შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათ ერთმანეთი უყვართ (სრულად)


13-03-2016, 13:15
ავტორი ჩუმა
ნანახია 6 559

-აუ მომისმინე რა-საწყალი სახით გადმომხედა მან
-გისმენ? რა უნდა ამიხსნა?-ცალი წარბი ავწიე ჰაერში გაბრაზებულმა
-ჩემი ბრალი არ იყო-თავჩაღუნულმა მითხრა და კიმანოს ქამარი უფრო შემოიჭირა წელზე
-კარგი, წადი, არ დააგვიანო, მალე მეორედ უნდა გამოხვიდე-ვუთხარი და სწრაფად გამოვეცალე მას, იქვე ხეს ამოვეფარე და დაველოდე როდის შებრუნდებოდა შიგნით, ბოლოს კი მეც დავბრუნდი დარბაზში. დარბაზი ბიჭებით იყო გადატენილი, გოგონები თითქმის არ იყვნენ, უკანა რიგში დავჯექი და კვლავ ვადევნებდი თვალს როგორ ჭიდაობდნენ, ერთი წონის და ასაკის ბიჭები, ლურჯი და თეთრი კიმანოთი.
-ნახე ნიკუშა გამოდის-ხელი მკრა ჩემს გვერდით მჯდომმა ანუკიმ, ჩემმა საუკეთესო დაქალმა
-კარგი, ვუყუროთ, ფინალია და ისე წავიდეთ ვერ დაგვინახოს-ვუთხარი და თვალი გავაყოლე სცენისკენ მოსიარულე ლურჯ კიმანოში გამოწყობილ მაღალ სილუეტს.
-მოიგებს შენი აზრით?-მკითხა ანამ
-მოიგებს-გავეცი დარწმუნებულმა პასუხი, მალევე დაუპირისპირდნენ ბიჭები ერთმანეთს, თუმცა როგორც ვივარაუდე პირველივე წუთზე დაამარცხა ნიკამ მოწინააღმდეგე.
-წავედით-ვუთხარი ანუკის და ფეხზე ავაგდე, მეც წამოვდექი და ორივე გარეთ გავვარდით, საერთოდ მე 16 წლის ვარ. მეთერთმეტე კლასელი, ნიკუშა კი ცხრამეტი წლისაა, უნივერსიტეტში სწავლობს, ამასთანავე კი პროფესიონალი მოჭიდავეა, ძიუდოისტი.ერთმანეთი სკოლაში გავიცანით არც მახსოვს როდის ალბათ 6 კლასში ვიქნებოდი და მანდედან მოყოლებული ერთად ვართ. არც კი მახსოვს როგორ შემიყვარდა და როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა თუმცა ფაქტია რომ სასწაულად მიყვარს და ვუყვარვარ დღემდე. უბრალოდ არ ვიცი ეს ბოლო თვეა რა სჭირს, სულ თავს მარიდებს, გუშინაც როდესაც შემთხვევით შევხვდით ქუჩაში, ვუთხარი რომ არ ვაპირებდი შეჯიბრზე მოსვლას, არადა რაც ერთად ვართ არც ერთი შეჯიბრი გამომიტოვებია, გაუტყდა ალბათ, თუმცა იმან რა იცოდა რომ მე მისვლას ვაპირებდი? თუმცა როგორც კი მივედი მაშინვე ნერვებმოშლილი გამოვბრუნდი ხმაურით რადგან გასახდელში, ნიკუშა ჩვენი სკოლის სახელოვან ბო'ს ქრისტინე მელიქიძეს ეხუტებოდა. რათქმაუნდა დამინახა და გამომეკიდა, თუმცა ჩემს დამცირებას ასე არ შევარჩენდი.
-წამოდი ინგლისური გვაქ-ხელკავი გამომდო ანამ
-პროსტა რა გამიკეთა ხვდები?-თვალები ამიცრემლიანდა მე
-კარგი რა არ იტირო ლამაზო-მომეხუტა ანუკი და თვალებიდან ცრემლები მომწმინდა
-მეექვსე წელია ერთად ვართ და ეხლა მოუნდა ხომ მაინცდამაინც ქრის'წ'ისთან ჩახუტება-უფრო ავტირდი მე
-დაწყნარდი და ელო, მე ვნახავ და ძალიან მაგრად ვცემ მაგას ნახე შენ-მამშვიდებდა თავისი ჭკუით ბაბლუანი
-წამოდი, უნდა ვნახო-ხელი დავავლე და ისევ სპორტის სასახლესთან დავბრუნდით, სწრაფად ამოვიღე მისი ნაჩუქარი ტელეფონიდან სიმ ბარათი და მობილური გამოვრთე.
-ნიკუშა გამოვიდა?-ვკითხე მის ერთ-ერთ ძმაკაცს
-არა, იცვლიდა-მხრები აიჩეჩა მან. ხუთი წუთი ველოდე როდის გამოვიდოდა, ბოლოს სველი თმით და მხარზე ჩანთა გადაკიდებული გამოვიდა, თმების დაწყობას ცდილობდა ხელით, გაუკვირდა აქ რო დამინახა, თუმცა ჩემსკენ წამოვიდა
-ეს შენია-ხელში მივაჩეჩე უხეშად ტელეფონი და სწრაფად გამოვბრუნდი უკან
-მაცადე რა ახსნა-უკან ამედევნა ის
-რა უნდა ამიხსნა? მოვიდა და ძალით ჩაგეხუტა?-თვალები გამიფართოვდა მე
-უბრალოდ გამარჯვებას მილოცავდა რა არ შეიძლება?-გაიცა მან
-ხოდა აწი მან მოგილოცოს, და ჩაეხუტე მხურვალედ-ცივად ვუთხარი და იქამდე გამოვეცალე სანამ კვლავ იწყებდნენ ცრემლები ჩემს სახეზე დენას.
-იქნებ და მართლა არ ღირს?-უკან გამომედევნა ანა
-კარგი რა, შენ არ დაგინახია რა მოხდა იქ, ალბათ აკოცებდა კიდეც რომ არ დავენახე, არ მაქვს მასწავლებლების თავი, სახლში წავალ, გთხოვ დედაჩემს არ უთხრა რომ გავაცდინე-დაქალს ჩავეხუტე და სახლისკენ გავუყევი გზას. რათქმაუნდა მარტო ვიყავი, დედაც სამსახურში იყო და მამაც, ჩემი და კი კაცმა არ იცოდა სად იყო. ოთახში შევედი და ლოგინზე დავემხე, ხმამაღლა ავტირდი და ვერც გავიგე როდის ჩამეძინა, მხოლოდ კარებზე ბრაზუნმა და გადაბმულმა ზარის ხმამ გამაღვიძა, ნელა წამოვდექი ფეხზე და სარკეში არც ჩამიხედია ისე მივედი კართან
-ვინაა?-ვიკითხე და ვცადე თვალში გამეჭყიტა თუმცა არაფერი ჩანდა, როგორც ჩანს ვიღაცას ხელი აეფარებინა ზედ.
-ვინაა?-კვლავ ვიკითხე როდესაც ხმა არ გამცა თუმცა ზარი მაინც დარეკა
-თუ არ მეტყვი არ გავაღებ-კვლავ ვიყვირე მე
-მე ვარ გააღე-გავიგონე ნიკას ხმა.
-მითუმეტეს არ გავაღებ-ვუყვირე გაბრაზებულმა და კარს მოვშორდი, მანამ არ გაუჩერებია ზარი და კარებზე ბრახუნი სანამ ჩემი მშობლები არ მოვიდნენ და არ შემოუშვეს
-აბა რა გაჩხუბებთ?-წარბი ამიწია მამამ
-უაზრობებზე მებუტება-შუბლი შეკრა ნიკამ
-არ იყო უაზრობა-არც მე დავაკელი სიბრაზე
-უაზრობა იყო აბა რა იყო? გითხარი უბრალოდ მოგება მომილოცამეთქი და შენ კიდევ ეჭვიანობის სცენები მომიწყვე, ზურას რომ ეხუტები მე გეჩხუბები?-იფეთქა ნიკამ
-ზურა ჩემი ბავშვობის მეგობარია, და შენ ვერც დამიშლი მასთან ჩახუტებას-თვალები ვუბრიალე მეც
-ქრისტინეც ჩემი ბავშობის მეგობარია, და ვერც შენ ამიკრძალავ მასთან ჩახუტებას-იყვირა მანაც
-ცოტა ჩუმად-ჩაერთო მამაჩემი და ნიკას წარბები აუწია, მერე კი იგივე სახით მე გადმომხედა.
-მეგობარი კიარა ყოფილი შეყვარებულია-ცხვირი ავიბზუე მე
-5 კლასში იყო ქრისტინე ჩემი შეყვარებული, ელი, ტყუილად რატომ ეჭვიანობ?-იქვე სავარძელში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-მამა მართალია ნიკუშა-ეხლა მე მომმართა ზვიადმა
-დედა, ტყუილად რატომ ჩხუბობთ, რამოხდა, ხომიცი რომ ნიკუშას შენ უყვარხარ არა?-ეხლა დედაჩემიც ჩაერთო საუბარში
-თქვენ მის მხარეს ხართ-ამოვისლუკუნე ნერვებმოშლილმა და სწრაფად გავვარდი ჩემს ოთახში. კარი მივაჯახუნე და ლოგინზე დავემხე ტირილით, ვხვდებოდი, ტყუილად რომ ვეჭვიანობდი და ეს ყველაფერი უაზრო იყო, თუმცა ქრისტინე ეს ის ადამიანი იყო რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი, ის ნიკუშას კლასელი იყო, მუდამ ცდილობდა მასთან ყოფილიყო და არაერთხელ უცდია ჩვენი დაშორებაც.
-ბოდიში რა, მოდი შევრიგდეთ-თავთან მომიჯდა ნიკა და ჩემს თმებში ახლართა ხელი, მეც სწრაფად წამოვიწიე და მთელი ძალით მოვხვიე წელზე ხელი, თავი კი მკერდზე მივადე.
-ჩემი სულელი-თავზე მაკოცა მან და უფრო მეტად ამიკრა სხეულზე.
-არ მომწონს მე ქრისტინე, შენ კი ჩემს ჯინაზე ურთიერთობ მასთან-ამოვისლუკუნე მის მკერდზე
-ჩემი ეჭვიანი გოგო-სიცილით მითხრა და ნელა მაკოცა ქვედა ტუჩზე
-ეჭვიანი არვარ, ხომ იცი მარტო ქრისტინეზე მეეჭვიანება-ვუთხარი და მეც გავიღიმე
-წამოდი, ჩემთან, დედაჩემს მოენატრე-ფეხზე წამოდგა ის
-მამას უთხარი და კი-მხრები ავიჩეჩე მე
-ხოიცი მე და მამაშენი "ბრატები" ვართ, წამოდი-ხელი წელზე მომხვია და ჰაერში ამოიტაცა ისე რომ იატაკს ვეღარ ვწვდებოდი, ჩემი ფეხსაცმელები ცალ ხელში აიღო და ისე გამიყვანა მისაღებში
-ოჰ, შერიგებულან გვრიტები-ჩაიცინა მამამ
-დღეს ჩემთან დარჩება კარგით?-კითხა მამაჩემს და უფრო კარგად მომაკალათა მის მკლავებში.
-სხვადასხვა ოთახებში-წარბები აქაჩა მამაჩემმა
-ვიცი, ისედაც სულ დედაჩემთან წევს ხოლმე-მხრები აიჩეჩა ნიკამ და ისე გამიყვანა გარეთ, ტაქსი გააჩერა და მისი სახლისკენ ავიღეთ გეზი.
-გილოცავ, დღეს ძალიან მაგარი იყავი-მივულოცე დილანდელი მოგება და ყელში ვაკოცე
-ნუ მაგარი შეყვარებული გყავს და ბევრ გოგოს მოსწონს, საეჭვიანო ნამდვილად გაქვს-თვალი ჩამიკრა მან
--
-დედოკო მოვედიით-იყვირა ნიკამ როგორც კი სახლში შევედით და დედამისს ლოყაზე აკოცა
-როგორ ხართ?-გადავეხვიე ქალს და თბილად მოვიკითხე
-შენ როგორ ხარ შვილო? ასე უნდა დავიწყება? რამდენი ხანია აღარ მოსულხარ-მითხრა ქალმა და სამზარეულოსკენ გაგვიძღვა
-მშია-ამოიღმუვლა ნიკამ და სწრაფად შეძვრა მაცივარში
-დაჯექით და ორივეს გაჭმევთ, ნიკა რა წესია?-დაუბღვირა ლალიმ შვილს და მაგიდასთან დასვა
-დაგეხმარებით-სწრაფად წამოვხტი და სადედამთილოს დავეხმარე, საჭმელიც ვჭამეთ, შემდეგ კი დასაძინებლად დავწექით,ნიკა თავის ოთახში იწვა, რადგან ნიკას მამაც, მამუკაც სახლში იყო მე ცალკე ოთახში დამაწვინეს და არა კვლავ სადედამთილოსთან ერთად.
"გამოდი რა ჩემთან"-შუა ღამეს მომდის ნიკას მესიჯი
"შენ გამოდი"-ვაწვალებ მე
"მიდი, გელოდები"-მწერს კვლავ, მეც ჩუმად ვდგები ლოგინიდან და ფეხის წვერებზე აწეული გავრბივარ ნიკას ოთახისკენ
-დამპალო, მე უნდა გამოვსულიყავი?-ვჩურჩულებ და სწრაფად ვხტები საბნის ქვეშ, შიშველ სხეულზე ვეწეპები და ყელში ვკოცნი
-მეზარებოდა მე, თან ხვალ დილას სავარჯიშოდ მივდივარ, და ადრე უნდა გაგაღვიძო-მეუბნება და ხელებს უფრო მაგრად მხვევს წელზე
-მე რატო უნდა გამაღვოძო?-წარბებს ვკრავ მე
-სკოლაში უნდა წახვიდე-ხითხითებს ჩემს ყელთან და სველ კოცნებს მიტოვებს ყელზე
----
-ვისი დაბადების დღეააა?-შუაღამეს მაღვიძებს ნიკას ზარი
-ჩემიიი-ვკივი და ვიცინი
-კარი გამიღე-მეუბნება და ტელეფონს მითიშავს, მეც სწრაფად ვხტები და კარს ვაღებ
-ჩემი ბიჭიიი-ვკივი და ზედ ვახტები, მოლოცვასაც არ ვაცლი, ტუჩებზე ვეტაკები და საჩუქარს ხელიდან ვაცლი, სწრაფად ვხსნი და ჯერ ულამაზეს ორქოს კოლიეს ვიღებ, შემდეგ კი ნიშნობის ბეჭედს.
-ჯერ ცოლად არ მოგყვები-ენას ვუყოფ და ბეჭეს ხელზე ვირგებ
-ეგ მე უნდა გამეკეთებინა-იცინის ის, შემდეგ კი სწრაფად მკოცნის და დაბადების დღეს მილოცავს, ამასობაში ჩემი მშობლებიც იღვიძებენ და ნიკასთან ერთად მილოცავენ, დიდი ტორტით რომელიც თურმე წინა საღამოს მოეტანა ნიკას სახლში და გადაემალა
-როგორ მიყვარხარ-კალთაში ვუხტები შეყვარებულს და გულზე ვეხუტები
-კარგად შორდებოდი 1 თვის წინ?-სიცილით მახსენებს მამაჩემი
-ნუ ხარ ბოროტი-ენას ვუყოფ და უფრო ვეხხუტები ნიკას
-რაც, შეყვარებული გაიჩინა, სულ აღარ უნდა დედა და მამა-ამბობს დედა სიცილით
-სამაგიეროდ მესამე შვილი შეგეძინათ, ბიჭი, ხო არ გყავდათ-იკრიჭება ნიკა
----
-აუ პატარა ხარ ჯერ, რადროს გათხოვებაა-იცინის ნიკა
-ეხლა შენ თუ ცოლი არ გინდა მე ნუ მაბრალებ, 18 წლის ვარ, არ ვარ პატარა-ვიღრინები და ნიკას ვიშორებ
-ეხლა პირიქით ხდება, შენ მაძალებ მე მოგიყვანო ცოლად, და მე გეძახი პატარა ხართქო-ხარხარებს გურული
-მე არ გაძალებ, საერთოდაც არ მოგყვები ცოლად-ვბრაზდები და მუშტს ვურტყავ მხარზე
-კარგი, ნუ ბრაზდები, ვხუმრობ-მკოცნის საქმრო და გულზე მიხუტებს-როდის გინდა ქორწილი?
-მე ზამთარში მინდა, თოვლში-მხიარულად ვეუბნები მე
----
-ნახე თოვს?-მიღიმის ქმარი და უკნიდან მეხუტება
-ხომ ვთქვი ქორწილის დღეს ითოვებსთქო-მიხარია და მისკენ ვბრუნდები, მთელი ძალით ვეხუტები და არ მინდა არასდროს გავუშვა.
-ეხლა უკვე ჩემი ცოლი ხარ-აღფრთოვანებას არ მალავს ის და მკოცნის..
----
-რისთვის ვიწვალე ამდენი? 9 თვე გატარე მუცლით, ნახევარი წელი არ მეძინა, სულ ხელით დაგათრევდი, შენ კიდე მამაშენს გავხარ-თან ვიცინოდი და თან 1 წლის ბავშვს ვეჩხუბებოდი ჩემი ჭკუით
-მამას ვაჟკაცია და აბა ვის უნდა გავდეს-სიცილით შემოდის ნიკა ოთახში და ბავშვს ხდის, შემდეგ კი მანამ არ ეშვებბა მის კბენას და კოცნას სანამ ბავშვი ტირილს არ იწყებს.......


დასასრული

2012 წელი.. აპრილი..



№1 სტუმარი marimi

moklee da tbili iyo,dzalian sayvarlobaa iyomomewonaa!! *--*

 


№2  offline წევრი ჩუმა

რუსკა ტუსა
Vaimeee dzlivs iseti istoria sadac sevda da tkivili araa au dzalian gamaxare martla sul gagimebuli vkitxulobdi madloba amistvis shen <3
არმიყვარს სევდიანი ისტორიები <3 ჩემი სტილია სიგიჟეს+სიყვარული=სუპერ წყვილი :დ

marimi
moklee da tbili iyo,dzalian sayvarlobaa iyomomewonaa!! *--*

მადლობბა <3

 


№3  offline წევრი Firefly

მსუბუქი,სასიამოვნოდ წასაკითხი პატრა ამბავი...
ძალიან მომეწონა!
პ.ს აღარ დაიკარგო love
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი eto

ai saocrad tkbili istoria iyo momewona pirvelad wavikitxe sheni istoria da sauketesoiyo <3

 


№5  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

ai dzalian magaria. kargia rom sevdiani istoria ara aris. dzalian dZalian momewona

 


№6  offline წევრი ჩუმა

elene tiko payne 1DFAN (165616)
ai dzalian magaria. kargia rom sevdiani istoria ara aris. dzalian dZalian momewona

1D fani mec var :დდ მადლობა

eto
ai saocrad tkbili istoria iyo momewona pirvelad wavikitxe sheni istoria da sauketesoiyo <3

მადლობააა <3

Firefly
მსუბუქი,სასიამოვნოდ წასაკითხი პატრა ამბავი...
ძალიან მომეწონა!
პ.ს აღარ დაიკარგო love

ახალს ვეღარაფერს ვწერ და ძველ დაწეერილებს მაინც დავწერ<3

 


№7  offline წევრი mimimimo

ჩემსკენ - არასწორია, ჩემკენ - სწორია.
ეხლა - არასწორია, ახლა - სწორია.
და-ს წინ მძიმე არ იწერება.

ძალიან კარგი იყო.
პატარა და თბილი..
გამათბო..
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით! feel

 


№8  offline წევრი ჩუმა

mimimimo
ჩემსკენ - არასწორია, ჩემკენ - სწორია.
ეხლა - არასწორია, ახლა - სწორია.
და-ს წინ მძიმე არ იწერება.

ძალიან კარგი იყო.
პატარა და თბილი..
გამათბო..
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით! feel

ვიცი გრამატიკა არაჩვეულებრივად, ის ყველაფერ ვიცი რაც დაწერე უბრალოდ წერის დროს ამაზე ვერ ვამახვილებ ყურადღებას, სულ ვცდილობ სწორად დავწერო მრავალჯერ ვკითხულობ დ. ვასწორებ შეცდომებს, უბრალოდ რთულია ამაზე ყურადღება გაამახვილო, არ გეგონოს ეს ყველაფერი არ ვიცი. უბრალოდ თვითონ იწერება ესე:(

 


№9 სტუმარი mari

Tbili istoria iyoo. Momewonaa

 


№10  offline წევრი Ninuca)

ვააიმე ძალიან თბილი ისტორია იყოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent