შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (7)


19-03-2016, 22:58
ავტორი natia_888
ნანახია 1 976

ყაზბეგისკენ მიმავალი გზა გრძელი და დამქანცველი გამოდგა, თუმცა სანდროს კამპანია განწყობის დადაბლების საშუალებას არ მაძლევდა... მის ყოველ დანახვაზე გული გამალებით იწყებდა ცემას, მის თვალებს შეფეთებული ჩემი თვალები კი დაბნეულად იწყებდნენ აქეთ-იქით ცეცებას.
ნახევარი გზა გვექნებოდა გავლილი, როცა შიმშილმა თავი შემახსენა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე. სანდრომ თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონაო, უმალ გზიდან გადაუხვია და მანქანა პატარა, ხის შენობასთან გააჩერა.
- პრინცესა, გშია? - ყურში უცნაურად ჩმესმა მისი სიტყვები. სანდროს პირობნებას თანდათან ვიცნობდი და დარწმუნებული ვიყავი, ეს ყმაწვილი არ მიეკუთვნებოდა იმ ახალგაზრდების რიგებს ყოველი სიტყვის ბოლოს „სიხარულსა“ და „სიყვარულს“ რომ ამატებენ. არც დიდი რომანტიზმით გამოირჩემდა და არც ორიგინალურობით, ამიტომ ვერასდროს წარმოვიდგენდი მისგან მსგავსი სიტყვების გაგონებას. თანაც ასე მხოლოდ მამა მომმართავდა და „პრინცესას“ გაგონებაზო საოცარი სიმყუდროვის, უსაფრთხოების, სითბოს და სმშვიდის შეგრძნება მეუფლებოდა.
- რა დამიძახე? - მინაბული ხმით ვკითხე და სავარძელში კომფორთულად მოკალათებული წამოვჯექი.
- რამე არასწორად ვთქვი? წინააღმდეგი ხარ? - სახე წამოუწითლდა და უძიროდ ცისფერი თვალები აემღვრა.
- არა... უბრალოდ გამიკვირდა. - გულწრფელად გავუღიმე. სანდროც თითქოს დამშვიდდა, მოდუნდა და სახე ალმაცერი ღიმილით გაებადრა.
- რატომ?
- არ ხარ შენ ასეთი. - თვალები დავხარე.
- აბა როგორი ვარ? - წამით ჩავფიქრდი, შემდეგ კი თვალი თვალში გავუყარე და ვუპასუხე.
- სერიოზული.
- იცი?.. - კიდევ გაეღიმა. - მართალი ხარ... თუმცა მე სერიოზულობას არ დავარქმევდი ჩემ ხასიათს, უბრალოდ რომანტიკული არ ვარ, არც მსგავსი თბილი სითყვებით საუბარი მეხერხება... ეს სერიოზულობის გამო არა, უბრალოდ არ გამომდის.... - თავი შეულჩნევლად დახარა.
- მესმის.... აი მე კი პირიქით. ძალიან რომანტიკული ვარ.
- ვიცი... ამიტომ ვცადე ასე მომემართა. - გაეცინა. მეც გამეცინა, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ დაამატა. - მიხარია, რომ მიცნობ. - კიდევ გავიღიმე და დავდუმდი. - კარგი - სანდრომ ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო. - დარწმუნებული ვარ მოგშივდებოდა.
- კი, თან ძალიან.
- მშვენიერია. არც მე ჩამოგრჩები. აბა რას მიირთმევ?
- შენ რას შემომთავაზებ?
- ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი, ქაბაბი, ხინკალი... განვაგრძო?
- მმმმ, მოდი შენ აარჩიე... ვენდობის შენს გურმანს.
- კეთილი, იყოს როგორც პრინცესა ისურვებს. - ორივეს გაგვეცინა.
სანდრო მანქანიდან გადავიდა და ხის შენობაში შევიდა. ახლაღა მოვავლე თვალი გარემოს და მაშინვე მვხვდი, დანიშნულების ადგილთან ახლოს ვიყავით. გზის ორივე მხარეს აღმართულიყო მწვანედ აბიბინებული, უშველებელი გორაკები... სანახაობა თვალს გტაცებდა. კარი გავაღე და ფეხი მიწაზე დავდგი თუ არა, უფრო დავრწმუნდი ჩემს ვარაუდში. მანქანიდან გადმოსულს, მოშიშვლებულ მკლავებსა და მოღერებულ ყელზე ყაზბეგური სიო მომელამუნა, კანი სიცივის ეკალალმა დამიფარა, ფილტვები კი მაცოცხლებელმა ნიავმა ამივსო. წელამდე გაშლილი თმა უმისამართოდ ამიფრიალა და თავისუფლების შეგრძნება ძვალ-რბილში გამიჯდა. ბედნიერი ვიყავი, იმდენად ბედნიერი, რომ მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ჩემი გაყინული სხეული, როცა რაღაც თბილი შემომეხვია და სიამოვნებისგან დამაჟრჟოლა.
- გაყინულხარ. - საყვარელმა ხმამ ყურთან ხავერდოვნად ჩამჩურჩულა და ჩემს ყელს ცხელი ტუჩებით დაეწაფა.
- ნიავის ბრალია. - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
სანდრომ ხელი გამიშვა. შავი მოსაცმელი გაიხადა და მკლავებზე მომასხა. მოსაცმელის სურნელმა გამაბრუა. გინზე ძლიერი სიოს მოლამუნებამ მომიყვანა და სიცივისგან დამფრთხალმა უმალ გავყავი მკლავი მოსაცმელში, ელვა შესაკრავი კი ყელამდე შევიკარი. სანდროს ზედატანი კაბასავით დამადგა, წარმომიდგენია რამდენად სასაცილო ვიყავი. სანდროს გავხედე, რომელიც ჩაფიქრებული მიყურებდა.
- არა, სახელი არასწორად შეგირჩე. - ისე თქვა, რომ წერტილისთვის, რომელისაც ჩემსა და უსასრულობას შორის მიშტერებოდა, თვალი არ მოუცილებია. - პრინცესა კი არა ანგელოზი ხარ. შემდეგ მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და ხის შენობისკენ გამიძღვა.

***

შენობაში შესვლისთანავე შიმშილის შეგრძნება გამიორმაგდა და საამური სუნის გამო მომდგარი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
- მმმმ, რა სასიამოვნო სუნი ტრიალებს. - ჩემს უკან მომავალ სანდროს მივუბრუნდი.
- მმმ, - გამომაჯავრა. - შენ არ იცი რა გემრიელობები გელის.
- მმმ, ერთი სული მაქვს.
- მმმმ, მიყვარხარ. - სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. დავდუმდი.
სანდრომ კარზე მიმითითა და მეც იქ შევედი. პატარა ოთახი იყო. შუაში ერთი ხის მაგიდა და ორი ხისავე სკამი იდგა. სუფრა ორი ადამიანისთვის იყო გაწყობილი. კერძებისთვის, რომლითაც მაგიდა იყო მორთული, თვალის მოვლებაც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ დავნაყრებულიყავი. ორი დიდი თეფშით ხაჭაპური და ლობიანი იყო დადებული მაგიდის სხვადასხვა მხარეს. შუაში შოთის პურის გვერდით რამდენიმე შამფური მწვადი და იქვე ქაბაბი ელაგა. შოთის მეორე მხარეს მწვანილებში ჩაფლული მთელი კიტრი-პამიდორი, მის გვერდით კი კიტრისა და პომიდორისავე, გემრიელად შემკული სალათა იდგა. შუაში წითელი ყვინო და წვენიც ჩაედგათ. სწრაფი ნაბიჯით მივაშურე მაგიდას და კომფორტულად მოვკალათდი. სანდრო ჩემს წინ მოსკამდა. ვგრძნობდი როგორ არ მაცილებდა თვალს, მაგრამ იმდენად მშიოდა უხერხულობა წამითაც არ მიგრძვნია, თანაც ამ ადამიანთნ უხერხულად ისეც არასდროს ვყოფილვარ.
სუფრას ხელახა შევავლე თვალი და სალათას წავეტანე. რამდენიმე კიტრი და პომიდორი გადმოვიღე, ზედ თავისივე წვენი და მწვანილები დავამატე და სალათის თასი თავის ადგილზე დავაბრუნე, როდისაც სანდროს ფხუკუნი მომესმა. ავხედე.
- რა გაცინებს? - სერიოზულად ვკითხე.
- არაფერი, ყურადგება არ მომაქციო. - სიცილით მიპასუხა.
- რას ქვია ყურადღება არ მოგაქციო, მიპასუხე რა გაცინებს. - გავწიწმატდი.
- შენ მაცინებ.
- მე რატომ?
- იმიტომ რო საოცრად შენნაირი ხარ. - ახლა მე გამეცინა.
- რას გულისხმობ?
- არ ვიცნობ და არც მეგულება ადამიანი, რომელიც საათების მანძილზე მგზავრობით მოშიებული მიუჯდება მწვადით, ქაბაბით, ხაჭაპურით და პომინდვრის სალათით გაწყობილ მაგიდას და პირველი სალათას გადაიღებს. - კიდევ გაეცინა.
- ძალიან მიყვარს. - მეც ავყევი.
- სოცრება ხარ. - გავუღმე.
ცოტა ხანს თვალის მოუშორებლად ვუყურეთ ერთმანეთს, შემდეგ კი სანდრომ გაიცინა, ჩვენ თუ ასე განვაგრძეთ ყველაფერი გაგვიცივდებაო, და ორივე გემრიელად შევექეცით ვახშამს.
როდესაც კარგად დავნაყრდით და ერთი ჭიქა ღვინოც დავლიეთ სანდრომ მითხრა, მანქანაში დამელოდე და მეც მალე მოვალო.
ოთახიდან ერთად გამოვედით, სადრო გარეთ გამომყვა და როგორც კი მანქანაში ჩავჯექი უკან შებრუნდა. გარეთ უკვე დაღამებულიყო და უფრო აციელბულიყო, სანდროს მოსაცმელს მეტად მჭიდროდ ჩავეკარი და მისი სურნელიც ღრმად ჩავისუნთქე. ცოტახანს ასე განაბული ვიჯექი. მალე სანდროც გამოჩნდა, მუყაოს ყუთით ხელში. მანქანაში რომ დაჯდა უმალ ვკითხე.
- ეგ რა არის? - სანდრომ ყუთი უკანა სავარძელში საიმედოდ დადო და რომ გასწორდა მიპასუხა.
- კიდევ ერთი საათი ან მეტი მოგვიწევს მგზავრობა,დარწმუნებული ვარ მოგვშივდაბა. ხაჭაპურია.
- შენ ჩემზე მეტად მსუნაგი ყოფილხარ. - გამეცინა.
- ერთი ამას დამიხედეთ. - ვითომ გამწყლარი მზერით შემომხედა. - თუ გინდა დავაბრუნებ.
- მე ვთქვი ჩემზე მეტადთქო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეც მსუნაგუი ვარ, ასე რომ დაანებე თავი ამ ხაჭაპურს. - ორივეს გაგვეცინა და სანდრომ მანქანის დაძვრა დააპირა.
- სანდრო, ბავშვებს ხომ არ შეხმიანებიხარ? - ვკითხე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.
- არა კატ, მიდი დაურეკე, გავიგოთ სად არია. - მითხრა და მანქანაც ადგილს მოსწყდა.
სალოს დავურეკე. ასე მეთხრა მე, ნია და ნიკა დაახლოებით ათ წუთში შევალთ ყაზბეგში, აბრამიშვილები კი უკვე სასტუმროში არიანო. სანდრომ ძალიან კარგი, ჩვენ არსად გვეჩქარება, რაც შეიძლება მეტ ხანს დავტკბები შენთან ყოფნითო, მითხრა და კონუსს ფეხი აუშვა.


-------------------------


ესეც ასე, იმედია მოგეწონებათ <3

ველი შეფასებებს <3 ^_^



№1  offline მოდერი bibo

ტორტობაა და მარწყვობა და უმაგრესობაააა

 


№2  offline წევრი natia_888

bibo
ტორტობაა და მარწყვობა და უმაგრესობაააა

დიდი დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი darina

Es bichi shemiwiravs me, sheni personajebidan yvelaze metad nikolozi miyvarda, lamis gadavye rom mokali, martla datrgunuli viyavi 2dge, imedia aq sandros mainc daindob :-D

 


№4  offline წევრი natia_888

darina
Es bichi shemiwiravs me, sheni personajebidan yvelaze metad nikolozi miyvarda, lamis gadavye rom mokali, martla datrgunuli viyavi 2dge, imedia aq sandros mainc daindob :-D

ვეცდები დავინდო :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent