დაფარული გრძნობები #1
ხიდის მოაჯირებს იდაყვით ეყრდნობოდა,ლიდა წიკლაური,თვალი ლაპლაპა გამდინარე მტკვარზე მიებჯინა, რომელიც გარე განათების, მბჟუტავ ნათურებს, მსუბუქ,ლივლივა ტალღებზე ირეკლავდა. ლიდა,ჭკვიანი გოგონაა,ლამაზი, წარმოსადეგი ახალგაზრდა.საამაყო შვილი,მეგობარი და და... უწყინარი,სხვებისთვის ჩაკეტილი და უხასიათო, მაგრამ, ცოცხალი პოზიტივი მათთვის ვინც იცნობს. ლიდა მზესავითაა,რიჟრაჟით ახარებს და აბედნიერებს ადამიანებს,უგებს და ამხნევებს,მაგრამ მისი გრძნობები ყოველთვის ყცელასთვის მეორე ხარისხოვანი არის ხოლმე. გოგონამ ღრმად ამოიოხა,თვალები დახუჭა მაღლა აიხედა.მთვარის სხივებმა დახუჭულ თვალებზე მოუღუტუნა და ლიდამაც ღიმილით გაახილა,შავი,კუპრივით თვალები.ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შინისაკენ მიმავალ გზას გაუყვა. "სიყვარული ეს არ არის სისუსტე,ეს არის ძალა ჩამქვრალ არსებობაში,იპოვო სულიერი სინათლე. თუმცა მე არ ვიცი,შენი შეყვარებით გავანათე თუ ჩავაქრე, ჩემი არსებობა." *** მზის პირველივე სხივმა მომიღუტუნა თვალებში,ზანტად გავახილე თვალები.ჯერ რიგიანად არც კი გათენებულიყო.შიშველი ფეხები, ხალიჩაზე გადმოვაწყვე და სააბაზანოსკენ დავიძარი. ისევ,მტკივნეულად შევჩერდი სარკესთან,ვარდისფერი კაბა პარკში დაუდევრად ჩავჩურთე და კარადის, ბნელ კუთხეში ვუპოვე ბინა. სააბაზანოდან გამოსული,თავს ახალშობილივით ვგრძნობდი,კარადიდან ერთიანი,მოკლე სარაფანი გამოვიღე,ზურგზაკში საჭირო ატრიბუტები ჩავალაგე და ოთახი დავტოვე. -სად მიიპარები ლიდა?-წარბაწეულმა შემომხედა დედამ.-ახლავე სამზარეულოში,ყველამ ერთად ვისაუზმოთ!-გასცა ბრძანება და სამზარეულოში შებრუნდა. უძლური,ყურებ ჩამოყრილი უკან გავყევი. -მშვიდობიანი დილა მოგცეთ უფალმა!-ვამბობ ღიმილით და ძმასა და მამას შორის ვიკავებ ადგილს. -გაიხარე შვილო.-თავზე ხელს მისვამს მამა და ლოცვის კითხვას იწყებს. სახლიდან გამოსული ყურსასმენებს ვირგებ,მუსიკას ვრთავ და ღირინით მივყვები ფილაქანს. - It's been seven hours and fifteen days Since u took your love away I go out every night and sleep all day Since u took your love away -ვმღერი დაუსრულებლად და საჩოგბურთო მოედანსაც ვუახლოვდები.ყურსასმენებს ზურგზაკში ვინახავ და შენობაში ენერგიულად შევდივარ. გსახდელში არავინაა ამიტომ სწრაფად ვიცვამ,ყვითელ მოკლე შორტებსა და ტოპს.ჩოგანს ვიღებ და კორტზე გავდივარ. -ლიდა, სოფიას გაუწიე მეტოქეობა-ამბობს მწრთვნელი და მოშორებით დგება.მთელი თამაში მობილიზებულად ვთამაშობ,თავდაცვის რეჟიმი,ბურთის ტრაექრორია და ბადე! ყველაფერი ამის გათვალისწინებით სოფიას 40:25-ვუგებ და მწრთვნელს ტურნირების ცხრილს ვართმევ.უახლესი შეჯიბრი ერთ კვირაში მაქვს,რუს, ნატაშა ზაიაკინასთან... ოთხსაათიანი ვარჯიში მიწასთან მასწორებს,ლასლასით ვიცვლი ტანსაცმელს და ქუჩაში გავდივარ.მზე ზენიტშია და მთელი ქალაქი დუღს,ახლო მდებარე კაფეში შევდივარ და ცარიელ მაგიდას ვუჯდები,ჩოგანსა და ზურგზაკს სკამზე ვდებ და შეკვეთას ვაძლევ.შეკვეთის მოლოდინში სკამის საზურგეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ; "რატომ არის სიცოცხლე ასეთი სასტიკი?"-ვეკითხები ჩემს თავს,პასუხის გაცემამდე ტელეფონი მირეკავს და ფიქრებს თავიდან ვიშორებ. -ჰო... -სად ხარ ლი?-მეკითხება ანჟელიკა. -კაფეში ვარ...შენ? -მისამართი მომწერე და მოვალთ მე და ბელა.-ამბობს და ტელეფონს თიშავს. ჩემი პუნქტუალური,არაბიოლოგიური დები თხუთმეტ წუთში ჩნდებიან ჩემს გვერდით და მადიანად ექცევიან პიცასა და კოკა-კოლას. -გუშინ სად გაიპარე?-მეკითხება პირგამოტენილი ბელა და მონდომებით კბეჩს პიცის ნაჭერს. გუშინდელი საღამოს გხსენება გულს მიწურავს,ლამისაა ავბღავლდე და ფეხებზე დავიკიდო ათობით დაჟინებული მზერა. -თავი ამტკივდა...-ვცრუობ მე და ბოსტნეულის სალათს ვაქუცმაცებ. -ყველა ბიჭი ერთნარია!აბობს ანჟელიკა და ტირილი უვარდება.გაკვირვებული ვაჩერდები ბელას რომელიც ჩემსავით გაკვირვებული შეჰყურებს ატირებულ დაქალს. -ლიკა,რატომ ტირი?-ვეკითხები თვალებ გაფართოვებული და მისკენ ვიწევი. -გიგი და ვატო, გუშინ ვიღაც ქალებთან დარჩნენ...-უარესად ატირდა ლიკა და გული უარესად ჩამწყვიტა მისმა სიტყვებმა,მე ხომ არ შევმცდარვარ... -ლიკა ვიცი რომ გიგი მოგწონს მაგრამ შენს ძმას რას უშლი?ქალებში წავლენ 'გაიგულავებენ' მერე რამოხდა?-იკრიჭება ბელა და ჭამას განაგრძობს. -შენ რა გესმის?რაიცი როგორი მტკივნეულია როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი სხვას ეხება,სხვას კოცნის!-ტირიდლს განაგრძობს ლიკა. -ანჟელა!ახლავე მორჩი გოდებას!-ვამბობ მე, ფეხზე ვაყენებ და საპირფარეშოსკენ მიმყავს. -ანჟელა მესმის შენი მაგრამ ეცადე გამხნევდე...ისინი კაცები არიან და ვერც გიგის და ვერც ვატოს ვერ დაუშლი რამეს...შენ საეჭვიანო არაფერი გაქვს!ჩაიხედე სარკეში და ნახე რამდენი განსხვავებაა, შენსა და იმ კახპებს შორის!-ვამბობ გაბრაზებული და თვალებს ძლიერად ვხუჭავ რომ არ ავტირდე...როგორ გამოვუტყდე ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომ მეც მასავით მტკივა?როოგრ გავუმხილო რომ მისი ძმა მიყვარს?გამოუსწორებელი მექალთანე და ბუნებით იდიოტი ვატო ამაშუკელი! ეს ხომ სამყაროს დასასრულია ჩემთვის! მთელი ორი წელი ყველაფერის და მიუხედავად მიყვარდა,ის კი სულ მტკენდა,ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ ხომ მტკენდა? *** უკვე,მოწესრიგებულებმა დავტოვეთ საპირფარეშო და კისკისით დავბრუნდით მაგიდასთან.სტუმრებიც დაგვხვდნენ! ვატო და გიგი ტკბილად საუბრობდნენ ბელასთან ერთად.ღიმილით მივესალმე ორივეს და ჩემი ადგილი დავიკავე.უხმოდ ვისხედით მე და ლიკა,ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი კაფიდან და სუბთა ჰაერს ჩავყლაპავდი. -თქვენ რა გჭირთ?-გვკითხა გიგამ. -არაფერი...-უაზროდ ვიკრიჭები მე და ლიკას თვალებს ვუბრიალებ ის კი უბრალოდ ხვნეშის და თვალს მარიდებს. -ლიკუ,რა გჭირს?-ახლა ვატო ეკითხება დას და მომლოდინე მზერით აჩერდება. -არაფერი-მკვახედ პასუხობს და უსიამოვბოდ იშმუშნება. -უკაცრავად მე უნდა დაგტოვოთ.-ვამბობ მე,ფეხზე ვდგები და ჩემს ნივთებს ვიღებ. -მეც მოვდივარ შენთან-ამბობს ლიკა და ფეხდაფეხ მომყვება.ჩქარი ნაბიჯებით ვტოვებთ კაფეს და დუმილით მივყვებით ფილაქანს. -და მე მაინც მგონია,რომ ზედმეტი მოიგივიდა...-ვამბობ და ანჟელას ხელზე ვეჭიდები. -ჰო,ალბათ...თუმცა არც სხვანაირად შემეძლო!-ხვნეშის ლიკა და მზერას მისწორებს. #2 დილით, მძინარე ლიკას საწოლში ვტოვებ და ფაცხა-ფუცხით ვტოვებ სახლს.კიბეზე თავპირის მტვრევით ვეშვები,ბოლო საფეხურზე ფეხი მიცდება და ცხვირით ვეშვები ფილაქანზე...თუმცა, დაცემა იმაზე რბილია, ვიდრე წარმომედგინა. სწრაფად ვახელ თვალებს, რადგან ვგრძნობ საგანი რომელზეც დავეშვი,სუნთქავს. ვხედავ,იმას ვისაც ნამდვიალდ არ ველოდი და იდიოტის მზერით ვაკვირდები, ნამდვილად ისაა, თუ მძიმედ დავარტყი თავი და ჰალუცინაციები დამეწყო?ხითხითებს ალეტ ეგო. -აქ რას აკეთებ?-ვეკითხბი გაკვირვებული, ჩამოშლილ თმებს ვიწევ და წამოდგოამას ვცდილობ. -შენთან მოვდი-იღიმის და თმას ისევ მიშლის. -სხვათა შორის, არც ისე კომფორტულად ვარ,იქნებ ჩემს წელს მოაშორო ხელები...-წარბებს ვჭუხნი და მზერას ვარიდებ."თვალებში არ უყურო ლიდა,არც ღიმილმა დაგაბნიოს" მკარნახობს ალტერ ეგო. ვატო,ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს და ჩემთან ერთად დგება ფეხზე. საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობ,თითქოს ჩემ კაპელარებში, სისხლის ნაცვლად ლავა მიედინება...ახურებულ ლოყებზე ცივ,ხელის გულებს ვისვამ და მახსენდება რომ ვაგვიანებ! -ვაიმე! რა სულელი ვარ!-ვჩურჩულებ და ძირს დაგორებულ ზურგზაკს ვიღებ. -ლიკას სძინავს,კარები ღიაა.სახლში სხვა არავინაა-ვამბობ სწრაფად და სადარბაზოდან გავრბივარ. -დამელოდე გაგიყვან,თანაც საქმე მაქვს შენთან-ამბობს ვატო და ვგრძნობ როგორ მომყვება უკან. -კარგი,ჰო...ოღონდ სწრაფად-ვლუღლუღებ მე და მანქანში ვჯდები. -ანჟელიკაზე უნდა გკითხო....-ყოყმანით იწყებს ის. -რა გაინტერესბს?-წარბს მაღლა ვწევ. -რა სჭირს? -ზოგადად თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში?-ვეკითხები და მანქანის კარებს ვაღებ. -ამ კონკრეტულ სიტუაციაში!-იღრინება ვატო. -თვითონ გეტყვის,ეს ჩემი სათქმელი არ არის,დაა შენი და მოგიყვება როცა საჭიროდ ჩათვლის-ვამბობ მშვიდად და მანქანიდან გადავდივარ. ^ეს რა ჯანდაბა იყო!დილაც ასეთი უნდა!-სისინებს ალეტერ ეგო.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და შენობაში შევდივარ. ენერგიას არ ვზოგავ,მთელი შემართებით ვებრძვი სოფიას თავდასხმებს და ქულებსაც ვიღებ. მწრთვნელი აღფრთოვანებული მიყურებს და მსუბუქი ტაშით მაჯილდოვებს... "ესეც ტრიუმფისკენ სწრაფვის,პირველი,მყარი ნაბიჯი" *** სახლში საღამოს ექვს საათზე ვბრუნდები,ერთიანდ მოთენთილი და ძალა გამოცლილი.სახლის კარებს მომღიმარი დედა მიღებს, ლოყაზე მკოცნის და ჩანთას მართმევს. -როგორი დღე გქონდა,ძვირფასო?-მეკითხება დედა თან მისაღებში გავყავარ სადაც მამაჩემი და ჩემი ძმა ფეხბურთის მატჩს,გაცხარებით ადევნებენ თვალს. -მოდი მა...-ხელს დივანზე ატყაპუნებს მამა და მიღიმის.ლასლასით ვჯდები და მამას კალთაში ვუდებ თავს.-დაიღალე მამას სიხარულო? -ძალიან,სამ დღეში ბოლო შეჯიბრი მაქვს და არდადეგები მეწყება-ვლუღლუღებ და თვალებს ვხუჭავ. კორტზე ვვარჯიშობდი,ბოლო დღე მქონდა მოსამზადებლად, ხვალიდან კი თამაშბი მეწყებოდა. სოფიამ, სერიოზული ტრამვა მიიღო მუხლზე და ტურნირს გამოეთიშა. ეს რათქმაუნდა უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ჯგუფზე...ჩვენი გუნდიდან, ახლა მე ვიყავი ერთადერთი გოგო მონაწილე, დანარჩენი კი ბიჭები იყვნენ. სამი საათი ვივარჯიშე და შინ დაბრუნდი,სახლში ისევ არავინ დამხდა.ტელეფონი გავთიშე,შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.მთელი დაღლილობა მომაწვა და ბალიშზე თავის დადებისთანავე, დამეძინა. *'*'* საოცარი შეგრძნებაა,კორტზე დგომა და ჩოგნის დაჭრა ჩემთვის... კომენტარორი ჩემს სახლესა და გვარს აცხადებს,პირველ ნაბიჯს ვდგამ წინ,ხალხის შეძახილების ფონზე ვიკავებ ჩემს ადგილს და გულში ლოცვას ვიწყებ. როგორც იცით,ჩემი მეწყვილე,რუსი,ნატაშა ზაიაკინაა...უძლიერესი ჩოგბურთელი,მაგრამ მისი მედლები/სიგელები ამ კონკრეტულ მომენტში,სულ არ მანაღვლებდა! მე უნდა გამარჯვა! უბრალოდ ეს მე მჭირებოდა რომ ჩემზე ხალხს ელაპარაკა,რომ ჩემი ამდენ წლიანი შრომა წყალს არ წაეღო...და მთავარი ჩემს ოჯახს ეამაყა ჩემით. პირველი სეტი,უმნიშვნელო განსხვავებით დასრულდა. ნატაშა 10 ქულით დაწინაურდა.მთელი პირველი სეტის გაავლობაში,ზეპირად შეცისწავლე მისი მოძრაობა ე.გ მანერები. ხალხის აჟიოტაჟს არ ჰქონდა ზღვარი,როცა ანგარიში გავათანაბრე და გეიმიც დაინიშნა.ორჯერ ჩავაწოდე ბურთი და 30 ქულაც მოვიპოვე. ნატაშას პირველი სეტის შემდეგ 10 ქულის მეტი არ აუღია. 30:55-თ დავასრულეთ თამაში! "გამარჯვება ყველაზე მაგარი გრძნობაა სამყაროში!" დამარცხებულ,ნატაშას ხელს მეგობრულად ვართმევ და ყურებამდე გაღიმებული ვტოვებ კორტს. გასახდელში "ფრენა-ფრენით" შევდივარ და მეგობრების დანახვისას მათკენ მივრბივარ. -ჩემპიონოოო!-დაიკივლა ლიკამ და გულში ჩამიკრა. -ჩემი კერპი!-სიცილით შემოგვიერთდა ბელა და ორივეს გაჭყ,ლეტვამდე გადაგვეხვია. -ვგგუნებთ ბოლომდე!-წარბების ფახულით გამოაცხადა ლიკამ და ჩანთიდან მოკლე,ლამაზად დაკეცილი ყვითელი კაბა ამოიტანა.-წყალი გადაივლე! -ახლა არ მეჯიჯღინოთ რა,ძილის მეტი არ მინდა არაფერი...-ვთქვი აღშფოთებულმა და კაბა ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე. -კარგი რა ლიდა!-გაიბრძოლა ლიკამ. -ნუ აძალებ ანჟელიკა!ხომ ხედავ როგორი დაღლილია?წინ გვაქვს მთელი ზაფხული,თან ზეგ ანაკლიაში მივდივართ და იქ ვიგუგუნოთ!-ჩამოარაკრაკა ბელამ და თვალი ჩამიკრა. #3 სახლში მამამ წამიყვანა,აღფრთოვანებული მზერით მაჯილდოვებდა და საჭეს უცანური ღიმილით მართავდა.კარებში დედა შემოგვებება ღიმილით და გულში ჩამიკრა. -ჩემი სიამყე-ჩურჩულებს დედა და გულში მიკრავს. -მერაბი,სად არის?-ვეკითხები და ფუმფულა სავარძელში ვეშვები. -მასწავლებელთან...-სამზარეულოდან გამომძახა მადომ და ფუსუფუსი განაგრძო. ფეხებს ჟურნალების მაგიდაზე, ვალაგებ და ლეპტოპი ვრთავ.ჩემს,ანონიმურ ფეისბუქზე შევდივარ, ვატოს ჩატს ვხსნი და კიდევ ერთ მესიჯს ვგზავნი... -და რა მოხდება,როცა ვატო გაგიგებს,გოგო რომელიც ფარული გვერდით წერს,მისი დის დაქალია?-დაისისინა ალერ ეგომ და ხასიათი გამიფუჭა...იკოგნიტო ფეისბუქი დავტოვე და ჩვეულებრივ ჩემს ნამდვილ ფეისბუქს ვესტუმრე. უამრავი ადამიანმა მომილოცა გამარჯვება და მეც გაბადრულმა დავუბრუნე მადლობა... -ლიდია,დედი მოდი გავაწყვე მაგიდა და ჩამოწიე ფეხები ძირს!-გაჯავრდა დედა. -ჰო,მოვდივარ...-ლასალასით ვიწევი სავარძლიდან და ლეპტოპს ვხურავ. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს...-ამბობს მამა ვახშმისას. -აბაა?-ვიკრიჭები მე და მომლოდინე მზერას ვაბყრობ. -რადაა დროა ჩემი დაპიება აგისრულო და...-სიტყვის თქმას არ ვაცდი ისე ვიჭრები ფეხზე და მაგიდის ირგვლივ ვიწყებ სირბილს. -არ არსბობს!-ვკივი გახარებული და მამას ვეხვევი.ჩემი შემყურე დედა იცინის და კარადიდან გამოტანილ გასაღების აცმას, ხელში მაჭერს. "ამას ჰქვია ციდან 1000000 მეტრზე"-კივის ჩემი ეგო,აი ნამდვილი მე, კი, კიბეზე კისრის მტრვრევით ეშვება და თავქუდმოგლეჯილი გარბის, თავის საოცნებო მანქანისკენ,რომელიც სულ რაღაც 4 წუთი და 43 წამია რაც კუთვნილებაში გადმოუვიდა! სადარბაზოდან გასულს უმალ,მხვდება თვალში ეზოში მდგარი,წითელი,ლაპლაპა კაბრიოლეტი... სუნთქვა შეკრული,მივრბივარ მანქანამდე და წრეს ვარტყამ...სწორედ ისეთია როგორიც მინდოდა!ბედნიერბისგან ატირებული ვბრუნდები უკან და ჩვენი სახლის აივნზე გამოყუდებულ მშობლებს გაკრეჭილი ვუყურებ: -ყვედლაზე კარგბი ხართ,მიყვარხართ!-ვკივი მე, მანქანაში ვჯდები, ძრავას ვრთავ და გაურკვეველი მართულებით მივდივარ... დიდი ხანი დავბორიალობ ქუჩიდან-ქუჩაზე და ენით აუწელელ ბედნიერებას განვიცდი.ტელეფონის ბზუილს აზარტიდან გამოვყავარ,სვლას ვანელებ და ჯიბიდან მოზუზუნე ტელეფონს ვიღებ. -ლიიი...-მესმის ანჟელიკას აღელვებული ხმა. -რა მოხდა?-ვეკითხები დაფეთებული. -გი...გიმ საცოლე უნდა გაგაცნოთო-ამოიტირა ლიკამ.მხოლოდ მე შემეძლო წარმომედგინა რამდენად უჭირდა ახლა ჩემს დაქალს... -სად ხარ? -სადარბაზოს კიბეზე ვზივარ-სლუკუნრბს ის. -2წუთში მანდ ვარ!-ვამბობ შეშფოთებული,ტელეფონს ჯიბეში ვაბრუნებ და ანჟელიკას კორპუსისკენ ვიღებ გეზს. *** მანქანას სადარბაზოს წინ ვაჩერებ,ძრავას ვრთავ და თითქმის სირბილით გადავდივარ მანქანიდან.სადარბაზოში შესული მზერა კიბეზე მჯდარ,მოტირალ ანჟელიკაზე მეყინება და გულში რაღაც მძიმე ლოდივით მედება.ხელებ ჩამოყრილი,ნელი ნაბიჯებით მივდივარ მასთან და ძალიან,ძალიან მაგრად ვიკრავ გულში. -ასეც ხდება...-ვჩურჩულებ მე და გამამხნევებლად ვუსვამ ზურგზე ხელს. -ვერ ვიტან...ვერც ერთს!მოღალატეები არიან!მარტო იკაკოს ვუყვარვარ,მარტო მას...-სრუტუნებს ლიკა. -მაგაში ვერ დაგეთანხმები ლიკა,ირაკლიც და ვატოც შენი ძმაა და მათ ორივეს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ!-ვამბობ წატბებშეკრული და ლიკას ფეხზე ვაყენებ. -ავიდეთ შენთან? -არა,არ მინდა, მისი დანახვა.ვიცი,თავს ვერ მოვერევი და იმპულსურად რამე სისულელეს ჩავიდენ...ნეტავ,იკაკო მალე დაბრუნდეს...-დამშვიდრბული ხმით ამბობს ლიკა და თმაზე ხელს ნერვიულად ისვამს. -კარგი,მაშინ ჩემთან წავიდეთ და ბელასაც დავურეკოთ...-ღიმილით ვხვევ ხელს ლიკას და მანქანამდე მიმყავს. -ეს...ვისია?-ლუღლუღებს თვალებ გაფართოებული და სადაცაა გასკდება ამდენი ემოციისგან. -ჩემია...-ამაყად ვიღერებ ყელს და მანქანა ქუჩიდან გამყავს. -აბა დაიწყო ჩვენი გულავი-სევდანარევი ხმით ამბობს ლიკა და უნამუსო ცრემლებს შეუმჩნევლად იმშრალებს... რთულია სიმართლის დამალვა შენთვის ახლობელ ადამიანთან,მხოლოდ იმ მიზეზით რომ მას დაკარგავ...მაგრამ, სიყვარული ხომ მართლაც გიჟური გრძნობაა,არაამქვეყნიური...აი ისეთი,მოტირალს რომ გაგაღიმებს; დაღლილს ცხოცრების გაგრძელების ძალას რომ მოგცემს... სისულელეებს რომ გაკეთებინებს... აი მაგალითად მე, მხდალს რომ არ შემეძლო მივსულიყავი,თვალებში ჩამეხედა და უბრალოდ მეთქვა "ვატო,მე შენ მიყვარხარ"... არ შემეძლო ასე გადამევლო ჩემი მეგობრების,ჩემს თავმოყვარეობაზე... არა,ვეტყვი,მაგრამ ახლა ამის უნარს მოკლებული ვარ... სისულელეა! -ლიდა, ხვალ დილით ჩემთან ადი და ბარგი ჩამილაგე რა... მერე კი დავაწვეთ ანაკლიაში-ფიქრებიდან გამოვყავარ თვალებჩაწითლებულ ანჟელიკას. -კარგი,ჰო...მაშინ შენ მე ჩამილაგებ-ვიცინი მე. -ო,შენ მომენტი არ გამაზო...-წარბებს სასაცილოდ ჭმუხნის ლიკა. - მე წავედი ჩიტებო,მოვემზადები ხვალისთვის...-ფეხზე დგება ბელა,გვემშვიდობება და ოთახიდან გადის. -ვგრძნობ რაღაც აწუხებს და არ ამბობს...-ვამბობ დაბალ ხმაზე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე ვწვები. -მეც, ასე მგონია-ყოყმანით ამბობს ლიკა და ფანჯარასთან დგება. -და მაინც რა მტკივნეულია თითოეული ჩასუნთავა,ყველა,ყველგან რაღაცას მალავს.ყველა გრძნობა დაფარულია...-ხვნეშის ანჟელიკა. *** საშინელი კოშმარი მაღვიძებს,თვალებს გაჭირვებით ვახელ და ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელებს ვისვამ.-ეს რა საშინელება იყო!-ვჩურჩ....ბ დაბალ ხმაზე და საწოლიდან ვდგები.საათის ცფერბლატი დილის შვიდს აჩვენებს,საწოლზე უშფოთველად მწოლიარე ანჟელიკას ვუყურებ და ვხვდები რომ ყველაფერი ქაოსურად მოძრაობს... მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია! სააბაზანოდან გამოსული ჯინსის,მაღალწელიან მოკლე შორტებს და თეთრ თავისუფალ,მოკლე მაისურს ვიცვამ.ფეხზე თეთრ ბოტასებს,თმას მაღლა ვიკრავ; სათვალეებსა და საათს ვიკეთებ პატარა ჩანთას ვურებ და ოთახიდან გავდივარ.სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ლოყაზე კოცნით ვესალმები და მძინარე მერაბს, ოთახში მარშით ვადგები.უმცროს ძამიკოს მოფერებით ვაღვუძებ და ოთახიდან გავრბივარ... "არ ღირს ჩემი დილით გაღვიძება არანაირი მიზეზით! ა რ ა ნ ა ი რ ი ! "-ამბობს ჩემი ძმა... -დე, მე ანჟელიკასთან ავალ,მისი ნივთები უნდა ჩავალაგო...გაბუტულია ვატოზე-ღიმილით ვეუბნები დედას და სახლიდან გამოვდივარ.მანქანას ნელა ვატარებ,არ მინდა ვატოს ნახვა.ნეტავ,შინ არ იქნებოდეს...ვამშვიდებ ჩემ თავს და კარებთან ვჩერდები.გასაღებს ჭრილში ვათავსებ,ორჯერ ვატრიალებ და ჯიმს ბონდივით დაზვერვა-დაზვერვით ვიპარები სახლში.ფეხის წვერებზე აწული მივდივარ ლიკას ოთახისკან თან ტელეფონს ვანათებ,გენიოს ვატოს ფარდები ჩამოუფარებია! -მაინც რა იდიოტია!-ვამბობ გულში და გზას ვაგრძელებ. -გაშეშდი!-გაიჟღერა ცივმა ხმამ...გულმა 100 ჯერ დამარტყა,ნაბიჯი მიმეყინა თვალები მაგრად დავხუჭე და ბედს მივენდე. -ლიდა? -მე არაფერი დამიშავებია!-ამოვიკნავლე საწყალი ხმით.ვიგრძენი როგორ ჩამოცურდა თვალებიდან მლაშე სითხე და კანკალი ამივარდა. "ჩემი სისუსტე:სიბნელის კატასტროფულად მეშინია!" -კაი ტო,ასე რამ შეგაშინა?-ყურთან მეჩურჩულება და გულში მიკრავს.თვალებს ვახელ და მომღიმარი,თვალ ჩალურჯებული,წარბებ და ტუჩ გახეთქილი ვატოს დანახვისას სიხარული და შეშფოთება ერთად მიტანს. -ცხოველო როგორ შემეშინდა!-ვამბობ წარბრბ შეკრული და განზე ვიწევი. -შენ იპარებოდი ჩუმად და მე მეჩხუბები?-იცინის ვატო. -შენი დის დავალებით შემოვიპარე სხვათა შორის!ბარგს ჩავალაგებ და წავალ-ვეუბნები და სწრაფად შევდივარ ლიკას ოთახში.კარადიდან ჩემოდანი გამომაქვს და საჭირო ატრიბუტებს დაუდევრად ვყრი. 'მალე უნდა გავეცალო'-ვფიქრობ გულში,ბოლო ნივთს ვდებ და ოთახიდან გავდივარ.ჰოლში გიგიც მხვდება ვატოსთან ერთად...ორივე ვიღაცას გაულამაზებია! "ღირსები ხართ"-ხითხთებს შინაგანი მე და შამპანიურს ხსნის. -გამარჯობა გიგი,ვიცი კარგად ხარ,სახეზე გეტყობა ამიტომ არ გკითხავ...უბრალოდ ორივეს დაგიმუშავებთ სახეს და წავალ.-ვამბობ ღიმილით სამედიცინო ყუთს ვხსნი.პირველი გიგისთან მვდივარ,დაზიანებებს სპირტიანი ბამბით ვუმუშავებ და სალტავიკს ვაკრავ.მაქსიმალურად ვცდილობ მალე მოვამთავრო საქმე და აქედან ავორთქლდე. -ლიკაზე უნდა გელაპარაკო... - ვატო,წინასწარ ვიცი რასაც მკითხავ!-ვიცინი მე და ტუჩზე ბამბას ვუსვამ. -ამწვა... -ბოდიში რომ არ წაგისვა გაგიღიზიანდება-ვამბობ ხმააკანკალებული და სულს ვუბერავ."რატომ არ შეიძლება უბრალოდ გავქრე?" სისინებს ალტერ ეგო. აკანკალებულ ხელებს ძლივს ვამშვიდებ ჰაერს ღრმად ვუსუნთქავ და სამედიცინო ყუთს ადგილზე ვაბრუნებ.გამოფიტული შევდივარ ლიკას ოთახში და მის ჩემოდანს ვიღებ. -ჩაგატანინებ-ამბობს გიგი ჩემოდანს მართმევს და სახლიდან გადის. -ვატო,ანჟელიკა ძალიან არის ნაწყენი...ახლა რთული პერიოდი აქვს.გთხოვ,როგორმე აგრძნობინე რომ გიყვარს თორემ მე ვუკვე აღარ მიჯერებს-ვეუბნები კარებში მდგარ ვატოს და კიბეზე ვეშვები. თვალებზე გაჩენილ ცრემლს ცერა თითით ვიშორებ და სადარბაზოში მდგარ გიგის საბარგულს ვუხსნი. -გილოცავ ახლ მანქანას-იღიმის გიგი. -გმადლობ...-ღიმილითვე ვპასუხობ. -გიგი,ცოლი მართლა მოგყავს?-ვეკითხები ხმა აკანკალებული. -ჰო-ნერვიულად ისვამს თმაზე ხელს. ჩემო საყვარლებო,დიდი ხანია ამ ისტორიის დაწერას ვაპირებ ჰოდა როგორაც მოვაბი თავი... იმედია მოგეწონებათ,ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. უყვარხართ მარიამს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.