ახდენილი ოცნებები(6)
დიდი ხნის პაუზის შემდეგ მამაკაცმა დაარღვია სიჩუმე. _იმედია მოგწონს აქ ყოფნა _დიახ.დიდი მადლობა რომ.. _კარგი საქმეზე გადავალ-შეაწყვეტია ალექსანდრემ-ათი დღით რომში მივემგზავრები,ასე რომ ყურადღებით იყავ.მე უნდა შემცვალო-თქვა მან და კარებისკენ წავიდა. _რატომ მიდიხართ?-თქვა ანაბელმა და ალექსანდრე მისკენ შემობრუნდა-უკაცრავად. _საქმეები მაქვს-თქვა მამაკაცმა და ანაბელმა მის ტუჩებზე ღიმილი შეამჩნია მაგრამ ეს ღიმილი მალე გაქრა,ის სწრაბათ გაბრუნდა და ოთახიდან გავიდა. _ანაბელ რა სულელი ხარ ხოლმე.რა შენი საქმეა რატომ მიდის-ამბობდა ის ხმამაღლა-ოჰ,ყოჩაღ ანა უკვე შენ თავს ელაპარაკები. ამ დღის შემდეგ ანაბელს ალექსანდრე არ უნახავს.ათი დღე გავიდა მაგრამ ის არსად ჩანდა.ამ დროის მანძილზე ანაბელი დაუღალავად შრომობდა და უფროსის ყველა სამუ შაოს ასრულებდა.მას არ უნდოდა რომ ალექსანდრეს ეფიქრა მასზე რომ არ იმსახურებდა ამ თანამდებობას. ალექსანდრეს წასვლის შემდეგ ანამ გაიგო,რომ მასთან ერთად ვიკაც წავიდა და ამ ამბის გამო ის მოწყენილი იყო.ამ ყველაფერს თამინას უყვებოდა,მაგრამ ამით შვებას ვერ გრძნობდა. მალე ანაბელის დაბადების დღე მოდიოდა ამას კი მაშინ მიხვდა როდესაც კალენდარზე შემთხვევით დაიხედა.მისი დაბადების დღის წინა საღამოს მან თამინას უთხრა,რომ არაფრის თავი არ ჰქონდა და ვერც დრო გამოძებნა რამის მოსაფიქრებლად.თამინამ უსაყვედურა,რადგან რაც მის ცხოვრებაში ალექსანდრე გამოჩნდა,მის შემდეგ სულ დაბნეულია და ვერაფერზე ვერ ფიქრობს მამაკაცის გარდა.თამინამ ანაბელს გაახსენა,რომ ალექსანდრე ვიკასთან ერთად წავიდა და რატომღაც დანიშნულ დროს გადააცილეს და ისინი არსად ჩანდნენ,ასე რომ ის კაცი არ იმსახურებდა ტვინის ჭ....ტას. *** დადგა ანაბელის დაბადების დღეც.თამინამ დაჯავშნა მაგიდა გლამურულ რესტორანში და ყველა დაპატიჭებული გააფრთხილა,რომ იქ დანიშნულ დროს მისულიყვნენ.თამინამ პატარა ნამცხვარი იყიდა,სანთელი ჩაასო,ცეცხლი მოუკიდა და ანაელის ოთახში შევიდა. _რა ლამაზი დღეაა _ჰაჰაჰა,ვაიმე თამინა _გილოცავ ფარფატა _მადლობა ჩემო გადარეულო-ანაბელი საწოლზე წამოჯდა და სანთელს სული შეუბერა. _ხო ჩაიფიქრე სურვილი? _კიი და არ მკითხო მაინც არ გეტყვი _კარგი.შენთვის საჩუქარი მაქვს.დღეს ერთად წავალთ რესტორანში და შენს დაბადების დღეს ამ წელს მაინც არ ავღნიშნავთ სახლში. _ვაა კაია მარა ახალი კაბა არამაქ _ვიცი და მე ეს პრობლემა მოვაგვარე-თამინა ოთახიდან გავიდა და რომ დაბრუნდა ხელებში ყუტი ეჭირა-ეს მეორე საჩუქარია. _მაოცებ თამო ყოჩაღ შენ-გაეცინა ანაბელს და დაქალს ჩაეხუტა.შემდეგ ყუთი გახსნა და ძალიან ლამაზი თეთრი კაბა დახვდა შიგნით.-ვაუ ,ძან მაგარია _ჩემი გემოვნება ცნობილია საერთოდ _მაგარი გოგო ხარ.მადლობა დიდი. _არაფერს.ჯერ ადექი რამე ვჭამოთ,მერე სალონში უნდა წავიდეთ თმებიც უნდა გავიკეთოთ და ფრჩხილებიც. _კარგიი.აუ რა კარგია.მე მეგონა სახლში ვიქნებოდით. _ეეე.ეგრე იცნობ შენ საუკეთესო მეგობარს? _მაპატიე,დამნაშავე ვარ.-გაიცინა ანაბელმა გოგონები მთელი დღე დაკავებული იყვნენ.თავის განრიგს თანმიმდევრულად მიყვნენ და საღამოს რესტორანში მივიდნენ.ანაბელმა,როდესაც დაინახა თავისი მეგობრები,ძალიან გაუხარდა.მათ ტორტიც უყიდეს ანას რომელშიც ჩარჭობილი იყო ციფრების ფორმის სანთლები.მეგობრებმა კარგად იხალისეს.ნიკი,ანაბელის წინ იჯდა და მას ახალ სამსახურზე ესაუბრებოდა. _შენი უფროსიც მოვიდა-თვალებით მიანიშნა ანაბელს.ანაბელმა უკან მიიხედა და დაინახა რომ ალექსანდრე მათ მხარეს მოდიოდა. _აქეთ მოდის-უთხრა ანაბელმა ჩუმათ თამინას _ვინ მოდის? _ის _ვინ ის? _გამარჯობა ანაბელ-უთხრა ალექსანდრემ მას და ანაბელი მისკენ შებრუნდა _გამარჯობა.როდის ჩამოდით? _რამდენიმე საათის წინ მათ ამ დროს ვიკაც შემოუერთდათ _ანაბელ როგორ ხარ? _მადლობა ვიკა კარგად შენ? _მეც კარგად.როგორ არ ვიქნები კარგად ასეთი უფროსის გვერდით _გასაგებია-გაუღიმა ანაბელმა-ახლა კი მაპატიეთ მეგობრებს უნდა მივაქციო ყურადღება-ანაბელი გაბრუნდა და ალექსანდრეს რაიმეს თქმის საშუალება არ მიცა. _ესაა ის?-გაოცებული სახით უყურებდა თამინა ანაბელს _კი ისაა _ოოო როგორ გიყურებდა _ნუ აზვიადებ.ვერ გაიგონე ვიკამ რათქვა? _კარგი რაა ვერ ხედავ რომ შენ აინტერესებ და არა ის? _ვერ შევამჩნიე რატომღაც..კარგი ახლა გვეყოს და სახლში ვილაპარაკოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.