აჩქარებული გულისცემა (თავი მეთორმეტე)
ანასტასიასთან : დილით რომ გავიღვიძე მარიამი უკვე არ იწვა ჩემს გვერდით საათს გავხედე ჯერ კიდევ 9 საათი იყო გამიკვირდა ასე ადრე რომ გავიღვიძე თვალები დავხუჭე იმის იმედით რომ ძილს შევიბრუნებდი თუმცა არ გამომივიდა ამიტომ ავდექი სწრაფად გადავივლე წყალი ტანზე მოკლე შორტი ამოვიცვი. სწრაფად გადავიცვი ტოპიც. თმა ზურგზე გადავიყარე და დაბლა ჩავფრატუნდი. არავინ არ დამხვდა მისაღებში. "ყველას ძინავს" გავიფიქრე და სამზარეულოსკენ გავეშურე ყავის გასაკეთევლად. თუმცა კარებშივე გავქვავდი როცა გაზქურასთან ალექსანდრე დავინახე. მოკლე შავი შორტი ეცვა მხოლოდ. მისი სხეული ავათვალიერე და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. საოცარი ტანი აქვს საკმაოდ მხარბეჭიანია და ალბათ ბევრსაც ვარჯიშობს. თმა აბურძგვნოდა და რაღაც ჩემთვის უცნობ სიმღერას ღიღინებდა თან კვერცხს იწვავდა. სწრაფად მივედი მასთან ჩემი პატარა ხელები ძლიერად შემოვხვიე წელზე და თავი მის კისერში ჩავრგე. შეცბა და ჩანგალი ტაფაში ხმაურიანად დაეცა. ოდნავ მოატრიალა თავი როცა მიცნო კვლავ მიატრიალა სახე და ჩემს მოქმედებას დაელოდა. ვიგრძენი რომ მისი სხეული დაბუსუსდა. არც მე ვყოფილვარ მთლად კარგად არც ის ვიცი რას ვაკეთებ ან რატომ ახლა. თუმცა მეორე კითხვაზე პასუხი მაქვს. ახლა მისი ჩახუტება ძალიან მომინდა ამიტომაც მოვიქეცი ასე. კისერში რამდენჯერმე ვაკოცე რაზეც ჩუმად ამოიგმინა. სწრაფად გამორთო გაზი და ჩემსკენ მობრუნდა. - რაო პატარა ქალბატონო ? - მისი შავი თვალებით დაჟინებით მომაჩერდა თვალებში. მისი თვალები თითქოს კაშკაშებდნენ და ბრწყინავდნენ. - მმ - ამოვიზმუვლე და თავი მკერდზე მივაკარი რომ ჩემი წითელი სახე არ დაენახა. თუმცა მაინც მიხვდა და გაეცინა. ხელები მაგრად მომხვია წელზე და ახლა მან მაკოცა რამდენჯერმე კისერში რაზეც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა თავიდან ფეხებამდე ორივე ხელი წელზე მოვხვიე და მისი გულოს ცემის მოსმენა დავიწყე. - არ იქნებოდა ურიგო რომ გველაპარაკა ხო ? - სახე მისი მკერდიდან მომაშორებინა და ღიმილით შემომხედა თვალებში- - ახლა არა რა,- ხელით ყელი გამოვიწელე თხოვნის გამო - ახლა უბრალოდ ჩამიხუტე კარგი ? - ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და იქვე ვაკოცე. წამიერად თვალები დაეხუჭა თუმცა შემდეგ ისევ მომხვია ხელები და მაგრად ჩამეხუტა. როდისმე გიგრძვნიათ თავი საშინლად დაცულად ? ზუსტად ახლა ამას ვგრძნობდი ვიცოდი რომ ახლა მასთან საშინლად დაცული ვიყავი ამასთან ერთად ეს ჩახუტება მთელს სხეულს მითბობდა. თითქოს მისით ვივსებოდი რაც სასიამოვნო იყო. მის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი ისევე როგორც თავად. - ჩემი პატარა - უკვე რამდენჯერ მიჩურჩულა ეს ორი სიტყვა. გული თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობდა. საოცარ სიმშვიდეს განვიცდიდი მის მკლავებში მანამდე სანამ ჩემმა კუჭმა არ შემახსენა მშიაო- - მშია სანდრო - თავი მისი მკერდიდან გამოვწიე - - რა დამიძახე ? - ღიმილით მოიქცია ჩემი სახე მის ტორებში - - სანდრო. სანდრო - გავიცინე - - ჩენი პატარა - ლოყაზე საჩვენებელი თითით მომეფერა. მისი სახე ჩემსას მოუახლოვა. მისი გამონასუნთქი ჰაერი სახეს მიწვავდა. მუცელში კი რაღაცეები იხლართებოდა. ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა და სწრაფად მომშორდა. სკამსე ჩამოვჯექი მან კი თეფშზე გადმოიღო მისი შემწვარი 4 ცალი კვერცხი საწებელიც მოაყოლა და დაჭრილი პურიც დადო. - მე არ მაჭმევ ? - ტუჩი გაბუტულმა გადმოვაბრუნე როცა მარტო ერთი თეფში დადო. გაეცინა სკამიდან ამაყენა თვითონ დაჯდა და ერთი ხელის მოსმით მის კალთაში ჩამიჯინა- - მე გაჭმევ - სასწაული ღიმილით შემომხედა. გონებაში საკუთარ თავს შევძახე რომ შარში ვიყავი - - მადლობა - ჭამა დავიწყეთ ასე ერთმანეთს ვაჭმევდით და თან ვიცინოდით ბედნიერებისგან სავსე ვიღიმებოდი და როცა საჭმლის გამო მაწვალებდა გულიანად ვიცინოდი - - გეყოს სულ ცხიმიანი ვარ - დავიჯღანე როცა პირისკენ წამოღებული კვერცხი ლოყაზე მოუხვდა. სახე სწრაფად მომიახლოვა და იმ ადგილასვე მაკოცა. კიდევ ერთხელ ავფრინდი ზემოთ და კიდევ ერთხელ დავტოვე აქაურობა მისი შეხებისგან აფორიაქებულმამ რომ მოვრჩით ჭამას ერთად ავალაგეთ მაგიდა და ასევე ერთად დავრეცხეთ ჭურჭელი. შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი ამ წუთას და რომ ყველაზე საუკეთესო დილის დასაწყისი იყო ალექსანდრე ! *** მარიამთან : დილით ძალიან ადრე გამეღვიძა ანასტასია ვერ გავაღვიძე იმიტომ რომ ვიცოდი აუცილებლად მომკლავდა. ამიტომ ჩუმად შევიპარე დამიანესა და ნიკოლოზის ოთახში თუმცა აღმოჩნდა რომ ნიკოლოზი არ იყო ამიტომ დამის ლოგინზე ჩამოვჯექი და მაიმუნობა დავიწყე. ჩემი თმის რაღაც ნაწილი ავიღე და დამის სახეზე მოვუსვი. რაღაც ამოილუღლუღა და ძილი გააგრძელა. კიდევ ერთხელ გავიმეორე მოქმედება ახლა გვერდი იბრუნა როცა კიდევ ერთხელდავიხარე მისი სწრაფი მოქმედებით მისივე სხეულის ქვეშ აღმოვჩნდი. -რაო მარუს გამოგიჭირე? - ღიმილით ჩამაცქერდა თვალებში და ღუტუნი დამიწყო მანამ მიღუტუნებდა სანამ არ შეამჩნია რომ მართლა ცუდად ვიყავი ამდენი სიცილისგან. სწრაფად შეწყვიტა სიცილი და ნიკაპზე მაკოცა მეც დავსერიოზულდი. ნიკაპიდან ყელისკენ ჩავიდა რაზეც საოცრად დამვურძგლა- ვგიჟდები ასეთი უმანკო რომ ხარ, ვგიჟდები ასე რომ ბუსუსდები პაწუკ ჩემს შეხებაზე - ვნებიანად წარმოთქვა და ტუჩებზე დამეძგერა ჩემი ხელები მის კისერზე მოვათავსე თუმცა მალევე ცალი თმებში შევუსრიალე და ავყევი ამ ვნევიან თავბრუდამხვევ კოცნაში. კოცნა იყო თბილი ვნებიანი და გასაგიჟებელი. ის რასაც დამიანე განმაცდევინებდა იყო საოცარი. მთელი სხეული მიკანკალებდა სასიამოვნო შეგრძნებებისგან. ისევ დამი მომშორდა შუბლზე მეამბორა და ფეხზე წამოდგა - ზედმეტი ემოციები არ შეიძლება შენთვის სიცილით თქვა და სააბაზანოსკენ წავიდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ მარტო საცვლის ამარა იყო. თვალებ გაფართოებული მივჩერებოდი მის უნაკლო ტანს და ტუჩებს ვიკვნეტდი. მალე გამოვიდა და როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა კვლავ მასზე გაშტერებული გაეცინა - - ისუნთქე მარიამ - შემახსენა. დაბნეულს ლოყები ამიწითლდა და სახე გვერდით მივატრიალე რაზეც უფრო გახალისდა ვაჟბატონი გავიბუტე და ფეხზე წამოვდექი - - ჩავალ მექვემოთ მოწესრიგდი და სანაპიროზე გავიდეთ- გაბუტულმა გამოვხსენი კარები - - ჩემი ციცქნა - გავიგე სანამ კარს გავიხურავდი და ბედბიერებისგან გამეღიმა დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. მალევე ჩამოვიდა მოკლე შორტითა და მოკლემკლავიანი მაისურით. მაგრად მომხვია ხელები და მიმიხუტა. სანაპიროზე ვსეირნობდით ჩახუტებულები და ერთმანეთით ვტკბებოდით. უცბად რომ ვიღაც ჩამოეკიდა კისერზე და მეც უნებურად მოვცილდი მას - - დაამი კაკ ია სკუჩალა - გაწელა სიტყვები ვიღაც ქერათმიანმა გოგომ რომელიც საცურაო კოსტიუმის ამარა ეკონწიალებოდა კისერზე ჩემს დამის. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. დამიამემაც რომ მოხვია ხელებო ეგ იყო ყველაზე საშინელება- - ლერაჩკა - გაუღიმა და გადაკოცნა. მეგონა ბოლი ამდიოდა იმდენად გაცეცხლებული ვიყავი. არცერთი არ მიმჩნევდა. საბოლოოდ გავბრაზდი და იქედან გამოვიქეცი. არც მიმიქცევია ყურადღევა დამის ძახილისთვის. სახლში გაცეცხლებული შევვარდი. სამზარეულოში შესვლისას დავინახე როგორ ეხუტებოდნენ ანასტასია და ალექსანდრე თვალები გადმომცვივდა და გაოცებულმა შეცკივლე ისინიც მალევე დაცილდნენ ერთმანეთს - - ალექსანდრე გადი. სალაპარაკო მაქვს - ისედაც განერვიულებულს ალბათ საშინლად მკაცრი სახე მქონდა რამაც ტასოს სახის მოქუფვრაც გამოიწვია - - ბოდიში რა მარუს - თავჩარგულმა მითხრა - - რისთვის მიხდი ბოდიშს ? - წარბები ავუწიე - - მე .. ალექსანდრე... ეს - ძლივს ლუღლუღებდა - - ერთად ხართ ? - წარბი ავწიე - - ამ მე არ ვიცი ... ზუსტად ვერ ვხვდები - გაურკვევლად ამოილაპარაკა - - ნუ გამაგიჟებ ნორმალურად თქვი - - არ ვიცი უბრალოდ ბედნიერი ვარ მასთან - თქვა და გაწითლდა - - ვიცოდი რომ მოგწონდა- ეშმაკურად ჩავიცინე- - ამ მე არ - გავაწყვეტინე - - ნუ მომატყუებ ვხვდები ტას. - - ხო კარგი -თავჩახრილმა მიპასუხა კვლავ - - რას მორცხვობ გოგო ნუ გამაგიჟე. დღეს შენ და დამიანემ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ ? - ამოვილუღლუღე და სწრაფად წამომცვივდა ცრემლები - - აუ მარუს მაპატიე რააა ვიცი არ უნდა მომწონებოდა - მაშინვე თავი დაიდანაშაულა ტასომ - - ნუ ამწევ ჭკუიდან გოგო- ამოვისლუკუნე - შენ რა შუაში ხარ. მე და დამი ვსეირნობდით წეღან და ვიღაც გრძელფეხება რუსი ნაშა ჩამოეკიდა კისერზე და არცერთმა არ შემიმჩბია - ძლივს დავამთავრე სათქმელი - - ღადაობ ? - პირი დააღო ტასომ - - შენს თავს ვფიცავარ - ცრემლები მოვიწმინდე - მაგან ნახოს ეჭვიანობა ახლა. - ეშმაკურად გავიღიმე - - რას აპირებ მარუს? - თვალებ მოჭუტულმა მკითხა- - რას და დღეს მე შენ და ნინაჩკა გამოვიპრანჭებით და კლუბში მარტო წავალთ - წარბები მაღლა აწია - - გაბრაზდებიან. არ გაგვიშვევენ და არც იქ შეგვიშვებენ არასრულწლოვნებს - ჩამოთვალა მიზეზები ტასომ - - გავიპარებით. კლუბში შესვლაზე მე ვიჩალიჩებ - ბოროტულად გავიცინე. აი განახებ როგორია ეჭვიანობა ბატონო დამიანე. გავიფიქრე გულში. - უი ისე ნინაჩკა სადაა ნეტა ? - იკითხა ტასომ- - ძინავს ალბათ - მხრები ავიჩეჩე - **** ნინასთან : ღამის ინციდენტის შემდეგ ვაჟბატონი უბრალოდ წავიდა ისე რომ არაფერი უთქვამს რამაც უფრო გამაბრაზა. ოთახში ავედი და ლოგინში შევწექი. უკვე ძილბურანში ვიყავი კარის ხმა რომ გავიგე. მერე სხეულზე სითბოც ვიგრძენი მაგრამ უკვე სიზმრებში გადავეშვი. დილით თვალები რომ გავახილე, პირველი რაც ვიგრძები სასიამოვნო არომატი იყო. მერე სითბოც ვიგრძენი სხეულზე. თავი მაღლა ავწიე და ნიკოლოზის სახე რომ დავინახე ხმამაღლა შევკივლე. - შენ არ უნდა იყო ნორმალური - ამოიზმუვლა ნიკოლოზმა და მისი დაძარღვული ხელები კიდევ უფრო მაგრად მომხვია სხეულზე - - რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში დამითუმეტეს ჩემს ლოგინში ? - გაცეხხლებულმა ვკითზე - - კარგი რა ნინაჩკა ასე მალე დაგავიწყდა ჩვენი გუშინდელი ვნებიანი ღამე ? - ხელი ნიკაპზე მომკიდა და თვალებში ჩამხედა. გაოცებულმა პირი დავაღე და კიდევ წამოვიკივლე - - ასე ყურებს მატკენ - წარბები შეკრა ნიკოლოზმა - - აბა რეებს ბოდავ რა ღამე ? - - გავიხუმრე. აშკარად მძინარე უფრო საყვარელი ხარ - დამგესლა - - შენ კი სრულიად აუტანელი - არც მე ჩამოვრჩი ლოგინიდან წამოვხტი - - მმ გუშინ ვერ ვიგრძენი ასე შიშვლად თუ გეძინა პატარავ - ცალი ხელი თავისქვეშ ამოიდო და ისე მომაშტერდა. მხოლოდ ახლახანს გავაანალიზე რომ დაწოლისას პენუარი გადავიძრე და გამჭირვალე ტრუსისა და ასევე გამჭირვალე ბიუსჰალტერის ამარა ვიდექი მის წინაშე მაშინვე იქვე მდგარ სავარძრლზე მიგდებულ პენუარს ვწვდი და გადავიცვი რაზეც ნიკოლოზმა სიცილი ატეხა - - ახლავე გაეთრიე აქედან - გაბრაზებულმა ვუყვირე - -საშინლად სექსუალური ხარ პატარავ რომ ბრაზობ - გაიცინა დაკარები გაიხურა - - არარის ეს ნორმალური - აფრიალებულ გულზე ხელი დავიდე. *** მთელი დღე ლაზღანდარობაში თამაშსა და ჭამაში გავატარეთ. საღამოს ალექსანდრეს და და ბიძაშვილი გვეწვივნენ ლილე (ალექსანდრეს და) და სოფი (ალექსანდრეს შესაბამისად კი მარიამისა და ლილეს ბიძაშვილი) ორივე 16 წლისები არიან. მხიარულები აღმოჩნდნენ და გავუგეთ ყველამ ერთმანეთს. ბევრი ვიჭორავეთ,მარიამმა და ტასომ მათი ღამის გეგმები გაგვანდეს და ჩვენც რათქმაუნდა დავთანხმდით. კლუბისთვის შესაბამისად ჩავიცვით და უკანა კარიდან გავიპარეთ კარტის თამაშსა და ტელევიზორის ყურებაში არც კი შეუმჩნევიათ ჩვენი გაქრობა. კლუბში უპრობლემოდ შეგვიშვეს მიუხედავად ასაკისა. ბართან დავსკუპდით და ვისკის წრუპვას შევუდექით. - პირველად ვსვამ - ვთქვი მე - - მეც - ერთხმად მოუვიდათ წამოძახება გოგონებს- -აი ცოტახანში შენს ბედოვლათ დეიდაშვილს რო დავურეკავ და ვაეჭვიანებ ნახოს რა - უთხრა მარიამმა ტასოს. ყველას გაგვეცინა. საკმაოდ ნასვამები ვიყავით მარიამმა რომ გადაწყვიტა დამისთვის დაერეკა. **** ბიჭებთან -ისე რა სიჩუმეა სად არიან ის გიჟები ნეტა - გაიცინა ალეკომ- - ალბათ ერთ ოთახში შეიკეტნენ და ჭორაობენ ,არ იცით ქალების ამბავი ? - გაიცინა გიომ- - მართალია - გაეცინა ნიკოლოზსაც. თიმცა კიდე კარგა ხანი რომ არ გამოჩნდნენ გოგოები. ნიკოლოზი და დამიანე ავიდნენ მაღლა არც იქ რომ არ დახვდათ გოგონები დაბლა ჩაბრუნდნენ - - სად არიან ამ შუაღამისას ტოო - შუბლი მოიფხანა ნერვიულად დამიანემ- დილას სისულელეზე იეჭვიანა და მთელი დღე თავს მარიდებდა მარიამი - წარვ შეკრულმა თქვა დამიმ- - მგონი მე გაგაფრთხილე არ აწყენინოთქო - შეუბღვირა ალექსანდრემ- - ჩხუბის დრო არაა დავურეკოთ ჯობს- თქვა ალეკომ. თუმცა სანამ ბიჭები რომელიმესთან გადარეკავდნენ დამიანის ტელეფონი აწკრიალდა მარიამის სახელი რომ ამოიკითხა ბიჭებს გახარებულმა უთხრა ისააო და უპასუხა - - დამიიიიი სიხარულოო - მოესმა მარიამის ხმა გაწელილად - - სად ხარ? - წარბები შეკრა სვანმა - შენ რა მთვრალი ხარ ? - ამ სიტყვების გაგონებისას დაიძაბა ყველა - - კაი რა მოხდა დამი. შენ თუ შეიძლება გრძელფეხება სექსუალური ნაშები გყავდეს ჩვენ კლუბშიც ვეღარ უნდა გავერთოთ - სიტყვები კვლავ გაწელა მარიამმა და რადგან სპიკერზე იყო ჩართული ყველამ გაიგონა დაყველამიხვდა რომ გოგოები კარგად იყვნენ ნასვამები. ტელეფონში კარგად ისმოდა მუსიკების ხმაც - - სანამ სულ გავგიჟებულვარ მითხარი სად ჯანდაბაში ხარ - კბილებში გამოცრა დამჯანემ რაზეც მარიამის კისკისის ხმა მოესმა - - პაკა დამი - კვლავ გაისმა მისი სიცილის ხმა და ტელეფონიც გაუთიშა ბიჭები ნერვიულობდნენ ამ ღამე გოგოები გარეთ და თან მარტო მთვრალები. ალექსანდრემ ახლა ლილეს დაურეკა და ბევრი ყვირილის დაერთი ამბის მერე ძლივს ათქმევინა სად იყვნენ. ბიჭევიც სახე ალეწილები და გაბრაზებულები წავიდნენ იმ კლუბისკენ სადაც გოგონები ეგულებოდათ. ### იქ მისულები უფრო გაგიჟდნენ როცა ასე ზედმეტად თამამდ ჩაცმულები დაიხანეს გოგონები რომლებიც მუსიკის ხმაზე ტანს ნაზად არხევდნენ. მახევარი კლუბის მამრობითი სქესი კი მათ უყურებდათ პირდაღებული. ალექსანდრე დასთან სოფისთან და მარიამთან მიიჭრა და ზედმეტად მკაცრი სახით და ხმით მიანიშნა რომ გაყოლოდნენ ნიკოლოზს თვალები აუბრიალდა ნინას ასე დანახვისას. ალეკომაც გაბრაზებულმა მოკიდა ხელი ნინას და გარეთ გაიყვანა. ტასო კი თავჩაღუნული თვითონვე გაყვა დამიანეს რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. სამ ტაქსში გადანაწილდნენ. არაფერს ამბობდნენ ბიჭები თუმცა გოგონები ხვდებოდნენ რომ სახლში მისულებს გადარჩენის შანსი არ ქონდათ. მივდინენ თუ არა მაღლა გაქცევა დააპირეს თუმცა ბიჭების გაბრაზებულმა სახეებმა და ალექსანდრეს მკაცრმა ხმამ ყველა დაბლა დააბრუნა. დივანზე და სავარძლებზე გადანაწილდნენ და განაჩენს მოელოდებიდნენ. რომელმაც არ დააგვიანა. - თქვენ სუ გაჭედეთ გოგო ? - აყვირდა დამიანი - სად მიდიხართ ასე დაუკითხავათ ან ვაფშე ასე ჩაცმულები - გიჟს გავდა ამ დროს დამიანე - ან ვაფშე რას გავხართ ტო. ამდენი რამ დაგალევინათ - ცოფებს ყრიდა და ნერვიულათ აქეთ იქეთ დადიოდა - - აუ ბოდიში რა - ამოილუარლუღა ტასომ - - ბოდიში ? თქვენ სუ გაგიჟდით ხო ? ყველაფერს რო თავი დავანებოთ ამდენი არასრულწლოვანი რომ მიდიხართ რაღაც *ირობა კლუბში და თვრებით არ ფიქრობთ რომ არ შეიძლება მითუმეტეს რომ ათასი *რი დადის - გაცეცხლდა ალექსანდრეც - არა რა გეთქვათ ეს დედა მო****ლი გიშლიდათ ვინმე ? წავიდოდით ერთად და გავერთობოდით - არ ცხრებოდა ალექსანდრე - შენ რამ გაგაგიჟა გოგო ვაფშე - დას მიუტრიალდა ახლა - ალეკომ უცნაურად გადახედა ლილეს და წარბები შეკრა გოგონას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა ალექსანდრეს ყვირილის გამო. - - არ დაგვენახოთ ვაფშე რა - აყვა ალეკოც - არ უნდა წამომეყვანე საერთოდ რა - უყვირა ნინას. - ჩემი ბრალია რა - წამოიტირა მარიამა - ჩემი კი არა ამ ვირის ბრალია საერთოდ. რომ არა ის ვიღაც რუსი ნაშოჩკა აქ ვიქნებოდით წყნარად. გოგოებს კი ნუ უყვირით მე მეჩხუბეთ ჩემი იდეა იყო - იყვირა მარიამმა- - ახლა ჯობს ახვიდეთ და დაიძინოთ ხვალ ვილაპარაკოთ დანარჩენზე - წარბებ შეკრულმა თქვა გიორგიმ. გოგოები გაიკრიფნენ მისაღებიდან ბიჭებმა კი ახლა რომ არ დავლიოთ რა დაგვაწყნარებსო და შუაღამემდე სვამდნენ. ### ********* ბოდიშით ბოდიშით ამდენ ხანს რომ დავაგვიანე,უბრალოდ უნიში საშინელიცხრილი მაქვს <3 მადლობაყველას ვინც კითხულობთ შევეცდები უფრო მალედვადოვიდრე ვდებხოლმე <3 შეცდომებისთვის მაპატიეთ მობილურით ავკრიფე ტექსტი ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.