შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი გველი (თავი1)


16-03-2016, 18:12
ნანახია 2 112

თვითმფრინავში იჯდა და ერთ ადგილზე ცქმუტავდა. არ შეეძლო მშვიდად გაჩერება და ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში პირველად არ მგზავრობდა, აფრენისას მაინც რაღაცნაირად გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. კიდევ კარგი პირველი კლასის ბილეთი აიღო, და თვითმფრინავის სალონშიც შესაბამისად ცოტა ხალხია
, თორემ საერთოდ არ ჰქონდა თავი ეკონომკლასით მგზავრობის, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე რამით მეტი მიაჩნია საკუთარი თავი, არამედ იმიტომ, რომ ეფიქრა რა იქნებოდა მერე. დიახ! შემდეგ, როცა თვითმფრინავიდან ფეხს გაუცხოებულ მიწაზე დადგავდა, იცოდა, რომ ერთი შეხედვით მშვიდი ცხოვრება ისევ აერეოდა... ბრუნდებოდა ქვეყანაში, სადაც ღმერთმა ყველაფერი უბოძა, მაგრამ ერთ დღეს თითქოს ავანსის სახით უკან წაართვა. მხოლოდ ბიძა, ბიცოლა და ბიძაშვილი დარჩა და კიდევ ტყუპისცალი ძმა, რომელიც მამამ ძალით გამოგლიჯა ხელიდან. ალბათ თქვენ, ჩემო მკითხველებო უამრავი კითხვა დაგიგროვდათ, თუ ვისზეა საუბარი, რა მოხდა და ა.შ... მე კი ერთს ვიტყვი: გზა ვაშინგტონიდან თბილისამდე საკმაოდ გრძელია, ამიტომ შეძლებისდაგვარად მოგიყვებით გოგოს შესახებ, რომელიც მოსიარულე დეპრესიაა ყალბი ღიმილით. მაშ ასე, მე ვიწყებ...
-დეე დეე დედააააა.....- გაბმულად გასძახოდა დედამისს მეორე ოთახში- დედაა....
- რახდება ანაბელ, დედი...
- სწრაფად ავდგეთ, დაგავიწყდაა დღეს მუსიკალურში კონკურსია...
- არ დამვიწყებია ანაბელ. მიდი, მოემზადე მე მანამდე შენ ტყუპისცალ გავაღვიძებ...
-რა ამბავია, რა ხდება??- ოთახში გაბრაზებული ნუგზარი შემოვარდა- სასწრაფოდ გააჩუმე ეგ წანკლა ბავშვი, ატანა არ მაქვს...
- ნუგზარ!-ხმა გაიმკაცრა თინიკომ- როგორც შენ ეძახი ეს წანკლა ბავშვი შენი შვილია..
- მე მხოლოდ ერთი შვილი მყავს და მას ალეკო ჰქვია...-ამაყად გაიჯგიმა ნუგზარი...გაურკვევლობაში რომ არ დაგტოვოთ ჩემო მკითხველნო გეტყვით, რომ ანაბელ ბაზაევას მშობლები საკმაოდ მდიდარი და განათლებულები იყვნენ. მაგრამ ნუგზარი მაინც განსხვავებული იყო, ყოველთვის უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა, მაგრამ როდესაც თინიკოს უთხრეს, რომ გოგო ეყოლებოდა, ნუგზარმა მისთვის ნაყოფის მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და თან ძალიან საშიშიც. ამიტომ ანაბელი მუცლიდანვე შეიძულა. მაშინ, როდესაც გაიგო, რომ ანაბელის ტყუპისცალი ჰყავდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. სამშობიაროშიდაც მხოლოდ ალექსანდრე აიყვანა ხელში. ანაბელს კი ზედაც არ შეხედა " მე მხოლოდ ჩემი ვაჟკაცის გამო მოვედი ააქ"... მას შემდეგ ყველგან ალექსანდრეს აჩენდა, საუკეთესო ნივთები ყოველთვის ალექსანდრეს ჰქონდაა, ბაღშიც მხოლოდ ალექსანდრეს აკითხავდა, ანაბელს კი ტოვებდა და მასწავლებლებს ეუბნებოდა "დედამისი მოაკითხავს", სკოლა?? სკოლა საშინელი ტანჯვა იყო მისთვის... ანაბელი ალექსანდრეზე ბევრად კარგად სწავლობდა, ნუგზარი კი ამის გამო ხშირად სცემდა "რაც არუნდა მოინდომო მაინც პატარა ნაბიჭვრად დარჩები, რომელიც ჩემი ბიჭის ფეხის ფრჩხილადაც არ ეღირები"... სწავლასთან ერთად ანაბელს საუკეთესო მომავალი ჰქონდა მუსიკაში, არაჩვეულებრივად და სულში ჩამწვდომად მღეროდა და უკრავდა როიალზე. მაგრამ, ნუგზარი არც ერთ მის წარმატებულ დღეს არ დასწრებია.. მიუხედავად ამისა მას ერთხელაც გაუვლია გულში მისი სიძულვილი... არც მამის და არც მისი ტყუპისცალის, რომელიც დედასავით განიცდიდა ანაბელის ჩაგვრას...მაინც უყვარდა ნუგზარი ისეთი როგორიც იყო, არ შეეძლო უარი ეთქვა მასზე, რადგან ეგონა, რომ გულის სიღრმეში მამას ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ მოსაზრებას ყოველი ახალი დღე ნელ-ნელა ფერს უკარგავდა...
- ანაბელი ალეკოს ტყუპისცალია...-კიდევ უფრო მკაცრად წარმოსთქვა თინიკომ...
- მერე რა, შენთვის დამითმია...
- დედიი მე უკვე მზად ვარ, ალექსანდრე გააღვიძე??
- კიი ანაბელ, წავედით...
- კარგად მამა... - უნდოდა ჩახუტებოდა და წარმატრბა ესურვებია, მაგრამ როდესაც მისკენ გაიწია, ცივად შებრუნდა და ალექსი ჩაიკრა გულში
- მამას სიამაყევ, აბა შენ იცი...
გზა მუსიკალურამდე საშინლად გაიწელა, მოღრუბლული იყო და ალბათ იწვიმებდა კიდეც.. ალბთ ყველა და ყველაფერი გრძნობდა მოსალოდნელ საშიშროებას... ცოტა რამ ახსოვს იმ დღის შესახებ, ისიც ბიძის დახმარებით... მანქანა სველ ასფალტზე მოცურდა და დიდი სისწრაფით შეასკდა ჯებირს... ნათლად ახსოვს ააავადმყოფოს სცენა, როდესაც ექიმი გამოვიდა და ნუგზარს უთხრა, რომ თინა ახვლედიანი-ბაზაევა გარდაიცვალა, ალექსანდრეს მცირედი ტვინის შერტევა აქვს, ხოლო ანაბელს კი საერთოდ არაფერი მოსვლია... ოოო.. მაშინ უნდა გენახათ ნუგზარის გაცეცხლებული სახე, ნაპერწკლებს როგორ ყრიდა და როგორ უყურებდა კუთხეში აწურულ ბავშვს
- შენი ბრალია დედაშენის სიკვდილი, შენი ბრალია, რომ ალეკო ახლა ამ დღეშია, შეენნ.. შენნ წაიყვანე რაღაც სისულელეზე... შე პატარა ლაწირაკო, მათხოვტობაში ამოგხდება სული... - ნუგზარი ბავშვს გამეტებით ურტყავდა..
- რას აკეთებ ნუგზარ, ის ხომ ჯერ ბავშვია, რა მისი ბრალია ეს ყველაფერი- მოქნეული მუშტი მისმა ძმამ, შალვამ დაუკავა.
- ნუ იცავ შალვა, თუ ასე შეგტკივა გული, ადექი და შენ წაათრიე, მისი დანახვაც კი არ მინდა.
- ამ ყველაფერს ინანებ ნუგზარ, მე გპირდები, რომ განანებიებ.. მე არ ვიყო კაცი, თუ ანაბელის ასეთ დღეში ჩაგდება გაპატიო-გაცაცხლებულმა შემოხვია ბავშვს ხელები და გულში ჩაიკრა...
მას შემდეგ მამის მაგივრობას ყოველთვის შალვა უწევდა, შალვას ეძახოდა მამას, ზეკოს კი დედას... იმ დღის შემდეგ არავის უნახავს არც ნუგზარი, არც ალექსანდრე.. ისიც კი არ იცის ცოცხლები არიან თუ არა. ღმერთის წყალობით კარგად სწავლობდა და სასწავლებლად ამერიკაში გაგზავნეს... იმ ამბის შემდეგ 12 წელი გავიდა, 7წელი კი რაც საქართველოში ფეხი არ დაუდგამს... საქართველოდან რომ წავიდა სულ რაღაც 16 წლის იყო... ბევრს სწავლობდა და თანაც კარგად, საბოლოოდ მისი შრომა დაფასდა და ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლება შესთავაზეს... ისწავლა, იშრომა და საუკეთესო ფსიქოლოგი გამოვიდა... რათქმა უნდა მუსიკისთვის თავი არ დაუნებებია, უკრავდა სულ, ყველგან და ყოველთვის, არ არსებობდა ღონისძიება, სადაც ანაბელს თავი არ გამოეჩინა... დიახ! ანაბელი წავიდა და წავიდა. წავიდა და მშვიდად ცხოვრება დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ეცადა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ევროპა შემოვლილი ჰქონდა, იმყოფებოდა უამრავგან გაცვლითი პროგრამით თუ დასასვენებლად, ერთხელ მაინც არ ჩასულა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, ყოველთვის ბიძაშვილი ჩამოდიოდა ხოლმე მასთან და რამდენიმე მეგობარი... ახალაც ესიკვდილებოდა დაბრუნება, მაგრამ რაქნას, ერთადერთ ბიძაშვილს პირადად უნდა მიულოცის ბედნიერება... დაღლილობამ, ფიქრმა და ცრემლებმა თავისი ქნეს და მაინც ჩაეძინა, მხოლოდ ვიღაცის მხარზე შეხება იგრძნო
- გოგონი, თვითმფრინავი ეშვება, ღვედი შეიკარით..-მზრუნველად მიმართა ანაბელა. ჼმადლობის ნიშნად მხოლოდ გაუღიმა.. ისევ ფიქრებში წავიდა, უყურებს ახლა ამ არაჩვეულებრივ ცოლ-ქმარს და ბედნიერება გულში ეღვრება, როდესავ ქალის გამობურცულ მუცელს მოჰკრა თვალი უცებ სახე გაუნთდა
-უკაცრავად რამდენი თვის ორსული ხართ??
- 6 თვის..- სანდომიანად გაუღიმა ლამაზი გარეგნობის გოგომ...
- გოგოა თუ ბიჭი??-აღტაცებული საუბრობდა, აშკარად ხასიათი გამოუკეთდა...
- მამიკოს პრინცესაა, ხო მაა...ერთი სული მაქ როდის გამოხვალ მაა რომ გემრიელად ჩაგეხუტო..
თვალები ცრემლებით აევსო, გაახსენდა წარსული, ვინ იცის რამდენჯერ უნატრია, რომ ნუგზარს ასე ჰყვარებოდა, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა...ობოლი ცრემლი მოიწმინდა და გაკვირვებულ წყვილს გაუღიმა..
-ხომ კარგად ხართ....
- ანაბელ, ანაბელი მქვია...
- სასიამოვნოა, ეს ლიკაა, ჩემი მეუღლე, მე კი თორნიკე, აქ კი ჩემი ცქნაფა ლიზაზუა...
- ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, კი მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რატომ მგზავრობთ??
- იცით?-მორიდებულად დაიწყო საუბარი, - ჩემი და თხოვდება, ამიტომ ამ მნიშვნელოვან მომენტში მასთან უნდა ვიყო... ხოო აქ კიდევ თორნიკეს ძმა დემნაა, რომელიც ეკონომ კლასით მგზავრობს.
- რატომ??
- უჯიშოა და იმიტომ- მხიარულად გამოეხმაურა თორნიკე..- წუთის წინ რატომ აღელდი??-მტკივნეულ თემას მიუბრუნდა ლიკა..
- იცით... მე.. მმმ..მეეე.. არ შემიძლია ამაზე საუბარი, ალბათ ოდესმე კიდევ შევხვდებით და მერე აუცილებლად მოგიყვებით ყველაფეტს..- აცრემლებულმა ხელი დაავლო ბარგს და კარებში გავარდა..
თითქოს ყველა მოგონება ერთად მოაწვა. ყველა ტკივილი იგრძნო და ჩაუღრმავდა მათ არსს... მაგრამ მაინც ყველაფერს მონატრებამ გადაუსწრო, მონატრებამ იმ ხალხისა ვინც მთელი გულით უყვარდა.. ფართო სამეგობრო წრე ყავდა, მიუხედავად მანძილისა ყველასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.. ახლაც ექსკავატორის კიბეებზე იდგა და აცრემლებული უყურებდა მის დიდ ოჯახს.. როგორ უნდოდა ალექსანდრეც ქვემოთ ყოფილიყო და მაგრად მოხვეოდა, ეთქვა უამრავი საალერსო სიტყვა, ესაყვედურა, რომ აქამდე არ ინება და არ ჩამოვიდა მის სანახავად, მაგრამ ეს მხოლოდ კარგი და სასურველი აბსტრაქცია იყო, რომელიც ალბათ არასდროს ასრულდებოდა...
ყველას სათითაოდ გადაეხვია და გულთბილად მოიკითხა...
-მამა, დედა, დათოოოო, როგორ ხართ...
-ანაბელ.. მთელი გულით გულში იკრავდა დათო მონატრებულ ბიძაშვილს...-როგორ მომნატრებიხარ ჩემო ფერია, ჩემი ქინდერი, როგორ მომნატრებია...- ლოყებს მონაცვლეობით უკოცნიდა...
-კარგიი ხოო გამოდი აქეთ გვაჩვენე ჩვენი ბელუკა, ჩვენც მოგვენატრა...- ერთხმად ატეხეს ბავშვებმა... ყველაფერი რომ მორჩა სახლებში გადანაწილდნენ... სახლი.. დიდი ხანია არ უგრძვნია ამ სიტყვის შინაარსით ტკბობა, როგორ უნდოდა იიქ ყოლოდა ყველა, და არასდროს დაბრუნებულიყო ამ ქვეყანაში მაგრამ ერთადერთი დათო თუ ჩავიდოდა ხოლმე ნატასთან ერთად და ისიც ორი სამი დღით...
- დაათ, შენი მიჯნური სადაა არუნდა გამაცნო????-სერიოზულად კითხა და სიცილისგან გადახურებულ დათოს თვალი მოავლო...
- ჩემი მიჯნური ახლა აეროპორტშია და მის დას ხვდება...
- მერე შენ იქ არ უნდა იყო??
- მე ჩემს დას დავხვდი, ის თავისას, უიი ისე, ისენიც ვაშინგტონიდან მოფრინავდნენ...
-არვიცი, მე პირველი კლასით ვიმგზავრე...-მხრები აიჩეჩა და დასაძინებლად წავიდა...
რამოდენიმე დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა. თათულიც გაიცნო, მომავალი სარძლო.. ძალიან მოეწონა, მაშინვე დაინახა ისსს, რასაც ყველა ადამიანში ვერ ხედავდა-ბედნიერების მომტანი ნოტა-....
დილით ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა, ძლივს მიეჩვია ქართულს დაღამება-გათენებას და ახლა ვიღაც ძილს უფრთხობს...
-ჰმმმმ.....-საცოდავად ამოიზმუვლა ძილისგანნ...
- ადე მულო ადეე ... კაბაზე გამყევიი, თორე მომადგა ქორწილი კაარს და როგორც ბებიაჩემი იტყოდა მომიწევს მართლა თეთრ "ზანავესკაში" გახვევა...-ამის გაგონებისას კი ღიმილი ვერ შეიკავა, არა რა.. მაინც როგორ ამხიარულებს ეს გოგო...
- კარგი თათული... მოვემზადები და გამომიარე...
- აუუუ მულოო მარიონელაში ვარ მე უკვე და აქ მოდი პირდაპირრ რაა ფლიიიზზ...
-ოხ რძალო რძალოოო.. კარგი ხოო...
-მმმ მიყვარხარ მულიკოო..
-მეც რძალუკა..-არხეინად ჩასძახა და გათიშა.., სწრაფად მოემზადა, დილის პროცედურები ჩაიტარა, თეთრი კოჭზე მომდგარი ჯინსი, ლურჯი შიფონის მაისური და თეთრი ბენ სი მონები ჩაიცვა, მაკიაჟი ძალიან მკრთალად გაიკეთა და რათქმაუნდა თავისი ვალენტინო იპკურა, წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოიშალა, სევდიანად დახედა მისი ძმის ფოროტოს.. -მაინც გიპოვი, შენს თავს გეფიცები- ნაღვლიანაფ გაიღიმა და ოთახიდან გავიდა..
-დეეე...მააა..,დათ მეგავდივარ რძალუკამ დამირეკა კაბა უნდა ვიყიდოთ...
-მოდი შვილი ჭამე მაინც...-სამზარეულოდან გამოვარდა ზეკო..
- არმინდა დეე მაგვიანდება..
-არ მაინტერესებს გინდა თუ არა, ისედაც ამდენი წელია წესიერად არ გიჭამია, შეხედე შენს თავს რასგავხარ, მხოლოდ ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი...
-აუ დეე...
-არ მაინტერესენს-თქო ანაბელ..-წარბები შეკრა ზეკომ
-მაა ხოიცი როგორ მიყვარხარ??
-აბა ეხლა ესკუპე და სკამზე დადე ერთი ადგილი სანამ ძალით გაჭამე-ოთახში შუბლშეკრული შემოვიდა დათო...
-შვილო ზეკო და დათო მართლები არიან, ახლა გჭირდრბა შენ ენერგია...
- კარგი რა შალვა შეენც??
- მე "ც" ვარ??
-ჩემი მამიკოო, როგირ მიყვარხარ თუიცი?-კალთაში ჩაუხტა და კოცნით დაახრჩო..
-ჰმ, ვიღას ახსოვს აქ გვარის გამგრძელებელი-ვითომ ნაწყენმა დათომ, ზეკოს და ერთმანეთზე აკრულ "მამა-შვილს" ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა..
-ჩემი ოჯახი ხართ,ჩემი სიცოცხლე, თქვენ რომ რამე დაგემართოთ მოვკვდები...-ანაბელის თავზე ჩურჩულებდა დათო..
-დაათ.-სიჩუმე დაარღვია ანაბელმა
-გისმენ ბელუკა.
-ალექსანდრეს ხომ მაპოვნინებ?-ცრემლიანი თვალები შეანათა ბიძაშვილს.
- აუცილებლად ბელლ აუცილებლად, ვიპოვნით და ყველა ერთად ვიცხოვრებთ..
-მიყვარხარ.
-მეც დაიკო..-ამ ყველაფერს კი თვალცრემლიანი ცოლ-ქმარი ჩუმად ისმენდა და ერთმანეთს ეკვროდნენ..
-კარგით ახლა ვისაუზმოთ და უნდა წავიდე თორემ არმინდა რძლის მსხვერპლი გავხდე...-არხეინად შესძახა ანაბელმა..
-უიმეე რა ქაჯიხარ გოგოო...
-რაიყო დათუშ ისევ ისეთი ფაქიზო ხარ??
-არა უარესი-ოთახში ხარხარით შემოვიდა დადა
-ქლიავებს მე არ ველაპარაკები-სწერვულად გაუღიმა,დათომ
-რაიყო შე*ემა იმ ბო*ზი თამთასგან ისწავლე ეგ ხასითი??
-აუ გაა*ვით შენც და თამთამაც..-კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომარა ანაბელის ტელეფონის ზუზუნი..
-ხო რძალო
-რძალო კიარა გამოეტიე კარებში, დაღამდა უკვე-აღრენილმა ჩასძახა ტელეფონში.
-უიი მე ოღონდ აფ შემჭმო და მთელ მარიონელას ქორწილში მოგიტან...
-ეგრექები, ოღონდ ჯერ აქ გამოდი..
-ოკ, მოვქრივაარ..
-რა გეშველება-მაინც ვერ შეიკავა სიცილი
- უშველებიი რძალოო-ჩასძახა და გაუთიშა..
-ზეკო წავე მე თორე რძალი მტკვარში მისვრის...
-ჭკვიანად დეე, მანქანას წაიყვან ხო?
-ხოაბა ამ სიცხეში მეზარება ტაქსით წასვალ..
-კარგი შვილო და ნელა იარე, უფალუ შენსკენ-ზეკომ პირჯვარი გასახა და სამზარეულოში შებრუნდა.
-ოფფ შენ რაღაც ამ ჩემს ცოლთან ცუდად დაძვრები.-წარბაწეულმა მიმართა დათომ..
-შენი ცოლი არააა...
-მაგრამ ხომ იქნება??
-ეგეც საკითხავია, არდაგავიწყდეს, რომ მანამდე კიდევ ორი კვირაა, რაიცი როგორ მოვნათლავ...ენა გამოუყო და სასწრაფოდ გაიქცა, რომ დათოს ნასროლი ბალიში აეცილებია...
-აბა კარგად...
გარეთ გამოსულს საკმაოდ დაცხა, ლენონები ცხვირზე დაიკოსა და მანქანის კარი გამოაღო, კონდენციონერი ჩართო, მანქანის სალონში კი ნაზად და ხავეედოვანად ერწყმოდნენ ანაბელის და reamonn-ის ხმა და არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნიდნენ.. ... დანიშნულ ადგილას მალევე მივიდა, მაქანა მოშორებით გააჩერა, საფულე, საბუთები ყველაფერი დატოვა და "სასახლისკენ" გაეშურა.. გაეშურა მწარე ნათქვამია, უკვე გზაზე გადადიოდა, როცა ძლიერი შეჯახება იგრძნო, იგრძნო როგორ დაეცა მოწყვეტით და ნელ ნელა ეხუჭებოდა თვალები. ერთადერთი შორიდან, მაგრამ მაინც ჩაესმოდა მამაკაცის შეშინებული ხმა...
-ფუ ამის, არ დახუჭო თვალები.. გთხოვ გაახილე... გთხოვვვ...მერე კიი.. მერე ყველაფერი სიშავემ მოიცვა და მალევე გადავიდა ფერების სამყაროში....


გამარჯობათ ბავშვებო... ძალიან მაინტერესებს თქვები აზრი ამ ისტორიაზე... რავქნა გავაგრძელოო?? ღიირს??. გპირდებით ისეთიცე არიქნება როგორიც სხვები.. თავენსაც უფრო გავზრდი და შევეცდები ყოველ ღამე დავდო... პ.ს მიყვარხართ.
პ.ს2 არ დაგავიწყდეთ აზრია გამოთქმა...



№1 სტუმარი darina

ratqmaunda gaagrdzele, me momewona, velodebi shemdegs.

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№3 სტუმარი nino k.d..

dzalian kargia aucileblad gaagrdzele. me bolomde mogyvebi

 


№4 სტუმარი Nana

Unda dado dzaan magaria

 


ძალიან დიდი მადლობა ბავშვებოო<3მეპოზიტივებით და მავსებთ<3 თორმეტის შემდეგ აუცილებლად დავდებ... ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ

 


№6 სტუმარი ბუსა

აუფ ძაან დამაინტერესა სმნ :დდდ გააგრძელე აუცილებლად :*

 


№7 სტუმარი A

Saintereso dasawyisia veli gagrdzelebas....

 


№8 სტუმარი Maco

Dzaan magaria :-) gaagrdzele

 


№9 სტუმარი Maco

Au rato agar dadee??? Velodebi,male Dade gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent