შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (3)


3-04-2015, 16:42
ავტორი new yorker
ნანახია 8 129

ასეც ხდება, მაგრამ ვერაფერს აბრალებ.
ბრაზობ, მაგრამ გულის სიღრმეში სიამოვნების ნაპერწკალი მაინც გადაგკრავს.
აღიარება გიჭირს, მაგრამ ზუსტად ისაა რაც გინდა.
ყველაფერს შეჩვეულს სითავხედე და სითამამე მოგწონს, ან უბრალოდ არც არის ასე და ყველაფერი ძალიან ნორმალურია.

ყიფიანის სიტყვები ტორნადოსავით მიტრიალებდა თავში და მაინც ხმამაღლა, ძალიან ვბრაზობდი ,,ვინ მისცა ამდენის უფლება?``

მაინც ველოდი, კიდევ ერთ ზარს, გაჯიუტებას, ან რამე არაჩვეულებრივს.
ველოდი ქუჩაში, სადარბაზოსთან ან თუნდაც ბანკომატთან, მაგრამ ყოველ ჯერზე მიცრუვდებოდა იმედები ერთმანეთის მიყოლებით.
ყიფიანმა ვერ გამაოცა:)
პელესგან რომ დავბრუნდით და სახლში ,,უვნებელი`` შემოვედი, დავივიწყე.
უბრალოდ ამაწიოკა და მორჩა.
მეორე გაგიჟებამდე კვირის ბოლომდე მალოდინა.
მანამდე, არც ერთი ზარი და არც ერთი ბანკომატი.
თამთასთან ერთად ვიყავი კაფეში და ჩაის ვსვამდი.
იმ ღამითაც ძალიან მაგრად წვიმდა.
11კენ გამოვედით.
პირდაპირ სახლში ამოვედი.
ჩემ სართულზე ლიფტიდან რომ გამოვედი და შუქი აინთო, შემეშინდა.
სანამ ყიფიანი გამახსენდებოდა გული გადამიტრიალდა.
კართან ორი ჭიქა და ვისკი იდო.
სიგიჟეა.
გადავირიე.
კიბეები მოვსინჯე, არავინ ჩანდა.
სადარბაზო ფრთხილად დავათვალიერე და ჩუმად დავუძახე ეჭვმიტანილს.
-ალექსანდრე.
ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე და პასუხი რომ არავინ გამცა ჭიქებთან და ვისკისთან ერთად სახლში შევედი.
კარი გადავკეტე და ღრმად ამოვისუნთქე.
არანორმალურია!
გიჟია!
საჩუქარი მაგიდაზე დავდე და დივანზე დავჯექი.
რა ვქნა?
ყიფიანის სავარაუდო გეგმას ვერ ჩავწვდი და ფიქრს შევეშვი.
ტყუილად ველოდებოდი ტელეფონზე ზარს.
არც იმ ღამით დაურეკავს.
* * *
-მარიამ კარტოფილს შეგვიწვავ მე და გიგას? -საწყლად გადახედა რძალს ყიფიანმა.
-აბა რას ვიზამ?! -მაშინვე წამოდგა მარიამი.
-ესეთი რძალი ვის ყავს რა. -თვალი ჩაუკრა და ფეხბურთზე გადართო.
-ბიჭო რა უნდა მეკითხა -დაიწყო გიგამ, როგორც კი მარიამი გავიდა. -დაურეკე გუშინ?
-არა, რატო უნდა დამერეკა?
-რატო უნდა დაგერეკა? მეღადავები?
-აი რა მუღამი აქვს ეგეთ რამეს მითხარი რა
-როგორს?
-ხომ ისედაც მიხვდებოდა მე რომ დავუდე, რათ უნდა ამას დარეკვა და ახსნა.
-და რატომ დაუდე აბა, არ უნდა ელაპარაკო?
-შეიძლება მაგის მოხერხებაც სხვა დროს.
-ეხლა რას აპირებ?
-არ ვიცი. ფეხები სკამზე შემოალაგა და მიწისთხილის ჭამა განაგრძო.
* * *
დიდ ხანს ვუყურებდი გაშტერებული დილით ყიფიანის დატოვებულ ვისკის.
-ხარისხიანია.
ვთქვი ჩემთვის და თავი მოვხსენი.
სხვანაირი არც ეკადრება ყიფიანს.
ყინულებიან ჭიქაში ჩავასხი და ცოტა მოვსვი.
სიამოვნებისგან სახე გამინათდა.
რაფაზე ჩამოვჯექი და ფანჯარა გავხსენი.
ისევ წვიმდა.
დედაჩემის სამზითვო კარადას და ვისკის ბოთლებით სავსე თაროს გავხედე.
ყველას ერთად აღებულს ჯობია.
უცხო ნომერმა რომ დამირეკა კმაყოფილს გამეღიმა და ყურმილი ავიღე.
არ გავდა ყიფიანის ხმას.
გიორგი იყო.
ნერვები მომეშალა როგორ ვერ ვიცანი მისი ნომერი, ჩემ თავზე გავბრაზდი და ვეცადე რბილად მელაპარაკა.
მერე შუა დღემდე მეძინა.
თავის უაზრო ტკივილმა და კარზე ბრახუნმა გამაღვიძა.
ნია?
ვერ გადამირჩები.
კარი გავაღე და ნია ლამის ხელებში ჩამაკვდა.
კივილი მოვრთე, თვალები გაახილა და გიჟივით გადაიხარხარა.
-დეგენერატი ხარ!
ხელები გავუშვი და წამოვდექი.
-ყურებამდე ვარ შეყვარებული, პირველო! თუ გინდა გიცეკვებ, ან კიდევ გიმღერებ. აირჩიე. ისეთი ბედნიერი ვარ შემიძლია... არც ვიცი რა არ შემიძლია. მგონია რომ ყველაფერი გამომივა.
-სიყვარული აგიხსნა? -გავგიჟდი მე.
-კი, პირველო, ეგ ჩაიდინა. დივანზე დაეშვა და თვალები დახუჭა.
-კაი?!-გამეღიმა და ზემოდან დავაწექი ნიას.
-მაინც შენ მიყვარხარ ჯერ და მერე ბუბა.
-პირველობას პირველს ვინ წაართმევს.
ვთქვი ამაყად და გავიცინე.
-საღამოს ყველა მივდივართ მთაწმინდაზე.
-აღვნიშნავთ და რამე?
-აბა რა, ეხლა ისე მშია შენც შეგჭამ. ვჭამოთ და თან მოგიყვები.
-წამოდი.
სამზარეულოსკენ წავედით ორივე.

შემიძლია დავიფიცო, რომ იმ წუთებში ნიაზე ბედნიერი ვერავინ იქნებოდა.
იმდენი ხანი ელოდებოდა, იმდენჯერ ეტკინა, იმდენჯერ ეწყინა...
ალბათ ღირდა.

მსეზუმზირას ვჭამდით ჩემმა ტელეფონმა რომ ისევ დარეკა.
ეს უკვე მართლა ყიფიანი იყო.
-ისევ უარზე ხარ? -არ მაცალა ხმის ამოღება.
-უკაცრავად?! -თავი გავიშტერე მე.
-ჰმმ, -მერე გაეცინა -ჩემთან ერთად დალევაზე, ისევ უარზე ხარ?
-თანახმა რატომ უნდა ვიყო -გავჯიუტდი მე.
-და უარზე რატომ ხარ? -არ მომეშვა ის.
-იმიტომ რომ უცნობ ბიჭებთან ერთად დასალევად არ დავრბივარ.
-ძაან მართალი ხარ!
ინგრეოდა გარეთ მთელი ქალაქი.
წვიმდა უსაშინლესად!
-ვიცი. -არ მინდოდა ყურმილის დაკიდვა მე.
-ერთხელ დავლიოთ და მოგეშვები.
ჭკვიანია!
თან ძალიან.
უარი რომ ვუთხრა ვიცი რასაც მეტყვის, რომ არ მინდა შემეშვას, მაგრამ ჩემი თანხმობაც პრინციპის საკითხია.
ამას ეძახიან ზოგადად გამოჭერას და ხელებში მოქცევას.
-პირველზე უარზე ვარ, მეორეზე-თანახმა. -არ დავნებდი ისევ მე.
ნიას სახეზე ფერები გადადიოდა, ცოტაც და ყველაფერს დამალეწავდა დათანხმდიო.
-ესე იგი არა?
-არა.
-შენ ეზოში მიტინგის მოწყობაზე რა აზრის ხარ?
-თუ მოახერხებ... -ვუთხარი და გამეცინა.
-ნუ მეთამაშები, ანანო. -გაეცინა ყიფიანსაც.
-აი მაგ ანანოთი არარსებული შანსიც დაკარგე -გავბრაზდი მე.
-ანუ შანსი ისევ მაქვს, წავედი.
ყურმილი დავკიდე და დავიკივლე.
-ნერვები მიმტყუნებს, ეს ვინ არი?
-დებილი ხარ პირველო რა!
ნია წასასვლელად გაემზადა და საღამოსთვის შემითანხმდა.


* * *
მთაწმინდაზე იმაზე ცოტა დავლიე ვიდრე ზოგადად სახლში ვსვამდი ხოლმე.
ცოტა ნასვამზეც, ამდენ ბედნიერში ემოციები ამერია და ნიასთან ერთად გულის ამოვარდნამდე ვიტირე აივანზე.

ყიფიანის არც ერთი ზარი არ ამიღია.
არც ერთი.
არც ერთი 3 ზარიდან.

* * *
გული მერევა.
აშკარად ვგრძნობ რომ ცუდად ვარ და ცოტაც და საშინელება მოხდება.
არ მინდა სახლში ასვლამდე რაიმე საშინელება მოხდეს.
სადარბაზოსთან ჩამომსვა პელემ და წავიდა.
ლიფტამდე ძლივს მივედი.
მერე ხუთ თეთრიანის ძებნაში ამომხდა სული.
ლიფტიდან გამოსულს ახალი თავსატეხი გამიჩნდა-გასაღები.
ერთი საათი ვიქექებოდი ჩანთაში.
-ყურმილს რატო არ იღებდი?
უკან მოვტრიალდი და თავიდან ფეხებამდე გაწუწული ყიფიანი რომ ამესვეტა გული გამიჩერდა.
-აქ რა გინდა? -კარისკენ მივიწიე მე.
-შენი აზრით?
-ჩემი აზრით? შენით მითხარი.
-რა მენდომება, ღამით, სულ სველს, შენ სადარბაზოში.
-არ ვიცი... -თვალები სწრაფად დავახამხამე მე.
-შენი ნახვა მინდოდა -გაეცინა და კედელს მიეყრდნო. -სად იყავი?
-მთაწმინდაზე. -ვაღიარე და თავბრუს ხვევა ვიგრძენი.
ოღონდ ახლა არა პირველო, ოღონდ ყიფიანთან არა!
-და რატომ არ აიღე ყურმილი?
-არ მინდოდა.
-კაი, და ყურმილი რატომ არ აიღე?
-ხომ ვთქვი... -წარბები შევკარი მე.
-რა თქვი? რომ არ გინდოდა? რა სისულელეა -გაეცინა ისევ მას და პალტო, ან რაღაც მსგავსი ბოლომდე გაიხსნა.
რას აპირებს?
გული გამისკდა მე.
სველ თმაზე ხელი გადაისვა და ჩემკენ წამოვიდა.
მე კარს ავეკარი და კიდევ ერთხელ გავამხნევე ჩემი თავი.
აღარც სასმლის ბრალი იყო ეს შეგრძნება და აღარც ცუდად ყოფნის.
-როდის მოგიწყო მიტინგი? -ხელები უკან წაიღო და ზემოდან დამხედა.
დასჯილი ბავშვივით მომიწია თავი ჩახრა რომ თვალებში არ შემეხედა.
-დილით, 6 საათზე. -ვთქვი გაბედულად და უფრო მივიწიე კარისკენ.
-წამო, გამოგაფხიზლებ. -მითხრა და უკან დაიხია.
რატომ გავს ასე ძალიან არაფერს.
მითხარით ვინმემ, რატომაა ასეთი ერთი.
რატომ არ გავს არავის.
არაფრით.
-არ მინდა, მეძინება.
-არ გეძინება, ცუდად ხარ. სახეზე გეტყობა. -ისევ შეიკრა პალტო.
-რა აზრი აქვს. -გასაღები ვიპოვე და კარისკენ მივტრიალდი.
-პირველი ხარ ვისაც ამდენს ვეხვეწები. -იცინოდა ისევ ყიფიანი.
-გეტყობა არ მოგწონს. -გავთამამდი მე.
-კარგად ანი.
და ეს სახელი?
ალბათ მომესმა.
-კარგად ალექსანდრე.
სახლში შევედი და ცრემლები წამომივიდა.
სიხარულისგან, ბედნიერებისგან, ყველაფრისგან.
მოულოდნელობისგან, სიამოვნებისგან, ისევ ყველაფრისგან.
კარს ვერ მოვშორდი.
ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ, ალბათ ერთი ნაბიჯიც და დავეცემოდი.
მერე მახსოვს კაკუნის ხმა.
დაუფიქრებელი კარის გახსნა.
ყიფიანის სახე.
ღიმილი.
დამაჯერებელი თვალები.
-რას ნიშნავს კარგად ალექსანდრე?
ძალიან ხმამაღალი სიცილი.
ჩემი გაოცებული სახე.
მერე ძალიან ნელი...
ჩემ სახეზე ყიფიანის ხელები და ყველაზე ნაზი კოცნა.
მერე ჩახუტება.
ყველაფრად რომ ღირს აი ის ჩახუტება.
თავიდან ბოლომდე სველი იყო ყიფიანი.



№1  offline წევრი Nanuchiguti

როგორ მომექწონაა!!
love love

 


№2  offline წევრი talaxadze133

Dzalian kargia male dade <33კომენტარი

 


№3  offline წევრი ana456

შეუდარებელი ხარ ♥

 


№4  offline წევრი keta♥

არ ვიცი რა ვთქვა.
გავგიჟდი love

 


№5 სტუმარი -Nino-

ყველაზე მაგარი გოგო ხარ!ყველაზე ნიჭიერი,ამ საიტზე მარტო შენ გამო შემოვდივარ.შენი ისტორიების კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა.მართლაა არვიცი,სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი "კარგი" და ნიჭიერი ხარ.ერთადერთი ადამიანი ვისზეც აი მართლა ვგიჟდები,ვგიჟდები,ვგიჟდები.
სასწაული ხარ,ელენიკო, ს ა ს წ ა უ ლი !

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონს,მაგრამ დიალოგების გამო ძალიან მეპატარავა რაღაც.
ველი შემდეგს.

 


№7  offline წევრი Svvaaaniii

მე ვაფრენ შენზე, სიგიჟემდე მიყვარხართ! დიახ, მიყვარხართ! შენ, შენ და კიდევ შენ!:)
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№8  offline წევრი salomee

ვაააიმე რა სასწაული ხარ!!!!!!!ვგიჟდები რა!

 


№9  offline წევრი i love Green Day

გავგიჯეებიი ისეთიააა <3 <3 არმყოფნიის რაგავაკეთოო <3 მალეე დადეეე გთხოოვ ვეგარ ვითმეენ ისე მაინტერესებს <333333

 


№10  offline წევრი human

მიყვარხარ ელენიკო:***

 


№11 სტუმარი lady))

dzaan kaia❤️

 


№12  offline წევრი SaLoOme

Rooogoor veeloodeebooodiii ❤❤❤❤ she yvelazee kargooo sheen ❤❤❤❤

 


№13  offline წევრი Eternity8

სასწაული გოგო ხარ.. საოცარი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent