შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურუსით მოცული (1)


19-03-2016, 19:25
ავტორი ხა ტია
ნანახია 1 333

მძიმედ გავახილე თვალები და საწოლში წამოვჯექი. თავი საშინლად მტკიოდა თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყამს გაუთავებლადო. ხელი ბალიშის ქვეშ შევაცურე და იქიდან ახალი ტელეფონი გამოვიღე. ფეხზე წამოვდექი და თავი მოვიწესრიგე. მინდოდა ცოტახნით კიდევ დავრჩენილიყავი „ჩემს“ ოთახში, თუმცა უკვე ცხრის ნახევარი იყო და „ოჯახის“ წევრებთან ერთად უნდა მესაუზმა. არ მინდოდა მათი მყუდრო და წყნარი ცხოვრება დამენგრია. მაგრამ ჩემი გამოჩენით ამ ოჯახის ბედი უკვე შევცვალე.
მორიდებულად ჩავედი სასადილო ოთახში და ირგვლივ მყოფებს მივესალმე. მათაც თბილად მიპასუხეს და მაგიდის ირგვლივ მოთავსდნენ. უხმოდ ვისაუზმეთ. არცერთს უყვარდა ჭამის დროს ბევრი საუბარი. მას შემდეგ რაც ბატონი დემეტრე სამსახურში, ხოლო ანასტასია უნივერსიტეტში წავიდა, სახლში მხოლოდ მე და ქალბატობნი ნინო დავრჩით.
ასე გრძელდება იმ დღიდან, როდესაც გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ სრულიად უცხო სახლში, უცხო ხალხის გარემოცვაში ვიყავი. როგორც თავად მითხრეს , ერთ საღამოს დემეტრე ავტომანქანით სახლში ბრუნდებოდა და თან ცოლს ესაუბრებოდა მობილურით. ლაპარაკში გართულმა ვერცკი შენიშნა გოგონა, რომელმაც წინ გადაურბინა და... სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და დაშავებულიუ სახლში წაიყვანა. ექიმის თქმით, არაფერი მჭირდა, მაგრამ ჩემს გამოღვიძებას უნდა დალოდებოდნენ. და აი, თვალები გავახილე და არაფერი მახსოვდა, სრულებით არაფერი. იმის გამო რომ თან არც ტეელფონი მქონდა, ვერც ჩემს ნათესავებს დაუკავშირდნენ, საერთოდ თუ მყავდა ისინი. ამ გაუგებრობაში გავიდა მთელი კვირა. რადგან ჩემი სახელიც კი არ მახსოვდა, გადაწყვიტეს ლიზა დაეძახათ და მათთან დავრჩენილიყავი ვიდრე არ გამოვჯანმრთელდებოდი.
ბაღში გავედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.თავს საშინლად ვგრძნობდი. ალბათ იმაზე საშინელი არაფერია როცა იღვიძებ და აცნობიერებ რომ არ იცი ვინ ხარ, რა გქვია, სად ცხოვრობ, საერთოდ არაფერი შენს შესახებ. ის რაც რამდენიმე საათის წინ შენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, ახლა სრულიად უცხო გახდა. იქნებ ოჯახი მყავს, რომელსაც ვუყვარვარ და ახლა მეძებს. ამაზე ფიქრში თავი უფრო ამტკივდა. უკვე რამოდენიმე დღეა რაც გადავწყვიტე პოლიციაში წასვლა. თუმცა იქამდე მინდოდა დემეტრეს და ნინოს დავლაპარაკებოდი, მათ შვილივით მიმირეს. არ მინდოდა რომ მათი ყურადღება დაუფასებელი ყოფილიყო ჩემი მხრიდან. ის რაც ერთი კვირის წინ მოხდა შემთხვევითობა იყო, ხოლო რასაც ახლა აკეთებენ ამას ბევრი არ იზამს.
გაზაფხულის ცივი ქარისგან შეციებული შევედი სახლში. ნინოს უკვე მოესწრო მაგიდის ალაგება და ახლა დაღლილი იჯდა ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში.
-მოდი შვილო დაჯექი-როგორც ყოველთვის ახლაც თბილად მითხრა და თავის გვერდით ცარიელ ადგილზე დაატყაპუნა ხელი.
-დემეტრეს ვესაუბრე-განაგრძო მას შემდეგ რაც მის გვერდით დავჯექი-შენთვის უკვე აარჩია შესანიშნავი სპეციალისტი.
-ქალბატონო ნინო, საჭირო არ არის, ისედაც ძალიან გაწუხებთ- მათი უკვე ძალიან მრცხვენოდა, თანაც მთრგუნავდა მომავალ სეანსებზე ფიქრი.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო შვილო, ახლა რაც გჭირს ჩვენი ბრალია.
მეტი აღარ გვისაუბრია, მინდოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა, თუმცა თავი შევიკავე. ვარჩიე დემეტრეს მოსვლას დავლოდებოდი. საღამომდე დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი.მთელი დღე ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული. წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა მანამდე ჩემი ცხოვრება. ნეტავ შვილი თუ მყავს ან საერთოდ თუ ვარ გათხოვილი. კარზე დააკაკუნეს და ოთახში ანასტასია შემოვიდა. სასიამოვნო გოგოა. ქერა, მოკლე თმით და თაფლისფერი თვალებით, პატარა ტანის, გამხდარი და ანზი. პირველ კურსელია.
-შეიძლება?-იკითხა თავისი წკრიალა ხმით.
-მოდი-გვერდით ჩამომიჯდა და ღრმად ამოისუნთქა.
-ძალიან ფავიღალე. მთელი დღეა აქეთ-იქით დავდივარ. სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა, მამა გეძახის.
-კარგი ახლავე ჩამოვალ.
ტელეფონი დასატენად შევაერთე და ანასტასიასთან ერთად ჩავედი დაბლა, სადაც უკვე მიცდიდნენ დემეტრე, ნინო და უცნობი ქალი.
-მოდი ლიზა, გაიცანი ეს ლიკაა, შენი ექიმი-უცნობზე მანიშნა დემეტრემ. ქალი 35-40 წლის იქნებოდა. სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა. შავი, მხრებამდე „შეჩეხილი“ თმა და ნაცრისფერი თვალები ერთმანეთთან იდეალურ კონტრასტს ქმნიდა. მისმა სანდომიანმა სახემ სრულებით დამავიწყა ის რაზეც მანამდე ვფიქრობდი.
საუბარი სასიამოვნოდ წარიმართა. ლიკა ჩვენთან რამოდენიმე საათი დარჩა. ყველაფერზე შევთანხმდით. გადავწყვიტეთ რომ სეანსები ხვალიდან დაგვეწყო. ისე დავიღალე, ვახშამიც აღარ გამხსენებია, მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და თავი ძილს მივეცი.
მეორე დილით გვიან გამეღვიძა. საათს რომ დავხედე 11 სრულდებოდა. მაშნვე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. გამიკვირდა როდესაც ანასტასია დავინახე.
-ან, უნივერსიტეტში არ უნდა იყო?-ვკითხე გაკვირვებულმა, რადგან ვიოცდი კარგად სწავლობდა და გაცდენა არ უყვარდა.
-ხო, მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობ და ვარჩიე შინ დავრჩენილიყავი.. თან დღეს დედა და მამაც წასულები არიან და მარტო ხომ არ დარჩებოდი.
-კარგი რა, არ გშია, თუ უკვე ისაუზმე?
-არა, შენ გელოდებოდი
სუფრასთან დავსხედით და გემრიელად დავიწყეთ საუზმობა.
ლიზა, არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ, ნახე გარეთ რა კარგი ამინდია-მართალია ანასტასიას ერთი კვირაა ვიცნობ, თუმცა იკვე ძალიან შემაყვარა თავი. ყოველთვის მაკვირვებს. მშობლებისგან განსხვავებით თავად ძალიან ხალისიანი და ბავშვურია. სულაც არ ჰგავს იმ გოგონებს, რომლებიც მამიკოს ფულებით გათამამებულნი ათას სისულეელს სჩადიან.
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ დღეს ლიკას უნდა შევხვდე, არ მინდა დავიგვიანო.
-ნუ ღელავ მოვასწრებთ. თან შენთვის ხომ უნდა იყიდო რამე.
-ანასტასია, მე არ მინდა რომ..
-იცოდე სიტყვა აღარ თქვა ამაგზე, ხომ იცი რომ ეგეთი რაღაცეები არ მიყვარს. აბა ეხლა სწრაფად ადექი და მოემზადე და გაფრთხილებ სიტყვა აღარ თქვა ფულზე. ჯანდაბასაც წაუღია ის ფული, თუ არ დავხარჯე რად მინდა.
რადგან საუზმობა უკვე დამთავრებული მქონდა, სწრაფად მოვემზადე. ანასტასიას მოცემული ტანსაცმელი ჩავიცვი და ნახევარ საათში ორივემ დავტოვეთ სახლი.



№1 სტუმარი Nino

Momecona. Saintereso chans

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent