შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნებები (8)


19-03-2016, 02:07
ავტორი tamana
ნანახია 1 972

_აუ ძან საყვარელია.რაო რეები გითხრა?
_ბევრი არაფერი
_ხო,რომ შემოვედი შევამჩნიე მოქმედებაზე რომ გადადიოდით
_არა,მაინც შევაჩერებდი
_კი,კი დაგიჯერე
_ოჰ,არ ინდა სასიყვარულო სამკუთხედი
_მერე ისე ქენი რომ არ იყოს ეს სამკუთხედი და მარტო შენ და ალექსანდრე იყოთ
_არვიცი რა ვქნა.დრო გვიჩვენებს
_გვიჩვენებს.უი სულ დამავიწყდა შენი ბიჭის გამო
_რა დაგავიწყდა?
_მოიცა-თამინა თავის ოთახში შევიდა და ჩანთა გამოიტანა-ეს ჩემგან.ორ კვირიანი საგზური საბერძნეთის კუნძულებზე,ოღონდ რა თქმა უნდა ჩემთან ერთად
_ვაიმე სულ გაგიჟდი?ამდენი ფული რატომ დახარჯე?
_არმინდა ახლა ბერი ლაპარაკი.ერთ კვირაში ავიბარგებით და წავალთ საბერძნეთში
_აუ მერე სამსახური?ჯერ მხოლოდ ორი კვირაა გასული რაც ალექსანდრესთან დავიწყე მუშაობა.არამგონია შვებულება მომცეს
_ჯერ თხოვე და მერე იწუწუნე
_მაინც მადლობა
_მაინც??მაინც კი არა დიდი მადლობა
_რა საძაგელი ხარ
_აჰამ
დილით ანაბელი სამსახურში მივიდა და თავის კაბინეტში მუშაობა დაიწყო.ცოტახანში კი მასთან ალექსანდრე შევიდა
_დილა მშვიდობისა
_გამარჯობა
_როგორ ხარ?
_კარგად თქვენ?
_მეც.უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში არაფერი არ დაგეგმო
_რატომ?რა ხდება?
_ჩემთან ერთად მოდიხარ საბერძნეთში
_რა?არა ვერ შევძლებ
_მგონი არ მიკითხავს შეგიძლია თუ არა.ეს შენი სამსახურია
_კი მაგრამ მე მინდა მოვითხოვო შვებულება
_მე კი შვებულებაზე უარს გეუბნები
_ვიკა რომ წაიყვანოთ არა?
_არა.იქ შენ მჭირდები და ვიკა არაფერ შუაში არაა
__აჰა,ანუ ვიკა იტალიაში და მე საბერძნეთში
_ანაბელ.-ხმამაღლა მოუვიდა მამაკაცს და ანაც გაჩუმდა-გითხარი უნდა წამოხვიდეთქო.რა საჭიროა ამდენი საუბარი
_უბრალოდ მე და ჩემი მეგობარი ვაპირებდით საბერძნეთში წასვლას ერთ კვირაში
_სამწუხაროა,მაგრამ შენ შენი მოვალეობები გაქვს
_გასაგებია..ისა...მაპატიეთ
_არაუშავს-გაეღიმა მამაკაცს და ანაბელს მიუახლოვდა_ძალიან საყვარელი ხარ როდესაც ეჭვიანობ
გოგონამ ხმა ვერ ამოიღო.ის ვერ ხვდებოდა მის სიახლოვეზე ასე რატომ რეაგირებდა.ვერ მოძრაობდა და ვერც ფიქრობდა.როდესაც ალექსანდრე მასთან ახლოს,ანას მხოლოდ მისი საუბარი და თავისი გულის ცემა ესმის.
ალექსანდრემ თავი თავი დახარა და ყურში ჩასჩურჩულა ანაბელს
_რას მიკეთებ ვერ ხვდები ხო პატარა ქალბატონო?-ნაზი ხმით ჩასძახა მამაკაცმა
_რას?
ალექსანდრემ მას ლოყაზე კოცა,შემდეგ ტუჩის კუთხეში.ანაბელმა თვალები დახუჭა და სუნთქვა შეიკავა.მამაკაცმა თავი ასწია და შეხედა ანაბელს
_მაგიჟებ-გოგონამ თვალები გაახილა,ალექსანდრემ თავი ვერ შეიკავა და ტუჩებში აკოცა ანას.ანაბელმა მას ხელები კისერზე მოხვია და მამაკაცმა ის ძლიერ ჩაიხუტა.არცერთს არ უნდოდა კოცნის შეწყვეტა.ისინი არაფერზე არ ფიქრობდნენ.არ ახსოვდათ სად იმყოფებოდნენ და რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო.ანაბელი ფეხის წვერებზე აიწია და მამაკაცის თმებში თითები შეყო.მისი თმა აბრეშუმივით ნაზი იყო.მათ დროის შეგძნება დაკარგეს,მაგრამ ალექსანდრეს მობილურმა დაურეკა და ისინი იძულებული გახდენ კოცნა შეეწყვიტათ.ალექსანდრემ ანაბელს შუბლზე შუბლი მიადო და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
_ანა მაპატიე ეს არუნდა გამეკეთებინა.აღარ განმეორდება.მაპატიე
ალექსანდრე თმაგაჩეჩილი გავიდა კაბინეტიდან
_რატო არ განმეორდება?მე მომეწონა-გაიღიმა ანაბელმა_ეს რაიყო?უფროსს ვაკოცე?მგონი სულ გავფუჭდი.
ანაბელმა თავი მოიწესრიგა და სამუშაოს შეუდგა,მაგრამ თითქმის ვერაფერი ვერ გააკეთა,რადგან მხოლოდ ალექსანდრეზე ფიქრობდა და სულელივით იღიმოდა
_შენი ბრალია ყველაფერი-შემოვარდა კარების ჯახუნით ვიკაკაბინეტში_პასუხს გაგებინებ იცოდე
_დაწყნარდი და მითხარი რა მოხდე
_ვითომ არ იცი პატარა აფერისტო
_შეურაცყოფაზე ნუ გადადიხარ და ამიხსენი რა მოხდა
_ალექსანდრემ სამსახურიდან დამითხოვა
_რაა?მართლა?-ანაბელი მარტლაც ძალიან გაკვირვებული იყო.ვერ მიხვდა რატომ უნდა გაეგდო მას ვიკა
_დიახ
_მერე მე რა შუაში ვარ?
_იმ შუაში ხარ რომ შენი ზეგავლენით მოხდა ეს
_შენ ხომ არ გაგიჟდი
_მე გაგაბრთხილე
_შენი მუქარის არავის ეშინია.თუ გაგაგდეს ესე იგი არ იყავი აქ მუშაობის ღირსი
_ჰო არა?მიბრთხილდი
_შენი არ მეშინია და გადი საერთოდ ჩემი კაბინეტიდან სანამ დაცვამ არ გაგიყვანა
ვიკა ოთახიდან გავიდა და ანაბელი დამშვიდების შემდეგ ალექსანდრესთან მივიდა
_რატომ დაითხოვე?
_ბატონო?
_გკითხე რატომ დაითხოვე ვიკათქო
_აუცილებელია გითხრა მიზეზი?
_კი-მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა და კოსტიუმის ღილი შეიკრა
_ის ჩვენ კონკურენტ კომპანიასთან იყო შეკრული
_შეუძლებელია
_რატომ?
_იმიტომ რო მას უყვარხარ
_ჰაჰ.მაგ ზღაპრების მართლა გჯერა?ის პროფესიონალი მოთამაშეა.შენ დჯეროდა რომ ჩვენს შორის რაღაც ხდებოდა?
_კი-ანაბელმა თავი დახარა და თავის თითებს უყურებდა.ალექსანდრე მასთან მივიდა და თითით ნიკაპი აუწია
_ეგეთი ფიქრები ნუ გექნება-მამაკაცმა ცხვირი ანაბელს ლოყაზე ჩამოუსვა და ტუჩებამდე მივიდა მაგრამ თავი შეიკავა
_უნდა წავიდე-უთხრა ანაბელმა და კაბინეტიდან გავიდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent