შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფროსის ვაჟი! [2]


14-03-2016, 18:23
ავტორი Likk Red
ნანახია 5 381

უფროსის ვაჟი!
II თავი.
დილით ტელეფონის ხმა აღვიძებს, ხელის ფათურით ეძებს ტელეფონს, მალევე აგნებს ბალიშის ქვეშ და თვალების გახელის გარეშე პასუხობს.
–გისმენთ– ისეთი ხმა აქვს თითქოს დიდი ხანია გაციებულია და ყელი საშინლად ტკივა.
–მილა შენ ხარ?
–ჰა?– უცებ წამოვარდა საწოლიდან როგორც კი ხმა ეცნო, გული საშინლად აუჩქარდა, ხელები კი აუკანკალდა. ორი წამით მოიშორა ტელეფონი ყურიდან და ნომერს დახედა. უცებ ახტა და სასაცილო ცეკვა დაიწყო საწოლზე, ბოლოს გონს მოეგო და ისევ ტელეფონს დაუბრობდა– მიშო?– ისეთი მშვიდი ხმა ქონდა, ასეთი აფერისტობისთვის ოსკარსაც კი მისცემდით.
–ხო მე ვარ მილა, ხო არ გაგაღვიძე?
–არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ კი შენ გამაღვიძე– ბედნიერი ღიმილით საწოლზე წვება და ისევ სასაცილოდ იკლაკნება, ამაზე მეტი ხალისიანი და იღბლიანი დღის დასაწყისი რაღა უნდა? დილით მიშოს ზარი აღვიძებს, ეს ხომ სასაწაულია.
–ბოდიში, გამიზნულად არ გამიკეთებია– ესმისი მისი სიცილის ხმა და უფრო ებადრება სახე. თვალებდახუჭული მის სახეს იღდგენს გონებაში.
–რამე ხდება? უმიზეზოდ არ დამირეკავდი.
–არაფერი, უბრალოდ მამას შენი დახმარება სჭირდება და მთხოვა რომ დამერეკა და მეთქვა რომ სამსახურში მალე მისულიყავი.
–თვითონ რატომ არ მირეკავს?
–გუშინ ტელეფონი დაუვარდა და გაუტყდა, სახლში მოსვლის შემდეგ იმას ამბობდა არ უნდა გამეშვა მილა, არც ტელეფოი გამიტყდებოდა და საქმესაც მოვაგვარებდიო– სასაცილო მანერით ამბობს, რაზეც მილასაც ეცინება.
–კარგი, მადლობა რომ დამირეკე– ტუჩის კვნეტით ამბობს.
–ყოველთვის თქვენს სამსახურში მილაჩკა.
–რამდენჯერ გითხარი რომ ნუ მეძახი მასე– უცებ გაბუსხა ტუჩები, თითქოს იდანახავდა.
–კაი მილაჩკააააა– ბოლო ასოს წელავს და ხმამაღლა ყვირის. მის ერთ სიტყვასაც კი შეუძლია მილას ხასიათზე დაყენება და ახლბათ ეს პოზიტივი მთელი დღის მანძილზე გაყვება.
–მიშიკოო– თამაშში ყვება მილაც და მის სახელს სასაწილოდ ყვირის.
–კარგი გვეყოს ახლა– უცებ სერიოზულდება მიშო.
–კარგი, კარგი, წავედი მე გავემზადო. თუ მოხვალ მამაშენის მოსანახულებლად ჩემი ნახვა არ დაგავიწყდეს– უცებ აყრის სიტყვებს ერთმანეთს და საწოლიდან დგება.
–კარგი მილაჩკა, ჭკვიანად– უკვე მზადა რომ მის გასაბრაზებლად რამე უთხრას, რომ ტელეფონს თიშავს მიშო. გაბრაზებული ჩუმად ღმუის, მაგრამ მაინც ეცინება. ხტუნაობით მიკუსკუსებს სააბაზანოსკენ.
იქიდან გამოსული უცებ იცმევს ჯინსის თავისუფალ შარვალს, თეთრი პერის უბრალო ზედას, ფეხზე კომფორტისთვის კედებს იცმევს. ჩანთაში საჭირო საბუთებს და ფურცლებს აწყობს. შემდეგ კი თმის გასაკეთებლად სააბაზანოში ბრუნდება, თმებს ძლიერად იჭიმავს და კოსას იკრავს, სათვალეს ირგებს და სახლიდან მხიარული განწყობით გადის.
მხიარულად მიუყვება სამსახურისკენ გზას, ზე ამაღლებულ განწყობაზეა, თითქოს ანათებს. ქვეყანა მისი ეგონა, თავისუფლად მიაბიჯებდა და სულ მიშო უტრიალებდა თავში, მისი ყავის–ფერი თვალები,ყავის–ფერი თმით, მსხვილი ვარდის–ფერი ტუჩები და კრემის–ფერი კანი. უხეში წვერი, სწორი აპრეხილი ცხვირი. ბოლო ჯამში ერთად მისთვის უნაკლოს მამაკაცს ქმნიდა, მაგრამ არა მხოლოდ მისთვის.
კიბეებზე ფრიალ ფრიალით ადიოდა, საფეხურებს არ ეხებოდა, დაფრინავდა. მაგიდასთან მისულმა ყველაფერი დაალაგა მაგიდაზე, მისი ჯინსის ქურთუკი სკამზე გადაკიდა.
–გამარჯობა მილა– ესმის ბატონი ლევანის ხმა, ღიმილით ბრუნდება მისკენ.
–გამარჯობათ ბატონო ლევან– აღფრთოვანებული წარმოთქვამს სიტყვებს.– საჩუქრის წამოღება დამავიწყდა– უცებ ახსენდება– აი ეს ბარათი, საჩუქარს კი შესვენებაზე მოვიტან.
–კარგი, შეგიძლია ყავა გამიკეთო?
–რათქმაუნდა ბატონო ლევან, ახლავე გავაკეთებ ყველაფერს– ყავის მადუღარასთან მიდის და ყავის გამზადებას იწყებს.
მთელი დღე ბედნიერად დაფარფატებდა და საქმეს აგვარებდა, შესვენებაზე საჩუქარი მოიტანა და ბატონ ლევანს აჩვენა. კმაყოფილილება გაუმძაფრდა როცა ბატონმა ლევანმა არჩევანი შეუქო. გემოვნებას ვერ დაუწყუნებდით, მაშინ როცა უყვარდა ისეტი ბიჭი როგორიც იყო მიშო.
ხასიათი მხოლოდ მაშინ უფუჭდება, როცა ხვდება რომ დღეს მიშოს ნახვის გარეშე მიილევა, ბოლო წამამდე ფიქრობდა რომ მოვიდოდა, ისევ დაინახავდა მის ღიმილს და ისევ გაიგებდა მის წარმოთქმულ 'მილაჩკას', მაგრამ არ გამოჩენილა, თითქოს გადაიკარგა, მიწამ ჩაყლაპა.
–შესანიშნავი დღის დასასრულიც ასეთი უნდა– ბუზღუნებს მისთვის, ნივთებს კი ჩანთაში აწყობს. პარალელურად მაუსი კომპიუტერის გამორთვის ღილაკთან მიაქვს. ჩანთას მხარზე იკიდებს, ჯინსის კურტკას კი ჩანთაზე კიდებს. შემოტრიალებისას გრძნობს სასიამოვნო სურნელს, თავს მაღლა წევს და მის წინ მდგომს ფეხებიდან ბოლომდე ათვალიერებს.
შავი ფერის კედები, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, რომელზეც თეთრი თასმები გარეთ აქვს გადმოყრილი, თეთრი ფერის უბრალო მაისური, რომლის ზემოდანაც ნაცრისფერი ჟაკეტი აცვია. ბოლოს კი ხედავს მისი საყვარელ ღიმილს.
–რატომ მოიწყინა ჩემმა მილაჩკამ?– ღიმილით ეკითხება მიშო.
'ჩემმა მილაჩკამ' მოფერებასავით ესმის ეს სიტყვები, გონებაში კი ათასჯერ უტრიალებს, გული კი უჩქარდება. დაბნეული შეჰყურებს რამოდნიმე წამი, ბოლო კი თვითონაც იცინის
–მარტო იყო, შენი მილაჩკა– ისევ გაეღიმა ამ სიტყვების წამორთქმისას– და მოიწყინა– მხრები აიჩეჩა, მის წინ ცალფეხზე დაყრდნობილი იდგა და მის სახის ნაკვთებს ათვალიერებდა.
–ახლა აღარაა ჩემი მილაჩკა მარტო, ასე რომ ვუბრძანებ გამეკრიჭოს– სერიოზული სახით წარმოთქვა მიშომ და ფეხი სასაცილოდ დააბაკუნა იატაკზე, ხელები კი მკერდზე გადაიჯვარედინა.
–აი– სასაცილოდ გაიკრიჭა მილაც, ამ ყველაფერზე ორივეს გულიანად გაეცინა, მხიარულება გრძელდება როგორც მილასთვის, ისევე მიშოსთვის.
–კარგი გოგო ხარ– უღიმის და მოულოდნელად კოცნის ლოყაზე, დადებითათ დამუხტული ელექტრონები მთელ სხეულში ვრცელდება, შეხების ადგილი კი ეწვის, ცეცხლი ეკიდება.
–ოოოო– სასაცილოდ წელავს ასოს და აწითლებული ლოყების დაფრვას ცდილობს.
–კარგი კარგი– სიცილით ამბობს მიშო– წავედი მამიკო უნდა წავიყვანო სახლში, მოხუცია აღარ შეუძლია სახლში წასვლა მარტოს.
–უხ შე გატუტუცებულო ბიჭო, ვის არ შეუძლია სახლში წასვლა?– ესმით ბატონი ლევანის ხმა, რომელიც ღიმილით უყურებს მის წინ მდგომ წყვილს.– უხ შე პატარა მატრაკვეცა ბიჭო.
–მამა რამდენჯერ გითხრა ისევ ის 3 წლის ბიჭი არ ვარ, ნუ მეძახი ხოლმე ეგრე– უცებ ბრაზდება უმცროსი გიგაური.
–ჩემი ვაჟკაცი უხ, რა ბიჭი გაგზარდე– ისევ აგრძელებს მის გაბრაზე ბატონი ლევანი, რაზეც მილა სიცილს ვერ იკავებს. მიშოს წინ მდგარი ხმამაღლა იცინის, ერთ ხელს მუცელზე იდებს, მეორეს კი პირზე იფარებს, რომ ზედმეტად ხმამაღლა არ გაეცინოს. რამოდენიმე თანამშრომლის ყურადღებას მაინც იბყრობს, მაგრამ სიცილით ისეა გართული რომ ამასაც ვერ ამჩნევს.
–მამა.
–კარგი კარგი– უცებ ნებდება შვილს და ხელებაწეული ლიფტისკენ მიდის. მიშო და მილაც უკან მიჰყვება, მაგრამ მილა უცებ უხვევს და კიბეებისკენ მიდის.
–ჰეი, საით მიდიხარ?
–ლიფტის მეშინია– მხრებს იჩეჩს– კიბეებით ჩავალ მე– უცებ ეუბნება და კიბეებზე ეშვება, კომფორტული კედების გამო უფრო სწრაფად ჩადის. ისევ გახარებულია და ისევ უფრთხის გული.
პირველ სართულზე ჩასული და ჰოლში გასული ხედავს, როგორ გამოდიან ბატონი ლევანი და მიშო ლიფტიდან, აცანცარებული მიშო დებილივით ხელების ქნევას იწყებს.
–მილა აქ ვართ– სიცილით ამბობს და ხელების ქნევას განაგრძობს, მანამ სანამ ბაოტნი ლევანი ბეჭებში ხელს არ ურტყამს და არ უბრაზდება.
–ისევ ბავშვივით იქცევი, რით ვერ გაიზარდე?
–წეღან ვინ იყო, როგორც ბავშვს ისე რომ მელაპარაკებოდა?
–ჯერ კიდევ ბავშვი– თავს აქნევს ბატონი ლევანი და გასასვლელისკენ მიდის.
–აი მილაჩკაც მოვიდა
–აი მიშიკომაც დამინახა
–მილაჩკა.
–მიშიკოოო– ერთმანეთის გაბრაზებას აგრძელებენ, მიშო მის მომართვაზე ბრაზდება, მილას კი სიამოვნებს და მოსწონს როცა მის გაბრაზებულ სახეს ხედავს.
–კარგი ახლა არ გამიბრაზდე– უცებ ეუბნება და პირველად მის ლოყაზს ეხება ხელით და სასაწოლოდ უწელავს– ჩემი წასვლის დროა– მის ლოყას ხელს უშვებს და გზას ადგება, მიშო კი თვალს აყოლებს, მანამ სანამ ჰორიზონტს არ ცდება.
ისევ ისე მიაბიჯებს ქუჩასი, უფრო გახარებული და აღელვებული. თითქოს მისთვის სასწაულების დღე იყო, პირველად დაურეკა მიშომ, პირველად უწოდა 'ჩემი' და ასევე პირველად შეეხო მის ლოყას. ეს სამი უბრალო და არც ისე გასაოცარი ფაქტები მისთვის ბევრს ნიშნავდა, ეს უბრალოდ რაღაცეები ახარებდა და აბდნეირებდა.
კორპუსთან მისულმა დაინახა როგორ გაჩერდა მის სადარბაზოსთან მაქანა, შორიდან უყურებდა როგორ გადმოვიდა ჯერ მამაკაცი მანქანიდან შემდეგ კი ქალი. ნაწილობრივ გახარებული ლამის სირბილით წავიდა მამაკაცისკენ და მოულოდნელად ძლიერად მოეხვია. მისი სურნელით აივსო ფილტვები და თვალზე მომდგარ ცრემლებს თავისუფლება მისცა.
–ჩემი პატარა გოგო– თავზე რამოდნიმეჯერ აკოცა მამაკაცმა და უფრო ძლიერად მიიკრო, მისი ერთადერთი ქალიშვილი.
–მაა, როგორ მომენატრე– ჩურჩულით უთრხა ოდნავ მოშორდა, სახეზე ხელი მოუსვა და მოეფერა.
–მეც მომენატრე ჩემი ფერია, როგორ გაზრდილხარ– უცებ შეათვალიერა. შუბლზე აკოცა და კიდევ ერთხელ მიიხუტა.
–გამარჯობა ქეთი– მიესალმა 'დედინაცვალს' და მხოლოდ ლოყაზე კოცნით შემოიფარგლა.
–გამარჯობა მილა– გაუღიმა ქალმა, ისეთი ღიმილით ბევრს რომ თავს შეაყვარებდა.
–ავიდეთ სახლში და მალე დედაშენიც მოვა– უცებ უთხრა ირაკლიმ ქალიშვილს. ერთი მხრიდან ცოლი დაიყენა, მეორე მხრიდან ქალიშვილი და ასე აუყვნენ კიბეებს, ირაკლიმ კარგად იცოდა რომ ლიფტის ეშინოდა მილას, ამიტომ ავიდნენ მე5 სართულზე ფეხით. მილა სულაც არ დაღლილა, თავისუფლად ადიოდა და თან დღის ამბებს უყვებოდა.
სახლში გიჟივით შეიჭრა და უცებ აანთო ყველგან შუქი, როგორც ყოველთვის სახლი დალაგებული იყო, რადგან სახლში თითქმის სულ არ იყო. ყველაფერი დალაგებული ქონდა, გასუფთავებული და მოწესრიგებული.
–სისუფთავეში დედაშენს გავხარ– ღიმილით ამბობს მამაკაცი და მის გვერდით მდგომ ცოლს სიცილით უყურებს, რომელმაც წინადადების გაგონებისას წარბები შეკრა.
–ოჰ ჰო რავი– მხრები აიჩეჩა– დასხედით, რამე ხო არ გინდათ ყავა, ჩაი, ლუდი ან რავი– მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ წავიდა, უკან კი ქეთი მიჰყვა.
–შეგიძლია მითხრა სად გაქვს ყავა და შაქარი?– მორიდებულად კითხა, ისე თითქოს მორცხვი თინეიჯერი ყოფილიყო. მილას მის საქციელზე გაეღიმა.
–დაჯექი მე გაგიკეთებ, რით ვერ მიხვდი რომ არ მძულხარ და არ ვაპირებ ღრენას რაღაც უაზრობების გამო?–ღიმილით კითხა და ხელზე ხელი დაადო.
–მილა როგორ შეგიძლია?
–აი ასე უბრალოდ– მხრები აიჩეჩა– არ მაქვს უფლება ვინმეს ბედნიერება დავუშალო, მითუმეტეს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.
–შეუდარებელი ხარ– ტირილამდე მისულმა ქალმა ხელით თმაზე მოეფერა.
–კარგი ახლა არ გვინდა, თორე გავწითლდი– სიტუაციის გამოსწორება ცადა, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. ორივეს გაეცინა. მილამ ქეთი სამზარეულოდან 'გააძევა' და თვითონ შეუდგა ყავის კეთებას ქეთისთვის და ირაკლისთვის.
–აბა რას მივაწერო თქვენი სტუმრობა?– ინტერესით კითხა და მათ წინ ყავის ჭიქები ჩამოდო, შემდეგ ისევ შევიდა სამზარეულოში და ტკბილეულობა გამოუტანა.
–ცოტახანიც მოიცადე და გაიგ... აი ახლა გაიგებ– სიტყვები გაუწყდა როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, მილა გაკვირვებული წავიდა კარებისკენ. კარების გაღებისას მის წივილზე ყველას გაეღიმა, ზუსტად ისე შეაფრინდა დედას, როგორც მამას ცოტახნის წინ.
–დეე...დეე...– სიცილნარევი ხმით წარმოთქვამდა და ცდილობდა ცრემლები ახლა მაინც შეეკავებინა, მაგრამ არც ახლა გამოუვიდა და ჩუმად ატირდა.
–ჩემი პატარა გოგო– ამ სიტყვების გაგონებაზე ჩუმად ჩაიხითხითა მილამ, როცა ირაკლის ჩაეხუტა მანაც ეს სიტყვები წარმოთქვა. მაინც სულ სხვაა 15 წლიანი თანაცხოვრება.
–ჩემი ელენა– მისი სახე ხელში მოიქცია და მთლიანად დაუკოცნა– როგორ მომენატრე, სულ აღარ გასოვთ შვილი, არც ერთი და არც მეორე– ხმამაღლა თქვა რომ ირაკლისაც გაეგონა.
–გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ– დიდი მოწიწებით გადახედა 'მამინაცვალს' და როგორც ადრე ახლაც მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლნენ.
–შემოდით მანდ რას უდგახართ– სიცილით გამოვიდა ირაკლი კარებში და ჯერ ელენა გადაკოცნა, შემდეგ ნიკოლოზს ჩამოართვა ხელი. ზედმეტი ჩხუბის და კამათის გარეშე შეეგებნენ ერთმანეთს. მილა ზედმეტად ბედნიერი იყო ჯერ იმიტომ რომ მისი მშობლები შეხვდნენ და მეორეც იმიტომ რომ მათმა შეხვედრამ მშვიდად ჩაიარა.
–აბა ახლა მაინც მითხარით რას მივაწერო თქვენი სტუმრობა?– უცებ ინტერესდება მილა და ოთხივეს წინ დგება ხელებგადაჯვარედინებული– მიკაც რომ აქ იყოს...– დაანებით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია.
–ესეიგი... ხვალ ჩამოდის ბებიაშენი ესპანეთიდან– უცებ ამბობს ელენა, მილას ფერები გადასდის სახიდან– მან კი არ იცის რომ მე და ირაკლი გაშორებულები ვართ და ეს რომ გაიგოს არცერთს არ დაგვადგები კარგი დღე– უცებ თქვა და ყველას მოავლო თვალი, მილა შეწუხებული ჭერს შეჰყურებდა.
–კარგით რა, ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ– ამბობს მოულოდნელად მილა, რაზეც ყველას სიცილს იწყებს.– რა გაცინებთ ვერცერთი გადარჩებით– უცებ ფხიზლდება და ყველას უღრენს.
–რაიმე უნდა მოვიფიქროთ– ისე დაიწყო ბატონმა ნიკოლოზმა საუბარი თითქოს ზედმეტად ძნელი საქმე შეხვდა გამოსაძიებლად ან აღმოსაფხვრელად. მაგრამ ეს მართლაც მეტად მძიმე საქმეა.
–გეთანხმები, აგნესს იმას ვერ ვეტყვი იცი რა დედაჩემს და მამაჩემს არ უყვარდათ ერთმანეთი, 7 წლის წინ გაეყარნენ და ახლა ორივეს თავისი ოჯახი აქვსთქო. ვერ გადავრჩებით– ზედმეტად სასოწრაკვეთილი ხმით ამბობს და სავარძელში 'გაშხლართული' ეხეთქება. გონება არეული აქვს.
–მილა მიდი შენ დაიძინე, დაისვენე და ძალები აღიდგინე, ვიცი რომ დაღლილი იქნები. მოემზადე ქვეყნის დაქცევისთვის– ბოლო სიტყვები ფხუკუნით წარმოთქვა ირაკლიმ და მისი ქალიშვილი ფეხზე წამოაყენა და ოთახისკენ წაიყვანა.
–მა ჩემთან დაწექი რა– პატარა ბავშვივით გამოიწელა ყელი და მამას საწყალი სახით ახედა.
–კარგი მიდი მოწესრიგდი შენ– ხტუნაობით შევიდა სააბაზანოში და უცებ მოწესრიგდა, პენუარით გამოვიდა სააბაზანოდან და საწოლში შეფრინდა. საბნის ზემოდან მოთავსხებულ მამაც მოეხვია და მისი სურნელით აივსო ფილტვები.
–ჩემი პატარა მილა– თმაზე ეფერებოდა კაცი. მის მკლავებში მოთავსებულ მილას კი აღარაფერი ახსოვდა, არც მიშო და არც მომავალი საშიშროება.
–დეეე– უცებ ხმამაღლა იკივლა მილამ, ელენა სამზარეულოდან გამოფრინდა და ოთახისკენ წავიდა, როცა ირაკლი და მისი ქალიშვილი ასე დაინახა გული გაუთბა, ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს.
–რა ხდება?
–მოდი აქ– ხელი საწოლის მეორე მხარეზე დაუტყაპუნა, ელენაც და ირაკლიც მალევე მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, ორივე გაეღიმა. ელენამ მილას თხოვნა შეასრულა, საწოლზე მილას გვერდით დაწვა და ისიც ძლიერად მიეხუტა.
–ჩემი მიკა მომიყვანეთ– უცებ იყვირა მილამ, ჯერ მამას შეხედა, მერე კი დედას. ორივეს აკოცა და მათ მკლავებში მყოფს მშვიდად ჩაეძინა.



№1  offline წევრი cancara

Kaia kai gagrdzele

 


№2  offline წევრი S.likuna

gaaagrdzlee kaia dzaan

 


№3  offline წევრი natia-natia

კარგი იყო...

 


№4  offline მოდერი bibo

უხ შენ ვინ ყოპილხარ ეხა გადავხედე და იმ ისტორის დამთავრებას ვერ შეველიე და იმედია მაასაც უცებ არ მორცები ვაპრენ ტორტო შენზე მარწყვო ალუბალო ატამო ვაშლტამავ და კიდო ქინდერო

 


№5 სტუმარი )))

ux ra kargiaa maoshore is mishos qristi tu rac kvia :dddd daaxlove eseni da es gogo daxvewe anu kaba chaicvas da upro galamazdes ro gaagijos misho da is grdzelpexeba moishoros :ddd wina shen istoriasac vkitxulobi da dzaan kargad wee gaagrdzele gazarde tavebi kide ra da male dade xolme rac mtavaria ❤

 


№6  offline წევრი kiko

ძალიან კარგია. ახლა უეჭველი დედამისი მამამისი და მილა ერთად დაიწყებენ ცხოვრებას ბებიამისის გამო და საბოლოო ჯამში თუ შერიგდნენ :დ

 


№7  offline წევრი aNuGi

velodebi male dade ra dzalian magaria <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი Pepper

ძალოან კარგი ისტორიაა <3
მილა რა საყვარელი და ბავშურიაა რაღაც <3
მიშო იმედია გამოიხედავს თვალეებში :დ
არ მომწონს მისი საცოლე თუ ვინცააა
ველოდები შემდეგ თავსს

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

უხუხუხუ რა კარგია love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent