მზის ჩასვლა (თავი მეოთხე)
-აბა, რა გაარკვიე? კითხა ლიზამ ლუკას და მის გვერდით ჩამოჯდა. -მიხეილი წარსულში ნასამართლევია, საქმე ეხება უკანონო გადარიცხვებს, რომელიღაც კომპანიიდან. ადრე ის გიორგაძე იყო, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გვარი შეიცვალა და კობახიძე გახდა. თუმცა, მტკიცებულებები ამის შესახებ არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ კარგადაა დაცული. -შენ როგორ გაარკვიე? -პოლიციელი მყავს მეგობარი. მიხეილის სურათი გავავრცელეთ ციხეებში და ერთ-ერთ ციხეში აღმოჩნდა, რომ მას იცნობდნენ. -საიდან იცოდი რომ ციხეში იყო ნაჯდომი, ეგ როგორღა გაარკვიე? -შენ რომ ფოტოები მაჩვენე, აშკარა იყო რომ მათზე ერთი და იგივე აცი იყო სხვადასხვა გარით. დავფიქრდი და თავში აზრად მომივიდა რომ შესაძლოა ის ნასამართლევი ყოფილიყო. -მართალია, გვარიც მაგიტომ შეიცვალა.აშკარად საშიში კაცია. დათო უნდა გავაფრთხილო. -ჯერ მოიცადე, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს ხელთ, რითაც შეიძლება იმ კაცს ბრალი დავდოთ. -უნდა ვუთვალთვალოთ -რა? გაგიჟდი? -სხვა გზა არ მაქვს. თანაც უნდა გავრკვიო ჩემს მშობლებთან რა საქმე ჰქონდა. ვგრძნობ აქ რაღაც დიდი საიდუმლო იმალება. ლიზას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ კარებზე ვიღაც გაუჩერებლად აბრახუნებდა. ლიზამ გააღო, გაბრაზებული ნინა შემოვარდა. -შენ ვინ ყოფილხარ, მე კიდევ გენდობოდი. ამას ძვირად დაგისვამ. -ნინა, დაწყნარდი. რა მოხდა? -რა მოხდა? მეკითხები კიდეც არა? ნამდვილი უნამუსო ხარ. შენი დანახვაარ მინდა.ბოლო ხმაზე ყვიროდა ნინა. ლუკა სამზარეულოდან გამოვარდა ყვირილის ხმაზე. -რა ხდება, აბა აგვიხსენი. ასე უმოწყალოდ რატომ ლანძღავ ლიზას? -ამ ქალბატონმა მამაჩემთან რომანი გააბა, მისი ხელში ჩაგდება უნდა. ვითომ ჩემი მეგობარი იყო. -ნინა დაფიქრდი რას ამბობ. არასწორად ფიქრობ.უთხრა ლიზამ. -კიდევ მე ვფიქრობ არასწორად? აი ამ ფოტოს შეხედეთ. ნინამ ლუკას და ლიზას ეკას ამოგზავნილი ფოტო აჩვენა. -ახლაც უარყოფ ყველაფერს? ეს რა არის. ამიხსენი.თუმცა რა უნდა ამიხსნა , უნამუსო ყოფილხარ. ჩემს ზურგს უკან თურმე რა საქმეებს ხლართავ. მე სულელი კი გენდე. შენი დანახვა აღარ მინდა. ნინა გარეთ გაიქცა. ლიზაც გაეკიდა. -ნინა მოიცადე. შენ ყველაფერი ცუდად გაიგე. გთხოვ ახსნის საშუალება მომეცი. -თავი დამანებე. ჩემს სახელს ნუ ახსენებ. ატირებული ნინა სახლში შევარდა. -ნინა? რა მოხდა? დაუზახა დათომ. ნინამ სიტყვაც არ უთხრა და ოთახში ჩაიკეტა. დათო ნინას ოთახის კართან მივიდა. -ნინა, კარი გამიღე. -თავი დამანებე. -გამაგებინე რა მოხდა. ნინამ კარი გააღო და დათოს ფოტო უჩვენა. -ეს ფოტო საიდან გაქვს? -რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რაც ამ ფოტოზე ხდება. შენ და ის უნამუსო გოგო... -წესიერად ილაპარაკე, როცა არ იცი რა ხდება. -რა? რა უნდა ხდებოდეს. ჩემგან მალულად გხვდებოდა, არადა მე ვენდობოდი. -ნინა, დაწყნარდი და ყველაფერს აგიხსნი. არასწორად იქცევი. ჯერ მითხარი, ეს ფოტო საიდან გაქვს. -ეკამ გამომიგზავნა. -ეკამ არა? კარგი. ასეც ვფიქრობდი. ეს უკვე მეტსიმეტია. მაგ ჭორიკანას აღარ დავინდობ. -მამა მოიცა. დათო სამზარეულოში ჩავიდა, იქ ეკა დედამისთან და მის დასთან ერთად იჯდა. -არ გრცხვენია? უყვირა დათომ ეკას. -რაა.... რას გულისხმობთ. -არ იცი არა? სხვის საქმეში რომ ერეოდი რა გეგონა. გაეთრიე აქედან, ამ სახლში აღარ დაგინახო. -ბატონო დათო, მე... -გაჩუმდი. შენი ხმა აღარ გავიგო. ერთ საათში კვლავ შემოვალ აქ და ამ სახლში აღარ დამხვდე. დათომ ნინას ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა.დათომ შვილს ყველაფერი აუხსნა, აუხსნა რომმისგან ფარულად არაფერი ქონდათ გეგმაში და რომ სურდათ ხელსაყრელ დროს ეთქვათ ყველაფერი, თუმცა ეკამ თავისი უგულო და უტვინო საქციელით ყველაფერი გააფუჭა. ნინა გაჩუმებული იყო. გრძნობდა რომ არასწორად მოიქცა, ცრემლები ახრჩობდა, ცდილობდა არ ეტირა, მაგრამ ცრემლებმა თვალები დაუსველა. დათომ ნინა გულში ჩაიკრა. -ნუ ტირი შვილო. -მამა, მე გამიხარდება თუ შენ ბედნიერი იქნები. მაპატიე, საშინლად და დაუფიქრებლად მოვიქეცი. -არაუშავს შვილო. ყველაფერი კარგად იქნება. -ჰო, მაგრამ ალბათ ლიზას ვძულვარდა არასდროს მაპატიებს ჩემს დღევანდელ გამოხტომას. -რას ამბობ. ლიზას არ სძულხარ. წადი პირი დაიბანე, თორემ ცრემლები მაგ ლამაზ სახეს აგიწვავს. ჩემო მტირალა პრინცესა. გოგონას შუბლზე აკოცა. ნინა ოთახიდან გავიდა, დათოც გამოვიდა და კაბინეტისკენ წავიდა, გზად ლონდა შემოხვდა, რომლესაც ხელში ბარგი ეჭირა. ქალი სირცხვილით თვალს ვერ უსწორებდა დათოს. ეკას საქციელმა ლონდაც ძალიან გაანაწყენა და შეარცხვინა. -ლონდა, ჩემოდანი რატომ გიჭირავს ხელში? -ბატონო დათო. მე ძალიან მრცხვენია. ამ სახლში ვეღარ გავჩერდები. ჩემმა უნამუსო შვილმა დიდი სირცხვილი მაჭამა. არა მგონია ჩემი და ნუკას აქ გაჩერება ღირდეს. ეკას გამო ორივე ბოდიშს გიხდით. -ლონდა, რას ამბობ. შენი რა ბრალია. ამდენი ხანია ამ სახლში მუშაობ, ასე ვერ გაგიშვებ. გთხოვ ნუ წახვალ. ხომ იცი ჩემი ოჯახი ყოველთვის გენდობოდა. -ვიცი მაგრამ... -არავითარი მაგრამ, შენ აქ დარჩები. არ ხარ ვალდებული ერთი უნამუსოს გამო უმუშევარი დარჩეს. ეკას კი უთხარი რომ ამჯერად ვაპატიებ თუმცა ფრთხილად იყოს, თუ რამე შეეშლება კიდევ, მაშინ ნამდვილად ვეღარ გაჩერდება აქ. -ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ისე უხერხულად ვარ. -რას ამბობ. მიხარია რომ წასვლა გადაიფიქრე. შენ და ნუკა კარგი ადამიანები ხართ, მაგრამ ეკას უთხარი მომერიდოს და იშვიათად შემომეფეთოს თვალებში. * * * თითქმის ღამის 2 საათი იყო. ლიზა კარებზე ზარის ხმამ გააღვიძა. ხალათი ძლივს იპოვა და ქვემოთ ჩავიდა კარის გასაღებად. -ვინ არის? -მე ვარ ლიზა. -ნინა? ლიზამ კარი გააღო და პიჟამოში ჩაცმული ნინა შერჩა. -ხომ კარგად ხარ? -ჰო...არა... უფრო სწორად... ძალიან ცუდად ვარ ლიზა. -შემოდი თორემ გაიყინები. ცხელ ჩაის ხომ დალევ? -ჰო. ლიზამ ჩაი დაასხა და ნინას მიაწოდა. -ლიზა, მაპატიე გთხოვ, თუ შეგიძლია. იდიოტურად მოვიქეცი. მამამ ყველაფერი ამიხსნა. მე ძალიან მრცხვენია.აქ მოსვლისაც მრცხვენოდა. ალბათ გეზიზღები. -ეგ მეორედ აღარ თქვა ნინა. მე შენ ვერ შეგიძულებ. რაც მოხდა მოხდა. გაბრაზებული იყავი, მესმის. დავივიწყოთ. -მადლობა ლიზა. ნინა ლიზას მოეხვია. -ამაღამ აქ დარჩი, გარეთ ნუღა გახვალ. -დიდი სიამოვნებით. იმ ღამეს ნინას ლიზაზე მიხუტებულს ჩაეძინა.ლიზაც დამშვიდდა. გრძნობდა რომ ნინა ძალიან შეუყვარდა და არ სურდა მისთვის გული ეტკინა. * * * მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ დილით მზემ გამოანათა და დათბა. ლიზას საძინებლის ფანჯარაშიც შეიხედა ერთმა სხივმა და ნინას მაღვიძარის მაგივრობა გაუწია. ძლივს გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა. მიხვდა რომ თავის ოთახში არ იყო, თავიდან გაუკვირდა, მაგრამ მერე გაახსენდა წუხანდელი ამბავი. ადგა და ლიზას დაუწყო ძებნა, ბოლოს სამზარეულოში შეიხედა . ლიზას ყურსასმენები ეკეთება, ამიტომ არ გაუგია ნინა რომ მიეპარადა სანამ ლოყაზე არ აკოცა მანამდე ვერ გაიგო. -დილა მშვიდობისა ლიზა -დილა მშვიდობისა. გაუღიმა ლიზამ. ხომ ისაუზმებ. -აჰაა. შხაპს მივიღებ და მოვალ. -კარგი. ნინა მოწესრიგდა, ლიზას ტანსაცმელი ჩაიცვა და სასაუზმოდ ჩამოვიდა. მათ შორის ისევ დათბა ურთიერთობა. * * * -მიხარია რომ ლიზასთან ურთიერთობა მოაწესრიგე. უთხრა დათომ ნინას საღამოს, როცა ის ლიზას სახლიდან დაბრუნდა. -ჰო, მეც მიხარია. არ მინდოდა ლიზას დაკარგვა. მამა, ლიზა ძალიან მიყვარს.აღარასოდეს ვაწყენინებ. -ნინა, მადლობა რომ გაგვიგე. -რას ამბობ. მიხარია თუ ბედნიერი იქნები. ხომ იცი ძალიან მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -ჰო მართლა ლიზას იმ საკითხზე როდის უნდა დაელაპარაკო? -ამ საღამოს ... წარმატება მისურვე. -აბა შენ იცი. დათო გარეთ გავიდა და სანაპიროსკენ გაუყვა გზას. ლიზა ყოველ საღამოს იქ სეირნობდა და ამ საღამოსაც არ უღალატია ჩვეულებისთვის. გოგონა იდგა და ტალღებს უყურებდა, მზე თითქმის ჩასული იყო და როგორც მზის ჩასვლისას იცის ცა სხვადასხვა ფერად იყო შეღებილი. დათო ლიზას მიუახლოვდა. ლიზამ იგრძნო მისი სიახლოვე, თუმცა უკან არ გაუხედავს, შემდეგ მიბრუნდა და ჩაეხუტა. -ლიზა, ძალიან ვწუხვარ იმ უსიამოვნო ინციდენტის გამო. -არაფერია. დავივიწყოთ. -ძალიან ვღელავ, გულიც ისე ჩქარა მიცემს. -რამე მოხდა? -ჰო... ლიზა ... მე მინდოდა ეს ყველაფერი უფრო ლამაზად გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ხედავ ვერ გამოვირჩევი ლამაზი საუბრით, მაგრამ ვიცი რომ გიყვარს სანაპიროზე მზის ჩასვლის ყურება. მე კი მიყვარს შენს გვერდით ყოფნა და მინდა სამუდამოდ ჩემი იყო. უბედნიერესი კაცი ვიქნები თუ ... თუ ჩემი ცოლი გახდები. დათომ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ლიზას თითზე გაუკეთა.ლიზას არაფერი უთქვამს, მაგრამ აქ სიტყვები ზედმეტი იყო, პასუხს მის მოციმციმე თვალებში ამოიკითხავდით. მისი თვალები მართლაც რომ მზესავით კაშკაშებდა . კიდევ ერთხელ შეეხო მათი ტუჩები ერთმანეთს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.