შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი


20-03-2016, 00:30
ავტორი Supreme
ნანახია 2 502

1 მარტი იყო, 00:01, ღამე. მე და სანდრო ალექსიძე, ძმაკაცებისთვის ჩალიჩა, გუდაურიდან მოვდიდით. ბავშვობიდან ერთად ვართ და ეს ზედმეტსახელიც მე შევარქვი. რა საქმეზეც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან დამყვებოდა და ყოველთვის ისე აჩალიჩებდა ყველაფერს, რომ თრახი იყო, უბრალო "საქმიანი ბაზარი", გოგოს დათრევა, ქეიფი თუ კიდევ სხვა მრავალი, ყოველთვის ჩვენ გვიმართლებდა. კაი ბიჭია გარეგნობითაც. მაღალი, კუნთა, კაი სიფათით. მოკლედ, გოგოებს დაგევასებათ რა. ერთი თრახიდან შრამი აქვს შემორჩენილი ლოყაზე. დღემდე მრცხვენია რომ ვუყურებ. ის დანა მე უნდა მომხვედროდა და გვერდზე გამაგდო. ძმაც ასეთი უნდა. ამაზე დასაფასებელი და ახლო არავინ მყავს.
მე ძმაკაცები აჩკარიკას მეძახიან. ერთადერთხელ მეკეთა სათვალე და იმდენად არ მომიხდა, რომ მაგის მერე ტვინს ჭამენ. სინამდვილეში საბა კოპალიანი მქვია. ისე ცუდი ბიჭი არ ვარ, ეს ისე რომ იცოდეთ გოგოებო. მაღალი, მეც კაი კუნთა, წაბლისფერთმიანი, თაფლისფერთვალება, ბაცვარდისფერტუჩება კნუტი ვარ, დამესიეთ.
მოკლედ მოვდივართ გუდაურიდან, კი არა და, უკვე თბილისში შემოვედით. აუ, საოცრება და თოვლია, თან დიდი თოვლი. გაზაფხულის პირველი დღეა. სულ მალე დათბება, ნუ იმედი მაქვს, ვერ ვიტან სიცივეს.
მე და ჩალიჩა სიმღერას აყოლილები, თან ვიცინოდით და უცებ წინ გავიხედე. ისევ დავინახე ანგელოზი.
-სანდრო, მანქანა.-ვიყვირე ბოლო ხმაზე.
სანდრომ სასწრაფოდ მოუხვია და...აღარაფერი მახსოვს. ხელში თოვლს ვგრძნობდი, მაგრამ გაყინვის მაგივრად, მთელი სხეული მიხურდა. საფეთქელთან რაღაც ცხელს ვგრძნობდი. მთელს სახეზე მოსრიალებდა. სახით ცისკენ ვიწექი, ვეგდე და ძლივს ვსუნთქავდი, მიჭირდა. ასე მეგონა რაღაც მაწვებოდა და არ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. რაც შეიძლება ღრმად ჩავისუნთქე და თავბრუ დამეხვა. თვალები გავახილე, ცას ავხედე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დალეწილ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, უფრო მეტად გავხურდი. თავში დამიტრიალდა ყველა ფიქრი, ყოველი დღე 19 წლის განმავლობაში და ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი ამოარჩია ჩემმა გონებამ. ის ერთადერთი დღე გამახსენდა, როცა ჩემი პატარა ანგელოზი გავიცანი.
28 თებერვალი იყო. წინა წელს საოცრად არ მინდოდა გაზაფხულის დადგომა, მეზიზღებოდა, მძულდა, უბრალოდ მძულდა.
ღამე ჩალიჩამ სასტავი აგვყარა, "უნდა ვიქეიფოთო" აიტეხა, რატომ ვერ ვხვდები, მაგრამ მოუნდა და ეგ რომ მოხოდილია და რაღაც რომ უნდა, სანამ არ გააკეთებს არ მოისვენებს, ხოდა ამოგვაფხეკინა ჯიბეები, ვიყიდეთ სასმელი, საჭმელი და ათასი სისულელე და ხო იცით ძველი ბიჭების ამბავი, სანამ არ გამოვთვერით ბოლომდე არ მოვისვენეთ.
მოკლედ, ღამის 4 საათია ალბათ და ავიტეხე გარეთ მინდა, ტაქსის მძღოლი უნდა დავკერო-მეთქი და არავინ რომ არ ამყვა, იმიტომ რომ ყველა გატრუპული ეგდო, ჩავიცვი ჩემი პალტო, მოვიხვიე კაშნე. ძერსკულად გამოვიყურები, მაინც კაი ბიჭობის პონტში და გავედი გარეთ. კიდევ კარგი პირველ სართულზე ვიყავი, თორემ შეიძლება ეს ჩემი ბოლო დღე ყოფილიყო, რადგან მე ხო იდიოტი ვარ, ხოდა გადავძვერი ჩამტვრეული ფანჯრიდან. რა მეშველება. მოკლედ, მივბოდიალობ ჩემთვის. თავბრუ მეხვევა, ცას ვუყურებ და ვარსკვლავებს ვუცინი, ასე მგონია ნაშები დამტრიალებენ თავზე. მაგარი ცუდი აზრები მაწუხებს, განსაკუთრებით სიმთვრალისას, ხოდა რაღაცას შევეჯახე. თავი ჩამოვწიე და არავინ, გამიკვირდა. კიდევ უფრო დაბლა დავხარე თავი და რას ვხედავ. პატარა გოგონა ცისფერი უზომოდ დიდი და ნათელი თვალებით მიყურებს, მათვალიერებს. გაეღიმა და მისი პატარა, მუქი ვარდისფერი ტუჩები ღვთაებრივად მეჩვენა. პატარა ბავშვია, მაგრამ მისი კოცნა მომინდა, მომინდა იმდენად ძლიერ, რომ ტუჩები გამიხურდა. ღრმად ამოვისუნთქე და პატარა გოგონას გავუღიმე. გეფიცებით, ანგელოზს გავდა, არა, ანგელოზი იყო. თეთრი, ქათქათა სადე და ღია წაბლისფერი თმა, ისეთი სიბნელეშიც ღია რომ ჩანდა. თვალს ვეღარ ვაშორებდი, ისიც დაჟინებით მიყურებდა. მე თავდახრილს ტვინში სისხლი მასხამდა სიმთვრალისგან, მას კი ალბათ კისერი ატკივდა ზევით ყურებით. იმ წამს ვერ მივხვდი, მეჩვენებოდა ეს ანგელოზი თუ არა. სიმთვრალისგან გაბრუებული რეალობას და სიზმარს ვეღარ ვარჩევდი, მაგრამ გული მქონდა აჩქარებული. ყურებში მირტყამდა ჩემივე გულისცემა, მესმოდა თითოეული "ბუმ" და ვხურდი, ვხურდი მთელი სხეულით. პატარა ბიჭივით დავიმორცხვე იმ წამს და გაღიმებულმა გვერდზე გავიხედე, ის გოგონა კი მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ვგრძნობდი.
ღრმად ამოვისუნთქე და თავბრუ დამეხვა ცივი ჰაერისგან. ისევ ქვევით დავიხედე. ის გოგონა კიდევ მიყურებს. ძლივს მოვიკრიბე მთელი ჩემი გამბედაობა და ვკითხე:
-აქ რა გინდა, პატარავ?-თან ჩემი ღიმილიც მივაყოლე, რატომღაც მეგონა რომ დავაბნევდი.
-პატარა შენ ხარ!-ისე დაიბღვირა, გული გამისკდა, არ ვაწყენინო რამე და არ წავიდეს-მეთქი.
არ მინდოდა სადმე წასულიყო. მინდოდა სულ გვერდით მყოლოდა. მანიაკი მგონია თავი, პატარა ბავშვზე როგორ ვფიქრობ ასე. უხერხული სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი და შევეცადე დამერღვია ეს უხერხულობა.
-რამდენი წლის ხარ?-ვკითხე ჩუმად.
-16-ის.-მიპასუხა თავისი წკრიალა ხმით.
არ შევცდი, პატარა იყო.
-მე 18-ის.
-მგონი არ მიკითხავს.
-ჩვენი დიალოგის მხარდასაჭერად ვთქვი.
-სად გვაქვს აბა დიალოგი?-გოგოს გაეცინა.
-რა პატარა ბავშვივით მელაპარაკები.-მეც გამეცინა.
-მოიცა, არ ვარ?
-არა კი ხარ, მაგრამ...
-რა მაგრამ? არა რა, ბიჭებმა არ უნდა დალიოთ.-გაეცინა.
-ნუ იქნები ჭკუის დამრიგებელი.
-არ გარიგებ, უბრალოდ შენნაირი დებილური სიმთვრალე ვისაც აქვს, იმან რა ნამუსით უნდა დალიოს, შერცხვება.-გაეცინა, საკმაოდ ხმამაღლა.
-ბავშვი, წადი გაიარე რა.
-ვერ წავალ.
-რატომ?-გამიკვირდა.
-იმიტომ.-გამიღიმა და მე გული ამომივარდა.-საბა გქვია ხო?
-ხო, საიდან იცი?
-უბნის განთქმული ძველი ბიჭები მოდური თემაა, რას ამბობ.-გაეცინა.
-ხო, ჩემს სასტავზე ბევრ ჭორაობენ.
-მერე რა გიხარია, კარგს არაფერს ამბობენ.
-შენღა მაკლიხარ.
-ნამდვილად გაკლივარ.-გაეცინა.
-ბავშვი...
-ანა.-ჩამისწორა.
-კარგი, ანა, რას მეტენები, წადი გაიარე.-გამეცინა. საერთოდ არ მინდოდა რომ წასულიყო.
-მე დავრჩები, მაგრამ იცოდე, რომც წავიდე, მაინც სულ გემახსოვრები.-გაეღიმა ცბიერად.
-ძალიან თავდაჯერებული ხარ.
-მე? შეიძლება. უბრალოდ მიყვარხარ. მიყვარხარ უკვე დიდი ხანია და ვიცი რომ შენც შეგიყვარდები.
-კარგი რა, 18 წელია გოგო არ გამოჩენილა, რომელიც რამოთ მაინც მომწონებია ტანის ან სახის გარდა, რა ვქნა რომ გიყვარვარ და ან შენ როგორ უნდა შემაყვარო თავი, თან დაბალი ხარ.-ჩემი სიტყვები მე თვითონვე მეუცნაურა, ზოგადად გოგოს წყენა არ მახასიათებს.
სახე აემღვრა. მე გულისცემა ამიჩქარდა და მივხვდი რომ ვაწყენინე. მაშინვე დავიხარე და ჩავეხუტე.
-გთხოვ, მაპატიე.
-ყველა გოგოს ასე ექცევი. სიყვარულს გიხსნიან და შემ გულს ტკენ. ფიქრობ რომ გოგოების წყენა არ გახასიათებს? ძალიან ცდები. თუ პირდაპირ არ თქვი, ნამიოკებში ხარ მაგარი. რატომ მეხუტები?
-არ ვიცი.-ვთქვი და გამოვიწიე.
ანამ ხელი ჩამკიდა. თბილი ჰქონდა. შებრუნდა და სადღაც წავიდა. მისი პატარა ფეხების ნაკვალევი რჩებოდა თოვლში და მე კიდევ უკან მივყვებოდი პატარასავით. სკვერში მივედით, სადაც საქანელები იყო. ანამ ხელი გამიშვა, მიირბინა საქანელასთან, თოვლი გადმოყარა და დაჯდა. გულით გაიღიმა, თვალები აუციმციმდა.
-საბა!-დამიძახა.-მაკატავებ?-მისკენ წავედი.
საქანელის თოკებზე მოჭიდებულ მის ხელსბს მოვკიდე ჩემი ხელები. იმდენად პატარა მტევნები ჰქონდა მთლიანად ვიტევდი. ნელა ვაქანავებდი.
-ექსტრემი არ გიყვარს?-მკითხა ღიმილით.
-საქანელები ისეთი ექსტრემალურია, რას ამბობ.-გამეცინა.
-რატომ? თუ დავდგები და თან მაგრა გავქანდები, ექსტრემალურია.
-არ გაბედო! რამე რომ მოგივიდეზ ხო გავგიჟდები.
-უკვე ზრუნვაც დაიწყე. საბა, გიყვარდები.-გაეცინა.
ვერაფერი ვუპასუხე. უბრალოდ გამეღიმა და მის სახეს შევხედე, რომელიც მხოლოდ ნახევრად ჩანდა. მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
-გაზაფხული არ გიყვარს ხო?-მკითხა იმედგაცრუებული ხმით.
-მეზიზღება.
-რატომ?-გაუკვირდა.
-უმიზეზოდ.
-უმიზეზოდ არაფერი გვეზიზღება.
-მე მეზიზღება.
-ერთ თხოვნას შემისრულებ?
-გისმენ.
-გთხოვ, შეიყვარე რა გაზაფხული, განსაკუთრებით 1 მარტი.
-რატომ?
-დღეს ჩემი დაბადების დღეა.-გამიღიმა.
ჯერ გამიკვირდა, თუმცა რა იყო გასაკვირი მეც არ მესმის, მერე გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. საოცრებაა, მაგრამ მართლა გადამიარა გაზაფხულის ზიზღმა, სულ რაღაც ერთ წამში 1 მარტი ჩემი საყვარელი დღე გახდა. ანას პირისპირ დავუდექი, ჩავიკუზე და ქვევიდან ავხედე.
-ძალიან გიყვარვარ?-ვკითხე ჩუმად.
-უზომოდ.-დამორცხვების გარეშე მიპასუხა და გამიდიმა.
-რა იცი რომ უბრალოდ მოწონება არაა?
-ვიცი.
-მე რომ ჯერ არ მიყვარხარ?-სევდიანი თვალებით ავხედე.
-შენც შეგიყვარდები.-თვალებში ჩამხედა, საქანელიდან ჩამოვიდა და ლოყაზე მაკოცა.
ისევ მთელი სხეულით გავხურდი და თან იქვე გავიყინე. აღარ ვიყავი მთვრალი, ან ვიყავი და ვეღარ ვაცნობიერებდი. ერთიანად ამიტანა ყველა გრძნობამ და თვალწინ მხოლოდ ულამაზეს ცისფერ თვალებს ვხედავდი, რომელიც სიყვარულით იყო სავსე.
ანა უკნიდან მომეპარა და ზურგზე შემომახტა. მე წავიქეცი და ისიც თან წავიყოლე.
-რა დამპალი ხარ, მე რატომ წამაქციე!-აწუწუნდა და ადგომა სცადა.
მაჯაში ვსტაცე ხელი და გულმკერდზე მივიხუტე. მთელი გულით, მთელი სხეულით ვგრძნობდი მის სითბოს. თავზე ვაკოცე და უფრო მაგრად მოვხვიე ხელი, რომ არსად გამქცეოდა. ასე ვიწექით ცოტა ხანი. დარწმუნებული ვარ მას ესმოდა ჩემი გულისცემა, რომელიც გიჟივით ეტაკებოდა ჩემს გულმკერდს და მის გაგლეჯას ცდილობდა. მე მესმოდა მისი მშვიდი სუნთქვა და ვგრძნობდი მისი გულის სუსტ გულისცემას, რომელიც ცდილობდა აჩქარებას, მაგრამ ვერ ჩქარდებოდა. შემეშინდა რამე არ მოსვლოდა და ხელები გავუშვი. მან თავი წამოყო და გაკვირვებულმა მკითხა:
-შეგცივდა?
-არა, მეშინია შენ არ გამიცივდე.-მოვიტყუე და წამოვდექი.
-მე არ გავცივდები.-გაეცინა და კალთაში ჩამიჯდა.
-ასე თავისუფლად რატომ ხარ ჩემთან?
-იმიტომ რომ შენც გინდა ჩემთან ახლოს ყოფნა.
-საიდან პოულობ ხოლმე ამ პასუხებს.
-შენი თვალებიდან.-გამიღიმა და ჩემთან ახლოს მოიწია.
იდეალური მომენტი იყო იმისთვის, რომ მეკოცნა, მაგრამ რატომღაც ეს ვერ შევძელი და შუბლზე ვაკოცე ნაზად. მას გაეღიმა.
-რატომღაც მეგონა რომ თავს ვერ შეიკავებდი.-მითხრა ჩუმად.
-რატომღაც მეშინია რამე ზედმეტი არ გაკადრო.
-კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ჯერ მაინც არ გიყვარვარ.
-შემიყვარდები.
-რა იცი?
-ვიცი.
დაიმორცხვა და გვერდზე გაიხედა.
-გავცივდებითმ-ვუთხარი სიცილით სიჩუმის დასარღვევად.
-არ ვცივდები-მეთქი, მაგრამ შენ არ გამიცივდე.-გამიღიმა და წამოდგა, მეც ავდექი.
-სახლამდე მიგაცილებ.
-არ მივდივარ.
-უკვე 7 დაიწყო.
-მერე რა.
-საერთოდ მარტო რატომ იყავი გარეთ?
-მიყვარს ასე სიარული.
-ვინმე სხვა რომ შეგხვედროდა, გიჟი, მანიაკი, შეშლილებს რა დალევს.
-ვიცოდი რომ შენ შემხვდებოდი.
-წინასწარმეტყველი ხო არ ხარ ხო, არ დავინახო გარეთ ასე გვიან გამოხვიდე ხოლმე, თან მარტო. თუ სეირნობა მოგინდა მე მითხარი, ნებისმიერ დროს გამოგყვები.
-აღარ მომინდება.-გაეღიმა.
-რატომ?-გამიკვირდა.
-შენ შეწუხებას ვერ გავბედავ და მარტო რომ გავიდე მეჩხუბები.-გამიკვირდა ეს პასუხი, გამეღიმა და ჩავეხუტე.
-ანა...
-თბილად ჩამეხუტე. ისე, თითქოს ბოლოჯერ მხედავდე.
-პირველად გნახე და უკვე ბოლო ნახვაზე მელაპარაკები?-გამეცინა.
-ვინ ვარ?
-ანგელოზი, გეფიცები, სუფთა ანგელოზი ხარ.
-ფრთები მაკლია და ეგაა.-გაეცინა.
-ფრთებიც გექნება და გაფრინდები, ოღონდ მერე.
-მერე როდის?
-მერე, დიდი ხნის მერე, ჯერ ძალიან ადრეა.
-მე კი ვფიქრობ, რომ გვიანია.
-რა?-გამიკვირდა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი აღარ მიმიღია.
ჩახურებულები ვიდექით. ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა პატარა ანგელოზი. იქვე სკამზე დაჯდა და მეც მივუჯექი, მერე მუხლებზე დავდე თავი. ვარსკვლავებიან ცსს ვუყურებდი, რომელიც თანდათან ნათდებოდა და პატარა მოციმციმე სხეულები ქრებოდნენ. ჩემი ანგელოზი თმაზე მეფერებოდა, მე მისი გრძელი თმის ბოლოებით ვთამაშობდი, თან ცას შევსცქეროდი.
-შენთან ერთად მინდა.-ჩუმად წაილუღლუღა.
-მეც.
-ცაში მინდა შენთან ერთად.-გაიღიმა.
-აქ რომ ვიყოთ?-ისევ არაფერი მიპასუხა და ცრემლი დამეცა სახეზე.-რა გატირებს?-ვკითხე შეშფოთებულმა და თავი წამოვწიე.-მიპასუხე.-ხმას არ იღებდა.
ტიროდა. ჩემი პატარა ანგელოზი ტიროდამ ტირილის დროსაც კი ულამაზესი იყო. თვალებზე ვაკოცე და ცრემლები მოვწმინდე. მისი ხელები ავიღე და ჩემს მტევნებში მოვიქციე, რომ გამეთბო, რადგან გაეყინა. ის ტიროდა და ვერ ჩერდებოდა.
-გთხოვ, არ იტირო, გემუდარები.
-მიყვარხარ, საბა.-ამოილუღლუღა.
-მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა ანგელოზო.-ვუთხარი და მივეხუტე.
-ერთი თხოვნა მაქვს.
-რაც მოგესურვება.
-არ დამივიწყო, გთხოვ.
-შენ როგორ უნდა დაგივიწყო, ხო არ გაგიჟდი.
-დაიძინე.
თავი ისევ მის მუხლებზე დავდე. მან თვალები დამახუჭინა. არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ ჩამეძინა. მიუხედავად იმისა რომ ყინავდა, მე თბილად ვიყავი, რადგან პატარა ანგელოზი გვერდში მყავდა.
უმშვენიერესი პირველი მარტი გათენდა.
თვალები გავახილე. ტუჩებზე ვგრძნობდი სიმხურვალეს, თითქოს მაკოცესო, არა, ზუსტად ვიცი, ეს კოცნისგან დარჩენილი გრძნობა იყო. თავი ავწიე და გარშემო მიმოვიხედე. მარტო ვიყავი, მზე ანათებდა.
-აუ ტო, სად ჩაგძინებია.-გავიგე ჩალიჩას სიცილნარევი ხმა.
ჩემი პატარა ანგელოზი არ დამხვდა. მთელი წელი ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ დამესიზმრა კიდეც, მაგრამ გრძნობები? შეხების გრძნობა, კოცნის გრძნობა, მისი ხმა, თვალები, სახე, ყველაფერი ცხადივით მახსოვს. ის მართლა იყო, მაგრამ არ ვიცი სად.
-ავარია, 1 მარტი, ღამე.-
-საბა.-გავიგე ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა, ანას ხმა, ჩემი ანგელოზის ხმა.
-ანა...-ვთქვი ჩემთვის.-შენთან მინდა ჩემო ანგელოზო.
-მოდი.-გავიგე მისი წკრიალა ხმა და ტკბილი სიცილი, რომელიც ასე მენატრებოდა.
-...-
-...ავტოკატასტროფის შემდეგ დაშავებულები სასწრაფოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს. 19 წლის საბა კოპალიანი მძიმე მდგომარეობის გამო საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.



№1 სტუმარი tamuna

Ase dasruldaaaa?rato mokali es bichi da gogo haaa?vitireeeeeeee ise dzalian magari xaaaar

 


№2  offline წევრი Supreme

tamuna
Ase dasruldaaaa?rato mokali es bichi da gogo haaa?vitireeeeeeee ise dzalian magari xaaaar

ნუუ:დ მიზეზი აბა მე რავიცი:დ მადლობა დიდი^^ <3

 


№3 სტუმარი basuu

ძაან მომეწონა

 


№4  offline წევრი Supreme

basuu
ძაან მომეწონა

ძალიან მიხარია^^ დიდი მადლობა^^

 


№5 სტუმარი N. M

Dazaan magari xar Rato kokali bolos is bichi da gogo. Vitire tan bevri ise dzaan magaria

 


№6  offline წევრი Supreme

N. M
Dazaan magari xar Rato kokali bolos is bichi da gogo. Vitire tan bevri ise dzaan magaria

მადლობა ძალიან დიდი <3

 


№7 სტუმარი tako

Vaimee ra kargi iyoo

 


№8  offline წევრი Supreme

tako
Vaimee ra kargi iyoo

მიხარია რომ მოგეწონა^^ მადლობა <3

 


№9 სტუმარი Mariami

Kargi raa ase rato daasrule vitireee:((((( ise dzaan momewona, magram vitire bevriii:((((((

 


№10  offline წევრი Supreme

Mariami
Kargi raa ase rato daasrule vitireee:((((( ise dzaan momewona, magram vitire bevriii:((((((

ნუუ:დ მიხარია რომ წაიკითხე^^ მადლობა^^ <3

 


№11  offline წევრი ucnobi_18

აუ ძალიაან კარგი იყოო ააი ძალიიაან სიტყვებით მიჭირს კიდევ ემოციებშივარ დასასრული უდაოდ ძალიან კარგი იყო კარგად წერ მომწონს შენი სტილი სხვა მოთხრობებიც წავიკითხე და შემიძლია გითხრა რომ კიდევ ერთგული მკითხველი გაიჩინე❤ეგრე გააგრძელლე

 


№12  offline წევრი Supreme

ucnobi_18
აუ ძალიაან კარგი იყოო ააი ძალიიაან სიტყვებით მიჭირს კიდევ ემოციებშივარ დასასრული უდაოდ ძალიან კარგი იყო კარგად წერ მომწონს შენი სტილი სხვა მოთხრობებიც წავიკითხე და შემიძლია გითხრა რომ კიდევ ერთგული მკითხველი გაიჩინე❤ეგრე გააგრძელლე

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის❤ უზომოდ დიდი სიამოვნებაა, რომ შენნაირი ერთგული მკითხველი გავიჩინე❤ დიდი დიდი მადლობა ❤

 


№13  offline წევრი Laliashvili009

Gansxvavebuli iko... Momewonaa ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent