შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [14] [დასასრული]


16-03-2016, 15:40
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 098

ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.
ბევრს ვფიქრობ ცხოვრებაზე. რატომ? ხომ შეიძლებოდა მე არა, ვინმე სხვა დაბადებულიყო ჩემს მაგივრად. ვინმე სხვას ესუნთქა ეს საზიზღარი ჰაერი. ვინმე სხვა... თუმცა არა. ეს მე ვარ, ელენე. ქალი, რომელიც ცხოვრობს, რომელიც სუნთქავს, რომელსაც ტკივა, და მაინც, არ იცის, რა მიზანი აქვს მის არსებობას. ეს მე ვარ, ელენე. ქალი, რომელიც უშვებს შეცდომებზე შეცდომებს, ტკენს და მერე ვეღარაფერს აკეთებს გამოსასწორებლად. იქნებ აღარაფერს. დავიღალე...
ყველაფერს აქვს დასასრული. არ დაიჯეროთ, რომ რამე მარადიულია. არაფერია მარადიული. ყველა და ყველაფერი მოკვდება დღეს, ხვალ, ან ზეგ... მნიშვნელობა არ აქვს. უღალატო მხოლოდ სიკვდილია და მერწმუნეთ, ის აუცილებლად გეწვევათ, კარზე მიგიკაკუნებთ (ან იქნებ, თქვენ მიუკაკუნოთ) და მერე... მერე არავინ იცის, რა და როგორ ხდება.

იმ ღამეს, ნინაკა დასაწოლად გავამზადე, თავისი პიჟამა ჩავაცვი და ცხელი შოკოლადით სასვე ორი ჭიქა დავდგი მაგიდაზე. ნინაკამ თავის ჭიქას შემოხვია ხელები და ფანჯრის რაფაზე ისე შემოჯდა, რომ თავისუფლად გაეშალა ფეხები და ჭიქა კალთაში ჩაიდო.
_დედუ, წვიმს_მითხრა და დაორთქლილ მინაზე უცნაური ნახატების ხატვა დაიწყო.
_ჰო, წვიმს დე..._გაბზარული ხმით ვუთხარი, თან ცხელი სითხე მოვსვი და თვალები დავხუჭე.
_არ გიყვარს წვიმა?_მისი წკრიალა ხმა საამოდ ჩამესმა და ცრემლიანი თვალები გავახილე.
_არა დე... არ მიყვარს_თავი გავაქნიე მე.
_მამას?_მკითხა უეცრად. შევცბი, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ერთი ცრემლი უკვე ჩამომივარდა თვალებიდან.
_რა?
_არც მამას უყვარს წვიმა, დედუ?_გამიმეორა შეკითხვა და ჭიქიდან ცხელი შოკოლადი ფრთხილად მოსვა.
_არა..._უკვე ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე მე.
_მაშინ არც მე არ მიყვარს_დარწმუნებით ჩაილაპარაკა, ძალიან ხმადაბლა და ისევ გარეთ გაიხედა. ვერაფერი ვუთხარი, იატაკზე ჩავცურდი და თავი ხელებში ჩავრგე, ჭიქა კი გვერდით დავდგი.
წვიმის ხმა სახლშიც აღწევდა. ის დღე გამახსენდა, მაშინაც ასე წვიმდა...
ტელეფონის ხმამ სიჩუმეში ხმაურით გადაკვეთა ბარიერები და მთელს ოთახში წკრიალით გაიჟღერა. ჩემს ადგომამდე ნინაკა ჩამოხტა რაფიდან, იქვე დადებული ყურმილი ყურთან მიიტანა და ხმადაბლა, სერიოზული ბარიტონით ჩასძახა ყურმილში “ალო”. მე არაფერი მესმოდა, თუმცა ნინაკამ როგორც კი ტელეფონი გამომიწოდა, მოუთმენლად გამოვართვი და ვუსმინე.
_აქ ხარ? ელენე_ტირილით დაიჩურჩულა ნინიმ. ტანში უსიამოვნოდ დამიარა საფრთხის მოახლოებამ და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებით გაჟღენთილი ჰაერი.
_გისმენ...
_ელენე, ელენე, ელენე_რამდენჯერმე ისტერიულად გაიმეორე ჩემი სახელი და ყურმილს იქიდან წყლის და კივილის ხმა გამოვიდა.
_ნინი_დავიყვირე ისე, რომ ჩემს წინ ნინაკა შეხტა და შეშინებულმა აიფარა ხელები ყურებზე.
_მოდი... ჭირდები... მოდი, გთხოვ, გემუდარები, მოდი, ახლა მოდი და..._მერე ზუმერი გაისმა. აკანკალებულმა დავაგდე ტელეფონი, ჩუსტები სწრაფად ჩავანაცვლე კედებით და თასმები არასწორად შევიკარი. მეორედ შეკვრისთვის თავი არც შემიწუხებია, ბავშვს დავავლე ხელი, მისი ფეხსაცმელიც ორიოდე წუთში ჩავაცვი და ბინის კარი გავაღე, შემდეგ კი კიბეებზე დავეშვი. ჩასულს გამახსენდა, რომ ღია დავტოვე კარები, თუმცა ეს მეორე ხარისხოვანი იყო და ნინაკა ძირს დავსვი, თავისუფალი ხელი კი ტაქსის დავუქნიე.
_ამის დედაც_შევიკურთხე ხმადაბლა, როცა ტაქსიმ არ გამიჩერა.
_დედუ..._ნიკაპი აუკანკალდა ნინაკას.
_დე, არაფერი მკითხო გთხოვ... უნდა წავიდეთ_მისგან თავის ქნევის შემდეგ, როგორც იქნა, ტაქსი გავაჩერე და ორივენი ჩავჯექით.
ტაქსის მძღოლმა ნინაკას პიჟამას წარბაწეულმა ახედა, შემდეგ კი ჩემს მოკლე მკლავებიან მაისურს მოავლო გაოცებული მზერა.
_ნუცუბიძეზე_გატეხილი ხმით ვუყვირე და ნერვიულად ჩამოვისვი ლოყაზე ხელი, მერე კი მთელს სახეზე. ჯიბე ამოვატრიალე, იქ კი მხოლოდ სამი ლარის ხურდა მქონდა.
_სამი ლარი მაქვს მხოლოდ_კანკალით გავუწვდინე მძღოლს ხურდა ფული. უსიტყვოდ გამომართვა და უფრო სწრაფად გააგრძელა გზა. ამოვისუნთქე, ნინაკას გადავხედე და მის ცრემლიან ღაწვებზე რაღაც ჩამწყდა გულში.
_ყველაფერი კარგად იქნება_დამამშვიდებლად შემოვუძახე, უფრო საკუთარ თავს და იმავ წამს, როგორც კი მანქანა გაჩერდა, კარი გამოვაღე და ნინაკასთან ერთად ჩამოვხტი. ბავშვი ხელში ავიყვანე და სირბილით წავედი ნაცნობი სახლისკენ.
იქ მისულმა, კარები შევაღე, ნინაკა ძირს დავსვი და უეცრად ვიგრძენი რომ რაღაც ვერ იყო ისე... რომ ჰაერი აღარ იყო მისი სურნელით გაჟღენთილი. რომ მე, სრული არანორმალური და სრული არა-ადამიანური... ვიგრძენი რომ აი აქ დასრულდა. ჩემი ცხოვრება არა. ჩემი და სანდროს ერთიანი არსებობა. კიბეები ისე ავიარე, ირგვლივ სხვას ვერაფერს ვხედავდი. მერე კი სანდროს ოთახის კარი შევაღე... ოთახის კუთხეში, კედელს მიყრდნობილი “იწვა” სანდრო და საწოლზე, მის თავთან რედი დამჯდრიყო, მეორე კუთხეში კი ნინი, ლუკა და ნიკა ჩაცურებულიყვნენ. ნოე ჯერკიდევ ფეხზე იდგა და კარადისკენ შეტრიალებული, თავს მსუბუქად ურტყამდა მას.
_სანდრო..._მისკენ წავედი, ჩავიმუხლე და სახეზე ხელი დავუსვი. მისი ცივი სახე არ მესიამოვნა, მაგრამ მეორე ხელიც მივადე ლოყაზე და თვალები დავხუჭე_გცივა? მოიცა, ახლავე გაგათბობ... სანდრო, კარგად ხარ? დამელაპარაკე რა..._ვლუღლუღებდი, თან სახეზე ხელებს ვუსვამდი და ვერც ვაცნობიერებდი, ისე გადამდიოდა ეს ისტერიკაში_სანდრო, გამიბრაზდი? მე არ მინდოდა ის სიტყვები მეთქვა შენთვის... მე ცუდი გოგო ვარ... მაპატიებ? მე ხომ გაპატიე, ახლა შენ მაპატიე რა, სან_ყელში რაღაც მომაწვა, ცხელმა ცრემლებმა კი ლოყები ამიწვა_იცი, მე ასე არ მინდოდა ყოფილიყო... არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მე მართლა მტკიოდა სანდრო... ვერ ვივიწყებდი. ვერ გაპატიე, ბოლომდე ვერ გაპატიე და ჩემი შტერი ტვინით ბოროტი გავხდი, სან... დამელაპარაკე რა... ისუნთქე სანდრო, გთხოვ, ისუნთქე_უკვე ვყვიროდი_მიდი რა, სანდრო, ისუნთქე გთხოვ... მე არ გაგიშვებ, გთხოვ რა, ისუნთქე რა... ვიცი, გაწყენინე, მაგრამ გამიგე რა... მე ხომ მიყვარხარ სანდრო... ასე, ჩემებურად, გიჟურად, ავადმყოფურად... ვინც არ უნდა გამაკრიტიკოს, შენ ხომ სულ იცოდი, რომ მიყვარხარ სანდრო. არ დამტოვო რა, გთხოვ. ოთხი წელი ვიყავი შენს გარეშე, აღარ მინდა სანდრო... მე... მაპატიე, მაპატიე რა. თუ არ მპატიობ, ნინაკას გამო მაინც დარჩი რა, სან_სახეზე ავიფარე ხელები, მერე კი გულში ჩავეკარი და მოვეხვიე მის გაყინულ სხეულს... ერთიანად ვგრძნობდი ყველაფერს. ზიზღს (საკუთარი თავის მიმართ) და სიყვარულს (ადამიანის მიმართ, რომელიც უკვე აღარ სუნთქავდა). ვერ ვაცნობიერებდი მომხდარს. აქამდე მეგონა, რომ სადაც ოთხი წელი მარტო ვიყავი, მერეც გავაგრძელებდი ასე. აქამდე მეგონა, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი, მეგონა მქონდა მომავალი. მაგრამ ყველაფერი ჩაკვდა ერთიანად. ყველაფრის იმედი სანდროსთან ერთად მოკვდა. თუმცა არა, სანდრო ხომ არ მომკვდარა!
_სანდრო, გაიღვიძე, აქ ვარ... შენი ელო აქ არის... დავაგვიანე, ძალიან დავაგვიანე, მაგრამ ხომ მოვედი არა? მაპატიებ? შეცდომა ვის არ მოსვლია, მაპატიე რა, გთხოვ მაპატიე რა... ასე არ უნდა მომხდრიყო. ჩვენ ასე არ უნდა გვეცხოვრა სანდრო. მე არ უნდა ვიყო ახლა აქ, შენს ცივ სხეულთან ჩახუტებული და არ უნდა გგლოვობდე, რადგან შენ ხარ ის ერთადერთი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში წარმოადგენდა რაღაცას. შენ და ნინაკა... ღმერთო, სანდრო, არ დამტოვო გთხოვ, ღმერთს გაფიცებ სანდრო! არ მწამდა, მაგრამ შენს გამო ვიწამე სანდრო. გთხოვ, არ წახვიდე რა. თუ გიყვარვარ... ან, შენგან როგორ მოვითხოვ სიყვარულს, როცა მე თვითონ გავანადგურე. ეს არასწორია სანდრო. ამ ყველაფერს ახლა არ უნდა ვხვდებოდე. მაშინ რატომ ვაცნობიერებთ ყველაფერს, როცა ვკარგავთ? ასე არ უნდა იყოს სანდრო_ვყვიროდი ხმამაღლა, თან ისტერიულად ვტიროდი და ვეხუტებოდი... მერე ოდნავ უკან გავიწიე, ტუჩებში ვაკოცე და ლოყა ლოყაზე მივადე. როგორი ცივი იყო...


არ ვიცი, რა შეიძლება გითხრათ.
მადლობა, რომ მომყევით, ამიტანეტ, მე და ელენე აიტანეთ და...
მართლა არ ვიცი.
უბალოდ ეს იყო ის, რისი დაწერაც მინდოდა.
და მე ვფიქრობ, მქონდა ამის უფლება.
სიყვარულით, თქვენი ელენე.



ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი...არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა არ მინდოდა სანდროს სიკვდილი რატომღაც მეგონა რომ ყველა ამოვიდოდა ამ ჭაობიდან მეგონა ნინაკა ელე და სადრო ერთი მთლიანი ოჯახი იქნებოდა
გული დამწყდა მაგრამ არაჩვეულებრუვი იყო ბოლო თავი უამრავი ემოცია დააგროვა ჩემში ელენეს სიტყვებმა კარგი იყო ნამდვილად
--------------------
romantikosi mwerali

 


№2 სტუმარი Nino

Vaimee gavskdi tirilitT_TT_Tshen dzalian kargi gogo xar:-*:-*

 


№3  offline წევრი Smiling girl

გეფიცები ელენე როგორ ტიროდა მეც მეტირებოდაა... მეწყინა ასე დაამთავრე მაგრამ შეჰნ მართალი ხარ ამის უფლება გქონდა .. წარმატებები. მომეწონა

 


№4  offline წევრი გაიღიმე

ასეთ დასასრულს ნაღდად არ ველოდი :/ ძალიან გულიდამწყდა მაგრამ საბოლოოთ მაინც კარგიყო <3

 


№5  offline მოდერი bibo

რა ეს რატო მომიკალი ჩემი სანდრუნები ტორტი კი არა აჯიკა ხარ შენ :დ რა ბიჭი მომიკალი რა ეს უხ ჩემი ბისკვიწიი ბიჭი რა.მაინც კაი ხარ მარწყვო მარა მეტკინა მე გული ჩემი ბიწი რო მოკალი უხ

 


№6 სტუმარი Teo..

Martla ar mindoda sandros sikvdili .magram es mware realobaa.dzalian kargi gogo xar .bevri vitire mainc. Madloba aseti emociebistvis.

 


№7 სტუმარი avadmyofi

დებილობა იყო რანაირად დამთავრდა სხვანაირი დასასრულს ველოდი

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ასეც უნდა მომხდარიყო!

 


№9  offline მოდერი Eleniko13

ლორელაი
ასეც უნდა მომხდარიყო!

მადლობა, თათა, თორემ ვფიქრობდი, წერას თავი უნდა დავანებო-მეთქი.

მოიისფრო
არა და რა საინტერესოდ დაიწყე პირველი თავი.
მაგრამ რა იყო ეს "დასასრული"?
რა საჭირო იყო ეს ტრაგიზმი?
ამ პერსონაჟებმა იმდენი გამოიარეს, რომ იმსახურებდნენ ბედნიერებას, მაგრამ თუ ასეთი დასასრულს მისცემდი, მაშინ უნდა გაგეთვალისწინებინა, რომ ჩვეული, ბანალური სიტყვები არ იქნებოდა გამოსადეგარი. მეტი ემოცია, მეტი გრძნობა იყო საჭირო. როდესაც ასეთ დროს მთავარ პერსონას კლავ, გაითვალისწინე, რომ სანაცვლოდ მკითხველს რაღაც მაინც უნდა დაუტოვო.
ეს რაღაც კი არის ემოციების ზღვა!
არ არის აქ რამე მსგავსი!

მადლობა მაინც.
ახნას არ ვაპირებ, რატომ დავასრულე ასე.
მე მქონდა ამის უფლება და ამ ისტორიასაც ქონდა ასე დასრულების უფლება.
ეს იყო ისტორია, რომელსაც არ ვწერდი მხოლოდ იმიტომ, რომ მკითხველი ნასიამოვნები დარჩენილიყო.
ისტორია ჩემიც იყო და ვინაიდან მე ასეთი პერსონაჟები შევქმენი და თავიდანვე ასეთი დასასრული მქონდა წარმოდგენილი, არ შემეძლო სხვანაირად.

avadmyofi
დებილობა იყო რანაირად დამთავრდა სხვანაირი დასასრულს ველოდი

სხვანაირში რას გულისხმობ?
მაპატიე, მაგრამ დებილობის წოდებას მგონი მაინც არ იმსახურებს.
და ყველა ისტორია ბედნიერად ვერ დასრულდება.

Teo..
Martla ar mindoda sandros sikvdili .magram es mware realobaa.dzalian kargi gogo xar .bevri vitire mainc. Madloba aseti emociebistvis.

მადლობა ასეთი შეფასებისთვის შენ,
ჩემო ძვირფასო

bibo
რა ეს რატო მომიკალი ჩემი სანდრუნები ტორტი კი არა აჯიკა ხარ შენ :დ რა ბიჭი მომიკალი რა ეს უხ ჩემი ბისკვიწიი ბიჭი რა.მაინც კაი ხარ მარწყვო მარა მეტკინა მე გული ჩემი ბიწი რო მოკალი უხ


ჩემო სიხარულო <33
აჯიკა :დდ
მადლობა და იმედია მიუხედავად ჩემი ბოროტი სულისა მაინც არ დამივიწყებ ^_^

გაიღიმე
ასეთ დასასრულს ნაღდად არ ველოდი :/ ძალიან გულიდამწყდა მაგრამ საბოლოოთ მაინც კარგიყო <3


მადლობა დიდი, კარგო <33

Smiling girl
გეფიცები ელენე როგორ ტიროდა მეც მეტირებოდაა... მეწყინა ასე დაამთავრე მაგრამ შეჰნ მართალი ხარ ამის უფლება გქონდა .. წარმატებები. მომეწონა


მიხარია, თუ ისე გადმოვეცი სათქმელი, როგორც მინდოდა...
მადლობა დიდი <33

Nino
Vaimee gavskdi tirilitT_TT_Tshen dzalian kargi gogo xar:-*:-*


მადლობა ასეთი შეფასებისთვიის ^_^

lann❤
ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი...არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა არ მინდოდა სანდროს სიკვდილი რატომღაც მეგონა რომ ყველა ამოვიდოდა ამ ჭაობიდან მეგონა ნინაკა ელე და სადრო ერთი მთლიანი ოჯახი იქნებოდა
გული დამწყდა მაგრამ არაჩვეულებრუვი იყო ბოლო თავი უამრავი ემოცია დააგროვა ჩემში ელენეს სიტყვებმა კარგი იყო ნამდვილად


მადლობა საყვარელო, როგორ გამახარე შენ მაინც რომ მიმიხვდი <3
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10  offline წევრი Nate

კარგია!
მწერალი შენხარ და როგორც გინდა ისე უნდა დაგესრულებინა!
თანაც
ყველაფერი კარგად და ბედნიერად ვერ სრულდება!
love თანაც აუტანელია უკვე ამდენი ბანალურობა :დდ
მე მომწონდა ეს წყვილი, მარა რას ვიზავთ!
წარმატებები ელენიკო და ველი შენს ახალ ისტორიას
love

 


№11  offline მოდერი Eleniko13

Nate
კარგია!
მწერალი შენხარ და როგორც გინდა ისე უნდა დაგესრულებინა!
თანაც
ყველაფერი კარგად და ბედნიერად ვერ სრულდება!
love თანაც აუტანელია უკვე ამდენი ბანალურობა :დდ
მე მომწონდა ეს წყვილი, მარა რას ვიზავთ!
წარმატებები ელენიკო და ველი შენს ახალ ისტორიას
love


დიდი მადლობა ჩემო კარგო,
მიხარია რომ მოგეწონა love
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vსიმეეე რაიყოო ესს მოვკვდი ტირილიტ ასეტ დასასრულს არ ველოდიი :(

 


№13  offline წევრი lilearchvadze:)

ნამდვილად გამანადგურე! არვიცი, ყველა ემოცია შევიგრძენი, ყველას კუთხით შევხედე ამ ისტორიას, მარტო ნინაკა მეცოდება და სანდრო უზომოდ! ელენე შეწყალების ღირსი არაა! თავიდანვე ვიცოდი, რომ შურისძიების ასეთი სურვილი ადრე თუ გვიან კისერს მოატხინებდა! მადლობა ისტორიისთვის <3

 


№14  offline მოდერი Eleniko13

megikeshelava))
ნამდვილად გამანადგურე! არვიცი, ყველა ემოცია შევიგრძენი, ყველას კუთხით შევხედე ამ ისტორიას, მარტო ნინაკა მეცოდება და სანდრო უზომოდ! ელენე შეწყალების ღირსი არაა! თავიდანვე ვიცოდი, რომ შურისძიების ასეთი სურვილი ადრე თუ გვიან კისერს მოატხინებდა! მადლობა ისტორიისთვის <3

ისტორიას ასე ვთქვათ "მეორე ნაწილი" აქვს, რომელსაც ახლა ვწერ და ვდებ პარალელურად. მადლობა და მიხარიხარ:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№15  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კიდევ წავიკითხე
სათვალავი ამერია უკვე მერამდენეჯწრ ვკითხულობ
ვერც დაითვლი
ისევ მატირე
ისევ მატირა
ისევ მატირრეთ
შენც,ელენემაც,სანდრიმაც და ნინაკამაც...

 


№16  offline მოდერი Eleniko13

kata-nia
კიდევ წავიკითხე
სათვალავი ამერია უკვე მერამდენეჯწრ ვკითხულობ
ვერც დაითვლი
ისევ მატირე
ისევ მატირა
ისევ მატირრეთ
შენც,ელენემაც,სანდრიმაც და ნინაკამაც...


ეგოისტურად მიხარია მე ეგ ამბავი.
ყველაზე მაგარი გოგო ხარ და
ძაან დიდი მადლობა რა:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№17  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რო არც ვიღლები,ელ
ვაბშე არ ვიღლები
მგონი მამშვიდებს რა
ან არ მამშვიდებს
და
სულ სხვა რაღაცაა.
მართლა რო
ვგიჟდები ამაზე
ეგაა მაგარი.
თან მერამდენედ
და
როგორ.
მთავარია
არის
და
სულ იქნება,რომ მერე ისევ რა:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent