უფროსის ვაჟი! [3]
უფროსის ვაჟი! III თავი. დილიდან გადარბენაზე იყო მილა, გაღვიძებისთანავე გააფრთხილა ბატონი ლევანი, რომ დღეს სამსახურში ვერ მივიდოდა, ბატონმა ლევანმაც უპირობოდა გაათავისუფლა. დილით ექიმთან იყო, სათვალეების ნაცვლად კომპაქტირუი ლინზები გაიკეთა. რამოდნიმე საათი შეგუება გაუჭირდა, მაგრამ მაინც მიაჩვია თვალი. სარკეში ჩახედვისას კი სათვალის გარეშე მისი თავი ეუცხოა, თითქოს იქიდან სულ სხვა მილა უყურებდა. ელენას და ქეთას თხოვნით სალონში წავიდა, მაკიაჟის და თმის გასაკეთებლად, ბევრი ბუზღუნის შემდეგ მაინც დაითანხმეს, რჩევა დარიგება მისცეს თუ როგორი მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა, ყველაფერზე თავს უქნევდა, მარგამ იცოდა რომ ასე არ გადაიპრანჭებოდა. ვიზაჟისტს თხოვა რომ ბუნებრივი მაკიაჟი გაეკეთებინა ზედმეტი დატვირთვების და მუქი ფერების გარეშე. თმები დაუხვიეს და კოსასავით შეუკრეს. სახლში მისულს არავინ დახვდა იქ, ოთახში შესვლისას კარადიდან კაბა გადმოიღო, რომელიც დიდიხანი ეკიდა გარდერობში, ვიტრინიდან დაინახა და მორგების გარეშე შეიძინა. კაბა შავი ფერის იყოს, მუცლს აცდენილი, მკერდს ზემოდან ბადით, საყელო კი თეთრი ფერის ქონდა. ცხოვრებაში პირველად აიტანა ნერვიულობამ, რომ არ მორგებოდა, მისი საქმე ცუდად წავიდოდა. რადგან მხოლოდ ეს კაბა ქონდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა როცა ელვა შეკრა. სარკესთან მისვლამდე ყველაფერი გაისწორა და ელენას ნათხოვარი ფეხსაცმელის მოირგი, შავი ფერის მაღლები. სარკეში ჩახედვისას პირი შეხსნა და რამოდნიმე წამით არც დაუხურია, გაოცებულს მხოლოდ 'ვაააუ' აღმოხდა და ისევ აათვალიერა მისი თავი. ცხოვრებასი პირველად აცვია ასე, ცხოვრებაში პირველად გრძნობს თავს ისე როგორც ქალი, მოსწონს ეს შეგრძნება. –ჯანდაბა რა კარგად გამოვიყურები– სარკის წინ ტრიალი დაიყწო და უკნიდანაც შეათვალიერა მისი თავი. მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა, კაბა მისი ტანისთვის იყო შეკერილი, ძალიან უხდებოდა მისი კანისფერს. ელენა და ირაკლი აგნესის დასახვედრად იყვნენ აეროპორტში წასულები. ბატონმა ნიკოლოზმა ქეთი და მილა წაიყვანა რესტორანში, რაცარუნდა გასაკვირი იყოს ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ აგნესისთვის ისმართლე ეთქვათ 7 წლის შემდეგ. მილა აქეთ–იქით დადიოდა, ერთადგილას ვერ ჩერდებოდა. ხან თითებს იწვალებდა, ხან კი ტუჩებს, აღარ იცოდა რა ექნა. როგორც იქნა გამოჩნდა ირაკლის მანქანა, ახლა პირველი რაც ისურვა გაქრობა იყო. გონებაში აგნეის რეაქცია წარმოიდგინა და შეკრთა, კარგი დღე არ ელოდათ. –ბე, როგორ მომენატრე– ქალისკენ დაიძრ, რომელიც არისტოკრატივით მიიწევდა მისკენ, ჩახუტებას პაირებდა მაგრამ ქალბატონმა აგნესმა ახლოსაც არ მიუშვა, უბრალოდ ორივე ლოყაზე აკოცა და მისი შეხვედრა ამით შემოიფარგლა. –სტილი შეგიცვლია– მკაცრად დახედა მის ტანსაცმელს, მილას ეგონა რომ კომპლიმენს ეტყოდა, ამის მაგივრად კი მისგან იგნორი მიიღო. აქამდე თუ მზერას არ უსწორებდა ახლა თვალებში შესციცინებდა, აღარ იყო პატარა და აღარ ეშინოდა მისი. უცებ იგრძნო რომ მზერა მისგან სხვა რაღაცაზე გადაიტანა, მზერას თვალი გააყოლა და ბატონი ნიკოლოზი და ქეთი შერჩა ხელში. –ბე ისინი... –არაფერი თქვა– მკაცრად უთხრა და უცებ 'მოაკეტინა' შვილიშვილს. –დე წამოდი დავსხდეთ და თან ვისაუბროთ– ეცადა სიტუაციის განმუხტვას ელენა, ქალბატონმა აგნესმა მხოლოდ თავი გააქნია და დარბაზში შევიდა. კუთვნილ ადგილას, ადგილიც პირველმა მან დაიკავა, ერთი მხრიდან ელენა დაუჯდა, მეორე მხრიდან კი ირაკლი. ირაკლის გევრდით ადგილი ქეთამ დაიკავა, მის გვერდით კი ბატონი ნიკოლოზი იჯდა. აგნესის წინ კი მილა იჯდა –ბე საქართველო არ მოგენატრა?– კითხვების დასმა დაიწყო, რომ სიტუაცია უფრო არ დაძაბულიყო. ქალბატონი აგნესი ისე ქონდა წრბები შეკრული თითქოს ღალატის მომსწრე იყო, მაგრამ ეს საქციელი მისთვის ღალატზე მეტი იყო. –წესივრად დაჯექი, მხრებში გაიმართე და ტუჩების კვნეტას თავი დაანებე, მოიქეცი ისე როგორ ლეიდი– უცებ გაუბრაზდა შვილიშვილს, მილამ მის სიტყვებზე თვალები აატრიალა და მხრებში გაიმართა– ქალბატონო ამისთვის არ გისწავლებია რომ საზოგადოებაში თვალების ტრიალი უზრდელოაა?– უცებ მიუბრუნდა ქალიშვილს, რომელმაც იგივე გაიმეორა, რაც მის შვილმა. –დე მორჩი განკარგულებების გაცემას და გაიღიმე, დავიჯერო არ მოგეატრეთ? –თქვენი ისეთი სიურპრიზი მომიწყვეთ, რომ ღიმილისგან სახე მალე გამეხევა– ეს ისე თქვა მის სიტყვებს არ დაუკვირდა, ბოლოს ისევ ისეთი მკაცრი სახე დაკერა, როგორსაც მთელი ცხოვრებაა არ იშორებს. –კარგი რა ბე– ისევ მილამ განაგრძო საუბარი, დანარჩენები უბრალოდ დუნდმემ. –ირაკლი, შვილო შენგან მიკვირს, კარგი ჩემი შვილი თავქარიანი იყო, მაგრამ შენ რაღამ გაგაგიჟა და რამ დაგანგრევინა ოჯახი?– უცებ უბრუნდება სიძეს. უფრო სწორი იქნებოდა ყოფილ სიძეს რომ მეთქვა, მაგრამ მისთვის პირველი და უკანასკნელი სიძე ირაკლია. –ქალბატონო აგნეს. –მამა გაჩუმდი– უცებ აჩერებს ირაკლის მილა– თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია შენივე კითხვებზე დაფიქრდე და პასუხს გული გაგცემს, მარგამ თუ ამ კითხვებზე პასუხი ვერც შენმა გულმა და ვერც შენმა გონებამ ვერ გაგცა, მაშინ უგულო ყოფილხარ. არაფერი გცოდნია სიყვარულზე და არასდროს გყავრებია. არ მინდა იმის განხილვის მოსმენა კიდევ ერთხელ თუ რატომ დაშორდნენ დედა და მამა. დაშორდნენ და მორჩა! სულაც არაა ძნელი მისახვედრი! მითუმეტეს შენთვის, რომელმაც 13 წლის გოგოს გათხოვების უფლება მიეცი. ამ ყველაფრის თავი და თავი შენ იყავი და ახლა არ დაიწყო იმის განხილვა და ძახილი თუ რა შუაში ხარ შენ. მომბეზრდა უკვე– წამოდგა და გაოცებული საზოგადოაება დატოვა. საპირფარეშოში შესულმა ამაყად გაიღიმა, მის თავს სარკეში ცერა თითი უჩვენა. რამოდნიმე წუთი კიდევ ელოდა, ბოლოს კი ღიმილით დაბრუნდა უკან. ერთერთი მაგიდის გავლისას ბატონი ლევანი, მიშო და ქრისტი დაინახა, შემდეგ კი მათ წინ მჯდომ წყვილს მოავლო თვალი. ბიჭი ეცნო, მაგრამ ვერ მიხვდა საიდან. ბატონმა ლევანმა მალევე დაინახა მილა და ღიმილით წამოდგა ფეხზე. გოგონასთან მისული ფრთხილად მოეხვია. –მილაჩკაც აქ ყოფილა– უცებ წამოფრინდა ფეხზე მიშო და გოგოს ფრთხილად მოეხვია, უცებ გველნაკბენივით მოშორდა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, გაოცებისგან კი პირი დააღო– მილა?– აღმოხდა –ჰომ– გაწითლდა მილა და თავი დაბლა დახარა, ფეხსაცმლის თვალიერება ახლა ზედმეტად საინტერესო მიაჩნდა. –მიმიშვით რას ჩამომიდექით წინ– მოესმა კიდევ ერთი ნაცნობი ხმა, თავის აწევისას კი მის წინ მდგარი კახი დაინახა, ჩუამდ წამოიყვირა და კახის ძლიერად ჩაეხუტა. მონატრებული მეგობრის სურნელით აივსო ფილტვები. –კახი, როგორ მომენატრე. –ხოხო მოგენატრე აბა რა– ამბობს ბიჭი და შორდება. მილა კი მხოლოდ კახის მოშორების შემდეგ ამჩნევს მიშოს მზერას, რომელიც მთლიანად წვავს, ლოყები ისევ ეფაკლება. –შენ სხვანაირი მახსოვდი– ამბობს უცებ ჩაფიქრებული კახი, რაზეც მილასა ეცინება. –ხომ, ცოტა სტილი შევიცვალე და სათვალე მოვიშორე. –ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ–შუბლზე კოცნის გაღიმებული ბიჭი– მია მოდი ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო– მაგიდიდან უცნობი გოგო დგება და კახის გევრდით ადგილს იკავებს– მია გაიცანი ჩემი მეგობარი მილა, მილა ეს ჩემი საცოლეა მია. მილა გოგოს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს, თვალში კი მისი არჩეული ყელსაბამი ეკვეხება. ყელსაბამზე მიშტრებულს ისე ეცინება ცოტაც და ალბათ პირი 'გაეხევა'. ბედნიერი ჩუმად კრუსუნებს. –სასიამოვნოა შენი გაცნობა –ჩემთვისაც. ლამაზი ყელსაბამია– უცებ ეუბნება კომპლიმენტს, რაზეც ბაოტნი ლევანის სიცილის ხმა ესმის. –მადლობა– ამბობს აწითლებული და კახის ეკვრის. –ჰმმ– მის გვერდით უცებ ჩნდება მიშო და ხელკავს უყრის. გულაჩქარებული ღიმილით უყრუებს ბიჭს და მის მზერაში რაღაც უცხოს ხედავს, რაც აქამდე არ დაუნახავს. –ხომ ვამბობდი რომ ვიღაცას ემალებოდი, აქამდე სად იყავი?– სიცილით კითხა მიშომ და ლოყაზე აკოცა. მისთვის უცნაური იყო ასეთი სიტუაცია, ყველას ყურადღებას გრძნობდა, ეს თან მოსწონდა თან არა, უფრო ის მოსწონდა რომ მიშო აქცევდა ყურადღებას. ამას ხომ დიდიხანი ელოდა? უკვირს, ამისთვის მხოლოდ თმების გაშლა და სათვალის მოხსნა დასჭირდა. ბოლოს კი მის თავზე ბრაზდება და მიშორს კითხვა ახსენდება 'აქამდე სად იყავი?'. –არავის ვემალები მართლა– დამაჯერებლად ამბობს და იღიმის.– ნადმვილად გამიხარდა კახი შენი ნახვა, მია შენი გაცნობაც ნამდვილად გამიხარდა, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ, მშობლები მელოდებიან. –მეც გამიხარდა შენი ნახვა მილაჩკა. –კახი –კარგი ხო, მეც გამიხარდა შენი ნახვა მილა– უცებ ამბობს სიტყვებს თვალების ტრიალით. –კარგი კარგი– თავს აქნევს სიცილით, მიშოს მკლავებიდან თავს იძვრენს და მისი მაგიდისკენ მიდის, მაგრამ სანამ ბატონი ირაკლის და დანარჩენების მაგიდას ჩაუვლის იღიმის– გამარჯობა ქრისტი. მიშო თითქოს ახლა მოეგო გონს და მის გოგოს გვერდით დაიკავა ადგილი, შეძრწუნებული სახით გახედა ქრისტიმ მილას, შემდეგ კი მიშოს მიუბრუნდა. უნდოდა გაღიმებოდა, მარგამ არ გამოუვიდა, მისი უყურადღებობაზე ძალიან გაბრაზდა. ბოდიშის მოხდით წავიდა საპირფარეშოსკენ. მილა კი ამაყი ღიმილით დაბრუნდა მაგიდასთან, ისევ აგნესის წინ დაიკავა ადგილი, მხოლოდ ერთხელ ახედა ბებიას, შემდეგ კი საუბარი ქეთასთან დაიწყო. ბებიას ყურადღებას სულაც არ აქცევდა, რაც აგნესს უფრო აბრაზებდა, ვერაფერს ამბობდა, არც ესაუბრბოდა, უნდადა გაბრაზებულს დაესაჯა, ისე როგორ ბავშვობაში სჯიდა, მაგრამ ვერაფერი თქვა, რადგან მიხვდა რომ ის უკვე დიდი იყო. საღამომ მშვიდად ჩაიარა, განქორწინებაზე ხმა არავის ამოუღია, წამოსვლისას აგნესმა განაცხადა რომ მილასთან არ დარჩებოდა და სასტუმროში წავიდოდა, მილაც არც შეწინააღმდეგებია, მხრები აიჩეჩა უბრალოდ. ირაკლი და ქეთი კი უკან ბათუმში დაბრუნდნენ იმ ღამესვე, ელენა და ბატონი ნიკოლოზიც იმ სასტუმროში დარჩნენ სადაც აგნესი რჩებოდა. არც მათთვის უთხვოვია და უთქვამს, თავის დაქნევით შეხვდა ამ ყველაფერს, მხოლოდ ერთი 'ნახვამდის' თქვა და ტაქსში ჩაჯდა. საინტერესო და ამაღელვებელი დღე აღმოჩნდა მილასთვის, მაგრამ ბოლომდე გაუძლო ყველაფერს. არ გასჭირვებია აგნესთან შეკამათება, ამ დღისთვის ხომ მთელი 7 წელი ემზადებოდა, იცოდა რას და როგორ ეტყოდა, ბოლომდე გაიტანდა მისასს და არ დანებდებოდა, ისე როგორც ბავშვობაში აკეთებდა. ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოში შევიდა, ფეხით აიარა 5 სართული და სახლში შეაბიჯა, პირველი რაც გააკეთა ფეხსაცმლის გახდა იყო. იქვე მიყარა და ცივ იატაკზე ფეხშიშველმა გაიარა. თითქოს მოეშვა და გათავისუფლდა. კაბის გახდის შემდეგ სააბაზანოში მიაშურა, დუშის ქვეშ დამდგარს თვალწინ მიშოს სახე წარმოუდგა, როგორ უყურებდა და ათვალიერებდა. მისი მზერა და მისი სიტყვები ავსებდა, პირველად მისმა მზერამ თავი ქალად აგრზნობინა. ახლა ხვდება თუ რატომ იცვამენ გოგოები კაბებს, რატომ იკეთებენ მაკიაჟს და რატომ ფიქორბენ გარეგნობაზე სულ. წყლის ქვეშ მდგარმა გადაწყვეტილება მიიღო რომ დღეიდან ისე ჩაიცმევდა და მოიქცეოდა როგორც ქალს შეეფერებოდა. ჩაიცმევდა კაბებს და გაიკეთებდა მაკიაჟს თუ საჭიროდა ჩათვლიდა. კმაყოფილმა გაიმშრალა თმები, მოირგო პენუარი და საწოლში შეწვა, გონებაში ისევ მიშოს მზერა ამოუტივდივდა, შემდეგ გაახსენდა ქრისტი და სიცილი აუტყდა, მოგნი პირველად მოხდა როცა ქრისტიზე დიდი ყურადღება მიიქცია, უხარია. ძალიან უხარია. .......... დილით უღონოდ წამოდგა საწოლიდან, ყველაფერს დაუფიქრებლად აკეთებდა, ისე დაიბანა და გაიმშრალა თმა თითქოს სიზმარში ყოფილიყოს, ხანდახან თვალებიც მიეხუჭებოდა და ასე რამოდნიმე წამს ფეხზე დამდგარს ჩამოეძინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა სარკეში გაიხედა, გაახსენდა გუშინდელი პირობა 'ქალურობასთან' დაკავშირებით. მის გარდერობში თავი შეყო, მაგრამ უკმაყოფილო ფრუტუნი აღმოხდა, როცა ვერაფერი დაინახა 'სექსუალური' და 'ქალური'. ბუზღუნით ჩამოჯდა საწოლზე და ფიქრი დაიწყო რა გაეკეთებინა, ბოლო იმხელა ხმაზე შეკივლა რომ მეზობლებსაც გააგონა მგონი. –დღეს კვირა, ულალალა– საწოლიდან წამოფრინდა და სასაცილოდ ცეკვა დიაწყო, სხეულს მოქნილად აქნევდა გონებაში გაჟღერებული მუსიკის 'ფონზე'.– კარგი მშვიდად მილა, შენ ასეთი არ იყავი– უცებ ამბობს სიტყვებს და თვითონვე უკვირს, ჰო ასეთი არ იყო, უფრო სერიოზული იყო აქამდე. აქამდე? ახლა რამე შეიცვალა? არა უბრალოდ მან იგრძნო თავი ქალად და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდა. უნდოდა რომ მიშოსგან უფრო მეტი ყურადღება ეგრძნო, ამისთვის კი ყველაფერს გააკეთებდა. უყვარდა! თან როგორ უყვარდა! უიმედოდ უყვარდა, მაგრამ უყვარდა, მაინც უყვრადა, ტკიოდა, მაგრამ ეგუებოდა. თითქოს ვეღარც გრძნობდა. უიმედობა კი გუშინ მოკვდა მასში, ჩაახში. მხოლოდ იმ გამოხედვამ შეცვალა ყველაფერი, იმ პატარა ნაპერწკლებმა, მის თვალებში, რომ ხედავდა. გახარებული უცებ გაემზადა, უბრალო შავი შარვალი, კედები და მაისური ჩაიცვა. საფულე მოიმარჯვა ხელში და შოპინგზე წავიდა. აქამდე არ აწუხებდა ის რომ მეგობარი არ ყავდა, ფიქრობდა რომ არ სჭირდებოდა და მარტოც გაართმევდა თავს ყველაფერს, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც ჩასწყდა, შიგნით გულში, მარტო რომ მიდიოდა და არა საუკეთესო მეგობართან ერთად. ახლა მიხვდა იმ დანაკლისს, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. სავაჭრო ცენტრში მისულმა ჯერ გარემო მოათვალიერა, პირობა პირობა იყო, ამიტომ მოუწია უმეტესად კაბების ყიდვა, კლასიკური შარვლების და კომბინიზონების, სადა, თავისუფალი პერანგების და ათასი სხვა ნივთის. მაგრამ გულმა ვერ გაუძლო, მაინც იყიდა ორი ჯინსის შრვალი სხვადასხვანაირი, ერთი მაღალწელიანი, მეორე კი მუხლებზე გადახეული და ღია ფერის, რამოდნიმე სასრუველი მაისურიც იყიდა. ფეხსაცმლის მაღასიაში შესულმა ყველაფერი მოათვალიერა, თვალები მაინც კედებისკენ გაექცა, თავს ძალა დაატანა და მხოლოდ ერთი კედი იყიდა, შემდეგ კი გაემართა მაღალუქლიანი და ქალური ფეხსაცმლის შესარჩევად. სულ რამოდნიმე შეარჩია, რომელიც კომფორტული იყო მისთვის და მოხერხებული. კიდევ ერთ ფეხსაცმელს ირგებდა როცა ნაცნობი ხმა მოესმა, მაღლა ახედვისას კი ყურებამდე გაეღიმა. –კახი– უცებ წამოიყვირა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ მაღალუქსლიანი ფეხსაცმლის მოზომვის გამო თასმაზე მეორე ფეხი დააბიჯა, რომ არა კახი ძლიერი მკლავები იატაკზე გაადენდა ბლაყვანს. მომღიმარი სახით მოშორდა კახის და სიცილი აუტყდა, მის მოუქნელობაზე. –ფრთხილად გოგო, რა სულ შარში უნდა ეხვეოდე– გაუბრაზდა კახი, რაზეც ისევ გაეცინა. –გამარჯობა მია როგორ ხარ?– კახის კომენტარს ყურადღება არ მიაქცია და მიას მიუბრუნდა, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს.– კარგი რა– უცებ ამოიდუდღუნა– არ თქვა რომ ეჭვიანობ– შეიცხადა, მერე კი ისევ გაეცინა. –ამმ.. მე– დაიბნა გოგო და აწითლებული სახე დაბლა დახარა. –კახი გაქრი უცებ აბა აქედან– უცებ უთხრა ახარხარებულ ბიჭს და გვერდზე უჭიკა, სიცილით და ბუზღუნით გავიდა მაღაზიიდან და უცებ გაუჩინარდა. –მე მართლა არ ვეჭვიანობ– თქვა უცებ მიამ, რაზეც მილას უფრო გაეცინა. –იმედია– ამბობს სიცილით მილა– შეგიძლია დამეხმარო? ნამდვილად ვერ ავარჩიე, რომელი ჯობია ეს კრემისფერი, თუ ეს შავი– უცებ აჩვენა ფეხსაცმელები, ერთი ფეხზე ეცვა, მეორე კი იქვე თაროზე იდო. –ორივე ძალიან კარგია, მითუმეტეს ძალიან კარგი ფერებია ორივე, ამიტომ ორივე იყიდე– უცებ ჩამოყალიბდა მია და ისევ შეათვალიერა მილას არჩეული ფეხსაცმელები.–მოიცა ამდენი ფეხსაცმელი რათ გინდა? –დამიჯერებ რომ გითხრა არცერთი მაქვსთქო? –არ ვიცი– მხრები აიჩეჩა დაბნეუილმა– ყველა გოგოს გარდერობში მოიძებნება მაღაქურლიანი ფეხსაცმელი. –ჰეი– უბრაზდება უცებ– მე გოგო ვარ, მარა მართლა არ მქონია. –მართლა? –მართლა მართლა– თავს უქნევს– კარგი ახლა ჩემი წავლის დროა, საღამოს ჩემთან სახლში გელოედბით, კახიმ ჩემი სახლის მისამართი იცის, ამიტომ არ დამაღალატოთ– უცებ ამბობს და ფეხსახმელებს ხელებში იჭერს. –კარგი მოვალთ აუცილებლად– უღიმის –გელოდებით– ამბობს მილაც ღიმილით და სალაროსკენ მიდის, მისი პარკების კოლექციას კიდევ ემატება რამოდემინე პარკი, ასე დატვირთული გადის გარეთ, მაგრამ უცებ ახსენდება ქალის თეთრეული. პარკებით ხელში ისევ თეთრეულის მაღაზიისკენ მიდის, რამოდნიმეს მოზომვის გარეშე ავლებს ხელს და სალაროსთან მიაქვს, ფულს იხდის და გარეთ გადის, პარკებში არც ჩანს იმდენი უჭირავს. ტაქსს აჩერებს და სახლის მისამართს ეუბნება, დღევანდელი დღით კმაყოფილი ბედნიერი იღიმის და მოსალოდნელი შეხვედრა აბედნიერებს. ......... მომიტევეთ დაგვიანებისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.