შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'მარჯანიშვილზე' (თავი მესამე)


19-03-2016, 16:06
ნანახია 1 812

მესამე თავი
-გუკა ნაკანი
-იოანა პირველი .-უცხო სხეულმა , რომელიც ბიჭის გვერდით იდგა დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე გუკას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და სვლა განაგრძო.
-შენს აქ ნახვას არ ველოდი.- ნაკანი კიბეზე ჩამოჯდა და ქვემოდან ამოხედა. თავი უხერხულად იგრძნო და გვერდით მიუჯდა.
-შემთხვევით აღმოვჩნდი აქ
-ეგ როგორ? -გზაში გული წამივიდა და...
-რატომ არ წამომყევი ექიმთან?!-ღიმილით გადაულაპარაკა და მხარი გაკრა.
-მთვარია ახლა კარგად ვარ
-კარგია, დილანდელი დანაშაულის გამოსასყიდად გაგიყვან სახლში, თუ დამელოდები ჩემს ძმას გასაღებს გამოვართმევ.
-არ არის საჭირო გუკა.
-რა არის საჭირო და რა არა მე უკეთ ვიცი.
***
კორპუსის შესასვლელში მოუსვენრად იდგა.ხელში ყურსასმენებს ათამაშებდა და შავ კედებს ინტერესით მისჩერებოდა, ნაბიჯის ხმა რომ მოესმა.მხედველობაში ერთის ნაცვლად სამი სილუეტი დალანდა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. მძიმედ გაუღიმა მის წინ მდგარ გუკას და თვალები დაბნეულად ააფახუნა.
-იოანა გაიცანი, ნიკუშა უშხვანი და ჩემი ძმა მაქსიმე ნაკანი- ნიკუშამ მეგობრულად დაკრა ცხვირზე თითი პირველს და ძმაკაცებს სიცილით გადაულაპარაკა.
- ეს, ის ანაა ჩემი და ჩემი მანქანის დანახვაზე გული, რომ მისდის.
-მორჩით ცანცარს და წამოდით გვაგვიანდება.- ბოხი ხმითა და სერიოზული სახით ჩაილაპარაკე მაქსიმემ და გოგონას თავის დაკვირით მიესალმა.
-წამოდი, წამოდი. როგორც ყოველთვის აუტანელია.- ძმის გასაგონად თქვა უმცროსმა ნაკანმა და როდესაც მისი გამყინავი მზერა შეამჩნია მაშინვე დასერიოზულდა.
- აუტანელი ?- დაეჭვებით იკითხა იოანამ და ღიმილით გადახედა გუკას, რომელმაც თავი მსუბუქად დაუქნია.
-ნამდვილად, ნამდვილად.
-არამგონია, ალბათ უფრო სერიოზული, ვიდრე აუტანელი.- არვიცი რა ატლიკინებდა ამ გოგოს, მაგრამ პირდაპირობა მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება იყო.
-თქვენ რა პირი შეკარით?- უკვე მანქანაში მყოფმა პატარა ნაკანმა დაეჭვებით გადახედა ძმას.
-როგორ მოისყიდე ? -არ ჩამორჩა უშხვანი .
მაქსიმემ კი შეპარული ღიმილით გადახედა უკანა სავარძელზე მოთავსებულ გოგოს და როდესაც მისი მომღიმარი სახე შენიშნა მოწყვეტით ჩაუკრა , მერე კი დაუფიქრებლად ჰკითხა:
- საით მივდივართ იოანა?
-დოლიძეზე.
****

დარწმუნებული ვარ, მისი კრიალა თვალები, ლაღი ხმა და ღიმილი რომ არა, იოანას დედა, ელენე ვერც კი გამოვიდოდა მდგომარეობიდან ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ყველაფერი იყო მისთვის მოწრიპული ანა, რა თქმა უნდა, დედისთვის შვილი ყველა სრულფასოვნებაზე მეტია, მაგრამ მათ შორის იყო რაღაც ერთი მხრივ ზედმეტად ამოუცნობი და ღრმად დაძარღვული. მათი ყველა დილა ფუსფუსით და იოანას ბაუნტით იწყებოდა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამ გოგოს ბაუნტი ისე უყვარდა ღამის ოთხ საათზე შეეძლო დედა გაეღვიძებინა და ბაუნტის საყიდლად გაეყოლებინა. მართალია, ეს იშვიათად ხდებოდა, რადგან პირველების ოჯახი უკვე წარმოუდგენელი იყო ბაუნტის გარეშე.
როგორც ყოველთვის დილა ერთფეროვნად დაიწყო. აქეთ-იქით სირბილით ალაგებდა ჩანთაში ლექციისთვის განკუთვნილ ფურცლებს და თან მაჯის საათს დაჰყურებდა. ყოველთვის გამოირჩეოდა პუნქტუალურობით, რამდენჯერ მოუწია ცეკვაზე დაგვიანება და ამის გამო მთელი დღე შეეძლო ენერვიულა.
***
იმ დღეს უნივერსიტეტში გუკა არ გამოჩენილა. ლექტორისა და კურსელების მოსმენით ისე გაერთო არც კი შეუნიშნავს როგორ გაიპარა დრო. თანაკურსელევს ღიმილით დაემშვიდობა და შენობა დატოვა
ტაქსში კომფორტულად მოთავსდა და აწკრიალევულ ტელეფონს სწრაფად უპასუხა.
-გისმენ-მხიარულად ჩასძახა.
-ანა ძვირფასო, შენს გეგმებში დავიწყებული დაქალის მონახულება არ შედის?- ტელეფონს მიღმა ზედმეტად ნაზი ხმა გაისმა.
-აი, სწორედ ახლა ვეუბნებოდი ტაქსის მძღოლს შენი სახლის მისამართს- ღიმილ შეპარული ტონით მოახსენა და თვალები დახუჭა, თითქოს ეს ისხსნიდა მოსალოდნელი პასუხისგან.
-მატყუარა, ახლავე შეცვალე კურსი და სასწრაფოდ ჩემთან !- სიტყვის თქმა არ აცალა ისე გათიშა.
-ჰე, ახლა, მე მთელი დღე აქ ვერ ვიდგები . სად მივდივართ? -გაღიზიანებულმა მძღოლმა სარკიდან გადმოხედა და გაყვითლებული ულვაშები ააცმაცუნა.
-ატენზე თუ შეიძლება.
***
დიდი ხნის უნახავ დაქალს მონატრებულად გადაეხვია და მისი საყვარელი რაფაელოს ნამცხვარი გაუწოდა.
-არ იყო საჭირო.
-ნუ ინაზები ხოლმე რა! - მოჩვენებითი სიბრაზით მიარტყა ტრაკზე ხელი და სამზარეულოში მოშინაურებულად გამოაღო მაცივრის კარი.
- თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.-არ დააყოვნა ტატიანამაც
-მშია, რა გვაქვს ოჯახში გემრიელი?- წუწუნით დაპრუწული ტუჩები მაშინვე გააჩერა, როდესაც გაზქურაზე მდგარი მექსიკური კარტოფილი შეამჩნია.
-კიდევ კარგი დაგირეკე
-შენ რომ არ მყავდე -ნასიამოვნებმა ამოიოხრა და პირველი ლუკმა გემრიელად ჩაღეჭა.
- სახლში საჭმელს არ გაჭმევენ?
-ბედნიერ მომენტებს ვერ ჩამაშხამებ ქალბატონო- თითი დაუქნია და თავისი საქმე განაგრძო. ტატიანამ ცოტა ხანს უყურა, მერე ხელი ჩაიქნია და მისაღებში ფილმის ასარჩევად გავიდა.
-მაცივარში ატმის წვენია და რომ წამოხვალ წამოიყოლე.- სასტუმრო ოთახიდან გასძახა დაქალს.

დასვრილი თეფში გარეცხა, მაცუვრიდან წვენი, ხილის ასორტი და შოკოლადი გამოიღო, მერე კი დივანზე ტატას გვერდით ჩამოჯდა. საუბრის, ენის გადატყავების, ჭამის, ტირილის და თბილი ჩახუტების შემდეგ, აპარტამენტი დატოვა და სახლში წავიდა.
***
სახლში მისულმა სწრაფად აიღო ცეკვისთვის განკუთვნილი ნივთები და სუხიშვილებისკენ უკვე წარმოდგენილი ნაცნობი გზა განვლო. პატარაობიდან გიჟდებოდა ცეკვაზე, მაგრამ პირველად პროფესიად არასდროს მიიჩნევდა და ახლა, როცა უკვე დიდი გოგოა ბაუნტის შემდეგ ყოველთვის ცეკვაზე ფიქრობს.
***
დაქანცული ტანს მაინც ნარნარით მოარხევდა და დაქალებთან ერთად იცინოდა, როდესაც 'ლუკა პოლარესთან' მდგარი მამაკაცი შენიშნა , სახე დაუსერიოზულდა და გაკვირვებით დააკვირდა მის ძლიერ სხეულს.
ალბათ, არც მიესალმებოდა მამაკაცის თვალებს, რომ არ დაეჭირათ მისი მზერა.
-გამარჯობა, როგორ ხარ?-უცებ ნახა გამოსავალი და ნაკანისკენ წავიდა.
-გმადლობ, არამიშავს . თავად როგორ გიკითხოთ?- არც მაქსიმემ დააკლო ოფიციალურობა.
-ცოტა დაღლილი ვარ , ახლახანს დამიმთავრდა რეპეტიცია და...- როდესაც უფროსი ნაკანის მომღიმარი სახე უკვე მეორედ დალანდა სიტყვა პირზე მიეყინა. რა ქნას ამ ბიჭმა ასეთი სასწაული ღიმილი თუ აქვს?!
-გაგიყვან სახლში , მანამდე კი ნაყინზე უნდა დაგპატიჟო!-ბიჭის ოფიციალურობა და ბოხი ხმა აშინებდა კიდევაც, მაგრამ ამაში თავის თავს დანამდვილებით ვერ უტყდებოდა.
-არ არის საჭ...
-იცი, ახლა და აი ამ წამს მე ვფიქრობ, რომ საჭირო კი არამედ აუცილებელია და უბრალოდ ჩემს მანქანაში დამელოდე.-შეპარული ღიმილით უთხრა და მისი მანქანის გასაღები გაუწოდა.



№1 სტუმარი matata

ვავა მაქსიმე ნახე შენ :დ ესეიგი ახლა კარგია მაგრამ ნუ ეს მაგრამ რო არ ჩაეკვეხოს არა რა ესეიგი დიდი თავები არ გვაწყენს და კიდევ კარგი იქნება თუ ყველაფერს მალევე არ მოახდენ და ყველაფერი ნელნელა იქნება მთლად კუს სირბილითაც არა მაგრამ ნუ ხოხვდები იმედია რასაც ვგულისხმობ

 


№2  offline წევრი Nate

კარგი, დიდი თავები დადე

 


matata
ვავა მაქსიმე ნახე შენ :დ ესეიგი ახლა კარგია მაგრამ ნუ ეს მაგრამ რო არ ჩაეკვეხოს არა რა ესეიგი დიდი თავები არ გვაწყენს და კიდევ კარგი იქნება თუ ყველაფერს მალევე არ მოახდენ და ყველაფერი ნელნელა იქნება მთლად კუს სირბილითაც არა მაგრამ ნუ ხოხვდები იმედია რასაც ვგულისხმობ

რა თქმა უნდა, არც ვაპირებ ფაცაფუცით დაწერას :D უბრალოდ დიდი იმ გამო ვერ დავწერე, რომ დაწერილი თავი წამეშალა დაკოპირებისას :| მადლობა დიდი <3

 


№4 სტუმარი matata

გაზაფხულის გოგო
matata
ვავა მაქსიმე ნახე შენ :დ ესეიგი ახლა კარგია მაგრამ ნუ ეს მაგრამ რო არ ჩაეკვეხოს არა რა ესეიგი დიდი თავები არ გვაწყენს და კიდევ კარგი იქნება თუ ყველაფერს მალევე არ მოახდენ და ყველაფერი ნელნელა იქნება მთლად კუს სირბილითაც არა მაგრამ ნუ ხოხვდები იმედია რასაც ვგულისხმობ

რა თქმა უნდა, არც ვაპირებ ფაცაფუცით დაწერას :D უბრალოდ დიდი იმ გამო ვერ დავწერე, რომ დაწერილი თავი წამეშალა დაკოპირებისას :| მადლობა დიდი <3

ხოდა აღარ დებ? ;/

 


matata
გაზაფხულის გოგო
matata
ვავა მაქსიმე ნახე შენ :დ ესეიგი ახლა კარგია მაგრამ ნუ ეს მაგრამ რო არ ჩაეკვეხოს არა რა ესეიგი დიდი თავები არ გვაწყენს და კიდევ კარგი იქნება თუ ყველაფერს მალევე არ მოახდენ და ყველაფერი ნელნელა იქნება მთლად კუს სირბილითაც არა მაგრამ ნუ ხოხვდები იმედია რასაც ვგულისხმობ

რა თქმა უნდა, არც ვაპირებ ფაცაფუცით დაწერას :D უბრალოდ დიდი იმ გამო ვერ დავწერე, რომ დაწერილი თავი წამეშალა დაკოპირებისას :| მადლობა დიდი <3

ხოდა აღარ დებ? ;/

დაახლოებით ერთ კვირაში სრულად დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent