შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [12]


12-03-2016, 21:21
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 592

იმ ღამეს რედი ჩვენთან დარჩა.
ნინაკა ოთახში შევიყვანე, ახალ საწოლზე ჩამოვაჯინე და მის წინ დავიჩოქოქე, მერე კი ხელები მუხლებზე დავაწყვე.
_დედო, აქ კარგია. არ ინერვიულო, მე მომწონს_გამიღიმა ნინაკამ და მის ჩაჩხვლეტილ ლოყაზე მეც გავიღიმე.
_მინდა რომ ხვალ რამდენიმე ჩემი მეგობარი გაგაცნო, თუმცა მათთან ახლა ვეღარ გავაგრძელებთ ურთიერთობას. ჩვენ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, და ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებით_ვუთხარი მე და ღრმად ჩაისუნთქე. ნინაკამ თავი დამიქნია.
_გეძინება?_ვკითხე მე, თან მის უკან ბალიში გავასწორე
_მეძინება, მაგრამ რედისთან ერთად ვიქნები რა_თვალები დამიფახუნა და თავი დახარა, შემდეგ კი ქვემოდან ამომხედა.
_მოდი ახლა დაიძინე. რედი ხვალაც იქნება, ზეგაც და სულ_თვალი ჩავუკარი მე და ჩემოდანს გავხედე. მისი საღამურები იქ იყო, თუმცა ჩემოდანს ახლა ვერ ამოვალაგებდი. რედის მელოდებოდა მისაღებში.
_კარგი. მე მოვძებნი ჩემს პიჟამას და შემოგიტან_მითხრა მან, ლოგინიდან წამოდგა და ჩემოდანი გახსნა. სამი წლის ბავშვი იყო, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი, ეს კი მაშინებდა... მისი მეტყველებაც კი ისეთი დახვეწილი იყო. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობდით, იშვიათად გერმანულად. ამიტომ არ იცის გერმანული, ქართულს კი “სხლავს”. რამდენიმე დღეში, როცა დავლაგდები ბაღში შევიყვან.
_კარგი დე, შემომიტანე და ჩაგაცმევ_ვუპასუხე, თუმცა ჩემოდანში მოხეტიალეს სულ არ ესმოდა ჩემი.
ოთახი დავტოვე და რედისთან შევედი. დივანზე იჯდა, ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში და ტუჩს იკვნეტდა. შევხედე და სევდიანად ჩავქინდრე თავი.
_ღმერთო, ახლაც არ მჯერა_მითხრა რედიმ აკანკალებული ხმით და სახეზე ხელისგუი მოისვა. მის წინ, სავარძელში მძიმედ ჩავეშვი და ღრმად ამოვიოხრე.
_ხვალ ვაპირებ ყველა გავაცნო_ვთქვი მე
_სანდრო’ც?_შეშფითებულმა უეცრად ასწია თავი და ამომხედა.
_ეგ განსაკუთრებით_მწარედ ჩავიცინე
_გთხოვ, ჯერ აუხსენი და მერე... თანაც ის... ძალიან შეცვლილია, გაუარესებული და... ელენე, გთხოვ, გაუგე_ამოიოხრა მან.
_რას გულისხმობ?_ვკითხე მშვიდი ხმით და გავუღიმე. უკვე აღარაფერი გამიკვირდებოდა, გეღარავინ მატკენდა.
_გაბოროტებულია. ახლა უკვე დიპლომიანი პოხუისტი ნარკომანია_ხუმრობას ეცადა და სულ ძალით გამიცინა.
_ადრე ხომ, რას ამბობ არ იყო..._წარბები მაღლა ავწიე და ჩავიცინე
_მოდი, დავურეკოთ და მოვიდეს რა...ყველანი მოვიდნენ_იმედიანად შემომხედა რედიმ. თავი გავაქნიე.
_ხვალ რედი. ახლა მეც დაღლილი ვარ, მითუმეტეს ნინაკა_ვუპასუხე და სწორედ ამ დროს შემოვიდა ნინაკა, ხელში კი თავისი საღამური ეჭირა. გავუღიმე და ჩემსკენ მომავალს ხელები გავუშალე.
ჩემს ფეხებშორის მოთავსდა, პიჟამა კი გვერდით გადადო.
_დე, რაღაცაზე ვფიქრობდი_მითხრა და ტუჩი მოიკვნიტა
_გისმენ დედუ_ვუთხარი თბილი ხმით და დაკვირვებით შევხედე დასერიოზულებულს.
_რომ მითხარი, ხვალ უნდა გაგაცნო ჩემი მეგობრებიო_ცოტა ხნით შეჩერდა და თვალები ძირს დახარა_მამას გამაცნობ?
სუნთქვა ლამის შევწყვიტე, თვალები დავხუჭე და პირი ოდნავ გავაღე ამოსასუნთქად. რედიმ ხმამაღლა ამოიოხრა და ნაბიჯებით მივხვდი, რომ აივანზე გავიდა. თვალები გავახილე და ნინაკას გავხედე, რომელიც აუღელვებლად მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა.
_ნინაკა, მგონი უნდა ხვდებოდე, რომ მამაშენი ძალიან კარგი არ არის_ვუთხარი და მისგან თავის დაქნევის შემდეგ გავაგრძელე_თუმცა მაინც მამაშენია და შენ გაქვს უფლება, იცნობდე. ასევე, მასაც. ხვალ გაიცნობ მას, მაგრამ შეიძლება ისე თბილად და კარგად არ მოგექცეს, როგორც მე ან თუნდაც რედი. მამაშენი განსხვავებულია.
_ის ცუდია?_მკითხა ფრთხილად, პარალელურად ჯინსის შარვალი დაბლა დაქაჩა და გაიხადა. პიჟამას შარვალი მივაწოდე, მან კი სწრაფად ამოიცვა თეთრი პიჟამა.
_არა, ცუდი არ არის. ცუდი არავინაა ნინაკა. უბრალოდ სხვანაირია, მისნაირს ჯერ არ შეხვედრილხარ. ცოტათი რთული ხასიათი აქვს
_ექიმმა რომ თქვა?_მკითხა მან
_რა თქვა ექიმმა?_ვერ მივუხვდი მე. ზედაც მალე გადაიძრო, შემდეგ კი მოვარდისფრო საღამური გადავაცვი, რომლიც ქუდსაც კურდღლის ყურები ება და საყვარლად ჩამოკიდებოდა.
_აი მაშინ, ჟანა ექიმმა რომ გითხრა ჩემზე, რთული და უცნაური ბავშვიაო_გამიღიმა. ისე სევდიანად გამიღიმა, რომ რაღაც ჩამწყდა გულში.
_დედუ, შენ არ ხარ რთული. შენ საუკეთესო ხარ, შენ ხარ ჩემი სიცოცხლე_ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და მისი ტანსაცმლის კეცვა დავიწყე, ამ დროს კი რედი შემოვიდა ოთახში და სიგარეტის სუნი შემოიყოლია. საყვედურით სავსე თვალებით გადავხედე და თავი გავაქნიე.
_ახლა შენ წადი, დაიძინე_თვალი ჩავუკარი ნინაკას და დაკეცილი ტანსაცმელიც გავატანე. როგორც კი გავიდა ოთახიდან, რედის მივუბრუნდი.
_რა იყო?
_რადა, აქ არ ვეწევით!
_ოო-ჰო! გამოსწორდი?
_მეჩვენება, თუ ცინიზმით მკითხე?
_არ გეჩვენება
_რამე არ მოგწონს რედი?_გაღიზიანებულმა ვკითხე მე
_ხო!
_კარი იცი სადაცაა_ირონიულად ვუთხარი, მერე კი ფეხი ფეხზე გადავიდე
_ელენე... მაპატიე, უბრალოდ არ ვიცი, ძალიან ვარ დაბნეული. სანდროს როგორ უნდა ვუთხრათ?
_სანდროს? ჩვეულებრივად. ნინაკას ესმის ის, რომ სანდრო გერასდროს გაუწევს მამობას და ამ ფაქტს შეგუებულია, მას არასდროს უოცნებია არაჩვეულებრივ და მზრუნველ მამაზე.
_გაიზრდება, ნინაკა გაიზრდება და მამა აუცილებლად დასჭირდება. მასზე ა. ფიქრობ? ბაღში მამა რომ მიაკითხავს სხვას, ან თუნდაც სკოლაში...
_მოიცა რა! ნინაკა სხვებს არ გავს, ის არ ჩავარდება დეპრესიაში იმის გამო, რომ მამამისი ნარკომანია და არაკაცი
_და სანდროზე რას იტყვი? ის მამამისია და ნინაკა მისი შვილიცაა.
_მას არ უტარებია ნინაკა ცხრა თვე მუცლით, მას არ ქონია ლომკა ყოველ დღე, მას არ უყვირია, არ უწივლია, არ ტკენია და არ გამოსწორებულა! დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნოდა, მომაშორებინებდა
_მაგრამ ელენე..
_გთხოვ, არ გინდა_გავაჩუმე და გავუღიმე
_ვიცი, მართალი ხარ მაგრამ მაინც არ უნდა მოქცეულიყავი ასე
_ეს უკვე მოხდა. ასე უკეთესია, დამიჯერე.

მე და რედიმ გათენებამდე ვილაპარაკეთ. ყველაფერზე, რაზეც კი საუბარი შეიძლებოდა. მან მომიყვა ლუკაზე, ნიკაზე, ნოეზე, ნინიზე და სანდროზე, მე კი ნინაკაზე და ჩემს ცხოვრებაზე მოვუყევი. უცებ ტელეფონმა დარეკა და რედიმ სასწრაფოდ გამოურთო ხმა, მეორე ოთახში ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა.
ეკრანს დავხედე. ნიკას სურათი მიმზერდა
_გისმენ_აიღო და სპიკერზე დააყენა
_სად ხარ?
_ყანაში
_მანდ რა გინდა?
_მიწას ვთოხნი!
_კარგი რა, რედი. მართლა, სად ხარ?
_მე... რა შენი საქმეა
_ჯანდაბა, ვიცი რომ ელენე ჩამოვიდა_მის ამ სიტყვებზე გამეღიმა
_როგორ ხარ ნიკუშ?_ჩავძახე ტელეფონში და რედის გავუცინე
_ელენეეეე_დაიკივლა ყურმილს იქით ნინიმ, აშკარათ ხმამაღალზე ქონდა ნიკას ჩართული. მერე მსხვრევის ხმაც გავიგე. ღმერთო, დრო გადის, თუმცა არა ყველასთვის. ისინი არ შეცვლილან.
ალბათ ათი წუთი, სრული სიჩუმე იყო. ტელეფონში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სუნთქვა ისმოდა. ბოლოს რედის ამოუვიდა ყელში, წითელს გადაუსვა და ტელეფონიც გამორთო.
_დავიძინოთ რა_მითხრა მან, თვალები დახუჭა და დივანის საზურგეს მიადო თავი. მინდოდა ოთახში წამეყვანა, თუმცა უკვე ჩასძინებოდა.
ავდექი, ნინაკას შევუხედე და როცა მისი დახუჭული თვალები და მშვიდი, მძინარე სახე დავინახე მეც დამშვიდებული შევედი ჩემს ოთახში და ლოგინზე ტანსაცმლიანად დავემხე, თვალები დავხუჭე და ძილს მივეცი თავი.


ტაქსი ნუცუბიძეზე გაჩერდა. გულმა ჯერ ფეთქვა შეწყვიტა, მერე ერთიანად აინაზღაურა და ბოლოს ისევ დაწყნარდა. ნინაკა რედიმ აიყვანა, მე კი ჩანას დავავლე ხელი, მძღოლს გადავუხადე და რედის უკან მივყევი.
სახლთან გაჩერებულს უკან მობრუნების სურვილმა ათასჯერ გამიელვა თავში, თუმცა როცა ნინაკამ სამჯერ დააჭირა ზარის ღილაკს ხელი, მაშინვე გვერდით ამოვუდექი მათ და ნინაკა ძირს დავსვი, ხელი კი მაგრად ჩავჭიდე.
კარი მძიმედ გაიღო, შემდეგ კი ზღუბლზე ნოეს სხეული გამოჩნდა. ბიჭმა ჯერ თვალები დაახამხამა რამდენჯერმე, მერე სიცილი აუტყდა და მაგრად მომეხვია. როგორც კი მომშორდა, რედის ესროლა მკვლელი მზერა.
_ნუ მიყურებ ეგრე_შეუღრინა რედიმ
_აბა როგორ გიყურო?
_ვაბშე არ მიყურო_ენა გამოუყო და სახლში შევიდა. უცებ უკან მოიხედა და ნინაკა წამში ისე აიტაცა ხელში, გააზრება ვერ მოვასწარი რას აკეთებდა.
_რედი_დავიყვირე და სირბილით ჰოლში შესულს უკან ავედევნე. იქ მისული კი ადგილზე გავშეშდი და ხელები ძირს ჩამოვუშვი. ნინაკა როგორც კი ძირს დასვა რედიმ, ოთხივემ მასზე დაიწყო მიშტერება და ბავშვიც თვალებით ბურღავდა თითოეულს. მისი მკაცრი, მშვიდი მზერა ნებისმიერს აგრძნობინებდა თავს არარაობად. “ჩემი შვილია”-გავიფიქრე და ამაყად გამეღიმა. სანდრომ ამომხედა. მის კალთაზე დასკუპებულ გოგონას შევხედე და სიცილის შესაკავებლად ტუჩები მოვკუმე. სანდრო მართლა შეცვლილა. უფრო სიმპატიურია, მაგრამ თვალები სრულიად უემოციო, უმეტყველო და ჩაწითლებული აქვს, სახე კი ცოტათი გაფითრებია. აი სხვები კი, ისევ ისეთები არიან, როგორებიც ადრე. მხოლოდ ნინი შეცვლილა, ისიც მათნაირი გამხდარა.
_ღმერთო_პირზე ხელი აიფარა ნინიმ
_მისმინეთ_ჩემს მაგივრად დაიწყო რედიმ_ჯერ ზედმეტი ადამიანისგან განვთავისუფლდეთ, და მერე აგიხსნით ყველაფერს.
სანდრმ გოგონას ზურგზე უბიძგა, ის კი უკმაყოფილო სახით და აწეული წარბებით წამოდგა და უთქმელად გავიდა ოთახიდან, შემდეგ კი სახლის კარიც მიიხურა. ნიკა რედისთან მისულიყო და მე მიყურებდა.
_ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე_ვთქვი მე_ეს ნინაკაა. ნინაკა, ეს ლუკაა, ეს ნინი, რედის გვერდით რომ დგას ეგ ნიკაა და ეს კი, სანდროა_ვთქვი მე, ბავშვის წინ ჩავიმუხლე და გავუღიმე
_გამარჯობა ნინაკა_თქვა ლუკამ, ხმა გაბზარვოდა. ამათ ნეტა გრძნობები საერთოდ გააჩნიათ?
_და ჩვენთან რა კავშირშია შენი შვილი?_მკითხა სანდრომ გაყინული, უემოციო ხმით. ღმერთო, რა ნაბი,ჭვარია. უფრო მეტად, ვიდრე ადრე. ხმამაღლა გამეცინა და სანდროს შევხედე.
_შენთვის არმგონია მნიშვნელობა ქონდეს, მაგრამ იცი სანდრო, ის შენი შვილია_ვუთხარი მე ირონიით. ოთახში სუნთქვა ყველამ შეწყვიტა, მხოლოდ ნინაკამ ამოისუნთქა ღრმად, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სანდროს წინ დადგა, ნიკაპი მაღლა ასწია და თვალებში ჩააშტერდა. ახლა ყველა მათ უყურებდა. სანდრო ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე, ხელი ასწია და ხელისგული ნინაკას ლოყაზე დადო. ამაზე ბავშვმა უკან გადმოდგა ნაბიჯი და ჩემსკენ გამოიქცა. ორივე ხელი მოვხვიე და ნიკაპი თავზე დავადე.
_არაფერია დედუ, დაწყნარდი. მას მხოლოდ მოფერება უნდოდა_ვუჩურჩულე, თუმცა მაინც ყველა გაიგებდა. სანდრომ ამოიგმინა, თავზე ორივე ხელი მოიჭირა და თვალები დახუჭა.
_მას არ მოვწონვარ_მითხრა ნინაკამ. გამეღიმა, სანდრომ კი უკვე ლარნაკი დაამსხვია და ამაზე შეცბუნებულმა ბავშმა უფრო მაგრად მომხვია ხელები. წამოვდექი, ნინაკაც ავიყვანე და გასასვლელისკენ წავედი.
_არ წახვიდეთ_გამტყდარი ხმით, ხმადაბლა თქვა სანდრომ და ზურგით შებრუნებული ვგძნობდი მის მზერას.
_თუ არ მორჩები ისტერიკას და შეწყვეთ ბავშვის შეშინებას, ცოტა ხნით კიდევ დავრჩები. თუმცა ჩემი შვილი შენთან რა კავშირშია?_გავიხსენე მისი სიტყვები და ირონიულად გამეცინა.
_პირდაპირ კავშირშია_მითხრა სანდრომ_მაპატიე...
_არაკაცობაზე ბოდიშს არ იხდიან. რა ვქნათ, ასეთი ხარ_მხრები ავიჩეჩე, შემდეგ კი ნაბიჯი კვლავ გადავდგი კარისკენ.
_დე, ვიყოთ რა..._მთხოვა ნინაკამ, მე კი ძირს დავსვი ის და ამოვიოხრე. შევბრუნდი, ნინი ჩვენსკენ წამოვიდა, ჯერ მე მომხვია ხელები, მერე ნინაკას შეხედა ფრთხილად და ალბათ მისი წეღანდელი რეაქციით შეშინებული, როცა სანდრო ლოყაზე მოეფერა, შეხება ვერ გაბედა.

ვიდრე ყვავიან შროშანები [12]


ჰეჰ...
მეტს და სხვანაირს ვერ ვწერ.
ასე მეწერინება რა.



№1 სტუმარი blur

vgijdebi am istoriazee ... male ra eleniko gtxovv

 


ძალიან ძალიან მომეწონა მალე დადე რაა ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ <3 მომწონს მომწონს და მომწონს! მალე მალე დადე <3

 


№3  offline მოდერი bibo

აქ ვარ ტკბილო მურაბა უბრალოდ დასწრება კომპთანჯდომაზე სოფელში ვარ და მაგიტო ვერ ვდებ ყველგან წაკითხვა და კომს ვერ ვასწრებ ერთ ერთს ვასწრებ და :დ უმაგრესი ხარ მარწყვო მურაბააა მაყვალოოო ვაპრენ მე ამათზე სასწაული წყვილია იმედია გამოკეთდება სანდრო და ყველაპერი კარგად დამთავრდება და იქნება კაი ოჯახიიი მომწონს მე ესენი სასწაული ხარ შენ საოცრება ტორტი მარწყვი ალუჩაა ალუბალი

 


№4 სტუმარი Anna

კომენტარიchemi sityvebi zedmetia ukve saocqeba xar!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent