ლურჯი მთვარე 10 თავი
თმაზე მეფერებოდა, თითებით მივარცხნიდა თმებს და დროდადრო საფეთქელზე მკოცნიდა. ემოციებისგან და მომხდარისგან დაღლილს, ძილი მომერია. - მეძინება, ირაკლი... დავრჩები აქ რაა. - არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიცინა და ზეწარი კარგად გადამაფარა. თვალებში მონათებულმა მზის სხივმა გამომაფხიზლა, თვალის გახელისთანავე გამახსენდა მომხდარი და დაბნეულმა წამოვწიე თავი. ირაკლი მაგიდასთან იჯდა და წერდა. გამეღიმა. ჩუმად ვადევნებდი თვალს მისი ხელის მოძრაობას, მის შეკრულ წარბებს, საფეთქელზე მფეთქავ ძარღვს და დაჭიმულ ხელებს. ზეწარი მკერდზე ავიფარე და ზურგით საწოლის თავს მივეყრდენი, გვერდულად გამომხედა, გაეღიმა, შემრცხვა. გავწითლდი. - დილა მშვიდობისა, დადუ. - დილა მშვიდობისა, ირაკლი. - უხერხულობისგან თმების წვალება დავიწყე. ირაკლიმ თავი ანება წერას, კალამი მიაგდო და ჩემკენ წამოვიდა. საწოლზე ჩამომიჯდა და ზეწარიდან გამოყოფილ შიშველ ტერფზე ჩამომისვა ხელი. გამაჟრჟოლა, ცხელმა ტალღამ ტერფიდან დამიარა და მთელს სხეულში ნერვებად გაიფანტა, შევკრთი, უარესად ავილეწე, გავწითლდი. - როგორ ხარ? - მზრუნველი, თბილი ხმით მკითხა და უფრო ახლოს მოიწია. - კარგად. - ჩავიჩურჩულე და გამამხნევებლად გავუღიმე. - ცუდად მოგექეცი, მაგრამ არ მინდა ნანობდე. - ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. - არაკაცივით ვერ მოვიქცევი და ვერ გეტყვი შეცდომა იყო-მეთქი, რადგან ასე არაა, უბრალოდ არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. მინდოდა პირველად რომანტიკულად მომხდარიყო… მე არ გიშვებ ჩემგან, როგორც ამას აქამდე გეუბნებოდი, თუ შენ არ გინდა წასვლა. - თვალები გამიფართოვდა, გამიკვირდა. როგორ ველოდი ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთი სიტყვა,''მიყვარხარ'' დაემატებინა, მაგრამ ამაზე კვლავ დუმდა. - ეს მეც მინდოდა, ირაკლი, ასე რომ ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ შენ არ გეკისრება. - გავუღიმე და თმა ყურს უკან გადავიწიე. - მე არაფერს ვნანობ. - ჩამეხუტა თავი ჩემს ყელში ჩარგო და მაკოცა. - ისევ ცის სუნი გაქვს, ისევ ლურჯი ხარ. - ბუტბუტებდა და მკოცნიდა. - ჩემი გოგო, ჩემი ლამაზი. - განაგრძობდა ჩემს თმებში ლაპარაკს და დროდადრო აკანკალებდა. სურვილი უვლიდა, წამლის სურვილი. ფრთხილად გავითავისუფლე თავი მისი ხელებისგან, მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. ისევ ღამესავით შავი და ღრმა თვალებით მიმზერდა, ისევ ტკივილი ედგა თვალებში. ყბები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისთვის, რომ კანკალი შეეწყვიტა. - ისევ ცუდად ხარ? - არა, კარგად ვარ, გამივლის. - გამიღიმა და ჩემი ხელები, ხელებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ამობრუნებულ ხელისგულზე მაკოცა. ფრთხილად, ნაზად, მაგრამ ვნებით მკოცნიდა. თვალები დავხუჭე, თავი ბალიშზე მივდე. ხელები ზეწარზე დამალაგებინა, თითები გამაშლევინა და ხელის გულზე წრეების ხაზვას შეუდგა. უღონოდ ვამოძრავებდი თითებს, თან მინდოდა მაგრად შემეკრა მუშტი, რომ არ შემხებოდა, თან შეხების სურვილით ვკვდებოდი. - დადუუ, არ დამტოვო, რაა. - ირაკლი საწოლზე დაწვა, თავი კალთაში ჩამიდო და ხელის გულები დამიკოცნა. თვალი გავახილე, ზემოდან დავყურებდი ოთხად მოკეცილ ირაკლის, რომელიც კანკალს ძლივს იკავებდა და შიშმა შემიპყრო, ვიცოდი ასე ადვილი არ იქნებოდა სურვილთან შებრძოლება, განკურნება, მაგრამ მეშინოდა, რომ საკმარისი ძალა არ აღმომაჩნდებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის. თითები შავ, აჩეჩილ თმებში შევუცურე და მივეფერე, ფრთხილად, აუჩქარებლად ვეფერებოდი და ვცდილობდი მისი ყურადღება მიმეპყრო. - შენთან ვარ, არსად მივდივარ... - მითხარი, სიყვარულის მართლა არ გეშინია? - არ მეშინია! - მე კი მეშინია დადუ. - ნაღვლიანი თვალებით ამომხედა, აკანკალებული ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და თვალები დახუჭა. - გახსოვს რა მითხარი იმ საღამოს? გეშინია რომ შენამდე ვერ მოვა, ან მოვა და ვერ შეინარჩუნებო, მართალი იყავი... მეშინია... - შენ ძლიერი ხარ, ირაკლი, ყველაფერი გამოგივა, ხომ გჯერა არა ჩემი? - შენ გჯერა ჩემი? გჯერა რომ შევძლებ? გჯერა, რომ გულს არ გატკენ? - მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ! - არ მინდა იმედები გაგიცრუო, დადუნა, ამას სიკვდილი მირჩევნია. - კანკალმა უმატა, სახე ოფლით დაეცვარა, ერთიანად გაფითრდა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ახელდა თვალებს. ხმა არ ამომიღია, ჩუმად ვეფერებოდი თმებზე, ისევ კანკალებდა, მერე ნელ-ნელა ჩახრა, ბოლოს კი სუნთქვაც დაუწყნარდა. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან, ყველაფერი მტკიოდა. ზეწარშემოხვეული აბაზანაში გავედი და სუნთქვა შემიჩერდა, როცა სარკეში ჩემს დალურჯებულ სხეულს შევხედე. მხოლოდ ახლა გამახსენდა, წუხანდელი ტკივილი და ცრემლები მომაწვა. ყელზე აშკარად მეტყობოდა მისი ხელების კვალი. ''ახლა რა ვქნა? რით დავმალო?'' ვფიქრობდი და მეშინოდა დედას ასე არ ვენახე. აბაზანიდან გამოსულმა ჩემი ტანსაცმელი მოვიძიე, ნახევრად დახეული კაბა ჩავიცვი, მერე ირაკლის პერანგი შემოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. სახლი დალაგებული დამხვდა, ყველაფერი მოეწესრიგებინა ირაკლის. ისევ ოთახში შევბრუნდი, საწოლთან მივედი, მშვიდად ეძინა, თუმცა სახეზე მაინც გაფითრებული იყო. ფრთხილად ვაკოცე და გამოვბრუნდი. მაგიდასთან ჩავლილს ისევ ის ფურცლები მომხვდა თვალში, ირაკლის გავხედე, ეძინა. ინტერესმა მძლია და ავიღე ხელში. როგორც ველოდი ლექსი იყო. თვალები გამიბრწყინდა: “ვიშლები... მგონი თანდათან ვგიჟდები. უკვე ფერფლიც კი აღარ ვარ, ნეტავ საერთოდ ვინ ვხდები?! ვიშლები... გზას ღრუბელ - ღრუბელ მივყვები, და ამ უაზრო ფიქრებით, ჭკუაზე ვეღარ ვიქნები. ვიშლები... მორჩა, მე აღარ ვიბნევი. მაგრამ ეს ბნელი ქუჩები, გაურკვეველი სიზმრები. ვიშლები... ხიდის კიდეზე ვირხევი. მზის ჩამავალი სხივები, უკიდეგანო ნისლები. ვიშლები” გამცრა, ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა ირაკლის, რატომ დაწერა ეს ლექსი, თანაც იმ ღამის შემდეგ. აფორიაქებულმა, ლექსის ქვეშ ორი სიტყვა მივუწერე და წამოვედი. სახლის კართან ვიდექი და მეშინოდა შესვლის, იმედი მქონდა ჩუმად შევიპარებოდი და დედა ასეთ მდგომარეობაში ვერ მნახავდა. გასაღები ფრთხილად გადავატრიალე, გავაღე და ქურდულად შევიპარე სახლში, ის იყო ოთახისკენ უნდა წავსულიყავი, დედა წინ, რომ გადამიდგა, რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ მოულოდნელად შეშინებულმა აიფარა პირზე ორივე ხელი, მისი კივილი ხელებში ჩაიკარგა. მთლიანად მოვიშალე, ავკანკალდი, დედა ტიროდა და შეშინებული მათვალიერებდა, არაფერი მითქვამს, ოთახში შევედი და კარი გადავკეტე, მესმოდა როგორ ტიროდა მოგუდული ხმით დედაჩემი და ჩემი თავი მეზიზღებოდა. ხან ბალიში დავიფარე თავზე, ხან ყურებზე ავიფარე ხელი, მაგრამ ეს ხმა ვერ გავაქრე ჩემი ყურებიდან. ის ემოცია რაც დაგროვილი მქონდა ერთიანად გამოვუშვი ცრემლებად. საღამოს ირაკლის დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. ასე განმეორდა რამდენჯერმე, შემეშინდა, იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ ირაკლი ისევ გაიკეთებდა. სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გავედი. დედა სამზარეულოში იჯდა, ყავას სვამდა და ფანჯარაში ერთ წერტილს მიშტერებოდა. მის დანახვაზე წამით შევჩერდი, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ღრმად ამოვისუნთქე და კარის გაღებას შევეცადე. გასაღები ვერაფრით მოვარგე. რამდენჯერმე დავეჯაჯგურე კარს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სასოწარკვეთილი ავეკარი ზურგით კარს და დაბლა ჩავსრიალდი. დედამ საკეტი გამოცვალა. თავი ხელებში ჩავრგე, სიმწრისგან არ ვიცოდი რა მექნა. - არ მოგცემ უფლებას თავი დაიღუპო. - სამზარეულოდან მომესმა დედას ხმა. მთელი ოთხი დღე ვიყავი სახლში გამომწყვდეული, ამაოდ ვეხვეწებოდი დედას გავეშვი, მას არაფრის გაგონება არ უნდოდა. ვცადე რამდენჯერმე გასაღების მოძებნა, თუმცა ამაოდ, ვერსად მივაგენი, სახლიდან არც თვითონნ გადიოდა და არც მე მიშვებდა. მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი ირაკლის მოკითხვას. ძალიან უჭირდა თავის შეკავება და მთხოვდა დავხმარებოდი, მაგრამ მე მხოლოდ ლაპარაკს ვახერხებდი. - დადუნააა, - ერთ ღამეს ყვირილი შემომესმა ეზოდან, დაფეთებული გადმოვხტი საწოლიდან და ფანჯარას მივვარდი. ირაკლი იყო, ეზოში იდგა და მიყურებდა. ლამის ადგილზე ჩავიკეცე. ტელეფონი ავიღე და დავურეკე. - ჩამოდი რა, დადუ, გთხოოვ. - არ შემიძლია, ირაკლი. - მჭირდები, დადუ, გთხოვ. - იმეორებდა და ვხედავდი როგორ დააბიჯებდა ეზოში ნერვიულად, თმას იჩეჩავდა და ქვებს ურტყამდა ფეხს. - გაუძელი გთხოვ, მე შენთან ვარ, მიდი ჩამოჯექი მანდ და მისმინე… იკა, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, უბრალოდ ახლა ვერა, შენ უნდა შეძლო… დამპირდი რომ შეძლებ. - არ შემიძლია, სურვილი ჩემზე ძლიერია, ვიშლები, მგონია, რომ მალე მტვრად ვიქცევი, ფერფლად და ქარი გამფანტავს… მეშინია… - ირაკლი, გთხოვ… დამშვიდდი, მენდე, წადი და დაიძინე, სცადე, გამოგივა მჯერა…ტელეფონი არ გათიშო, გელაპარაკები და არ მოგცემ უფლებას დანებდე… პ.ს.ლექსის ავტორია მარიამ ნატროშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.