შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... ნაწილი 7


12-03-2016, 21:35
ავტორი amordzali
ნანახია 2 135

ჩემს ხმაზე გოგონები შეშინებულები წამოხტნენ და გაოცებულები მე მომჩერებოდნენ, მე ვკანკალებდი ერთიანად და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.ყველას ძალიან გვეშინოდა და გონზე მოსვლას ვერ ვახერხებდით, შეშინებული ვუყურებდი დაცლილ წყლის ჭიქას.არაფერი შეცვლილა როგორც ყოველთვის სახლში სრული სიწყნარე იყო,მგონი ჩემზე მეტად მათ შეეშინდათ კუთხეში მიყუჟულებს დაგვათენდა ,ძილი არცერთს აღარ მოგვკარებია მხოლოდ სავსე საფერფლები და ბევრი კვამლი იდგა ოთახში.უბრალოდ არანაირი აზრიც კი არ გვქონდა რა იყო ეს ყველაფერი რა ხდებოდა.ლიზიკომ ყავა გააკეთა და მომაწოდა დალიე აზრზე მოგიყვანს მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.
კარზე ზარი გაისმა და ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ გავაღებ მითხრა ტასომ და წამოდგა.ტასოს ოთახში კოკა შემოყვა, გოგოებისთვის ბოლო ინციდენტი კოკასთან არ მომიყოლია და არაფერი იცოდნენ
-გოგოებო კარგად ხარ იკითხა კოკამ როცა თვალი მოგვავლო
ლიზიკომ სხაპასხუპით და ნერვიულად მოუყვა ამბები და შეშინებული თვალებით შეყირებდა კოკას
-ემილი ხარგად ხარ? მკითხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა
ხმა არ ამომიღია უხმოდ ავდექი და ტასოს მივმართე ხმამაღლა
ტასო თუ შეილება სტუმარმა დატოვოს ჩემი სახლი ვუთხარი და აივანზე გავედი .
-ემილი კოკა წავიდა ძაიან ღელავს შენზე მითხრა ლიზიმ და მომეხუტა
-არ მჭირდება მისი ზრუნვა და ნერვიუობა,საერთოდ მის იდანაახვაც არ მსურს
-რამემ ოხდა ემილი ? რატო ასე?
-კი მოხდა, მაგრამ ეხლა ეგ ნაკლებად მაინტერესებს სიმშვიდე მინდა სხვა დროს ვისაუბროთ მაგაზე ვუთხარი და თავი მივადე

მე არ მყავს ოჯახის წევრები, ბავშვთა სახლში გავიზარდე, მშობლებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ,მიმატოვეს არ მიმატოვეს საერთოდ არაფერი, ბავშვთსახლის მერე ერთმა საოცრად კარგმა ოჯახმა მიშვილა ოჯახი საქართველოში მცხოვრები ფრანგები იყვნენ ცოლი და ქმარი მათთან 14 წლიდან ვიზრდებოდი სრულწლოვნებამდე,საუბედუროდ ისინი ავტოკატასტროფის დროს დაიღუპნენ,ანდერძის მიხედვით მათგან საკმაოდ სოლიდური ფულადი ქონება მივიღე და რამდნეიმე თვიანი გლოვის მერე მე სწავლა გავაგრძელე უნივერსტეტში და საკმაოდ წარმატებითაც,ვმუშაობდი საკმაოდ კარგ პოზიციაზე და ალბად ყველაფერი მქონდა რასაც ახალგაზრდა ადამიანი ისურვებდა,ერთადერთი რა მეკლდა იყო ოჯახი და ის სითბო რაც მათგან უნდა მიმეღო, ასევე ძალიან მეკლდა ჟიზელი და მარკი მათი დმსახურება რომ მე ჩამოვყალიბდი ადამიანად და მივიღე სწავლა განათლება,როგორ მინდოდა თუნდაც ეხლა მათი ყოფნა, ისე მარტო ვარ ზოგჯერ მინდა რომ გავქრე..
ჩემი ოჯახი ჩემი მე მეგობრები და კოკა იყო, ჰმ კოკა ის უკვე იმდენად გავაუცხოვე გახსენებაც არ მსურდა.
ვიყავი ფსიქოლოგთან რამდნეიმესტან ისინი ისევ წამლებს მიწერდნენ და რაღაც მომენტში ეს უფრო ჩემი წარმოსახვა ეგონათ, ისე არავინ უდგებოდა ამ საკითხს როგორც მე ვამბობდი, როცა სამი ღამე ზედიზედ მეღვიძებოდა შუაღამისას და ჩემს წინ სიბნელიდან ის ისევე დაჟინებით მიყურებდა მე კი ისევ ისე კივილით აკანკალებული ველოდებოდი როგორმე შუქის ანთებას რომ ეს კოშმარი გამქრალიყო,შემეტყო რთული პერიოდი,გავხდი , სახეზე თეთრი ფერი მედო ჩავიკეტე და საერთოდ მე მე არ ვიყავი..

შუაღამე ატანს და ძილი მეკიდება,არადა მინდა დრეს რამ არ დავიძინო, დაღლა თავისას შვება და თვალები მეხუჭება სიზმარში ჟიზელს ვხედავ როგორ მიღიმის და სამზარეულოში ფუსფუსებს ,საოცარი დესერტის მომზადება იცოდა სიამოვნების ღიმილმა გადამიარა სახეზე როგორ მინდა მისი მომზადებული ტკბილეული,მერე კი ქრება კადრები და მეღვიძება ვხვდები რომ ეს სიზმარია და ღაწვებზე ცხელი ცრემლები მოგორავს,ისევ უცნაური შეგრძნება მეუფლება და ვგრძნობ რომ ის, ის აქ არის თავი წამოვწიე და ვხედავ მის თვალებს როგორ მიყურებს,სიბნელეში მხოლოდ მის თვალებს ვარჩევ ,უცნაურია არც კი ვიყვირე არც მეშინია, არც ვკანკაებ ვუყურებ მეც და რატომღაც ისევ სიზმრის ეფექტის ქვეშ ვარ და ცრემლებს ვერ ვაჩერებ, გაშეშებული ვუყურებ მას მე , ის მე ასე გრძელდება რამდნეიმე წუთი თითქოს გაშეშდა კადრი,
-გელოდებოდი, სიჩუმე დავარღვიე და თავადაც არ მჯერა რომ ეს მე ვთქვი
პასუხად მხოლოდ მზერს ვიღებ
-იცი მგონი კარგიც კია რომ ხარ თუ არ ხარ? ლაპარაკი იცი? სულიერი არსება ხარ ?
ისევ სიჩუმე
-ჩემი გაგიჟება გინდა თუ ასეა გილოცავ უკვე მიაღწიე,შემომხედე რას დამამსგავსე, ღამის კოშმარი ხარ ჩემი თუმცა იცი ? იმაზე მეტი ღამის კოშმარი არაფერია როცა მარტოდმარტო ყველას გარეშე მიტოვებული უამრავ ბავშვთან ერთდა იზრდები და ისიც კი არ იცი ვინ ხარ,როცა ღამდება ფიქრებში ამ ყველაფერზე ფიქრობ თავად ცხოვრება იყო ჩემი ღამის კოშმარი ის წლები და შენ იმასთან შედარებით არაფერი ხარ
ისევ სიჩუმე ის ის უბრალოდ მიყურებს
-კიდევ რა გინდა რა? იქნებ გამაგებინო რა გინდა, არ მეშინია შენი არა ,უკვე გაბრაზებული თითქმის ვუყვიროდი და როცა ისევ ურეაქციო მზერა შემრჩა ხელში არც კი ვიცი რა დამემართა ჭიქა ვესროლე რომელიც მას აშკარად აცდა ან არ ვიცი უბრალოდ მსხვრევის ხმა გავიგე კედელზე და სულ ეგ იყო.. მეტი აღარ შემილია აღარ თითქმის ყვირილით ვუთხარი თავი ბალიშში ჩავრგე და ავქვითინდი, როცა თავი ავწიე ის.. ის იქ აღარ იყო...



№1  offline წევრი difference

ვაიმე რა ხდებაა.. wassat ისე მართლა საშიშია...მარტო როცა ვარ სახლში არ ვკითხულობ ხოლმე wink

 


№2 სტუმარი tamuna

Vaime gagijda tu martla aris iq vinme?

 


№3  offline წევრი amordzali

ხვალ დავდებ საკმაოდ დიდ თავს, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას :)

 


№4 სტუმარი tamuna

Velodebiiii

 


№5  offline წევრი dona gedi

ვეღარ ვითმენ wink winked

 


№6  offline წევრი amordzali

დავდე ახალი თავი მალე დაემატებააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent