შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (11)


19-03-2016, 21:53
ავტორი new yorker
ნანახია 5 288

***

რამდენიმე დღე ისე გავიდა, ყიფიანი ვეღარ ვნახე.
ქუთაისში დადიოდა შეხვედრებზე.
ჯერ სულ რამდენიმე კვირის ნაცნობი იყო და უკვე საშინლად ეგოისტური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, უაზროდ ვისრუტავდი ყიფიანის თავისუფალ დროს და ყურადღებას, ყველასგან და ყველაფრისგან დაუკითხავად.
მძულდა ყველა ის შეხვედრა, რომლის გამოც დღეებს ქუთაისში ხარჯავდა, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
ჩემგან დაუკითხავად მოახერხა ნიასთან დამეგობრება.
ეს უფრო მეტ კომფორტს და სიმშვიდეს მიქმნიდა.
ასე მარტივად არც ერთი ურთიერთობა არ დაწყებულა ჩემ ცხოვრებაში.

-დამხატე რა. -მოულოდნელად მითხრა ყიფიანმა და თავისი ნაჩუქარი ვისკი თავისსავე ნაჩუქარ ჭიქაში დაისხა. რაფას მიეყრდნო და პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიწია. მე ისე ვიყავი გართული დასამთავრებელი ნახატით, რომ ძალიან ყრუდ მომესმა ყიფიანის ხმა. იმდენად ყრუდ რომ პასუხიც არ გამიცია. -ანა. -შეშინებულმა ამოვხედე ქვემოდან და ფანქრის წვერი გადამიტყდა.
-ჰო
-დამხატე. -მიღიმოდა და ვისკის აყოლებდა ამ თავისებურ ღიმილს.
-შენ? ვერა, გამორიცხულია.
-რატომ? -მაგიდასთან ჩამოჯდა და ნახატები გადაწია.
-არ გამომივა.
-არ მჯერა. სისულელეებს რომ ხატავ, მე დამხატე.
-რა ნარცისი ხარ? რად გინდა შენი ნახატი?-სხვანაირად ვეცადე თავიდან არიდებას.
-მინდა რომ შენ დამხატო. როგორი წარმოგიდგენივარ მაინტერესებს.
-შენ დამხატე!
-მე რო არ ვიცი ხატვა? მხოლოდ კვადრატს ვხატავ. -ფანქარი გამომართვა და სამკუთხედი დახატა ცარიელ ფურცელზე.
-კი კვადრატი. - გაგვეცინა ორივეს.
-დამხატავ?
-მერე, როცა მომინდება, ასე მართლა არ გამომივა.
-კაი, იცოდე გიმახსოვრებ და საშინლად ველოდები.
-კაი, ეხლა ამათ დავასრულებ და გავიდეთ.
-არ იჩქარო, როცა მორჩები მერე.

ისევ ფანჯრის რაფას მიეყრდო და ვისკი დაიმატა.
-ანა... -მშვიდად თქვა ჩემი სახელი.
-ჰო. -თავი არ ამიღია ისე ვუპასუხე.
-არა, ისე.
-ისე?
-მომწონს ასე რო გეძახი. -ისევ გამიმეორა სახელი და გაეცინა.
მესმის ყიფიანის, ასეთი რეაქციები ახლავს ამ ვისკის.
სვამ და ყველაფერი ფერადდება.

***
რა დამღლელია ამდენი დღე.
მგონია რომ ორ წელთან ერთად ამ 20 დღით ყველა ის წელიც გადაიფარა, რომელიც ჯერ არ მიცხოვრია.
ყველანაირი წარმომედგინა ანას გარეშე.
საერთოდ ყველანაირი, მაგრამ ასეთი არა.
თითქოს ვერც ვიაზრებ რომ ერთად ოფიციალურად კი არა, ისედაც აღარ ვართ.
ალბათ პირველი შეცდომა სწორედ ის იყო საკუთარ თავთან რომ დავუშვი ანას გარეშე ყოფნის თეორია, მაგრამ მე ხომ ვიცი..
მე ხომ ვიცი ეგ რატომაც იყო...
იმიტომ რომ სულ რამდენიმე წამით მაინც გამეაზრებინა რა იქნებოდა...
მერე საკმარისი არ იყო?
რა საჭირო იყო ამდენი დღე?
გიჟივით მიყვარხარ.
გიჟივით!
ამას ჩემთვის კი არ შევინახავ, შენც გეტყვი!
სულ არ მაინტერესებს არანაირი გაწერილი საზღვრები.
ეგ რომ მაინტერესებდეს არ გეყვარები.
ხოდა რამდენჯერაც მიყვარხარ, იმდენჯერ გეტყვი.
მერე რა რომ ერთად არ ვართ.
მე და შენ ყველაზე კარგად ვიცით ასე მარტივად რომ არ მოხდება გადაყვარება... თუ საერთოდ მოხდება...
არ ვიცი არ ვიცი.
მთავარია მე მიყვარხარ,
შენი სიყვარული კიდევ არაფერ შუაშია, ხომ გახსოვს?
სანამ მე მიყვარხარ, შენც გეყვარები, როცა ჩემ გრძნობებში შეიცვლება რაღაც და ბედნიერება ოდნაც მაინც მოგაკლდება, მხოლოდ მაშინ დაიწყებ გადაყვარებას, მე კიდე ახლა ისე მიყვარხარ, ვიდრე ეს ორი წელი ერთად და რამე შეიცვალოს კი არა, ერთად თუ ცალკ-ცალკე ისე მიყვარხარ, არაფერი მოგივა.

***
ისევ იქ წავედით, მაღლა.
ყოველ ჯერზე ისეთი სხვანაირი მხვდება თბილისი, მიკვირს ამდენჯერ და ამდენად როგორ შეუძლია გარდაქმნა.
ასეთი ნიჭიერი და ლამაზი როგორაა.
სიამაყის სითბოს ისე ვგრძნობ მთელ სხეულში, ღამის სუსხი ვერ მერევა.

***
-ლალი, ვერაფერი გავუგე. შენ ხომ იცი ასი წელია ვიცნობ, ვიცნობ კი არა ყველაზე კარგად მე ვიცი რას, როდის, როგორ და რანაირად გააკეთებს, მაგრამ აქ მართლა არაფერი მესმის. დადის ასე გაშტერებული, გათეთრებული და უყურე, აი უყურე კიდევ როგორ გახდა. ჯერ მარტო ორი კვირა გავიდა და ისეთი დაცარიელებულია, მიკვირს იქამდე როგორ ცხოვრობდა. გავიგებდი ბევრი სკანდალით, ყვირილით და ისტერიკებით რომ დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ შენც ხომ იცი. ადგა და ხელი გააწერა. არც კი მეგონა რამის გამო თუ ეგ ოჯახს დაანგრევდა, მაგრამ ხომ ხედავ?! უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები რატომ არ ცდილობენ ან შერიგებას ან რამის გამოსწორებას. ასე გაიღვიძო, მოგბრზრდეს და წახვიდე ხელი გააწერო, მერე კიდე იძახო მიყვარსო რაღაც ისეთი ამბავია, რა. მგონია რომ თამაშია. ან რა თამაშია, რა ქვია? არაფერი მესმის. ლალი არაფერი არ მესმის!!!! არც სანდროსი მესმის. მე ხო ვიცი მაგრამ აი შენც ხო იცი როგორც უყვარს. კი არ უყვარს გიჟდება. ეხლაც წერს მიყვარხარო, განა მაგაზეა?! რა უნდა მაგის მიწერას, ან განა ის მიკვირს რო კიდევ უყვარს, რა ვინ დაიჯერებს რო ორ კვირაში აღარ ეყვარება, უბრალოდ ხომ ხვდები, კაცია მაინც, პრინციპები აქვს, მაგის ადგილას ავდგებოდი და სულ გავქრებოდი ანას ყველა განზომილებიდან. ეს კიდე რას აკეთებს, ხელიც გააწერა, უპრობლემოდაც დაშორდა და მაინც მიყვარხარო. ან ყველაფერი მართლა ისეა როგორც არის, ან რაღაც არ ვიცით. მოკლედ ესე რა, ვერაფერი ვერ გავიგე.
ის კი ვიცი და მგონია რო ესე დიდხანს არ და ვერ უნდა გაგრძელდეს, რაღაცნაირი პარადოქსია, არც ერთი არ ცდილობს ერთმანეთის გაშვებას, ის კი არა ეხლა რომ შემოვა არ გამიკვირდება გამომიცხადოს ,,წამო ისევ ჩემი მეჯვარე ხარ ხელს ვაწერო."
აივნიდან ანა შემოვიდა და საუბარი შეწყვიტა ნიამ.

***
ყველაზე მაღალი კორპუსის თავზე, ყველაზე მაგარი კაფის პატრონი, წინსაფარ აკეცილი მოაჯირთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
ნაცრისფერ თვალებში კიდეებს მოჭიდებული გუგები ისე და იმდენად ეკლაკნებოდა, ფაქტია თავში მთელ რიგად ერეოდა ფიქრები.
მოდით ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით შევერიოთ დაჩის ფიქრებს.
,,მერედა რისთვის?! ეგაა მთავარი?! კი ეგაა მთავარი, ეგ თუ არა სხვა რაა მთავარი. ახლა უკვე აღარ ვიცი მინდოდა თუ არა ამის ცოდნა. მერე კიდე, ანა რა მაგარი გოგოა?! უმაგრესია. სულ ყველაზე მაგარია. ვინც თუ ვიცი და არ ვიცი, იმათ შორის სულ ყველაზე მაგარია. ალექსანდრე?! საუკეთესო ბიჭია. არ ვიცი მე, ან მის მაგივრად სხვა მის ადგილას რას იზამდა, მაგრამ ფაქტია როგორი მაგარი ბიჭიცაა. ამათ რომ ვუყურებ მგონია რომ ცხოვრებაში ძალიან უკან ვარ, იმდენად უკან რომ სირბილითაც ვერ დავეწევი ვერც ერთს. ჩემზე პატარები არიან და შინაგანად უკვე ისეთი დიდები. გული მწყდება, სხვა თუ არაფერი უბრალოდ გული მწყდება ესეთი მაგარი ადამიანები რომ ისევ ცალკ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ სწორიცაა, ასე ბევრად მარტივია. შეიძლება არცაა. საკუთარი ნებით კი არა ანას ნების გარდა არაფრის გამო არ გაუშვებდა.
მე ხო ვიცი ალექსანდრეს ასეც და ისეც გიჟივით უყვარს, ალბათ ამდენად რომ არ უყვარდეს ვერც გაუშვებდა. ალბათ არც გაუშვია, მაგრამ ერთი წამით რომ ვფიქრობ... საშინელებაა.
რომ წარმოვიდგენ ვიღვიძებ, პირველს იმ ადამიანს რომ ვხედავ, ვის გამოც შემიძლია აი ეს კორპუსი ავიღო და სადღაც დედამიწის ბოლოში გადავდგა,
რომელსაც ვუყურებ და მინდა მხოლოდ იმიტომ დაღამდეს და ისევ გათენდეს რომ გაღვიძებისას იგივე ვიგრძნო, რომელიც საკუთარ თავზე კი არა მილიარდობით ადამიანზე მეტად მიყვარს, რომელიც მეორე ნახევარი კი არა ჩემი მთელი სხეულია, რომლისგანაც ერთადერთი რისი მოთხოვნის უფლებაც მაქვს, იმას საკუთარი უდიდესი სურვილითაც კი ვერ მჩუქნის, აი ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ბზარი ქალისთვის და არა მარტო...
იცოდე რომ ის რაც მთელ ცხოვრებას გაგინათებს და გაგიფერადებს, არასოდეს იქნება შენი,
იცოდე რომ შენში ყველაზე სანუკვარს ვერასოდეს გაზრდი,
იცოდე რომ ის რისთვისაც შეგიძლია დაუსრულებლად იცხოვრო არასოდეს გექნება.
იცოდე რომ შენთვის ყველაზე საყვარელს ვერასოდეს აჩუქებ კიდევ ერთ, ან ორ, ან უფრო მეტ უდიდეს სიყვარულს.
ვერასოდეს გააჩენ
შვილებს..."
სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში დატოვა და წინსაფარი ჩამოიწია.
-რას ინებებთ?!
,,არ ვიცი, მგონი არც მინდოდა ეს რომ მცოდნოდა. მერე და თან როგორია, ამას ისმენდე ისეთი ადამიანისგან როგორიც ალექსანდრეა. მე ხომ ვიცი როგორ ტკივა.
მე ხომ ვიცი...
ამას არც არასდროს ეტყოდა არავის, მაგრამ რომ წარმოვიდგენ როგორ უჭირს ამის გადატანა, რომ მე ეს ამბავი ვიცი...
და მაინც, მთელი სხეულით იშლება და უშვებს, მარტო იმიტომ რომ ის იყოს კარგად.
საუკეთესოა, საუკეთესო.

____
მადლობა კეთილი კომენტარებისთვის, ისე მახარებთ!



№1  offline წევრი მე–მოლოდინი

შენ ხარ საუკეთესოო <3 თავეbს თუ გაზრდი და მალე დადეb ძააან გამახარეb და დარმუნეbული ვარ მარტო მე არა :D <3 <3 <3 (ისე გამახარე დაbრუნეbით ამაზეც თანახმა ვარ ისე)

 


№2  offline წევრი xuti

Momwons sheni stilii.kargii xar zvirpasoo

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ!
საოცრება!
მეცოტავა ეს თავი
მაინტერესებს დაზუსტებით ამათი დაშორების მიზეზი იყო
ველოდები შემდეგ თავს !
საუკეთესო ხარ !

 


№4  offline წევრი sofi_rio

გიჟიხარ! დაჩვენს ნელ-ნელა გვაგიჟებ! დავფრინავ უკვე:):):) უმაგრესიხარ და შენ იცი ეს
მიხარია ყველა შენი სიტყვა
ისტორია საერთოდ შენ მიხარიხარ!

 


№5  offline წევრი gogincha

ძაან დიდი მადლობა ამ ისტორიის დაწყებისთვის მერე გაგრძელებისთვის და ასევე იმისთვის რომ ჩემი რელური ცხოვრების ისტორიას გავს ეს ამბავი ამის გახსენებისთვისაც მადლობა. წარმატებები

 


№6  offline წევრი გვირილა ♡

აღარ მქონდა უკვე იმის იმედი, რომ განაგრძობდი.. ძალიან გამახარე ♡
თავიდან წავიკითხე და უფრო მეტი ემოციებით ავივსე ვიდრე პირველად წაკითხვისას...
შეუდარებელი ხარ.
გეფიცები ტანში მაჟრიალებდა კითხვისას..
ველი გაგრძელებას და წარმატებები.

 


№7  offline წევრი salomee

მიყვარხააარ

 


№8 სტუმარი No Name1

ძალიან მაგარი გოგო ხარ! ერთეულებს შეუძლიათ გრძნობების ასე ახლოს მოტანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent