შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მესამე)


13-03-2016, 01:05
ავტორი fireending
ნანახია 2 437

დაახლოებით ნახევარი საათი იჯდნენ ზღვის პირას ასე ჩახუტებულები, მაგრამ სასიამოვნო სიჩუმე დათოს მობილურის ზარმა დაარღვია. ნინა ურეკავდა.
-გისმენ ნინა.
-მამა, სად ხარ? მალე მოხვალ?
-კი შვილო, თითქმის მოვედი.
-კარგი მა.
ლიზა ფეხზე ადგა, დათოც წამოდგა.ორივე უხმოდ ჩაჯდნენ მანქანაში, დათომ ლიზას სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა, ლიზამ გადასვლა დააპირა. მაგრამ დათომ ხელზე ხელი მოკიდა.
-ლიზა, რაც დღეს მოხდა... ეს საოცარი იყო. მინდოდა საუკუნოდ გაგრძელებულიყო.
-ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წამები იყო.
-იყო და კიდევ განმეორდება, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.
-სხვა დროს დათო, ახლა ნინა არ ალოდინო და ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ლიზა სახლში შევიდა. სამზარეულოში ყავა დაისხა და თავის ოთახში ავიდა. მომხდარზე ფიქრობდა. მართლაც საუკეთესო წუთები იდგა მის ცხოვრებაში. ლიზა რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს დაშორდა და მას შემდეგ არავისთან ჰქონია ურთიერთობა, რადგან ძალიან იყო გულნატკენი, მაგრამ დათომ მის გულში კვლავ გააღვიძა თბილი გრძნობები. ლიზამ ოთახს თვალი მოავლო, აქ ბოლოს რომ ეძინა ალბათ ხუთი წლის იყო, მას შემდეგ კი სულ საფრანგეთში ცხოვრობდა, მხოლოდ ორჯერ ჩამოვიდა აქ, ისიც ძალიან ცოტა ხნით. ბუნდოვნად ახსოვდა მოგონებები თავის მშობლებზე, კვლავ ცდილობდა დედ-მამის სახის ნათლად გახსენებას, მაგრამ ძნელი იყო. ცხოვრებაში რამდენი რამ გადაიტანა, ძალიან აკლდა მშობლების სიყვარული. მართალია ბიძამის და მის ცოლს ლიზასთვის არაფერი დაუკლიათ და შვილივით ზრდიდნენ, მაგრამ მშობელი სულ სხვაა, მას ხომ ვერავინ შეცვლის. ლიზამ კარადის კარი გააღო და მშობლების ფოტო ალბომი გადმოიღო, უყურებდა ფოტოებს და ეღიმებოდა, მშობლების დანახვაზე ყოველთვის დიდი სითბო ეღვრებოდა გულში.ალბომი დახურა და როცა თავის ადგილას დებდა იქედან ერთი ფოტო გადმოვარდა, ლიზამ ის ხელში აიღო, ფოტოზე მისი მშობლები, კომპანიის აქციონერები და კიდევ ერთი კაცი იყო, რომლის დანახვაეც ლიზას უცნაური გრძნობა დაეუფლა, მერე გაახსენდა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც დათოს სახლში ნახა, მიხეილი.რა კავშირი ქონდა მას ლიზას მშობლებთან? შესაძლოა მიხეილი მათი პარტნიორი იყო. ლიზამ ფოტო გადმოაბრუნა, სადაც ფოტოზე მყოფთა სია ეწერა, მიხეილ გიორგაძე, ამოიკითხა ლიზამ, თუმცა კარგად ახსოვდა რომ დათომ მას მიხეილი გააცნო, როგორც კობახიძე. ახლა კი მართლა დაიბნა ლიზა, არადა ერთი და იგივე კაცი იყო. უნდოდა დათოს დალაპარაკებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ჯობდა ჯერ გაერკვია რაში იყო საქმე.
უკვე შუაღამე იყო, დათო საწოლზე იწვა და მობილური გვერდით ედო, უნდოდა აეღო და ლიზასთვის დაერეკა, მაგრამ ვერ ბედავდა. ნინაზეც ფიქრობდა, არ იცოდა მისი შვილი როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს. კარზე დააკაკუნეს.
-შემოდით
-მე ვარ მამა. ხომ კარგად ხარ?
-კი, რატომ მეკითხები?
-დღეს მთელი დღეა ჩაფიქრებული ხარდა არც ლაპარაკობ.
-კარგად ვარ, მართლა. სამსახურში დავიღალე.ნინა, რაც არ უნდა მოხდეს, ხომ იცი ყოველთვის ჩემი პრინცესა იქნები და ყველაზე მეტად მეყვარები. ეს არ დაივიწყო. უთხრა გოგონას და გულზე მიიკრა.
-ვიცი მამიკო. მეც ძალიან მიყვარხარ. მაგრამ შენ დღეს ძალიან უცნაური ხარ. ახლა დავიძინებ, მაგრამ მერე ვილაპარაკოთ და მეტყვი რა გაწუხებს.
-ძილი ნებისა ნინა.
დილით ლიზა ფანჯარასთან იჯდა, გარეთ წვიმდა, წვიმა კი ყოველთვის ასევდიანებდა მას, რადგან სწორედ წვიმა იყო, როდესაც მისი მშობლები ავარიაში მოყვნენ. მშობლების გახსენებაზე ლიზას ფოტო გაახსენდა, რომელზეც მიხეილი იყო. ლიზას ერთი მეგობარი, ლუკა გაახსენდა, რომელსაც შეეძლო გაერკვია ვინ იყო მიხეილი. ლიზამ მობილური აიღო და ლუკას დაურეკა.
-ლუკა. გამარჯობა როგორ ხარ?
-კარგად ელიზაბედ, მიხარია შენი ხმის გაგონება. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-კი შემიძლია. ხოა მშვიდობა?
-კი, კი მშვიდობაა. არ მინდა ამის შესახებ ტელეფონით ლაპარაკი.
-კარგი ლიზი.
დაახლოებით ოც წუთში ლუკა ლიზასთან მივიდა. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლიზამ მისი გაკეთებული პიცა გაჭრა და ლუკას გაუმასპინძლა.
-როგორც ყოველთვის უგემრიელესი პიცაა. ელიზაბედ, მგონი შენ იტალიელი ხარ.
-უჰ კი, როგორ არა. ლუკა, რაღაც მაინტერესებს, აი ამ ფოტოს შეხედე და ახლა მეორე ფოტოს, ესენი ხომ ნამდვილად ერთი და იგივე ადამიანები არიან.
-კი, ნამდვილად. რა მოხდა?
-ძველ ფოტოზე ჩემს მშობლებთან ერთად რომ დგას, ის მიხეილ გიორგაძეა და ახალ ფოტოზეა მიხეილ კობახიძე. მაინტერესებს რა ხდება.
-შენთან რა საერთო აქვს?
-ჩემთან არ ვიცი, მაგრამ ჩემს მეზობლად ცხოვრობს დათო ჯავახიშვილი.
-კი ვიცი ეგკაცი ძალიან წარმატებული ბიზნესმენია.
-ჰო. სწორედ დათოს პარტნიორია მიხეილ კობახიძე.არ მომწონს ეგ კაცი. დარწმუნებული ვარ გვარი გამოიცვალა. მაგრამ არ ვიცი რატომ. ისიც მაინტერესებს რა საერთო აქვს ჩემს მშობლებთან.
-გავარკვევ ლიზა. ყველანაირად ვეცდები რომ გავიგო.
-მადლობა ლუკა. შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი.
-რას ამბობ ლიზა, მადლობა არაა საჭირო. შენ ხომ ჩემი უმცროსი დაიკო ხარ. სულ შენ გვერდით ვიქნები. ჰო მართლა, დათოს საიდან იცნობ?
-მისი შვილი, ნინა გავიცანი სასაფლაოზე და დავმეგობრდით. შემდეგ დათოც გავიცანი. ნინას და მის ორ მეგობარს ფრანგულს ვასწავლი
-დათოს სახელის ხსენებაზე თვალები გიბრწყინავს. რას მიმალავ?
-არაფერს. მართლა არაფერს. ლუკამ ლიზას თვალებში ჩახედა, ლიზა სახეზე წამოწითლდა და თქვა:ჯერ არაფერს.
-აჰა. გასაგებია. ვიღაცა შეყვარებულია
-გეყოს ახლა . ბალიში ესროლა ლიზამ ლუკას.
-ძალიან მიხარია, რომ აქ დარჩენა გადაწყვიტე ლიზა.
-ჯერ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. არ ვიცი დავრჩე თუ არა.
-დარჩი. შენი მშობლების დაწყებული საქმე უნდა გააგრძელო.
-კი, მართალი ხარ.
ლიზას მობილურმა დარეკა.
-ლიზა როგორ ხარ?
-კარგად ნინა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. ლიზა თუ გცალია გამოდი ჩემთან, ელე და მარიამი მოვიდნენ.
-ნინა, ახლა ჩემთან მეგობარია. თქვენ გამოდით და თან გაგაცნობთ. ჰო და კიდევ პიცაც მაქვს.
-პიცა? მოვფრინავთ.
ცოტა ხანში ნინა , ელე და მარიამი მოვიდნენ. ლიზამ ლუკა გოგონებს გააცნო და ეზოში დასხდნენ პიცის საჭმელად.გოგონებს და ლუკას ერთმანეთი ძალიან მოეწონა, ადვილად გაუგეს ერთმანეთს. გადაწყვიტეს ფილმისთვის ეყურებინათ. კომედია ააარჩიეს და ყურებას დაიწყეს. ლიზას ტელეფონმა დარეკა, ნომერს დახედა და დათო იყო, ამიტომ გარეთ გავიდა.
-ლიზა. როგორ ხარ?
-კარგად. შენ ?
-მეც კარგად.
-მოხდა რამე?
-არა. უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა. მომენატრე.
-მეც მომენატრე.
-მალე გნახავ?
-ალბათ. დათო უნდა გავთიშო, ნინა აქაა.
-კარგი. დროებით
-დროებით.
ფილმი დამთავრდა, მარიამი და ელე წასასვლელები იყვნენ, ლუკამ ისინი წაიყვანა. ნინა კი ლიზასთან დარჩა.
-ლიზა, რაღაცაზე მინდა გელაპარაკო, მაგრამ ცოტა მერიდება.
-ნუ გერიდება, შეგიძლია მენდო.
-იცი, მამაჩემი ამ ბოლო დროს უჩვეულოდ იქცევა
-მაინც?
-ხშირადაა ჩაფიქრებული. არა, ადრეც იყო ხოლმე ჩაფიქრებული, მაგრამ ახლა მის სახეზე სხვა გამომეტყველებას ვამჩნევ. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ მეუბნება. ბოლო დროს ფიქრის დროს თვალები უბრწყინავს ხოლმე.
-რა უნდა ხდებოდეს ნინა. მგონი ტყუილად ღელავ. თუ რამეა თვითონ გეტყვის.
-იმედი მაქვს ცუდი არაფერია. არ ვიცი, შეიძლება შეყვარებულია.
-შეყვარებული? შეიძლება მერე...
-არავითარ შემთხვევაში... სიტყვა გააწყვეტინა ნინამ.
-და თუ მართლა შეყვარებულია პრობლემა იქნება შენთვის?
-არ ვიცი, მგონი კი. გამიჭირდება შეგუება. მოდი სხვა თემაზე ვილაპარაკოთ.
-კარგი ნინა. ქალაქში ახალი სანაყინე გაიხსნა, ნაყინი ხომ გიყვარს?
-კი, ძალიან
-ჰოდა ხვალ გაკვეთილების მერე გპატიჟებ, ელე და მარიამიც წამოიყვანე.
-რა? მართლა? დიდი სიამოვნებით.
-შევთანხმდით.
მეორე დღეს დათო მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, კარზე დააკაკუნეს, ეკამ გააღო და ლიზა შემოვიდა. ლიზას დანახვაზე დათო ფეხზე წამოდგა , ერთმანეთი გადაკოცნეს.
-ნინა ჯერ არ მოსულა სკოლიდან?
-არა, რამე მოხდა?
-არა, სანაყინეში უნდა წავიდეთ, ახალი გახსნილია და გოგონებთან ერთად დავპატიჟე.
-ძალიან კარგი, ნინა მალე მოვა. აქ დაელოდე.
-კარგი.
-ყავას ხომ დალევ?
-კი, დავლევ
-ეკა
-დიახ ბატონო დათო
-ორი ყავა მოგვიტანე.
ეკამ მათ ყავა მოუტანა და იმის მაგივრად რომ სამზარეულოში დაბრუნებულიყო კარის უკან დაიმალა. ეკა ძალიან ცნობისმოყვარე იყო და სულ სხვის საქმეში ყოფდა ცხვირს, ამისთვის რამდენჯერმე საყვედურიც კი მიიღო დათოსგან, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლა. დათოს მისი გაგდება უჭირდა, რადგან დედამისი ლონდა მათთან მუშაობდა, ლონდაც და ნუკაც ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ამიტომ მათი ხათრით ეკას ცნობისმოყვარეობასაც იტანდნენ. ეკა ახლაც კარის უკან დადგა და მათ საუბარს ისმენდა.
-ლიზა,შენ რაც ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი ყველაფერი შეიცვალა. იცი, თურმე ცოცხალი ვყოფილვარ. მიხარია რომ გაგიცანი.
-მეც მიხარია.
-რაც შეიძლება მალე უნდა ვიყოთ ერთად.
-მეც ეგ მინდა დათო, მაგრამ ნინა რას იტყვის, მას გაუჭირდება მამამისის გვერდით სხვა ქალის დანახვა. არ მინდა გული ვატკინო, ის ძალიან კარგი გოგონაა.
-ჰო, ნინასთან პრობლემები გვექნება, მაგრამ აუცილებლად გაგვიგებს.
-იმედი მაქვს, მაგრამ ცოტა დრო დაგვჭირდება ყველაფრის სათქმელად.
-მართალი ხარ.
დათოს ლიზას ხელი ეჭირა, შემდეგ ერთმანეთს მიუახლოვდნენ და აკოცეს. კიდევ ერთი ჯადოსნური წამი მათ ცხოვრებაში, გულიც ისევ ჩქარა უცემდათ.
ეკა ამ ყველაფერს უყურებდა, მან ტელეფონი ამოიღო და დათოს და ლიზას ჩუმად სურათი გადაუღო. ლიზას მობილურზე მესიჯი მოვიდა. ლუკა წერდა რომ მიხეილზე რაღაც გაარკვია და მის სახლში ელოდებოდა.
-დათო უნდა წავიდე. ნინა როცა მოვა უთხარი რომ ჩემთან ვარ სახლში და იქ დაველოდები.
-კარგი ლიზა.
* * *
ნინა, მარიამი და ელე სკოლიდან ახალი გამოსული იყვნენ, როცა ნინას ტელეფონზე მესიჯი მოვიდა ეკასგან. ეკამ ნინას დათოს და ლიზა სურათი გაუგზავნა. ნინას თავბრუ დაეხვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. გოგონები შეშინებულები უყურებდნენ. ეგონათ, რომ რაღაც უბედურება მოხდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent