვეცდები ასევე განვაგრძო •.• მადლობა კომენტარისთვის

Маришка
Супер супер суппер....


Спасибочки... рада что понравилось •.•
--------------------
Nico nico nii

 


№7  offline წევრი zak

ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ...დასასრულზე იმდენი ვიხალისე ცუდად გავხდი.ძალიან,ძალიან კარგი ისტორია იყო,ბრავო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent