შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [13]


15-03-2016, 14:34
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 919

_ნინაკა, მე ნოე ვარ, მიხარია რომ გაგიცანი_გაუღიმა ბავშვს ნოემ და ხელი გამოუწოდა, თუმცა ნინაკამ ალმაცერად დახედა და გვერდით გაიხედა. გამეცინა.
_ოჰო, გგავს_გაიცინა ნიკამ
_ნამდვილად_დავეთანხმე და გამიხარდა, დაძაბული ატმოსფერო რომ გაქრა.
სანდრო ჯერაც არ გვისმენდა, ნინაკას მიშტერებოდა და თვალები ამღვრეოდა. ვხვდებოდი რომ თავს იკავებდა, თორემ ყვირილი და რამის დამტვრევა უნდოდა.
_სანდრო, შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო?_გაყინული ხმით ვკითხე და ნინის კალთაში მოკალათებულ ნინაკას შევხედე, რომელიც წარბშეჭმუხნული უძლებდა ამდენ “გაფრენილს”.
_არა... კი არა და, ჰო... წამოდი_წამოდგა, თავი გააქნია და თვალებში ისე ჩამაშტერდა, თითქოს უკანასკნელი არამზადა ვიყო.
_კარგი_მხრები ავიჩეჩე, როგორც კი შებრუნდა რედის ნინაკაზე მივანიშნე თავით, მან კი თვალი ჩამიკრა. სანდროს ავყევი, კიბეებით ავიდა მაღლა და შემდეგ მის ოთახში შევიდა. კარი ისე მოხურა, არც დამლოდებია. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. ყველაფერი კარგადაა, ეს მხოლოდ დღეს ხდება! მორჩა, მშვიდად ელენე...
კარები გავაღე და მეც შევედი. საწოლზე ჩამომჯდარ სანდროს თავი ხელებში ჩაერგო და როგორც კი საკეტის გადატრიალების ხმა გაიგო, მაშინვე ამომხედა და ფეხზე წამოდგა.
_შენ ნორმალური ხარ?_ხმის მოთოკვას ეცადა, ამიტომ ამოხრიალება გამოუვიდა და ხელი მოიქნია, რის შედეგადაც წყლით სავსე ჭიქა ძირს ხმაურით დავარდა.
_მე მეკითხები?_ირონიულად ვკითხე და სკამი მოვწიე, შემდეგ კი ჩამოვჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე. მის გამო არ მოვიშლი ნერვებს.
_რატომ დამიმალე, უნდა გეთქვა!_კედელს მუშტი მიარტყა და ბრაზით შემომხედა.
_სანდრო, ჩემს გეგმებში ნარკომანისგან, მითუმეტეს არაკაცისგან შვილის გაჩენა არასდროს შედიოდა_გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. სახეზე სიწითლემ გადაურბინა და ყელზე ძარღვები ისე დაებერა, რომ მეც შევამჩნიე.
_რა თქვი?_შედარებით დაბალ ხმაზე მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა.
_მეორედ არაფერს ვიმეორებ_მივუგე ნიშნისმოგებით.
_ღმერთო, რა ძუ,კნა ხარ!
_აღშფოთდი?
_მოიშორე ეგ ცინიკური ტონი! ელენე, შენ არასწორად მოიქეცი და ბოდიში მაინც მოიხადე!_ზიზღით შემომხედა. იქნებ არც იყო ეს ზიზღი, მაგრამ მე ასე შევამჩნიე.
_როგორ არ გესმის? მე აქ ნინაკაზე სასაუბროდ მოვედი, და რაღაცის გასარკვევად. სხვა თუ არაფერი, მამობას არ იმსახურებ და არც ვაპირებ ეს ბედნიერება გარგო წილად_იგივე ხმით გავაგრძელე, ღიმილი კი არ მომიშორებია.
_ნინაკა ჩემი შვილიცაა! ის ჩემი შვილია ელენე! შენ ვერ ამიკრძალავ მის მამობას!_ღრიალებდა და ეჭვი მაქვს, ხმა ქვემოთ ჩააღწევდა.
_სანდრო, ჯერ ერთი, მშვიდად... მერე მეორე, ნუთუ ვერაფერს ხვდები? მითხარი, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ გინდა გერქვას მისი მამა? შენ ის არაფრად გჭირდება, ნინაკას კი გაცნობიერებული აქვს რომ მამამისია ახვარია_მხრები ავიჩეჩე და წარბები შევკარი.
_ელენე... შენ... შენ თუ ხვდები მაინც, რას ამბობ?_ნერწყვი მძიმედ გადააგორა. ვხვდები სანდრო, თანაც როგორ...
_არაფერს ისეთს, რაც არ არის. უბრალოდ აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს გაგეგო, რომ გცოდნოდა შვილი გყავს. ნუ, მხოლოდ სისხლით, თორემ ღმერთმა ნუ ქნას, დაგემსგავსოს_გავიცინე და ორიოდე წამში, მარჯვენა ლოყა ამეწვა... მიხურდა... მტკიოდა... მწარედ გავიცინე, სანდროს შევხედე, რომელიც მის მოქნეულ ხელს უყურებდა და ზიზღით ჩავხარე თავი.
_არაკაცი ხარ_ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ჩავილაპარაკე და კარებისკენ წავედი, ხელი რომ მაჯაზე მომიჭირა და შემაბრუნა.
_ლაპარაკი არ დაგვისრულებია_ბოდიშის ნაცვლად, უხეშად მომახალა და ცივად გამიშვა ხელი.
_ხო, არა?
_ნუ ბავშვობ! რას აპირებ, რომ ნინაკა ჩემს სიახლოვეს არ გააკარო? ხვდები ალბათ, რომ სასამართლოში შემიძლია გავვაცხადო_მითხრა და მე გულიანად დავიწე სიცილი, იმდენად ხმამაღლა, რომ შეცბა და გაოცებულმა შემომხედა. ვიცოდი, რომ ამას მეტყოდა.
_შენ... ნეტავ იცი მაინც, რეებს ბოდავ?_ვუთხარი მე_სასამართლო ნარკომან მამებს არ ცნობს. გარდა ამისა, ვეტყვი რომ ჩვენ ვიყავით ერთად გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა აგრესიული იყავი და რამდენჯერმე დაგირტყამს ჩემთვის. თუ გამაბრაზებ, შემიძლია ისიც გავითამაშო, რომ სასტიკად მცემე. ეგ კი არადა, გაუპატიურებასაც დაგაბრალებ. თან ისე ოსტატურად, ჩემს ორგანიზმში შენი სპერ,მა რომ აღმოაჩინონ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა შემიძლია. მე ვიქნები დაუცველი ქალი, რომელიც ერთმა ნარკომანმა მამაკაცმა გამოიყენა, როცა დააორსულა აბორტი დააძალა და გაეყარა. წლების შემდეგ კი, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და..._ვლაპარაკობდი როლებში შესული, ყურადღებას არ ვაქცევდი მის ჩაწითლებულ თვალებს და მეორე ლოყაც მალე ამიწითლდა.
_ბო,ზი ხარ და მეტი არაფერი! როგორ შეგიძლია ასეთი იყო!_ყვიროდა ის და თვალებში მიყურებდა. დამცინავად შევავლე თვალი და მშვიდად დავჯექი ისევ სკამზე.
_შენ არც კი იცი, მე რა შემიძლია. წარმოდგენაც არ გაქვს, ვინ ვარ და ჩემი შვილის დასაცავად არაფერზე არ დავიხევ უკან
_რად იქეცი... როგორი იყავი და ახლა როგორი ხარ_ამოიოხრა, დაიჩურჩულა და ჩემს წინ, საწოლზე დაჯდა.
_არა სანდრო, მე უბრალოდ ცხოვრებამ პატარა გაკვეთილი ჩამიტარა. მასწავლა, რომ არ უნდა ენდო, არ უნდა შეგიყვარდეს, ერთი შეცდომაც არ უნდა აპატიო თორემ დაიღუპები! თუმცა რას გიხსნი... არ ვაპირებ არაფრის ახსნას_ლამის იქვე ვუთხარი ჩემი ემოციები, მაგრამ გავჩუმდი და თავი გავაქნიე.
_ელენე, ჩემთვის რომ გეთქვა...
_მომაშორებინებდი. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ბავშვი არ გენდომებოდა. ვიცი, შეიძლება იმაში დამნაშავე ვარ, რომ არ გითხარი, რომ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო მაგრამ... არ იქნებოდა. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ აზრზე არ ხარ, რას ნიშნავს ბავშვი, რას ნიშნავს შვილი. შენ არ იცი, მე რა გადავიტანე, მე რა გამოვიარე, რომ ნინაკა დაბადებულიყო და იმიტომ ლაპარაკობ ასე. მიჭირდა, მე მიჭირდა, შენ კი არა. ვინ იცის, მე რომ ლომკა მქონდა და ყვირილით კედლებს ვბზარავდი, შენ ვის როგორი ხერხით და პოზით ჟი,მავდი. ვინ იცის, მე რომ მენატრებოდი შენ როგორ ერთობოდი და დრო გაგყავდა. შენ დაგავიწყდი, მე კი არაფერი დამვიწყებია. არც ის, ას დოლარად რომ შემაფასეთ და ჩემზე სანაძლეო დადეთ, არც ერთ დამცირება, არც ერთი ყალბი სიტყვები, არც ერთი ჩვენი სექსი არ დამვიწყებია სანდრო. ეს გულისამრევია! მე შენ მძულხარ, და იცი რატომ? იმიტომ რომ ვერ გივიწყებდი. მერე მივხვდი, რომ შენ არ იყავი იმის ღირსი, რომ მეფიქრა შენზე. მერე ბავშვი, ბავშვი და ბავშვი... ჩემთვის ნინაკა ნათელი წერტილია, ჩემთვის ჩემი ნინაკაა ხსნა. და შენ მეუბნები რომ ის შენი შვილია? მხოლოდ სისხლით, სანდრო. მე არ მოგცემ მისი არათუ მამობის, არამედ ნახვის უფლებასაც კი_რაც პირზე მადგებოდა, ყველაფერს ვამბობდი და ბოლოს, ღრმად ამოვიოხრე და სანდროს თვალებიდან გადმოგორილ წყვილ ცრემლს ირონიულად შევხედე. ღმერთო, როგორ მომბეზრდა ყველაფერი, რაც მას ეხება. ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი ავდექი და წამოვედი. სანამ კარს დავხურავდი, მისი ჩუმად ნათქვამი ბოდიში მიწვდა ჩემს ყურთასმენას, შემდეგ სწრაფად ჩავირბინე კიბეები და როცა ჰოლში არავინ დამხვდა, სამზარეულოსკენ წამოვედი, საიდანაც ხმაური ისმოდა.
მაგიდასთან ისხდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. ნინაკა კი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას დაყურებდა და თავი ჩაეხარა.
_დედუ, წავედით_სიჩუმე დავარღვიე და ყველამ მე ამომხედა. წამში ადგა სკამიდან ნინაკა, ხტომით გადმოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. მე ხელი ჩავკიდე და ყველას ღიმილით მოვავლე თვალი.
_მიხარია, რომ გნახეთ...
_მიდიხარ?_მკითხა ნინიმ და ნიკაპი ნერვიულად მოისრისა.
_მივდივარ_დავუდასტურე მე.
_გვტოვებ?_გაეცინა ლუკას და გვერდით გაუხედა
_გტოვებთ_ღიმილი შემეპერა უაზრო დიალოგზე. მომენტზე, როცა არ გინდა საუბარი დაასრულო, არ გინდა ვიღაც გაუშვა ან საერთოდ, შენ თვითონ წახვიდე. მაგრამ მე მინდოდა წასვლა, ეს მათ უნდოდათ ჩემი დარჩენა.
_ბავშვს გვანახებ ხოლმე?_შემომხედა ნიკამ. თავი გავაქნიე და ამოვისნთქე.
_მგონი დროა, ვთქვა... მეც მივდივარ, ბავშვებო. დედაჩემის ბინაში გადავალ და იქაურობას მოვაწესრიგებ... _დაიწყო რედიმ, ვხედავდი, როგორ უჭირდა._გთხოვთ, არაფერი მითხრათ. როცა მათ შევხედე, როცა ვნახე, როგორი სუფთა ცხოვრება აქვთ ელენეს და ნინაკას, მივხვდი რომ ამ ჭაობში აღარ მინდოდა... როგორმე თავს დავანებებ. ვეცდები მაინც. მე აქ ვეღარ ვიქნები, გამიგეთ..._თქვა რედიმ, მერე ტირილი დაიწყო და გარეთ ისე გავარდა, არავის შეხედა. ყველა გაჩუმებულიყო, თავები ჩაეხარათ და მეც მომენტით ვისარგებლე, რედის მივყევი და უსიტყვოდ ჩავჯექით მე და ნინაკა მის გაჩერებულ ტაქსიში. სანამ ტაქსი დაიძვრებოდა, ეზოში გამოვარდნილ სანდროს სილუეტს მოვკარი თვალი. წინ გავიხედე, ნინაკას მაგრად ჩავჭიდე ხელი და სამუდამოდ დავემშვიდობე მათ. ამჯერად სამუდამოდ.

----
რაც არის, არის.



№1  offline მოდერი bibo

რა იყო ეხა ეს ჰა სასწაული საოცრება გასაგიჭბელი ვაიმე უმაგრესი...მარა სანდრო მომწონს მე
ძალიან და არ მინდაასე დამთავრება უხ გამომისწორე ჩემო ტკბილო გოგოვ სანდუკები რა კარგია ნინაკა რაგაც სასწაული ბავშვია ...ტორტო მურაბავ ალუბალო მარწყვო ვაშლატამავ მალ მალე დადე და დიდზე დიდი თაავებიიი ჩიტო

 


№2 სტუმარი Nino

Dzaliaan magari gogo xar shen vgijdebi am istoriaze

 


№3  offline მოდერი Eleniko13

bibo
რა იყო ეხა ეს ჰა სასწაული საოცრება გასაგიჭბელი ვაიმე უმაგრესი...მარა სანდრო მომწონს მე
ძალიან და არ მინდაასე დამთავრება უხ გამომისწორე ჩემო ტკბილო გოგოვ სანდუკები რა კარგია ნინაკა რაგაც სასწაული ბავშვია ...ტორტო მურაბავ ალუბალო მარწყვო ვაშლატამავ მალ მალე დადე და დიდზე დიდი თაავებიიი ჩიტო

ჩემო საყვარელო <3
ვგიჟდები შენზე და ჩემი სტიმული ხარ.

Nino
Dzaliaan magari gogo xar shen vgijdebi am istoriaze

მადლობა დიდი <33

ello1997
Rodesac bavshvi mwevel qals uchndeba, mashinac ichens problemebi tavs da chvils dargvevebi aq organizmshi. Zedmetia laparaki narkomomxmarebelze. Rodesac orive mshobeli aqtiuri narkomania, tan heroinis... Warmoudgenelia am shemtxvevashi bavshvis cocxlad dabadeba, yvelaze uketes shemtxvevashi tu gadarcha unarshezguduli iqneba.
Rac sheexeba mtavar personajebs... Elene tavad iqca imad, rac iyo, tavad misca sababi sxvebs ase moqceodnen da sayveduri misi mxridan cota zedmeti pretenziis gamomjgavnebaa.
Shen kide dzaan kargi gogo xar da warmatebebi, sakmaod kargad wer^_^

შენმა კომენტარმა ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარა.
ჩემი საყვარელი მწერალი ხარ ამ საიტზე და მეთქი, მომეჩვენა, ელო არ წამიკითხავდა :დდ
ზუსტად ისე გაიგე, როგორც მინდა, რომ გაგეგოთ მკითხველებს.
ელენეს ბევრი შეცდომა აქვს, ბევრი ნაკლი...
მადლობა დიდი, ჩემო კარგო <33
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4 სტუმარი Teo..

Momwons gansxvavebulia.arvici vistvis rogor msgram,ratomxar mjeravs rom aleqsandre ecdeba misi cxovrebis shecvlas.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემო კარგო,აქამდე კომენტარი არ დამიწერია,ველოდი აი ამას ველოდი და აჰაა!ძალიან კარგად გყავს თითოეული პერსონაჟი დახატული,საოცრად გადმოეცი მათი განწყობა.მართალია ელენეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა,რადგან თავადაც ცუდად იქცეოდა,თუმცა მარჰალიცაა,ასე დაამცირეს,ამიტომ ვფიქრობ სწორად მოიქცა ბავშვის შემთხვევაში.თუმცა რა ვიყო ამ ადამიანურ მომენტს,სანდროც შემეცოდა.
კარგი გოგო ხარ,წარმგებები შენ და გელოდები ახალი,უფრო მსუბუქი ისტორიიით.

 


№6  offline მოდერი Eleniko13

Teo..
Momwons gansxvavebulia.arvici vistvis rogor msgram,ratomxar mjeravs rom aleqsandre ecdeba misi cxovrebis shecvlas.


მადლობა რომ კითხულობ <33

ლორელაი
ჩემო კარგო,აქამდე კომენტარი არ დამიწერია,ველოდი აი ამას ველოდი და აჰაა!ძალიან კარგად გყავს თითოეული პერსონაჟი დახატული,საოცრად გადმოეცი მათი განწყობა.მართალია ელენეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა,რადგან თავადაც ცუდად იქცეოდა,თუმცა მარჰალიცაა,ასე დაამცირეს,ამიტომ ვფიქრობ სწორად მოიქცა ბავშვის შემთხვევაში.თუმცა რა ვიყო ამ ადამიანურ მომენტს,სანდროც შემეცოდა.
კარგი გოგო ხარ,წარმგებები შენ და გელოდები ახალი,უფრო მსუბუქი ისტორიიით.


ვაიმე თათა, როგორ გამახარეე ... მგონი დღეს ზედმეტი დოზით ბედნიერი ვარ love
ჯერ არა, შემდეგ თავში დავსრულდებით მე და ჩემი შროშანები ^__^
მადლობა დიდი, დიდი, მაბედნიერებ რომ მკითხულობ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

რატომ წერ ანუ რა მიზნით ამ ისტორიას?! ეს თავი საერთოდ რა იყო ვერ მივხვდი. ფუუ, როგორ ლაპარაკობდა ეს ქალი. სანდრო თუ არაფრის ღირსი არ არის, თვითონ რაზე ეტყობა რომ რამის ღირსია. ამ თავში არაფერზე ეტყობა ამ ქალს, რომ ცხოვრებისგან რამე ისწავლა. ერთი სამყაროზე დაბოღმილი, უღირსი დედაა, ზუსტად იმ ლოგიკით როგორც სანდრო იქნებოდა უღირსი მამა თურმე.

 


№8  offline მოდერი Eleniko13

grafo
რატომ წერ ანუ რა მიზნით ამ ისტორიას?! ეს თავი საერთოდ რა იყო ვერ მივხვდი. ფუუ, როგორ ლაპარაკობდა ეს ქალი. სანდრო თუ არაფრის ღირსი არ არის, თვითონ რაზე ეტყობა რომ რამის ღირსია. ამ თავში არაფერზე ეტყობა ამ ქალს, რომ ცხოვრებისგან რამე ისწავლა. ერთი სამყაროზე დაბოღმილი, უღირსი დედაა, ზუსტად იმ ლოგიკით როგორც სანდრო იქნებოდა უღირსი მამა თურმე.


გრაფოო...
მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ ისტორია იქნებოდა ნარკომანებზე.
მათი ცხოვრება კი ერთი დიდი ჭაობია.
არ ვიცი, როგორ მივიღო შენი კომენტარი ჩემთვის, ანუ, იქნებ მე ვერ მიტან ასეთი ისტორიისთვის :დდ
ისტორია კი, ცხადია რომ არ მოგწონს.
მაგრამ მახარებ, რომ კითხულობ.
მადლობა დიდი <33
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


აი ამას ნაღდად არ მიველოდი არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა რაღაც მომენტში შემზიზღდად კიდეც მაგრამ რომ გავიხსენე თუ როგორ ცდილობდა ბავშვისთვის ყველაფერი გაეკეთებინააა.....
სანდრო?სანდრო შემწცოდა რატომღაც ძალიან შანსი უნდა მისცეს ელემ ჩემი აზრით...იმედია ამ ჭაობიდან მალე ამოვლენ და ყველანი....
თავი იყო ძალიან კარგი მომეწონა ძალიან
--------------------
romantikosi mwerali

 


№10  offline მოდერი Eleniko13

lann❤
აი ამას ნაღდად არ მიველოდი არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა რაღაც მომენტში შემზიზღდად კიდეც მაგრამ რომ გავიხსენე თუ როგორ ცდილობდა ბავშვისთვის ყველაფერი გაეკეთებინააა.....
სანდრო?სანდრო შემწცოდა რატომღაც ძალიან შანსი უნდა მისცეს ელემ ჩემი აზრით...იმედია ამ ჭაობიდან მალე ამოვლენ და ყველანი....
თავი იყო ძალიან კარგი მომეწონა ძალიან

მადლობა, ლან <33
შემდეგი თავი ეპილოგია, ანუ ვასრულებ და...
არ ვიცი, რთულია ჩემი აზრით ჭაობიდან ამოხვიდე მაშინ, როცა იქ ღრმად ეფლობი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მე აქ მხოლოდ გმირებს განვიხილავ. შენ, როგორც პიროვნება რატომ უნდა მომწონდე ან არ მომწონდე. არ გიცნობ, არ მიცნობ. საერთოდ, არაფერ შუაშია რაც შენ თქვი wink wink

 


№12  offline წევრი Pepper

ძალიან მაგრად წერ !
საოცრად.
მართალია ყველაფერი ეს ამაზრზენია თუმცა საუბედუროდ რეალურიცაა.
ელენ მგონი თვითონაც არ იცის ბოლომდე რა უნდა. საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა თვითონაც ასე რომ სანდროსთან ზედმეტი პრეტენზიები არ უნდა ქონდეს.
აი შენ კი უნიჭიერესიხარრ. და ასე გააგრძელე <3

 


№13  offline მოდერი Eleniko13

Pepper
ძალიან მაგრად წერ !
საოცრად.
მართალია ყველაფერი ეს ამაზრზენია თუმცა საუბედუროდ რეალურიცაა.
ელენ მგონი თვითონაც არ იცის ბოლომდე რა უნდა. საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა თვითონაც ასე რომ სანდროსთან ზედმეტი პრეტენზიები არ უნდა ქონდეს.
აი შენ კი უნიჭიერესიხარრ. და ასე გააგრძელე <3


მადლობა ცოტა მოგვიანებით...
მართალი ხარ :დდ ელენეც დამნაშავეა.

ello1997
Piriqit, mixaria rom ufro meti kargi mwerali chndeba saitze da imedi maq axalbedebs sheematebi. Idealuri aravinaa, aseti shemtxvevaa elenec da ufro amitom maq am personajze uaryofiti damokidebuleba. Sxvistvis xelebis shewmenda cudi gamosavalia... Tavad sheuertda amat, miuxedavad mati winaagmdegobisa da pretenziebi ar unda gqondes. Rogor garemoshic xar, igives igeb

Xo kide, sataurma momxibla saocrad. Amitom kide erti diidi pliusi shen)):*

Xo kide, sataurma momxibla da amitom kidev erti diiidi pliusi shen^_^


დიდი მადლობა კისევ ერთხელ <33
ოო, ახალბედობაზე რა ვიცი... სიმართლე გითხრა, არ მაქვს იმედი და არ მგონია რომ.. :დდ <33
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent